ბოიკოტი ხუნტის არჩევნებს!

„ქართული ეროვნული ცნობიერება უნდა აღდგეს ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინებითა და პროპაგანდით, ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაციით, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენით. ეს კი ჩვენი ბრძოლის უმთავრესი მიზანია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა!“

კანონიერი ხელმწიფე

უფალმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, და ეს არა მხოლოდ დედამიწაზე ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასის ძე ღვთისას დედამიწაზე განკაცებით გამოვლინდა, არამედ გამოვლინდა ერების სახელმწიფოებრივ კეთილგანგებულებით მოწყობაშიც, სადაც პატრიარქი დააწესა უფალმა თავის ხატად ეკლესიაში ერის სულიერი ხსნის მსახურებისთვის, ხოლო სამოქალაქო ხელისუფლება აკურთხა სახელმწიფოს მართვისთვის და შემოსა თავისი ღვთაებრივი ხელმწიფების ძალაუფლებით მიწაზე ქვეყნიური წესრიგის დასამყარებლად, ისე, როგორც თავად ღმერთი განაგებს ღვთიურ წესრიგს მთელ ხილულ და უხილავ სამყაროში, რადგან მისი ბრძანებით მზე თავის დროზე ამოდის და ჩადის, დღეს ღამე ენაცვლება, წელიწადის დროთა მონაცვლებით ზრდის და სწყალობს ყოველივეს…ასევეა ხელმწიფეც ამ მიწაზე, რადგან ქვეყანაში უფალი ხელმწიფის მეშვეობით მართავს ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროს. მართლმადიდებელი ხელმწიფე არის ღვთის მონა, მისი მსახური მიწაზე, რომელსაც მიეცა მოვალეობა იზრუნოს სახელმწიფოს მართვაზე, ამ სახელმწიფოში ადამიანთა კეთილდღეობაზე, ერის ფიზიკურ და სულიერ დაცვაზე შინაურ და გარეშე მტერთაგან, ამიტომ პატრიარქი და კანონიერი მართლმადიდებელი ხელმწიფე არიან უპირველესნი ღვთის ტახტის წინაშე, უზენაესი ვალდებულებებით აღჭურვილნი უფლის წინაშე და თვითეული ადამიანის ბედზე პასუხისმგებელნი ღვთის სამსჯავროზე.

 

ჯოჯოხეთი, რაც ელოდება ყველა ბოროტების მოქმედს

ამიტომ კანონიერი ხელმწიფის ხელყოფა, მისი ძალადობით დამხობა ეს არის ღვთის წინაშე ჩადენილი იმდენად უმძიმესი დანაშაული, რომ მიწაზე მისი გამოსყვიდა ძნელად თუ ძალუძს თვით უდიდეს სინანულსაც კი! რადგან ეს დანაშაული ჩადენილია ღვთის ნების წინააღმდეგ და წარმოადგენს უზენაესისაგან დაწესებული სახელმწიფო წესრიგის განადგურებას, ხოლო თუ ძმის მკვლელი კაენი დასწყევლა ღმერთმა საუკუნოდ, მითუმეტეს ხელმწიფის ღალატით გამცემნი, ხელმწიფის, რომელზეც დამოკიდებულია ურიცხვი ადამიანის ბედი და მისი იარაღის ძალით დამამხობელნი, ამ უბოროტესი უმძიმესი დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე, საუკუნოდ წყეულნი  და მოკვეთილნი არიან ღვთისაგან! 

ხუნტის იდეოლოგები და მათი ეშმაკისეული შთამომავლობა

დღეს საქართველოში ცრუდ გაგებული მართლმადიდებლობა, ანუ ეკუმენიზმი ფარისევლურად არის აღსაყდრებული, რადგან ისევ ტარდება ღვთის გამცემი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით  პირსისხლიანი ხუნტის მემკვიდრის მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნული უკანონო არჩევნები,  რომელიც არა მხოლოდ სამოქალაქო სამართლითაა არა ლეგიტიმური, არამედ პირველ რიგში უფლის სამართლით არის  უკანონო, რადგან, ხელისუფლებას, ვისაც ჰქონდა ღმერთისგან ჩაბარებული ქართული სახელმწიფოს მართვის კურთხევა, ის ხელისუფება (პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი და მათი საკანონმდებლო ორგანო) იარაღის ძალით იქნა დამხობილი, სისხლისღვრით განდევნეს ქართული სახელმწიფოდან, მაგრამ ეს კანონიერი ხელისუფლება ჯერ კიდევ არსებობს ემიგრაციაში, ხოლო გამომდინარე აქედან, მაშასადამე დამხობილი და შეურაცხყოფილია საქართველოში უფლის უზენაესი ნება, მისი ზეციური კურთხევა. ვინც ღმერთმა საქართველოში დაადგინა ხელისუფლებად, ხოლო უღვთო ადამიანებმა დაამხეს იარაღის ძალით, სანამ ის ხელისუფლება კვლავაც არ აღსდგება თავის კანონიერ უფლებებში, მანამ ყოველგვარი არჩევნები საქართველოში იქნება უკანონო, ღვთის წინააღმდგომი და მის კურთხევას და მის მფარველობას მოკლებული.

 

პუტჩისტების სულიერი მამა

ამიტომ ეს მორიგი წინასაარჩევნო ღრიანცელი, ნაირგვარი პარტიების ათასგვარი მომხიბვლელი დაპირებები, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არჩევნების გაყალბებების გამო ოპოზიციის მუქარები, მწარე ღიმილის მომგვრელია, რადგან ეს არჩევნებიც, ისე როგორც მისი წინამორბედი ყველა  არჩევნები ყოველთვის იყო ყალბი და დღესაც, ბუნებრივია რომ ჩატარებამდე  უკვე გაყალბებულია, რადგან ჩანასახშივეა უკანონო და ღვთისწინააღმდგომი. ამიტომ, სრულიად ცხადი და თვალსაჩინოა, რომ ამ მორიგ არჩევნებშიც მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტია ფიქრობს და იბრძვის არა ღვთიური სამართლიანობის აღდგენისთვის და ქართველი ერის ჭეშმარიტი ხსნისა და გადარჩენისთვის, არამედ მხოლოდ საკუთარი პირადი ამბიციების, საკუთარი პირადი ძალაუფლებისა და განდიდებისათვის!

 

უფლის გამცემები

(ამ დროს ზვიად გამსახურიას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს)

ამიტომ ჩვენ კანონიერი ხელისუფლების მომხრეები, უფლის უზენაესი ნების თაყვანისმცემლები, პროტესტს  ვუცხადებთ ედუარდ შევარდნაძის პირსისხლიანი ხუნტის მემკვიდრის და მართლმადიდებლობის უბოროტესი მტრის მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწყობილ ამ მორიგ საპარლამენტო არჩევნებსაც, ისევე, როგორც მანამდე არსებულ ხუნტის ყველა უკანონო არჩევნებს გამოვუცხადეთ უნდობლობა!

„დიდგორის“ რედაქცია


 

2007 წლის სექტემბრის მოვლენებთან მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრების საყურადღებოდ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა მოწოდება-ღია წერილი, რომელიც დღესაც ძალაშია!  

ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს

მოწოდება-ღია წერილი, 2007 სექტ. მოვლენებზე

ამჟამად საქართველოში ფრიად დაიძაბა სიტუაცია ფაქტობრივი ხელისუფლების მმართველი ხროვის ცალკეულ დაჯგუფებებს შორის — რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან გავლენის სფერობისათვის.

ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების მომხრეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ნებისმიერი პირის, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდაჭერისაგან, რომელსაც/რომელიც :

  • ა) მონაწილეობა აქვს მიღებული 1991-1993 წლებში ლეგიტიმური , ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში
  • ბ) აქტიურად , ღიად და ცალსახად არ უჭერდა 1991-1993 წლებში მხარს ლეგიტიმურ, ეროვნულ ხელისუფლებას; ლეგიტიმურობის შენარჩუნებას
  • გ) ამჟამად – ცალსახად არ აღიარებს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების განდევნის კრიმინალურ, ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატურ ხასიათს
  • დ) ამჟამად – პრინციპულად და დაჟინებით არ მოითხოვს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების განდევნაში მონაწილე კერძო პირებისა და ორგანიზაციების სასამართლო დევნას 

ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს შევახსენებთ, რომ საქართველოში გამეფებული უკანონობისა და განუკითხავობის მთავარი და ძირეული წყარო იყო, არის და იქნება სახელმწიფოს ლეგიტიმურობის ტოტალური მოსპობა 1991-1993 წლების ანტიეროვნული პუტჩის შეგედად.

ზვიად გამსახურდიას

ეროვნული ხელისუფლების პრემიერ- მინისტრი

ბესარიონ გუგუშვილი

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დევნილობაში

ზვიად გამსახურდია

1993. 27. თებერვალი



მიმართვა ქართველ ერს

1990-91 წლებში ქართველი ერი საუკუნოვანი თავგანწირული ბრძოლით კვლავ განთავისუფლდა ტყვეობისაგან და აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კანონიერება და სამართლიანობა – მთელი ქართველი ხალხის ნების თავისუფალი გამოვლენით შექმნა ეროვნული და, სწორედ, ამითი, სწორედ, ამიტომ ლეგიტიმური ხელისუფლება.

1991-93 წლებში შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა კრიმინალური შეიარაღებული პუტჩითა და იმპერიების დაუფარავი პოლიტიკური და სამხედრო ჩარევით განდევნეს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება, სისხლში და მასობრივ რეპრესიებში ჩაკლეს ეროვნული დაუმორჩილებლობა. ეროვნული მოძრაობა სისხლისგან დაცალეს. ქართველი ერი, მთელი ქართველი ხალხი კვლავ ტყვეობაში მოექცა. საქართველოში კვლავ გამეფდა საყოველთაო ტოტალური უკანონობა, განუკითხაობა და უპასუხისმგებლობა.

2003-2004 წლებში ანტიეროვნული ძალაუფლების შიდა, კარის გადატრიალების შედეგად, რომელიც შენიღბული იყო, როგორც შევარდნაძის ძალაუფლების დამხობა, – მთელი ქართველი ხალხის ერთი ტყვეობა მეორე ტყვეობით შეიცვალა და დღეს უკვე ნათლად და საყოველთაოდ გამოჩნდა ნიღაბშეცვლილი, გველივით პერანგგანახლებული, მოძალადე ძალაუფლების დამპყრობლური, ანტიეროვნული, კრიმინალური სახე.

დატყვევებული ქართველი ერის მასობრივი უკმაყოფილება, ზიზღი და სიძულვილი ახალი დამპყრობლებისა და მათი მარიონეტების მიმართ ამ დღეებში სულ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს და ამ უკმაყოფილების ანგარებითი მიზნით გამოყენებას უმთავრესად და უპირატესად ცდილობენ იგივე წრეები, რომლებმაც დაამხეს ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება, რომლებმაც თავი უკვე გამოავლინეს, როგორც ანტიეროვნულმა ძალებმა. არ არის გამორიცხული ძალაუფლების მპყრობელი ანტიეროვნული ფრაქციის მეორე, ანტიეროვნული ფრაქციით ძალაუფლებაში ცვლა ან ძალაუფლების გადანაწილება.

ჩვენ, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლები, ჩვენს ერს, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება შეიძლება, იყოს მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება და არა ამა თუ იმ დამპყრობლის მიერ დასმული რომელიმე მარიონეტული ძალაუფლება. დატყვევებულ ჩვენს ერს ვუსურვებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას და შევახსენებთ, «ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა, ვით ქვითკირსა», – ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ქართველი ერის მოკავშირე, მფარველი და მხსნელი უფალია და არა რომელიმე ზესახელმწიფო.

საქართველოში არსებულ ყველა ეროვნულ ძალას მოვუწოდებთ გაერთიანებას გულწრფელი, გაუსვრელი ეროვნული მოღვაწეების გარშემო, ვუსურვებთ ეროვნული მოძრაობის თანდათანობით აღორძინებას ტყვეობის ურთულეს გარემოში – რამდენადაც მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას შეუძლია, იხსნას ქართველი ერი, მთელი ქართველი ხალხი ტყვეობისაგან და კვლავ შექმნას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება – ქართველების, მთელი ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი ხელისუფლება.

ხელს აწერენ პოლიტემიგრანტები: თამაზ ბაჩულაშვილი, ბესარიონ გუგუშვილი, გოჩა კელენჯერიძეალექსანდრე სანდუხაძე, იოსებ ღუდუშაური; პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში რენო სირაძე.



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: