ერესის შემუსვრა

ამბავი პეტროს მკაწვრელისა და ალაჯა ძაღლის მარხვისა ანუ სომეხ მონოფიზიტთა მწვალებლობის შესახებ

agsakdreba_0 ნინო ბურჯანაძის უკან წვეტიან ქუდში სომეხი მონოფიზიტი „ალაჯორი“ ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილი „მზიანი ღამისას“

„რომელთა იმარხულეს მარხვა ალაჯორისა, რომელი მიიღეს უღმერთოთა ტარსუნ ქალაქსა შეკრებილთა მწვალებელთაგან, შეჩვენებულ იქმნენ;

რომელნი არა იმარხვენ მარხვათა ქრისტეს შობისათა, რომელი წმიდათა მოციქულთა განაწესეს, არცა იმარხავენ წმიდათა მოციქულთა, არცა წმიდისა ღვთისმშობლის მიცვალებასა, არამედ აქვთ მარხვები უცხო სჯულისაგან, შეიჩვენებიან;

რომელნი წმიდათა დიდთა მარხვათა შაბათ-კვირიაკეთა სჭამენ რძესა, კვერცხსა და ერბოსა, რომელნი ცხადად, რომელნი ფარულად, შეჩვენებულ იქმნენ“.


ერესის შემუსვრა

იყო ერთი წმიდა და მართალი პატრიარქი, რომლის მართალ სიტყვას და ქადაგებებს ყოველი წირვისას მადლით აღვსილნი ისმენდნენ ხელმწიფე და მისი ოჯახი. სახელი ამ პატრიარქისა იყო პეტროსი. იგი კონსტანტინეპოლის საყდარზე იჯდა და ყოველ ჟამის წირვაზე მეფე-დედოფალი მარჯვნივ და მარცხნივ ედგნენ.

ერთ დღეს დედოფალი წირვაზე იდგა და დედათა ბუნებითი წესით უნებურად ტაძარში დგომის ცოდვაში ჩავარდა, პატრიარქს ეს მეყსეულად ეუწყა ღვთისაგან და წმიდა ბარძიმი სისხლით აღევსო. პეტროსი მიუტრიალდა დედოფალს და შეცბუნებულმა და რისხვით აღვსილმა დასწყევლა იგი. სირცხვილეულქმნილმა დედოფალმა უთხრა ვედრებით: „რატომ, უფალო  წმიდაო მამაო“! პეტროსს სიამაყე მოჰგვარა დედოფლის ამ სიმდაბლემ და მეორედ დასწყევლა იგი და თანაც, ყველა ქალი, ქვეყნად მოვლენილი. დედოფალზე ამ დროს ღვთის რისხვა გადმოვიდა და ამ უსამართლო წყევლის გამო ბრძანა, გაეყვანათ პატრიარქი და გაეძევებინათ. პეტროსი ასეთი მოპყრობის შემდეგ თავად უფლისადმი აღივსო რისხვით და გადაწყვიტა, პასუხი მიეგო ასეთი უპატიოდ მოპყრობისათვის თვით ღვთის წმიდა სჯულისადმი. იგი წავიდა სომხეთში და თავისი მომხრეებით დაიწყო არნახული გმობა ღვთის მართლმადიდებელი წმიდა სჯულისა. დაგზავნა თავისი მომხრეები სასომხეთის ყველა კუთხეში და გმობდა  განკაცებული უფლის დედამიწაზე ნაქადაგებ მართალ სარწმუნოებას და წმიდა კრებებზე მიღებულ  ღმერთშემოსილ მამათა მიერ დადგენილ დოგმატებსა და საეკლესიო კანონებს; პეტროსში  შურისძიების რისხვა დღითი დღე  ძლიერდებოდა და ეშმაკის მისადმი შემწეობაც უფრო იზრდებოდა; დააწესა მარხვათა  გმობა და წმიდა მარხვების ჟამს ქადაგებდა თავისი მომხრეებით საშინელ მწვალებლობას: ხუთ დღეს, შაბათ-კვირის მიმატებით, ამ მარხვაში ჭამეთ კვერცხი და ყველი, შემდეგი კვირის განმავლობაში ნუ მიიღებთ ღვინოს, თევზს და ზეთს — ქადაგებდა იგი; გაათანაბრა თევზი, ღვინო და ზეთი კვერცხთან და ყველთან; ასწავლიდა ერს რომ ეპისკოპოსები და ბერ-მონაზვნობა ხორცს უნდა სჭამდნენ; შერყვნა მოციქულთა და ღვთაებრივ მამათა მიერ წმიდა კრებებზე მიღებული ყველა დადგენილება; შერყვნა და ასწავლა სომეხ ერს გმობა ღვთის წმიდა სჯულისა; ბოლოს, მისი მწვალებლობა ზღვარგადასულ სისაძაგლემდე მივიდა: პეტროსი ზრდიდა ძაღლის ლეკვს, რომელსაც ალაჯა დაარქვა, გამოაცხადა ერში, რომ ეს ძაღლი თავის სულიერ წინამძღვრად შერაცხა. საიდუმლოდ გაწვრთნა ძაღლი გრძნეულებაში, ეშმაკის რიტუალთა აღსრულებისას ამ ძაღლზე ქვესკნელის ძალები მეფობდნენ და ათასგავ ჯადოქრულ „სასწაულებს“ აღასრულებინებდნენ; პეტროსი ეტყოდა: ალაჯა ეს გააკეთე, ძაღლიც ეშმაკის შემწეობით ნებისმიერ მის ბრძანებას აღასრულებდა და ხალხი აღტაცებაში მოჰყავდა.

ერთ დღესაც ერთ-ერთი გრძნეულების აღსასრულებლად გაგზავნილი ალაჯა მოკვდა. ბევრი ეძება პეტროსმა და ვეღარ იპოვა და ამის გამო, გამოაცხადა საყოველთაო გლოვა და უბრძანა თავის მომხრეებს, ელოცათ და ემარხულათ ძაღლისათვის, რათა გაეგოთ, სად გაქრა ალაჯა. გამოაცხადეს მარხვა ორშაბათიდან და იმარხულეს შაბათამდე და ეშმაკის ჩვენებით გამოეცხადა ძაღლი პეტროსს და აჩვენა ის ხევი, სადაც მოკვდა. მაშინ, სომეხ ერს გლოვით გამოუცხადა და დაუწესა პეტროსმა ეს დრო მარხვის დროდ ალაჯა-ძაღლის საპატივცემულოდ.

ეს არის სომხეთში ქადაგებული პეტროს მკაწვრელის უწმიდური სჯული, ღვთის წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შეჩვენებით მსჯავრდებული.

ეუწყა ქართლის კათალიკოს მიქაელს ეს გაუგონარი ბოროტი გმობა ღვთის წმიდა ეკლესიისა; აღივსო სულიწმიდის მადლით მიქაელი და წამოვიდა მცხეთიდან რისხვით აღვსილი თავის ეპისკოპოსებთან, მღვდლებთან და კეთილმორწმუნე ერთან ერთად ბოროტადმგმობელი პეტროსის შესამუსრად. სასულიეროთ ღვთის ანგელოზის მიერ ეუწყათ, სამღვდელო ქუდებში ქვები ჩაეწყოთ და ისე მისულიყვნენ პეტროსთან.

patriarqi_da_alajori ილია II და საქართველოს ეკლესიის სხვა ერესიერარქები „ალაჯორ“-მონოფიზიტებთან ლოცვისას (ეჩმიაძინი)

ერეტიკოსის წინაშე პირველი წარსდგა მიქაელ კათალიკოსი. პეტროსმა შესამოსლის მკლავი გაუწოდა მიქაელს სამთხვევად, მიქაელმა ამ სახელოთი გადმოიზიდა პეტროსი და ძირს დასცა, მსწრაფლ მოიხადა სამღვდელო ქუდი და მასში დამალული ქვით სასიკვდილოდ შეუმუსრა უხსენებელს თავი; მაშინვე აღმართა სხვა ქართველმა სამღვდელოებამ და მართლმორწმუნე ერმა ქუდში დამალული ქვები პეტროსის თავზე და მოკლეს მგელი იგი და მიაგეს ღვთის რისხვა, რაც სათნოებად შეერაცხათ ზეცად! ამის მხილველ პეტროსის მიმდევრებს შიშის ზარი დაეცათ და ვერავინ განძრევაც კი ვერ გაბედა. მაშინვე გაეცალა მიქაელი თავის ერით ამ საშინელ ადგილს.

ხოლო პეტროსის მიმდევრებმა, როდესაც გონს მოვიდნენ, დაიწყეს გლოვა და გოდება; ხალხს უხმობდნენ და უქადაგებდნენ: თქვენ მოგიკვდათ წმიდა წინამძღვარი, ვიმარხვოთ და ვილოცოთ და გამოგვიცხადებს ღმერთი პეტროსის ამბავს. ასეც მოიქცნენ და ღამით იხილეს პეტროს მკაწვრელის გვამზე მგლის სახით შეკრებილი მოზეიმე დემონები, რომლებიც ყმუოდნენ საზარლად, ხოლო მწვალებლობით დაბრმავებულმა პეტროსის მიმდევრებმა სომეხ ერს გამოუცხადეს, რომ იხილეს ანგელოზნი, რომლებიც უგალობდნენ სომეხი ერის დიდ სულიერ წინამძღვარს და დაიწყეს პეტროსის სულის პატივის მისაგებად თავიანთი ხანგრძლივი ჟამნობა და გალობა.

  1. და ვითარცა ერთსა ბუნებასა ქრისტესა მქადაგებელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
  2. და ვითარცა ერთსა მოქმედებასა მქადაგებელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
  3. და ვითარცა ერთსა ნებასა ქრისტესა მქადაგებელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
  4. და ვითარცა ქრისტეს შობისა უარისმყოფელნი, შეჩვენებულ იქმნენ;
  5. და ვითარცა ხარებასა ღვთისმშობლისასა არა მედღესასწაულენი, შეჩვენებულ იქმნენ!

წერილი მომზადებულია წიგნიდან: „საქართველოს სამოთხე“

„დიდგორის“ პრესსამსახური

2 Responses to “ერესის შემუსვრა”

  1. ნიკა Says:

    • ნიკა Says:

      «Позвольте мне выразить глубокую благодарность за вручение мне высшей награды Армянской Апостольской Церкви, — сказал в ответном слове Святейший Патриарх Кирилл. – Получая ее из рук Вашего Святейшества, я расцениваю ее как знак братской любви верующего армянского народа к верующему народу Русской Православной Церкви».

      «С раннехристианских времен армянский народ сохранялся и спасался благодаря верности Христу, – подчеркнул Святейший Патриарх Кирилл».

      На молитвенную память о своем визите в Армению Предстоятель Русской Православной Церкви вручил Католикосу Гарегину II крест и панагию, а также передал в дар ереванскому кафедральному собору образ Спаса Нерукотворного.
      http://www.mospat.ru/ru/2010/03/17/news14669/


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: