ინტერვიუ მიტროპოლიტ დამასკინთან

 

meufe-damaskini

მიტროპოლიტი დამასკინი

damaskin-logo

 

http://www.ispovednik.org/


ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან.

ამ ვიდეოზე ალექსი II აშკარად ლოცულობს კათოლიკებთან და ქადაგებს რაღაც მწვალებლურ, ანტიმართლმადიდებლურ სწავლებას


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქის მიტროპოლიტ დამასკინის (ბალაბანოვი) ინტერვიუ ქართულ საინფორმაციო ცენტრთან „ დიდგორის პრესსამსახური“

ინტერვიუ

კითხვა: თქვენო მაღალუსამღვდელოესობავ, ჩვენთვის დიდი პატივია, თქვენგან ინტერვიუს აღება; გთხოვთ, ჩვენი ვებ-საითის „დიდგორის“ ქართველ მკითხველს წარუდგინოთ თქვენი საეკლესიო იურისდიქცია, თქვენი ეკლესიის წარმომავლობა, თქვენი საკათედრო ტაძრის დასახელება და ზოგადად თქვენი ეკლესიის მდგომარეობა, რადგან, რამდენადაც ვიცით, ისე, როგორც ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იერარქია, თქვენც დევნაში იმყოფებით!

პასუხი: უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მოგანიჭოთ ხსნა, ქრისტეში ძვირფასო, ძმანო და დანო! თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა ჩემთვისაც დიდი პატივია. მე ყურადღებით ვადევნებ თვალს მოვლენებს საქართველოში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკლესიურ ცხოვრებას. არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოში გაიხსნა ჩვენი სამრევლოც, რომელსაც ასაზრდოებს ღვთისმსახური ალექსანდრე კამლაძე. შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამინდელმა ჩვენმა დაპირისპირებამ მოუტანა სარგებელი არა ჩვენს ძმურ ქრისტიან ერებს – რუსებს და ქართველებს, არამედ ჩვენს მტრებს და ქრისტეს ეკლესიის მტრებს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სათავე იწყება რუსეთის ქრისტიანობაზე მოქცევიდან. დღესდღეობით რუსეთის ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთია, რომელმაც უფლის დახმარებით მოახერხა აეცილებინა კონტროლი ზესახელმწიფოთა მხრიდან და შესძლო შეენარჩუნებინა სრული სისავსით მართლმადიდებლური სწავლება. ჩვენ წარმოვადგენთ კატაკომბური ეკლესიის სამართალმემკვიდრეებს, რომელიც წავიდა კატაკომბაში და არ მიიღო ყველასთვის ცნობილი მიტროპოლიტ სერგის (სტრაგოროცკი) დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებდა ლოიალობას უღმერთო საბჭოთა ხელისუფლებისადმი. ამავე დროს ვართ სამართლმემიკვიდრენი რუსეთის მართლმადიდებელი საზღვარგარეთული ეკლესიისა, ამ ჩვენს უკვე აპოსტასიურ დროში, რომელიც არ წავიდა შეერთებაზე მოსკოვის საპატრიარქოსთან. მას შემდეგ, რაც ავირჩიეთ ყველაზე სუფთა და სულიერი ამ ორი მიმართულებიდან – რუსული მართლმადიდებლობისა, და ეს წარმოადგენს ჩვენი ეკლესიის დაბრუნებას მის ისტორიულ ადრეულ სახელწოდებაში, და სინოდალური მმართველობის დაბრუნებას ამერიკიდან რუსეთში, ჩვენ ამით რაღაცნაირად დავიწყეთ ახალი დროის ათვლა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.
ჩვენ თავიდანვე ღიად განვაცხადეთ ჩვენი მართლმადიდებელი რწმენის აღმსარებლობაზე. არ ვცანით ლეგიტიმურობა (კანონიერება) არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების, არამედ 1917 წლის თებერვლიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლებისა. არ ვცანით არც ერთი რუსული ეკლესიის იურისდიქცია, რომლებიც თავს უწოდებენ “მართლმადიდებლურს” ეკლესიის გამო. ჩვენ უმადლოდ ვცანით მოსკოვის საპატრიარქოს საიდუმლოებანი. ჩვენ ვდგავართ რწმენისთვის, მეფისთვის და სამშობლოსთვის. ამიტომაც გასაგებიც არის და არც გვიკვირს, რომ ასეთი ღიად მართლმადიდებლური პოზიიციისთვის რუსეთში ჩვენც ვიდევნებით.
 
 კითხვა: გთხოვთ დაგვიხასიათოთ რა ორგანიზაციაა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, რა ხდება ამ ორგანიზაციის წიაღში და როგორც ვიცით, მოსკოვის საპატრიარქო „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრია; ხოლო, პატრიარქი ალექსი მეორე სრულიად რუსეთის უწმიდეს და უნეტარეს პატრიარქად იწოდება; გთხოვთ, განგვიმარტოთ, მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლების თანახმად, რა ტიტულია „უწმიდესი და უნეტარესი“ და ალექსი მეორისადმი ამ წოდების მინიჭება და „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“-ში მისი წევრობა როგორ თავსდება ერთმანეთთან?

int-damaskintan-kolaji

ფლანგებზე: ე. მ. ს.-ს პრეზიდენტი სამუელ კობია და კავკასიის მუსლიმთა ლიდერი-მოლა ალექსი მეორესთან, ცენტრში ალექსი და ლავრი ერთი ძმობა-ერთი ევქარისტია

პასუხი: “ეკლესიათა მსოფლიო საბჭო” ეს ანტიმართლმადიდებლური ეკუმენური ორგანიზაციაა, რომლის ცენტრიც ამსტერდამშია. დაარსდა 1948 წელს მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რათა ეკლესიათა გაერთიანება მომხდარიყო არა ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით, არამედ მასონთა ჰუმანურ ფასეულობებზე და ეკლესიის პროტესტანტულ გაგებაზე. შეიძლება ითქვას და ეს იქნება სიმართლე, რომ ეგრეთ წოდებული “ეკლესიათა მსოფლიო საბჭო” არის კერა ერესთა ერესის. მოსკოვის საპატრიარქო 1961 წლიდან მოყოლებული, არის ერთ-ერთი აქტიური წევრი ”ე. მ. ს.”; ამ ათწლეულების განმავლობაში მოსკოვის საპატრიარქომ გაიარა ამ ორგანიზაციის ყველა ვაკხანალია.

რაც შეეხება “უნეტარესის” ტიტულს მე არ მსმენია ამის შესახებ. “უწმინდესად” ალექსი მეორეს კი ნამდვილად განადიდებენ, სამწუხაროდ ეს მართალია. მაგრამ, ჩვენ რა საქმე გვაქვს ამ უწმინდურ ადამიანს რას უწოდებენ? ამ ადამიანმა საკუთარი თავის პატრიარქად წარმომჩინებელმა, არარუსული გვარით რიდიგერი, თავისი აშკარა უღმერთოებით მიაღწია ყველაზე უკიდურეს საზღვარს. ასეთი ადამიანებისთვის, როგორიც ეს საბჭოთა “პატრიარქია” არ არსებობს შეუთავსებელი საგნები და კატეგორიები.

კითხვა: მოციქულთა 45 კანონი ბრძანებს: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“. გთხოვთ განგვიმარტოთ რა არის მწვალებლობა, რატომ იკრძალება მწვალებლებთან თანალოცვა, ლოცულობდა და დღესაც ლოცულობს თუ არა ალექსი მეორე და მისი მორჩილი სამღვდელო იერარქია მწვალებლებთან და მოციქულთა 45 კანონის თანახმად არის თუ არა ალექსი მეორე განკვეთილი მართლმადიდებელი ეკლესიიდან? ხოლო „განკვეთის“ მსჯავრი მის მიმართ ვინ აღასრულა?!

პასუხი: ისეთი ადამიანები, როგორიც ალექსი რიდიგერია, მოციქულთა კანონებს თვლიან მოძველებულად. მათთვის არ არსებობს არანაირი კანონი. მათთვის არ არსებობს ღმერთი. ესენი არიან უღმერთონი ანაფორებში. ესენი არიან ათეისტები ანაფორებში. ოდესღაც ისინი მოვიდნენ მოსკოვის საპატრიარქოში პარტიის და კომკავშირის მითითებით. გახდნენ უშიშროების შტატიანი აგენტები და თანამშრომლები. ალექსი რიდიგერი წარმოადგენს აგენტ “დროზდოვს”. ამაზე დღეს საკმარისად ბევრია დაწერილი და მე არ შევუდგები აქ ამის განმეორებას; თავის დროზე გახსნილ იქნა მოსკოვის საპატრიარქოს უმაღლეს საეკლესიო იერარქთა აგენტურული ზედმეტსახელები. ალექსი რიდიგერი ირიცხებოდა, როგორც აგენტი “დროზდოვი”; დროზდოვად იგი დარჩა დღევანდელ დღემდე. დროის ჩარჩოები ს. უ. კ.-ში როგორც ცნობილია არ არსებობს. რაც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეგვახსენა ბატონმა პუტინმა, როდესაც განაცხადა რომ “ყოფილი ჩეკისტები არ არსებობენ”.

kgb-report-on-drozdov_citata1

საბჭოთა კავშირის ს. უ. კ._ის აგენტი „დროზდოვი”

მწვალებლობა, ეს არის მართლმადიდებლური სწავლების შეგნებული უარყოფა, ან დამახინჯება. თანალოცვა ერეტიკოსებთან, ეს ნიშნავს მათი სწავლების ჭეშმარიტ სწავლებად მიღებას. ამიტომაც არის რომ არსებობს მოციქულთა 45-ე კანონი, რომელიც ასე კატეგორიულად და არაორაზროვნად მიუთითებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ მართებულად იმ ხალხს, ვინც ერეტიკოსებთან ლოცულობს..

მოსკოვის საპატრიარქოს იერარქები მრავალჯერ მოქცეულან მოციქულთა ამ კანონის ქვეშ. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ისინი არასოდეს არც ყოფილან მართლმადიდებელ ეკლესიაში. ისინი გახდნენ ერეტიკული გაერთიანების წევრი სახელწოდებით “მოსკოვის საპატრიარქო” (მ.ს.), სადაც გაიარეს ყველა კარიერისტული საფეხური და გახდნენ ერესიარქები. ისინი თავდაპირველადვე არ იყვნენ ეკლესიის წიაღში. როდესაც ადამიანი არ არის ეკლესიის წევრი, მის განკვეთასაც აზრი არა აქვს. მოსკოვის საპატრიარქო, როგორც სამართალმემკვიდრე მიტროპოლიტ სერგის (სტრაგოროცკი), უფლისაგან განკვეთილ იქნა მისი წმ. კლესიის მიერ ჯერ კიდევ 1927 წელს.
კითხვა: თუ შეიძლება, აგვიხსენით: რა სჯულია იუდაიზმი, ისლამი, მონოფიზიტობა, კათოლიციზმი და მართლმადიდებელ პატრიარქს, ან თუნდაც ერისკაცს 1) აქვთ თუ არა ამ სჯულის წარმომადგენლებთან თანალოცვის და 2) რელიგიურ ფორუმებში მონაწილეობის უფლება? რა კანონთა მიხედვით იკრძალება მათთან რელიგიური კავშირ-ურთიერთობა, ლოცულობდა და დღესაც ლოცულობს თუ არა მოსკოვის საპატრიარქო თავის პირველიერარქის დონეზე ამ რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან, იღებს თუ არა მათ რელიგიურ ფორუმებში დღესაც მონაწილეობას? მართლმადიდებელი ეკლესიის კოდექსის თანახმად რა სასჯელი განეწესება ალექსი მეორეს და მის ქვეშევრდომ სამღვდელო იერარქიას ამ ქმედებათა გამო?!

ოფიციალური გაყოფა აღმოსავლურ (მართლმადიდებელ) და დასავლურ (კათოლიკურ) ეკლესიებად მოხდა 1054 წელს. კათოლიკური მწვალებლობა ასწავლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვაზე, სულიწმიდის მადლის გარდამოსვლაზე არა მარტო მამისგან, არამედ ძისაგანაც, რომის პაპის, როგორც “ღმერთის მოადგილის” დედამიწაზე უცოდველობას, და ასე შემდეგ. ხოლო დაწვრილებით საუბარს ისლამზე, იუდაიზმზე და ბუდიზმზე არსებითი აზრი არც აქვს. ამ რწმენათა სწავლებების სატანურ ბუნებას აღიარებენ თვით ამ “რელიგიათა” ადეპტებიც.

სწორედ 45-ე და შემდეგი 46-ე მოციქულთა კანონი განსაზღვრავს მართლმადიდებელი ხალხის ურთიერთობას უცხოდმადიდებელთან. და არამცთუ განსაზღვრავს, არამედ მკაფიოდ ამბობს ერთობლივი ლოცვის გამო სასჯელის იმ საფეხურზე, რომელიც ითვალისწინებს სასულიერო წოდებიდან განგდებას და ეკლესიიდან განკვეთას. სწორედაც რომ ამ სასჯელის ქვეშ ექცევა ყველა ის, ვინც გაერთიანებულია და ლოცულობს “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში”, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ, და ეს იქნება სიმართლე, ანტიქრისტეს – სატანის მომავალი ეკლესიის წინასახე. მათთან ერთად სასჯელის ქვეშ ექცევიან სხვა იერარქებიც მოსკოვის საპატრიარქოდან. მაგრამ ვიმეორებ, მათ მიმართ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების გამოყენება არც ისე კორექტულია, რადგან ეს თითქმის იგივეა, რომ გამოვიყენოთ ეს კანონები ს. უ. კ. _ის თანამშრომლებისადმი. ეს კანონები მეხება მე, როგორც მართლმადიდებელ იერარქს, და საერთოდ ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრს. ხოლო ანაფორებში ს. უ. კ. – ის თანამშრომლებს ეს კანონები არ ეხებათ, ვინაიდან ისინი ეკლესიიდან სხვა საფუძველის გამო არიან განკვეთილნი. მაგალითად, იმ საფუძველის გამო, რომ პატრიარქ ტიხონის და 1918 წლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ანათემირებულია ღვთისმბრძოლი საბჭოთა ხელისუფლება, და ყველა ის, ვინც თანამშრომლობდა მასთან.

კითხვა: საქართველოს ოფიციალურმა ეკლესიამ საქართველოში მძლავრი ანტიეკუმენისტური საეკლესიო პროტესტის გამო დატოვა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, მაგრამ ევქარისტიულ ერთობაში დღესაც იმყოფება „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ ყველა წევრ-იურიდიულ სუბიექტთან, ე. წ. სხვა და სხვა ქვეყნის ოფიციალურ ეკუმენისტურ „მართლმადიდებელ“ ეკლესიებთან; როგორ ფიქრობთ, წარმოადგენს თუ არა ეს ფაქტი, კვლავაც ე. მ. ს_ს. არაფორმალურ წევრობას? ანუ, რა არის ევქარისტია და რატომ არ შეიძლება ევქარისტიული ერთობა ეკუმენისტურ საყდრებთან? ამ საყდრებთან ევქარისტია ითვლება თუ არა მწვალებლობად?

პასუხი: ევქარისტია, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოთა საიდუმლო. ვვქარისტიის ირგვლივ ასე თუ ისე აღშენებულია ყველა დანარჩენი საიდუმლო-აღსარება, ნათლობა, მირონცხება, (მათ შორის სამეფო), ჯვრისწერა, ხელდასხმა, თუმცა ბოლო ორი ასწლეულია შეინიშნება არაჯანსაღი ტენდენცია ამ საიდუმლოთა ევქარისტიიდან გამოყოფისა. ვქარისტიული კანონი – მთავარი ნაწილია ღვთაებრივი ლიტურგიისა, რომლის დროსაც აღესრულება საიდუმლო, ე. ი. ევქარისტული ძღვენის პურის და ღვინის გარდაქცევა ქრისტეს ხორცად და სისხლად. ყოფნა ევქარისტიულ ურთიერთობაში, ან, როგორც თქვენ ამბობთ, კავშირში, ნიშნავს, იგივე ერთობლივ ლოცვას.. ამიტომ, თუკი, ოფიციალური ქართული ეკლესია, მას შემდეგ, რაც გამოვიდა “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან” და მაინც დარჩა ამ ეკლესიებთან (ე. მ. ს. წევრ ეკლესიებთან) ევქარისტიულ კავშირში, ეს სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე და ტყუილი, და ლოცვითი ერთობის გაგრძელება ერეტიკოსებთან. და წარმოადგენს ოფიციალური ქართული ეკლესიის ჩავარდნას ერესთა ერესში – ეკუმენიზმში. ხოლო ტყუილით და სიცრუით მოქმედება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს თვალთმაქცური “გამოყოფა” არის არა უფლისაგან, არამედ მზაკვრისგან, ყოველგვარი სიცრუის მამის – სატანისაგან.

კითხვა: რას ნიშნავს წმიდა პეტრე მოციქულის ეს სიტყვები: „უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგნ. იმ მართალი იგავისა არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ; ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის“ (2 პეტრე 21-22). ამ სიტყვების ფონზე განგვიმარტეთ ეპისკოპოს ლავრის ქმედება, როდესაც იგი შევიდა ევქარისტიულ ერთობაში „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” წევრ მოსკოვის საპატრიარქოსთან და საეკლესიო კოდექსის თანახმად რა სასჯელი განეწესება ეპ. ლავრს თავის მორჩილ სასულიერო იერარქიასთან ერთად ე. მ. ს. წევრ მოსკოვის საპატრიარქოსთან გაერთიანების გამო?

int-damaskintan-kolaji_2

ალექსი მეორის ერთობლივი ლოცვა კათოლიკე კარდინალთან და სასომხეთის მონოფიზიტ „პატრიარქთან”

პასუხი: როცა ადამიანი ამ წუთისოფელში ცხოვრობს, და არ მცოდნეა უფლის სიმართლის და მისი ცხოვრება მიედინება სახარების სინათლის გარეშე, ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. მაგრამ ის შეიძლება უფლის მიერ შეწყალებულ იქნეს, რადგან მისი დანაშაული უფლის სიმართლის ამ არ ცოდნაში არც ისე დიდია. მაგრამ, თუ ადამიანმა შეიცნო ჭეშმარიტება და მაინც უბრუნდება სიცრუეს, მაშინ უკვე ასეთი ადამიანისთვის აღარანაირი გამართლება არ არის ღმერთის წინაშე. ასეთ ადამიანს ემუქრება უფლის სასჯელი, ელოდება ჯოჯოხეთი.

მე არ ვარ განმსჯელი მიტროპოლიტ ლავრის და მისი მიმდევრებისა უნიისათვის მოსკოვის საპატრიარქოსთან. უფალია ყველა ჩვენთაგანის მსაჯული. მაგრამ, თუ ეკლესიამ უკვე განსაჯა მოსკოვის საპატრიარქო, და თუ კატაკომბურმა აღმსარებელმა ეკლესიამ თავის ბაგეებით ანათემას გადასცა იგი, მაშინ არ არსებობს ეჭვი, რომ გაერთიანებულნი ამ განდგომილ ეკლესიასთან თანაბრად გაიზიარებენ მის ხვედრს. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ღვთის სასჯელი ასეთი ვერაგული განდგომისათვის უფლისაგან, რაც მიტროპოლიტმა ლავრმა და მისმა სამღვდელოებამ ჩაიდინა მათთვის იქნება საშინელი.

პასუხი: ყველა რწმენა მსოფლიოში გარდა მართლმადიდებლობისა, თავისი არსით წარმოადგენს დამახინჯებულ სატანურ სწავლებას. კათოლიციზმს და მონოფიზიტობას აღმსარებლობენ ერეტიკოსები, რომელთაც თავის დროზე მიატოვეს მართლმადიდებელი ეკლესია. მონოფიზიტური მწვალებლობა ირწმუნება, რომ ქრისტე შემოსილი იყო ერთბუნებოვნებით. მონოფიზიტები აღიარებდნენ, რომ ქრისტემ, ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, თუმცა მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური. თითქოს ქრისტეს ბუნება უნდა განვიხილოთ, როგორც ღვთაებრივი ბუნება, რომელსაც გააჩნია ადამიანური თვისებები. მონოფიზიტური მწვალებლობა მსჯავრდებულ იქნა ქალკედონის კრებით (451). ამ კრებაზე იქნა დამტკიცებული, რომ ქრისტე არის ერთიანი და ერთადერთი ძე ღვთისა “სრულყოფილი ღვთაებრიობით და სრულყოფილი ადამიანურობით”, “ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი…გონიერი სულისა და სხეულისაგან, თანაარსი მამისა ღვთაებრიობით და ჩვენივე ერთარსი ადამიანურობით” იგი არის “ერთი და იგივე ქრისტე” და “ მხოლოდშობილი ძე ღმრთისა”, “ორი ბუნებით, შეურწყმელად, უცვლელად, განუყოფლად, განუყრელად. ისე, რომ შეერთების შედეგად არა თუ არანაირად არ ისპობა განსხვავება ორ ბუნებას შორის, უფრო მეტიც, თვითეული მათგანის ბუნების თვისება შენარჩუნებულია…“ მონოფიზიტური მწვალებლობა შენარჩუნდა კოპტურ, სომხურ და სირია-იაკობიტურ ეკლესიებში.

კითხვა: განგვიმარტეთ რა არის ანათემა, რა შემთხვევაში განეწესება ეს სასჯელი ადამიანს, ასევე, ენიჭება თუ არა ეს სასჯელი ალექსი მეორეს და მასთან შეერთებულ ლავრს? და რა კანონთა თანახმად ენიჭებათ ეს სასჯელი? და წარმოთქვა თუ არა ვინმემ ამ განდგომილთა შესახებ რუსულ კატაკომბურ ეკლესიაში ანათემა?!
პასუხი: ანათემა ეს არის საჯარო განკვეთა ქრისტეს ეკლესიიდან, უმძიმესი საეკლესიო სასჯელი. ითვალისწინებს მსჯარდებულის განდევნას საეკლესიო კრებულიდან, მადლის და ცხონების დაკარგვას. საკითხები, რომელიც ეხება ანათემატიზმებს და საერთოდ, საკითხები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ დღევანდელ მსოფლიოში, ეს არის ადგილობრივი კრების კომპეტენციის საკითხი. რომელზედაც უნდა იქნას განხილული ის საკითხები, რაზეც თქვენ საუბრობთ.

კითხვა: ჩვენ დადასტურებულად და ოფიციალური დოკუმენტის სახით გაგავაჩნია მტკიცებულება რომ საქართველოს ეკუმენისტი პატრიარქი ილია მეორე იყო საბჭოთა კავშირის უშიშროების აგენტი ფსევდონიმით „ივერიელი“, ასევე, გთხოვთ დაგვიდასტუროთ ან უარყოთ, შეესაბამება სიმართლეს თუ არა, რომ რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორეც წარმოადგენდა უშიშროების აგენტს ფსევდონიმით „დროზდოვი“! გთხოვთ აგვიხსნათ, რაში გამოიხატებოდა ამ აგენტ პატრიარქთა საქმიანობა? აგვიხსენით ასევე, საეკლესიო კანონის თანახმად, რა მსჯავრი განეწესებათ ასეთ აგენტ (დამსმენ) პატრიარქებს?

patriarqis_barati1

საქართველოს „პატრიარქის” ს. უ. კ._ის აგენტობის დამადასტურებელი ანკეტა ფსევდონიმით „ივერიელი”

პასუხი: ცოტა ზემოთ უკვე დაგიდასტურეთ ალექსი რიდიგერის კავშირი ს. უ. კ. – თან — ფსევდონით “დროზდოვი”. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ეპოქაში მოსკოვის საპატრიარქოს არც ერთი ეპისკოპოსი არ დარჩენილა უშიშროების “კურთხევის” გარეშე. კანდიდატი ეპისკოპოსობაზე ვალდებული იყო მიეცა ხელწერილი ს. უ. კ. – ის ორგანოებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და ლოიალურ განწყობას.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია. რომ საქართველოს ოფიციალურ საპატრიარქოში მიმდინარეობდა ანალოგიური პროცესები, ვინაიდან ქვეყანა იყო ერთი — საბჭოთა კავშირი, და ლუბიანკის ინსტრუქციები მოქმედებდა ყველა მის ტერიტორიაზე. რაღაც გაგებით საქართველომ მთელს ქვეყნაში წინ წაიწია, ვინაიდან 1927 წლის ივლისის ბოლოს კათოლიკოსად არჩეულმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) ერთი თვით გაუსწრო სერგის (სტრაგოროდსკი) და გამოსცა “დეკლარაციის” ქართული ვარიანტი, სადაც მთლიანად შეცვალა უღმერთო საბჭოთა ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, მისადმი თანამშრომლობისა და მორჩილების სასარგებლოდ. ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ მომავალი ოფიციალური ქართველი პატრიარქი ილია მეორეც ასევე აღმოჩნდა ამ სადამსჯელო ორგანიზაციის წევრებს შორის. ჩემთვის არ არის ცნობილი მოინანია თუ არა ილია მეორემ ეს ცოდვა. მაგრამ როგორადაც არ უნდა იყოს, თანახმად მოციქულთა მე-6 კანონისა (აგრეთვე წმ. მოციქულთა 81 და 83; 4 მსოფლიო კრების 3 და 7; 7 მსოფლიო კრების 10; ორგზისი კრების. 11.) ასეთი ეპისკოპოსი განიკვეთება წოდებიდან, ვინაიდან მაცხოვრის სიტყვის თანახმად არავის არ შეუძლია ემსახუროს ორ ბატონს (მათე 6: 24) რაში მდგომარეობდა ასეთი პატრიარქებისა და ეპისკოპოსების ს. უ. კ_ში საქმიანობა ჩემთვის არ არის ცნობილი. მაგრამ, როგორც ჩანს იგი დიდად არ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი აგენტურული და ფისკალური საქმიანობისაგან, რასაც ჩვეულებრივ ახორციელებენ სადამსჯელო ორგანიზაციები.

კითხვა: სახარების სწავლებით ვიცით რომ გამეფდება ანტიქრისტე, მაგრამ მის გამეფებას წინ უნდა უძღვოდეს შემზადება, ამიტომ, გთხოვთ, დაახასიათოთ დღევანდელი ამერიკისა და ევროპის ინტეგრაცია-გლობალიზაციის პროცესი; არის თუ არა ეს ანტიქრისტეს გამეფების ჟამი და რა ორგანიზაციებია: ევროსაბჭო, გაერო, ნატო, რა მიზნები გააჩნიათ მათ და რა კავშირშია მათი საქმიანობა მასონობასთან და ყოველივე ეს კი მართლამდიდებლობასთან?

პასუხი: ესენი რთული შეკითხვებია და ისინი საჭიროებენ ფართო და საფუძვლიან პასუხს. ახლა უკვე ბევრია დაწერილი და გამოქვეყნებულიც არის მრავალი მასალა ამ თემაზე. სხვათაშორის დაწერილია და გამოქვეყნებული თვითონ ამ საიდუმლო მსოფლიო მთავრობის იდეოლოგთა მიერ. ასე რომ საიდუმლო როგორც ასეთი უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენს საიდუმლოებას.

მასონობაზე და მათ მიზნებზე, დავალებებზე და მიღწევის საშუალებებზე ასევე დაწერილი და გამოქვეყნებულია ბევრი წიგნი, სტატია და დამონტაჟებულია მრავალი დოკუმენტური ფილმი, იუდეურ-მასონურ მსოფლიო ბატონობას უკვე აღარავინ მალავს. ეს აღსრულებული ფაქტია. ფაქტი თუ როგორ უნდა ბატონობდეს ანტიქრისტიანულ საფუძველზე ერთი ერი ყველა დანარჩენზე ანუ შულხან-არუხოვის სწავლებით, რომელიც მქადაგებელია უდავო უპირატესობის ერთი ერისა სხვა დანარჩენზე და მეტიც დაყვანილია ყველა სხვა ერი პირუტყვის დონემდე.

თუმცა მოსკოვის საპატრიარქოზე და ცრუ-პატრიარქებზე: სერგიზე, პიმენზე, და ორ ალექსიზე ეკლესიამ უკვე თქვა თავისი სიტყვა. პატრიარქმა ტიქონმა და 1917-1918 წ.წ. კრებამ ანათემას გადასცეს საბჭოთა ხელისუფლება და მათი ყველა თანამშრომელი. 1927 წელს საკლესიო ხელისუფლების მმართველობით მიტროპოლიტმა სერგიმ თავისი განდგომილი დეკლარაციით დაუქვემდებარა რუსული ეკლესია ბოლშევიკებს და გამოაცხადა მათთან თანამშრომლობა. ასეთნაირად მოექცა იგი 1918 წლის ანათემის ქვეშ. როცა ასე მოხდა, გასაგები გახდა რომ მიტროპოლიტი სერგი და ყველა მისი მიმდევარი განუდგნენ ქრისტეს და დაიწყეს სატანისადმი მსახურება, მათ შექმნეს “საბჭოთა ეკლესია” – მოსკოვის საპატრიარქო, მათ გამოეყვნენ ერთგულნი, ჭეშმარიტი-მართლმადიდებელი ქრისტიანები და შექმნეს კატაკომბური ეკლესია, ხოლო მან, თავის მხრივ ანათემას გადასცა ოფიციალური ეკლესია და პერსონალურად სერგი სტრაგოროდსკი, ალექსეი სიმანსკი და ნიკოლაი იარუშევი მათი ქრისტესადმი ღალატის გამო. ამ ანათემის ტექსტი ფართოდ არის ცნობილი. იგი, მაგალითად, მოყვანილია გაზეთ “«Православная Русь» ” N 14 (1563) 1/14 ივლისი 1996 წ. ხოლო 2004 წელს საზღვარგარეთის რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ რომელსაც წინამძღვრობდა მიტროპოლიტი ვიტალი, გაიმეორა კატაკომბური ეკლესიის ქმედება, ანათემის სასჯელი დაადო მიტროპოლიტ სერგის და მის ყველა მიმდევარს, რომლებიც იმყოფებიან მათთან ევქარისტულ და ლოცვით ერთობაში.

შესაბამისად, ყველა ამ უპირატესობის შედეგებიდან გამომდინარე დღეს მიმდინარეობს მთელს მსოფლიოში მიზანმიმართული ტოტალური ფიზიკური განადგურება ყველა გოების. გეგმა “ოქროს მილიარდი” მოქმედებაშია. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, საკმარისია ვნახოთ მსოფლიო ბანკის სტატისტიკა.
დღეს მიმდინარეობს ტოტალური გამოთაყვანება, ყველა გოების ზომბირება ყბადაღებული ინტერნაციონალური და ანტიქრისტიანული სულისკვეთებით. მიმდინარეობს ოქროს კერპის კულტის საყოველთაო დანერგვა, მსოფლიო დიდების და ამაოების კულტისა. გამალებით მიმდინარეობს ანტიქრისტეს გამეფების სამზადისი. ყველა ეკუმენური ეკლესია და მათი წარმომადგენლები არიან ნებაყოფლობითი ხელისშემწყობნი, უმეტეს შემთხვევაში კი პირდაპირი გამტარებლებიც ამ ანტიქრისტიანული იუდეურ-მასონური პოლიტიკისა. თქვენს შეკითხვაში დასახელებული ყველა ორგანიზაცია არის იარაღი და ინსტრუმენტი ასეთი პოლიტიკისა.
 
კითხვა: როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს აშშ-ს და ევროპის ინტერესი რუსეთისადმი ე. წ. ფორმატში „დაპირისპირება ერთობლივი ძალისხმევით“, ასევე, ინტერესი საქართველოსადმი, და რით არის ეს გამოწვეული?

პასუხი: პირველ რიგში ამერიკის და ევროპის ინტერესები ვრცელდება რუსეთზე, ეს ინტერესი არის მატერიალურიც, რადგანაც რუსეთში თავმოყრილია მრავალი სასარგებლო წიაღისეული, და მსოფლიო ინტერნაციონალური კორპორაციები დღეს ამოძრავებენ თავიანთ საცეცებს მათკენ. ასევე ჩვენმა სულიერმა მტრებმა იციან ბერთა და წმ. მამათა წინასწარმეტყველება (რუსი ხალხის მოინანიების შემთხვევაში) რუსული მართლმადიდებელი სამეფოს აღორძინების შესახებ, ამიტომაც აკეთებენ ყველაფერს რომ ეს არ მოხდეს. ინტერესი რუსეთისადმი ამერიკისა და ევროპის მხრიდან გამოწვეულია ასევე დიდი სამეცნიერო პოტენციალის გამო, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად მრავალი “ტვინის” გადინებისა დასავლეთში. მათ აინტერესებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სამხედრო-სამეცნიერო პოტენციალი. აღმოჩნდა, რომ ჯერ ყველა სამხედრო საიდუმლო არ არის გაყიდული, და ქვეყანაში არის კიდევ რაღაც გასაყიდი. გაზისა და ნავთობის დოლარებმა ბოლო დროს საკმაოდ გაამაგრეს რუსეთის ფედრაციის ეკონომიკა, რამაც საშუალება მისცა ნაწილი ამ ფულის ნაკადის მიემართათ ხანგრძლივი სამხედრო პროექტების განხორციელებისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის, ამან ცოტათი შეაჩერა არმიისა და ფლოტის ნგრევა.

ჩვენ ყველა, ჯერ არ ვართ განთავისუფლებული მონობისგან! ჩვენ გავხდით უფრო მეტად დამოკიდებული კულისებს მიღმა მსოფლიოსადმი და გარდა ამისა, მივეცით საშუალება პირდაპირ ვიყოთ მათით მართულნი. დღეს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობა არის მარიონეტული. ჩვენ გვმართავენ უცხოდ აღმსარებლები და იდეური სატანისტები. სხვანაირად რომ ვთქვათ ურიები. ეს ასეა, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე საქართველოში და ასევე სხვაგანაც.

ინტერესი კი ამერიკისა და ევროპის, მაგალითად, საქართველოსადმი განსაკუთრებულად არის დაკავშირებულია რუსეთის ინტერესებთან. დასავლეთი დაინტერესებულია დესტაბილიზაციით რუსეთის საზღვრებთან. დაინტერესებულია თავისი სამხედრო ბაზების განლაგებით რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებთან. რა ინტერესია ეს? ეს არის ინტერესი ყოველი შემთხვევისთვის, თუ რუსეთი განთავისუფლდება იუდა-მასონური მონობისაგან, მაშინ უფალი ჩვენ გვაჩუქებს მართლმადიდებლურ სამეფოს, და მაშინ დასჭირდება ბაზები დასავლეთს. წმიდა წინასწარმეტყველებებით და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებით, წინ ჩვენ გველის საშინელი, სისხლისმღვრელი ომები. მსოფლიო ემზადება ანტიქრისტეს მოსვლისთვის. მსოფლიო ემზადება ომისათვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ანტიქრისტიანული დასავლეთი არ ივიწყებს, რომ საქართველო, ისევე, როგორც რუსეთი წარსულში მართლმადიდებელი ქვეყანა იყო. და რაც იყო წარსულში, იგივე შეიძლება აღდგეს მომავალში. და რომ აღკვეთონ ასეთი წარსულის მართლმადიდებელი საქართველოს აღდგომა, დასავლეთს ეს ქვეყანა უნდა ეჭიროს მეთვალყურეობის ქვეშ და სიტუაცია მასში კი კონტროლის ქვეშ.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, სახარებისეული სწავლებით, არის თუ არა ღვთიური მხოლოდ ნაციონალური დამოუკიდებლობა ქრისტეს გარეშე? დაგვიხასიათეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების აღმსარებლობა და ზოგადად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელმა ერებმა უერთგულეს მართლმადიდებლობას?

პასუხი: ნაციონალური დამოუკიდებლობა ღმერთისადმი რწმენის გარეშე – არაფერია. მაგალითებისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო: აიღეთ სავსებით დამოუკიდებელი ისრაელი. მხოლოდ მართლმადიდებელი რწმენა — კუთვნილება მართლმადიდებელი ეკლესიისა ადამიანს აძლევს იმედს ხსნისას. იმედს ცათა სასუფეველში მარადიული ცხოვრების მოპოვებისა. ამიტომაც, ამ ცხოვრებაში სწორედ ეს უნდა გვქონდეს პირველ რიგში მხედველობაში და სათავის კუთხეში დაყენებული. ყველა დანარჩენი შედარებით მეორადი და ნაკლებ მნიშვნელოვანია.

საუბარს ერებზე, ვინ უერთგულა მართლმადიდებლობას, მე არ დავიწყებ. უბრალოდ მე არ ვიცი ასეთი ერები. არის მსოფლიოში ცალკეული ხალხი, წარმომადგენლები ამა თუ იმ ერისა, რომლებიც დარჩნენ ერთგულნი მართლმადიდებლობის. მათ შორის არიან რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებიც.

ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა ხალხი, როგორც ჩემთვის ცნობილია, აღმსარებლობენ ძირითადად ერეტიკულ, ადამიანური ამპარტავნული გონებით დამახინჯებულ, კათოლიკურ და პროტესტანტულ სწავლებას. მათგან ისინიც კი, ვინც თავს აკუთვნებს მართლმადიდებლობას, მართლმადიდებელ ეკლესიად თვლიან მოსკოვის საპატრიარქოს, ე. ი. ანტიქრისტიანულ სიყალბეს ეკლესიად წარმოდგენილს, ან მასონურ-ეკუმენისტურ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს. სიტუაცია მთლიანობაში მოსჩანს უიმედოდ, და ეს ქვეყნები მართლმადიდებლობისათვის შეიძლება ჩაითვალოს დაკარგულად.

კითხვა: რა არის სამოთხე და ჯოჯოხეთი? რა არის ერის მცნება და აგებს თუ არა ღვთის სამსჯავროზე პასუხს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანი, არამედ მსოფლიო ერებიც? და რა ელოდებათ იმ მღვდლებს და პატრიარქებს ვინც უღალატა მართლმადიდებლობას?

პასუხი: უფლის სამსჯავროს წინაშე პასუხს აგებენ პირველ რიგში ცალკეული ადამიანები. რაც უფრო მძიმე იყო ჯვარი, მით მკაცრი იქნება პასუხის მოთხოვნაც. ე. ი. თუ ადამიანი დამატებით იღებდა საკუთარ თავზე დამატებით მოვალეობებს, მაგალითად, საღვთისმსახუროს ან ადმინისტრაციულს, ან კიდევ სხვა რაიმეს, მაშინ ის მათზეც აგებს პასუხს. მღვდელი სამრევლოებზე, ადმინისტრატორი მისდამი დაქვემდებარებულებზე და ასე შემდეგ.

ერი, ეს არის სულიერი, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-პოლიტიკური ერთობა ადამიანებისა, შემოქმედისგან დამოუკიდებელ ყოფაზე ჩაფიქრებული და ამის შედეგად ჩამოყალიბებული ისტორიულ სახელმწიფოდ, ან არსებული სხვა რომელიმე ერის სახელმწიფოს ნაწილად. რადგან ყველა კონკრეტული ეთნოსი ვერ ახერხებს სუვერენიტეტის მოპოვებას და ვერ ქმნის თავის სრულყოფილ სახელმწიფოებრიობას. გასაგებია, რომ სულიერება ერად შემდგარი ადამიანთა კრებულისთვის წარმოადგენს უმთავრეს ღირებულებას. სწორედ ერის სულიერ და არა მის პოლიტიკურ-ეკონომიკურად ჩამოყალიბებას ქმნიდა უფალი. და შემოქმედისაგან ყოველი შექმნილი იქნება ვალდებული ანგარიში ჩააბაროს მას_მის საშინელ სამსჯავროზე. ამიტომაც, სასამართლოზე ჩვენ პასუხს ვაგებთ არა მხოლოდ როგორც დამოუკიდებელი პიროვნებანი, არამედ, როგორც ჩვენი ერის წევრებიც. სახარება პირდაპირ გვეუბნება ამაზე: “ხოლო, როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი.” (მათე 25:32), ე.ი. ერები, და არა მხოლოდ უბრალოდ ცალკეული ადამიანები.

ჯოჯოხეთი — სამუდამო სატანჯველია ცოდვილთა, სამოთხე — სავანეა მართალთა, ქვეყნის აღსასრულის შემდეგ შეერთებულებისა უფალთან საუკუნო ცხოვრებისათვის.

კითხვა: აი, უკვე მეოთხე წელია, რაც ციხეში იხდის სასჯელს მართლმადიდებელი მღვდელი ბასილი მკალავიშვილი; მამა ბასილი იყო პირველი, რომელმაც შეწყვიტა ევქარისტიული ერთობა ეკუმენისტ პატრიარქ ილია მეორესთან, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში საქართველოს საპატრიარქოს წევრობის გამო; იგი გამოვიდა მრავალრიცხოვანი სექტების პროზელიტიზმის წინააღმდეგ. სექტათა წინააღმდეგ მის ქმედებათა გამო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და 15 სენატორის ბრძანებით იგი დააპატიმრეს სხვისი ქონების განადგურებისა და კონტრაბანდული სექტანტური ლიტერატურის საჯაროდ დაწვის ბრალდებით. ეკლესია სადაც იგი მსახურობდა გარშემორტყმულ იქნა უკანონო პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთების მიერ და სამხედროები შეიჭრნენ ტაძარში შტურმით. მამა ბასილის დაპატიმრებისას მისი მრევლიც სასტიკად დაარბიეს, შეურაცხჰყვეს წმიდა ხატები, სამხედრო ტექნიკის დახმარებით დაანგრიეს ტაძრის კარები და კედლები. დღესდღეობით ამინისტიასთან დაკავშირებით ციხიდან გამოუშვეს პატიმრები, მათ შორის ქურდები, ნარკომანები, სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული პირები, მაგრამ არ გამოუშვეს მხოლოდ უდანაშაულო მღვდელი, მხოლოდ მას არ შეეხო ამინისტია. გთხოვთ, მისცეთ შეფასება ასეთ უსამართლობას და გამოთქვათ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით.

საქართველოს „პატრიარქის” კურთხევით მღვდელ ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრება და ეკლესიის დარბევა

იხ. ტაძრის დარბევის შემზარავი კადრები

პასუხი: ჩემთვის კარგად არის ცნობილი ტანჯული, აღმსარებლური გზა მამა ბასილ მკალავიშვილის. ის, რომ ეს ადამიანი დაიტანჯა და იტაჯება ქრისტესათვის, ეს მისთვის მაცხოვნებელია. ხოლო ის ფაქტი, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფალნი სჩადიან უკანონობას, არ მოშიშნი ღვთის რისხვისა, ჩამგდებნი საკანში მღვდელი ბასილის, მეტყველებს საქართველოს ხელისუფალთა უღმერთობაზე და მათ ტოტალურ მორჩილებაზე ზემოთ ხსენებულ იუდეურ-მასონური ხელისუფლებისადმი. უფალი ყველაფერს ხედავს და ის ყველას მიუზღავს მისაგებელს საკუთარი საქმეებისამებრ.
ღმერთი გფარავდეთ!  

+ მიტროპოლიტი დამასკინი.

მიტროპოლიტ დამასკინთან ინტერვიუ მოამზადა „დიდგორის“ პრესცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი წულაძემ

მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს”.

2 Responses to “ინტერვიუ მიტროპოლიტ დამასკინთან”

  1. Archil Geguchadze Says:

    ბატონო გიორგი, ვინ უნდა აღადგინოს მართლმადიდებლობა, რუსმა ერმა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც უფრო მეტი მკრეხელი რუსია, თუ რუსმა ერმა იქ, სადაც ქრისტეს მიმდევარი (ჭეშმარიტი აღმსარებელი ქრისტიანი) რუსი უფრო მეტია (თუნდაც ამერიკაში)? რა, სანამ რუსეთში მართლმადიდებლური იმპერია არ აღდგება და ხელმწიფეც მართლმადიდებელი არ დაუბრუნდება რუსეთს, მანამდე რუსმა მართლმადიდებლებმა თავი უნდა შეიკავონ თუნდაც მიეცეთ მეტი შანსი და შესაძლებლობები, სხვა ქვეყანაში მოშურნეობისა და ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის? ან რუსეთი რაღაა თავისი პირვანდელი მდებარეობით, თუ არა – მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის შემოგარენი, ხოლო თავისი წარმოშობით – მხოლოდ და მხოლოდ ემიგრაციული განშტოება, რომელიც ამჟამად ავიწროებს თავის წარმომშობ კიევის რუსეთს (უკრაინას), რომლის ენაზეც მოსკოვს ეწოდებოდა ზოგადი (და არა კერძო) არსებითი სახელი, რომელიც დაახლოებით “სადგომს” ნიშნავს (დაახლოებით, როგორც ლაზურ-მეგრულად თბილისი “ქართ”)? თვით რუსეთის იმპეერიის წარმოშობა (რუსეთის გაფართოება სხვა, თუნდაც არაქრისტიანი ხალხების, მაგრამ მაინც მათი კუთვნილი ტერიტორიების მითვისების ხარჯზე) ხომ მასონ პეტრე პირველს და ამდენად, მასონების ინტერესებს უკავშირდება? განდგომილ რუსეთზე ტირილი და ცრემლთა ღვრა ხამს და ეგების ისევე, როგორც მთლიანად – კაცობრიობაზე, რამეთუ როგორც ბრძანეთ თქვენთვის სულერთია ვინ იქნება მართლმადიდებელი – რუსი თუ ჩინელი… მეც ასევე დავუმატებდი – აფრიკელი თუ ამერიკელი! ხოლო, რაც შეეხება მართლმადიდებლობის აღდგენას, სად უნდა მოხდეს ეს, მხოლოდ ღმერთმა უწყის და პოლიტიკური წიაღსვლები აქ ნაღდად ფუჭად მიმაჩნია, რამეთუ ქრისტიანობა ისტორიულად ებრაელი ერის შვილებმა (მოციქულებმა) იქადაგეს პირველად და მათი ქადაგებით გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში და თანაც, არა სჯულისმიერი ხალხის შთმომავლობაში, არამედ ურჯულო წარმართებში მოიპოვა უპირატესი მხარდაჭერა! საქართველოშიც პირველი წმინდანი, რომელმაც ქრისტეს შეავედრა სული, ქრისტეს კვართის მპყრობელი ებრაელი ქალწული სიდონიაა; ანუ ქართველი ერისათვის მოციქულების ქადაგებამდეც იყვნენ აქ ქრისტეს მიმდევარი ადამიანები და ისინი (თუმცა მცირედნი, როგორც ეს ქრისტიანობას ახასიათებს) იყვნენ ებრაელები… როგორც ვხედავთ ამ საქმეში არც ტერიტორიები და არც იმპერიები არ წყვეტენ საქმეს, არამედ – უფლის ნება და ადამიანების რწმენა!

  2. Archil Geguchadze Says:

    P.S.: მე ნამდვილად მოხარული ვიქნები, სადაც არ უნდა აღორძინდეს ჭეშმარიტი მართლამადიდებლობა, ხოლო თუ მთელს მსოფლიოშჲ მოხდება, ეს მით უფრო უკეთესია. მაგრამ, თუ მთელს მსოფლიოში მოღვაწე მამები ერთობლივად შეეცდებიან მართლმადიდებლური სახელმწიფოს აღორძინებას, ეს საქართველოში უფრო ადვილი იქნება და სწრაფადაც მოხდება, რადგან აქ ხალხი ჯერ კიდევ უფროა მზად ამისათვის, ვიდრე სხვაგან და რაოდენობრივადაც უფრო ხელმისაწვდომია!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: