მასონური ორდენის ჩანთა

ყოველი ადამიანი აღრიცხული იქნება, ადამიანი შიშისაგან ფიქრსაც კი გადაეჩვევა, რომ მის სახეზე უნებურად არ აისახოს ისეთი რამე, რაც მსოფლიო მმართველის – ანტიქრისტეს ხელმწიფებას არ ეთანხმება (ძველი ბიზანტიური ხელნაწერიდან)

 

Тбилиси, 24 сентября, Благовест-инфо. Министерство иностранных дел Грузии выразило удовлетворение «грузинским отделом» отчёта о состоянии религиозных свобод, опубликованного Государственным департаментом США. Из внешнеполитического ведомства Грузии агентству «Пирвели» сообщили, что госдепартамент США высоко оценил проделанную правительством Грузии работу по обеспечению защиты «этой конституционно гарантированной свободы».

ამერიკელი ხალხი სათუთად ინახავს ნაციის დამაფუძნებლის – ჯორჯ ვაშინგტონისეულ მასონურ ჩანთას…

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიური სექტების შეუზღუდავი თავისუფლების მინიჭებისთვის საქართველოს ხელისუფლების „შრომას“ კი არ უნდა მისცეს მაღალი შეფასება, არამედ საქართველოს „პატრიარქს“ და მის სინოდს, უნდა მიანიჭოს მასონური ორდენის ჩანთა, რადგან ისეთი გულუხვი სიყვარულის გამოვლინება, რასაც ეს „მღვდელმთავრები“ იჩენენ ყველა ჯურის ერეტიკული კონფესიისადმი, და არ იშურებენ ძალისხმევას, მათი „ტოლერანტული-განმწვალებლობის“ დამკვიდრებისთვის საქართველოში, ნამდვილად ვერ დაიტრაბახებენ, ვერც მიხეილ სააკაშვილი, ვერც გიგა ბოკერია და ვერც მათი სულიერი და – ნინო ბურჯანაძე, რადგან ისინი ამერიკის ბრძანებით ქვეყნის მართვის სხვა პრობლემებითაც არიან დაკავებულნი, ხოლო ილია მეორე და მისი სინოდი კი, მხოლოდ და მხოლოდ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ „უზენაესი“ გეგმის, ანუ ანტიქრისტეს გამეფების მომზადების პირუთვნელი დავალების აღსრულებაზე ხარჯავენ ძალასა და ენერგიას; აქეთ კათოლიკე (პაპისტები) და ბაპტისტები, იქით იუდევლები, ბუდისტები და მოლები (ვინ მოსთვლის ერეტიკულ რელიგიათა რიცხვს)… სექტების „მაღალი მსახურების“ ქება-დიდება“ გამუდმებით ესმის ხალხს, შინ თუ გარეთ, ერეტიკოსების პომპეზური სასიყვარულო დახვედრები, მათთან მეგობრული ფორუმები, მათთან ურთიერთძმობის ხელშეკრულებები, დიახ, ეს „მღვდელმთავრები“ წუთითაც არ კარგავენ დროს, ასწავლონ ხალხს უფლის გაცემა, გააუკუღმართონ მისი ჭეშმარიტი ეკლესიის წმიდა ღვთისმეტყველება, ხოლო სულის წარსაწყმედელ შრომას ხომ შემდეგ დასვენება და „სულიერი_ტკბობაც“ უნდა მიაყოლონ; აქეთ ხელოვნება: კინოფესტივლები, მღვდელმთვარების ფოტო გამოფენები, სამსახიობო ფორუმები, თეატრალური წარმოდგენები, იქით მუსიკით, პოეზია-პროზითა და სპორტული გატაცებებით „სულის_მოსვენებაზე“ ზრუნა. მოკლედ, მართალია, ვითომდაც აღთქმა დადეს ღვთის გულისათვის ამქვეყნიური ყველაფერი უნდა

ბაპტისტურ-ევანგელისტური სექტის ლიდერები სვეტიცხოველში ილია მეორის სამღვდელოებასთან თანალოცვის შემდეგ

დაეთმოთ, მაგრამ შემდეგ ერისკაცებს გაასწრეს ამსოფლიური მისწრაფებებით და ყველაფერზე ზრუნავენ, უფლის მცნებების და კანონების დაცვის გარდა! ბუნებრივია, ხალხიც სწავლობს იმას, რასაც ეს „მღვდელმთავრები“ ასწავლიან! როდესაც რეჟისორი ბუბა ხოტივარი ხედავს, თუ როგორ „ეამბორება“ ილია შიოლაშვილი კავკასიის „სულიერ ლიდერ“ მოლას, ამ „პატრიარქს“ კი მუდამ მხარს უმშვენებს რომის პაპის ხელზე ამბორის მყოფელი მისი რჩეული მღვდელი გიორგი ზვიადაძე, ასევე ხედავს, ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილთან და სხვა ეპისკოპოსებთან ერთად მოლებს, ბაპტისტებსა და ვისაც კი ბრძანებს “დედაეკლესიის“ პირველიერარქი საპატრიარქოში როგორ პატივით დახვედრებს უწყობენ, ბუბა ხოტივარმაც იფიქრა, რომ ასეთი უნდა იყოს ალბათ ქრისტიანიო, ისწავლა სულიერ მამათაგან „ტოლერანტობა“, ქრისტეს გამყიდვლობა და თავადაც ფეხქვეშ გაეგო ბაბტისტებსა და მოლებს! იხ. ვიდეო, ამის დოკუმენტური მტკიცებულება და არ გამოგეპაროთ ამ ვიდეოზე უნიკალური წამიერი კადრი: საქართველოს „პატრიარქისა“ და მოლის ურთიერთ „ამბორი“!

იხ. ვიდეო,  და არ გამოგეპაროთ ამ ვიდეოზე უნიკალური წამიერი კადრი : საქართველოს  „პატრიარქისა" და მოლის ურთიერთ „ამბორი “! 

 

ილია მეორე რუსთაველის თეატრის სპექტაკზე დასწრების შემდეგ, ამ თეატრის მსახიობებთან სამახსოვრო ფოტოზე

„მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში (თეატრში მით უმეტეს) წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ, სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ…ვინც გატაცებულია სანახაობათა სიყვარულით, ან შეიცვალოს, ან თუ არა, გაძევებულ იქნეს…სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, ხოლო ვინც ჩაიდენს ამას, თუ სასულიერო პირი იქნება განიკვეთოს." ( ლაოდეკიის კრების 54 კანონი; წმ.პავლე მოციქულის მე-13 კანონი, კონსტანტინეპოლის კრების 50 კანონი)

წმიდა თეოფანე დაყუდებული გვაფრთხილებს, რომ გონებაში იხატება მეტად უნუგეშო სურათი ბოლო ჟამის ადამიანთა ზნეობრივ-რელიგიური მდგომარეობისა. სახარება ყველასათვის იქნება ცნობილი. მაგრამ გამოგონილი სარწმუნოება უთვალავი იქნება. ისინი ახლაც ბევრია, მაგრამ უფრო მეტად გამრავლდება…მართალია, ქრისტიანული სახელი ყველგან გაისმება, მაგრამ მხოლოდ სახელით იქნებიან ქრისტიანები, რამეთუ რწმენით და საქმით წუთისოფელზე იქნებიან შეყვარებული. ყველგან იქნება მართლმადიდებლური ტაძრები, აღსრულდება მათში მსახურება, მაგრამ ეს ყოველივე გარეგნული იქნება, ხოლო შიგნით სრული განდგომილება დაისადგურებს. ამ ნიადაგზე მოევლინება ქვეყნიერებას ანტიქრისტე. ღვთის ეკლესიები სულიერად შებილწულნი იქნებიან უღირსი მწყემსმთავრებისა და მწყემსების მიერ…

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი კი გვასწავლის რომ, გარეგნულად ეს ცბიერნი თავს ქრისტიანებად მოაჩვენებენ ყველას და საკუთარ თავს მართლმადიდებლად გაასაღებენ, რათა ამით უფრო გაუადვილდეთ ჭეშმარიტ ქრისტიანთა დევნა. ისინი მრავალრიცხოვანი ხრიკებით გარსშემოერტყმიან მათ, დაუპირისპირებენ ურიცხვ დაბრკოლებებს, იმოქმედებენ ღვთის ერთგული ქრისტიანების წინააღმდეგ ხელისუფლების ძალადობით, ცილისწამებით და სასტიკი დევნით. სოფლის მაცხოვარმა ნაკლებად ცნობილი ნაზარეთი მოძებნა, რათა დამალვოდა ჰეროდესა და მისადმი სიძულვილით აღსავსე მღვდელმთავრებს, ასევე ბოლო ჟამის ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ამ ცრუ მღვდელმთავრებით იქნებიან სასტიკად დევნილნი…ჰოი, უბედურებათა უბედურება, რომელიც მოიცავს მასებს, და ეს მასები ცრუ ქრისტიანობას და ცრუ რწმენებს ადევნებულნი მიიღებენ სულით ანტიქრისტეს

 

„სარწმუნოება, მსოფლიო და ოლიმპიური იდეალები“ შეხვედრა ორგანიზებულია ეკუმენისტური საპატრიარქოსა და ამარუსინის მუნიციპალიტეტის მიერ ათენის 2004 ოლიმპიური თამაშებთან დაკავშირებით.

მოციქულთა მე-6 კანონი: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს

პავლე მოციქულის 6-ე განწესება: "თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი კაცი ან ქალი, სპორტული შეჯიბრების მონაწილე, მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ან დაცხრეს მისი საქმიანობისგან, ან უკან გაბრუნდეს" (პატრიარქე ბართლომე პირიქით ოლიმპიური თამაშებაზე ზრუნვით არის დაკავებული)

მართლმადიდებელ სარწმუნოებაში არავინ არის მბრძანებელი – არც მეფე, არც მღვდელმთავარი, არც ცრუ კრება, არც ვინმე სხვა, არამედ მხოლოდ ღმერთი, რომელმაც თავად გადმოგვცა ჩვენ ეს სარწმუნოება საკუთარი ქადაგებით და თავისი მოწაფეების საშუალებით (წმ მარკოზ ეფესელი)…ხოლო ვინც კი უფლის პირველთქმულ კეთილმსახურების სჯულს არ შეუდგება, იქადაგებს და ხელს მიჰყოფს მის შებრუნებას და უკუღმა შემოტრიალებას, შეჩვენებულ იყოს…ნუ გადავალთ სარწმუნოების პირველ განჩინებულ საზღვარს ან რომელიმე სიტყვას (ილია მეორე ყველა საზღვარს გადავიდა_ავტორის შენიშვ;) …ვინც გაბედავს უკეთური სარწმუნოების, ანუ მრწამსის შემოღებას და ჭეშმარიტი ცოდნის გადაქცევას ელინობად, ან იუდევლობად, ან რომელიმე მწვალებლობად, (საქართველოს პატრიარქმა გაბედა უკეთური სარწმუნოების – ეკუმენიზმის შემოღება_ავტორის შენიშვ;) მათ თუ ეპისკოპოსები არიან, ან სხვა სასულიერო პირნი, უნდა ჩამოერთვათ ეპისკოპოსობა.“ (დიდი სჯული კანონი); იმედია, ცხონების მსურველნი, არ აღსდებიან ჩვენი ზეციური მღვდელმთავრის, უფალ იესო ქრისტეს ეკლესიის ამ ღვთაებრივი განაჩენის წინააღმდეგ!

წერილი მოამზადა გიორგი წულაძემ

მოციქულთა მე-6 კანონი: ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს

საქართველოში პირველად ტარდება მართლმადიდებლური ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი – „წმ. ანდრიას ჯვარი“, რომელიც 2003 წლის 1-5 ოქტომბერს ქ. ბათუმში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II კურთხევით ჩატარდება.

ფესტივალის დამფუძნებელია ასოციაცია „მეოხი“, ხოლო ორგანიზატორია ქ.ბათუმის მერია, ბათუმისა და სხალთის ეპარქია, საზოგადოება „ბაგრატოვანთა სახლი, სააქციო საზოგადოება“ „ქართული ფილმი“ და სხვა კეთილმორწმუნე მართლმადიდებელნი. ფესტივალზე მოწვეულნი არიან მსოფლიოს 15 ქვეყნის კინემატოგრაფისტები, ტელეკომპანიები, კერძო პირები, ახალგაზრდა შემოქმედები (სტუდენტური ფილმების ავტორები), როლებიც მართლმადიდებლურ თემატიკაზე ქმნიან ფილმებს.

ფესტივალის დევიზია: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“(ლუკა 2.14).

ფესტივალი ტარდება შემდეგი ნომინაციით: ვიდეოფილმები, ტელეგადაცემები, ტელეპროგრამები და სტუდენტური ფილმები.

საკონკურსო ნამუშევრები შესარჩევ კომისიას უნდა წარედგინოს 15.08.2003 წლამდე ფესტივალის დირექციის მისამართზე: თბილისი, ვერიკო ანჯაფარიძის ქ.9/1, 0177.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: