მღვდელი იაკობი ამხელს

ინტერვიუ მამა იაკობთან (სამაკაშვილი)

mama_jakobi

კითხვა: ძვირფასო მამა იაკობ, გთხოვთ, დაასახელოთ ის საეკლესიო იურისდიქცია, სადაც ამჟამად იმყოფებით მღვდელმსახურად; ასევე, თუ შეიძლება, განუმარტეთ „დიდგორის“ მკითხველს, როდის განუდექით საქართველოს საპატრიარქოს და რა კანონიკური მიზეზით დატოვეთ მისი იურისდიქცია?

 პასუხი: 2005 წლის ნოემბრიდან გადავედი საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში (მიტროპოლიტ ვიტალის იურისდიქცია). ამჟამად, შეძლებისდაგავარად, ვემსახურები ყველა იმ მორწმუნე მრევლს, განურჩევლად ეროვნებისა, რომლიც საჭიროებს კანონიერ მღვდელმსახურს. საქართველოს საპატრიარქოს არც განვდგომილვარ და არც ვაპირებ განდგომას ღვთის შეწევნით. მე განვუდექი საქართველოს საპატრიარქოს მმართველი მამათმავლების, ერეტიკოსების, მორწმუნე ხალხის სულიერი და ფიზიკური მკვლელების ბრიგადას და ამავე მიზეზით დავტოვე მათი ეკლესია.

mama_jakobi_11დაუწკაპუნეთ „მაუსით“ ამ სურათს

„ასავალ-დასავალივით“ პატრიარქისტი, ფარისეველი „დედა“ თამარი სამწუხარო ამბებს ჰყვება, რა უწმიდურების და შავი სამყაროს პატრიარქია მათი „უწმიდესი“!

კითხვა: გთხოვთ, ესაუბროთ ჩვენს მკითხველს ეკუმენიზმის ერესზე. ზოგადად, წარმოადგინეთ თქვენი დამოკიდებულება მსოფლიო ოფიციალურ ეკლესიათა (რომელთა სრული შემადგენლობა გაერთიანებულია მსოფლიო ერეტიკულ ორგანიზაციაში „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“) იურისდიქციის წიაღში მიმდინარე დარღვევებისა და მათი დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. აქვს თუ არა საქართველოს საპატრიარქოს უფლება, იყოს ევქარისტიაში ალექსი მეორესთან, ბართლომეოს პირველთან, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის ოფიციალურ ეკლესიებთან?

პასუხი: ეკუმენიზმი არის სატანური მოძღვრება, ერესთა-ერესი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგი, რომელიც ამზადებს მსოფლიოს ხალხს ანტიქრისტეს შესახვედრად. ამჟამად ქვეყანაზე არსებობენ მხოლოდ ოფიციალური საპატრიარქოები. საღრმთო, სამოციქულო, მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის კანონმდებლობით დადგენილი პატრიარქები „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ შიგნით არ არსებობენ; ასეთი პატრიარქები ანტიქრისტეს მიმდევრები არიან და რაც შეეხება მათ ევქარისტიულ ურთიერთობებს, იმას ვიტყოდი, რომ ეშმაკეულნი ეშმაკეულებთან განისვენებენ! როგორც მთავარეპისკოპოსი ამბერკი ბრძანებს: „ანტიქრისტეს მსახური ეს პატრიარქები ჩვენს დროში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ეწევიან ჭეშმარიტი ეკლესიის წინააღმდეგ, ეკუმენისტთა ეს ახალი „ეკლესია“ არის ანტიქრისტეს ცრუ ეკლესია, რომელსაც ისინი უპირისპირებენ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას“

კითხვა:თუ შეიძლება, მიეცით შეფასება რუსულ ემიგრაციულ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს; კერძოდ, თავის დროზე, მიტროპოლიტ ვიტალის, როგორც რუსული ემიგრაციული ეკლესიის პირველიერარქის, საეკლესიო ხელისუფლების მიტაცებას ეპიკოპოს ლავრის მხრიდან და სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვის საპატრიარქოსთან ლავრის სინოდის გაერთიანებას.

პასუხი: ცრუ ეპისკოპოსმა ლავრმა და მისმა მიმდევრებმა დიდი ცოდვა დაიდეს თავზე სიცრუის, ერეტიკოსობის, ანგარების, მტაცებლობის და რაც მთავარია, ქრისტეს გამყიდველობისა და მორწმუნე ხალხის ღალატისათვის, ისინი გაერთთიანდნენ „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრ მოსკოვის საპატრიარქოსთან, ჭეშმარიტებიდან მწვალებლობაში მიიქცნენ და დაემართათ ის, რაზეც წმიდა პეტრე მოციქული ბრძანებს: „უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან. იმ მართალი იგავისა არ იყოს, იმათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ხოლო ნაბანი ღორი ტალახში საგორაოდ მიდის“. (II პეტრე 3-21,22). წმიდა მოციქული პავლე გვამცნობს: „არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა (ჩუკენობა – თვითსიძვა, ხელით დაცემა, „ონანიზმი“), არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“ (I კორინთელთა: 6, 9-10).

 კითხვა: ხშირად ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ ერის ხალხს უფლება არა აქვს, ამხილოს ერესში პატრიარქი, მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი და მღვდლები; რომ ღმერთი განსჯის მათ ცოდვებს და ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მორჩილებაში და დავხუჭოთ თვალი მათ ყველა ცოდვებზე. გთხოვთ, განგვიმარტოთ, არის თუ არა ღვთის კანონმდებლობის თანახმად სწორი ასეთი მიდგომა?

პასუხი: ყოველი შვილი ეკლესიისა – მწყემსიც და არა მწყემსიც – ვალდებულია დაიცვას სარწმუნოება და მიაღწიოს სიწმიდეს, ორგზისი კრების 15 კანონი პირდაპირ ავალდებულებს ამას ეკლესიის ყველა წევრს; წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილიც ამას ასწავლის მრევლს: „თუ შენი ეპისკოპოსი ისეთ რაიმეს ქადაგებს, რაც კანონების ზღვარს სცილდება, ცხვრის ქურქში გადაცმულ მგლად იგულე, რამეთუ იგი სულების დაღუპვას ცდილობს“. ქრისტიანები, როცა ამტკიცებენ, რომ ერეტიკოსი პატრიარქის, მიტროპოლიტის, ეპისკოპოსის ან სამღვდელოების მხილება არ შეიძლება, ეს ან არცოდნის ბრალია ან თვითონ არიან ერეტიკოსები და განგებ ლაპარაკობენ ასე; შეიძლება, ვერ არჩევენ ერთმანეთში განკითხვასა და მხილებას: განკითხვა ცოდვა არის, მხილება კი მხილებულის სიყვარულს ნიშნავს და მადლის ქმნაა იმიტომ, რომ გეცოდება ის კაცი და გიყვარს, ვინც ცოდავს; ისინიც გიყვარს და გეცოდება, ვისაც ის მცოდველი უბიძგებს და ითრევს ცოდვებში. ჩვენ, ვინც შვილებს ვზრდით, ზოგჯერ მათი ცუდი საქციელისათვის, ცუდი სიტყვა-პასუხისათვის ხომ ვამხელთ, შენიშვნებს ვაძლევთ, ზოგჯერ გავწკეპლავთ კიდეც, მაგრამ ამას ხომ სიძულვილით არ ვაკეთებთ, არამედ სიყვარულისათვის, იმისათვის, რომ კარგები გაიზარდონ, ღვთისა და ადამიანის მოყვარენი. მოციქული პავლე ასე გვავალებს ცოდვაში მყოფთა მხილებას: „იქადაგე სიტყვა……ამხილე, შერისხე და შეაგონე…“ (II ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ: 4, 2).

იუდა, სანამ ქრისტეს ერთგული იყო, ღვთის მადლით სასწაულებს ახდენდა, ხოლო როდესაც ქრისტე გაყიდა, ღვთიური მადლი დაკარგა, სული კი ეშმაკებს მისცა, თავი დაიხრჩო. ასევე, სასულიერო პირი, რომელიც უარყოფს ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენას, კარგავს საღმრთო მადლს. ამიტომ, ის აღარ ითვლება კანონიერ მღვდელმსახურად.
 
კითხვა: ქრისტიანებს ხშირად აინტერესებთ და დილემის წინაშე დგანან შემდეგი საკითხის გამო: წმიდა ანატოლი ოპტელის თქმის არ იყოს, დღეს უმძიმესი მდგომარეობაა, თითქმის, ყველგან და ერეტიკოსებს უპყრიათ საეკლესეიო ხელისუფლება, მათი მორჩილი სამღვდელოება განაგებს ტაძრებს; ჭეშმარიტი მღვდლები, ძირითადად, ყველგან უმცირესობაში არიან. თუკი განდგომილი ვართ ეკუმენისტ სამღვდელოებას, რა თქმა უნდა, მათთან საეკლესიო საიდუმლოებებში (ნათლობა, ჯვრისწერა… ასევე, წესის აგება, ბინის კურთხევა და ა. შ.) ვეღარ მივიღებთ მონაწილეობას და თუკი არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი მღვდელი იმ ქალაქში, იმ რაიონში და იმ სოფელში, სადაც საჭიროებენ და ისურვებენ ადამიანები საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულებას, რა უნდა მოიმოქმედოს, მაშინ, ხალხმა (როგორ მოინათლოს, როგორ დაიწეროს ჯვარი და ა. შ.)?
 
პასუხი: მაცხოვარი იესო ქრისტე გვასწავლის: „ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, ირეკდეთ და განგეღოთ!“ საბერძნეთში, სერბეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ანტიოქიაში, ალექსანდრიაში, უკრაინაში, რუსეთში და სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველმა სასულიერო პირებმა და მორწმუნე მრევლმა შეწყვიტეს ერეტიკოსი მღვდელმთავრების ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვაზე მათი მოხსენება, შეძლებისდაგავარად, ააშენეს ეკლესია-მონასტრები, ზოგგან გააძევეს ერეტიკოსი მღვდლები და გააგრძელეს კანონიერი წირვა-ლოცვა. საქართველოში ვინ უნდა უქადაგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება ხალხს, როდესაც საპატრიარქოს დაქვემდებარებული მთელი იერარქია, თეთრი სამღვდელოება, ბერები და მონაზვნები, ერეტიკოსი პატრიარქის მორჩილებით ერთბაშად ყველა ერესში არიან?! საჭიროა, რომ ქართველი მრევლი გაეცნოს საეკლესიო კანონმდებლობას, იკითხონ ქრისტიანებმა სახარება, მოციქულთა ეპისტოლენი, წინასწარმეტყველებანი, რათა ნათლად დაინახონ, თუ რა დარღვევები ხდება, ამჟამად, საქართველოს ეკლესია-მონასტრებში.
 
 კითხვა: გთხოვთ, კონკრეტული კანონიკური შეფასება მისცეთ საქართველოს სამღვდელო იერარქთა მხრიდან კინოფილმების ჩვენებეზე, კონცერტებზე, სამსახიობო ფორუმებზე დასწრების ხშირ ამბებს. ასევე, აქვს უფლება თუ არა პატრიარქს, აკურთხოს სამსახიობო ფორუმები, სხვადასხვა სახის ფესტივლები, სპორტული ღონისძიებები? მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც აჩვენებენ, რომ პატრიარქმა დალოცა სპორტსმენები და უსურვა გამარჯვებები; აი, ახლაც, საქართველოდან ტელეკომპანიამ „მზე“ გაავრცელა უწყება, რომ საპატრიარქოში რაგბისტების ნაკრები მივიდა და „პატრიარქმა“ სპეციალური ლოცვა-კურთხევით გააცილა ისინი.

პასუხი: ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველმა სამღვდელოებამ მორწმუნე ერს მაგალითი უნდა უჩვენოს ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვაში, სიწმინდეში, სიმართლეში, სიყვარულში, სიმშვიდეში, მოწყალებაში, სინანულში, თავმდაბლობაში, მარხვაში, ლოცვასა და შრომაში სიტყვით და საქმით. ღვთისმსახურთაგან კინო-თეატრებში, კონცერტებზე სიარული და სამსახიობო ფესტივლების, სპორტული ღონისძიებების კურთხევა ეკლესიური კანონმდებლობით აკრძალულია. პირიქით, მსახიობობა და სპორტით გატაცება ცოდვად განიხილება და მსახიობმა, ან სპორტსმენმა, თუ მას სარწმუნოებრივი შეგნება შეაწუხებს, უნდა თქვას აღსარება კანონიერი მღვდელმსახურის წინაშე და ამ საქმეს აღარ უნდა მიუბრუნდეს. წარმოგიდგენთ წმიდა პავლე მოციქულის 6-ე განწესებას: “თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი, მსახიობი კაცი ან ქალი, სპორტული შეჯიბრების მონაწილე, მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ან დაცხრეს მისი საქმიანობისგან, ან უკან გაბრუნდეს“ (დიდი სჯულის კანონი) პატრიარქმა ცოდვებისაგან უნდა განწმიდოს და სასუფეველში შესასვლელად მოამზადოს ერი, ხოლო შიოლაშვილი პირიქით ცოდვებში მონაწილეობისათვის ლოცვა -კურთხევევებს გასცემს

კითხვა: თუ ლოცვა ერეტიკოსებთან არ შეიძლება, შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი იერარქიის მხრიდან ერეტიკულ რელიგიურ მიმდინარეობათა წარმომადგენლებთან, მათ ლიდერებთან რელიგიურ ფორუმებში მონაწილეობის მიღება, საჯაროდ ამ ერეტიკოსებთან მეგობრობის დემონსტრირება, მწვალებლების საპატრიარქოში საზეიმო მიღება და მათთან სტუმრად მისვლა; წმიდა მამათა სწავლებით, განიხილება თუ არა ცოდვად მართლმადიდებელ იერარქთა ასეთი მეგობრობა ერეტიკოსებთან?

პასუხი: როგორც არ შეიძლება ცხვრების ურთიერთობა და მეგობრობა მგლებთან და ღვთის ანგელოზების ურთიერთობა ეშმაკებთან, ასევე, „სჯულის კანონის“ თანახმად, არც მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და ერის მორწმუნე ხალხის ურთიერთობა და მეგობრობა შეიძლება ერეტიკოსებთან. წმიდა მამები არა მხოლოდ ლოცვას კრძალავენ ერეტიკოსებთან, არამედ რელიგიურ ღონისძიებებში მათთან მონაწილეობის მიღებასაც, რადგან: „რა საერთო აქვს სიმართლეს უსჯულოებასთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან?“ (2 კორ.6.14-16).

კითხვა: ზოგადად, დაგვიხასიათეთ მონოფიზიტური ერესი რას წარმოადგენს და გთხოვთ, განუმარტოთ ჩვენს მკითხველს, წარმოადგენს თუ არა ცოდვას სომხურ მონოფიზიტურ საკრებულოსთან, ეჩმიაძინთან საქართველოს პატრიარქის მეგობრობა, მისი ხშირი მეგობრული ვიზიტები სასომხეთში და ასევე, სომეხ მონოფიზიტ პატრიარქთა ხშირი საზეიმო სტუმრობები საქართველოს საპატრიარქოში; რა კანონიკური დანაშაულის რანგში განიხილება საქართველოს პატრიარქის მეგობრობა სომხურ მონოფიზიტურ, „გრიგორიანულ“ საყდართან?

mama_jakobi_2

პასუხი: მონოფიზიტური ერესი ნიშნავს ყალბ სწავლებას ქრისტეს ერთბუნებოვნებაზე, რომლითაც იკარგება მისი მეორე, ადამიანური ბუნება. მსოფლიოს IV საეკლესიო კრებამ ეს მწვალებლური სწავლება დაგმო და მისი ყველა მიმდევარი შეაჩვენა. რადგან მონოფიზიტები გაერთიანებული არიან ერეტიკურ ეკუმენისტურ მოძრაობაში, ეს ნიშნავს ორგზის ერესს და რაღა თქმა უნდა, მათთან სულიერი ურთიერთობა და მეგობრობა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანებისა არ შეიძლება; მართლმადიდებელი პატრიარქის მხრიდან სომხურ მონოფიზიტურ ცრუ ეკლესიასთან ლოცვითი ერთობა და მეგობრობრული ვიზიტები დაუშვებელია.

კითხვა: საქართველოს ეკლესიებში სულიწმიდის მადლით დიდი ვაჭრობა რომ არის გაჩაღებული, ეს, უკვე, აღარავისთვის არ არის დაფარული. ამას ხალხიც ისე შეაჩვიეს, რომ ჰგონიათ, ასე უნდა იყოს. გთხოვთ, განუმარტოთ ჩვენს მკითხველს, საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებაში სასულიერო პირთა მხრიდან ტარიფის დაწესება და საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით ვაჭრობა წარმოადგენს თუ არა დანაშაულს და საეკლესიო სამართლით როგორ უნდა შეინახოს მრევლმა და საერთოდ, ერმა ეკლესია?

პასუხი: წმიდა მოციქულთაგან ხელდასხმულ სამღვდელოებას: ეპისკოპოსებს, მღუდლებს და დიაკვნებს, რომელნიც იცავენ ქრისტეს მიერ ქადაგებულ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებას, ღვთისგან აქვთ მინიჭებული სულიწმიდის მადლი და ისინი იწოდებიან ღვთის მსახურებად. ღვთისმსახურთა მიერ შესრულებულ საღმრთო საიდუმლოებებს (ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღუდელობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა) ღვთისგან — უხილავად, ხოლო ღვთის მსახურის ხილული მოქმედებით ენიჭება სულიწმიდის მადლი; ღვთიური მადლით აღვსილი საიდუმლოს სარწმუნოებით მიმღებელნი იკურნებიან სულიერად, ზნეობრივად და ფიზიკურად, ხოლო ურწმუნოებით მიმღებელნი ისჯებიან, როგორც იუდა დაისაჯა. დღეს მორწმუნე ქართველი ხალხის უპირველესი საკითხი და საფიქრალი ის უნდა იყოს, რომ გამოასწოროს ის, რაც ამჟამად საქართველოს ტაძრებში ხდება. საქართველოს ეკლესიას ღვთის მსახურნი კი არ მართავენ, არამედ ეშმაკის მსახურ მგელმტაცებელთა ხროვა და იმიტომაც ხდება ეკლესია-მონასტრებში ვაჭრობა და მრავალი უმსგავსობა. იგივე ხდება ერშიც; ეშმაკეულთა უსჯულო მსახურების ცოდვა გადმოდის ხალხზეც. არ ახსოვს საქართველოს ისტორიას, რომ ასე ზნეობრივად და ფიზიკურად გახრწნილიყოს ხალხი და განსაკუთრებით, ახალგაზრდობა; ამ მდგომარეობას ხომ ყველა ხედავს, რატომ არ ეძებენ გამოსავალს?! რატომ ესწრებიან ეშმაკის მსახურთა წირვა-ლოცვას?! რატომ ანათვლინებენ შვილებს ეშმაკეულებს? რატომ აღასრულებინებენ საღმრთო საიდუმლოს ანაფორებში გადაცმულ მამათმავლებს, ერეტიკოსებს, ნარკომანებს, რომელთაც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონმდებლობით გამოცხადებული აქვთ ანათემა (წყევლა) 1593 წ. პატრიარქების: კონსტანტინეპოლისა იერემიას, იერუსალიმისა სოფრომის, ალექსანდრიისა სილიბისტროს; 1848 წ. პატრიარქების: კონსტანტინეპოლის ანთიმოზის, ალექსანდრიისა იეროთეოზის, ანტიოქიისა მეთოდეს, იერუსალიმისა კირილეს; აგრეთვე, კონსტანტინეპოლში წმიდა სინოდის კრებების მიერ (1722, 1727, 1838 და 1895წწ)?!; წინასწარმეტყველ იერემიას მიერ თქმულია: „წყეულ იყავნ საქმისა ღვთისა უდარდელად მკეთებელი“ (48, 10). ზემოთ მოყვანილ ფაქტებსა და დასმულ კითხვებზე ყველას ერთად გვმართებს სერიოზული დაფიქრება და ასევე, მოქმედება, სასულიეროთაც და საეროთაც, ვისაც გვსურს ჩვენი სამშობლოს მომავალი, ღვთისნიერი კეთილდღეობა. თქვენ მეკითხებით, როგორ უნდა შეინახოს მრევლმა ღვთის ტაძარნი და ღვთისმსახურნი. შევეცდები, მოკლედ გაგცეთ ამ კითხვაზე პასუხი: ჩვენ, კანონიერ სასულიერო პირებს, ღვთისა და ერის მსახურთ, და ასევე, ერის ღვთისმორწმუნე ნაწილს — მრევლს, გვეწოდება ეკლესია და წარმოვადგენთ, ყველა ერთად, ეკლესიას ღვთისას. ხოლო ადგილს, სადაც ვიკრიბებით ხოლმე სადიდებლად ღვთისა, ეწოდება ტაძარი ღვთისა.

როდესაც მაცხოვარმა იესო ქრისტემ თავისი მადლით აღვსილი მოციქულები წარგზავნა საქადაგებლად, უბრძანა მათ: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ეს იმას ნიშნავდა, რომ მოციქულებს თავიანთი მსახურების, კერძოდ კი, ქადაგების, სნეულთა და ეშმაკეულთა განკურნებისა და მკვდართა გაცოცხლების სანაცვლოდ სასყიდელი-გასამრჯელო არ უნდა მოეთხოვათ ხალხისთვის (მათე 10, 7-8). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მათ მიერ გაწეული მსახურებისათვის გაღებული ნებაყოფლობითი საზღაური-შემოწირულობის მიღება უკანონობა და ცოდვა იყო, რადგან მაცხოვარი იქვე, შემდეგ წინადადებაში (მ. 10, 10) ეუბნება მათ: „მუშაკი ღირს არს სასყიდლისა თვისისა“. ეს სიტყვები, უპირველესად, მოციქულთა მიმართ იყო თქმული და დღესაც, ღვთისმსახურის სასყიდლის გასამრჯელოს გულისხმობს. რადგან სამღვდელოებისადმი არ არსებობს სახელმწიფოსგან დაწესებული ხელფასი, ამიტომ, რომელი ტაძრის მრევლსაც ემსახურებიან, იმ მრევლმა უნდა იზრუნოს და გაიღოს ნებაყოფლობითი შემოწირულება ტაძრის საჭიროებისათვის და მღვდელმსახურთა არსებობისათვის. შეწირვა კი ხდება ტაძრის ყუთში, სხვათაგან დაფარულად, რადგან შემწირველის მარცხენა ხელმაც კი არ იცოდეს, რა სიკეთესაც აკეთებს მარჯვენა (შესაწირი ყუთი ანუ ძველქართულად გვადრუცი მოციქულებს თან დაჰქონდათ, რადგან ტაძრები არ ჰქონდათ). იმ შემთხვევაში, თუ ღვთისმსახური (თავის მრევლში იქნება თუ სხვაგან) შენიშნავს, რომ პიროვნებას ან ოჯახს არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა, იგი ვალდებულია, არა მხოლოდ უსასყიდლოდ მოემსახუროს, არამედ მატერიალურადაც კი დაეხმაროს ასეთს. თქვენ ბრძანებთ, რომ საქართველოს ეკლესიებში სულიწმიდის მადლით დიდი ვაჭრობა რომ არის გაჩაღებული, ეს აღარავისთვის არ არის დაფარულიო. გეტყვით, რომ აღნიშნული კითხვის აზრის განმარტებისთვის დაგვეხმარება სახარებაში მოყვანილი მაცხოვრის ჭეშმარიტი მოქმედებისა და სიტყვიერების მაგალითი: „და შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველთა და გამყიდველთა გამოყრა და უთხრა მათ: „დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლია და თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი“. მაცხოვრის რეალური მოქმედება და სიტყვები იმას გვიმტკიცებს, რომ ღვთის ტაძრებსა და მონასტრებში ღვთისმსახურების გარდა არაფრის კეთება არ შეიძლება; რომ ღვთის სამლოცველოები, სადაც მწვალებლობა სუფევს, ვაჭრობა, მრუშობა, მამათმავლობა, ნარკომანობა და სხვა უმსგავსობანი ხდება, აღარ შეიძლება იწოდებოდეს სამლოცველოდ ღვთის, არამედ იწოდება ყაჩაღთა, ავაზაკთა ბუნაგად. ხოლო იმ ბუნაგის მსახურთ აღარ ეწოდებათ ღვთის მსახურნი, არამედ ეშმაკის მსახურნი და ეშმაკის მსახურთ ვინ მისცა სულიწმიდის მადლი, რომ „ივაჭრონ“ კიდეც?! სულიწმიდის მადლი რომ ჰქონდეთ მათ, არც ივაჭრებდნენ და არც იმ სხვა უსჯულოებას ჩაიდენდნენ, რასაც სჩადიან.

ღვთისა და ერის ნამდვილმა მოყვარე, მართლმორწმუნე ქრისტიანმა ქართველებმა, სასულიერო წოდებებმა და მართლმორწმუნე ერის ადამიანებმა უნდა იფიქრონ და იმოქმედონ მაცხოვრისმიერი მაგალითის თანახმად და რუის-ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრების მოწვევა იმიტომ გვჭირდება, რომ გამოვყაროთ საქართველოს სამლოცველო ტაძრებიდან ანაფორებში გადაცმული ავაზაკთა ხროვა, რათა აღსდგეს ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, ღვთისაგან სულიწმიდის მადლით კურთხეული უანგარო ღვთისმსახურება, სიწმიდე, სიმართლე, მშვიდობა, სინანული, სიხარული, სიყვარული, სიმდაბლე, სულგრძელება და სხვა მრავალი ღვთისნიერი სიკეთე!

კითხვა: თვლით თუ არა, რომ საჭიროა, ჩვენი ერის სულიერი ხსნისთვის ახალი „რუის-ურბნისი“ და ერეტიკული საეკლესიო ხელისუფლების გადაყენება ამ კრების ძალით?

პასუხი: რუის-ურბნისის დარი საეკლესიო კრების მოწვევასთან დაკავშირებით წინა პასუხში ვთქვი და ახლა დავამატებ რომ წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა იმჟამად სულიერად, ზნეობრივად და ფიზიკურად მიწასთან გასწორებული ქართველი ერის და ეკლესიის შენება ჭეშმარიტი სარწმუნოების აღდგენით, ეკლესიიდან უღირსი სამღვდელოების განდევნით დაიწყო და ააშენა კიდეც. ეს არის ისტორიული ფაქტი ჩვენს წინაშე. მამათმავლები, ერეტიკოსები, მკვლელები, ნარკომანები, ქრისტეს გამყიდველნი, მართავენ დღეს საქართველოს ეკლესიას, არცხვენენ ღვთის სახელს და ღუპავენ ერს. მოციქული იაკობი გვასწავლის, რწმენა მკვდარია კეთილი საქმის გარეშეო (2, 26). ქრისტეს მიერ დაარსებულ წმინდა ეკლესიაში დაცული საღრმთო საიდუმლონი მარადიული საზრდოა და ესაა სული ერისა, ხოლო სხეული – მორწმუნე ერი ანუ ეკლესია. ეროვნულმა ძალებმა მხედველობაში უნდა მიიღონ წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ღვთივკურთხეული აზროვნება და ჩვენთან ერთად, მათაც უნდა იზრუნონ, რომ მომავალში დაინიშნოს მეორე „რუის-ურბნისის“ საეკლესიო კრება პატიოსან სასულიერო პირთა და მორწმუნე მრევლის მოთხოვნის საფუძველზე, ვინაიდან საქართველოს საპატრიარქოს სინოდი ამ საკითხს არასდროს არ დააყენებს.

კითხვა: რა ევალება ერისკაცს, როდესაც ამჩნევს საეკლესიო პირების მხრიდან წმიდა მოციქულთა კანონების აშკარა დარღვევებს? რა ევალება რიგით მართლმადიდებელს, როდესაც სამღვდელოების უმაღლესი იერარქები სამშობლოს დამაქცევართა, უწმიდურობის მქადაგებელთა და მკვლელთა მეხოტბეებად გვევლინებიან?

პასუხი: კანონის თანახმად, საპატრიარქოსთან უნდა არსებობდეს ეკლესიური სასამართლო ორგანო, რომლის წევრებიც უნდა იყვნენ რჩეული სასულიერო პირები – სარწმუნოებრივი სიწმინდით და სიმართლით გამორჩეული სამღვდელონი. როდესაც რომელიმე ეკლესიაში ადგილი ექნება დარღვევებს ღვთისმსახურებაში ან უწესო მოქმედებას სასულიერო პირის მიერ, ამ შემთხვევაში მრევლმა უნდა მიმართოს იმ სასამართლოს და გაირკვევა ყველაფერი კანონიერად. სამწუხაროდ, დღევანდელი საქართველოს ეკლესიის მმართველი იერარქია, ეკლესიური სასამართლო კი არა, მათ ნებაზე რომ იყოს, სულ გააუქმებდა, მსოფლიოში რაც კი სასამართლოები არსებობს, ისე არ უყვარს როგორც ღვთაებრივი და ისე სამოქალაქო წესიერება და კანონიერება. სწორედ ამიტომაც მიიღეს „პუტჩში“ მონაწილეობა. ამიტომ, ვისაც სურს ჩვენი ერის და მომავალი თაობის კეთილდღეობა, ჭეშმარიტმა ქრისტიანულმა სამრევლოებმა უნდა შექმნან გარკვეული გაერთიანება, რომლის წევრებმაც ცოცხალი ფაქტების საფუძველზე უნდა დააფიქსირონ ის დარღვევები, რაც ხდება დღეს საქართველოს ეკლესია-მონასტრებში, სასულიერო სასწავლებლებში, საპატრიარქოში; მიმართონ მიმართონ ეკუმენიზმისაგან განდგომილ ჭეშმარიტ სასულიერო პირთა საეკლესიო სასამართლოს და დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას. ნელ-ნელა ერში ასე უნდა შემზადდეს დიდი საეკლესიო კრებისათვის საფუძველი.

კითხვა: რით დაახასიათებთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით? საეკლესიო კანონმდებლობით, როგორი პოზიცია უნდა დაეკავებინა იმ დროს საქართველოს პატრიარქს და სინოდს, როდესაც „ქვაშვეთის“ ეკლესია საარტილერიო პოლიგონად აქციეს სამხელმწიფო დამნაშავეებმა და პუტჩისტებმა? ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ამ ეკლესიიდან უშენდნენ ბომბებს კანონიერ ხელისუფლებას და ეკლესია საქართველოს დამპყრობელი რუსეთის საოკუპაციო ჯარის გენერალიტეტის შტაბად იყო ქცეული. ამ მოვლენების შედეგად დაიღუპა მრავალი უდანაშაულო ადამიანი, განიდევნა ეროვნული ხელისუფლება და პრეზიდენტი. იმ დროს რამდენიმე დელეგაცია ესტუმრა საქართველოს საპატრიარქოს, მაგრამ პატრირქმა არავინ მიიღო და ჩვენთვის გარკვეული პასუხებით გამოისტუმრა უზენაესი საბჭოს დეპუტატები.

პასუხი: საქართველოს რომ კანონიერი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ერისა და მისი მომავალი თაობის მოყვარე პატრიარქი და მის დაქვემდებარებაში მყოფი სასულიერო პირები ჰყოლოდა, დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდებოდა! გადატრიალება იმიტომ მოხდა, რომ თვითონ მამათმავალთა მამამთავარი, მწვალებელი, ქრისტიანთა სულიერი მკვლელი, ხალხის ზნეობრივად გამხრწნელი ირაკლი შიოლაშვილი („ივერიელი“) და მისი ქრისტეს გამყიდველი სამღვდელოება მონაწილეობდა სამხედრო გადატრიალებაში. ამ ფაქტს ხომ ადასტურებენ იმ დელეგაციის წევრები, რომლებსაც შიოლაშვილმა კარები მიუხურა და არ მიიღო ისეთი დიდი განსაცდელის დროს!

ამ ინტერვიუში მოყვანილი კანონიკური დარღვევის ფაქტებიდან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ „ივერიელის“ მოვალეობა ყოფილა, ძირითადად, მამათმავალი, სჯულის მგმობელი, მორწმუნეთა სულიერად მკვლელი სამღვდელოების მომზადება და მათი ხელმძღვანელობა. ამიტომაც, ივსება საქართველოს ტაძრები მამათმავლებით და ერესით გახრწნილი სამღვდელოებით. რა არის გამოსავალი ამ მდგომარეობიდან? გამოსავალი არის ღმრთისმოყვარე ქართველი ერის სასულიეროთა და საეროთა თანადგომა, ჭეშმარიტი სარწმუნოების აღდგენა ერში და ეკლესიაში, სიმართლის აღიარება, მონანიება, პატიოსანი შრომა, წმინდა ლოცვა და წმინდა მარხვა. დღეს ხალხი ეკუმენისტი სამღვდელოების რიგების უმრავლესობას არის გამოდევნებული, ხოლო „უმრავლესობაში“ როდია საქმე, არამედ ჭეშმარიტების დამარხვაში, ის კი, ვინც „უმრავლესობას“ გამოედევნება, შესაძლებელია, ჭეშმარიტების გარეშე დარჩეს“ – გვასწავლის მთავარეპისკოპოსი ამბერკი.

ყველასათვის კარგი მსურს, ბოროტების მტერი ვარ!

მონა ღმრთისა, ძე მიქაელისა +იაკობი

კანადიდან მამა იაკობთან ინტერვიუ აიღო და მოამზადა „დიდგორის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი წულაძემ

ჩამოიტვირთეთ PDF დოკუმენტი

pages_from_1-17deda_tamari_amxels4

 

12 Responses to “მღვდელი იაკობი ამხელს”

  1. Mirian Takvarelia Says:

    მართალი სიმართლეზე საუბრობს!!!

  2. Tinatin Says:

    am intervius simartle kidev ertxel damtkicda !!

  3. Soso Chala Says:

    gvtis risxvis ar geshiniat,tqve ucmindurebo?

  4. marina Says:

    msoplioshi arcert kvekanas ar kavs iseti patriarki rogoc sakartvelos , es gvtis udidesi ctkalobaa.. madloba upals aseti ctkalobistvis …. chventan ars gmerti…

    • ლომისა Says:

      დიახ, ასეთი ფარისეველი და ცრუ მართლა იშვიათია!

      • davit Says:

        ვინმე მარინასა ემანდ ზემოთა კომენტარში შეშლია ორიოდ მნიშვნელოვანი სიტყვა და ჩავუსწორებ_ რა, აი გავსწორე::: msoplioshi arcert kvekanas ar kavs iseti patriarki rogoc sakartvelos , es eshmakis udidesi ctkalobaa.. madloba eshmaks aseti ctkalobistvis …. chventan ars eshmaki…

      • davit Says:

        soso chala ვის მიმართავს მართალსა მღვდელსა მამა იაკობსა თუ რქოსან-კუდოსნებ_ ეკუმენისტებსა…ვერ ჩავხვდი, თუ მამა იაკობსა მიმართავს, მაშინ კუდით ქვასა ვასროლინებ…

  5. marina Says:

    dzvelad iko dro kvela cxovrobda eklesiurad da ar iko amis problema , exla 21 saukuneshi cotaa mcxovrebi eklesiuri..( komunisturi cxovrebidan gamosuli.)..sjulis kanonit mrushoba ikrdzaleboda 15 celi uziareblobit, ikve im dros ikonomiit (shemtkynareblobit) sheicvala1 clit , magalitad TEODORE studielis monastershi 8 saukuneshi ikonimia gaaketa da 1 clamde daikvana, tu chvens sportsmenebs gauchndat ltolva eklesiis ,da patriaktan mividneen dasalocad rato unda kras xeli patriarkma da ar dalocos ? tu ert dgeshi gindat moakcios kvela adamiani ,? adamiani isedac eseti udzluria eee sakutar tavshi chaixedet kvelam..

    • იოანე Says:

      სჯულს ეურჩები და მწვალებლობ რას ქვია შეცვალო სჯულის კანონში სიტყვა მაინც?! ვინც შეცვალოს რაიმე შეჩვენებულ იყოსო!

  6. david Says:

    მამა იაკობს ვიცნობ. იგი არ არის ეკლესიის წევრი. ზემოთ აღწერილ ყველა თემაზე თავის დროზე მისაუბრია მამა გაბრიელთან და მისი ბრძნული დარიგებების მიხედვით დიდ ცთომილებასთან , უსიყვარულობასთან და სულიწმიდის გმობასთან გვაქვს საქმე როცა ვინმე ასეთი დაღვლარჭნილი ცოდნით უდგება სულთა ცხოვნების საკითხს და წყვეტს სადაა ეკლესია და სად ხიბლში მყოფ მწვალებელთა თუ განხეთქილებაში მყოფთა კრებული.
    რჯულის მიხედვით თუ ვინმე განსაკვეთია ეს იმას კი არ ნიშნავს რომ უკვე განკვეთილია და ეს ეკლესია უკვე უმადლოა. ესაა მთავარი შეცდომა და ამიტომაც ვერ გაუგიათ თავი და ბოლო მათ ვინც თავიდან მართლა წრფელად უდგება ეკლესიაში სიწმიდის დაცვის ფრიად მნიშვნელოვან საკითხს. ამიტომაცაა ეს გაუგებრობა საბოლოოდ სრულ ქაოსში გადადის და სახეზეა საბერძნეთში ათეული ცალკე მდგომი “ეკლესია” რომლებიც იმდენ შეცდომებს აღმოაჩენენ ხოლმე ერთმანეთის საქმიანობაში რომ ვეღარც კი გაურკვევიათ ვინ ვის და როდის სად დაასხა ხელი და სად იწყება ქრისტეს ეკლესია.

    • გიორგი Says:

      სჯულის კანონით თუ ვინმე განსაკვეთია, ეს იმას არ ნიშნავს რომ უკვე განკვეთილიაო, ბრძანებს ვინმე პატივცემული დავითი. მართალია, აბა თავის თავს ხომ არ განიკვეთავენ, ცავატანემ, ერეტიკოსები პატრიარქები თავისი სჯულისმგმობელი სინოდებიანად. მათ უპყრიათ საეკლესიო ხელისუფლება და მათ ვინ შესწვდება, ანუ ვინ განკვეთს. ხოლო აი შენ კი გავალდებულებს განუდგე ერეტიკოს პატრიარქს, მიტროპოლიტს, ეპისკოპოსს. არა? როგორ არა, აგერ უფლის კანონი.

      ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

      „თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

      • იოანე Says:

        ჰაააააააა, გაექცნენ ჭეშმარიტ მამების კანონს? ამიტომ არ პასუხობენ დიდ ენებს რომ აქნევენ ეშმაკეულს და პაპისტურს?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: