მხეცი-ანტიქრისტე-666

მხეცი-ანტიქრისტე-666

„თუ იცი რაიმე ანტიქრისტეს შესახებ, მოყვასსაც აუწყე! ” (წმიდა კირილე იერუსალიმელი)

უფალმა იესო ქრისტემ თქვა: „ამას კლდესა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას“ (მათე 16,18), „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ უბრალოდ ჯოჯოხეთის ძალებს კი არ აღნიშნავენ მხოლოდ, არამედ თვით უმთავრეს ძალებს ჯოჯოხეთისა, წყვდიადის უბოროტეს შესაკრებელს, მის ყველაზე მნიშვნელოვან და ქმედით ნაწილს, რომლის მიზანიც, ქრისტეს წმიდა ეკლესიასთან ბრძოლაა. ასე რომ, ეკლესია და ჯოჯოხეთი ერთმანეთთან მებრძოლ ორ საპირისპირო ძალად წარმოსდგებიან და, როგორც ვიცით, ამ ბრძოლაში ეკლესია უძლეველია, რადგან „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრი კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოს პირველი გაერთიანებულ ცრუ რელიგიათა ერთერთი საპატიო წინამძღვარი ანტიქრისტეს მოლოდინში

ქრისტეს ეკლესიასთან ბრძოლის ეს გეგმა, ანუ ჯოჯოხეთის ძალთა უმთავრესი მიზანი, მზადება მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისათვის, საღმრთო წერილში მოცემულია გამოთქმით „საიდუმლო უსჯულოებისა“ (11 თესალონიკ. 2,7). ანტიქრისტეს მოსვლა გაბატონება ამქვეყნად შესაძლებელი გახდება საყოველთაო აპოსტასიისას, ანუ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობიდან (და არა ეკუმენისტური ცრუ „მართლმადიდებლობიდან“) ადამიანთა დიდი განდგომილების ჟამს, როცა ღვთაებრივი ძალა მოაკლდება და აღარ შეეწევა ადამიანთა უდიდეს ნაწილს.

ამასთანავე, ცხადია, რომ საზოგადოდ ეშმაკის თანადგომაც იზრდება ადამიანისადმი, და მზაკვრისათვის სულ უფრო მისაწვდომი ხდება ადამიანის სული. რადგან ანტიქრისტეში საკუთარი ბოროტი ნება და უმსგავსობა განვითარების ზღვარს მიაღწევს, ამის კვალად ეშმაკის დამოკიდებულებაც მისადმი უაღრესად პირდაპირი გახდება. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ანტიქრისტეს პიროვნებაში, ანუ მისი სახით განუწყვეტლივ იმოქმედებს თვით ეშმაკი.

 

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრი სერბეთის ოფიციალური საპატრიარქოს სამღვდელოება (ცენტრში-„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ გენერალური მდივანი სამუელ კობია) (ანტიქრისტეს მოლოდინში)

ეკლესიის დიდი წმიდა მამა იოანე დამასკელი ამბობს: „ წინდაწინვე უწყის რა მომავალი გარდაქცეულება ანტიქრისტეს ნებისა, ღმერთი დაუშვებს იმას, რომ ამ ადამიანში ეშმაკი შესახლდეს“. წმიდა ანდრია კესარიელი კი ამბობს, რომ ანტიქრისტე, იგივე ანტეი, როგორც იგი უწოდებს: „აღმოვიდეს ქვესკნელიდან, სადა იგი ეშმაკი დასჯილ არს“ (თარგმანება გამოცხადების).

ასევე ნეტარი თეოდორიტეც ამბობს, რომ : „ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ქვეყანაზე გამოჩნდება ადამიანური ბუნებით შემოსილი მტერი კაცთა მოდგმისა და მოწინააღმდეგე ღმერთისა, დემონი, რომელიც მიიტაცებს და მიითვისებს ღვთის სახელს“ ხოლო ლაქტანციუსი, გეზიქე და ნეტარი იერონიმე ანტიქრისტეს სატანის ძეს უწოდებენ.

თანახმად ეკლესიის მამათა სწავლებისა ეშმაკის ზემოქმედება პირველ ყოვლისა უნდა გამომჟღავნდეს თვით დაბადებაში ანტიქრისტესი, რადგან მისი ჩასახვაც კი თავისი სიბილწით განსაკუთრებული და არგაგონილი იქნება. წმიდა ეფრემ ასური ბრძანებს: „შებილწული ქალწულისგან იშვება ეშმაკის იარაღი“ რადგან უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლად წმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა ხორციელად, ამიტომ ეშმაკი თავის იარაღს ქალწულისაგან დაბადებს, ოღონდ არა წმიდა ქალწულისაგან, არამედ აღსავსესი ყოველგვარი მანკიერებით და სატანური სიბილწით.

ასევე, როგორც ჩვენი უფალი იყო ოცდაათ წლამდე უცნობი, ალბათ, ანტიქრისტეც ასეთივე ასაკის შესრულებამდე გასაიდუმლოებულად ეყოლებათ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება სამოქმედო ასპარეზზე. კვალად, როგორც ქრისტემ დაიწყო თავისი მხსნელი მსახურება ღვთაებრივი ქადაგებითა და სასწაულმოქმედებით, ასევე ანტიქრისტეც თავის დამღუპველ  ბოროტ მსახურებას დაიწყებს ცრუ მოძღვრების ქადაგებითა და ცრუ-სასწაულებით;

ამ გზით შეეცდება იგი ადამიანთა ცდუნებას და, სამწუხაროდ, მრავალს აცდუნებს, მათ შორის რჩეულთაც კი მიიდრიკავს თავისკენ. და კიდევ: როგორც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ინება საყოველთაოდ-სახალხოდ გამოეცხადებინა თავი, როცა საზეიმოდ შევიდა იერუსალიმსა და მის წმიდა ტაძარში, ხალხისაგან განდიდებულ ძე ღმრთისად და მესიად, ასევე ანტიქრისტეც თავს იუდეველთა მესიად გამოაცხადებს და მსოფლიოს თვითმპყრობელ მონარქად განდიდდება, ამასთანავე ყოველივე ეს აღსრულდება მისი საზეიმო შესვლით იერუსალიმში და ზე-დაჯდომით იერუსალიმის ტაძრის საყდარზე, იმ ტაძრისა, რომელიც თითქმის ორი ათასი წელია დანგრეულია და, რომელიც იმ დროისათვის აღდგენილ იქნება მისი მომლოდინე იუდეველების ძალისხმევით.

              

               

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრი საბერძნეთის ეკლესიის არქიეპისკოპოსი ქრისტოდულოსი ე.მ.ს. გენერალურ მდივან სამუელ კობიასთან (ანტიქრისტეს მოლოდინში)

როცა იუდეველებმა უარყვეს ჭეშმარიტი მესია, საუკუნოდ გადაწყდა ისრაელი ერის ბედი, ასევე იქნება ანტიქრისტეს საზეიმო შესვლისას იერუსალიმში: საუკუნოდ და შეუქცევად გადაწყდება მისი თანადროული კაცობრიობის ბედი, უფრო სწორად კი კაცობრიობის უდიდესი ნაწილისა, რომელიც, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ რწმენას მოკლებული ვერ გულისხმაჰყოფს წარწყმედას და ჭეშმარიტ მესიად, თავის მხსნელად მიიღებს ანტიქრისტეს, ხოლო ნეტარ არის ის მცირე სამწყსო ქრისტესი, რომელიც ამ უკანასკნელ დღეს, რომელსაც ღმერთი საბოლოო თვითგამორკვევისათვის მიჰმადლებს ადამიანებს, შესძლებს ანტიქრისტეში დაინახოს თვით სატანა;

გაერო -ევროსაბჭო

მსოფლიოს ანტიქრისტეს მისაღებად საუკუნეებია უკვე ამზადებს იუდეური საიდუმლო ორგანიზაციები, მსოფლიო საიდუმლო მთავრობა, რომლიც თავის მხრივ მართავს: მასონურ ლოჟებს, ევროსაბჭოს, გაეროს, ვატიკანს, მსოფლიო ზესახელმწიფოთა საიდუმლო სადაზვერვო სამსახურებს, რომლებიც თავის მხრივ აკონტროლებენ ომებს, რევოლუციებს; პოლიტიკურ-ეკონომიური მართვის მსოფლიო ბერკეტები მათ ხელშია, ანუ საიდუმლო უსჯულოებისა თავისი მოქმედების ზენიტს აღწევს და ანტიქრისტეს პიროვნებაში თავს მოიყრის ბოროტება მთელი თავისი სისრულით და ძალით, რაც კი შეიძლება ზიდოს ადამიანის ბუნებამ.

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრი რუსეთის ეკლესიის პატრიარქი ალექსი მეორე ე.მ.ს. გენერალურ მდივან სამუელ კობიასთან (ანტიქრისტეს მოლოდინში)

1917 წლის 28-30 ივნისს, პრიზში, თავისუფალ კალატოზთა კონგრესზე მიღებული და დასაბუთებული იქნა ხალხთა კავშირის ძირითადი დებულება. სწორედ ეს რიცხვი იქცა დაბადების თარიღად ჟენევის ნაციის ლიგისა, რომელიც 1919 წელს გამოჩნდა. 1945 წელს, სან-ფრანცისკოში მისგან წარმოიშვა გაერო. ეს ორგანიზაცია არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მასონური ლოჟა ილუმინატების მიერ შექმნილი. იგი აერთიანებს პლანეტის ყველა ხალხს და კონტროლზე ჰყავს აყვანილი მთელი მსოფლიო ანტიქრისტეს გამეფებისთვის და მისი მსოფლიო ბატონობისთვის…

კომპიუტერი „The beast” (მხეცი).

მსოფლიო საიდუმლო ორგანიზაციები კონტროლს ახორციელებენ კომპიუტერული ხელისუფლებით: ამერიკაში ყველა ელექტრონული კომპიუტერული სალარო დაკავშირებულნი არიან დალასში (ტეხასი) უზარმაზარ კომპიუტერთან, რომელსაც ჰქვია „The beast” (მხეცი). ის თავის მხრივ დაკავშირებულია სხვა ორ კომპიუტერთან ბრიუსელსა და ამსტერდამში, რომელთაც ასევე ეძახიან „the beast” (მხეცი). ამ კომპიუტერებში შეყვანილია მთელი მსოფლიოს მონაცემები.

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“

 „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოც“ ანტიქრისტეს გამეფების მოსამზადებლად ჩამოყალიბდა, რათა რელიგიური ნიშნით მოხდეს გაერთიანება – პლანეტის ყველა ხალხის, რათა ეკუმენიზმში გაერთიანებულმა მსოფლიომ მიიღოს ანტიქრისტე და გამოაცხადოს ეშმაკი ღმერთად.. 1946 წელს ფრანგული მასონური ჟურნალი „ტამპლი“ წერდა: „პრობლემა, რომელიც წარმოშობილია რელიგიათა გაერთიანების პროექტის გამო, ახლოა მასონობისთვის, რამეთუ ეკუმენიზმი თავის თავში შეიცავს უნივერსალიზმის იდეას, და თუკი ეს გაერთიანება (ე. მ. ს.) სწორ გზაზე დგას, იგი ჩვენი ორდენისგანაც არის დავალებული. პირველი ეკუმენისტური კონგრესების წარმოშობის დროს ჩვენი ანგლოსაქსი ძმების ჩარევა მათ მუშაობაში განმსაზღვრელი ფაქტორი იყო“. მართლაც, მასონთა ლოჟის „თავისუფალ ქვისმთლელთა“ მიერ აღშენებულ იქნა მთავარი მსოფლიო ეკუმენისტური ორგანიზაცია – „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, ეს მოხდა 1948 წელს, გაეროს შექმნის სამი წლის თავზე, რომლის შექმნის სათავეებთანაც ასევე მასონები იდგნენ და რომლის შექმნის მიზანიც ანტიქრისტეს მისაღებად მსოფლიოს შემზადება იყო.

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრი იერუსალიმის ეკლესიის პატრიარქი თეოფილე  „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ გენერალური მდივან სამუელ კობიასთან (ანტიქრისტეს მოლოდინში)

ანტიქრისტეს საყოველთაო აღიარება ხალხთა მოძღვრად და მსოფლიო მონარქად პირველ რიგში დაკავშირებული იქნება მის მიჩნევასთან ყველა რელიგიის სულიერ წინამძღვრად; თუ ახლა მიმდინარეობს ურიცხ რელიგიათა გამოგონება ანტიქრისტეს დროს მოხდება ამ რელიგიათა სრული გაერთიანება ანტიქრისტეს ძალაუფლების ქვეშ, და ამის შემზადება დავალებული აქვს „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ რომელმაც თვით მართლმადიდებელი ქვეყნების ოფიციალური ეკლესიების სრული შემადგენლობა გააერთიანა ცრუ რელიგიათა მრავალსახეობის შემადგენელ თავის წიაღში. ღვთისმეტყველმა ვლადიმერ სოლოვიოვმა თავის უკანასკნელ ესქატოლოგიურ შრომაში „სამი საუბარი“ გამოთქვა ვარაუდი, რომ ანტიქრისტე, მსოფლიოზე პოლიტიკური ძლიერების მოპოვების შემდეგ, მოიწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებასაც ყველა ცრუ სარწმუნოების და აღმსარებლობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და იგი ყველას შესთავაზებს ერთ სამწყსოში გაერთიანებას თავისი „მწყემსმთავრობის“ ქვეშ.  ე.ი. ანტიქრისტესათვის პოლიტიკურ (ეკონომიურ) გაერთიანებებს ამზადებს გაერო, ევრო-საბჭო, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო მასონური ლოჟები და გაერთიანებები, ხოლო სულიერ გაერთიანებას ამზადებს „ეკლესიათა მსოფლიო ეკუმენური საბჭო“!

ადამიანთა დაბეჭდვა მხეცის-ანტიქრისტეს რიცხვით 666-ით დაწყებულია, როგორც უბრალო ტატუირებით მარჯვენა ხელსა და შუბლზე, ასევე ლაზერული ტატუირებაც დიდი ხანია პრაქტიკაში ექსპერიმენტების სახით დაინერგა…მომზადება მხეცის გამოჩენისა და გამეფებისათვის უკვე დასრულებულია. ყველაფერი დაიწყება ფულის გაქრობით, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოში მოქმედებს. ფული შეიცვლება ე.წ. ელექტრონული ფულით. ერთადერთი დოკუმენტი იქნება ელექტრონული ბეჭედი ადამიანის შუბლსა და მარჯვენა ხელზე. ბელგიის გიგანტურ კომპიუტერ „მხეცში“ უკვე დაცულია მონაცემები დედამიწის ყოველ ადამიანზე. დიახ, ამ კომპიუტერს ჰქვია „მხეცი“, ანუ 666; მხეცის რიცხვი – 666 უკვე დამკვიდრებულია ცხოვრებაში. უმთავრეს ფირმებს ამერიკაში, რომლებიც იარაღს აწარმოებენ, სწორედ ეს ნომერი – 666 გააჩნიათ! მრავალ ავტობუსსა და მსუბუქ ავტომანქანას ისრაელში ანტიქრისტეს ეს რიცხვი აწერია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველივე მომზადებულია ანტიქრისტეს მისაღებად. იგი საცაა ფიზიკურად წარუდგება კაცობრიობას.

 „ამერიკა ემზადება ანტიქრისტეს შესახვედრად და თვით ვატიკანთან არსებული საპონტიფიკატო კომისიაც კი მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს მოუწოდებს იუდეველებთან ერთად შეეგებონ „მესიას“ და მე ვერ მოვასწარი მეკითხა, იციან კი ყოველივე ამის შესახებ მოსკოვში?“ (ინგლისში მოღვაწე მართლმადიდებელი მღვდელმსახური ანტონი, რომელმაც 1991 წელს გამოთქვა მოსაზრება მსოფლიო მოახლოებულ აღსასრულზე)

საქართველოს ეკუმენისტური ეკლესია „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ ყოფილი წევრი: ხოლო მამა ბასილის (მკალავიშვილი), მამა ზურაბის (აროშვილი), მამა გელასის (აროშვილი), მამა გრიგოლის (კობახიძე) და სხვათა მხილებით და ბრძოლით გამოყვანილი  ანტიქრისტეს ამ მასონური ორგანიზაციიდან, და დღესაც საეკლესიო კანონდარღვევებით მაინც ანტიქრისტეს მოლოდინში;

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვაფრთხილებს: „სხვა გაცილებით დიდი უბედურება ანტიქრისტეს ბატონობის ეპოქაში ის იქნება კაცობრიობისათვის, რომ მაშინ უკვე შეუძლებელი იქნება რაიმე ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა მისი ბოროტი ძალაუფლებისადმი. ამიტომაცაა აუცილებელი სწორედ ახლა ვებრძოლოთ მოახლოებულ წყვდიადს, როცა წინააღმდეგობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს. ახლავე უნდა აღვუდგეთ უღმერთობას და არ დავუშვათ კომპრომისი ბოროტის წინაშე, არ უნდა გავუერთიანდეთ უღმერთობას  მშვიდობიანი თანაარსებობით, რათა გადავრჩეთ; რადგან ბოროტებასთან კომპრომისული გაერთიანება, ეს დაღუპვაა მომავლისთვის; მოდის დიდი ღამე და ვერ შემძლებელ ვიქნებით ჭეშმარიტი რწმენის გარეშე მისი გაძლების, რადგან ამ ღამის გადატანა თვით რწმენაში მტკიცეთ ისე გაუძნელდებათ, რომ მიუხედავად საკუთარი ცოდვის შეგნებისა, მიუხედავად საშინელი სამსჯავროს მოლოდინისა, მხეცის შიშით მაინც შეჰღაღადებენ მაცხოვარს „ჰე, მოვედ, უფალო იესო!“ (გამოცხადება 22, 20).

მღვდელმსახურ დეკანოზ ბორის მოლჩანოვის და ნიკოლოზ დობროლუბოვის ნაშრომებიდან წერილი  მოამზადა „დიდგორის“ პრესსამსახურმა

კომენტარი: გვსურს, ამ წერილიდან გამომდინარე მ. სააკაშვილზე უფრო  „პროამერიკულ“, პროდასავლურ, და  „გაერო_ ევროსაბჭოს _ნატოს“ ერთგულ ჩვენს ქართველ პოლიტიკოსებს შევეკითხოთ, ვინ ხართ თქვენ, ბატონებო და ქალბატონებო ? ქრისტეს მიმდევრები, თუ ანტიქრისტეს, ე . ი . მხეცის -666-ის მომლოდინე მისი ერთგული  „დემონ -კრატი” მსახურები ?!

იხ . ლინკი, წმიდა მამების განმარტებები ანტიქრისტეზე :

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: