მაინც ვინ იყო სტალინი?

ღმერთმა ნუ შეგასწროთ სტალინის ძეგლის აღდგენას!

სტალინის ძეგლის აღებამ ჩვენს საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.  ვერ წარმოვიდგენდით, სტალინის პიროვნებას დღესაც თუ ამდენი გულშემატკივარი ეყოლებოდა.

ბოლო ოცწლეულში საქართველოში მომხდარი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების წყალობით საღად და ქართულად მოაზროვნე ადამიანისათვის გაცხადდაგასული საუკუნის ოციან წლებში საქართველოში განხორციელებული ეროვნული ტრაგედიის მიზეზები, ისტორიული სიმართლე.

ამ ტარგედიის შედეგები საქართველოს დღესაც ვერ მოუშუშებია და მისი სხეულიდან დღესაც მოსჩქეფს აფხაზეთის, შიდა ქართლის, ჰერეთის, ტაო-კლარჯეთისა და ლორე-ბორჩალოს ჭრილობებიდან მომდინარე ქართული სისხლი.

ვინ იყო ამ უბედურების მომტანი, ვინ და რატომ მოაშთო ახალფეხადგმული თავისუფალი საქართველო?

ყველა ჭეშმარიტი ქართველისათვის პასუხი ცალსახაა – ქართულ გვარსახელში გახვეული, ქართველთმოძულე იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი – სტალინი!
მაინც ვინ იყო სტალინი? იყო კი ქართველი გვარ-ტომითა და სულით?

ვიცით, რომ არსებობს დიდი ივანე ჯავახიშვილის ნარკვევი სტალინის წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, როდის და რა ვითარებაში დაიწერა ეს ნარკვევი.  ან რატომ გახდა საჭირო ამ ნარკვევის დაწერა და სტალინის ქართველობის მტკიცება? საუკუნეზე მეტია ქართულ საზოგადოებაში მუსირებს აზრი სტალინის არაქართული წარმოშობის შესახებ, არსებობს უამრავი ვერსია და არგუმენტი, სომხები სტალინის სომხობას იჩემებენ, ოსებს კი არცთუ უსაფუძვლო არგუმენტები და მასალები მოჰყავთ მისი ოსობის დამამტკიცებლად. ზოგი მისი გვარის ძირს „ჯუღას“ ქართულ ფოლადს უკავშირებს. არის ასეთი ვერსიაც: „ჯუღა“ ოსურად ნიშნავს „ნაგავს“. გვარი ჯუღაევი საკმაოდ გავრცელებულია ოსებს შორის, რომლებსაც ცარიზმის დროს გვარის დაბოლოება, როგორც წესი ქართული ჰქონდათ.

მიუხედავად საქართველოს ისტორიული უბედურებისა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ამ სულგაყიდულმა მანქურთმა  დაატეხა თავს, ქართველი კერპთაყვანისმცემლები მაინც ამაყობენ სტალინის ქართველობით. საქართველოს წინააღმდეგ მის მიერ ჩადენილი ბოროტებიდან გამომდინარე, არც თუ უსაფუძვლოდ იბადება კითხვა – იყო კი საერთოდ სტალინი ქართველი?

ამ ბნელით მოცულ კითხვას ასე პასუხობს გრიგოლ რობაქიძე:  “სტალინი მხოლოდ იმდენად იყო ქართველი, რამდენადაც საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა.“

თურმე მის მამობაზე პრეტენზიას აცხადებდა რამდენიმე კაცი, მათ შორის – ფოსტის მოხელე, მღვდელი, მეჩექმე…

სიმართლე ერთია – ამ კაცის მთელი ცხოვრება გაჟღენთილი იყო საქართველოს და ქართველი ერის ზღვარდაუდებელი სიძულვილითა და მტრობით.

ეს ახალგაზრდა მარქსისტი საქართველოში თავისი ცუდი რეპუტაციის გამო იძულებული იყო რევოლუციური კარიერა საქართველოს გარეთ დაეწყო, ჯერ ბაქოში, შემდეგ კი რუსეთში. ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი, ახალგაზრდა ბოლშევიკი, პროფესიონალი ბანდიტი, გახდა ლენინის ფინანსისტი, ის ლენინს ამარაგებდა ფულით, რომელსაც ბანკებზე თავდასხმით, ვაჭრებისაგან და მეწარმეთაგან გამოძალვით, გემებზე ყაჩაღური თავდასხმით, ადამიანთა გატაცებით იხვეჭდა – ამ საქმიანობას თან ახლდა მკვლელობები.

ერთნი ამტკიცებენ სტალინი დიდი ქართველი, გენიალური  მხედართმთავარი, უბადლო პოლიტიკოსი იყო, რომლის დამსახურება კაცობრიობის წინაშე განუზომელი და შეუფასებელიაო.

მეორენი – სტალინი იყო დაუნდობელი მტარვალი, მრისხანე დიქტატორი, კაცთმოძულე და რაც მთავარია, საქართველოს მტერი და ამომგდები.
პირველთა მოსაზრებების, შეხედულებებისა და მრწამსის გასაბათილებლად გავიხსენოთ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსია-ინტერვენცია.

სტალინის პირმშო, რუსეთის მოდერნიზებულ, ათეისტურ იმპერიაში გამომწყვდეულ საქართველოს თაობებს ზრდიდნენ გაყალბებული ისტორიით: თითქოს საქართველოს მუშები და მშრომელები აუჯანყდნენ მენშევიკების დიქტატურას და დახმარებისთვის მიმართეს საბჭოთა რუსეთს.

მაგრამ ამ სიყალბეს აბათილებს ქართველი ბოლშევიკების ერთ-ერთი მამამთავარი ფილიპე მახარაძე, რომელიც ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი 1921 წლის 6 დეკემბრის საიდუმლო მოხსენებაში აღნიშნავდა – «Появление в Грузии красной армии и обьявление советской власти приняло явный характер внешней агрессии, так как внутри страны к этому времени никто и не думал устраивать восстания. Во время обьявления советской власти в Грузии не нашлось ни партийной ячейки, ни отдельного члена партии, который мог бы действовать организованно и руководить процессом. За это дело взялись в большинстве случаев подозрительные люди или настояшие злоумышленники. Надо признать тот факт, что грузинские массы привыкли к независимости Грузии. Надо сказать правду, в начале мы стояли на правильной позиции, во всяком случае на словах. Мы всем и везде заявляем, что советская Россия никак не уничтожает независимую Грузию, что красная армия пришла только для освобождения масс от когтей Антанты и т.д. Естественно возникает вопрос: сможем ли мы придерживаться такой позиции хоть какое то время, ведь от этого зависит многое. Обманывать массы политикой невозможно и особенно грузинский народ, который набрался опыта в политике особенно в последние годы. Мы говорили, что строим не полностью, но все-таки независимую советскую Грузию. Но в то же время делали такие шаги, которые противоречили нашим обещаниям» (სტილი დაცულია ა. ს.).

ბოლშევიკების მსოფლიო მამამთავარი ვალდიმერ ულიანოვი კი 1921 წლის 28 თებერვალს მოსკოვის საბჭოს სესიაზე მიუთითებდა: „ჩვენ ვიცით, რომ ამბოხება დაიწყო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში და მასში  სომეხთა და რუსთა ნაწილები მონაწილეობდნენ (ლევან ურუშაძე, ბოლშევიზმ-მენშევიზმი და დემოკრატიული საქართველო).

ახლა, რაც შეეხება ჩვენი ნოებოლშევიკების მიერ დიდებით შემოსილი ბელადის დამსახურებას საქართველოს თავისუფლების მოშთობაში;

24 იანვარი 1921 წ. სტალინი: ცეკას წევრებს. „წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ დირექტივა, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე.

ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში“ (სტილი დაცულია – ა. ს.).

სტალინი – ორჯონიკიძეს: „ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნეს სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია. გადაწყდა, აგრეთვე შეკითხვა გაუგზავნონ კავკასიის ფრონტს ჩვენი სამხედრო ძალების მდგომარეობაზე, იმაზე თუ რა ძალები დაგვჭირდება კიდევ, რომ უეჭველად დავამარცხოთ საქართველო, თორემ ტროცკი ირწმუნება, რომ თქვენს ფრონტზე ჩვენ ერთობ სუსტი ვართო. აუცილებლად ჩემს სახელზე გამოაგზავნე ცნობა, შეგვიძლია თუ არა ვიქონიოთ გამარჯვების იმედი ძალთა რაოდენობით. მე და ილიჩი ველით შენგან ზუსტ, გაუზვიადებელ ცნობებს“ (სტილი დაცულია).

სტალინი ორჯონიკიძეს: „ახლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი“ (სტილი დაცულია – ა. ს.).
15 თებერვალი 1921 წელი. ლენინი მე-11 არმიის რევოლუციურ საბჭოს: „ცეკას მიაჩნია, რომ XI არმიის ოპერაცია წარმოადგენს ნეიტრალურ ზონაში მყოფი აჯანყებულების დაცვას, რომელთაც ემუქრებათ განადგურება თეთრგვარდიელების მხრიდან. ანგარიში გაუწიეთ თქვენი ოპერაციის ამ პოლიტიკურ ხასიათს ყველა თქვენს საჯარო გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსაგან მოველით ენერგიულ და სწრაფ მოქმედებას. თუ ნეიტრალურ ზონაში მყოფ აჯანყებულთა დასაცავად, სამხედრო თვალსაზრისით, საჭიროა თბილისის აღება, XI არმია არც ამას უნდა მოერიდოს“ (სტილი დაცულია- ა. ს.).
ამ დეპეშას აქვს სტალინის მინაწერი: „სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ“

სტალინი ორჯონიკიძეს: „ცეკა მოითხოვს თქვენგან რეგულარულ ინფორმაციას ორჯერ დღეში. შენ კი უკვე ორი დღეა ცნობას არ იძლევი. ჩეკა მოითხოვს დირექტივის შესრულებას. ამ წუთშივე მოგვეცი ცნობა აჯანყებულთა მიღწევების შესახებ. საჭიროა დააჩქაროთ ქალაქის აღება“.

მალე ორჯონიკიძე აფრენს წითელ ურდოში „სასიხარულო“ დეპეშას – „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს!“, რითაც ამ ორთავე ნაძირალამ გაინაღდა თავიანთი „მოკრძალებული“ ადგილები წითელი იმპერიის ვერხუშკაში. უამისოდ ისინი ხომ ემიგრანტებად რჩებოდნენ საბჭოთა რუსეთში, რაც ერთგვარ ბარიერს წარმოადგენდა უმაღლესი ეშელონებისაკენ მიმავალ გზატკეცილზე.

საქართველომ დამოუკიდებლობასთან ერთად ტერიტორიებიც დაკარგა, რომელშიც ამჯერადაც ლომის წილი უძღვის საქართველოს სიძულვილით დაავადებულ, არაკაცთა დიდ ბელადს ი. სტალინსა და მის ლაქიებს.

საქართველოს ტერიტორია 1918-1921 წლებში მოიცავდა 107 6000 კვადრატულ კილომეტრს. ბოლშევიკების ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა მიისაკუთრა საქართველოს 4 400 კვ. კმ. ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის ოლქი და აფაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი პილენკოვო, ახლანდელი განთიადი..

საკუთარი ერის სიძულვილით დაავადებულმა სტალინმა და ორჯონიკიძემ აზერბაიჯანს უფეშქაშეს 6 000 კვ. კმ., – ზაქათალის ოლქი, გარეჯის ველი, ყარაიაზის სექტორი, ელდარი 92 600 მცხოვრებით, სომხეთს კი 4 600 კვ. კმ. – ლორე-ალავერდის მხარე 38 ათასი მცხოვრებით, თურქეთს კი სამუდამო მფლობელობაში გადასცეს 23 000 კვ. კმ. – 200 ათასამდის მცხოვრებით.

საბოლოო ჯამში 1918-1921 წლებში საქართველომ დაკარგა ტაოკლარჯეთი, სპერი, შავშეთი, ერუშეთი, არტაანი, ატოცი, ჭანეთი, ტაშირი, ჩრდილი, ჰერეთი, ბამბაკი, დვალეთი. ამას დავუმატოთ სტალინის მიერ შექმნილი ავტონომიების აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიები – 8 600 კვ. კმ. და 3 885 კვ კმ. საერთო ჯამში 40 585 კვ. კმ. ეს ფართობი უტოლდება ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოების – ბელგიის (30 528 კვ. კმ.) შვეიცარიის (41 285 კვ. კმ.) და ნიდერლანდების (41 528  კვ. კმ) ტერიტორიებს.

ასე რომ, საქართველოში პროლეტარიატის დიქტატურის დამყარებას წააკლეს საქართველოს თავისუფლება და თან მიაყოლეს მისი ტერიტორიის მესამედზე მეტი ნაწილი. ეს იყო XX საუკუნის 20-იან წლებში.

ისტორია მეორდება, XX საუკუნის დასასარულს ნეობოლშევიკურ დემონთკრატიას წააკლეს საქართველოს თავისუფლება, ბოლშევიკების სულიერ-ხორციელმა შთამომავლობამ ქვეყნიდან განსდევნა „პროვინციული ფაშიზმი“, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მსოფლიოს სატანისტური გლობალიზაციის „დიად იდეალებს“, ახალ მსოფლიო წესრიგს. საქართველოში ბოლშევიკების შემოთახსირებამ ქვეყანას სისხლის თქეშად გადაუარა, საქართველოს ისტორიაში შავი არშიით გარშემოვლებული დარჩა 1921, 1922, 1924, 1929-1933, 1937-1938, 1941-1942, 1951-1952, 1956 წლები.

აბა ვის ძალუძს ზუსტი სტატისტიკის დადგენა იმ ადამიანური მსხვერპლისა, რომელიც სტალინის მიერ გამოგზავნილ თეთრ ცხენზე ამხედრებულ სიკვდილს მოჰყვა საქართველოში. მხოლოდ 1924 წლის აჯანყების ჩახშობისას დაიღუპა 7000 კაცი, აჯანყების ჩახშობის შემდეგ კომუნისტებმა ერთ კვირაში დახვრიტეს 12 000 კაცი (საქართველოს მოსახლეობის 0,5%), ათეულ-ათასობით ადამიანი იქნა გასამართლებული, 20 000 –ზე მეტი კაცი გაგზავნილ იქნა გადასახლებასა და სიკვდილის ბანაკებში (საქართველოს მოსახლეობის 1%).

1924 წლის აჯანყების შესახებ ნათლად და სრულყოფილად აქვს მოთხრობილი მეოცე საუკუნის დასასრულის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიურ წევრს, ჭეშმარიტ მამულიშვილს ბატონ მიხეილ მჭედლიშვილს თავის შესანიშნავ ნაშრომში „საქართველო ბოროტების იმპერიის 500 წლოვან მარწუხებში“, რომლიდანაც აქვე მოვიყვანთ ამონარიდს და თვითვე განსაჯე პატიოსანო მკითხველო:

„საერთოდ, გ. მაზნიაშვილი, ისე როგორც საზღვარგარეთ ემიგრირებული, აბსოლუტურად ყოველი პარტიის ლიდერი, გარდა მენშევიკი ლიდერებისა, სასტიკი მოწინააღმდეგენი იყვნენ საქართველოში აჯანყების დაწყებისა. მენშევიკებმა ეს აჯანყება მოაწყვეს მათგან ფარულად. ძალიან საინტერესოა აზრი ამ აჯანყების კანონზომიერების ირგვლივ, რომელსაც გადმოგვცემს თავის მოგონებებში, იმ დროს კომუნისტურ ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი და ბოლოს რეპრესირებული – ალექსანდრე (საშა) პაპავა. აი, რას წერს იგი: „ჰქონდა კი რაიმე გამართლება აჯანყებას? რა მიზანს ისახავდა იგი? როგორც ჩანს, იყო ისეთი გონებადაკარგული ხალხი, რომელსაც სჯეროდა, ან იმედი ჰქონდა, რომ აჯანყების დაწყებისთანავე ინგლისი და საფრანგეთი არმიებს დაძრავდნენ შავი ზღვისაკენ და საქართველოს გაანთავისუფლებდნენ. ასეთი გონებრივი მონაცემების ხელმძღვანელები ნამდვილად ფსიქიატრიული საავადმყოფოს კანდიდატები არიან და, ჩვენდა საუბედუროდ, ერის მხსენელებად მოგვევლინენ. უნდა დაკარგო რეალობაში გარკვევის ელემენტარული უნარი, რომ ევროპის იმედით დაიწყო აჯანყება. არავითარი გამართლება არა აქვს აგვისტოს გამოსვლებს, ეს იყო ნამდვილი ავანტიურა და არსებითად მოღალატური აქტი. მას არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია, მსხვერპლი კი განუზომლად დიდი იყო“ (ალ. პაპავა, „სტალინი და საქართველო“, გაზეთი „მამული“, 1990 წ. №1, 29 ნოემბერი).

თუ ვისი ინიციატივით დაიღვარა მაშინ ათასობით შესანიშნავი ქართველის სისხლი, ამის შესახებაც უაღრესად საინტერესო ცნობებს გვაწვდის იგივე ბატონი ალექსანდრე: „იმ ზაფხულს სტალინი კისლოვოდსკში ისვენებდა. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ს. ორჯონიკიძე, მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა, ბ. კვირკველია… დაცვას ხელმღვანელობდა ლ. ბერია, რომელიც მაშინ საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ (ასე ერქვა მაშინ ჩეკას); უფროსი კი, ძველი ბოლშევიკი ეპიფანე კვანტალიანი იყო. სტალინი, გასაგები მიზეზების გამო, თვალყურს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. როცა ყველა სადავე ჩეკას ხელში იყო, კვანტალიანმა სტალინისა და რესპუბლიკის ხელმძღვანელთა წინაშე დასვა საკითხი პრევენტიული ზომების მიღების შესახებ, რაც აჯანყებას ჩაშლიდა. მისი წინადადება უარყვეს, გამოსვლები კი მოხდა. მაშინვე გავრცელდა ხმა, ასეთი იყო სტალინის ნებაო.

რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერ ბ. კვირკველიამ, შემდეგ მ. ორახელაშვილმა, აი, რა მიამბეს. ამასთან, მათი ნაამბობი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა ერთმანეთს: „კვანტალიანის ინფორმაციას ყველა სულგანაბული უსმენდა. მხოლოდ ორჯონიკიძე იჩენდა მოუსვენრობას. ინფორმაციის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარად იგრძნობოდა, რომ წინადადებამ, აჯანყების თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ყველანი დუმდნენ და სტალინს მისჩერებოდნენ.

ბოლოს სტალინმა ამოიღო ენა და შეგვეკითხა, რა აზრისა ხართო. ყველამ თანხმობა განვაცხადეთ. სტალინი ადგა, გაიარ-გამოიარა, ჩიბუხი დატენა, ერთიც გააბოლა და სარკასტული ღიმილით მოგვმართა: „თქვენ თუ ასეთი ბრიყვები იყავით, ვერ წარმოვიდგენდი. როგორ შეიძლება ასეთი დიდებული შემთხვევის ხელიდან გაშვება. საქართველომ უსისხლოდ მიიღო რევოლუცია. ახლა საბაბი გვეძლევა მას სისხლი  ვადინოთ და თქვენ ასეთ სულმდაბლობას და ლაჩრობას იჩენთო. დაე, გამოვიდნენ, რაც უფრო მასობრივი იქნება გამოსვლები, მით უკეთესი, არავინ დაზოგოთო“. თანაც მოითხოვა, რომ გამოსვლის დღეებში არც ერთი ჩვენგანი საქართველოში არ ყოფილიყო. მან თვით დაასახელა ორი ახალგაზრდა ჯალათი, რომელთაც უნდა ეხელმძღვანელათ დამსჯელი ოპერაციისათვის. ერთი მათგანი ლ. ბერია იყო, მეორე სახ. კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლ. ღოღობერიძე. სტალინმა არჩევანი იმით ახსნა, რომ ისინი არავითარი ყალბი ტრადიციებით არ არიან დამძიმებული. უფროსებს ნახევრად მენშევიკები გვიწოდა…

ამას მოჰყვა შემზარავი ამბები: ზესტაფონის ჩიხში ყოვლად უდანაშაულო 600-800 ადამიანის ტყვიამფრქვევით დახვრეტა; ძირითადად ამოწყვიტეს დასავლეთ საქართველოს ინტელიგენცია, მრავალი ოჯახი ააწიოკეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავადაზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მასობრივი რეპრესიები, გადასახლებები და სხვადასხვა. ჯერაც დაუდგენელია მსხვერპლის საერთო რაოდენობა. ჩემი ვარაუდით, 15-ათასს აღწევს, აქედან დახვრეტილები არანაკლები 5-6 ათასისა (იხ. გაზეთი „მამული“, №1, 1990 წ. 29 ნოემბერი, ალ. პაპავა, სტალინი და საქართველო).

ბატონ ალექსანდრეს, ეტყობა, გამორჩა – იმ ორ ჯალათთან ერთად, ქართველთა ჟლეტაში ლომის წილი მიუძღვის, აგრეთვე, საქართველოს იმდროინდელ პროკურორს – ტალახაძეს. კერძოდ, ის თაოსნობდა ზესტაფონის ჩიხში, ვაგონებში შემწყვდეული ხალხის ბარბაროსული მეთოდით ხოცვას. საქმე ის გახლავთ, რომ დახვრეტის მომლოდინე ხალხი ვაგონებიდან არ გამოდიოდა. მაშინ, ტალახაძემ ვაგონებს ტყვიამფრქვევები დაუდგა და ტყვიებით დაცხრილა. დახოცილთა სისხლი თურმე წკრიალით გასდიოდა ვაგონებს.

აჯანყების დაწყებამდე დააპატიმრეს „სამხედრო ცენტრის“ მთელი შემადგენლობა და დახვრიტეს – მათ შორის ილიას დისშვილი, გენერალი კოტე აფხაზი. მიაგნეს და დახვრიტეს „დამკომის“ ძირითადი შემადგენლობაც – ნ. ხომერიკი, ვ. ჯუღელი და სხვები. რადგან საბაბი მიეცათ, აჯანყებულებზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს მხოლოდ ეჭვის ნიადაგზე, ანუ როგორც ითქვა, იმ ბრალდებით, რომ იყო თავადი, აზნაური ანდა მღვდელი. საერთოდ, დახვრიტეს ანდა საქართველოდან ციმბირში გადაასახლეს და იქ დაასამარეს ძირითადად ელიტარული საზოგადოება.

მათ შორის აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიჭიერესი შვილი ლევან რაზიკაშვილიც. მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით მისულ დელეგაციას – ეგ, ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხია – „ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“.

1924 წლის სექტემბერი. აჯანყების მონაწილენი. სხედან – მარცხნიდან ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: ლეო ჩიქოვანი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი და ალექსანდრე სულხანიშვილი.

დიახ, დახვრეტდნენ სტალინი, ორჯონიკიძე და სხვა მისთანა გარეწრები ვაჟა-ფშაველასაც, ილია ჭავჭავაძესაც (იგი რომ უფრო ადრე არ მოეკლათ სწორედ ამ ვანდალისტებს), აკაკი წერეთელსაც და ყველას, ვინც არ იზიარებდა მათს მანქურთულ იდეებს, და მართლაც, განა სწორედ ამ ნიშნის მიხედვით არ ამოწყვიტეს სტალინმა და მისმა დამქაშებმა შემდეგშიც ცნობილი ქართველი მწერლები, მეცნიერები და კულტურის მუშაკები?“

სტალინისა და ბოლშევიკების ტირანიას საქართველოში ემსხვერპლა ასიათასობით ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანი – მეცნიერების, ხელოვნების, საზოგადოების თვალსაჩინო და ამაგდარი მოღვაწე, ერის ინტელექტუალური პოტენციალი, საჯიშე გენოფონდი.

1921 წლიდან 1941 წლამდის საქართველოში დაიხვრიტა 60 ათასი ადამიანი, საქართველოდან კი გასახლებული იქნა 200 000-ზე მეტი კაცი.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სტალინი ჩამოდის საქართველოში, სადაც კი მივიდა სამთავრობო სასახლეში, უნივერსიტეტში თუ მუშებთან შეხვედრაზე, ყველგან ასეთი შეძახილებით ამკობდნენ: გამყიდველო, მკვლელო, მოღალატევ!

ქართველი ხალხის სამართლიანი გულისწყრომით გაბოროტებულმა სტალინმა შურისძიება ასეთი სიტყვებით გამოხატა: „საქართველო საჭიროებს დაუთოებას ცხელი უთოთი (სტალინი, პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა, 1921 წლის ივნისი).

სტალინი თბილისში

„1921 წლის ივნისში თბილისში ჩამოვიდა სტალინი. პლეხანოვის თეატრში დანიშნული იყო მისი მოხსენება შემდეგ თემაზე: „რისთვის მოვიდა საქართველოში წითელი ჯარი?“.

იმ დროს არავისთვის შეადგენდა საიდუმლოებას ის გარემოება, რომ საქართველო იყო დაპყრობილი წითელი ჯარის მიერ სამხედრო ხელობის ყველა წესიერი და უწესო საშუალების გამოყენებით. სტალინმა ააშენა თავისი მოხსენება ორ ძირითად დებულებაზე. მისი მტკიცე ნებით „საქართველოს დაპყრობას მოითხოვდა პირველად ყოვლისა მსოფლიო რევოლუციის ინტერესები“ და შემდეგ საქართველოს მშორომელთა მასების ინტერესები, „რომლებიც ჩამოგლიჯეს რუსეთის ძმურ მასებს „გამცემელმა მენშევიკებმა““. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მოხსენების შესავალში მან სურვილი გამოთქვა აზრთა გაცვლა-გამოცვლა მომხდარიყო მოხსენების შემდეგ და ყველა მსურველს გამოეთქვა აზრი სრულიათ თაავისუფლათ და მოურიდებლათ, თან კამათში მონაწილეთ აღუთქვა სრული ხელშეუხებლობა. იმ დროს კომუნისტური პარტიის ფენა ტფილისის მუშები იყო ძალიან თხელი. პლეხანოვის თეატრი გაჭედილი იყო ხალხით, უმეტესად მუშებით, რომელთა შორის საკვირველია 90 პროც. სოც-დემოკრატები იყო. მსმენელები ნდობით მოეპყრნენ სტალინის განცხადებას ხელშეუხებლობის შესახებ, ამ განცხადებით გათამამებულნი დამსწრენი ადვილად წამოეგნენ ანკესზე და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს სტალინის მოხსენება, რომელიც წაკითხული იყო ავლაბრული ქართული ენით. კამათის გახსნამდე უკვე ცხადი იყო, რომ სტალინის მდგომარეობა არ იყო ადვილი. მას რასაკვირველია არ ძალუძდა დაემტკიცებია თეატრში თავმოყრილ ქართველი ერის აქტიური ელემენტებისათვის სარგებლიანობა და მიზანშეწონილობა საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობისა და იქ საოკუპაციო რუსული ჯარის ყოფნისა.  მოხსენების დროს ხშირად ისმოდა რეპლიკები: გამცემო, სამშობლოს გამყიდველო, მოღალატევ, დამპყრობელო, წითელო იმპერიალისტო და სხვა. მოხსენების დასასრულ ჩაწერილ მოკამათეთა რიცხვი აღემატებოდა რამდენიმე ათეულს, მათშორის იყო ბევრი ცნობილი მოღვაწე და ჩინებული ორატორი (ის. რამიშვილი, ალ. დგებუაძე და სხვა) მოკამათეებმა ქვა- ქვაზედ არ დატოვეს სტალინის მოხსენებიდან, რამდენადაც უფრო მკაცრად ილაშქრებდნენ სტალინის წინააღმდეგ, იმდენად უფრო აღფრთოვანებული ტაშით აჯილდოვებდნენ ორატორს. სტალინს სიბრაზისაგან შავი ფერი დაედო. ის მაშინ უკვე ჩაფიქრდებოდა სასჯელის მეთოდებზე და მკაცრ ზომებზე. საბოლოო სიტყვის დროს ხალხი სრულიად გამოვიდა მორჩილებიდან და აშკარად დასცინოდა მომხსენებელს.  მან ვერ დაამთავრა საბოლოო სიტყვა და სტვენისა და ფეხების ბრახუნის ქვეშ ჩამოვიდა ტრიბუნიდან. გვიანი ღამე იყო მან მოითხოვა სასწრაფოდ ცეკას სხდომის მოწვევა და შეუდგა ანგარიშის გასწორებას ყველასთან, ვინც მოხვდა მას ცხელ ხელზე. იმ დღესვე აიძულა ცეკა მიეღო დადგენილება მთავრობის თავმჯდომარეობისაგან ფილიპე მახარაძის მოხსნისა და მის მაგიერ ბ. მდივნის დანიშვნის. მახარაძე შეიქმნა პასუხისმგებელი იმ საღამოს სტალინის წინააღმსეგ გამოსვლების, თუმცა კამათის ნება თითონ სტალინმა დართო. სტალინის არგუმენტაცია ფ. მახარაძის მოხსნის შესახებ იყო შემდეგი: „მაგარი ხელმძღვანელობისათვის ისეთი გამოსვლები, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი მოხსენების ირგვლივ დაუშვებელია და ამიტომ უნდა მოიხსნას მახარაძე და დაინიშნოს მდივანი“. წინდადადება მისცა ცეკას, დაუყოვნებლივ მოხდეს რეოორგანიზაცია ჩეკის და შევსებულ იქნეს გამოცდილი ჩეკისტებით მოსკოვიდან. სტალინმა ლაჩრულათ დაარღვია მისი მიცემული სიტყვა ხელშეუხებლობაზე და დილისთვის, მისი ბრძანებით უკვე მზათ იყო სია მის წინააღმდეგ მოლაპარაკე ორატორებისა, რომელიც ცეკამ თავის მხრივაც შეავსო. ჩეკას სხდომა დასრულდა გათენებისას სტალინის მუქარით: „საქართველოს უნდა გადაესვას ოქტომბრის უთო“-ო.

ჩეკისტები დაუყოვნებლივ შეუდგნენ საქმეს და სულ ორიოდე საათის განმავლობაში ჩეკის სარდაფებს მიემატა რამდენიმე ასეული ქართველი მამულიშვილი.

კირილე კაკაბაძე

აქვე მოვიყვანთ შესანიშნავი მამულიშვილის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლის, აწ გარდაცვლილ ბატონ მიხეილ მჭედლიშვილის წიგნიდან „საქართველო ბოროტების იმპერიის 500- წლოვან მარწუხებში“ ამონარიდს, რომელიც მსგავს ამბავს მოგვითხრობს: „რუსეთის მიერ საქართველოს ხელმეორე ანექსიიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, სტალინი საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის ორთქმავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშებმა და ცნობილმა რევოლუციონრებმა მას საპროტესტო შეხვედრა მოუწყვეს ნაძალადევის კლუბში.

ამ შეხვედრის შემდეგ მოგონება დაგვიტოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცნობილმა მოღვაწემ ვლასა მგელაძემ. იგი ასე მოგვითხრობს ამ შეხვედრის ამბავს:„საქართველოს დაპყრობის შემდეგ სტალინი პირველად ესტუმრა ტფილისს და ისურვა ტფილისის მუშებთან საუბარი. ნაძალადევში, პლეხანოვის სახელობის მუშათა სასახლეში მთელი რევოლუციონური მუშათა კლასი შეიკრიბა. დარბაზში ტევა არ იყო. ეზო მშრომელი ხალხით აივსო. ჩეკისტები და გადაცმული ჯაშუშები ზღვა ხალხში დაძვრებოდნენ, მრისხანე მუშების სახეებს შემკრთალი შეპარვით აკვირდებოდნენ… კრება გაიხსნა. სცენის კუნჭულები ჩეკისტებმა დაიკავეს… ნელის ნაბიჯით, მელურის შეპარვით სცენაზე სტალინი, თბილისის მუშების კარგა ნაცნობი სოსო ჯუღაშვილი – „კობა“ შემოიპარა, ფარდებიდან გამოძვრა… მთელი დარბაზი სამარისებური სიჩუმით, კრიჭაშეკრული ზიზღით შეხვდა… სტალინი აქ არ გავს მაღალი, საკაცობრიო იდეალით გატაცებულ მებრძოლს… იგი ნაძალადევათ იღიმება, გაუბედავათ ლაპარაკობს. მობოდიშებული კილო აქვს. ნახევრად თვალდახუჭული, შეპარვით ათვალიერებს თბილისის რევოლუციონერ მუშებს… აქ მას ყველა იცნობს, მათ ოჯახებში იმალებოდა, რამდენ დედას მისთვის საჭმელი უჭმევია, დაუმალავს, შვილივით მიუღია… დღეს კი თავისუფლება მოუსპო, სიცოცხლე გაუმწარა… მიუხედავად ფრთხილი და მორიდებული მოხსენებისა, სტალინს სიტყვას აწყვეტინებენ. ყოველი მხრიდან უყვირიან, უსტვენენ – მოღალატევ! გამყიდველო! ამ შეძახილებით უმასპინძლდებიან მუშები. მამაკაცებს, არც ქალები ჩამორჩებიან – წყეულო! შეჩვენებულო! მელაკუდავ! – უძახიან მოხუცი დედები. სტალინი კი, ვითომც არაფერი, შეურაცხყოფას არ იმჩნევს, თავს იკატუნებს. შურისსაძიებლად სხვა დროს უცდის…“ ზოგიერთის თქმით, სტალინს აქვე განუცხადებია: „დარბაზში ვინ უსტვენდა, ძნელია მისი დადგენა, ამიტომ, დარბაზში მყოფი ყველა დაიხვრიტებაო!“

ისევ ვლასა მგელაძეს მოვუსმინოთ: „მეორე დღეს შურისძიებით შეპყრობილი, ღვარძლიანი სტალინი სასახლეში თავის ხელქვეითებს ეუბნებოდა: „თბილისს ოქტომბრის რევოლუციის უთო უნდა გადაესვასო“. და მაშინვე მის სისრულეში მოყვანას შეუდგნენ. მოულოდნელად ძველი მუშები დააპატიმრეს, ჩეკას სარდაფებში ჩაყარეს, პოლიტიკური მოღვაწეებით აავსეს მეტეხის საგუბერნიო ციხე. ყოველივე ქართული საქმე ეჭვის ქვეშ დააყენეს, ჯაშუშები მიუჩინეს ხალხს სამსახურში, რკინისგზაზე, დეპო-სახელოსნოებში და თვით ოჯახებშიც-კი…

მთელი ღამის განმავლობაში ჩეკის სარდაფებიდან, ციხეებიდან ტუსაღები გაყავდათ, ხელებგაკრულებს საბარგო ავტომობილებზე ყრიდნენ, ცხენოსანი რაზმით ალყაშემორტყმულებს ორთაჭალისა და საბურთალოს მინდვრებზე ხვრეტდნენ, ცოცხალ-მკვდარ დაჭრილებს ერთად მარხავდნენ…“ (გაზეთი „თბილისი“, 1990 წ. 17 ოქტომბერი, ღალატის შემდეგ… „ბელადი“ თანამედროვის თვალით).

თბილისიდან მოსკოვს ჩასული სტალინი ოფიციალურად აცხადებს: „სანამ საქართველო არსებობს, სოციალიზმი სასიკვდილო საფრთხეშია!“
ასევე ეცემოდათ ბნედა საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლების იდეაზე ბოლშევიკების განაყოფ ძმებს მენშევიკებს, როდესაც აღმოჩნდნენ საქართველოს თავისუფლების გარდაუვალობის წინაშე.

ქართველთმოძულე სტალინმა ქართველობა, არც მეორე მსოფლიო ომის დროს დაინდო, ქვეყანაში სამჯერ გამოცხადდა მობილიზაცია და ფრონტზე გაიწვიეს 700 000-ზე მეტი მამაკაცი, საქართველოს მოსახლეობის 20%. ამ დროს საქართველოს მოსახლეობა 3. 540. 000 კაცს აღწევდა.  ეს კი გცილებით აღემატება ომში მონაწილე დიდი სახელმწიფოების მაჩვენებელს – მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ომში გაწვეულთა რაოდენობა იმ დროისთვის ნებისმიერ სახელმწიფოში შეადგენდა საშუალოდ 6,5%. საქართველოს ომში დაეღუპა 350. 000 მეტი გაწვეული. ხოლო ცოცხლად დარჩენილთა უმრავლესობა ქვეყანას დაუბრუნდა ავადმყოფი და ხეიბარი. ცოცხალი ძალის დანაკარგი ამერიკისათვის შეადგენდა 274 000 ადამიანს; ინგლისისათვის 264 000; საფრანგეთისათვის კი 200 000 კაცს.

მსოფლიო ომის დასასრულიც უბედურებად დაატყდა იმპერიის ნაომარ მოსახლეობას – ტყვედყოფილთა უმრავლესობა გაასამართლეს და გააციმბირ-გააკატორღეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველებიც.

XX საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებლემა მოძრაობამ ქვეყანა კომუნისტური რეჟიმის ბორკილებიდან იხსნა, ეროვნულ მთავრობას სწორედ მაშინ უნდა მოეწყო კომუნიზმის საერთაშორისო სასამართლო, სწორედ მაშინ უნდა აღეგვათ პირისაგან მიწისა ყოველივე, რაიც ამ უბედურების კვალი იყო. თუმც აქ დროის ფაქტორიც იყო, მოსკოვის აგვისტოს პუტჩს გამოუცხადა რა ცალსახა მხარდაჭერა, საქართველოს უზენაესმა საბჭომ სამართლიანად გააუქმა და აკრძალა კომუნისტური პარტია ქვეყანაში, მაგრამ კომუნისტი რისი კომუნისტია, საქართველოს თავზე კვლავ დეაკიდა დამოკლეს მახვილად რიგვავები, ონიანები, ნეფედოვები და აღისრულეს საწადელიც.

კერპთაყვანისმცემლებს აღიზიანებთ გრიგოლ რობაქიძის სახელის სხსენება, რომელმაც შესაშური სიბრძნითა და სამართლიანობით დაგვიხატა მტარვალი. ურიგო არ იქნება აქ მოვიყვანოთ ამონარიდი მისივე ნაწარმოებიდან „ჩაკლული სული“:

„ვიწრო, სუსტად განვითარებული შუბლი… ჭორფლი, რომელიც მისი სახის ფერს ციცარს ამსგავსებდა. ნაბიჯებს კატასავით ნელა, რბილად ადგამდა, თითქოს სურდა რაღაცას დამალვოდა, ან ვინმეს შეუმჩნევლად თავს დასხმოდა… ულვაშებში ირონია, დაცინვა ჩამალულიყო, თითქოს სურდა ეთქვა: მე ვხვდები, რისი დაფარვაც გინდა. ამ მდუმარე განცხადებას მაღლა აწეული მარცხენა წარბი აძლიერებდა… სიცოცხლის მიმართ მტრულად იყო განწყობილი და ყველგან მტრები ელანდებოდა. მტრის დასაძლევად ორი რამ არის საჭირო: თავდაჭერა და ირონია.

სტალინის თავდაჭერა იოგებისას ჰგავდა, ხოლო მისი ირონია უბადლო იყო. ნელა, გაუნძრევლად, გულგრილად აღიზიანებდა იგი მოწინააღმდეგეს. აქეზებდა, დასცინოდა, წყობიდან გამოჰყავდა. ის ცილისწამებითა და დამცირებით სპობდა თავის მტრებს. ამაში უმოწყალო და სასტიკი იყო. მისი ცივი ჭიხვინა ჩაცინება ხანდახან მკაცრ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სიცილში გადადიოდა… მის ხასიათში იმთავითვე რაღაც უცხო გვარის ბოროტი თესლი ბუდობდა… ახლო არავისთან იყო. არ ჰყოლია არც ერთი მეგობარი, რადგან ასეთი ვინმე – მეგობარიც რომ ყოფილიყო – სამუდამოდ მის ქვეშევრდომად უნდა დარჩენილიყო… აშკარად სტანჯავდა სამყაროს მრავალფეროვნება.  მეტიც: თვით სიცოცხლის ატანა არ შეეძლო. მკრეხელურად ოცნებობდა ნგრევაზე, რათა თავისი გამანადგურებელი თვითნებობა გამოეცადა და გაეტარებინა… ის დაშორდა ღმერთს და თავაშვებულ მმართველად აღზარდა თავი. ის ყველგან ცუდს ხედავდა, და სადაც კეთილს შეხვდებოდა, დამცინავად იღიმებოდა. ცივსისხლიანი სასტიკად უმოწყალო გახდა. ერთხელ ერთ შუკაში წიწილას ფეხი დააბიჯაო, ჰყვებიან.  წიწილას ცალი ფეხი მოსტყდა და წივილით გაფრთხიალდა. სტალინი დაეწია და მთლად გასრისა. „შენ მაინც აღარ ივარგებ“, დაიყვირა უცნაური მრისხანებით“ (იხ. გრ. რობაქიძე, ჩაკლული სული, სტალინის ჰოროსკოპი).

ბატონ მიხეილ მჭედლიშვილს თავისი შესანიშნავი წიგნის ერთ-ერთ თავში მოჰყავს სტალინის სასულიერო სასწავლებლიდან თანაკურსელის ახმეტელაშვილის მოგონება: „თავისუფალ დროს მოსწავლეები ხშირად გავდიოდით მდინარე ლიახვის სანაპიროზე. ზოგი ბანაობდა, ზოგი ლახტაობდა და ა. შ. სოსო კი მეტწილად კაკანათით ბეღურების ჭერით ერთობოდა. დაიჭერდა ბეღურას, დაპტკვნიდა ცოცხლებს, დასხამდა ამ დასისხლიანებულ ბეღურებს და მათი ცქერით ტკბებოდაო“.

და ამ ბეღურებსავით გაპუტა სრულიად საქართველო, შემოაცალა თუ რამ კარგი და ძვირფასი ჰქონდა მიწიდან დაწყებული გენით და გონებით დამთავრებული!

ახლა კი შეძლებისდაგვარად გავეცნოთ სტალინის სამშობლოს სიყვარულით გამთბარ გამონათქვამებს:

“Самая склочная республика — Грузия… сколько дрязг и склок доставляет ее элита ” (И. Сталин, Соч., ОГИЗ, 1947 г., т.6, стр. 209).

“Возьмем Грузию. Там имеется более 30% негрузинского населения. Среди них: армяне, абхазцы, аджары, осетины, татары. Во главе стоят грузины. Среди части грузинских родилась и развивается идея — не очень считаться с этими мелкими национальностями: они менее культурны, менее, мол, развиты, а потому можно и не считаться с ними. Это есть шовинизм — шовинизм вредный и опасный, ибо он может превратить маленькую Грузинскую республику в арену склоки” (И. Сталин, Соч., ОГИЗ, 1947 г., т.5, стр. 249-250).

“Если бы Советская власть не сумела в Закавказье поставить орган национального мира, могущий урегулировать трения и конфликты, мы вернулись бы к эпохе… когда люди жгли и резали друг друга”. (Там же, стр. 251-252)

“Дело в том, что узы Федерации Закавказья лишают Грузию той доли привилегированного положения, которое она могла бы занять по своему географическому положению. Судите сами. Грузия имеет свой порт — Батум, откуда притекают товары с Запада, Грузия имеет такой железнодорожный узел, как Тифлис, которого не минуют армяне, не минует Азербайджан, получающий свои товары из Батума. Если бы Грузия была отдельной республикой, она могла бы… ультиматум поставить и Армении, которая без Тифлиса не может обойтись, и Азербайджану, который без Батума не может обойтись. Тут были бы некоторые выгоды для Грузии” (там же, стр. 253).

“Тифлис — столица Грузии, но в нем грузин не более 30%, армян не менее 35%, затем идут все остальные национальности. /…/ Ежели бы Грузия представляла из себя отдельную республику, то тут можно было бы сделать некоторое перемещение населения, например, армянского из Тифлиса. Был же в Грузии принят известный декрет о “регулировании” населения в Тифлисе /…/. Имелось в виду некоторое перемещение населения произвести так, чтобы армян из года в год оказывалось меньше… чем грузин…” (Там же).

В общем, дайте только Грузии “свободу рук”, и шовинизм там превратится в отъявленный геноцид. Как отмечает И.В. Сталин, “…соблюдая видимость интернационализма”, там продолжается скрытая политика “разгрузки”.
“Этот грузинский шовинизм, перешедший в наступление”, обнаглел до такой степени, что требует для Грузии определенных “привилегий” за счет Армянской и Азербайджанской республик”. (სტილი ყველგან დაცულია –ა. ს.)

სტალინის მეხოტბენი თხზავენ ათასგვარ მითებს მისი შავბნელი ცხოვრების შესანიღბ-შესალამაზებლად, გვისაღებენ მას მშრომელი ხალხის ბედნიერებისათვის აკვნიდანვე მებრძოლ რაინდად, სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარადაა, სიცრუე და ყალბისმქნელობა სიყრმიდანვე მისი ცხოვრების თანამდევი ყოფილა:

„ვინ აღუდგა სტალინის ბიოგრაფიის გაყალბებას წინ და რა მოჰყვა ამას“

ანრი შავლაძე

იოსებ სტალინის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ იგი თბილისის სასულიერო სემინარიიდან რევოლუციური მოღვაწეობისათვის გარიცხეს. ეს არ შეეფერება ჭეშმარიტებას. იმხანად, ყველა გამოჩენილი ბოლშევიკი ცდილობდა თავისი ბიოგრაფია შეელამაზებინა და საქმე ისე წარმოედგინა, რომ ლამის აკვანშივე რევოლუციურ მოღვაწეობაში იყო ჩაბმული. Gამონაკლისი, არც სტალინი იყო. პოლიტიკურ ოპონენტებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმულ იოსებ ჯუღაშვილს მის მოწინააღმდეგეებზე უფერული ბიოგრაფია არ უნდა ჰქონოდა. სტალინი საქმეს სერიოზულად მოეკიდა და მისი ახალგაზრდობის წლების ბიოგრაფიული მომენტების გაყალბებას შეუდგა. Eეს საქმე 1935 წელს ლავრენტი ბერიამ დაიწყო, რომელიც ერთ-ერთ დიდ ფორუმზე გამოვიდა მოხსენებით „ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის“. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ მოხსენების ტექსტი ბერიას დაწერილი არ უნდა ყოფილიყო და იგი ერიკ ბედიას ეკუთვნოდა. ცხადია, ამ ხმებმა ლავრენტი ბერიამდეც მიაღწია, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა ერიკ ბედიას. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ერიკ ბედია უფრო მისი ლამაზი ცოლისადმი ლავრენტი პავლეს ძეს ტრფობას შეეწირა და არა გავრცელებულ ხმებს.  უფრო სავარაუდოა, რომ ერიკ ბედიას ბედი ორივე მიზეზმა გადაწყვიტა.  ლავრენტი ბერიამ თავის მოხსენებაში, სტალინი პირველ ქართულ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას –„მესამე დასს“ დაუკავშირა, რაც სრული სიცრუე იყო. „მესამე დასი“ 1892-1893 წლებში შეიქმნა, იოსებ ჯუღაშვილი კი ამდროს მხოლოდ 14-15 წლისა იყო. ცხადია, სტალინი „მესამე დასის“ მოღვაწეთა შორის ვერ იქნებოდა. ცნობილია ისიც, რომ მოგვიანებით იოსებ ჯუღაშვილი მართლაც დაუკავშირდა „მესამე დასს“, მაგრამ ამ ორგანიზაციის უხუცეს წევრთან,  სილიბისტრო ჯიბლაძესთან შელაპარაკება მოუვიდა და სილიბისტრომ სტალინი კარგა გვარიანად გამოლანძღა, ლაწირაკიც კი უწოდა.  მის შემდეგ სტალინი „მესამე დასს“ აღარ გაჰკარებია.

იოსებ სტალინის ბიოგრაფიის შელამაზების მეორე ეტაპი დაიწყო ისტორიკოსმა ივანე ტოვსტუხამ. იგი შავით თეთრზე წერდა, რომ სატლინი სემინარიაში სწავლის პერიოდში ჩაება რევოლუციურ მოღვაწეობაში და სათავეში ჩაუდგა სემინარიაში არსებულ მარქსისტულ (სოციალ-დემოკრატიულ) წრეს. ტოვსტუხა ტყუოდა. ამ პერიოდისათვის არავითარი სოციალ-დემოკრატიული წრე თბილისის საულიერო სემინარიაში არ ყოფილა, უფრო მეტიც, არანაირი რევოლუციური ჯგუფი და წრე თბილისის სასულიერო სემინარიაში არასდროს არსებულა. ტოვსტუხამ კიდევ უფრო დიდი ტყუილი თქვა: 1899 წელს სტალინი სემინარიიდან რევოლუციური მოღვაწეობისთვის გარიცხესო.  ნამდვილი ისტორია კი ასეთია: სტალინი გორის საულიერო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1894 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. იყო სანიმუშო მოწაფე, არანაირ საეჭვო საქციელში შემჩნეული არ ყოფილა.  გალობდა საულიერო სემინარიის ჯგუფის გუნდში (მეორე ხმა). 1894-1895 სასწავლო წელს, ანუ სემინარიის პირველ კლასში არასაპატიო მიზეზით მას, არც ერთი საათი არ გაუცდენია. მთელი წლის განმავლობაში კი საპატიო მიზეზით მხოლოდ 14 საათი ჰქონდა გაცდენილი. ამიტომ იყო, რომ სტალინს, როგორც პირველი კლასის, ისე მომდევნო კლასების დასრულების შემდგომაც ყოფაქცევაში მუდამ „ფრიადი“ (5) ეწერა. იოსებ ჯუღაშვილის მონდომებამ თავისი შედეგი გამოიღო. პირველი კლასი მან წარმატებით დაასრულა.

იოსებ ჯუღაშვილი სასულიერო სემინარიიდან, არც რევოლუციური მოღვაწეობისა და არც სხვა რაიმე მიზეზით არ გაურიცხავთ. საქმე ის იყო, რომ სასულიერო სემინარიაში სწავლის საფასურს არ იხდიდნენ სასულიერო წოდების წარმომადგენელთა შვილები. სტალინი სასულიერო წოდებას არ ეკუთვნოდა, ამიტომ სწავლის საფასური პირადად უნდა გადაეხადა. დედამ ეკატერინე (კეკე გელაძემ) როგორღაც მოახერხა და სწავლის საფასური გაუნახევრა – სწავლის საფასურის 50% (40 მანეთი) ჯუღაშვილს პირადად უნდა გადაეხადა, დარჩენილ 50% კი საეკლესიო ხაზინა დაფარავდა. პირველი კლასის წარმატებით დასრულების მიუხედავად, ჯუღაშვილს II კლასში სწავლის გაგრძელების უფლებას არ აძლევდნენ. მას გადახდილი არ ჰქონდა პირველი წლის სწავლის საფასურის 50%.

იოსებ ჯუღაშვილმა თხოვნით მიმართა სემინარიის რექტორს, რათა მისი სწავლის საფასური მთლიანად საეკლესიო ხაზინას დაეფარა. სემინარიის რექტორმა ნიჭიერი ყმაწვილის თხოვნა შეიწყნარა. შემდგომში სტალინს შეღავათი გაუუქმეს და სწავლის საფასურის გადახდა მოსთხოვეს. თუმცა, იგი დადგენილ თანხას ვერ იხდიდა. ასე დაამთავრა სტალინმა სემინარიის 4 კლასი. სემინარიის მმართველობამ მოსთხოვა სწავლის საფასურის დავალიანების გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სემინარია უნდა დაეტოვებინა. სტალინმა სწავლის საფასური ვერ გადაიხადა, რის გამოც მეხუთე (დამამთავრებელ) კლასში სწავლა ვეღარ განაგრძო და 1899 წელს სემინარია ყოველგვარი კონფლიქტისა და გართულებების გარეშე დატოვა. თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტად იოსებ სტალინი 1889 წლის 29 მაისამდე ითვლებოდა. ამავე წლის 2  ოქტომბერს ჯუღაშვილს მისცეს მოწმობა, რომელსაც ხელს აწერდა: სემინარიის რექტორი – არქიმანდრიტი გერმოგენი, სემინარიის ინსპექტორი ბერ-დიაკონი დიმიტრი. მოწმობაში აღნიშნულია, რომ სტალინმა შეისწავლა სემინარიის 4 კლასის პროგრამით გათვალისწინებული ყველა საგანი, ყოფაქცევაში ფრიადი შეფასებით. სტალინი რომ სემინარიიდან რევოლუციური მოღვაწეობისთვის გაერიცხათ, მაშინ მას ყოფაქცევაში მაღალ შეფასებას არ დაუწერდნენ. ყოფაქცევაში ფრიადი ნიშნავდა იმას, რომ სტალინი 1899 წლის მაისამდე, არანაირ ანტისახელმწიფოებრივ, რევოლუციურ მოღვაწობაში შემჩნეული არ ყოფილა. გარდა ამისა, როდესაც სემინარიიდან მოსწავლეს რევოლუციური საქმიანობისთვის რიცხავდნენ, სემინარიის მმართველობა საქმის კურსში აყენებდა ჟანდარმერიას. რის საფუძველზეც აღიძრებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყებოდა ძიება. სტალინის შემთხვევაში კი სემინარიის მმართველობას ჟანდარმერიისათვის არაფერი უცნობებია და ჯუღაშვილის წინააღმდეგ საქმეც არ აღძრულა. ასე რომ, იოსებ ჯუღაშვილი თბილისის სასულიერო სემინარიიდან რევოლუციური მოღვაწეობისათვის არ გაურიცხავთ. იგი სემინარიიდან წავიდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ისევე როგორც იმხანად ბევრი სხვა სემინარიელი. სტალინი რევოლუციურ მოღვაწეობაში, სწორედ სემინარიიდან წასვლის შემდეგ ჩაება.  ასე რომ, ივანე ტოვსტუხა მხოლოდ და მხოლოდ 2-3 წელში „შეცდა“.

სტალინის ბიოგრაფიის მომენტების გაყალბებას უარყოფითად შეხვდნენ ძველი ქართველი ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე და სხვები.  ფილიპემ პროტესტიც კი გამოთქვა ფაქტების დამახინჯების გამო, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სტალინს ცხადია, ხელს არ აძლევდა ამ ამბის გახმაურება და საკითხის მოგვარება ლავრენტი ბერიას მიანდო.  ბერიამ შესაშური მონდომებითა და ოპერატიულობით სტალინის ნება აღასრულა. მალე ფილიპე მახარაძემ ტონი შეცვალა და ყველა ის სიყალბე, რაც ლავრენტი ბერიას მოხსენებასა და ივანე ტოვსტუხას მიერ დაწერილ სტალინის ბიოგრაფიაში იყო ჩადებული, თავის ნაშრომში გადმოიტანა. ასე დაკანონდა სიცრუე, რომელიც დიდხანს ურყევ ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული.

ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით.

საუკუნეა სტალინის პატიოსნებაზე, სამართლიანობაზე ყეფით გამოგვიჭედეს ყურები, არადა ხედავთ, როგორ გაუყალბებია საკუთარი ცხოვრების გზაც კი? ასეთივე ყალბი, თაღლითი და გაიძვერა აჰკიდებია დღესაც მის სახელს. ახლა კიდევ ერთ მაგალითსაც გავეცნოთ სტალინის „კეთილი და ღვთისმოსავი გულის“ შესახებ.

იყო ასეთი ძველი ბოლშევიკი ბუდუ მდივანი, რომელიც ისევ და ისევ თავისი ჯურის მგლების ხროვას შეეწირა.

როგორ გადაუხადა სტალინმა „მადლობა“ თავის გადამრჩენელს

მეტეხის ციხის ერთ ბნელ საკანში წარმოსადეგი მამაკაცის მხრებზე ჩია ტანის, ნაყვავილარი სახის კაცი იდგა და პატარა სარკმლიდან ჰაერს ხარბად ისუნთქავდა. ანთებით დასუსტებულ მის დაჩრდილულ ფილტვებს სუფთა ჰაერი სჭირდებოდა, პატარა სარკმელი კი ჭერთან ახლოს იყო. ის მაშინ ჯერ კიდევ სოსო ჯუღაშვილი იყო – ყოფილი სემინარიელი, ტერორისტი და რევოლუციონერი. ახოვანი მამაკაცი კი, ვის მხრებზეც იდგა, მისი თანამებრძოლი ბუდუ მდივანი გახლდათ. ეს იყო XX საუკუნის 10-იანი წლები. სოსომ და ბუდუმ მეტეხის ციხიდან გაქცევა გადაწყვიტეს, მაგრამ მტკვარი ჰქონდათ გადასაცური. გორში გაზრდილმა სოსომ ცურვა არ იცოდა.    ბუდუმ ზურგზე შეისვა და მტკვარი ისე გადაცურა. გოგირდის აბანოებთან ბუდუს მეუღლე, ცუცუნია ფაეტონით უცდიდათ. მაშინ სოსო ცოლ-ქმარს მრავალ მადლობას უხდიდა… რამდენიმე წლის შემდეგ, როცა პატარა სოსო დიდ საბჭოთა ბელადად იქცა, ერთგულ მეგობარს ამაგი „დაუფასა“. 1936 წელს ჯერ ბუდუ დაიჭირეს, შემდეგ მისი ხუთი შვილი და ცოლი. შინსახკომის ციხეში ცოლ-შვილს მის თვალწინ აწამებდნენ. მერე ოთხი შვილი თვალწინ დაუხვრიტეს. მოგვიანებით იგივე ბედი ეწია ცოცხლად დარჩენილ ერთადერთ ქალიშვილს გადასახლებაში. სიცოცხლეს გამოასალმეს ბუდუ და მისი მეუღლეც“.

ირინე მჭედლიძე

არსებობს გადმოცემა, როდესაც ბუდუ მდივანი დასახვრეტად გაამზადეს მას ბოლო სიტყვა შესთავაზეს: „დასახვრეტი კია არა ოთხად ვარ გასაგლეჯი ის არაკაცი კაცად რომ ვაქციეო“.

მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გენუის კონფერენციიდან დაბრუნებულმა ბუდუ მდივანმა პირადად მოითხოვა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ნეტარხსენებული ამბროსი ხელაიას დაპატიმრება.

ბუდუ მდივანმა, მშობლიური პარტიის დავალებით, საქართველოს სხეულს ჩამოათალა მისი ორგანული, განუყოფელი ნაწილი ჰერეთი: 1921 წლის 5 ივლისს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს სსრ-სა და აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკების წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელზეც განიხილეს სასაზღვრო ზოლის საკითხი. ამავე წლის 15 ნოემბერს კი საქართველოს სსრ და აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკების საზღვრების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს სსრ რევკომის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ბუდუ მდივანმა და აზერბაიჯანის იმავე უწყების თავმჯდომარემ მურხატარ გაჯიზადემ. ამ შეთანხმების თანახმად ზაქათალის ოლქი (ყოფილი ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი), ყარა გარეჯის საძოვრები აზერბაიჯანს გადაეცა.

ასევე არ შერჩა საქართველოს ცოდვა სადისტ ლევან ღოღობერიძეს, რომელმაც ასეთი რამ განაცხადა სიამაყით: «Вы знаете, товарищи, что в Грузии дворянство составляет 6 процентов населения. Это необыкновенный процент, которого нет ни в одной другой стране. Даже в Польше, стране панов, число дворян достигает 4 процентов. Мы должны сократить в Грузии процент дворянства» – Леван Гогоберидзе. შთამომავლობაც მისეული დარჩა ქართველთთა ამ სისხლისმსმელს.
არანაკლები ბოროტება ჩაიდინა მან ბოლშევიკ ოკუჯავების ოჯახის მიმართ, ამოწყვიტეს მთელი ოჯახი, 8 შვილიდან დახვრეტას გადაურჩა 2 მცირეწლოვანი შვილი.

ძნელია ამის წამკითხავი ადამიანი, თუ ის მართლა ადამიანია, არ შეძრწუნდე და კიდევ ხოტბას ასხამდე გაუგონარი ბოროტების უსტაბაშს! და საერთოდ, იმ უკიდეგანო ბოროტების იმპერიაში დასახვრეტი და დასაჭერი რომ აღარ დარჩათ, ადამიანის სისხლს დაჩვეული ბოლშევიკები ერთმანეთს დაერივნენ და ამით დაიურვეს სისხლის წყურვილი!

საქართველოში ბოლშევიკების შემოთახსირებას, ვერც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გადაურჩა. გაწყვიტეს ათასობით სასულიერო პირი, გაძარცვეს საეკლესიო ხაზინა, სიწმინდეები და ეს ხდებოდა რუსეთის იმპერიის მოშიმშილე რეგიონების მაცხოვრებელთა „დასახმარებლად“. რაც ერთმორწმუნე მეფის რუსეთმა დააკლო საქართველოს ეკლესიას, ის ბოლშევიკებმა დაუმატეს. ამ პერიოდში გაიძარცვა და დაიხურა ასეულობით ეკლესია-მონასტერი. ათასობით მოქმედი ტაძრიდან დახურვას გადაურჩა მხოლოდ თხუთმეტიოდე. და ისინიც შევიწროებულნი და დამცრობილნი.

საფლავებიდან იღებდნენ წმინდანთა ძვლებს, შეურაცხყოფდნენ და ბილწავდნენ. იმ დროისათვის ქუთასიში კაცობრიობის ისტორიაში არგაგონილი სისასტიკე და უგნურება მოხდა. სტალინელმა ბოლშევიკებმა საფლავებიდან ამოიღეს და გაასამართლეს (?!) წმინდანების დავით და კონსტანტინე მხეიძეების ძვლები, ორი კვირის განმავლობაში დასჭყაოდნენ – თუ წმინდანები ხართ თავი იმართლეთო (?!).

გააბრიყვეს მოსახლეობის ერთი ნაწილიც, არ შეიძლება მღვდლის მიერ წესაგებული მიცვალებულის საფლავში გაჩერებაო და მიცვალებულთა ნეშტები კომუნისტურ სასაფლაოზე სასულე ორკესტრის თანხლებით გადაასვენებინეს (?!). ბოლშევიკებმა ქართული ეკლესიები გადააქციეს აბანოებად, საწყობებად, ცხოველთა სადგომებად, თეატრებად და საკონცერტო დარბაზებად.

ყოველივე ამ უბედურების მომტანს კი დღეს კვლავ მისტირის სულთახსირი, გადაგვარებული და ღმერთგამწყრალი ვაიქართველი.

სტალინის უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში შეიქმნა ავტონომიები, რომლებიც საქართველოს დღესაც სისხლიდან სცლის.

კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ უბედურ ბუდუ მდივანს ავტონომიების შესახებ: „დროის ამ მონაკვეთში, ცხინვალის რაიონში, და თავად ცხინვალში, ოსი საერთოდ არ მოიხსენიება. 1914 წელს რუსეთის იმპერიაში ჩატარებული კამერალური აღწერის თანახმად მხოლოდ ჯავის რაიონის მთიან ნაწილში 28 ოსი  ოჯახია ფიქსირებული. მდგომარეობა მკვეთრად იცვლება 1922 წლიდან. 1922 წლის დასაწყისში სტალინი მოსკოვიდან საქართველოში ბოლშევიკების თავკაცს ბუდუ მდივანს ურეკავს და აცნობებს, რომ გადაწყდა ოსებისათვის ავტონომიური ოლქის შექმნა და დედაქალაქის შერჩევას ავალებს. 1922 წლის ზაფხულში განმეორებით ურეკავს ბუდუ მდივანს და უმოქმედობას უსაყვედურებს. ბუდუ მდივანი ატყობინებს, რომ დედაქალაქის შერჩევა ჭირს, რადგან ოსები ძირითადად მთებში ცხოვრობენ. ერთადერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ცხინვალია, მაგრამ იქ თითო-ოროლა ოსური ოჯახი თუ მოინახება“. მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთის ოლქი მაინც შეიქმნა. შემდგომი პერიოდი მოიცავს ოსების მასობრივ ჩასახლებას ცხინვალის რაიონიდან ბორჯომის მთელ ხეობაში, ვიდრე ბაკურიანამდე ჩათვლით“

ბიძინა სავანელი, პროფესორი

როგორც ვხედავთ ამ ძაღლთაპირის მიზანი იყო საქართველის ნაკუწებად ქცევა. ამის შესახებ საკმარისია გავეცნოთ ინგუში ისტორიკოსის სულთან ხამშიევის ნაშრომს, რომლიდანაც მოვიყვანთ ქართველთყლაპია სტალინისა და ორჯონიკიძის მიმოწერიდან წერილებსა და დეპეშებს:

Письмо Г.К. Орджоникидзе
И.В. Сталину.
9 сентября 1925г.

Дорогой Сосо!

Самый модный вопрос в данный момент в Грузии – это автономия Мингрелии. Застрельщиками являются несколько никому не известных мингрельцев, плюс несколько человек коммунистов, плюс часть меньшевиков, с оружием в руках боровшихся против нас в дни августовского восстания. Вся мингрельская интеллигенция, а о грузинской нечего и говорить, решительно против. Что касается крестьянства, оно пока в это не втянуто. Гнездом автономистов являются Зугдиди. Н-Семаки решительно против, по крайней мере, так уверяет Гегечгори. Грузинской интеллигенцией это рассматривается как интрига Москвы, стремящейся к расчленению Грузии. Упорно муссируются слухи, что ты за автономию Мингрелии. Это результат твоих разговоров с Бахтадзе и Картвелишвили. Они рассказали в Зугдиди, что ты будто бы за. Это здорово подбодрило сторонников и запутало кое-кого из коммунистов. Оказывается, в Зугдиди имеется нежелательная группа автономистов, с ней связаны некоторые коммунисты. Мы решили автономистов разогнать. Меньшевиков, участников этой группы, выслать из Грузии. В печати повести решительную компанию против автономии.

Сегодня Гегечгори поместил в «Коммунисте» мордобойную (так в оригинале – НГ) статью. Для крестьянских районов Мингрелии, не понимающих грузинский язык, допустить ведение делопроизводства в сельских советах на мингрельском языке, также в суде. Автономия в Мингрелии поставит против нас всю Грузию и разрушит Абхазию. Было бы очень хорошо, если бы ты сказал два слова против, поскольку болтают о поддержке с твоей стороны. Я всем говорю, что ты ничего подобного не говорил.

Письмо И.В. Сталина
Г.К. Орджоникидзе.
17 сентября 1925г.

Жалею, что шутки о Мингрелии приняты всерьез легковерными товарищами. Можешь заявить от меня, что я не высказывался и не намерен высказываться в пользу автономии Мингрелии. Можешь заявить об этом в форме, в какой найдешь целесообразным. Насчет Осетии поговорим по приезде.

(Стиль, орфография и пунктуация сохранены. – С.Х.)

კერპთაყვანისმცემლები გაჰკივიან „სტალინი უბადლო მცოდნე იყო რუსული ენისაო“, ზემოთ მოყვანილი კი საპირისპიროს ღაღადებს…ადამიანთა მოდგმის მოძულე სტალინის შიზოფრენიას შეეწირა საბჭოთა იმპერიის უღელქვეშ მგმინავი ათეულობით ერის მილიონობით შვილის სიცოცხლე.  1921 წლიდან -1953 წლამდის სასამართლოს გადაეცა 7 867 030 ადამიანი. სასჯელი მიესაჯა 5 533 570 კაცს, დაიხვრიტა 1 012 110.

სტალინის მსახვრალი ხელი ვერ ასცდა საბჭოური იმპერიის საპყრობილეში გამომწყვდეულ ათობითი ეროვნების შვილებს: გადაასახლეს 172000 კორეელი, 905 000 გერმანელი, 400 000 ჩინელი, ინგერმანდიელი, ბერძენი, გერმანიის მოკავშირე სხვა სახელმწიფოების ეროვნებები, 101 000 ყალმუხი, 70 000 ყარაჩაელი, 685 000 ჩეჩენ-ინგუში, 37 000 ბალყარელი, 191 000 ყირიმელი თათარი.

სასამართლოებისა და სამხედრო ტრიბუნალების მიერ გასამართლებულთა საერთო რიცხვი 1941-1953 წლებში შეადგენს 1 1925 382 ადამიანს.

„ამ გაუგონარი რეპრესიების შესახებ გადმოგვცემს ალ. სოლჟენიცინი: „რევოლუციამდელ რუსეთში სიკვდილით ისჯებოდა დაახლოებით 17 კაცი წელიწადში“. ეხლა მოვუსმინოთ „ჩეკას“ ანგარიშს, რომელსაც აბარებს მთავრობას თავისი „რევოლუციური მუშაობის“ შესახებ 1918-1919 წლებში (ვ. ი. ლენინის მმართველობის წლებში). ისინი ბოდიშობენ, რომ გასამართლების გარეშე ყოველთვიურად მხოლოდ ათასზე მეტ კაცს ხვრეტდნენ. საანგარიშო მოხსენების სახით ეს წიგნი ჩეკამ გამოსცა 1920 წელს და ინახებოდა არქივში. ჩეკას ამ წიგნით თავისი ერთგულების გამოჩენა აინტერესებდა მთავრობის წინაშე. მაგრამ რა ძვირფას მასალას აწვდის იგი მომავალ ისტორიას თავისი მხეცობის შესახებ, ამაზე ალბათ არც დაფიქრებულა. რა თქმა უნდა, თვეში ათასი კაცის მოსპობა გაუგონარი ბარბაროსობაა, მაგრამ თუ ავიღებთ სტალინური ტერორის მძვინვარე წლებს (1937-1938 წწ.), ეს ციფრი უკვე ისეთ დონეს აღწევს, რომ მსოფლიო ისტორიაში ძნელია იპოვო მშვიდობიანი ხალხის ჟლეტის სხვა ამგვარი მაგალითი. აღნიშნულ ორ წელიწადში დახვრეტილთა რაოდენობა რომ გავყოთ თვეებზე, მივიღებთ 40-ათასზე მეტ დახვრეტილ კაცს ყოველ თვეში!!!

ამასთან დაკავშირებით მე გაგახსენებთ, რომ შუა საუკუნეების, ყველასათვის ცნობილი ინკვიზიცია, სიმკაცრის წლებში მხოლოდ ათამდე კაცს სპობდა თვეში. აბა დაუკვირდით, რამდენად გაუსწრეს წინ კომუნისტებმა ინკვიზიტორებს მშვიდობიანი ხალხის ხოცვა-ჟლეტაში. მაშასადამე, თუ ინკვიზიცია თვეში სპობდა 10-მდე კაცს, კომუნისტებმა ჯერ იგი 1000-მდე გაზარდეს, ხოლო შემდეგ თვეში 40-ათასს გადააჭარბეს. ამასთან, ინკვიზიცია სიკვდილით სჯიდა მხოლოდ იმ პირებს, ვინც ებრძოდა სახელმწიფოში გაბატონებულ კათოლიკურ სარწმუნოებას. კომუნისტები კი, ლენინურ-სტალინური ტირანიის წლებში, ადამიანებს იჭერდნენ, ხვრეტდნენ, ანდა ციმბირში ასახლებდნენ მარტო იმისათვის, [173] რომ იგი იყო ნათავადარი ან მღვდელი, ხოლო ხშირად უწიგნურ გლეხსაც არ ინდობდნენ შიმშილის გრძნობის გამომჟღავნებისათვისაც კი…“ (ალ. სოლჟენიცინი, ამერიკის პროფკავშირების წინაშე წარმოთქმული სიტყვიდან).

(მიხეილ მჭედლიშვილი „საქართველო ბოროტების იმპერიის 500-წლოვან მარწუხებში“)

საქართველოში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის შესახებ ბატონ მიხეილ მჭედლიშვილს თავის წიგნში მოჰყავს ამონარიდები ალ. პაპავას წიგნიდან: „1936-37-38 წლებში 2,5 მილიონიანმა საქართველომ 268-ათასი ადამიანის მსხვერპლი გაიღო, ამასთან, დიდი ნაწილი საზოგადოების ნაღები იყო. შეადარეთ: მთელ ევროპაში 400 წლის მანძილზე, როცა იქ ინკვიზიციის კოცონი გიზგიზებდა, მხოლოდ 80-ათასამდე ე. წ. ერეტიკოსი აწამეს. საქართველოში კი 2,5 მილიონმა მოსახლეობამ სამი წლის ანძილზე 268- ათასი ადამიანი დაკარგა.

სტალინის უგუნური თაყვანისმცემლები ასეთ სისულელესაც კი როშავენ, თითქოს სტალინმა ბევრი რამ არ იცოდა, მას იაგოდა, ეჟოვი და ბერია ატყუილებდნენო. ჭეშმარიტად რა უბადრუკი არგუმენტია! ჯერ ერთი, რა გენიალური ხელმძღვანელი ხარ, თუ მილიონებს გიხვრეტენ და შენ ეს არ იცი; მეორეც, რა ხელქვეითები გყავს ისეთები, რომლებიც არაფერს გეკითხებიან და თვითნებობენ.

არა, ბატონებო, სტალინმა ყველაფერი იცოდა, ყველაფერი მისგან მოდიოდა და, უწინარეს ყოვლისა, გლობალური ტერორის პირდაპირი და უშუალო ავტორი, ორგანიზატორი, გამტარებელიც და თეორეტიკოსი თვით იყო. რასაკვირველია, ყოველი ცალკეული პიროვნების დაპატიმრებისა და დახვრეტის სანქციას სტალინს არ თხოვდნენ, მაგრამ მასობრივი რეპრესიების აუცილებლობა მისი თეორიიდან მოდიოდა და მისი დირექტივებიდან გამომდინარეობდა, ხოლო ზოგიერთების დასჯის შესახებ განკარგულებას პირადად იძლეოდა. ასეთებს შორის იყვნენ ბ. მდვიანი და მ. ტოროშელიძეც სხვა მრავალ მოღვაწეებთან ერთად…“ (ალ. პაპავა, იქვე).

დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლო ისევ სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე დგას და რუსეთის მოდერნიზებულ ველიკოდერჟავულ იმპერიასთან პირისპირ შთენილისთვის ჰაერივით საჭიროა მსოფლიო საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა, საქართველოში კვლავ დაძრწის აჩრდილი სტალინისა.

დღეს, როდესაც სტალინის მიერ განადგურებული, რეპრესირებული და გენოციდგამოვლილი ხალხების მხარდაჭერასა და თანადგომას საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ერთი ორომტრიალი აქვთ ატეხილი კერპთაყვანისმცემელ სტალინელებს, ამ ხალხს საკუთარი ერი ფეხებზე ჰკიდიათ და სტალინისაგან გაუბედურებული ხალხების ტრაგედიები ხომ ჩირადაც არ უღირთ!

გაიხსენეთ სტალინის მიერ შიმშილითა და ცეცხლით განადგურებული 7 მილიონი უკრაინელი, ამას დამატებული რეპრესირებულთა რაოდენობაც!
გაიხსენეთ სტალინის მუხანათობა ფინელი ხალხის მიმართ, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ამ ქვეყნის ტერიტორიები შეეწირა!
გაიხსენეთ სტალინ-ჰიტლერის ჩადენილი დანაშაული პოლონელი ხალხის წინაღმდეგ, კატინში სტალინის მიერ ამოხოცილი 20 000 პოლონელი ოფიცერი. აჯანყებული ვარშავისადმი ღალატი და გერმანელებისადმი ხელშეწყობა პოლონელების ხოცვა-ჟლეტაში!

გაიხსენეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების დაპყრობა და ამ ხალხების ინტელექტუალური პოტენციალის ამოწყვეტა, მესაკუთრეთა კლასის განადგურება!
გაიხსენეთ დღესაც ჩრდილოელ დათვთან მარტოდ-მარტო მორკინალი ჩვენი კავკასიელი ძმები, რომელთაც გაუგონარი, კაცთა მოდგიმსათვის არ ნახული და არ გაგონილი უბედურება დაატეხა თავს მსოფლიოს ხალხთა მამამ და მარჩენალმა სტალინმა!

ყველა ამ ხალხებს სტალინის სახელის ხსენება კვლავ უხსნის სამარადჟამოდ მოუშუშებელ ჭრილობებს. ჩვენთან კი საქართველოში ისევ დაძრწის აჩრდილი კაცობრიობის ჯალათად მოვლენილი სტალინისა. ეს სირცხვილია საქართველოსი, ეს სირცხვილია ქართველი ერის!

ეს კათაკმევლები და კერპთთაყვანისმცემლები ეთაყვანებიან იმ კაცს, რომელსაც საკუთარი დედაც კი არ უყვარდა და რომელსაც საკუთარი დედაც არ სწყალობდა.
ოცდაათიან წლებში, როდესაც სტალინი საქართველოში ჩამოვიდა, შეხვდა დედას, დედამ ჰკითხა: შვილო რად მუშაობ კრემლში?

მე მეფის თანამდებობაზე ვმუშაობ – უპასუხა სტალინმა.

-    ყველასათვის უკეთესი იქნებოდა შენ რომ მღვდელი გამხდარიყავი.  მიუგო კეკემ.

არ აპატია სტალინმა საკუთარ დედას ეს სიტყვები და მის დაკრძალვაზეც არ ჩამოსულა. როგორი ზნეობის ქალიც არ უნდა ყოფილიყო კეკე, მის სულიერ სიმაღლეზე მეტყველებს ის, რომ ეულად დარჩენილი, მოხუცი ქალი არ ღებულობდა ბოლშევიკების მიერ დანიშნულ პენსიას.

კეკეს უნდოდა მისი შვილი სასულიერო პირი გამოსულიყო, სურდა ემსახურა საკუთარი ხალხისათვის, მაგრამ სოსომ ეშმაკის გზა აირჩია, აირჩია ბარაბას გზა და ამ გზით მავალი უკან მოძმეთა სისხლსა და ძვლებს ტოვებდა.

ორგულება, ცბიერება, გაუტანლობა, ღალატი, არაკაცობა გახდა მისი ცხოვრების მამოძრავებელი სულისკვეთება. საკუთარი წინსვლისა და კარიერისთვის არაფერს ერიდებოდა, რაც კი არაადამიანური იყო. ავგულება მისი სულის განუყრელ ნაწილად იქცა. გულქვა და ბოროტი რომ იყო ის ამას თვით აღნიშნავდა:

- „სოსო, ამ არსებამ შეარბილა ჩემი ქვის გული. იგი მოკვდა და მასთან ერთად, უკანასკნელი, თბილი გრძნობა ადამიანთა მიმართ“- უთქვამს მას თავისი პირველი ცოლის დაკრძალვაზე მისი სიყრმის ამხანაგისთვის, იოსებ ირემაშვილისთვის (იოსებ ირემაშვილი, „სტალინი და საქართველოს ტრაგედია“ (გერმანულ ენაზე) 1932). სწორედ ეს იოსებ ირემაშვილი გერმანიაში გამოცემულ თავის წიგნში წერს, რომ სტალინის დედაც და მამაც ოსები იყვნენო.

სტალინისა და სტალინიზმის აპოლოგეტი ქართული გაზეთი  “ასავალ-დასავალი“L დაარსების დღიდანვე ეწევა სტალინის პიროვნების კულტისა და სტალინიზმის პროპაგანდას. ეს გაზეთი თავისი ყოველი ნომრის ფურცლებზე ათავსებს სტალინის მადიდებელ პუბლიკაციებს. თუ ვინმე თავის სამართლიან გულისწყრომას გამოთქვამს, რედაქცია მაშინვე პრესის თავისუფლებას იშველიებს ფარად და მახვილად, დემოკრატიის მონაპოვარი ხომ საჯაროობა და სიტყვის თავისუფლებაა-ო და ამით მალავს თავის შავ-ბნელ მიზნებს. თუმც გასაკვირი არაფერია, აქ, ამ გაზეთში კომსომოლის სული ბუდობს დღესაც. ამ გაზეთის ფურცლებზე თავი მოუყრია ძველ კომუნისტებს, კომსომოლებს, მოქკავშირელებს…

გამიზნულად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს სტალინის პიროვნების რეანიმაცია, და ეს ყოველივე ისევ და ისევ ჩრდილოეთის ყინულეთიდან მომდინარეობს, ამ საქმეში ჩართული ათასი ჯურის მამაძაღლი და არაკაცია. ამ საქმეში ჩართულია ასევე ცრუ სამღვდელოებაც, ლამისაა წმინდანად შერაცხონ მილიონობითი ადამიანის სისხლის მსმელი სტალინი.

კათაკმევლები აღშფოთებას ვერ მალავენ, აქაოდა ქურდულად, ვერაგულად, ღამით აიღო მიშამ სტალინის ძეგლიო. იმას კი ივიწყებენ, რომ სწორედ სტალინი და მისი დამქაშები ღამ-ღამობით აუბედურებდნენ მილიონობით ადამიანს, აგზავნიდნენ მოუსავლეთში, საკონცენტრაციო ბანაკებში…

ბოლშევიზმმა და სტალინიზმმა დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილზე გადააგვარა და გახრწნა საზოგადოება, ცხოვრების წესად  და კანონად აქცია თვალთმაქცობა, მლიქვნელობა, დასმენა-მაბეზღარობა, შური და გაუტანლობა, ორპირობა და გაიძვერობა, რისგანაც თავი დღესაც ვერ დაგვიღწევია.
სტალინმა აღასრულა თავის დანაპირები: დღესაც ხნავენ საქართველოს წაღმა – უკუღმა!
სტალინი ისტორიული მოვლენაა, ისტორიის საკუთრებაა, გენიალური მხედართმთავარი, დიდი ბელადია და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ… ამგვარ სისსაძაგლეებს ყოველ დღე კითხულობს კაცი ამ გაზეთის ფურცლებზე.

ყოვლისმცოდნე და ყოვლისგამრიგე სტალინელებო, ისტორიის საკუთრებაა მისი ნომერ პირველ მტრად შერაცხულიLჰიტლერიც, რომლის დაბადების დღეზე 1939 წელს სტალინმა ასე ადღეგრძელა ფიურერი – „მინდა ისე ვუყვარდე ჩემს ხალხს, როგორც ფიურიერი თავის ხალხს“-ო. დიახ, ისტორიის საკუთრებაა ჰიტლერიც, მაგრამ გაბედოს გერმანიის, გერმანულენოვანი ქვეყნის, ევროპის რომელიმე ქვეყნის გაზეთმა და ოდნავი სიმპათია გამოამჟღავნოს თავის ფურცლებზე კაცობრიობის მეორე დაუძინებელი მტრის მიმართ და რა დღესაც დააყრის დასავლური დემოკრატია იმასაც ვიხილავთ, საქართველოში კი ყველაფერი დაშვებულია, ყველაფერი მისაღებია, გარდა ჭეშმარიტი ეროვნულისა!

ცნობისათვის: ამ ორ ნაძირალას ერთმანეთი ჯერ კიდევ 1913 წელს გაუცვნიათ ვენაში. ხედავთ მონათესავე სულებს შორიდანვე უცვნიათ  ერთურთი.
დღეს გერმანელს, ავსტრიელს ჰიტლერის სახელს რომ უხსენებ საშინელ დღეში ვარდებიან, უსაშველო სირცხვილის გრძნობა ეუფლებათ.  საქართველოში  კი არსებობს ვინმე გრიშა ონიანი, რომელიც ყოველგვარი სირცხვილის ქეჯნის გარეშე აცხადებს: „თუ ვინმე აიღებს სტალინის უკანასკნელ ძეგლს, მე პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ ცხინვალს“-ო.

ისტორიის დეპოში, ავადმოსაგონარი დროის ღრიჭოში ჩარჩენილი გრიშა ძია ამ მანქურთების ამქრის მებაირახტრეა, მას არ ანაღვლებს მისი კუმირის მიერ სამშობლოს სხეულიდან ამოკვეთილი სასიკვდილოდ მოფართხალე შიდა ქართლი, გული კი მაინც საქართველოს ყასაბი ჯაყოებისაკენ მიუწევს!

აი, სად მჟღავნდება ამ ხალხის ნამდვილი სახე და სული, მიდის იქ, იმ ძირძველ ქართულ მიწაზე, საქართველოს გულში, რომელიც სწორედ სტალინმა ამოგლიჯა სხეულიდან ჩვენს დედა-სამშობლოს და დღეს იქ ოსი ჯაყოს შთამომავლობა ბოგინობს!

მეორე “ქართულად მოაზროვნე“  და საქართველოს დიად მომავალზე „დამაშვრალ“ მსახიობ-მეცნიერ ზურაბ ქაფიანიძეს ასეთი ხვაშიადი ჩაუდევს გულში – ეს ხელისუფლება რომ წავა, მაშინ აღვადგენ სტალინის ძეგლს-ო.

ღმერთმა არ შეგასწროთ საქართველოში სტალინის ძეგლების ხელმეორედ აღმართვა!

ღმერთო, დაიფარე საქართველო მისი მეორედ მოსვლისაგან!

აღშფოთებულან ქვებუდნები და ქვეგამხედვარენი – ეს რა ჩაიდინა, სტალინის ძეგლი დაანგრიაო, თითქოს ამ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე აღასშფოთებელი და საგანგაშო არაფერი მომხდარიყოს ჩვენს ქვეყანაში. თითქოს გუშინ არ ყოფილოყო, როს ახლადფეხადგმულ საქართველოს ქაშუეთის ქონგურებიდან ჭურვები  დაუშინეს. მაშინ ხომ შამპანურების ბათქებით აძევებდნენ სამშობლოდან საქართველოს უკანასკნელ ჭირისუფალ ზვიად გამსახურდიას.

აშკარა და უცილობელი ჭეშმარიტებაა – ყველა ის მანქურთი, რომელიც დღეს საქართველოში სტალინის ძეგლის გადმოყირავებას მისტირის, ის ორჯონიკიძის მე-11 არმიის ჯარისკაცია, მან გამოკრა სასხლეტს თითი და შუბლი განუგმირა ლევან რაზიკაშვილს, დიდი ვაჟას ძეს! მან აუგო წესი წმინდა ილია მართლის დისწულს კოხტა აფხაზს, მან მოუსწრაფა კოჯორსა თუ ტაბახმელაში ლამაზი სიცოცხლე მარო მაყაშვილს! მან აცვა ჯუარს საქართველოს სულიერი მწყემსი კეთილი ნეტარხსენებული ამბროსი ხელაია, მან დაცხრილა შოროპნის გზაზე ვაგონებში გამომწყვდეული მამულიშვილები და სისხლის ღვარცოფით გადალეკა ქართული მიწა!

მას, ვინც დღეს კვლავ ავადსახსენებელი სტალინის სახელს მისტირის, ხელები აქვს გასვრილი ახმეტელის, მიქელაძის, ტიციანის, ჯავახიშვილის და ასიათასობითი ნამდვილი ქართველის სისხლში, ის არის სტალინური ტროიკის წევრი!

ეს ის ხალხია, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეორე რესპუბლიკის დამხობასა და განადგურებაში, ან კიდევ სიხარულით შეხვდნენ მკვდრეთით აღმსდგარი საქართველოს ხელმეორედ დასამარებას!

ეს ის ხალხია, ვინც თბილისის აეროპორტში ფიანდაზები დაუფინა მოსკოვიდან რკინის ფასკუნჯით ჩამოფრენილ დემონთკრატ შევარდნაძეს!

ეშმას ნაშირეთა ამ კასტამ გადასწვა კოლხური კოშკი!

ამ ხალხმა ქაშუეთის ქონგურებიდან ჭურვები დაუშინა ახლადფეხადგმული საქართველოს თავისუფალ სახელმწიფოს!

ეს ის ხალხია, რომლის სულიერი შთამომავლები საქართველოს მორიგ სასჯელად და თავსდატეხილ უბედურებად მოევლინა! ვარდოსნები ამ წუთებშიაც გუდავენ სულთმობრძავ საქართველოს!

გასაკვირი და უცნაური, ბედის დაცინვა კი ის არის, რომ „პროვინციულ ფაშიზმთა“L მებრძოლი „ორთოდოქსი“ ბოლშევიკის შევარდნაძის ინკუბატორში შობილმა სააკაშვილის ხელისუფლებამ აღგავა პირისაგან მიწისა სტალინის უკანასკნელი კერპები. მაგრამ, როგორც სჩანს ამგვარებიც ხდება კაცობრიობის ისტორიაში, ერთი ბოროტება, საკუთარი თავის კეთილშობილად წარმოჩინებისთვის, ებრძვის თავის ტყუპისცალ მეორე ბოროტებას. თურმე ასეც სჩვევია კახპა ისტორიას, ვინ გაიგებს მის კაპრიზებს?! განა ეს ხელისუფლება ახალი დემონთკრატიული მეთოდებით არ ანადგურებს ყოველივე ქართულსა და ღვთიურს?

ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთს სტალინსა და სააკაშვილს – საქართველოს სიძულვილი, ამ საკითხში კი მცირედი განსხვავებაა მხოლოდ – სტალინი ღიად და აშკარად გამოხატავდა  ამას, მიშა კი ფლიდია და ფარავს. სტალინმა 1922 წელსშექმნა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, 2007 წელს კი მიშას პარლამენტმა შექმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეული, რომლის სათავეში ჩააყენა თავისიანი, 1989-1991 წლებში ქართველთა სისხლში ნაბანავები რუსეთის მოქალაქე დიმიტრი სანაკოევი. და რაც მთავარია – მიშა და სტალინი ერთ დღეს მოევლინენ ქვეყნიერებას საქართველოს ამოსაგდებად, ამ დღეს, 1991 წელს სტალინელებმა ხელმეორედ იწყეს საქართველოს მოკვდინება.

საქართველოს დღევანდელი „საჭეთმპყრობელი“ ქართულ მიწაზე მდგარ ძეგლში მის მოწინააღმდეგეს ხედავს, შიში აქვს, ავადმყოფური შიში, გარდაცვლილების შიში. იგი ავადაა, სწორედ ისეთივე შიშით, როგორიც ჯუღაევს სჭირდა.

„დემოკრატი“ სწორედ რომ სტალინისეული მეთოდებით, უზნეო ინტრიგებით მართავს ქვეყანას, სხვაობა მათს შორის გვარსა და სახელშია მხოლოდ.
ეს სტალინისტები სდუმდნენ, როდესაც სააკაშვილი დაერია დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მემედ აბაშიძის ძეგლებს. ხმა არ ამოუღიათ, როდესაც თბილისში ალიევის ძეგლი წამოჭიმეს.

სულთმობრძავი, სასომიხდილი და გონდაკარგული ბორგავს დღეს საქართველო, დაჩეხილ-დანაკუწებული სისხლისაგან იცლება!

არ სცალია დღეს საქართველოს ძეგლებისათვის, ეშმა ეპოტინება გლობალისტურ სარეცელზე შეგდებულ ჩვენს მამულს, ათასგვარი ანესთეზიებით აძინებენ საღათას ძილით, რათა არ მოვიდეს გონსა და არ მოიხედოს სააქაოსკენ, არ გადაუძახოს ეს სისხლისმსმელი წურბელები ისტორიის სანაგვეზე.

მონური სულისა და ფსიქოლოგიის ვარლამ არავიძეები, დოქსოპულოები კი მისტირიან შავ-ბნელ წარსულსა და მყრალ კერპებს. ჩვენ კი ასე დავასრულებთ ჩვენს წერილს – ის, ვინც დღეს კვლავ შესტრფის, შენატრის სტალინს, ის სტალინიზმის და ბოლშევიზმის აპოლოგეტი –საქართველოს მტერი და მოღალატეა!

ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს ქართველთ ცრემლის დენას! დადგა დრო, ყველას და ყველაფერს თავისი სახელი ეწოდოს, სამუდამოდ დაიმსხვრეს კერპები და საქართველოს ხსოვნიდან ამოიშანთოს ყალბი გმირები!

ჭეშმარიტ გმირებს კი ჩაუქრობელი კანდელი უნდა აღუნთოს საქართველომ!

საქართველომ ფარნავაზის, დავითის, ილიას, ზვიადის გზით უნდა იაროს და მაშინ გაბრწყიდნება ქვეყანა ივერიისა!

თუ არ აღვასრულეთ ნება ღვთისა და უფლისა, გაქრობა არ აგვცდება!

ღმერთო, ნუ შეასწრებ ამ დღეს ქართველთმოძულეთ!

ამინ!

დავითელ-ილიელ-ზვიადელი ალ. სანდუხაძე

About these ads

43 Responses to “მაინც ვინ იყო სტალინი?”

  1. ლადო Says:

    ლენინის და სტალინის ”გაწმინდანების” ეშმაკეულებს:
    ————————————–
    ПАСХА В СОЛОВЕЦКОМ ЛАГЕРЕ

    Еще бы я не вспомнил ее, эту единственную разрешенную на Соловках заутреню в ветхой кладбищенской церкви…

    Я работал тогда уже не на плотах, а в театре, издательстве и музее. По этой последней работе и попал в самый клубок подготовки. Владыка Иларион добился от Эйхманса разрешения на службу для всех заключенных, а не только для церковников. Уговорил начальника лагеря дать на эту ночь древние хоругви, кресты и чаши из музея, но об облачениях забыл. Идти и просить второй раз было уже невозможно.

    Но мы не пали духом. В музей был срочно вызван знаменитый взломщик, наш друг Володя Бедрут. Неистощимый в своих словесных фельетонах Глубоковский отвлекал ими директора музея Ваську Иванова в дальней комнате, а в это время Бедрут оперировал отмычками, добывая из сундуков и витрин древние драгоценные облачения, среди них — епитрахиль митрополита Филарета (Колычева). Утром все было тем же порядком возвращено на место.

    Эта заутреня неповторима. Десятки епископов возглавляли крестный ход. Невиданными цветами Святой ночи горели древние светильники, и в их сиянии блистали стяги с ликом Спасителя и Пречистой Его Матери.

    Благовеста не было: последний колокол, уцелевший от разорения монастыря в 1921 году, был снят в 1923 году. Но задолго до полуночи вдоль сложенной из непомерных валунов кремлевской стены, мимо суровых заснеженных башен потянулись к ветхой кладбищенской церкви нескончаемые вереницы серых теней. Попасть в самую церковь удалось немногим. Она не смогла вместить даже духовенства. Ведь его томилось тогда в заключении свыше 500 человек. Все кладбище было покрыто людьми, и часть молящихся стояла уже в соснах, почти вплотную к подступившему бору.

    Тишина. Истомленные души жаждут блаженного покоя молитвы. Уши напряженно ловят доносящиеся из открытых врат церкви звуки священных песнопений, а по темному небу, радужно переливаясь всеми цветами, бродят столбы сполохов — северного сияния. Вот сомкнулись они в сплошную завесу, засветились огнистой лазурью и всплыли к зениту, ниспадая оттуда, как дивные ризы.

    Грозным велением облеченного неземной силой иерарха, могучего, повелевающего стихиями теурга-иеро-фанта, прогремело заклятие-возглас владыки Илариона:

    -Да воскреснет Бог, и расточатся врази Его!

    С ветвей ближних сосен упали хлопья снега, а на вершине звонницы вспыхнул ярким сиянием водруженный там нами в этот день символ Страдания и Воскресения — Святой Животворящий Крест.

    Из широко распахнутых врат ветхой церкви, сверкая многоцветными огнями, выступил небывалый крестный ход. Семнадцать епископов в облачениях, окруженных светильниками и факелами, более двухсот иереев и столько же монахов, а далее — нескончаемые волны тех, чьи сердца и помыслы неслись к Христу Спасителю в эту дивную, незабываемую ночь.

    Торжественно выплыли из дверей храма блистающие хоругви, сотворенные еще мастерами Великого Новгорода, загорелись пышным многоцветием факелы-светильники — подарок Веницейского Дожа далекому монастырю, хозяину Гиперборейских морей, зацвели освобожденные из плена священные ризы и пелены, вышитые тонкими пальцами Московских великих княжен.

    -Христос воскресе!

    Немногие услыхали прозвучавшие в церкви слова Благой Вести, но все почувствовали их сердцами, и гулкой волной пронеслось по снежному безмолвию:

    -Воистину воскресе!

    -Воистину воскресе! — прозвучало под торжественным огнистым куполом увенчанного сполохом неба.

    -Воистину воскресе! — отдалось в снежной тиши векового бора, перенеслось за нерушимые кремлевские стены, к тем, кто не смог выйти из них в эту Святую ночь, к тем, кто, обессиленный страданием и болезнью, простерт на больничной койке, кто томится в смрадном подземелье «Аввакумовой щели» — историческом соловецком карцере.

    Крестным знамением осенили себя обреченные смерти в глухой тьме изолятора. Распухшие, побелевшие губы цинготных, кровоточа, прошептали слова обетованной Вечной Жизни…

    С победным ликующим пением о попранной, побежденной смерти шли те, кому она грозила ежечасно, ежеминутно…

    Пели все… Ликующий хор «сущих во гробех» славил и утверждал свое грядущее, неизбежное, непреодолимое силами зла Воскресение…

    И рушились стены тюрьмы, воздвигнутой обагренными кровью руками. Кровь, пролитая во имя любви, дарует жизнь вечную и радостную. Пусть тело томится в плену — дух свободен и вечен. Нет в мире силы, властной к угашению его! Ничтожны и бессильны вы, держащие нас в оковах! Духа не закуете, и воскреснет он в вечной жизни добра и света!

    — Христос воскресе из мертвых, смертию смерть поправ, — пели все, и старый, еле передвигающий ноги генерал, и гигант белорус, и те, кто забыл слова молитвы, и те, кто, быть может, поносил их… Великой силой вечной, неугасимой Истины звучали они в эту ночь. — И сущим во гробех живот даровав!

    Радость надежды вливалась в их истомленные сердца. Не вечны, а временны страдания и плен. Бесконечна жизнь светлого Духа Христова. Умрем мы, но возродимся! Восстанет из пепла и великий монастырь -оплот Земли Русской. Воскреснет Русь, распятая за грехи мира, униженная и поруганная. Страданием очистится она, безмерная и в своем падении, очистится и воссияет светом Божьей правды. И недаром, не по воле случая, стеклись сюда гонимые, обездоленные, вычеркнутые из жизни со всех концов великой страны.

    Не сюда ли, в святой ковчег русской души, веками нес русский народ свою скорбь и надежду? Не руками ли приходивших по обету в далекий северный монастырь «отработать свой грех», в прославление святых Зосимы и Савватия воздвигнуты эти вековечные стены, не сюда ли в поисках мира и покоя устремлялись, познав тщету мира, мятежные новогородские ушкуйники?..

    — Приидите ко Мне, вси труждающиися и обремененнии, и Аз упокою вы…

    Они пришли и слились в едином устремлении в эту Святую ночь, слились в братском поцелуе. Рухнули стены, разделявшие в прошлом петербургского сановника и калужского мужика, князя Рюриковича и Ивана Безродного: в перетлевшем пепле человеческой суетности, лжи и слепоты вспыхнули искры вечного и пресветлого.

    — Христос воскресе!

    Эта заутреня была единственной, отслуженной на Соловецкой каторге. Позже говорили, что ее разрешение было вызвано желанием ОГПУ блеснуть перед Западом «гуманностью и веротерпимостью». Ее я не забуду никогда…

    Из книги Бориса Ширяева «Неугасимая лампада

    • ლადო Says:

      სტალინი არა მხოლოდ ქართველთმოძულე იყო, ის იყო რუსთმოძულე და ყველა ერის მოძულე – კაცთმოძულე! ეკლესიათმოძულე, სამღვდელოების მოძულე – ქრისტესმოძულე!

  2. იოსებ Says:

    ვაი, სირცხვილო!

    როგორც ყოველთვის, ახლაც, ბნ-მა ალექსანდრემ, თავისი მამულიშვილური სიტყვით, ერთხელ კიდევ დაამარცხა „სტალინი დიდებული ადამიანი იყო“ – მითი, რომლის შექმნასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს გაზეთი „ასავალ-დასავალი“. აქაოდა, მიშამ სტალინის ძეგლი აიღოო, ჩვენ კიდევ მიშა გვძულსო, თურმე ქართველმა მამულიშვილებმა ქართველი ერის მტერი, ქრისტიანობის მტერი და სსრკ იმპერიის „იმპერატორი“ დიდებულ მამულიშვილად უნდა შევრაცხოთ?! ვაი, სირცხვილო!

    ყველაფერში ვეთანხმები ბ-ნ ალექსანდრეს, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში, რომ სტალინის განდიდებაში მხოლოდ პირსისხლიანი პუტჩისტები და გარეწრები იღებენ მონაწილეობას. ასეეთთა რიგებში, ჩვენდა სამწუხაროდ, ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც არიან. ვეთანხმები ალექსანდრეს იმაში, რომ სტალინის მეხოტბეთა რიგებში ჩადგომა, თუნდაც მიშა სააკაშვილის ჯიბრზე, მის შავ-ბნელ საქმეებში თანამონაწილეობას ნიშნავს.

    შეგნებულად არ მოვიყვან, აქ, ამ ბოლო დროს, „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე, გამოჩენილ მამაულიშვილთა მიერ გამოქვეყნებულ ისეთ გამონათქვამებს, რომლითაც განდიდებულია სტალინი. იქნებ დაუფიქრდენენ და მიხვდნენ, რომ სტალინიც ისეთივე გლობალისტი იყო სსრკ-ის მასშტაბით, როგორიც მ. სააკაშვილია საქართველოს მასშტაბით. უბრალოდ, „ზომებშია“ სხვაობა. სამაგიეროდ მისი ბოსები არიან უფრო დიდი ზომის არა?

    არა, შეიძლება ისინიც ვერ შეედრებიან სტალინს მასშტაბებში, მაგრამ ამაში რა არის საამაყო?! რა საერთო აქვს ეროვნულ ცნონიერებასთან სტალინს? მაშინ, ედუარდ შევარდნაძითაც უნდა ვიამაყოთ? ისიც ხომ საქვეყნოდ აღიარებული დიდი პოლიტიკოსი და „ქართველია“ ?! ბოლოს და ბოლოს გერმანია გააერთიანა, სსრკ დაშალა და პროვიციული ფაშიზმიც გაანადგურა საქართველოში. სტალინმა თუ გლობალური ფაშიზმი დაამარცხა, ბნ-მა ედუარდმა – „პროვინციული“! აი, თუ გსურთ მათ შორის მსგავსება იპოვოთ აქედან უნდა შევუდგეთ ამ ფენომენის კვლევას.

    ქართველი ერი აუცილებლად დაუმადლებს ედუარდ შევარდნაძესო – განაცხადა მის იუბილეზე ილია მეორემ. იქნებ სტალინისაც უნდა ვუმადლოდეთ? ბოლოს და ბოლოს ფაშიზმისგან იხსნა მსოფლიო!

    ეჰ, ალბათ ედუარდის დამადლების ეპოქასაც მოიყვანს „ასავალ-დასავალი“. სავალალოა, რომ მათი სულიერი მამა ამისკენ მოუწოდებს მათ. ჯერ ედუარდისთვის არ დაგვიმადლებია, რაც მან გაგვიკეთა და…როდესაც მას დავუმადლებთ, იქ „სამართლიანობა“ აუცილებლად მოითხოვს, რომ სტალინსაც დავუმადლოთ!

    აი, უკვე ორი ათეულია წელია, რაც „ასავალ-დასავალი“ თანაბრად უმადლის ედუარდ შევარდნაძესაც და სტალინსაც. ამ გაზეთიდან ისეთი აზრი იკვეთება, რომ მიშას ჯიბრზე ნამდვილი მტერი მოყვარედ უნდა ჩავთვალოთ და ჭეშმარიტი მამულიშვილების გვედით დავაყენოთ.

    ზვიად გამსახურდიასაც გაიხსენებენ ხოლმე თვალში ნაცრის შესაყრელად, ოღონდ – ეროვნული ხელისუფლებისგან განკერძოებით. ზვიად გამსახურდია „მოსწონთ“, მაგრამ მის ხელდასსხმულ კანონიერ მთავრობას კი არაფრად არ მიიჩნევენ! ასეთი მთავრობა, მათი აზრით, არც არის საჭირო.

    ოჰ, ეს ფარისევლობა!

    ღმერთმა დალოცოს ალექსანდრე.

    p.s.

    დიახ, სოლჟენიცინი, სახაროვი და მასავით შოვინისტურად განწყობილი „რუსებიც“ წერდნენ სტალინზე უარყოფითად, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხილებას აკეთებდნენ მხოლოდ სამართლის წყურვილით. მათი მხრიდან სტალინის მხილებას, ხშირად, სხვა მზაკვრული მიზნებიც ჰქონდა. დიახ, არც თუ ისე იშვიათად, სამწუხარო სიმართლეს სტალინზე, ისევ და ისევ, ქართველი ერის დასჯის გულისთვის იყენებდნენ ჩვენი „უფროსი ძმები“ და არა მარტო ისინი. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რატომაც არ უყვართ ჩვენს მტრებს სტალინი, მაგრამ ამის გამო ვერ დავაყენებთ მას ქართველი ერის ჭირისუფალთა რიგებში.

    ბოლოს და ბოლოს ქრისტიანობის მტერი იყო იგი!

  3. ბესარიონი Says:

    მეგობრებო:

    სტალინის გარშემო ანტიეროვნული, გლობალისტურ-კომრადორული ძალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟებს ყოველთვის (თუნდაც დაწყებულს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის რიჟრაჟზე თვით სოციალ-დემოკრატთა და შემდგომ ბოლშევიკთა შიგნით) ყოველთვის აქვს ერთი მთავარი მიზანი და მიმართულება: „ქართველი“(!) სტალინის ლანძღვა-გინება… — ანუ, არა გლობალისტურ-ბოლშევიკური სისტემის მხილება და მისი ერთ-ერთი პროდუქტისა(!) სტალინის სახით, არამედ — ამ სისტემის მხოლოდ ერთ, მცირე წერტილზე (ან წერტილებზე — „ქართველ“ ორჯონიკიძისა და სხვა „ქართველთა“ ჩათვლით) ყურადღების ფოკუსირება — როგორც რაღაც თავის-თავადზე და მაინც და მაინც საქართველოდან წარმომავალზე — პირველ რიგში სწორედ მათი „ქართველობის“ ნიშნით…

    ამასთან, სტალინს ყოველთვის აკრიტიკებენ როგორც „არადემოკრატიულს“ ან „ანტიდემოკრატიულს“ — და, რა თქმა უნდა მიჩქმალული აქვთ მისი ყველაზე საზიზღარი თვისება — რომელიც მთელსა და ყოველი დროის ყოველგვარ გლობალიზმს ახასიათებს — ანუ სტალინის ანტიეროვნულობა, გლობალისტურობა და პრო-რუსული კომპრადორულობა…

    იმიტომ, რომ ახლანდელ (დასავლეთის მიერ ჩანერგილ და დასმულ) ანტიეროვნულ ძალებს ზუსტად სტალინივით და უფრო მეტად და უფრო „დახვეწილად“ ახასიათებთ ანტიეროვნულობაც, გლობალისტურობაც და კომპრადორულობაც — თუმცა, ამჯერად დასავლური ყაიდის…

    ამასთან — ყოველთვის ისე უნდათ წამოაჩინონ საქმე, თითქოს მხოლოდ რუსული ღვთისმგმობლური სოციალ-დემოკრატია იყო მხეცური ხასიათის!.. — ზუსტად ასეთივე მხეცური და კიდევ უარესი იყო მაგალითად ბრიტანული კოლონიური იმპერია — რომელმაც — ვთქვათ, ჩინეთი ომით აიძულა ოპიუმის შეტანის ნება დაერთო ბრიტანელი ქორ-ვაჭრებისთვის და ამით მოესპო და გაენადგურებინა მრავალი მილიონი ჩინელი ბრიტანეთის გასამდიდრებლად…

    სხვა მაგალითი:

    უდიდესი იყო კომუნისტური რეჟიმის მიერ (და არა მარტივად სტალინიზმის მიერ) საქართველოსათვის მიყენებული ზიანი ხალხთმოსახლეობის მხრივ (გადასახლებები, დახვრეტები და სხვ.), მაგრამ არანაკლები და უფრო დიდი და უფრო მძიმეა პრო-დასავლური „დემოკრატების“ მიერ მიყენებული ზიანი — დემოგრაფიული კატასტროფა — მილიონზე მეტი ადამიანის იძულებითი გასახლება საქართველოდან, მასსობრივი უმუშევრობა, მასსობრივი გარყვნა, მასსობრივი ნარკომანია, ოჯახური ფასეულობების შერყვნა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პროლეტარიზება და სხვა… — მაგრამ — „ქართველი“ სტალინის პიროვნული ლანძღვა-გინებისას — არასოდეს არ ავლებენ ასეთ პარალელებს და არ მიუთითებან ამ მოვლენების ერთიან წყაროზე…

    ჩვენი მოვალეობა ამ თვალსაზრისით ყოველთვის ისაა, რომ არ მივცეთ გლობალისტურ ხვლიკს საშუალება მოისხლიტოს კუდი და მხოლოდ ღა კუდი მოგვიგდოს საჯიჯგნად… — თუნდაც ეს კუდი მათი „დიდი სტალინი“ იყოს…

    • იოსებ Says:

      ვეთანხმები ბ-ნ ბესარიონს! საბჭოთა გლობალიზმის ერთ-ერთ უდიდეს კერპს, „ქართველ“ სტალინს თუ სხვა ლენინ-სტალინისტებს, ქართველების (სხვა ერების წინაშეც) წინაშე უდიდესი მტრობა აქვთ ჩადენილი. მიუხედავად ამისა, დღევანდელი გლობალისტური მხეცი უფრო საშიშია, ვინაიდან უფრო დახვეწილად მოქმედებს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფულს იმაზე მეტს აძლევს სულგაყიდულ ქართველებს, ვიდრე კომუნისტური რეჟიმი სთავაზობდა მათ და ნაირ-ნაირ ამქვეყნიურ ცდუნებებსაც უხვად სთავაზობს რეჟიმის მორჩილ უმრავლესობას. საბჭოთა გლობალიზმთან ბრძოლაში ქართველმა ერმა, ასე თუ ისე, იმუნიტეტი გამოიმუშავა, მაგრამ დასავლური გლობალიზმის წინაშე უძლური აღმოჩნდა ჯერ-ჯერობით ქართველი ერი.

      აი, ამის თვალსაჩინო მაგალითი: მთელი ერის თვალწინ გლდანის ტაძარი დაარბიეს, მისი კედელი სამხედრო ავტომანქანით შელეწეს, შემდეგ ხელკეტებით დაერივნენ ჟანდარმები მართლმადიდებელ მრევლსა, მღვდლები ციხეში ჩაყარეს და ამით დღესაც ამაყობენ არა მარტო დე-ფაქტო, გლობალისტური ხელისუფლების მესვეურები, არამედ პატრიარქი და სინოდიც. პოლიტიკოსებიდან თითქმის ყველამ მოიწონა ეს ანტიქრისტიანული ქმედება. იყო მცირე გამონაკლისი, მაგრამ მათი ხმა ვერავინ გაიგო.

      მაშინაც კი, როდესაც კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, ასე აშკარად ვერავინ გაბედავდა ტაძრების ნგრევაზე და „სამართალმა ეკლესიაშიც შეაღწია“-ო საჯაროდ თვითკმაყოფილების გამოხატვას. ახლა კი, იცოცხლე, ერთმანეთს ასწრებენ ველური სიხარულის გამოხატვაში. ადრე თუ მოსკოვში ყოყლოჩინობდნენ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელთა დევნით, ახლა სტრასბურგი და ვაშინქტონი გაუხდიათ „ახალ კრემლად“! ვერავინ დამაჯერებს, რომ სტალინის ძეგლის აღების იდეა ადგილობრივი ნაციონალების ტვინში მომწიფდა. ამ იდეას, მსოფლიოში საკმაოდ ცბიერი და გავლენიანი პატრონი ჰყავს. მათთვის საჭიროა ქართველთა გულისყურის გადატანა „ქართველ“ სტალინზე და მისი ძეგლის აღების გარშემო სურთ აჟიოტაჟის ატეხვა. აქამდე „თ. თუთბერიძე“ შემოგვიგდეს და კარგა ხანი ამით იყო დაკავებული საზოგადოება. შემდეგ „მართლმადიდებელი პრეზიდებტი თავს არ მოიკლავდა“-ო, პრეზიდენტი სიკვდილის წინ აწამესო, ეჭვი გვაქვს მის უახლოეს გარემოცვაზე ასეთიო და კიდევ რამდენ ასეთ სატყუარას მოიგონებენ იმისათვის, რომ ქართველს ნამდვილი სატკივარი და საფიქრალი დაავიწყონ. ეს საფიქრალი კი კანონიერების აღდგენა, ეროვნული ხელისუფლების არჩევა და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების დაცვაა, რომ ერი არ გადაშენდეს. ამის შესახებ საუბარი, სამწუხაროდ, უხერხულ ტონადაც კი ითვლება დღევანდელ საზოგადოებაში.

      ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ბ-ნ ალექსანდრეს წერილისადმი მიძღვნილ კომენტარში, წინადადებას „ბნ-მა ალექსანდრემ, თავისი მამულიშვილური სიტყვით, ერთხელ კიდევ დაამარცხა „სტალინი დიდებული ადამიანი იყო“ – მითი, რომლის შექმნასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს გაზეთი „ასავალ-დასავალი““.-ო, ასე შევცვლიდი: ბნ-მა ალექსანდრემ, თავისი მამულიშვილური სიტყვით, ერთხელ კიდევ დაამარცხა „სტალინი დიდებული ქართველი იყო“ – მითი, რომლის შექმნასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს გაზეთი „ასავალ-დასავალი“.

      p.s.

      ვერც ადამიანობით გამოირჩეოდა სტალინი, მაგრამ ამ კერძო შემთხვევაში, სიტყავა „ადამიანის“ მაგივრად, სიტყვა „ქართველი“ უფრო შესაბამისი იქნება.

  4. a.sanduxaZe Says:

    სრულიად ვეთანხმები ზემოთმოყვანილი კომენტარების ავტორებს, ქართველთმოძულეების როდესაც სტალინს ამათხრახებენ, მას განიხილავენ როგორც ქართულ მოვლენად, ხაზს უსვამენ მის ქართულ წარმომავლობას და ჩქმალავენ უმთავრესს, რომ იგი იყო პროდუქტი იმ ღმერთის უარმყოფელი მიმდინარეობისა, რასაც სოციალ-დემოკრატია ჰქვია სახელად, რაც ყოველთვის გამიზნულად ხდება და ჩქმალავენ მისებრ კაცთმოძულეებს ტროცკის, ლენინს, კიროვს… თუნდაც ამ საშინელი მოძღვრების მშობლებს, მარქსისა და ენგელსის ნამდვილ სახეებს.

  5. a.sanduxaZe Says:

    К истории мнимого поворота Сталина к религии и Православной Церкви”
    Игорь КУРЛЯНДСКИЙ,
    старший научный сотрудник Института российской истории РАН, кандидат исторических наук

    Тема взаимоотношений Церкви и советского государства – одна из наиболее обсуждаемых сегодня в отечественной публицистике и историографии. В пылу дискуссий не всегда удается избежать неточностей и натяжек. Самое важное здесь, на наш взгляд, уберечь историю от новых искажений. Этому принципу мы и следуем, публикуя данное исследование.

    В 1999 г. в журнале “Наш современник” и ряде средств массовой информации без ссылок на источники, но с пафосными комментариями были опубликованы сенсационные материалы, призванные свидетельствовать о радикальной смене сталинского государственного курса по отношению к православной религии и Церкви в 1939 г., перед войной, о прекращении гонений на православное духовенство и верующих, а также о массовой амнистии осужденных по церковным делам в ноябре-декабре того же года.

    В “Указании ВЦИК и Совнаркома” за подписями председателя ВЦИК М.И. Калинина и председателя СНК В.И. Ленина от 1 мая 1919 г. за № 13666/2, адресованном председателю ВЧК Ф.Э. Дзержинскому, со ссылкой на некое таинственное “решение ВЦИК и СНК” (ни номера, ни даты, ни названия его публикаторами не приводится), указывалось на необходимость “как можно быстрее покончить с попами и религией. Попов надлежит арестовывать как контрреволюционеров и саботажников, расстреливать беспощадно и повсеместно. И как можно больше. Церкви подлежат закрытию. Помещения храмов опечатывать и превращать в склады”.

    Кровожадное и свирепое ленинское “указание” в публикациях обычно дополняет “Выписка из протокола № 88 заседания Политбюро ЦК ВКП(б) от 11 ноября 1939 г.” с подзаголовком “Вопросы религии” за подписью И.В.Сталина. Содержащееся в выписке решение обращено к “религии, служителям Русской Православной Церкви и православным верующим”. Его пункт отменяет “Указание товарища Ульянова (Ленина) от 1 мая 1919 года” и “все соответствующие инструкции ВЧК–ОГПУ–НКВД, касающиеся преследования служителей Русской Православной Церкви и православно верующих”. Один из пунктов гласит: “Признать нецелесообразным впредь практику органов НКВД в части арестов служителей Русской Православной Церкви, преследование верующих”. НКВД поручается «произвести ревизию осужденных и арестованных граждан по делам, связанным с богослужительской (так в тексте. – И.К.) деятельностью», освободить тех из них, чья деятельность “не нанесла вреда советской власти”. Дополняет “постановление” краткая справка наркома внутренних дел СССР Л.П. Берии от 22 декабря 1939 г. на имя Сталина. В ней глава НКВД докладывает о “выпуске на свободу”, со ссылкой на постановление Политбюро от 11 ноября 1939 г., из лагерей – 12 860 человек и «из-под стражи” – 11 223. То есть 24 000. По “справке Берии”, из продолжающих отбывать наказание более 50 тыс. человек, “деятельность которых нанесла существенный вред советской власти», планировалось “освободить” еще около 15 тыс. заключенных, и дела остальных “будут пересматриваться”. Этот сюжет и приводится в обоснование тезиса о повороте сталинского руководства навстречу Церкви еще до войны. Во многих публикациях приводится и более ранняя “выписка из протокола заседания Политбюро ЦК от 12 сентября 1933 года” о необходимости охраны “памятников архитектуры древнего русского зодчества”. Подписанный якобы Сталиным “документ” “считает невозможным проектирование застроек за счет разрушения храмов и церквей, что следует считать памятниками архитектуры древнего русского зодчества”.

    Эти материалы получили широкое распространение в отечественной историографии начала нового тысячелетия. Свою лепту в это дело внесли и церковные люди. Так, один из их первых публикаторов, священник отец Димитрий Дудко, диссидент советской эпохи, “прозревший” после перестройки и ставший духовником газеты “Завтра”, делает вывод, что публикуемые им “сенсационные” “архивные находки” реабилитируют Сталина как “православного”, “верующего” человека.

    На тех же “документах” основывают свои важнейшие историософские выводы о природе церковно-государственных отношений в 1930-е гг. и ряд современных солидных ученых, докторов наук. В их числе доктора исторических наук А.И. Вдовин (труд “Русские в ХХ веке”. М., 2004), С.И.Васильцов (статья “ХХ съезд и русский вопрос в России”), Ю.А.Катунин (статья “Изменение политики партии и государства в отношении Православной Церкви в 1939 г.” и докторская диссертация с соответствующей главой на эту тему), доктор философских наук, известный эксперт по вопросам церковно-государственных отношений В.А.Алексеев (брошюра “Тернистый путь к живому диалогу” (из истории церковно-государственных отношений в 30–50-е гг. ХХ столетия.). Не отстают в этом ряду и некоторые просталински настроенные мыслители и общественные деятели – писатель В.В.Карпов (труд “Генералиссимус”, где данные “документы” воспроизведены факсимильно, вероятно, чтобы усилить впечатление их “достоверности”), маршал Д.Т.Язов, бывший председатель КГБ В.А.Крючков и многие другие публикаторы и комментаторы этих интересных “архивных находок”.

    Большинство авторов ссылаются на некие “тайные архивы”, где столь важные документы многие десятилетия скрывались от общества, оставаясь неизвестными до 1999 г., но точных архивных ссылок никто из них не дает. Так, авторы, основываясь на этих материалах, пишут и о “едва ли не полной ревизии ленинской линии по религиозному вопросу, начиная с 1917 года”, и о начале в 1939 г. радикального поворота советского государства навстречу Церкви, при этом не делая попыток разобраться в надежности использованных источников.

    Будь опубликованные материалы подлинными, это опрокидывало бы утвердившееся в историографии представление о вынужденности поворота сталинского церковного курса – от гонений до частичной легализации Церкви – из-за событий Великой Отечественной войны, что означало бы настоящую историографическую революцию.

    Итак, состоялась ли эта революция?

    Прежде всего рассмотрим так называемое “Указание Ленина от 1 мая 1919 г. за № 13666/2″ о “борьбе с попами и религией”. Заметим для начала, что в практике партийно-государственного делопроизводства вообще никогда не существовало документов с названием “Указание”. В частности, ВЦИК и Совнарком не издали ни одного документа с таким названием за все время своей деятельности. Существовали только постановления и декреты за подписями глав этих органов (см. сборники “Декреты советской власти”), при этом порядковых номеров таким документам не присваивалось. Однако же во всех публикациях “Указанию” сопутствует порядковый номер 13666/2, что подразумевает наличие многих тысяч “указаний” в государственном делопроизводстве. Весьма странно, что ни один из подобных документов не известен историкам, не выявлен в архивах, никогда не публиковался. Разумеется, подобный номер выдуман для того, чтобы искусственно ввести в него апокалипсическое “число зверя”, придать бумаге ярко выраженный мистический характер, связать его с “сатанинской” стихией российского большевизма, которой якобы и положил предел мудрый “государственник” Сталин.

    Но, увы, Ленин не подписал за всю свою партийно-государственную деятельность ни одного документа, который носил бы название “Указание”, ни с тремя шестерками, ни без, в чем легко убедиться по его Полному собранию сочинений, “Биографической хронике”, сборникам “Декреты советской власти”. В Российском государственном архиве социально-политической истории хранится полный фонд документов Ленина. Многие десятилетия он целенаправленно формировался советским государством, в него включались тотально все ленинские документы. По свидетельству директора РГАСПИ К.М.Андерсона, все документы ленинского фонда рассекречены и доступны для исследователей, так как государственных тайн в них не содержится. “Указание Ленина от 1 мая 1919 г.” в РГАСПИ отсутствует (как и все остальные “Указания”). Засекреченной остается только история болезни Ленина. Все документы Ленина в РГАСПИ каталогизированы строго по датам. Среди бумаг Ленина, относящихся к 1 мая 1919 г., нет антирелигиозных – это несколько подписанных им постановлений Малого СНК, и все они касаются мелких хозяйственных вопросов. Отсутствует “Указание Ленина от 1 мая 1919 г.” и в Государственном архиве РФ, где хранятся фонды СНК и ВЦИК. Отрицательный отзыв о наличии этого “документа” дали в своих официальных письмах Центральный архив ФСБ России и Архив президента РФ. Итак, “Указание Ленина от 1 мая 1919 г.” отсутствует во всех профильных по этой тематике государственных и ведомственных архивах России. Равным образом не существовало никакого секретного “решения ВЦИК и СНК” 1917–1919 гг. о необходимости “как можно быстрее покончить с попами и религией”, во исполнение которого “Указание Ленина от 1 мая 1919 г.” будто бы было выпущено. Не существует никаких “инструкций ВЧК–ОГПУ–НКВД” со ссылками на это «указание», нет никаких документов о его исполнении.

    Кроме того, содержание мнимого “Указания Ленина от 1 мая 1919 г.” прямо противоречит фактической стороне истории церковно-государственных отношений 1918 – начала 1920-х гг.

    Документы СНК РСФСР свидетельствуют, что в 1919 и 1920 гг. и в начале 1920-х гг. по распоряжению Наркомата юстиции РСФСР отдельные церкви неоднократно передавались в распоряжение общин верующих, а решения местных властей об их закрытии отменялись. При действии “Указания Ленина от 1 мая 1919 г.” или подобного ему документа это было бы совершенно невозможно.

    Кроме того, одним из основных механизмов или методов гонений на Церковь и религию в годы Гражданской войны со стороны центральной большевистской власти было сознательное и молчаливое попустительство. Так, местным властям со стороны центра негласно давался своего рода карт-бланш, они могли более или менее свободно действовать в духе своего революционного правосознания и сообразовываясь с конкретной обстановкой. Такая практика позволяла центру выгодно дистанцироваться от многих непопулярных антицерковных акций. Никаких директивных, погромных, централизованных, всеобщих указаний, даже секретных, при такой политике не требовалось. Достаточно было развязать руки товарищам на местах. Инициаторами гонений при таком подходе становились не только и не столько местные ЧК, но и практически все органы советской власти, а также направлявшие их деятельность партийные организации. Закрываемые в массовом порядке в годы Гражданской войны и военного коммунизма храмы в большинстве случаев передавались под культурно-просветительские учреждения (школы, политпросветкружки, красные уголки, избы-читальни, киоски антирелигиозной литературы и проч.), а не обращались повсеместно в склады, как якобы предписывалось “Указанием от 1 мая 1919 г.”.

    Приведем пример. 3 сентября 1919 г. “ликвидационный” отдел НКЮ в письме в президиум Моссовета поддержал требование работников Московского почтамта о закрытии часовни св. Василия Кесарийского. “8 отдел обращает внимание, что до сих пор оскорбляет революционное чувство граждан безобразная часовня с царскими надписями, помещающаяся прямо против 1 Дома Советов, где до сих пор происходит продажа свечей и различных духовных предметов, что дает приток сумм религиозным организациям вопреки декрету 23 января (Декрет об отделении Церкви от государства. – И.К.). Между тем эта часовня, при соответствующей незначительной переделке, могла бы служить великолепным киоском для продажи революционной литературы…” (ГА РФ Ф.130.Оп.1.Д.208.Л.17.). Замена очень показательная и характерная. Итак, предписывалось не просто закрыть часовню, чтобы устроить в ней склад, а прагматично использовать это закрытие в пропагандистских целях.

    По отношению к православному духовенству политика большевистской власти не была направлена на его тотальное физическое уничтожение, как пытаются внушить обществу авторы фальшивки. Документы свидетельствуют, что в конце 1910-х – начале 1920-х гг. не менее важное значение, чем репрессиям, придавалось тактике раскола Церкви изнутри с целью разрушения ее канонических структур. Для этого выделялись группы лояльных к власти представителей духовенства, которые становились объектами манипуляций. Подобные задачи выполнялись силами ВЧК–ОГПУ–НКВД, что было бы совершенно невозможно, если бы перед ними стояла задача “повсеместного” уничтожения духовенства. Известное же письмо Ленина Молотову от 19 марта 1922 г. было связано именно с планом использования ситуации голода для удара по Церкви как идеологическому противнику.

    Так что, даже если отвлечься от архивных и делопроизводственных деталей, “Указание Ленина от 1 мая 1919 г.” никак не вписывается в реальную картину 1918–1923 гг.

    Нормативные акты, с помощью которых новой властью действительно осуществлялись гонения на Церковь, преследования и ограничения в правах верующих, хорошо известны в историографии, и мы кратко их перечислим: Декрет об отделении Церкви от государства и школы от Церкви от 20 января 1918 г., лишавший Церковь права собственности и юридического лица; май 1918 г. – создание “ликвидационного” отдела Наркомюста; Инструкция Наркомюста от 30 августа 1918 г., носящая откровенно дискриминационный характер, так как она лишала Церковь прав миссионерской, благотворительной и культурно-просветительской деятельности; Постановление Политбюро ЦК ВКП (б) “О мерах по усилению антирелигиозной работы” от 24 января 1929 г.; Постановление Политбюро ЦК от 28 февраля 1929 г. об изменении статьи Конституции РСФСР, лишающем верующих права “религиозной пропаганды” при сохранении свободы пропаганды атеистической (перешло и в сталинскую Конституцию СССР 1936 г.); Постановление ВЦИК и СНК РСФСР “О религиозных объединениях” от 8 апреля 1929 г. с последующим инструкциями к нему; Постановление ЦИК и СНК СССР “О борьбе с контрреволюционными элементами в руководящих органах религиозных объединений” от 11 февраля 1930 г. и др.

    Необходимо отметить, что ни один из перечисленных выше антицерковных актов де-юре не был отменен Сталиным даже в период его так называемого либерального курса 1943–1953 гг., а в Инструкции Совета по делам Русской Православной Церкви уполномоченным Совета на местах от 5 февраля 1944 г. воспроизведено большинство мер Постановления “О религиозных объединениях” от 8 апреля 1929 г.

    Не следует ли из изложенного, что приводимый в разных изданиях текст “Указания” Ленина является грубым историческим фальсификатом, сочиненным специально для того, чтобы подкрепить собой другой фальсификат, показывающий мнимую расположенность Сталина к Церкви и «православно верующим» еще до войны?

    Получается, что таким же подлогом является и так называемое сталинское “Постановление Политбюро ЦК ВКП (б) от 11 ноября 1939 г.”, толкующее об отмене несуществующего “документа”. Естественно, существуют и надежные доказательства подложности “либерального” “сталинского документа” 1939 г.

    Все протоколы Политбюро ЦК РКП (б) – ВКП (б) за 1919–1952 гг. (и подлинные, и копии) хранятся в РГАСПИ (ф.17, оп.3, 163) и теперь доступны для исследователей. Рассекречены и материалы Особых папок к заседаниям Политбюро за все эти годы (ф.17, оп.162), куда откладывались постановления Политбюро по разным секретным вопросам. За 11 ноября 1939 г. решения Политбюро действительно были. Однако церковных вопросов они не касались. Номера обобщенных протоколов к заседаниям Политбюро присваивались в порядке очередности после очередного съезда партии, и соответственно, выборов нового состава Политбюро. Обобщенный протокол Политбюро ЦК ВКП (б) от 10 ноября – 10 декабря 1939 г., включающий и решения от 11 ноября 1939 г., значится в архиве под номером девять. (РГАСПИ.Ф. 17. Оп.3.Д.1016.) А в опубликованном “Постановлении” у протокола Политбюро значится номер восемьдесят восемь! Это доказывает, что фальсификаторы никогда не работали в архивах, они не дали себе труда ознакомиться даже с порядковыми номерами протоколов Политбюро. Цифра была взята с потолка.

    В большинстве публикаций “Постановления” фальсификаторы ставят гриф “Особая папка”. Есть особая папка и к решениям Политбюро ЦК ВКП (б) 11 ноября 1939 г., она рассекречена, хранится в архиве. Однако вопросы религии и там не рассматривались. В этот день под грифом “Особой папки” рассматривался вопрос “об увеличении численности и материальном обеспечении конвойных войск НКВД”, “о пересмотре караульной службы” и вопрос Комиссии обороны (РГАСПИ Ф.17.Оп.162.Д.26.Л.107, 108.).

    Конечно, гриф “Особая папка” был поставлен фальсификаторами для создания видимости особой важности, секретности публикуемого ими сенсационного “документа”.

    Отметим, что за весь 1939 г. на Политбюро вообще не рассматривалось никаких церковных и религиозных вопросов (в том числе и по особым папкам). Перечислим и другие обстоятельства, свидетельствующие о подложности “документа” от 11 ноября 1939 г.

    Отрицательный отзыв о наличии этого “документа” дали в своих официальных письмах Центральный архив ФСБ России, где хранятся документы НКВД, и Архив президента РФ, где хранится фонд Политбюро ЦК (за исключением протоколов к заседаниям Политбюро, переданных в РГАСПИ).

    В истории партийно-государственной практики никогда не было случаев гласной или секретной отмены ленинских документов. В СССР – от середины 1920-х гг. до “перестройки” – незыблемо существовал культ личности Ленина, которого официально придерживались все партийные и государственные работники (независимо от степени их искренности). Если ленинская линия по каким-то вопросам ревизовалась, как в случае свертывания нэпа и перехода к сплошной коллективизации, то делалось это исподволь, под обязательным прикрытием соответствующих цитат из Ленина, демонстрацией верности ленинским идеям и установкам. Даже в самых секретных бумагах отсутствовала критика Ленина, любое порицание его действий или документов было абсолютно невозможно для руководителей всех уровней – от Сталина до рядового работника райкома партии.

    В партийно-государственных документах Ленин никогда не назывался “товарищем Ульяновым (Лениным)”. Принятые формы упоминания только “товарищ Ленин», “В.И. Ленин”.

    Не существовало никакой массовой амнистии осужденных по церковным делам ни в ноябре-декабре 1939 г., ни в 1940 г., ни в 1941 г. якобы во исполнение “Постановления Политбюро от 11 ноября 1939 г.”, в чем легко убедиться, анализируя электронную базу гонений на верующих по сайту Православного Свято-Тихоновского гуманитарного университета, многие годы целенаправленно собирающего данные о репрессиях священноцерковнослужителей и мирян по церковным делам за годы советской власти. Уменьшение объема гонений и так называемая бериевская амнистия весны-лета 1939 г. касалась исправления “ежовских перегибов”, прекращения политики “Большого террора” и ни в малейшей мере не были связаны с изменением церковной политики государства. В Центральном архиве ФСБ России не содержится никаких документов, свидетельствующих о массовой амнистии по церковным делам с ноября 1939 г.

    Таким образом, “справка” Берии от 22 декабря 1939 г. на имя Сталина о мнимом выпуске в ноябре и декабре десятков тысяч человек, пострадавших по церковным делам, и о якобы готовящемся массовом пересмотре десятков тысяч других подобных дел тоже подделка.

    Вопреки ложным тезисам о “либеральном повороте” Сталина к Церкви и верующим в 1939 г. и отмене им гонений, 1940–1942 гг. отмечены новыми жестокими репрессиями по церковным делам. Объем гонений был значительно меньше, чем в 1937–1938 гг., но сами гонения прекращены не были. Органы НКВД и сталинской юстиции продолжали в массовом порядке фабриковать фальсифицированные дела против священнослужителей и мирян, что было бы совершенно невозможно, если бы действовал сталинский “документ” о прекращении гонений, подобный “Постановлению Политбюро от 11 ноября 1939 г.”. По данным авторитетного исследователя статистики гонений на Церковь, преподавателя Православного Свято-Тихоновского гуманитарного университета Н.Е. Емельянова, в 1939–1940 гг. происходило по 1100 казней в год по церковным делам, в 1941–1942 гг. – новые тысячи казненных. По данным правительственной Комиссии по реабилитации жертв политических репрессий, только в 1940 г. было арестовано 5100 церковников, расстреляно 1100, в 1941 г. арестовано 4000, расстреляно 1900. И только с 1943 г. (в результате действительного поворота государственной политики) число репрессий резко сокращается.

    Продолжалась и фабрикация “групповых” церковных дел. Так, в 1940–1941 гг. органы НКВД в Архангельске вскрыли “контрреволюционную монархическую церковную организацию” схиепископа Петра (Федоскина), в 1942 г. в Москве сочинили групповое “дело духовных дочерей архимандрита Серафима (Климкова)”, в 1942 г. нашли “антисоветскую церковную организацию в г. Котласе” и т.д.

    Анна Васильевна Балашова из Тамбовской области после закрытия церкви организовала у себя на дому хор бывших певчих, участвовала в совершении треб на дому. Арестована по доносу сельчанина в сентябре 1941 г., приговорена к расстрелу, замененному 10 годами лишения свободы, отправлена в лагерь. Мария Андреевна Кригер арестована в августе 1940 г., обвинена в “антисоветской агитации среди верующих”, приговор – 7 лет лагерей. Священнослужитель Гиацинтов Григорий Федорович осужден в октябре 1941 г. к пяти годам ИТЛ по статье 58-10. И таких “дел” – многие тысячи.

    Получается, что никакого “либерального” поворота церковно-государственного курса в 1939 г. не было.

    Необходимо также признать, что не существовало и решения Политбюро ЦК от 12 сентября 1933 г., направленного против разрушения храмов и церквей, как “памятников архитектуры древнерусского зодчества”. В протоколах заседаний Политбюро ЦК ВКП (б) за 1933 г. подобное решение отсутствует. Массовое разрушение церквей и храмов активно продолжалось и после 1933 г., в том числе и в Москве. Так, в 1935 г. был разрушен пятиглавый московский храм св. великомученика Никиты в Старых Толмачах, а в 1936 г. на Красной площади был разрушен Казанский собор, построенный еще при участии князя Дмитрия Пожарского. И т.д.

    Надо заметить, что Институт российской истории РАН посылал ряду именитых пропагандистов так называемых документов запросы об источниках их сенсационных изысканий. Однако ответов на большинство из них получено не было.

    Итак, в результате нашего исследования получены надежные доказательства, что все рассмотренные выше опубликованные материалы по истории церковно-государственных отношений в 1919 г. и в 1939 г. являются подлогами, грубо сфабрикованными неизвестными политическими провокаторами в конце 1990-х гг. и транслированными в СМИ некоторыми поверившими в их подлинность политиками и публицистами. Сочинение этих бумаг понадобилось для достижения ясных политических целей – формирования и внедрения в общественное сознание мифа о расположенности Сталина к Церкви и православной религии еще до войны, создания положительных образов “православного” Сталина и “патриотического” сталинского руководства. Соответственно все сюжеты в историографии и в учебных пособиях (версия о радикальном изменении государственно-церковного курса до Великой Отечественной войны уже вошла в состав сюжетов ряда вузовских учебников и хрестоматий по отечественной истории ХХ в., рекомендованных Министерством образования РФ), необходимо признать не соответствующими действительности.

    Источник: “Интерфакс-Религия”

    • ლადო Says:

      საერთოდ ცოტა დროის გასვლა სჭირდება და ნახავთ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის რეაბილიტაციას მოახდენენ როგორც მართლმადიდებლის, სამების სახელობის ტაძრის დიდი აღმშენებლის, პატრიარქის დიდი მოამაგის და ასე შემდეგ, და მიაყოლებენ წმინდა ედუარდის ხატსაც…მიხეილ სააკაშვილიც იმზადებს გზას წმინდანობისკენ, ტაძრებში დგას დიდი სანთლებით, თავისი ვარდების რევოლუციურ დღეებს ამთხვევს წმინდა გიორგის დღესასწაულებს, აღდგენას იწყებს ბაგრატის ტაძრის და გავა დრო და გამოჩნდებიან ხალხი რომლებიც ამ ყველაფერს გაიხსენებენ მოახდენენ მიშას რეაბილიტაციას და შეჰქმნიან წმინდა სააკაშვილის ხატს! დიახ ცოტა დროის გასვლებია საჭირო ეშმაკეულმა ადამიანებმა ისტორიის ფალსიფიკაციები რომ დადონ! მაგრამ სტალინის გაწმინდანებას და ხატის შექმნას თუ მოახერხებდა სატანა და თან ეს რელიგიური აფიორა ეროვნულ ხალხშიც გაუვიდოდა ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი! თუმცა ეშმაკი რის ეშმაკია რომ არ მიიღოს ხოლმე ნათლის ანგელოზის სახე აკი ამაზე გაფრთხილებულიც ვყავართ უფალს!

      • ლომისა Says:

        ეს ერთ-ერთი დიდი საშინელება და უსამართლობა იქნებოდა! არ არის გამორიცხული, რომ ასეც მოხდეს. მათ უპყრიათ ტაძრები, დედაეკლესიასაც ისინი განასახიერებენ და უკანონო ხელისუფლებასთანაც მშვენივრად არიან შეწყობილნი.

        „თუმცა ეშმაკი რის ეშმაკია რომ არ მიიღოს ხოლმე ნათლის ანგელოზის სახე აკი ამაზე გაფრთხილებულიც ვყავართ უფალს!“-ო, რომ ბრძანებთ ბ-ნო ლადო, როდის მიიღო სტალინმა, ედუარდ შევარდნაძემ ან მიშა სააკაშვილმა ნათლის ანგელოზის სახე? ჯერ-ჯერობით სამარცხვინო საქმეებით იცნობს მათ ქართველი ერი. სულ სხვაა, რომ ეშმაკის მიმდვრების ხელშია მოქცეულია სახელმწიფოსა თუ მიწიერი ეკლესიის მართვის სადავეები.

        ალექსანდრე

      • კახა Says:

        ძლივს არ ვნახე სერიოზული წერილი სტალინზე! ისე კომუნისტ სამღვდელობას, წითლებს ნუ სტალინი მაგრად ევასებათ ;)

      • ლადო Says:

        ძალიან მომეწონა ბატონ ბესარიონის განმარტება საბჭოთა სტალინურ და ბოროტების ამერიკა-ევროპულ და საერთოდ – ანტიქრისტესთვის შემზადების მსოფლიო პროცეზე! დაგვიფაროს ამ ლოცვამ!
        უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!
        Gospodova Molitva – Господова Молитва

      • ლადო Says:

        Oce nas

      • გიორგი Says:

        ხორცშესხმული სატანის ძე უნდა იყოს ის, რომელსაც ძალუძს ასეთი მშვენიერი ხატების, გალობის და ტაძრების ხელყოფა და აკრძალვა იმ დიდი ნეტარების, რასაც ღმერთი ჰქვია! დაე წყეულ იყოს ყველა ამ ღვთაებრიობის ხელმყოფი და დაე წყეულიმც იყოს ამ ხელმყოფთა გამმართლებელნი ნებისმიერ დროსა თუ ეპოქაში!
        Molitva – Молитва

    • kat Says:

      dzalian kargia masalaa warmodgenili. am rusuli textis Targmanic xom ar geqnebaT shemtxveviT?

  6. a.sanduxaZe Says:

    “Как это глубоко несправедливо — ненавидеть Грузию и всех грузин лишь потому, что это «родина Сталина»! Грузия — это древняя христианская страна, такая же сегодня, как много веков тому назад. А Сталин бросил свою родину в ранней молодости, примкнул к русским социал-демократам, уехал на север, много раз попадал в Сибирь в ссылку и навсегда полюбил Россию и русских, потому что он любил силу, и хотел быть с сильными. Утонченная артистическая культура Грузии претила ему до конца его дней, а эмоциональные, рыцарственные грузины были совсем не в его духе. Ему нужны были сильные и циничные, чтобы выигрывать, а страна песен, танцев и вина производила совсем иной сорт людей.”

    svetlana alilueva

    • გიორგი Says:

      დიდი მადლობა, ძვირფასო ბ-ო ალექსანდრე, ასეთი ფრიად საჭირო, საინტერესო და მართლმკვეთელი წერილისა და მასალების წარმოდგენისთვის! სამწუხაროდ, მეც ფეისბუკზე მუშაობისას წავაწყდი, როგორც ბ-ნმა იოსებმაც აღნიშნა, ეგრეთწოდებულ ეროვნულ ხალხს, რომლებიც სტალინს არა მხოლოდ აქებენ, არამედ ეს ჯალათი სამოთხეშიც ეგულებათ, და კახას აღნიშვნისა არ იყოს ძალიან მოსწონთ სტალინი წითელ სამღვდელოებას და მათაც სულიერი განჭვრეტით სტალინი თურმე სამოთხეში უხილავთ, აბა რა გასაკვირია ხატებსაც რომ ჰქმნიან!…

      • გიორგი Says:

        რაც შეეხება ქ-ნ სვეტლანას შეფასებას საქართველოზე და ქართველ ხალხზე ეს ძლიერ სასიამნოვოა, მაგრამ რუს ერთან დაკავშირებით არ არის სამართლიანი, საბჭოთა რუსეთმა გაანადგურა რუსი ერის საუკეთესო ნაწილიც, მათ შორის ბრწყინვალე დასი ქრისტესათვის თავადებული ახალმოწამე სამღვდელების!
        Sermon of Saint Metropolitan Philaret of ROCOR 1981

      • გიორგი Says:

        დახვრეტილი სამღვდელოება

      • გიორგი Says:

        ეშმაკი უცვლელია…სტალინის აჩრდილი…
        Gldanis Tazris Darbeva_2003.flv

  7. a.sanduxaZe Says:

    “В семье, где я родилась и выросла, все было ненормальным и угнетающим, а самоубийство мамы было самым красноречивым символом безвыходности. Кремлевские стены вокруг, секретная полиция в доме, в школе, в кухне. Опустошенный, ожесточенный человек, отгородившийся стеной от старых коллег, от друзей, от близких, от всего мира, вместе со своими сообщниками превративший страну в тюрьму, где казнилось все живое и мыслящее; человек, вызывавший страх и ненависть у миллионов людей — это мой отец… …Двадцать семь лет я была свидетелем духовного разрушения собственного отца и наблюдала день за днем как его покидало все человеческое и он постепенно превращался в мрачный монумент самому себе… Но мое поколение учили думать, что этот монумент и есть воплощение всех прекрасных идеалов коммунизма, его живое олицетворение.”

    Фрагменты из книги “Только один год”

  8. a.sanduxaZe Says:

    Я уже 30 лет имею американское гражданство. И я не хочу говорить по-русски. Я всегда ненавидела Россию, советскую Россию. Я никогда не вернусь в Россию, сколько бы об этом ни говорили. Я не являюсь этнической русской.

    Дочь Сталина Светлана АЛЛИЛУЕВА: «Я всегда ненавидела советскую Россию»

    http://kp.ru/daily/24174.3/384305

    • davit Says:

      ახლა პარდონ მაგრამა მაგ სტალინის შვილისაგან ქართველობის ქება ვერ მომატყუებს და ვერ შემაძულებს რუს წმინდანებასა! ისე მამის შვილს კარგად მიუგნია უფრო გათახსირებული ქვეყნისთვის ეგების უკვე ქალსაც მისთხოვდა!

      • davit Says:

        წერილი კი უფ ეშმაკის შემმუსვრელია გაიხაროს შენმა მარჯვენამან ძმაო ალექსანდრევ!!!

      • გიორგი Says:

        აგერ, ბატონო ალექსანდრე, როგორ ამაყობენ სტალინის სკამზე ჯდომით, საპატრიარქოს მიტროპოლიტები. იხ. ვიდეო:
        mitropoliti serafime kerchi 2005 №3 Converted

  9. a.sanduxaZe Says:

    aba, naxeT ra lamazmanebi gauyolebiat Tan, vai cvens patrons, ras amayoben es tartarozebi?!
    gadmoagdeben enebs monebi da dauwyeben am qvedabunebs gamosarClebas.

    batono giorgi, sul vambob, ar iyo is sami weli mxedvelobaSi maqvs 1988 – 1991 wlebi) sakmarisi Cveni Taobis kaTarzisisTvis, sami ki ara 30 ar gveyofa, am bolo dros axalgazrdebidan iseT rameebs vismen, ase mgonia komkavSirlebi melaparakebianTqo.

    sxvis ar vici da me dRes marTlac meSinia, aseTi cnobierebis Taobas momavali ar uweria, vai Tu viRupebiT?

    dRe da ram sul es fiqri mawvalebs, ra qneba xval?

    Cven xom guSindel codvas dRevandels vamatebT da kide rogor gviTmens ufali, es aris gasakviri!

    RmerTo, Segvewio, gagvinaTle goneba!

    • davit Says:

      ხედავ შენა ამ სამ ქურქიან მგელსა, გვეამაყებაო სტალინიო, ნუ ეს ნიშნავს გვეამაყება ათასობით დახვრეტილი ხალხიო, საქონლის გომურებად გადაქცეული წმინდა ტაძრებიო, აბანოებად გადაქცეული წმინდა ტაძრებიო…აი მიტროპოლიტი კი არ უნდა გერქვას შენ სერაფიმევ უნდა გერქვას ტროცკიპოლიტი ან სტრანნოპოლიტი! უიმე რააა და ვაიმე თქვენ ქურქიანო მგლებოო ეს მეტისმეტიაა, ნეტაი არ ვიცოდე და რომ იცოდეთ რა მოგელიიით…არა ნამდვილად არ იციან რა მოელით! ამ სერაფიმეზე ადრე ხომ დავსწერე კომენტარი სპორტსმენი როცა დიდებით დაასაფლავა ტაძრის ეზოში სწორედ მაშინა ვსთქვი რომა ქუჩიდან ჰყავთმეთქი აყვანილი მგელუკა ცხვრის ქურთუკითათქო და მოციქულებიც არ იცის ვინ არიან არამც თუ სჯულის კანონითქო, აჰა დადასტურდა თუ არა, ხედავ შენა სტალინითაც ამაყობს!!!

      • ლადო Says:

        Tyrants Rule: Similarities

      • ლადო Says:

        Lenin sleeps – Ленин спит

      • ლადო Says:

        JOSEPH STALIN

      • ლადო Says:

        Tribute to Josef Stalin and The Red Soviet Army

      • ლადო Says:

        კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი საზიზღარი პუტჩის მოლოდინი:
        Tsar Nicholas II and the Romanov family

      • ლადო Says:

        პუტჩის მოლოდინი
        1st Romanov Video

      • ლადო Says:

        p.s. იქნებ რუსეთი რომ კანონიერად განვითარებულიყო, არც ჩვენ ქართველები ისე აღარ მივიღებდით საბედისწერო დარტყმებს რუსეთის ხელისუფლების ტახტზე ყაჩაღთა რევოლუციური ხროვის სხვადასხვა არაადამიანური რეჟიმებისგან… ჩვენც ხომ უკვე კარგად ვიცით ბოლშევიზმის პუტჩის სიმწარე და სიკვდილი!

  10. a.sanduxaZe Says:

    dzalian kargia masalaa warmodgenili. am rusuli textis Targmanic xom ar geqnebaT shemtxveviT?

    gmadlobT, romeli teqstis, me ramodenime teqsti davde komentarebSi, magram samwuxarod Targmani ar momimtzadebia drois uqonlobis gamo.
    saeTod gvaqvs uamravi saintereso masala rogorc rusul aseve sxva enebzec. Cvenis azriT ki upriani iqneboda qarTveli mkiTxvelisaTvis mSobliur enaze migvewodebina isini, raic metad saSuri saqmea, magram ver xerxdeba specialistebis ar yolis gamo.
    ara da metad mamuliSviluri saqmea, risi ganxorcielebac aucileblad unda moxdes, risTvisac uangaro garjaa saWiro, samwuxarod amis mosurneebi naklebad arian.

    iqneb Tqvens Soris iyos vinme, romelic amogvidgeba mxarSi da nel-nela saqmec win waiwevs.

    keTili survilebiT
    a. sanduxaZe
    P.S. TqvenTvis mraval saintereso da sasargeblo naSroms naxavT qarTul saitze http://www.iberiana.wordpress.com

    • გიორგი Says:

      დიახ, ბატონო ალექსანდრე, ეს მთარგმნელობის საკითხი ჩვენს ტყავზე გამოვცადეთ! სპეციალისტები უხვად არიან ყველა ენაზე, მაგრამ უანგარო გარჯა? რას ბრძანებთ, ასეთები იშვიათი მარგალიტები არიან. აბა შევთავაზო გვერდში ასი დოლარი, რიგი დადგება!

  11. მღვდ. გ. სხილაძე, Leuville sur Orge (FRANCE) Says:

    ქრისტესმიერო ძმაო ალექსანდრე,
    გაკურთხოთ უფალმა ამ წერილისათვის!

    ჩვენი ნარკვევიდან: ,,საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან“ ,,გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ..), ,,სა. ქ. მ. ე.“, N1, პარიზი, 2004წ., გვ. 36:

    ,,ჩვენი ხალხის მესამე და დიდი ნაწილი გატაცებულია ეშმაკეულობის (,,სატანიზმი“) ერთ-ერთი სახეობით _ სტალინელობით, ძირითადად, ამ უკანასკნელის გეოგრაფიული წარმომავლობისა და აქედან გამომდინარე, ვიწრო-პატრიოტობისა გამო, რომელსაც კვებავენ უმეცრება ან შელამაზებულ-გაყალბებული თქმულებები; ან ეს ზოგის შინაგანი განწყობის შედეგია _ ,,მსგავსი მსგავსს ეძებს“, რასაც მოსდევს არა მარტო მისდამი დაუმსახურებელი პატივისცემა, არამედ სრული გაკერპება და თაყვანისცემა. წმიდანიც კი რომ გააკერპო, ესეც დიდი ცოდვაა და გვიკვირს, როგორ არ ეშინიათ ან არ ერიდებათ მაინც ღვთისა, როცა მის დაუძინებელ მტერსა და უამრავი ადამიანის, მათ შორის, წმიდანების მკვლელს, საქართველოს უცხო ჯარით დამპყრობსა და დიდებულთა _ რჩეულ თავად-აზნაურთა და ნაღები საზოგადოების მომსპობს, ქართველი ერის გადამგვარებელსა და სატანის შეგნებულ მსახურს, საერთოდ, კეთილად მოიხსენიებენ (,,ვაი მათ, რომლებიც კეთილზე ბოროტს ილაპარაკებენ და ბოროტზე კეთილს!“ _ შეგვახსენებს წინასწარმეტყველი). დიახ, იმ გადაგვარებული თაობების ნაყოფნი და ნაშიერნი ვართ, ჯერ კიდევ, დღეს, რადგან როგორც სტალინის ,,სულიერმა მამამ და მოძღვარმა“ _ ლენინმა დაისახა მიზნად, მათმა პარტიამ ათეული წლების განმავლობაში შექმნა ,,ახალი ადამიანი“, ,,საბჭოთა ადამიანი“ ანუ ,,ანტიადამიანი“: ცრუადამიანი; უფრო ზედმიწევნით _ ,,აადამიანი“. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას ასეთნი შეადგენდნენ და ეს უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო იმ ახალ თაობებს, რომლებმაც ის ,,წითელი ჭირი“* ბავშვობაში, სიყმაწვილესა და ყრმობაში მაინც გამოვცადეთ. ამ ბოლო 15-10 წლის განმავლობაში, მართალია, ბევრმა ეკლესიაში სიარული დაიწყო, მაგრამ ძირითადად, ახალგაზრდობამ, რადგან ,,პარტიამ და კომკავშირმა“ სამი თაობის ადამიანები ღმერთთან ურთიერთობის კულტურას (შემოქმედზე ფიქრი, წმ. წიგნების კითხვა და ლოცვა) ჩამოაშორა და ახლა მათ შიში ხელს აღარ უშლით (ხედავენ, რომ იგივე მთავრობას, რომელიც ადრე ჩვენ ეკლესიაში მისვლას გვიშლიდა, დღეს ხელში ჩვენხელა სანთლები უჭირავს), მაგრამ ეკლესიური ცხოვრება (,,ათი მცნების“ დაცვა, მარხვა, ქველმოქმედება) და არათუ მტრის, მოყვასის სიყვარულიც კი აღარ შეუძლია აღზრდისას მიღებული სულიერი დამბლის გამო (ეს იგივეა, ადამიანს ბავშვობაში სიარული არ ასწავლონ და ზრდასრულობაში სარბენი ბილიკები მოუწყონ)“.
    ___________
    *დასავლურ ,,თეთრ ჭირზე“, თუ უფალი ინებებს, მომდევნო გამოშვებებში ვისაუბრებთ (,,სა. ქ. მ. ე.“).

    გვ. 28: საზოგადოება ,,სტალინის“ თავმჯდომარე გრიგოლ ონიანი ამავე საზოგადოების ,,საპატიო თავმჯდომარეზე“ ამბობს: ,,სტალინს ძალზე დიდ პატივს სცემს საქ. კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. ჩვენს პატრიარქს ორჯერ გამოცხადებია სტალინი, ეს მან პირადად მომიყვა: ,,ერთხელ კრემლის ბაღში მივდივარ და დავინახე, საფლავიდან ჩანს ჩექმა. მივხვდი, სტალინის ფეხი რომ იყო და დავიწყე მიწის მიყრა. უცებ, ბილიკიდან მოდის კაცი, მიახლოვდება და ჰგავს სტალინს. ახლოს რომ მოვიდა, სტალინი იყო. გადამეხვია და მითხრა, გმადლობთ, თქვენ რომ ჩემთვის ლოცულობთ, ძალიან მადგება და მჭირდებაო“. თურმე ჩვენი პატრიარქი ლოცულობს სტალინისთვის. ეს რომ პირველად მითხრა, მასთან ვიყავი რეზიდენციაში, მიღებაზე; მუხლებზე დავეცი და ავტირდი. მეორედ, უკვე, გაბრწყინებული უნახავს, მაშინაც მადლობა უთქვამს. 1993წ-ს*, ოპერის თეატრში გამოსვლისას, უწმიდესმა პირველად თქვა საჯაროდ, რომ იგი სტალინისთვის ლოცულობს. მახსოვს, დარბაზი ტაშისგან კინაღამ დაინგრა. უწმიდესმა ისიც მითხრა, რომ რუსები სტალინს არ გამოგვატანენ. თუკი მოხდება სასწაული, ვთხოვ რუსეთის პატრიარქს, რომ ჩავიდე მოსკოვში და გადავუხადო პანაშვიდი; აქ კი, თბილისის აეროპორტში დავახვედრებ სრულიად საქართველოს სასულიერო პირებს, მორწმუნეებს და ისე ჩავასვენებთ გორში, რომ მისი კუბო მიწაზე არ დაიდგმებაო. ჩვენმა პატრიარქმა მითხრა: რომ არ ყოფილიყო სტალინი, არ იქნებოდა მსოფლიო ცივილიზაციაო“ (,,ჯორჯიან თაიმსი“, 19-26. 02)**; ,,თავად გრიშა ონიანს _ დასძენს რედაქცია _ სტალინის გამოცხადება მრავალჯერ ჰქონდა. მას ეს სიზმარი ეგონა; უწმიდესმა და უნეტარესმა კი აუხსნა, რომ მისი სიზმრები მთელი არსით და სიცხადით არის გამოცხადება“ (იქვე).
    ___________
    *მისი გარდაცვალების ორმოცი წლის თავზე;
    **ცივილიზაციის რა მოგახსენოთ და ნამდვილად არ იქნებოდა მისი საქმიანი გამონათქვამი: ,,ერთი მოკ-ლული ტრაგედიაა, ხოლო მილიონი _ სტატისტიკა“ (მას რომ შეძლებოდა, ღმერთსაც მოკლავდა) _ ,,ს.“

    ახსნა-განმარტება თქვენთვის მოგვინდია მეუფენო, მამანო და ძმანო! ჩვენ კი ესაია წინასწარმეტყველის შერისხვა გვახსენდება: ,,ვაი მათ, რომელნი იტყვიან კეთილსა ბოროტად და ბოროტსა _ კეთილად!“.

    ასეთი სულისკვეთება ყველა ,,სერგიანელ“ მღვდელმთავარს ახასიათებს. კათალიკოს-პატრიარქ (1932-52წ.) კალისტრატე ცინცაძის წერილებიდან სტალინისადმი: ,,კაცთა შორის რჩეულო, საქართველოს დიდებულო შვილო!Dდღეს შენი დაბადების დღეა. ცხოვრების მომნიჭებელს შევთხოვ, განაგრძოს თქვენი სიცოცხლე ჯანმრთელობით; კაცთა შორის რჩეულო, დიდო ქართველო! მოგართმევთ რა საქ. ეკლესიის კალენდარს 1948 წლისათვის, მოკრძალებით გთხოვთ, შერაცხოთ იგი საახალწლო ძღვნად და დაფაროთ გაპარული შეცდომები თქვენთვის ჩვეული სულგრძელობით“ (,,სარკე“, 27. 06-3. 07. 01); ასევე, მათი შეხვედრიდან მოსკოვში: ,,კალისტრატე, შენ ჩემი უფრო გეშინია თუ ღმერთის? პატრიარქი არ დაიბნა და უპასუხა _ რა თქმა უნდა, ღმერთის. არ გეტყობაო, ჩვეულებისამებრ ჩაუცინია სტალინს და პატრიარქის სამოქალაქო ტანსაცმელზე შეუჩერებია მზერა“ (,,ჯორჯ. თაიმ.“, 19-26. 12. 02).

  12. მღვდ. გ. სხილაძე, Leuville sur Orge (FRANCE) Says:

    ქვემოთ მოთხრობილი (თუკი ან ავტორის, ან გაზეთის ნაყალბევი არაა), რაც შესაძლოა, ეშმასმეტყველებაში (დემონოლოგია) ჩაუხედავ ადამიანს წყეული ი. ჯუღაშვილის ,,გაღვთაებრივობის‟ მცდელობად მოეჩვენოს, სინამდვილეში წარმოადგენს მის სატანურ, კერძოდ, თეთრ მაგიაში განდობის რიტუალის უნებურ აღწერას:

    «,,ქრონიკა‟ აგრძელებს სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის დღემ-დე გამოუქვეყნებელი ჩანაწერების ბეჭდვას, რომლის დასაწყისი შეგიძლიათ იხილოთ 2004წ., N24-52.

    უცნაური მგზავრობა (1941წ. ივლისი)

    დიდი ბელადი ბოლომდე არავის ენდობოდა… თუკი ნდობაზე მიდგა საქმე, ჩემი სამათეულწლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მისი ყველაზე სანდო ადამიანი მისი უმცროსი ვაჟიშვილი ვასილი იყო… რაც შეეხება პოლიტბიუროს…წევრებს, რაც არ უნდა საოცრებად მოგეჩვენოთ, სტალინის უდიდესი ნდობით ლავრენტი ბერია სარგებლობდა. თუმცა იგი ყველაფრის საქმის კურსში მაინც არ იყო და ძალიან ხშირად მას დიდი ბელადი ბევრ რამეს უმალავდა… დიდი სამამულო ომი ზუსტად ორი კვირის დაწყებული იყო. 5 ივლისს სტალინმა მე და ვლასიკი გვიხმო და მისი ერთ-ერთი ორეულის სასწრაფოდ მომზადება გვიბრძანა: ,,როგორც კი სამხედროებს გავისტუმრებ, ერთ საათში უნდა გავემგზავროთ და შორეული რეისის თვითმფრინავი ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოამზადეთო‟. სტალინს არ დაუკონკრეტებია, საით მივფრინავდით, მაგრამ ამას არც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან გამოცდილი პილოტები გვყავდა და ისინი მზად იყვნენ, ნებისმიერი ამინდისა თუ სხვა სირთულის პირობებში დიდი ბელადი უვნებლად მიეყვანათ დანიშნულების ადგილამდე… ოთხის ნახევარზე სტალინმა მე და ვლასიკი გვიხმო: ,,ტურუხანსკში, კრასნოიარსკის ოლქში მივფრინავთ, ჩემს შემცვლელს (გულისხმობდა თავის ორეულს, _ მ. თ.) უკვე მივეცი დირექტივები და ხუთი დღე როგორმე გაუძღვება სახელმწიფოს‟. ამ სიტყვებზე დიდ ბელადს ჩაეღიმა და განაგრძო: ,,თქვენს გარდა კიდევ ოთხი კაცი წამოიყვანეთ, დანარჩენებისთვის კი მე აქ ვარ. რაც შეეხება თქვენს გაუჩინარებას, ეჭვი რომ არავისში გამოიწვიოს და განსაკუთრებით კი ბერია არ დაინტერესდეს ამ ფაქტით, მე ვიტყვი, რომ თითქოს ერთკვირიან შვებულებაში დასასვენებლად ძალით გაგიშვით‟. მე და ვლასიკი, რა თქმა უნდა, გავოცდით და დავინტერესდით, რა საქმეზე მიემგზავრებოდა სტალინი, მოსკოვიდან 5 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარე უკაცრიელ ტურუხანსკში; თანაც, ასე საიდუმლოდ და მცირე დაცვის თანხლებით. ინტერესი ერთია, მაგრამ ამის კითხვას მას ვინ გაუბედავდა?! ორთავემ თავები მორჩილად დავკარით, ხოლო ვლასიკმა ჰკითხა: ,,რომელ საათზე მივფრინავთ და რომელი საკვები პროდუქტების მარაგი წამოვიღოთო‟. სტალინმა გააბოლა და მიუგო: ,,ზუსტად ექვსზე ავფრინდებით, ხოლო მარაგზე ნუ იზრუნებთ, არაფერი გვჭირდება, ოღონდ თქვენ ისადილეთ და ისე განსაზღვრეთ, რომ დაახლოებით 20 საათი არ მოგშივდეთ‟. ასეთმა პასუხმა კიდევ უფრო დიდ საგონებელში ჩაგვაგდო, მაგრამ ეს ყველაფერი ისე გამოკვეთილად იყო ნათქვამი, რომ შესრულების გარდა არაფერი დაგვრჩენოდა. სტალინის კაბინეტი რომ დავტოვეთ, ოთხმა საათმაც ჩამოჰკრა და ვლასიკმა მიბრძანა: ,,პილოტი დაარიგე და ჩვენი მომავალი ფრენის ყველა პარამეტრი ზუსტად დაადგინეთ. მე კი დანარჩენებს მოვამზადებ და პატრონთან (ასე ვუწოდებდით სტალინს ერთმანეთში, _ მ. თ.) ერთად აეროპორტში მოვალ‟. ჩვენი გაანგარიშებით, დანიშნულების ადგილზე შემდეგი დღის (6 ივლისს) საღამოს 16 საათზე უნდა ვყოფილიყავით. მანამდე კი ოთხი ,,დოზაპრავკა‟ (საწვავის მარაგის შევსების მიზნით დაშვება, _ რედ.) უნდა გაგვეხორციელებინა. ტურუხანსკის შესახებ ის ვიცოდი, რომ სტალინი იქ გადასახლებაში იმყოფებოდა ცარიზმის დროს და იქიდან გაქცევა მოახერხა. ზუსტად 5 ივლისის 18 საათზე ჩვენი თვითმფრინავი მოსკოვის ცაში აიჭრა და ყოველგვარი ყურადღების მიპყრობის გარეშე მკაცრი ტაიგის მხარისკენ აიღო გეზი. ოცსაათიანი მგზავრობის შემდეგ, რომლის დროსაც ოთხი ,,დოზაპრავკა‟ და ე. წ. ,,ვეზდეხოდით‟ 100-კილომეტრიანი ურთულესი გზა გავიარეთ, ტურუხანსკში ჩავედით. ქალაქი ტურუხანსკი უფრო მეტად პირველმოსახლეთა დაბას წააგავდა, ვიდრე ქალაქის ტიპის სამოსახლო ადგილს. სიმართლე რომ ვთქვა, თავი სიზმარში მეგონა, რადგან, მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო დიდი სტალინი სადღაც, უკაცრიელ ტაიგაში, ყოველგვარი სერიოზული დაცვისა და ათასი ხიფათის პირობებში. შუა ზაფხული კი იყო, მაგრამ ციმბირული ბუნების სიმკაცრეს თავისი გაჰქონდა და ღამის მოახლოებასთან ერთად ამინდიც არაპროგნოზირებადი ხდებოდა. არ ციოდა, თუმცა ჩვენ თბილი სამოსი წინასწარ გვქონდა მომარაგებული და საჭიროების შემთხვევაში ვერც სიცივის პრობლემა შეგვაწუხებდა. სტალინს კიტელი, გალიფე და ჩექმები ეცვა, ანალოგიურად ვიყავით შემოსილები ჩვენც. მან მოსკოვიდან გამოფრენამდე გაგვაფრთხილა, რომ გარდა რევოლვერებისა და პისტოლეტებისა, რომლებსაც მისი პირადი დაცვის წევრები მუდამ თან ვატარებდით, სხვა იარაღი არ წამოგვეღო. თუმცა ვლასიკმა თითო დაშლილი ტყვიამფრქვევი, ავტომატი და შაშხანა მაინც წამოგვაღებინა, რომლებიც ტანისამოსთან ერთად გვეწყო ზურგჩანთებში. მთელი გზა _ მოსკოვიდან ტურუხანსკამდე სტალინს არც ხმა ამოუღია და არც თვალი მოუხუჭავს. ჩაფიქრებული იყო და ზოგჯერ თუ მიმოიხედებოდა ირგვლივ. მის შემხედვარეს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იგი ბოლომდე საკუთარ თავში იყო ჩაღრმავებული, კონცენტრირებული და რაღაც თუ ვიღაც მნიშვნელოვანთან შეხვედრისთვის ემზადებოდა. ,,სირთულე ახლა იწყება‟, _ როგორც იქნა, ენა ამოიდგა დიდმა ბელადმა მას შემდეგ, როგორც კი დაბურული ტყის განაპირა გაჩერებული ,,ვეზდეხოდიდან‟ გადმოვედით და ჩვენი აღჭურვილობები გადმოვიტანეთ. სტალინი ,,ვეზდეხოდის‟ მძღოლთან მივიდა, ორიოდე წუთი ესაუბრა, რის შემდეგაც დაჯავშნული მანქანა უკან გაბრუნდა. შემდეგ ჩვენ მოგვიახლოვდა და გვითხრა: ,,ზურგჩანთები აისხით და დავიძრათ‟. მისი ბრძანება დაუყოვნებლივ შევასრულეთ, მაგრამ მისი ხმა ათიოდე მეტრში დაგვეწია: ,,შეჩერდით, ზურგჩანთები მოიხსენით და აი, ამ ,,სიბირსკაია ლისტვენნიცასთან‟ (მან უზარმაზარ, 80-100 მეტრის სიმაღლის ხეზე მიგვითითა) დააწყვეთ. იქ, სადაც ჩვენ მივდივართ, არაფერი ზედმეტის თან წაღება არ შეიძლება, მით უმეტეს, იარაღის, თქვენ კი, როგორც ვხედავ, მთელი არსენალი თან წამოგიღიათ‟. შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ ჯაყვაც კი არ გვედო ჯიბეში, წინ გაგვიძღვა და გაგვაფრთხილა: ,,ყოველგვარი საუბრის, შეკითხვებისა და მავნე აზრების გარეშე მივდივართ, მომყევით!‟. უზარმაზარ, დაბურულ, ბნელ ტაიგაში პირველი ბელადი შევიდა. რასაც ახლა მოვყვები (ყველას, ვინც კი ამას წაიკითხავს მომავალში, სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებ), აბსოლუტური სიმართლეა; თუმცა, იმდენად ძნელად აღსაქმელი და დასაჯერებელი, რომ ჩვეულებრივ ადამიანს, შესაძლოა, ბოდვადაც კი მოეჩვენოს. ტაიგაში შესვლის წინ საათს დავხედე და ისრები ზუსტად 1941 წლის 6 ივლისის 19 საათს უჩვენებდა (ჩვენ, დაცვის წევრებს, მოსკოვის N1 საათის ქარხანაში სპეციალურად ჩვენთვის დამზადებული საათები გვეკეთა მაჯაზე. ისინი მექანიკური იყო და უზუსტესად უჩვენებდნენ წელიწადს, თვეს, რიცხვსა და, რა თქმა უნდა, დროს). სტალინი ნელი ნაბიჯით, უხმოდ მიდიოდა წინ, ჩვენ კი მას კუდში მივყვებოდით. ტაიგაში აბსოლუტური სიჩუმე იდგა. არსაიდან არ ისმოდა არავითარი ხმა, ხოლო ხეები იმდენად მაღალი იყო, რომ ცას ფარავდა და დღის შუქი ძალიან მკრთალად აღწევდა ტყეში. გზაში ბალახი და რაღაც ბუჩქებისმაგვარი წამონაზარდები გვხვდებოდა. მიუხედავად ასეთი დაბურულობისა და ხეების მჭიდრო განლაგებისა, ტყეში რაღაც თავისებური, ჩემთვის დღემდე აუხსნელი სინათლე იდგა, რომლის შუქზეც ყველაფერი ნათლად ჩანდა. მთელი გზის განმავლობაში ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაცის უხილავი თვალი გვიმზერდა განუწყვეტლივ და ამის გამო რამდენჯერმე ირგვლივ მიმოვიხედე და უკანაც გავიხედე. თუმცა არანაირი სულიერი არ დამინახავს. არც ციოდა, არც თბილოდა. ზომიერი ტემპერატურა იდგა. ყველაზე მეტად კი გზაში იმან გამაოცა, რომ რამდენჯერაც დავიხედე საათზე (დაახლოებით 6-ჯერ დავხედე ჩემს უზუსტეს საათს), ის ყოველთვის 1941 წლის 6 ივლისის 7 საათს, ანუ ჩვენი ტაიგაში მოგზაურობის დაწყების დროს უჩვენებდა. დანიშნულების ადგილზე მისვლამდე სტალინის სახე არ მინახავს, რადგან იგი წინ მიდიოდა, ხოლო როცა ზურგიდან შევავლებდი ხოლმე თვალს, ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ ის არა სტალინი, არამედ ვიღაც სხვა ადამიანი იყო, რადგან იმდენად უჩვეულოდ მოძრაობდა, რომ არაფრით ჰგავდა 62 წლის სტალინს. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით, 12 საათი განუწყვეტლად ვიარეთ. ბოლოს კი დანიშნულების ადგილამდე მივედით. იმ ადგილზე ტაიგა ოდნავ ფართოვდებოდა და მის შუაგულში, დაახლოებით, ათი ათასი (100X100-ზე) კვადრატული მეტრი ფართის მდელო იყო, რომლის ერთ-ერთ კუთხეში ერთსართულიანი ფიცრული ქოხი იდგა. მას ფანჯრები არ ჰქონდა, მხოლოდ კარი ჩანდა. მის წინ კი მოგრძო, დაბალი ხის ნაგებობა იყო განლაგებული. სტალინი მდელოსთან შეჩერდა, მოტრიალდა და უხმოდ გვანიშნა, ადგილზე დარჩითო. თვითონ კი შეტრიალდა და მდელოსკენ დაიძრა. მე კვლავ საათს დავხედე და ისევ 6 ივლისის საღამოს 7 საათს აჩვენებდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ აქ თითქოს დრო იყო გაჩერებული. დიდი ბელადის თანმხლებ პირებს (ჩვენ) კრინტიც კი არ დაგვიძრავს და გაშეშებული ვუმზერდით მდელოზე მიმავალ სტალინს. მდელოზე სულიერის ჭაჭანებაც არ იყო სტალინის გარდა. როგორც კი დიდი ბელადი მდელოს შუაგულამდე მივიდა, უეცრად ქოხის მხრიდან უზარმაზარი ტაიგის ვეფხვი დაიძრა მის შესახვედრად, მაგრამ მე არამცთუ შიშის, შეკრთომის გრძნობაც კი არ დამუფლებია რატომღაც და მგონია, რომ ასეთივე დღეში იყვნენ დანარჩენებიც. ვეფხვი სტალინს მიუახლოვდა, ხელმარჯვნივ ამოუდგა და ქოხამდე მიაცილა. ქოხთან მას ვიღაც, თეთრებში ჩაცმული კაცი დახვდა. მათ არც ხელი ჩამოურთმევიათ ერთმანეთისთვის და საერთოდ არ შეხებიან. ეტყობოდათ, რომ საუბრობდნენ, ვეფხვი კი განზე გადგა და ქანდაკებასავით გაქვავდა. დაახლოებით ხუთიოდე წუთის შემდეგ, სტალინი შემობრუნდა და გვანიშნა _ ,,აქ მოდითო‟. ყველანი ქოხთან მივედით და ის თეთრებში ჩაცმული კაცი უკვე ახლოდან ვიხილეთ. კაცი არც ახალგაზრდა იყო და არც მოხუცი, ტანზე უჯიბეებო სამოსი ეცვა, ხოლო შიშველ ფეხებზე თეთრი სანდლები. სტალინის მასპინძელმა უხმოდ შეგვათვალიერა ყველანი, შემდეგ ქოხში შევიდა და მალევე მობრუნდა უკან. მას ხელში ხისგან გამოჭრილი, დაახლოებით, 200-გრამიანი ფიალა ეკავა, რომელშიაც მწვანე სითხე ესხა. მან თითოეულ ჩვენთაგანს თავისი ხელით სათითაოდ შეგვასვა ეს სითხე, ხოლო შემდეგ გრძელი, ფიცრული შენობისკენ მიგვანიშნა, ,,შედითო‟. თავად კი სტალინთან ერთად იმ ქოხში შევიდა და მას შემდეგ აღარ გვინახავს. ფიცრულში შესვლამდე იქიდან 12 მგელი გამოვიდა. ისინი ერთ მწკრივში იყვნენ დაწყობილები და ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევიათ. მათი ხილვისას შიშის გრძნობა არ მქონია და ყველანი შენობაში შევედით. იქ არანაირი ავეჯი არ იდგა, მხოლოდ ბალახებისგან შეკრული 12 საწოლის მსგავსი ადგილი იყო გამოკვეთილი. შესვლისთანავე დაღლილობა ვიგრძენი. თუმცა (მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი გამოთვლებით, თითქმის 36 საათი ლუკმაც კი არ ჩამედო პირში) შიმშილის გრძნობა არ მქონია. ყველანი ამ ბალახიან საწოლებზე გავნაწილდით და ჩაგვეძინა. როდესაც გავიღვიძეთ, ყველანი გარეთ გამოვედით და კვლავ მდელოზე აღმოვჩნდით. საათი კვლავ იგივე დროს უჩვენებდა. უეცრად ცას ავხედე და იქაურობა თეთრი ღრუბლით იყო დაფარული. არც ვეფხვი ჩანდა, არც მგლები. ქოხიდან სტალინი გამოვიდა. უხმოდ გვანიშნა, გამომყევითო და სრულიად საპირისპირო მხარეს გავაგრძელეთ გზა. ისევ ისე უხმოდ, დაახლოებით, 12 საათი ვიარეთ და მცირე, მაგრამ სწრაფი მდინარის პირას გამოვედით. ერთ-ერთ უზარმაზარ ნაძვთან (ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი ზურგჩანთები ,,სიბირსკაია ლისტვენნიცასთან‟ დავტოვეთ) ჩვენი ზურგჩანთები დაგვხვდა და სულ რაღაც ორიოდე წუთში ,,ვეზდეხოდიც~ მოვიდა. სანამ ჩავსხდებოდით, საათს დავხედე და ისრები 1941 წლის 9 ივლისის 19 საათს უჩვენებდა ანუ ჩემი საათი სამი დღით წინ იყო გადაწეული. მოსკოვში ზუსტად 24 საათის შემდეგ დავბრუნდით, ანუ 1941 წლის 10 ივლისის 19 საათზე უკვე `ბიროვეცკის~ კარებში შევედით. დღემდე არ ვიცი, თუ სად, ვისთან და რატომ ვიმყოფებოდით, ან სად იყო სტალინი იმ დროს, როცა ჩვენ, ჩემი ვარაუდით, 2 დღე-ღამე მაინც გვეძინა. ეს იდუმალი კითხვა, ალბათ, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ამოუცნობი დარჩება. თუმცა აშკარაა, რომ ტურუხანსკიდან დაბრუნებული სტალინი აშკარად უფრო მეტად ენერგიული და გონებაგანათებული ჩანდა…

    საიდუმლო, რომელიც იოსებ სტალინმა შვილს გაანდო (გაგრძელება. იხ. ,,ქრონიკა‟, N1-17, 2005წ.): ტურუხანსკის ტაიგაში მიღებული შთაბეჭდილებების გაშიფვრას, მათში გარკვევას თითქმის მთელი ომი მოვანდომე, მაგრამ თუ რა მოხდა იქ რეალურად, ოდნავადაც კი ვერ გავარკვიე. მისტიკის, ჯადოქრობისა და ა. შ. არასოდეს მწამდა და რელიგიასთანაც საკმაოდ მწყრალად ვიყავი. თუმცა, ტურუხანსკმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემს ცნობიერებაზე. იქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე რომ ვფიქრობდი ხოლმე, ზოგჯერ მეგონა, რეალობა და სიზმარი ერთმანეთშია გადახლართული და ყველაფერი მეჩვენება ან მესიზმრება-მეთქი. როგორც აღვნიშნე, ტურუხანსკიდან დაბრუნებული სტალინი ბევრად უფრო ენერგიული, ხალისიანი და გაახალგაზრდავებულიც კი ჩანდა. ზოგჯერ ისიც კი მეგონა, რომ დიდი ბელადის სხეულში ვიღაც სხვა შესახლდა-მეთქი. ერთი სიტყვით, სტალინი ძალიან შეცვლილი იყო. თუმცა ამას სხვები ვერ ამჩნევდნენ. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ საკითხზე, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა, მაგრამ ვერაფრის ლოგიკურ ახსნას ვერ ვპოულობდი. მართლაც რომ დაუჯერებელი იყო გაჩერებული დრო, მოშინაურებული ვეფხვი და მგლები. იდუმალი კაცი, რომელმაც რაღაც სითხე დაგვალევინა და ენერგია გაგვიასმაგა (ტურუხანსკიდან დაბრუნების შემდეგ იმდენად მოჭარბებულ ენერგიას ვგრძნობდი ჩემში, რომ, ფაქტიურად, არ ვიღლებოდი და სულ მცირე დასვენებაც კი მყოფნიდა სრული ძალების აღსადგენად). ერთადერთი, რისი გარკვევაც მოვახერხე, ის იყო, რომ (ისიც ჩემი ვარაუდით) სტალინი იმ კაცმა რაღაც ისეთი ენერგიის წყაროთი მოამარაგა, რომლის წყალობითაც დიდმა ბელადმა ამხელა ომის დატვირთვის დიდი ნაწილი საკუთარ თავზე მიიღო და გაუძლო მას. ჩემი ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა და თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავერკვიე ყველაფერში, რაღაც-რაღაცეები პირადად დიდი ბელადის ვაჟის ვასილ სტალინისგან შევიტყვე: ,,დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამა რევოლუციონერი იყო და ცარიზმს ებრძოდა, იგი ციმბირში, კერძოდ კი ტურუხანსკში გადაასახლეს‟. ტურუხანსკის ხსენებაზე ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია, ვასილმა კი განაგრძო: ,,მამას ციხეში დიდხანს გაჩერება არ უყვარდა და ყოველთვის გარბოდა ხოლმე (სტალინს სხვადასხვა საპატიმროებიდან 17 გაქცევა აქვს. _ მ. თ.). ერთი სიტყვით, მან არც ტურუხანსკში ისურვა დიდხანს გაჩერება და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისას, შუა დეკემბერში, იქიდან გაიქცა. წარმოიდგინე ციმბირში, შუა დეკემბერში რა ამინდი იქნებოდა, თანაც, ირგვლივ ყველგან გაუვალი ტაიგაა და თოვლსა და ყინულს თუ გადაურჩი, ნადირს მაინც ვერ გადაურჩები. მამაჩემი (სტალინი _ მ. თ.) მიყვებოდა, რომ ყინვა ორმოცდაათ გრადუსამდე აღწევდა, ხოლო როცა გადააფურთხებდი, ძირს ყინული ეცემოდაო. ერთი სიტყვით, მამას იმ ქარბუქში გზა აერია და იმის ნაცვლად, რომ მარხილთან (სტალინს წინასწარ დათქმულ ადგილზე მარხილიანი კაცი ელოდებოდა, რომელსაც გაქცეული სტალინი სამშვიდობოზე უნდა გაეყვანა, _ მ. თ.). მისულიყო, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. მამა მიყვებოდა: ,,უზარმაზარ ლისტვენიცასთან რომ მივედი, ძალები თითქმის გამოცლილი მქონდა, მაგრამ რაღაც ძალამ მიბიძგა და გზა გავაგრძელე. როგორც კი ლისტვენიცას გავცდი, თითქოს ძალები ერთბაშად მომემატა, აღარც მციოდა და უფრო ენერგიულად ავმოძრავდი. უეცრად უკან მოვიხედე და ჩემს კვალზე გამოშვებული, გაქცეულ პატიმრებზე სპეციალურად დაგეშილი ათამდე ძაღლი დავინახე, რომლებიც კუდში მომყვებოდნენ და სადაცაა დამეწეოდნენ კიდეც. პატიმრებისგან ვიცოდი, რომ ეს ძაღლები მგლებთან იყვნენ შეჯვარებულები და მათგან გაქცევა თითქმის შეუძლებელი იყო. რა უნდა მექნა, იარაღი მე არ მქონდა, მაგრამ ცხვარივით ხომ არ ჩავბარდებოდი და მათთან შესახვედრად მოვემზადე. უეცრად, ჩემს ზურგს უკან რაღაც ხმაური გაისმა და მიტრიალებაც ვერ მოვასწარი, რომ უზარმაზარმა ტაიგის ვეფხვმა ჩამოირბინა და პირდაპირ გამძვინვარებული ძაღლებისკენ გაემართა, ხოლო აქეთ-იქიდან მას მგლები შემოუერთდნენ და ჩემი მდევრები თვალის დახამხამებაში დაგლიჯეს. ამის შემხედვარე, თავი სიზმარში მეგონა, მაგრამ ყველაფერი რეალურად მოხდა და მე ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. ვეფხვი და მგლები უკან მობრუნდნენ და ჩემსკენ წამოვიდნენ, მაგრამ შიშის ნატამალიც არ მქონია. ინსტინქტურად შევტრიალდი და გზა გავაგრძელე, ნადირების ამალა კი უკან მომყვებოდა. კარგა ხნის შემდეგ პატარა მდელოზე მივედით, რომელიც, ჩემდა გასაოცრად, იმ ზამთარში მწვანე ბალახით იყო დაფარული. ვეფხვი და მგლები დაწინაურდნენ, მე კი შევჩერდი. ცოტა ხნის შემდეგ, ქოხიდან კაცი გამოვიდა და სახლში შემიყვანაო‟. ერთი სიტყვით, მამაჩემი რომ ტურუხანსკიდან გაიქცა და გზა აერია, თურმე ტაიგის წმინდა ადგილზე მოხვდა, რომელშიაც ბოროტი, არამართალი ადამიანი უეჭველად იღუპება. ამ ადგილს წმინდანი განაგებს, რომელსაც, თურმე, სხვადასხვა ნადირი ჰყავს მოთვინიერებული, რომლებიც ემსახურებიან მას. ისიც, როგორც მამამ მითხრა, ენით არ მეტყველებს, მაგრამ გელაპარაკება ფიქრით და თურმე მას ნადირთა ენაც ცოდნია. იმ კაცს მამასთვის ასეთი რამ უთქვამს: ,,შენ აქ უზენაესმა ძალამ მოგიყვანა, რათა მომავალი დიდი განსაცდელისთვის ძალები მოგცეს და ორმოცი წლის შემდეგ კვლავ აქ დაბრუნდებიო‟ (ეს რომ ვასილი სტალინმა მითხრა, კვლავ გამაჟრჟოლა, რადგან გამახსენდა, თუ როგორ მივედით იმ მდელოზე 1941 წლის ივლისში, ხოლო სტალინი კი ტურუხანსკიდან 1901-ში გაიქცა, ანუ 40 წლით ადრე _ მ. თ.). შემდეგ მამა იქ სამი დღე დარჩენილა და ამ დროის მანძილზე მამას ის კაცი, რაღაც მწვანე სითხეს ასმევდა და თან ატარებდა ტაიგაში. როგორც მამა მიყვებოდა, იგი, თურმე, არანაირ დაღლას არ გრძნობდა და როდესაც დასაძინებლად წვებოდა, ვიღაც ადამიანები ესიზმრებოდნენ, რომლებიც მას სხვადასხვა დარიგებებს აძლევდნენ. ,,ბევრი მათი სიტყვა უკვე ხელისუფლებაში მისვლის შემდეგ ამიხდაო, _ მეუბნებოდა მამა, _ ტაიგიდან როგორ გამოვედი, არ მახსოვს. თუმცა ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლის კონსპირაციულ ბინაზე რომ მივედი და ვუთხარი, ტურუხანსკიდან გავიქეცი-მეთქი, არ დაიჯერა, რადგან მართლაც დაუჯერებელი იყო 2500 კილომეტრი ტაიგის ფეხით, უვნებლად გავლა შუა დეკემბერში. მამას ბოლომდე კიდევ არ უთქვამს იმ კაცთან შეხვედრის ყველა დეტალი, მაგრამ მივხვდი, რომ მამაჩემი მასთან ზებუნებრივმა ძალამ მიიყვანა, რადგან მას კაცობრიობის გადარჩენის მისია აკისრიაო‟».

  13. a.sanduxaZe Says:

    gana ar vici batono giorgi?
    ara da ise aqeT Semogedavebian, samSoblos patriotebi varTo, ras izam…

  14. a.sanduxaZe Says:

    აჭარა თითქმის თურქეთის ვილაიეთად გადაიქცა

    დაუზუსტებელი მონაცემებით, ამჟამად, საქართველოდან თურქეთის სხვადასხვა სასულიერო სასწავლებლებელში რამდენიმე ათასი ქალ-ვაჟია გაგზავნილი. აჭარაში არსებულ მედრესეებში, სხვადასხვა პანსიონატებში, საზაფხულო სასწავლებლებსა და სხვა სახის რელიგიურ საგანმანათლებლო კერებში კი 6 000-ზე მეტი ბავშვი და ყრმა ეუფლება ისლამისა და ყურანის მოძღვრებას.

    როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს, 200-ზე მეტი მედრესე მოქმედებს აჭარაში. ამ დაწესებულებების მოსაწყობად, ისლამური საერთაშორისო ფონდები, ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებსა და ქალაქებში, შორეულ სოფლებშიც კი ყიდულობენ მოსახლეობიდან სახლებს, იძენენ სახელმწიფო შენობებს და ფულს არ იშურებენ მათი რემონტისა და შემდგომი ფუნქციონირებისათვის.

    საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება “მიზანი”, რომელიც აჭარაში ფუნქციონირებს, ზაფხულობით მთებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა საქონელს საძოვრებზე მიარეკება, დროებით სკოლებს ხსნის, სადაც არდადეგების პერიოდში, ბავშვები ყურანისა და ისლამის ძირითადი დებულებების შემსწავლელ კურსებზე დადიან. ასეთი აჭარაში 60-ზე მეტია. ბავშვების მუსლიმანური რელიგიის იდეებით აღზრდაზე, მარტო საზაფხულო სკოლებსა თუ კურსებზე, ასამდე მასწავლებელი ზრუნავს. მოსწავლეთა რაოდენობა კი 3000-ს აღემატება.

    მასობრივი ხასიათი მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ფონდის ხარჯებით შენობა-ნაგებობების შეძენის ფაქტებმა, რომლებშიც მუსლიმანული საგანმანათლებლო, კვებისა და საცხოვრებელი ობიექტები იხსნება. ბოლო ასეთი ობიექტი ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში გაიხსნა. პანსიონატში ბავშვები ისლამის საფუძვლებსაც ეცნობიან, ღამესაც ათენებენ და იკვებებიან კიდეც. ასეთი პანსიონები და სასწავლებლები თითქმის ყველა ხეობასა და არამარტო დიდ, არამედ მცირე სოფლებშიც იხსნება.

    ბათუმის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, რომელიც ყველაზე სანდო და ახალია, დასავლეთ საქართველოში მოქმედებს 197 მუსლიმური საკულტო და სასწავლო ნაგებობა. აქედან 184 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშია განლაგებული. 44 ობიექტი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობისაა, დანარჩენი კი საკულტო და სასწავლო. ყველაზე მეტი ხულოს რაიონშია _ 77. მარტო ერთ სოფელში, ღორჯომში 16 საკულტო და სასწავლო ობიექტია დაფიქსირებული. ბოლო წლეებში გაიზარდა სეზონური მეჩეთების რაოდენობაც, ისინი ძირითადად შორეულ სოფლებში და მოსახლეობის საზაფხულო-სადგომების, ეგრეთ წოდებული იაელების მახლობლად იხსნება. განსაკუთრებით ბევრი ბავშვი სწავლობს პანსიონატებში. მარტო ბათუმში სამი ვაჟთა და ორი ქალთა პანსიონატია გახსნილი, აგრეთვე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი.

    რა თქმა უნდა, აჭარის სამუფტოს იმდენი თანხა არ გააჩნია, ეს უზარმაზარი ხარჯები დააფინანსოს. ამას აჭარაში მოქმედი საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოებები აკეთებენ. განსაკუთრებით გამოირჩევა საქველმოქმედო საზოგადოება “მადლი” რომელსაც თავის დროზე, აჭარიდან თურქეთში სასწავლებლად გაგზავნილი და შემდგომ იქიდან დაბრუნებული ადგილობრივი ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ.

    როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს (წყარომ ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა), “მადლი” და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები თურქეთიდან და არაბეთის ქვეყნებიდან ფინანსდებიან. დამფინანსებლების ვინაობა ხშირად არ აფიშირდება. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ თავს და ფულს არ დაზოგავენ, რათა არამარტო აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაძლიერდეს მუსლიმანური რელიგია და მისი მიმდევრების რაოდენობაც გაიზარდოს. ამ მხრივ გამორჩეულია “სულეიმანისტების” მიმდინარეობა, იგი ფულს არ ზოგავს და აჭარაში მოსახლეობისაგან ყიდულობს სახლებს, სადაც სასულიერო სკოლები იხსნება.

    თურქეთში სასულიერო სასწავლებლებში ახალგაზრდების გაგზავნას აჭარაში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ერთი მათგანია შუახევის რაიონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ვაჟა დავითაძე. იგი აჭარის რევოლუციის შემდგომ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ, მაგრამ ვადის დამთავრებამდე გახდა იძულებული სამუშაო დაეტოვებინა. როგორც მაშინ გავრცელდა ხმები, ვაჟა დავითაძეს სწორედ ის არ აპატიეს, რომ მან ,,სულეიმანისტებისა” და მისი აქაური მიმდევრების საწინააღმდეგო პოზიცია დაიჭირა.

    “ჯორჯიან თაიმსთან” ამ საკითხზე მან კომენტარის თქმა არ ისურვა. სამაგიეროდ, თავისი პოზიცია ასე დააფიქსირა: “ბაბუაჩემი ხოჯა იყო, მაგრამ ახლანდელ ჰალსტუხიან მოლებს კი არ ჰგავდა. ქართული პოზიცია ჰქონდა. საქართველო იყო მისი მექაც და მედინაც. ჩვენი ქვეყნის სიყვარულს ასწავლიდა მრევლსაც და შვილიშვილებსაც. სანამ ცოცხალი ვარ, მეც ისე უნდა ვიცხოვრო. ყოველმხრივ აღვუდგები წინ ჩვენი ახალგაზრდების უცხო ქვეყნების სამუსლიმანო სასწავლებლებში გაგზავნას.

    ამ დღეებში საშინელი ფაქტის შესახებ შევიტყვე. ვიცოდი, რომ ხულოს რაიონის სოფელ ჯაბნიძეებში იყო ძველ ნაეკლესიარი. საიდანაც, როგორც შევიტყვეთ, ეკლესიის ფუნდამენტზე დარჩენილი ქვები წაიღეს და ჯამეს საძირკველი მოაწყვესო, ადგილობრივებმა ისიც დაამატეს, ქვებზე ჯვრები და ძველქართული წარწერები იყოო. მივედით და რას ვხედავთ. ჯამეს საძირკვლის ქვებზე ჯვრები და წარწერები ცულით, თუ სხვა იარაღითაა ამოჩეხილი. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს იქაურმა ხოჯამ, შადიმან მუკუტაძემა და მისმა შვილმა ჩაიდინეს.

    თუმცა, ჯერჯერობით, ეს ეჭვის დონეზეა, ამიტომაც გადაჭრით ვერ დავდებთ ბრალს. თავის დროზე, ამ შადიმან მუკუტაძემაც თურქეთში მიიღო სასულიერო განათლება. ვაპირებ ამ დღეებში სასამართლოში შევიტანო საჩივარი და იმედი მაქვს, სასამართლო გაარკვევს მის ვინაობას, ვინც ძველ ქართული ისტორიული წარწერები ხელჰყო.

    რამდენიმე წლის წინ, სარფის საბაჟოზე მებაჟეებმა 24 ტონა ქართულ ენაზე ნათარგმნი სასულიერო (მუსულმანური) ლიტერატურა დააკავეს. ადრესატი იყო ვინმე მუსლიმან მეჯიდი ალავერდოვი. მაშინ პრესაშიც გაჟონა ამ ფაქტმა. ტვირთი საბაჟოზე შეყოვნდა. გავიდა ხანი და გაირკვა, რომ ორ ათეულ ტონაზე მეტი მუსლიმანური ლიტერატურა საბაჟოდან გაიტანეს. თქმა არ უნდა, ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნები და ბროშურები არც აზერბაიჯანში გაუტანიათ და არც კასპიის ზღვის გაღმა გასულა. იგი საქართველოში მცხოვრებ, ქართული წერა-კითხვის მცოდნეებს დაურიგდა.

    თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში ახალგაზრდების გაგზავნას ორგანიზებას სხვადასხვა ფონდები და აჭარის სამუსლიმანო გაერთიანების სამუფტო უწევს. საზოგადოების გაოცებას იწვევს ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამაზე არ რეაგირებენ. ვისაც არ ვესაუბრე, თითქმის ყველა სახელმწიფო მოხელე ერთხმად აცხადებს, რომ კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო რელიგიურ საქმეებში არ ერევა და არც პირადად ისაა რაიმეზე პასუხისმგებელი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის თანაშემწე, ბექირ (ბეჟან) ბოლქვაძე, აჭარის ყოფილი მუფტია და მისი ინტერვიუ, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის” (სტილი დაცულია).

    “ჯორჯიან თაიმსი”: ბატონო ბეჟან, თქვენ, როგორც მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი, რას იტყვით, როგორია ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ათასობით ახალგაზრდაა გაგზავნილი თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში?

    _ “სასულიერო სასწავლებლებში ამჟამად ხელისუფლებას არავინ გაუგზავნია. ჯერ ერთი, მე საქმის კურსში არა ვარ. მაგას მისი ხელმძღვანელი ჰყავს, _ ბატონი მუფტი, პასუხს მაგაზე ის გაგცემთ.

    ხელისუფლება რელიგიასთან არაფერ შუაშია. ხელისუფლება ყველა რელიგიას, ყველა აღმსარებლობას პატივს სცემს. ხელმძღვანელობა ვალდებულიცაა, პატივი სცეს.

    _ როგორც მრჩეველი, რას ურჩევდით ლევან ვარშალომიძეს?

    _ ლევან ვარშალომიძეს ჩემი რჩევა არ სჭირდება. რელიგიურ ფონზე იქნება თუ დემოკრატიულ ფონზე, მაგას ყველა უყვარს. სხვათა შორის, ძალიან ენერგიული, ნიჭიერი ახალგაზრდაა”…

    საკვირველია, თუ ლევან ვარშალომიძეს რჩევის მიცემა არ სჭირდება, მაშინ მრჩევლის შტატი რატომ აქვს და ყოფილი მუფტიც რატომ იღებს ბიუჯეტიდან ათას ლარზე მეტს ყოველთვიურად ჯამაგირის სახით?

    როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები აცხადებენ, მშობლებისა და ბავშვების ლტოლვა მედრესეებისა და პანსიონატებისკენ, ისლამის სიყვარულზე მეტად, სოციალური სიდუხჭირითაა გამოწვეული. საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან, იმართებიან, სარგებლობენ მოსახლეობის გაჭირვებით და ქველმოქმედების საფარქვეშ კარგად დამუშავებული ტაქტიკით მოსახლეობის გულის მოგებას ეკონომიური მხარდაჭრით ცდილობენ.

    ამას ემატება ხელისუფლების შეცდომები, ხშირად დანაშაულამდე მისული ქმედება. მაგალითად, სკოლებისა და კულტურის კერების ოპტიმიზაციის უაზრო პოლიტიკის წყალობით, აჭარის ბევრი მცირერიცხოვანი სოფელი კულტურის კერისა და სკოლის გარეშე დარჩა. შექმნილი სიტუაციით მარჯვედ სარგებლობენ სხვადასხვა ფონდები და ამ თავისუფალ ადგილებს იკავებენ.

    ბათუმში ყველამ იცის, რომ სასწავლებლად გაგზავნილ ახალგაზრდებს, მომავალში არამარტო სასულიერო თანამდებობებს ჰპირდებიან, არამედ მათ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმების გარანტიასაც აძლევენ. ადვილი წარმოსადგენია, სულ მალე თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში განათლებამიღებული ათასობით ახალგაზრდა რომ დაბრუნდება, რა საჯარო სამსახურები ეყოფათ. ანდა რა იდეოლოგიით იქნებიან ისინი აღჭურვილნი?

    ამაზე საუბრობს ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოსოფიის აკადემიური ლექტორი, სოციოლოგი ნუგზარ ჩხაიძე. “თურქეთში მასობრივად გაგზავნას სასულიერო სასწავლებლებში არავითარ ყურადღებას არ აქცევს ხელისუფლება, პირიქით, ჩუმჩუმად ახალისებენ კიდეც. მაგალითად, იქმნება თურქული სკოლები და ინსტიტუტები, საწარმოები, სადაც აუცილებელია თურქული ენის ცოდნა. უპირატესობა სამუშაოზე მიღებისას ხშირად მუსულმანური აღმსარებლობის პირებს ეძლევათ. ეს ქართული სახელმწიფოებრიობის ძირის გამოთხრაა. ქართული სახელმწიფო თუ დროზე არ იღებს ყურად ამ საშიშროებას, მერე გვიანი იქნება.

    აჭარის ინტელიგენცია კარგა ხანია, შეშფოთებულია არსებული ვითარებით. მათ ამის თაობაზე ოფიციალურად მისწერეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას. წერილს “განგაშის ზარები” უწოდეს. თუმცა _ ,,არსით ხმა, არსით ძახილი”. პასუხი არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ გაუცია ავტორებისთვის.

    “ჯორჯიან თაიმსს” ესაუბრა ქართული აკადემიის აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორი, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი შოთა ზოიძე.

    _ ბატონო შოთა, როცა ამ პუბლიკაციაზე მუშაობა დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდები თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში მხოლოდ აჭარიდან იგზავნებოდნენ. აღმოჩნდა, რომ არამარტო აქედან, არამედ ოზურგეთის, დედოფლისწყაროს, ასპინძის, ახალქალაქის, ჩოხატაურის, ახალციხის რაიონებიდანაც ბევრია წასული.

    _ მე ზუსტი ციფრები არა მაქვს, რამდენია წასული საქართველოდან. სამი ათასი, თუ მეტი, მაგრამ ვიცი, რომ ეს ახალგაზრდები საქართველომ `დაკარგა~. თურქეთში სასწავლებლად ახალგაზრდების გაგზავნა ტრაგიკული მოვლენაა და ამას ყველა უნდა აღუდგეს წინ, ვისაც საქართველო უყვარს და ვისთვისაც ძვირფასია მშობლიური ქართული ტრადიციები.

    ყველაფერ ამაში მე ხელისუფლებას ვდებ ბრალს, რომელიც არაფერს აკეთებს ამის აღსაკვეთად. რატომ არ იღებენ ხმას? აჭარის პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე გაჩუმებულია, რატომ არ იღებს ხმას ამ ანტიქართულ ქმედებაზე? ან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე რატომ დუმს? რას აკეთებს, რატომ არ ებრძვის ამას? ან ცენტრალური ხელისუფლება რატომ არ იღებს ხმას, ასე ხელაღებით რომ ქმნის საქართველოში თურქულ სასწავლებლებს! გასაოცარი ფაქტი მოიტანა ამას წინათ ბათუმში მყოფმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა. თურმე თურქეთში 26 სომხური სკოლაა და არცერთი ქართული. აი, ბატონო, თანაბარუფლებიანი ურთიერთობა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, თურქეთი და საქართველო მაქვს მხედველობაში, თავი გვეჭრება. აჭარას ,,თურქეთის ვილაიეთს” ეძახიან უკვე.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აჭარის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნიაზ ზოსიძე: “რელიგია სათუთი თემაა და დაუფიქრებელ ნაბიჯს და ნათქვამს შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს. არ შეიძლება რელიგია სასპეკულაციო თემად აქციო. არც ისე გამოვა, თუ პრობლემა არსებობს, თვალი დავხუჭოთ და, უბრალოდ, ვთქვათ, თვითდინებაზე მივუშვათ. პრობლემას, რომელზეც თქვენ ასე დროულად და დელიკატურად საუბრობთ, მე მხოლოდ მემედ აბაშიძის სიტყვებით შევეხმიანები, რომელიც 1921 წელს გაზეთ “ტრიბუნაში” დაიბეჭდა:

    “დაუდევრობა დაღუპავს საერთო საქმეს, უმნიშვნელო საქმეებს მნიშვნელობა უნდა მიეცეს, რათა შემდეგში არ გაგვიხდეს სავალალოდ. წყალი, როცა ნალურსმევის ოდენა სადენ თვალს ნახავს, შეიჭრება იქ და თავისი თანდათანობითი დენით უზარმაზარ გემსაც დაღუპავს.

    მუყაითად, სამშობლოს მესვეურნო! რომელთაც სახელმწიფოს სადავე გიჭირავთ ხელში, ფრთხილად! განსაკუთრებით თქვენი ცხოველი ყურადღება სამშობლოს იმ სანაპირო კუთხეებისაკენ უნდა იქნეს მიპყრობილი, სადაც ეროვნული გრძნობა და მისწრაფება მეტად ნაზად და სათუთად არის აღზრდილი”. ასე მიმართავდა ის ხელისუფლებას.

    სამწუხაროდ, მემედ აბაშიძე ახლა მოდური აღარაა. საქართველოს ერთიანობას შეწირული კაცი, რომელიც აჭარის დედასამშობლოსთან დარჩენისათვის იბრძოდა, გაწირეს და, თუმცა განგების ნებით გადარჩა, მოგვიანებით, 1937 წელს ისევ ქართველებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე.

    როგორც აღმოჩნდა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ამ საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ამასობაში, მინისტრმა მათე ტაკიძემ დატოვა თანამდებობა. ახალი მინისტრი, სანამ ამ პრობლემას მოიკითხავს და გაიგებს, ალბათ, კიდევ ახლით შეიცვლება. ამასობაში აჭარის მუფტიც შეიცვალა. ჯემალ ცეცხლაძის, ანუ აჭარის სამუსლიმანო სამუფტო სამმართველოს ყოფილი მეთაურის ადგილი, ახლა ჯემალ პაქსაძემ დაიჭირა.

    ისიც თურქეთშია განსწავლული. იქ ეზიარა მუსლიმანობას. როგორც ამბობენ, ჯემალ პაქსაძეს გაცილებით ეროვნული პოზიცია აქვს, ვიდრე მის წინამორბედებს.

    კიდევ ერთი ფაქტი, რომელზეც არავინ საუბრობს საქართველოში, არასრული მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი, თუ არაქართველი მუსლიმანი ცხოვრობს. სამუფტო, ანუ რელიგიური ხელმძღვანელობა კი მხოლოდ აჭარაში მცხოვრებ მუსლიმანებს ჰყავთ. დანარჩენი კი თითქოსდა აზერბაიჯანის იმამს ემორჩილებიან, მაგრამ ესეც ფორმალურად. კაცმა რომ თქვას, აჭარის მუფტიც აზერბაიჯანის მუსულმანურ ხელმძღვანელობას უნდა ემორჩილებოდეს, მაგრამ აქაც განხეთქილებაა. არც წინა და არც ახლანდელი მუფტი აზერბაიჯანიდან ხელდასხმული არ ყოფილა.

    ქართველ მუსლიმანებში არსებობს აზრი, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი სამუსლიმანო სამუფტო, რომელსაც თანაბრად დაემორჩილებიან საქართველოში მცხოვრები ქართველი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი თუ სხვა ეროვნების მუსულმანები, სამუსლიმანო სალოცავები და სასწავლებლები. ეს კი ერთიანი რელიგიური თუ სახელმწიფო პოლიტიკის გატარების საშუალებას მისცემდა ქვეყანას. ქართველ მუსულმანთა ერთი ფრთა ისწრაფის, რათა ჯამეებში ქადაგება და ყურანის კითხვა ქართულ ენაზე წარიმართოს. კარგია ეს თუ ცუდი, რა შედეგის მომტანი იქნება და რა იმალება ამის უკან, ამაზე ხელისუფლებაში უნდა იფიქრონ.

    ვრცელდება საგანგაშო ხმები იმის შესახებაც, რომ თურქეთის მუსლიმანურ სასულიერო სასწავლებლებში გაგზავნილი გოგონების თურქ მოქალაქეებზე გათხოვების შემთხვევაში, მათ მზითვად გადაეცემათ საქართველოში მათი მშობლების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. ესეც ქართველი ახალგაზრდების თურქეთის მუსულმანურ სასწავლებლებში სწავლასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სამწუხარო ნიუანსია.

    აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით “ჯორჯიან თაიმსი’ რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ბალავაძეს დაუკავშირდა. “პირველად მესმის ასეთი რამ თქვენგან. არც ის ფაქტი მსმენია თურქეთში ვინმე სასწავლებლად მიდიოდეს და არც ის მგონია მსგავსი ფაქტების შემთხვევაში ვინმეს რამეს აძლევდნენ”, _ აღნიშნა მან. უბედურებაც სწორედ ამაშია, რომ არ სმენია. ან იქნებ სმენია კიდეც?

    P.S. თურქეთის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის სასულიერო სასწავლებელ დამთავრებულს მის ქვეყანაში მუშაობის უფლება მანამ არ ეძლევა, სანამ იგი თურქეთში დამატებით ერთწლიან სასწავლო კურსს არ გაივლის და ხელისუფლების ორგანოები არ დარწმუნდებიან მის საიმედოობაში.
    ჩვენთან კი არც ამაზე ფიქრობს ვინმე…

    P.P.S. ძვირფასო მკითხველო! ვიცით, რომ ძალზე მძიმე, საფრთხილო და სათუთი თემა შემოგთავაზეთ. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია. “ჩასაფრებულ მორიელებს” კი ვურჩევთ, სანამ ჩვეულებისამებრ, “ჯორჯიან თაიმსს” ფაშისტობას, რელიგიური შუღლის გაღვივებასა და ათას სიბინძურეს დააბრალებენ, ჩაუღრმავდნენ წინამდებარე მასალაში აღწერილ ფაქტებს და მტყუან-მართალიც თავად გაარჩიონ. ეს მათი კომპეტენციაა! ჩვენ გამოცდილი ჟურნალისტის, ამირან კიღურაძის მასალა შემოგთავაზეთ, რომელზეც ის კარგა ხანია მუშაობდა და მძიმე რეალობაც დაგვანახა. ყველა ქართველი _ ქრისტიანიც, მუსლიმანიც, კათოლიკეც და იუდეველიც ქვეყანაში თანაბარი უფლებებითა და პატივისცემით უნდა სარგებლობდეს. და ეს ასეცაა! თუმცა არავის აქვს უფლება, კითხვები უპასუხოდ დატოვოს და დამალოს სიმართლე.

    მირან კიღურაძე,აჭარიდან, სპეციალურად “ჯორჯიან თაიმსისათვის”
    2010.09.17 17:11
    iqneb calke werilad ganaTavsoT?

  15. a.sanduxaZe Says:

    1925 wels moskovSi, komunisturi internacionalis 5 yrilobaze monaTa didma beladma aseTi ram warmosTqva msoflios gasagonad: qarTvelebi mebrZoli Sovinistebi arian – isini saSinlad aviwroeben somxebs, azerbaijanelebs, afxazebs, aWarlebs, osebs. qarTveli erovneba ki ara konglomeratia. saqarTvelos ar SeuZlia ruseTis gareSe arseboba“.

  16. koko Says:

    ra moxda saberdznetshi 16.02.1923wels gtxovt ra dzalian mainteresebs,da saertod msoplioshi ratom daikarga 2 kvira kalendarshi

  17. ბეჟან საყვარელიძე Says:

    vai shens patrons.
    gaesinje ekimtan


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: