ალექსი II და მისი ხილვა

თეოდოსი მღვიმელის ხილვამ პატრიარქი ალექსი შეაძრწუნა

                          

სერგიანობა

 

სურათზე: ესტონეთის ს.ს.რ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ს.უ.კ-ის IV განყოფილების აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის ანგარიში, 1958 წელი; თანდართული ამონაწერი:

აგენტი ,,დროზდოვი“, დაბადებული 1929წ., მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, უმაღლესი განათლებით, ღვთისმეტყველების კანდიდატი; კარგად ფლობს რუსულ და ესტონურ ენებს, საშუალოდ — გერმანულს. გადაბირებულია  1958წ. 28 თებერვალს პატრიოტულ სულისკვეთებაზე დაყრდნობით, რათა მართლმადიდებელი სამღვდელოებიდან გამოვლენილ და დამუშავებულ-იქნან ანტისაბჭოთა ელემენტები, რომლებთანაც მას გააჩნია უშუალო კავშირი და რომელნიც წარმოადგენენ ს.უ.კ-ის ორგანოებისთვის ოპერატიულ ინტერესს. გადაბირების დროს გათვალისწინებული იყო (მას შემდეგ, რაც პრაქტიკულ საქმიანობაში განმტკიცდებოდა) არსებული საშუალებებით მისი წარდგენა ტალინისა და ესტონეთის ეპისკოპოსად. ს.უ.კ-ის ორგანოებთან თანამშრომლობის პერიოდში „დროზდოვმა“ გამოიჩინა თავი დადებითი კუთხით, არის მოწესრიგებული, ენერგიული და გულგახსნილი. კარგად ერკვევა ღვთისმეტყველების თეორიულ საკითხებსა და საერთაშორისო მდგომარეობაში. ჩვენი დავალებების შესასრულებლად დიდ სურვილს იჩენს და უკვე წარმოადგინა განსაკუთრებით საყურადღებო მასალები, საიდანაც ირკვევა იიხოვის მართლმადიდებელი  ეკლესიის დანაშაულებრივი საქმიანობა; კერძოდ, ჩურკინისა და მისი მეუღლის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პენსიების გაფორმებისას ზოგიერთ მოქალაქეზე, რა დროსაც (ქრთამს იღებდნენ) ასეთი გაწეული სამსახურისთვის ,,დროზდოვი“ უნდა იქნას მიმაგრებული პრაქტიკული საქმიანობისთვის ს.უ.კ-ის ორგანოებთან. გარდა ამისა, ,,დროზდოვმა“ წარმოადგინა ფასიანი მასალები დამუშავებასთან დაკავშირებით — საქმე ეხება მღვდელ პოვედსკის ფორმულარს. ამ დროისთვის ის მუშაობს გერმანული ენის ცოდნის სრულყოფილებისათვის. მას შემდეგ, რაც უშიშროების ორგანოებთან კონკრეტული აგენტურული საქმიანობის შემუშავებაში აგენტი მიმაგრებული იქნება პრაქტიკულ საქმიანობაზე, ვგეგმავთ, აგრეთვე, მის გამოყენებას ჩვენი ინტერესებისთვის კაპიტალისტურ ქვეყნებში, სადაც ის წარგზავნილ იქნება საეკლესიო დელეგაციის წევრად.

1993წ. გარდაიცვალა კათოლიკოსი ვაზგენ II. მოსკოვის საპატრიარქო დიდ მწუხარებას განიცდიდა ასეთი ამბის გამო. დასაფლავებაზე ჩამოვიდა ვოლოკოლამსკისა და იურევის მიტროპოლიტი პიტირიმი. ის გულმოდგინედ ლოცულობდა სხვადასხვა ერეტიკოსთან ერთად კათოლიკოსის სულის განსვენებისათვის (წყარო: ,,ჟურნალ მოსკოვსკოი პატრიარხიი“ №3-4, 1993წ.).

   

 

დასაფლავებას ესწრებოდნენ საქართველოს, რუმინეთისა და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები (როგორც ამას იუწყება ,,ჟ.მ.პ.“) და კათოლიკეები. მათაც, როგორც ჩანს, ძალიან უყვართ მონოფიზიტები.

კვირის დასაწყისში რუსეთის მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა გადასცეს შეტყობინება, რომ 28 ოქტომბერს (გ. წ. — რედ.) რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს მოუვიდა გულის შეტევა; ექიმები, აგრეთვე, ეჭვობდნენ მიკროინსულტზე. მან თავი ცუდად იგრძნო იმ დროს, როდესაც ასტრახანის ეპარქიაში სამწყსოსთან მიემგზავრებოდა. ექიმებმა მოასწრეს მისთვის კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა და სამშაბათს ავადმყოფი გადაიყვანეს მოსკოვში ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. საინფორმაციო მასობრივმა საშუალებებმა პატრიარქის ავდმყოფობა მომენტალურად დაუკავშირეს მის იმ განცდას, რომელიც დაკავშირებული იყო მოსკოვში ბოლოს მომხდარ ტრაგიკულ ამბებთან. მაგრამ ცოტამ თუ იცის, შეტევის მიზეზი სინამდვილეში რა იყო.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რა მოუვიდა ასტრახანში პატრიარქს, ჩვენთან მოვიდა ალექსის წრის კონფიდენციალური წყაროდან. შესაძლებელია, ეს მოწოდებული ამბავი ნათელს გახდის ალექსის დაუძლურების ნამდვილ მიზეზს. ვინ შეიძლება დაიჯეროს ოფიციალური ვერსია, როდესაც ცნობილია პატრიარქის ცივსისხლიანობა?! თუნდაც, გავიხსენოთ, — როდესაც  მოსკოვში თეთრ სახლს ესროდნენ 1993წ., ეს რიდიგერმა სავსებით მშვიდად  გადაიტანა და სხვა დრამატული მოვლენებიც მას უშფოთველად გადაჰქონდა.

ამ შემთხვევაში კი, ჩვენი წყაროს სიტყვებით, შეტევის ნამდვილი მიზეზი გახდა რაღაც გამოცხადება, რომელიც მოევლინა პატრიარქს და შეაძრწუნა იგი. ის, რაც ნახა ალექსიმ, მანამდე, სანამ შეტევა მოუვიდოდა, თავისი გარემოცვიდან რამოდენიმე ადამიანს გაუმხილა. ხილვის შემდეგ მალევე, რამოდენიმე საათში, მისი მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდა. ყველაზე მეტად პატრიარქი განაცვიფრა ზებუნებრივმა მოვლენამ და როგორც წყარო იუწყება, ალექსი, მიუხედავად მისი მაღალი საეკლესიო მდგომარეობისა, რელიგიას თვლის, როგორც ტრადიციასა და რიტუალს, ვიდრე რაღაცისადმი რწმენას. მაგრამ ხილვაში, რომელიც მოულოდნელად ესტუმრა პატრიარქს, წარმოუდგა ბერულ სამოსში მყოფი მადლმოსილი მოხუცი, რომელმაც თავის თავს თეოდოსი მღვიმელი უწოდა (როგორც ცნობილია, ეს წინამძღვარი კიევ-პეჩორის მონასტერში ცხოვრობდა მე-11-ე საუკუნეში, იდგა რუსეთის მართლმადიდებლობის სათავეებთან, ჯერ კიდევ თავის ამქვეყნიურ ცხოვრებაში პატივდებული იყო, როგორც სასწაულმოქმედი, ხოლო გარდაცვალების შემდეგ წმინდანად იქნა შერაცხული — ხსენება 3/16 მაისს — რედ.). წმინდა თეოდოსი იდგა პატრიარქის წინ; მის ნათელ და განმგმირავ თვალებში არ იყო მრისხანება, მაგრამ აშკარად ჩანდა მკაცრი გამოხედვა. ალექსიმ ბოლო სიტყვამდე გადმოსცა, თუ რა მოისმინა მან მოხუცი იღუმენისგან: ,,განეშორეთ ღმერთს შენ და შენი მრავალი ძმა და სატანას მიემხრეთ და თაყვანი ეცით — წარმოთქვა წმინდანმა — და რუსეთის მმართველნი მმართველნი კი არა, მისი გამამრუდებელნი არიან და ეკლესიაც მფარველობს და ქომაგობს მათ. ვერ დადგებით თქვენ ქრისტეს მარჯვენა მხარეს, არამედ გელოდებათ ცეცხლოვანი სატანჯველი, კბილთა ღრჭენა და დაუსრულებელი სატანჯველი, თუ არ მოეგებით გონს, სულწარწყმედილნო. ჩვენი უფლის მოწყალება უსაზღვროა, მაგრამ ძალიან შორია თქვენი გზა ცხონებისკენ, რათა გამოისყიდოთ უთვალავი თქვენი ცოდვა; სამსჯავროს ჟამი კი ახლოს-არს“. ამ სიტყვების შემდეგ ხილვა გაქრა, რომელმაც რიდიგერი დატოვა მთლიანად გაოგნებული. მას მსგავსი რამ არასოდეს განუცდია; მეტიც, ის სკეპტიკურად უყურებდა ნებისმიერი სასწაულის მაუწყებელ ამბავს.

მალევე, ამის შემდეგ, პატრიარქი გახდა ცუდად. ისინი, ვინც მას პირველად დახმარებას უწევდნენ, ადასტურებენ, რომ ავადმყოფი ძლივს ჩურჩულებდა: „წარმოუდგენელია, არ არსებობს!“…

   

 

ანათემა

პატრიარქი ალექსი II მხარს უჭერს ესტაფეტას.

2000 წლის 29 თებერვლიდან 3 მარტამდე ოფიციალური ვიზიტით რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას სტუმრად ეწვია უწმინდესი პატრიარქი და კათოლიკოსი ყოველთა სომეხთა გარეგინ II.

ფოტოზე: შეხვედრა ,,ვნუკოვოს“ აეროპორტში (წყარო: „ჟურნალ მოსკოვსკოი პატრიარხიი”, №4, 2000წ.).                              

  • წყარო: „ЖМП“ №4, 2000 წ.

ოფიციალური დიაგნოზი, რომელიც ექიმებმა დაუსვეს საავადმყოფოში, ასეთია: ,,ჰიპერტონიული კრიზისი, თანდართული თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დინამიური დარღვევის ელემენტებით“. ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულ  გაუარესებამდე ალექსი მოჰყვა თავის ხილვაზე, რა დროსაც იმყოფებოდა დათრგუნულ მდგომარეობაში. წყაროს გადმოცემით, მოგვიანებით, როდესაც პატრიარქი აზრზე მოვიდა და უკეთ გახდა, განაცხადა, რომ მას ჰქონდა მოჩვენებები (ჰალუცინაციები). ის, რომ იგი მოუყვა რამოდენიმე ადამიანს თეოდოსის გამოცხადებას, ადასტურებს იმას, რომ სასოწარკვეთილი ალექსი ცდილობდა, მოენახა საყრდენი ვინმეში, ვინაიდან იმ წუთებში იმყოფებოდა ღრმა სულიერ დეპრესიაში, რაშიც თეოდოსის სიტყვებმა ჩააგდო. წყაროს ცნობით, ,,ალექსი არასოდეს არავის არ მოუყვება ამ ხილვის შესახებ. მიუხედავად ამისა, სიტყვები, რომლებიც ითქვა, — რომ ეს იყო თეოდოსი მღვიმელი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნახევრადმივიწყებული წმინდანი, — და სხვა დეტალები; აგრეთვე, შეძრწუნება, რომელიც განიცადა პატრიარქმა, ღაღადებენ იმაზე, რომ ასეთი ფაქტი მოხდა“.     
   
მივაქციოთ ყურადღება, რომ წმინდანი საუბრობს ეკლესიის მიერ ,,რუსეთის მმართველთა“ ცოდვების ,,ქომაგობაზე“ და მათ უწოდებს „გამამრუდებლებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარი მიდის რუსეთში სახელმწიფო და სასულიერო ხელისუფლებათა შორის მჭიდრო კავშირზე. გამორჩეულად ვიტყვით იმასაც, რომ რიდიგერის ბედი რაღაცნაირი მისტიურობით დაკავშირებულია თანამედროვე პოლიტიკურ სისტემასთან. ის პატრიარქად ხელდასხმულ-იქნა გარდაქმნის ბოლოს, რა დროსაც წარმოიქმნებოდა მონახაზი თანამედროვე აბსურდული რუსეთელობისა; რა დროსაც ბორის ელცინმა საქვეყნოდ განაცხადა პრეტენზია უმაღლეს ხელისუფლებაზე. პატრიარქი ცხოვრობდა რეჟიმთან ერთად, განიდიდებოდა რეჟიმის დაკანონებასთან ერთად. ხოლო კრიტიკულ მომენტებში გამოდიოდა, როგორც რეჟიმის საყრდენი. ასე იყო, მაგალითად, 1993წ. შემოდგომას, როდესაც რუსეთის ხელისუფლება, თითქოს, ბეწვზე ეკიდა. ხომ არ არის დაკავშირებული პატრიარქის ავადმყოფობა პოლიტიკური სისტემის მორიგ  მძიმე პერიოდთან? როგორც ჩანს, ეკლესიისა და სახელმწიფოს კავშირი მართლაც რომ ატარებს მისტიკურ ხასიათს, მაგრამ თანამედროვე რუსეთში ეს უფლისგან მომდინარეობს?
 

 

 

ანათემა

http://www.ari.ru/doc/?id=1410

რუსულიდან თარგმნა ალექსანდრე ბოკუჩავამ


 

მამა გიორგი სხილაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით წერილი მოამზადა „დიდგორის“ პრესსამსახურმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: