განმარტება პოლიტიკოს ჯონდი ბაღათურიას

განმარტება პოლიტიკოს ჯონდი ბაღათურიას ქვაბ-ავაზაკი სამღვდელოების შესახებ

სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი (პრეზიდენტი) ებრძვის ილია მეორეს და ზოგადად მის ეკლესიას და დავალებული ჰქონდა თურმე მას ცრუ პრეზიდენტს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისათვის კომპრომატების მოძიება სამღვდელოების წინააღმდეგ! კი მაგრამ, ხუმრობთ, ბატონო ჯონდი? მიხეილ სააკაშვილი თქვენნაირი ერთგულია ერეტიკოსი სამღვდელოების და დაუძინებელი მტერია ქართული კატაკომბური (დევნილი) ეკლესიის, თორემ რაში სჭირდებოდა მას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, ან სხვა საგანგებო სამსახურები ილია მეორის და მისი ეპისკოპოსების და მღვდლების კომპრომატების საძიებლად, როცა მასიურად ხალხი შეწუხებულია ამ სამღვდელოების უზნეო მსახურებით, როგორც ტაძრებში, ისე ტაძრებს გარეთ; მამათმავალმა, მრუშმა, თამბაქოს მწეველმა, ნარკომანმა, ლოთმა და ზოგადად ყოველგვარი უსჯულოებით აღსავსე ე.წ.მგელ-მღვდლ-მტაცებლებმა წალეკეს ქართული ტაძრები; არ გჯერათ? დავიწყოთ „უწმიდესი“ სინოდიდან, სადაც მამათმავალი ეპისკოპოსი უკვე რა ხანია ხრწნის ყმაწვილ-ბიჭებს, ასევე მსახიობყოფილი მღვდელი (სჯულის კანონით მსახიობის მღვდლად კურთხევა არ შეიძლება) როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ძმანი მისნი ბოჰემას ეწევიან რა ხანია ქართულ ტაძრებში.

ამ ფაქტებს გაზეთი „ასავალ-დასავალიც“ დაგვიდასტურებს, საიდანაც გადმოვიტანეთ ორიოდ კომპრომატი, როგორ „მოძღვრავენ“ ხალხს ილიას ბერ-მორჩილები, რომ არიან მამათმავლები, ყაჩარები და ა.შ.; ასე რომ, ბატონო ჯონდი, თქვენს ოპოზიციონერ მეგობარ პარტიებთან ერთად, მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ, არა წარმავალ პოლიტიკაზე, არამედ ღმერთზე და მიხეილ სააკაშვილზე და გიგა ბოკერიაზე წინ დააყენოთ დღევანდელი ერეტიკოსი საეკლესიო ხელისუფლების გადაყენების საკითხი და მოითხოვოთ ახალი რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რათა ჩვენს წმიდა ტაძრებს თავშეფარებულმა მამათმავლებმა, ნარკომანებმა, და ზოგადად ერეტიკოსებმა თქვენი „უწმიდესი“ პატრიარქის მეთაურობით აღარ გახრწნან ქართველი ერი უსჯულოებით და დატოვონ ჩვენი საუკუნოვანი უწმიდესი ქართული ტაძრები;

იხილე ბ-ნო ჯონდი, მამათმავალი „ეპისკოპოსის“ კომპრომატი
(სტილი დაცულია)

ახსნა განმარტება ქართველი ერისადმი.

მარგვეთის ეპისკოპოს ქრისტეფორეს

(გვ. 1) 1988წლის 30 სექტემბერს ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში. პირველ ოქტომბერს პატრიარქმა მოგვილოცა ახალი სასწავლო წელი და დავიწყეთ სწავლა. ჩვენ რექტორს, ეპისკოპოს ზოსიმეს, თავიდანვე შევატყვე ჩემდამი თბილი დამოკიდებულება. ამის შემდეგ დაგვიბარა მე და თ. ნ. და გამოგვკითხა სამხედროს ამბავი, ვინაიდან არც მე და არც თ.ნ.-ს არ გვქონდა სამხედრო სავალდებულო რიგები გამოვლილი.  ეპისკოპოსის ჩემდამი ასე თბილი დამოკიდებულება მახარებდა და დიდი სიყვარული ჩავინერგე მისი ჩემს გულში. გავიდა სულ რამოდენიმე დღე და მოვიდა ჩვენს აუდიტორიაში აკადემიის სტუდენტი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი (როგორც მერე გაირკვა, ეს იყო სემინარია გამოვლილი და აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი მიხეილ ბოტკოველი, რომელიც იყო მუდმივი სტიქაროსანი ეპისკოპოსი ზოსიმესი.) და გვიკითხა კ. რ. (ესე იგი მე) და თ. ნ. იგი გასული იყო და ვკითხე, თუ რაში იყო საქმე. ჩვენ განვმარტოვდით ცარიელ ოთახში და დაიწყო ასე: შენ ხარო ჯარში წასასვლელი? ვუპასუხე, დიახ მეთქი და გამიკვირდა, ამან საიდანღა იცის-მეთქი. შემდეგ მეკითხება: მე არ მიცნობ? არა-მეთქი და მეუბნება: მე ვარ მეუფე ზოსიმეს რეფერანტი 4 წელია. რა იმედები გაქვსო ჯარიდან დარჩენისო? მე ვუთხარი, არავითარი-მეთქი. მორჩილება თუ შეგიძლია? ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ-თქო. და როცა ვკითხე, გავერკვიე, რაში იყო საქმე, ასე მითხრა: ნუ ჩქარობ, ყველაფერს მერე მიხვდებიო. შემდეგ ნახა თეიმურაზი და იგივე კითხვა დაუსვა, (გვ. 1ა) რა იმედი გაქვსო ჯარიდან დარჩენისო? და როცა თ.ნ.-მ უპასუხა, მე მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვსო, დაიბნა და ესღა უპასუხა: ღმერთის კი, მაგრამ მარტო ღმერთის იმედი ხომ არ გექნებაო. რის შემდეგაც თეიმურაზმა თავი აარიდა. რექტორში თბილ დამოკიდებულებას ვპოულობდი, მაგრამ შინაგანად მაინც მრისხანე მეჩვენებოდა, რაც სტუდენტების მეტანიების გაკეთებით დაადასტურა. ან 40 მეტანია გააკეთებინა სტუდენტებს კაბინეტში, რამაც ძალიან აღმაშფოთა. ჩემში ვფიქრობდი, აქ სტუდენტი სიყვარულის სასწავლად უნდა მივიდეს და არა მონობისა-მეთქი. ჩემმა აღშფოთებამ მაქსიმუმს მიაღწია, როცა მე და თ. შევესწარით ლექციაზე დაგვიანებულ 3 სტუდენტს, როგორ აკეთებინებდა მეტანიებს. თვითონ კი ცინიკურად იცინოდა და ფეხის მელანქორიული ქნევით ეუბნებოდა, ამის მეტი  ვერაფერი გამოგასწორებთო. სტუდენტთაგან ყველაზე მეტი წლოვანებით გამოირჩეოდა ერთი, რომელიც დაახლოებით 35-36 წლის იქნებოდა. თ.ნ.-მაც დაგვიანებით გამოუარა დაჩოქილ სტუდენტებს, რომლებიც მეტანიებს აკეთებდნენ და მას რექტორმა არაფერი უთხრა. და კიდევ უფრო ადრე, ლექციების შემდეგ დაგვიბარა რექტორმა მე და თ.ნ.-ს და გვითხრა: ხვალ კვირაა და სვეტიცხოველში მოდით წირვაზეო სტიქაროსნებადო. თქვენს მეტი არ მინდა არავინო. მეორე დილით 8 საათზე ვიყავი სვეტიცხოველში. სანამ ეპისკოპოსი ზოსიმე ჩამოვიდოდა, ჩვენ, მე და თ.ნ.-ს დაგვირიგეს სტიქრები და ველოდებოდით ზოსიმეს. მისი მძღოლი კი, რომელიც დიაკვანი იყო, ეცვა დიაკვნის სამოსელი და საკურთხეველში მასხრად იგდებდა მღვდლებს. ზოგიერთს, ვითომცდა ხუმრობით, ხელითაც ეხებოდა. ჩამოვიდა ეპისკოპოსი ზოსიმე და მღვდლები შეხვდნენ მას, როგორც წესია. წირვის დროს, როცა ზოსიმე იდგა წმინდა ტრაპეზთან, დიაკვანი (გვ. 2) იგივე ხულიგნობას ჩადიოდა მღვდლების მიმართ და ეპისკოპოსის წინ. მე მიკვირდა ეპისკოპოსის, რომელიც სტუდენტებთან ასე მრისხანე იყო და აქ კი, საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზთან, ასეთი მიმტევებელი, რომ შენიშვნაც კი არ მიუცია. დიაკვანი კი განაგრძობდა მაიმუნურ მანჭვას, თვით ეპისკოპოსსაც კი ,,ეჯღანებოდა”, რითაც დანარჩენ სტიქაროსნებს აიძულებდა, ეცინათ. წირვის შემდეგ გვაჩუქა მიხეილის ხელით ათ-ათი მანეთი, რაზეც ცივი უარით ვუპასუხეთ. მიხეილმა ასე გვითხრა, ,,თუ ამას არ გამომართმევთ, საქმე გაგიფუჭდებაო. ჩვენ გამოვართვით და შემდეგ შევედით ზოსიმესთან და გვაჩუქა ორი ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატი. ამის შემდეგ წამოვედით თბილისში. თ.ნ. კი გაანთავისუფლა ორი დღით. მე მომივიდა სემინარიაში ზესტაფონის კომისარიატიდან ცნობა იმის შესახებ, რომ ჩავსულიყავი კომისარიატში კომისიაზე გასასვლელად. ეს ცნობა შევიტანე რექტორთან და ვუთხარი ჩემი მდგომარეობა და ვთხოვე, შეძლებისდაგვარად დამხმარებოდა. ჩემი შესვლის დროს ტელეფონით ელაპარაკებოდა ვიღაც უცნობ ოთარის. როცა მოისმინა ჩემი თხოვნა, მითხრა, ერთი წუთით გარეთ დამელოდეო. მე როცა კარებთან ვიდექი, შემომესმა ხმა, რომელიც ისევ იმ უცხო ოთარის ესაუბრებოდა. აი, რაც გავიგონე: „ბატონო ოთარი, ერთია და თუ შესაძლებელი იქნება, თუნდაც მაისამდე’’. ამის შემდეგ დამიძახა, ხელი ხელზე მომკიდა და მითხრა: ,,შვილო, ხომ იცი, სულ დატოვება არავის შეუძლია. შეიძლება რაღაც გამოვიდეს მაისამდე’’.  მე გახარებული წამოვედი. მიხაროდა ასეთი მფარველისა და გულშემატკივრის გამოჩენა და მთელი სიყვარულით განვიმსწვალე მის მიმართ, რაც მისმა პირადმა მდივანმა (გვ. 2ა) დამიდასტურა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, შენ ნურაფრის ნუ გეშინიაო (რადგან პირადი მდივანის ზოსიმესთან საუბრის დროს იყო საუბარი ჩემს საკითხზე ტელეფონით და მდივანიც უსმენდა). გავიდა ცოტა ხანი და მიბარებს რექტორი. შევედი, ავიღე ლოცვა-კურთხევა და მკითხა ჩემი სამხედროს ამბავი.  მე ვესაუბრე. შემდეგ კი წამოდგა ფეხზე და დამიდგა წინ. მე ასეთი ახლო დადგომა ეპისკოპოსის და ისიც რექტორის, გამიკვირდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოძღვრისა და მოსწავლის ახლო დამოკიდებულებას მივაწერე.  და როცა შუბლზე მაკოცა, დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მექნა. მე მის მიმართ ასეთი სიყვარულით ვიყავი დამოკიდებული და ამ კოცნამ შინაგანად დამხორკლა და ერთიანად გამიყინა ძარღვებში სისხლი. შემდეგ ხელი მომისვა სახეზე და მითხრა, წადიო. მეც გაოგნებული გამოვედი იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, რა მელოდა. რაღაც შინაგანი გრძნობა მქონდა, მაგრამ  ამაზე ფიქრიც კი მეშინოდა. შემდეგ რამოდენიმეჯერ განმეორდა ასე ხელებით მოფერება, კოცნა შუბლზე, თავზე. ერთხელ როცა სვეტიცხოველში წირვა დამთავრდა, დაითხოვა ეპისკოპოსმა ზოსიმემ ყველა სტიქაროსნები ჩემ გარდა. მე ვიჯექი და შინაგანად რაღაცას ველოდი, ვიჯექი და გაოგნებული ტელევიზორს ვუყურებდი. ზოსიმე მომადგა უკნიდან, მომხვია ხელები და თავზე მაკოცა. ერთიანად გავწითლდი და ყელში ბოღმა მომაწვა. შემდეგ, როცა ტელევიზორში გვაჩვენეს ძველი ქართული მარგალიტები, ასეთი სიტყვებით შემამკო: „შენც მარგალიტი ხარ’’. შემდეგ, მომკიდა ხელი ხელზე და მითხრა, მოდი მოგეფეროო და შემიყვანა გვერდით სამზარეულოში, სადაც მოჰყვა „ბოზი ქალივით“ ხვევნა-კოცნას, სადაც შუქი ჩააქრო და ისევ ალერსიანად მეუბნებოდა: „რა ჟუჟუნა თვალები გაქვს, (გვ.3) გიშრის თმა გაქვს’’ და სხვა. მე მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ არაფერი მომეწია ამ გათახსირებულისთვის და დაჭერის. როგორღაც ვაიძულე, მომშორებოდა. შემდეგ, წამოვედი და მთელი ღამეები არ მეძინა. დავიწყე სიგარეტის მოწევა, სმა, უშვერი სიტყვების ძახილი, მოვეშვი ლოცვას, თავი დავანებე კითხვას… მე და თ.ნ. ერთად ვცხოვრობდით და შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი ასეთი მოქმედება. ერთხელ, როცა კითხულობდა სახარებას, მე ვეღარ შევძელი და გამოვუტყდი თ-ზს ყველაფერში. გამოვუტყდი იმაში, რაც ჩემსა და ეპისკოპოსს შორის მოხდა. თ. შეაძრწუნა ამ ამბავმა და მირჩია, დავნებებოდი, წამოვსულიყავი სტიქაროსნობიდან. მეც ყოველ დღე ვცდილობდი, თავი დამეღწია ზოსიმესთან შეხვედრისათვის. ერთხელ, შევედი კაბინეტში ჩემი სამხედროს ამბავის გასაგებად და მეკითხება: ,,ლექციების შემდეგ რას აკეთებო?’’. მე ვუპასუხე, არაფერს, სახლში ვარ და ვკითხულობ- მეთქი. დღეს თუ შეგიძლია, საღამოს ჩემთან, მცხეთაში ჩამოდიო (თან ამ დროს ჩემი ხელი უკავია ხელში და ეფერება). მეც უცებ მოვიმიზეზე, დეიდაჩემთან უნდა გავიდე აფთიაქში-მეთქი და არ მცალია-თქო. და რა ვიცი, კიდევ რამდენ რამეს ვიგონებდი, ოღონდ თავი დამეღწია გარეწარისაგან. ხან ჩემი ძმა არის ავად და გამიშვი-მეთქი, ხან დედაჩემი ჩამოვიდა-მეთქი, და ვინ მოთვლის, რას არ ვეუბნებოდი და ვატყუებდი. ერთხელ, როცა ვთხოვე, სახლში გავეშვი (თავის დაღწევის მიზნით), გამანთავისუფლა; (გვ.3ა) ორი დღე ვთხოვე და ორიც მე დავამატე. როცა ჩამოვედი, გაბრაზებული დამხვდა. დამიბარა და მეუბნება, „ამდენი ხანი სად იყავიო’’.  მეც ვუთხარი, სადაც ვიყავი და მაშინ მითხრა, ,,შვილო, ძველებს უთქვამთ, თუ რამეს ჯიბეში არ იგულებ, მანმადე არ იფიქრო, რომ ის შენია”. მე მივხვდი, რა ჯიბეზეც და რა რამეზეც იყო აქ საუბარი. სულ რამოდენიმე დღის შემდეგ დამიბარა და მეუბნება: შენ წაყევი მიხეილს ბენზინზე, დაგტოვებს და მანქანა წამოიყვანეო .(ჩემი მართვის მოწმობის არსებობა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როცა მაისამდე დატოვება შემომთავაზა). მეც გავყევი მიხეილს. მიხეილმა რიგში ჩააყენა მანქანა და წავიდა. მე იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი მანქანასთან დაახლოებით ჩემი უფრო დაახლოება უნდოდა. ზოსიმემ შეადგინა თხოვნა პატრიარქის სახელზე, რათა აღეძრა რესპუბლიკის კომისარიატში შუამდგომლობა და მითხრა, ,,აი, ასე გადაწერე, შვილო, ლამაზად და სუფთად”. მეც დავწერე და მითხრა, ,,ადექი და ეს თხოვნა შენ შეუტანეო, შემოგხედავს, დაგაკვირდებაო’’. მერე გადაიფიქრა,  უმჯობესია, მე შევუტანო. დამითხოვა ისევ ალერსითა და ამბორით. როცა ეს თხოვნა შეუტანა რექტორმა პატრიარქს, მითხრა, ლექციების შემდეგ (შეტანიდან რამოდენიმე დღის შემდეგ) შედი პატრიარქთან და პასუხი გაიგეო და მე აქ დაგელოდებიო. აუცილებლად ამოდი კაბინეტში და პასუხი გამაგებინეო. ჩემი პატრიარქთან ლოდინიდ დროს (საკმაოდ დიდი დრო გავიდა) ეპისკოპოსი ზოსიმე წავიდა მცხეთაში. ამასობაში ჩამოვიდა (გვ.4) პატრიარქის რეფერანტი შორენა (გვარი არ ვიცი) და მითხრა, რომ მიმემართა ამ საკითხზე მამა იოაკიმესათვის. არ ვიცოდი მამა იოაკიმეს მისამართი (არც საპატრიარქოში იცოდნენ ზუსტი მისამართი) და ჩავედი მცხეთაში, ზოსიმესთან, მისამართის გასაგებად. მივედი თუ არა სვეტიცხოველში, მაშინვე აღგზნებული პირუტყვივით მითხრა, აქეთ შემოდიო და კაბინეტში შევედით. შინაგანად რაღაცას ვგრძნობდი, რაც უნდა მომხდარიყო. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, თუ კიდევ ისეთი რამ გაიმეორა-მეთქი, აუცილებლად რაღაცას დავასახიჩრებდი. ამის საშუალება მქონდა გარშემო დაწყობილი შანდლებს რომ შევხედე, მაგრამ მაშინვე ისიც ვიფიქრე, ამ ბილწს მარტო ეკლესიისადმი მორჩილებით არ იქნებოდა და აუცილებლად დამიჭერდა. მე დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა. დამიწყო ხვევნა-კოცნა (ეპისკოპოსი კაბით იყო)…სურნელოვან ნელსაცხებელში შემზადებული თმები გაიშალა და გადმომაფარა სახეზე… ეს უკვე მეტისმეტი იყო. და წამოვაგდე ფეხზე. მხოლოდ მაშინ მოეგო გონზე ავადმყოფი და ცდილობდა, მღელვარებისაგან არეული სახე დამშვიდებოდა. წამოვედი გაბრაზებული და ვფიქრობდი, ამნაირი არც ჯარიდან დატოვება მინდა და არც სწავლა-მეთქ. რა ვიცოდი, თუ აქ ასეთი სიბინძურე სუფევდა. (გვ4ა) ავიცრუე გული სწავლაზე და მცხეთიდან სულ ლანძღვა-გინებით ჩამოვედი თბილისში. სასწრაფოდ ვუთხარი ყველაფერი ჩემს ზესტაფონელ მეგობრებს. იმ დონემდე ვიყავი მისული, — რომ მეგობრები არ ყოფილიყვნენ ჩემს გვერდში, ჭეშმარიტებისადმი, უფლისადმი რწმენასაც დავკარგავდი, საერთოდ განვიხრწნებოდი. მე პირველი ვარ, რომელმაც ვამხილე მამათმავალი „ეპისკოპოსი“ და ჩემამდე რამდენ სტუდენტს გახრწნიდა და გარყვნიდა? ეს ყოვლად დაუშვებელია, მე რომ პირველი ვყოფილიყავი მაგასთან. ან, მე რომ არა, რამდენს გახრწნიდა თავისი კეთილი გულით და ფულების დარიგებით. რამდენს დაუბრმავებდა თვალს. ყოველივე ამის შემდეგ ვაცდენდი წირვას, აღარ ვესწრებოდი არავითარ საეკლესიო დღესასწაულს. და ვაცდენდი აგრეთვე ლექციებსაც. ეს ამბავი გამხილდა თუ არა, მაშინვე კომისარიატმა გამომიძახა…

(ხელმოწერა)

თბილისის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი კ.რ. მცხოვრები ქალაქ ზ-ში, ცხაკაიას ქ. X…(ტექსტიდან ამოღებულია სხვა საზარელი დეტალები)


იხილეთ სა. ქ. მ. ე.

www.saqme.fr



დოკუმენტი-ხელწერილი

წილკნისა და დუშეთის ეპარქია „მთავარეპისკოპოსი“ ზოსიმე (შოთა შიოშვილი) სინოდის წევრი

ეს არის ხელწერილი, რომელიც დააწერინეს სასულიერო სემინარიის სტუდენტებმა „ეპისკოპოს”  ზოსიმეს მამათმავლობაში მისი საიდუმლო მხილებისას, მაგრამ მალე ზოსიმეს „პატრიარქი” დაეხმარა, გამოიყვანა ჩიხიდან, დღესაც სინოდის წევრად ჰყავს და უფრო მეტიც -დააწინაურა და მთავარეპისკოპოსობა უბოძა.


ილია მეორის ქორეპისკოპოსი თეოდორე (დიმიტრი ჭუაძე)





 იხ. სა. ქ.მ.ე.


გთავაზობთ ჩვენი საითის კომენტარებში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ კომენტარს, რომლის ავტორიცაა თეო.

ღმერთმა სიყვარული, სინანული და რწმენა მოგვმადლოს!არაა საკვირველი როდესაც ვერ გრძნობთ უწმინდესისგან მომავალ მადლსა და ღვალწლს და ვერ ხედავთ გზას_რომელიც მეტად ვიწროა და ჭეშმარიტი!…_რადგან იმძლავრა ბოროტმა მეტად..

მაგრამ ამჯერად.. შეაკავეთ მაინც ასეთი სიძულვილი (რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქცეს ხსნად!!!) ადამიანების მიმართ_ამის წყარო ხომ ამპარტავნებაა, რისგანაც მოდის ყოველი ავი და დამღუპველი!..

_მადლობა შესწირეთ უფალს_რომ ასეთი განსაცდელი მოუვლინა თქვენს სულს და უბრალოდ_სინანულით ილოცეთ_რომ გზა გაგინათოთ და სიყვარული მოგმადლოთ!..ჯვრით იბრძოლეთ თქვენი სულისთვის! — ყოველი წუთი ამ ცხოვრებაში ხომ გადარჩენის შესაძლებლობაა!

ღმერთმა დაგლოცოთ! გაძლიერდით და ცხონდით!

ღმერთს ებარებოდეთ_რათა იხაროთ ორსავე სოფელსა შინა!

გიორგი წულაძის კომენტარი:

მწუხარება

ამ კომენტარის წაკითხვისას კიდევ ერთხელ დამეუფლა მწუხარება და გავიფიქრე, მართლაც, ზღვარდაუდებელია ერეტიკული გონებით ღმერთზე აჯანყებული ადამიანის უბადრუკი ამპარტავნება, რადგან ბედავს გათავხედდეს ისე, რომ თავი აიმაღლოს ეკლესიის მოძღვარსა და განმანათლებელზე წმიდა იოანე ოქროპირზე, რადგან ამ კომენტარის ავტორმა, სწორედ ეს დიდი წმიდა მამა აირჩია, საკუთარი ბრალდების გამოსახატავად და გაკადნიერდა ისე, რომ შეაგონებს ღმერთშემოსილ წმიდა მამას „სიყვარულს, სინანულს და რწმენას“, ხოლო, წმიდა იოანე ოქროპირისაგან, ღვთისმკვლელ იუდეველთა სჯულის, ფსალმუნთგალობით რაბინთან ერთად, ხანუკური სანთლებით_ თაყვანისცემის დანაშაულში მხილებულ თავის „უწმიდეს“ პატრიარქს“ „მადლი და ღვაწლი“ დააბნია სამკერდე ნიშნად! ხუმრობთ, პატრიარქისტო, თეო? თუმცა, აქვს კი რაიმე მნიშვნელობა, ხუმრობთ, თუ სერიოზულად მკრეხელობთ? ორივე შემთხვევაში, სულიწმიდის გმობის ცოდვაში გედებათ ბრალი, რომელიც არ შეგენდობათ_ ორსავე სოფელსა ზედა!

დიახ, სწორი ბრძანა მამა ზურაბმა, არც შერცხვებათ და არც შეეშინდებათ! რადგან ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ!

ალექსანდრე ბოკუჩავას კომენტარი:

მივესალმები ბატონ გიორგი წულაძეს და მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მისდამი იმ მოთმინებისათვის და დარიგებისათვის, რომელიც მან გამოხატა ვინმე “თეოზე”. მეც მინდა “თეოს” ორიოდე სიტყვით ვუპასუხო; პატივცემულო “თეო”, როგორც ღვთის მოწყალების სახიერება არის უსასრულო, ასევე ილია მეორის და მისი მწვალებელი მღვდლების და ზოგიერთი მათ მრევლის წევრების ბოროტ სულისკვეთებას და ცილისწამებას არ გააჩნია სინდისის შემაკავებელი ზღუდე, მაგრამ მართმხილების ძალა მუსრავს მათ და ამასთან შეგუება, არ გინდათ თქვენ, ისევე როგორც სატანას არ უნდა შეგუება , იმის რომ მის მეუფებას აუცილებლად ექნება დასარული . მე გეკითხებით, თქვენ, პატივცემულო “თეო” რა უფრო უტეხს სახელს მართლმადიდებლობას, მოღალატე სამღვდელოების მხილება თუ ილია მეორის მორჩილი მღვდლების გამხრწნელი საქმეები და ქადაგებები? მაგალითად თბილისში სამების სახელობის წინამძღვარი “მამა” როსტომ ლორთქიფანიძე  ზოგადი ზნეობრივი სახეა ილია მეორისის და მისი მორჩილი სამღვდელოებისა, იმ ეკუმენისტი სამღვდელოებისა რომელიც, დიდი სჯულის კანონის ავტორიტეტის შელახვაში, ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. მომყავს როსტომ ლორთქიფანიძის ზნედაცემულ უხამს გამონათქვამთა ამონაწერი მისი ინტერვიუდან, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ” ახალ თაობაში” [ 223 ნომერში 1999 წ.} რისი წაკითხვის შემდეგაც თავად განსაზღვროს მკითხველმა ილია მეორეს და მის სანიმუშო მღვდელს როსტომ ლორთქიფანიძეს რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან: “როგორც გითხარით, დღეს ყველაზე მეტად ხელოვნება მიტაცებს… თბილისში დღეს ნომრიანი თამადები გაჩენილან, მაგრამ ვიცი, რომ საპატიო სამეულში ჯერ კიდევ შევალ… იმაზე მწყდება გული, რომ საქართველოში ქეიფი აღარ არსებობს… ქეიფი აზროვნებაა… რა თქმა უნდა, ყოფილა ისე, როდესაც ქალი სერიოზულად მყვარებია და ახლაც მაქვს დარდი აუხდენელი ოცნებისა…ქალი, რომელსაც საიდუმლოება დაეკარგება ხაშლამაა… მე ვკვდები, როცა ჩვენები აგებენ ფეხბურთს… მე რეჟისორობა მაქვს აკვიატებული, მაგრამ ფილმს ვერ ვიღებ იმიტომ, რომ ეს დიდ თანხასთანაა დაკავშირებული… მე სამი სცენარი უკვე მიდევს მაგიდაზე-შეიძლება სცენაზე მოვსინჯო, ალბათ რუსთაველის სახელობის თეატრში…”

მამხილებელი ფოტოები და ამონარიდები ამოღებულია გაზეთიდან „ასავალ-დასავალი“

ქართველი ერის წინაშე ამ ყოვლად ბილწი ქადაგების შემდეგ “მღვდელი” როსტომ ლორთქიფანიძე ყოველგვარი საეკლესიო ეპიტემიის ანუ სასჯელის გარეშე “მღვდელმოქმედებას” ისევ აგრძელებს და არც ილია მეორეს, არც მის „უწმიდეს“ სინოდს და არც მის მორჩილებაში მყოფ სამღვდელო იერარქიას სიტყვიერადაც არ დაუგმიათ, არამც თუ განუკვეთიათ იგი საკუთარი რიგებიდან. ილია მეორის ერთობლივ ლოცვას მწვალებლებთან და როსტომ ლორთქიფანიძის ბიწიერი კადნიერებით აღსავსე შემდეგ სიტყვებს:

რამკიანმა ქურდმა ისე წამომარტყა, დღემდე თავში მაკანკალებს. თუ ამას ყველაფერს დაუმატებთ იმასაც, რომ ზემოთ ხსენებული “მღვდელი” პრესის ფურცლებიდან გვამცნობს, თუ როგორ ეწევა სიგარეტს, მაშინ უწმინდესთან და უნეტარესად წოდებული მისი მამა და მაკურთხეველი “პატრიარქის” ილია მეორის პირდაპირი სულიერი თანამშრომლობა ეშმაკთა ლეგიონებთან არანაირ ეჭვს აღარ იწვევს.

მამხილებელი ფოტოები და ამონარიდები ამოღებულია გაზეთიდან ასავალ-დასავალი

თქვენ თეო ამბობთ რომ : არაა საკვირველი, როდესაც ვერ ვგრძნობთ უწმინდესისაგან მომავალ მადლს და ღვაწლს და ვერ ხედავთ გზას, რომელიც ვიწროა და ჭეშმარიტი… რადგან იმძლავრა ბოროტმა მეტად. ვფიქრობ კომენტარი ამ სიტყვებზე ზედმეტია, კარგით რა თეო- თეო მართლა არა გრცხვენიათ, ბნელს ნათელად წარმოაჩენთ და ეშმაკს ანგელოზად? როგორ შეიძლება ასე გაყინული გქონდეთ იეღოველებივით ტვინი? როგორ შეიძლება რამე საერთო ჰქონდეს უფალს სატანასთან? ჯობია, მაგ აბდა -უბდას წერას პატივცემულო თეო, საზოგადოებას განმარტება მოგვცეთ – ილია მეორისა და მისი მღვდლის როსტომ ლორთქიფანიძის ბოჰემური მიდრეკილებები საეკლესიო სამართლის მიხედვით , რა სასჯელს იმსახურებენ? ან იქნებ, ერის განმხრწნელ მათ მოღვაწეობას მისცეთ შეფასება?

დიდგორის მართლმადიდებლობის პრესსამსახური; მოამზადა ნიკა (ნიკოლოზ) გვარამიამ

წყარო : „დიდი სჯულისკანონი“ ამხელს! 

http://mamuli.net/DidgoriOld/bpg/publication_view.asp?InfoID=11549&iabspos=17&vjob=vcat,17&vtkid=

შენიშვნა: უწმინდურობის მამხილებელ ამ წერილში, ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მხილების დამადასტურებელი ზოგიერთის სურათის განთავსება და მალე იხილავთ!

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: