მე ვგმობ ეკუმენიზმს!

მე ვგმობ ეკუმენიზმს და იგი უბრალოდ წვალებად კი არა, საყოველთაო წვალებად – ყველა წვალებისა და ცრუმოძღვრების საცავად მიმაჩნია (ალექსანდრიის პატრიარქი ნიკოლოზ VI)

ქართველთაგან თუ ვინმე შეგვეკითხება, როგორი იქნება სახარებისეული წინასწარმეტყველებით უწყებული – ანტიქრისტე? ჩვენ შეგვიძლია, ვუპასუხოთ, რომ იგი იქნება, სწორედ ისეთი, მსოფლიო ძალაუფლებით სატანისგან აღზევებული, როგორიც არის დღეს საქართველოში გამეფებული, მისი მცირე წინასახე – მიხეილ სააკაშვილი!

მართლმადიდებელი ეკლესიის კოდექსით ეკუმენიზმის ერესში ბრალდებულია, როგორც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, ისე, მისი პოლიტიკური მოქიშპე – ოპოზიციური სპექტრი, რადგან ორივე სულიერ მამად აღიარებს საქართველოს ერეტიკოს პატრიარქ ილია II-ს და მის სინოდს.

შამანური რიტუალი ეკუმენიზმის ფორუმზე ჩვეულებრივი მოვლენაა

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, წმიდა გიორგის დღესასწაულზე, ქაშვეთის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, საიდანაც ღვთისა და ერის მოღალატე ერეტიკოსი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დასამხობად ედუარდ შევარდნაძე ქვემეხებს უშენდა მთავრობის სასახლეს, სწორედ ამ ტაძარში ფარისევლობა და სიცრუე ყვაოდა! რადგან კიდევ ერთხელ ვიხილეთ ნათლის ანგელოზის მანტიაში შემოსილი ეშმაკის ზეობა! პუტჩისტი-მწვალებელი პატრიარქის ილია II წირვაზე დასწრებით კიდევ ერთხელ ერთდროულად დაგმეს ქრისტეს მოციქულთა კანონები და წმიდა გიორგის ხსოვნა, და ეშმაკს თაყვანი სცეს   ცალმხრივ მართლმადიდებელი მღვდლის ოთხი წლით ციხეში მტანჯვლმა,  გლდანის ივერიის ღვთისმშობლის წმიდა ტაძრის კარების სამხედრო მანქანით შემანგრეველმა, საქართველოში სექტების დაკანონებით მასონური ლოჟების მსახურმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მეორეს მხრივ, პოლიტიკურად მისმა მოქიშპე გაერთიანებულმა ოპოზიციამ; მათ ერთად ადიდეს არა უფალი იესო ქრისტე და მისთვის სამსხვერპლოზე თავდადებული დიდმოწამე გიორგი, არამედ ანტიქრისტე და მისი რელიგია – ეკუმენიზმი;

ჩვენ, „დიდგორის” მართლმადიდებლობის პრესსამსახური უკვე ერთი თვეა, რაც ვმისიონერობთ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციასთან, ვუგზავნიდით რა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ილია II სარწმუნოებრივ დანაშაულთა მამხილებელ საეკლესიო წერილებს, მოციქულთა და შვიდი მსოფლიო კრების წმიდა მამათა კანონებს, ამ კანონთა მსჯავრდებლობას ილია II  მწვალებლობაზე, მაგრამ პასუხად მივიღეთ ის, რომ მათ, არამც თუ პასუხიც ღირსადაც არ ჩაგვაგდეს, არამედ ცინიკური უტიფრობით შეგნებულად უფრო დიდი თაყვანისცემა აღუვლინეს ანტიქრისტეს რელიგიას ─ ეკუმენიზმს; ჩვენ ვაქვეყნებთ რამოდენიმე წერილს, ოპოზიციონერთა მისამართით მამა ბასილ მკალავიშვილთან დაკავშირებით გაგზავნილსაც, რომელშიც ვთხოვდით ოპოზიციურ სპექტრს, მოეთხოვათ თავიანთ მიტინგებზე მართლმადიდებელი მღვდლის ციხიდან გათავისუფლება! საჯაროდ ვაცხადებთ უკვე, რომ ამ წერილებზე, არც პასუხი მიგვიღია და არც მათ გაგზავნას მოჰყოლია რაიმე შედეგი, რადგან ოპოზიციის მიტინგებზე ერთხელაც არავის უხსენებია, რომ მართლმადიდებელ მღვდელს ოთხი წელია  ციხეში ტანჯავს მ. სააკაშვილი! მამა ბასილის გათავისუფლების მკაცრ მოთხოვნას ჩვენ ასევე გამუდმებით ვუგზავნიდით ნინო ბურჯანაძის სამდივნოს და ნაციონალური მოძრაობას მათი ვებ-გვერდის ელექტრონულ მისამართებზე; საიდანაც ასევე არანაირი პასუხი არ მიგვიღია!

ახალ მემარჯვენეთა ლიდერს დავით გამყრელიძეს

ქრისტეს მიერ საყვარელო, ბატონო დავით!

გთხოვთ, ბატონ დავით, ყველა პატიმარზე აღმატებული პატიმრის, ჭეშმარიტი მღვდლის  გათავისუფლება მოითხოვოთ ციხიდან დღევანდელი ბაპტისტურ-იეღოველური ხელისუფლებისგან;  ჩვენ გავუგზავნეთ ნაციონალისტებს და პარლამენტს  მკაცრი მოთხოვნა გაათავისუფლონ ციხიდან მამა ბასილი (მკალავიშვილი)! გთხოვთ, თქვენც, პერმანენტულად და მთელი სიმკაცრით დასვათ ეს საკითხი მთელი ერის სამჯავროზე, როგორც ამ ხელისუფლების ყველაზე უმაღლესი დანაშაული!

ჩვენ, უცხოეთიდან, რასაც  ვუსმენთ ინფორმაციებს, პატიმართა  გვარ-სახელები ხშირად ისმის ოპოზიციის მიტინგებზე, მაგრამ მამა ბასილის გათავისუფლება ჯერ არავის მოუთხოვია; იქნებ, თქვენ მაინც, საჯაროდ, მასმედიით პერსონალურად  გააკეთოთ განცხადება მამა ბასილის გათავისუფლების შესახებ! ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რა სიკეთე შეიძლება ეწიოს ქვეყანას, რომელსაც მღვდელი, აი, უკვე რამდენი წელია ციხეში უზის და სიტყვას არავინ ძრავს საქართველოში მისი ტყვეობიდან გამოხსნის შესახებ, ეს ძალიან არისხებს უფალს!

სიყვარულით ქრისტეში  ვებ-საით „დიდგორის“ მართლმადიდებელი განყოფილების პრესსამსახური

(ამ წერილის იდენტური ასლები გაეგზავნა  ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს, პარტია თავისუფლების ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას, და გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატს გია მაისაშვილს)

შენიშვნა: ამ პოლიტიკოსთა პერსონალურ ელექტრონულ მისამართებზე, ასევე მათ პარტიათა ვებ-გვერდის მისამართებზე გაგზავნილ წერილებზე მამა ბასილის ციხიდან განთავისუფლების გაპროტესტების თხოვნასთან დაკავშირებით და ასევე შეკითხვებზე, ეცნობოდნენ თუ არა ისინი ჩვენს საეკლესიო წერილებს, არანაირი პასუხი არ შემოსულა “დიდგორის” მართლმადიდებლობის პრესსამსახურში.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მამა ბასილ მკალავიშვილის ადგილას (ციხეში დატყვევებული) რომ ყოფილიყო ან მამა ზურაბი აროშვილი, ან მამა გელასი აროშვილი, ან მამა გიორგი სხილაძე, ან მამა გრიგოლი კობახიძე, ან ნებისმიერი მღვდელი, რომელიც მართლმადიდებელობის დაცვისთვის აღმოჩნდებოდა ციხეში, ჩვენ ზუსტად იგივე განუწყვეტელ სულიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენდით ყველას, რადგან ჭეშმარიტი მღვდელი და მართლმადიდებლობა ჩვენთვის ერთიდაიგივე ცნებაა, ხოლო ანტიქრისტეს რელიგია ეკუმენიზმი, მსოფლიოში ცნობილი ეკუმენისტი ილია II ცრუ მართლმადიდებელთა თაყვანისცემის საგანს წარმოადგენს!

“დიდგორის” მართლმადიდებლობის პრესსამსახური: ხელმძღვანელი გიორგი წულაძე; წევრები: ნიკა გვარამია, ნინო სიდამონიძე, ლუკა გუგუშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: