მიზანი

მიზანი

ქართულენოვანი საითი „დიდგორი“

ქართულენოვანი საითი „დიდგორი“ წარმოადგენს დასავლეთ ევროპის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთ ელექტრონულ გამოცემას.

ქართულენოვანი საითი „დიდგორი“ შექმნილია საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლების და მხარდამჭერთა მიერ.

1991-1992 წ. მიჯნაზე, შინაგანი და გარეგანი ანტიეროვნული ძალების მიერ საქართველოში განხორციელდა კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი განდევნა, შეჩერდა კონსტიტუცია და ფუნქციონიება შეწყვიტა სახელმწიფოს მართვის აბსოლიტურად ყველა ინსტიტუტმა პრეზიდენტიდან დაწყებული და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ჩათვლით დამთავრებული. სისხლიანი პუტჩის ორგანიზატორთა მიერ წარმოებული პოლიტიკური რეპრესიებისა და დევნის გამო, კანონიერების აღდგენისათვის ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ასობით მამულიშვილი – ათასობით ადამიანი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამშობლო.

„დიდგორი“ წარმოადგენს საქართველოში კანონინიერების აღდგენა-დამკვიდრებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ საინფორმაციო საშუალებას. მისი მიზანია, გააცნოს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ მამულიშვილებს კანონიერების აღდგენის პერსპექტივები და იღვაწოს მისი განხორციელებისათვის. ვინადან, საქართველოში კანონიერებს აღდგენა ორგანულად ერწყმის ერში ჭეშმარიტი რწმენის აღდგენას, „დიდგორის“ რედაქცია იღვაწებს სექტანტური ძალების მხრიდან მართლმადიდებლობაზე წარმოებული აგრესიის მოსაგერიელებლად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც ძვირფასია ისტორიული სამართლიანობისა და ჭეშმარიტი თავისუფლების პრინციპები.

ზვიადისა და მერაბის მიერ შექმნილი ეროვნული მოძრაობის წევრი თუ მხარდამჭერი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ზვიადისა და მერაბის იდეალებს უნდა იზიარებდეს!

ზვიადი და მერაბი ევნო უფლის, ქვეყნისა და ქართველობის სიყვარულისთვის, ეს ფაქტია და ვინც ამას არ აღიარებს, ის ან თავს იტყუებს ან სხვის გაბრიყვებას ცდილობს!

მოკვდავი უცდომელი ვერ იქნება, მაგრამ უმთავრესი სხვაა: ზვიადს არც ერთი ისეთი შეცდომა არ მოსვლია, რომელიც ჩვენი ეროვნული მარცხის თუნდაც ერთ-ერთი მიზეზთაგანი რომ გამხდარიყოს. ეროვნული მოძრაობის მოტრფიალემ შემდეგი ფაქტიც უნდა აღიაროს, რომ მარცხის მიზეზი უბრალოა –გადამთიელი თუ შინაური ბოროტი მტერი დაუნდობელი და ღონიერი იყო. ჩვენდა სამწუხაროდ დღესაც ასეა!

ვისაც მაინცადამაინც ეროვნული მოძრაობის შეცდომები აინტერესებს, მან საკუთარი შეცდომების მოძიებითა და მონანიებით უნდა დაიწყოს. მაგრამ ამას სჯობს, რომ ნამდვილ მტერსა და მაოხრებელს დაუპირისპირდეს. მტერი და მაოხრებელი კი საქართველოშია და კვლავ ხელისუფლება აქვს მიტაცებული!

საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის დასი მომავალში მიზნად ისახავს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ მცხოვრები მამულიშვილების მოზიდვას და შეკავშირებას სამართლიანობისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დასაცავად, რათა აღვასრულოთ ჩვენი ვალი სამშობლოს წინაშე; რათა აღსრულდეს ნება ღვთისა – გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

რედაქცია

——————————————————————————–

„დიდგორის“ სარედაქციო გუნდსა და გამომცემელს ბატონ იოსებ ღუდუშაურს

ბატონებო და ქალბატონებო, თქვენი ვებ საითის „დიდგორის“ სპეციფიური სარეკლამო კამპანია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე, რისთვისაც საგანგებოდ გვყავდა „ანგაჟირებული“ დამწყები ჟურნალისტი მამაცაშვილი – წამატებით მიმდინარეობს. უკვე მეორე ნომერია ზედიზედ ეს ბულვარული, მაგრამ საკმაოდ პოპულარული გაზეთი აქვეყნებს საით „დიდგორის“ ვითომც მამხილებელ და ვითომც განმქიქებელ სატატიებს.
By: შავლეგო

ვსარგებლობ მამული.ნეტ აგლომერაციის ადმინისტრატორის უფლებით – მინდა მოგაწოდოთ ჩემი აზრი ზოგიერთ ბოლოდროინდელ მოვლენაზე.

ბატონებო და ქალბატონებო, თქვენი ვებ საითის „დიდგორის“ სპეციფიური სარეკლამო კამპანია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე, რისთვისაც საგანგებოდ გვყავდა „ანგაჟირებული“ ამ გაზეთი ერთ-ერთი სკანდალური მიმართულების დამწყები ჟურნალისტი – წამატებით მიმდინარეობს. უკვე მეორე ნომერია ზედიზედ ეს არსებითწილად ბულვარული, მაგრამ საკმაოდ პოპულარული გაზეთი აქვეყნებს საით „დიდგორზე“ სკანდალურ, ვითომც მამხილებელ და ვითომც განმაქიქებელ სატატიებს.

ასეთი დიდი და „ექსკლუზიური“ ყურადღება ამ გაზეთის ფურცლებზე ჯერ არც ერთ ქართულ ვებ საითს არ მიუპყრია – რაც თავის თავად არსებითი, მნიშვნელოვანი და მრავალისმეტყველია …

ამრიგად – მთავარი მიზანი მიღწეულია! „ასვალ-დასავალის“ ათასობით მკითხველი ამ სტატიებით შეიტყობს, რომ მსოფლიო ვებში არსებობს ვებ-საითი, რომელშიც თავმოყრილი და სისტემატიზებულია დიდძალი ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალა, მოწოდებული დაიცვას ზოგადად მართლმადიდებლური და კერძოდ ქართული მართმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა სახის გლობალისტური ზეგავლენებისაგან.

რაც შეეხება თქვენს ვებ საითზე წარმოდგენილი მასალის შეფასებას – შემფასებელი და შეფასება იმდენი იქნება, რამდენიც მკითხველია. ზოგს მოეწონება და გულში ჩაწვდება, ზოგს – არ მოეწონება და აღაშფოთებს… ზოგიც ალბათ გულგრილი დარჩება…

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ საით დიდგორზე გამოქვეყნებული ორი სტატიის გაცნობის შემდეგ საკმაოდ დეტალურად გავეცანი თქვენი საითის შინაარსსა და მასში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ფაქტობრივ მასალას და უნდა გითხრათ, რომ უნიკალური, დიდი და ფრიად საჭირო სამუშაო შეგისრულებიათ…

წარმატების სურვილებით,
ბესარიონ გუგუშვილი
2007 წლის 10 აგვისტო

P.S. ჩათვალეთ, რომ თქვენს საითს „შევემიჯნე“…

——————————————————————————–

მშვიდობა თქვენდა, ბატონო ბესარიონ!

წავიკითხეთ თქვენი გამოხმაურება გაზ. ,,ასავალ-დასავლის” პუბლიკაციების გამო. პირადად, ჩვენ, როგორც „დიდგორის“ ერთი უკანასკნელი მკითხველი, მადლობას გიძღვნით ამ ,,საითის” ასეთი შეფასებისა და მხარდაჭერისათვის! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

თუ შეიძლება, გადაეცით ჩვენი დალოცვა და მისალმება თქვენს მეუღლესა და ვაჟიშვილებს!
უფალმა ყველანი ბედნიერად გამყოფოთ!

მღვდელი გიორგი სხილაძე

——————————————————————————–

„ასავალ-დასავალი“ აგრძელებს ცილისმწამებლურ კამპანიას და ყველაფერი საწყალ ინდიელებს დააბრალა! აბა გვითხარით ხალხო აპაჩები როგორ შემოესეოდნენ, როდესაც ინდიელების ეს ტომი ამერიკელმა ხალხმა დედა-ბუდიანად ამოჟუჟა! ბავშვმაც კი იცის, რომ „აპაჩი“ ინდიელთა ერთ-ერთი ტომი იყო, რომელიც დღეს ამერიკული დემოკრატიის წყალობით აღარ არსებობს.

ვერ უშველა ბუშის დროშამ…

კარგად გადააფარეთ დროშები და იმედია თქვენი „დემოკრატი“ პროტეჟეები ვაშინგტონიდან შეამჩნევენ

——————————————————————————–

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: