საგანგებო განცხადება!

საგანგებო განცხადება

„დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა განმგებელს – ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ. როცა მათ თავი მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: "ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?" ხოლო მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ. ასე უპასუხა და უთხრა მას გამგებელმა: "ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ?" მათ უთხრეს: "ბარაბა" უთხრა მათ პილატემ: "იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?" ყველამ თქვა: "ჯვარცმულ იქნეს" მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარს ეცვათ იგი. (მათე 27,17-25)“

„საქმე ჭეშმარიტ მღვდლობას, ასეთ მაღალ ხელისუფლებას ეხება, რომელიც ისევე აღემატება ყველანაირ ხელისუფლებას, როგორც სული ხორცს. მღვდლებს, ჯერაც ამ სოფელში მიმოქცეულთ ენიჭებათ გამგებლობა ზეციურისა, უფლება, რომელიც ღმერთს ანგელოზებისა და მთავარანგელოზებისთვისაც არ უბოძებია.“

(წმიდა იოანე ოქროპირი)

 „დიდგორის“  კომენტარების გვერდზე  გამოქვეყნებული ბატონი თარაშის წერილის წაკითხვის შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეთ სპეციალური განცხადების გაკეთება, რადგან დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აუცილებლად უნდა მიეცეს სრულიად ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება;

ბატონ თარაშს, სრულიად ვეთანხმებით იმაში, რომ დღეს მეფე გაშიშვლებულია და იგი დღევანდელი ოპოზიციის მხილებამ კი არ გააშიშვლა, არამედ ერი გამოაფხიზლა ამერიკული დამბანგველი კეთილდღეობის მისწრაფებისკენ, ამ მხეცი მეფის განსაკუთრებულმა ღვთისმბრძოლმა მსახურებამ, რომელიც გამოვლინდა გლდანის ტაძრის გრანდიოზულ დარბევაში და ღვთისმგმობელი სექტებისათვის შეუზღუდავი თავისუფლების მინიჭებაში;

Washington as a Mason. George Washington, depicted as a Mason in a lithograph printed in 1867, remained for many years the main American symbol of military and republican virtue. LIBRARY OF CONGRESS.

ხოლო ეშმაკი, რის ეშმაკია, რომ სათადარიგო „მეფე“ და მისი ერთგული მსახურები არ ჰყავდეს ოპოზიციაშიც, რომ ვინიცობაა მეფე დაამხონ, მაშინვე ჩაანაცვლონ ახალი „მეფით“, როგორც ედუარდ შევარდნაძე ჩაანაცვლეს მიხეილ სააკაშვილით, ზურაბ ჟვანიათი და ნინო ბურჯანაძით; ჯერ წარმოგიდგენთ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი წმიდა მამის გრიგოლ ნოსელისა და იოანე ოქროპირის სწავლებებს, თუ რა იერარქიული წყობით აქვს ღმერთს განწესებული სახელმწიფოში სამოქალაქო და საეკლესიო ხელისუფლების უპირატესობა და შემდეგ ამის ფონზე განვიხილოთ, რაც დღეს ჩვენს სამშობლოში ხდება: „ხმა სჯულისა ბრძანებს, ვისაც ღმერთთან მეგობრობა უნდა, დაე, ჩემი მეგობარი იყოს, რამეთუ სჯულის მეგობარი ყოვლითურთ ღმერთის მეგობარი შეიქმნება“ (წმ. გრიგოლ ნოსელი) აქედან გამომდინარე, „დიდი სჯულის“ კანონის (საეკლესიო სამართლის) მეგობარი „მეფე“ იქნება იგი, პატრიარქი, თუ რიგითი მოქალაქე, წარმოადგენს  ღვთის მეგობარს, ე.ი. ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს.

„დიდგორზე“ უხვად გამოვაქვეყნეთ მამახილებელი წერილები, თუ როგორი „მეგობრებიც“ არიან „სჯულის კანონის“ ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი თავიანთი მიმდევარ-თაყვანისმცემლებით, ხოლო ახლა განვიხილოთ დღევანდელ ოპოზიციაში ჰყავს თუ არა ღმერთს „მეგობრები“; და ბატონი თარაში დაგვეთანხმება, რომ ვინც ღვთის მეგობარი არ არის, ის ეროვნული ხელისუფლების მეგობარიც ვერასოდეს იქნება;

ჩვენ კარგად გავეცანით ყველა მასალას, პუბლიკაციას,  დღევანდელ ოპოზიციონერთა ბოლო წლების დროინდელ მოღვაწეობას მართლმადიდებლობასთან მიმართებაში, და აი, რა აღმოვაჩინეთ: როდესაც მამა ბასილი მკალავიშვილი თავგანწირვით ებრძოდა თურმე საქართველოში ამერიკიდან შემოსეულ ხატმბრძოლ სექტებს, ამ დროს „თავისუფლების ინსტიტუტის“ ლიდერების გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის გვერდით მხარდამხარ იბრძოდნენ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ სექტების უფლებების დასაცავად დღევანდელი ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერები: დავით ზურაბიშვილი, თინათინ ხიდაშელი, დავით უსუფაშივილი, ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი, კობა დავითაშვილი და სხვები; ისინი სექტების უფლებებს გააფთრებით იცავდნენ მაშინ, როდესაც ეს სექტები წმიდა ხატებს ცეცხლში ანადგურებდნენ და მართლმადიდებელ ტაძრებს ანგრევდნენ;  გავეცანით არქივის მასალებს, თუ როგორ დაწვა ამის გამო მათი სურათები მართლმადიდებელმა მრევლმა ერთ-ერთი აქციისას, და ლამის ანათემას გადასცა მათი სახელები;

აი, ვინ არის მეფე, ძალაუფლებას მოწყურებული დღევანდელი ღვთისა და ერის უბოროტესი მტრების

ამ ქართველი „ამერიკელების“ დიდი ღვაწლის შედეგად მოხდა მამა ბასილის დაპატიმრება; დააკვირდით, თავს არ ზოგავენ და ერთსულოვნად გაერთიანდნენ ოპოზიციონერები გუშინდელი ტაძრის დამარბეველი მ. სააკაშვილის მარჯვენა ხელის ირაკლი ოქროაშვილის ციხიდან განთავისუფლების მოთხოვნით , ყველა თავიანთ გამოსვლებში წამდაუწუმ ჩამოთვლიან დილეგებში გამომწყვდეულ ყველა პოლიტპატიმარის გვარ-სახელებს, მაგრამ აბა, თუ ვინმეს სიტყვა წამოსცდეს მართლმადიდებელი მღვდელის გაანთავისუფლების შესახებ, წესით პატიმართა ჩამონათვალში პირველად მღვდელს უნდა ასახელებდნენ; რადგანაც, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის : “საქმე მღვდლობას ასეთ მაღალ ხელისუფლებას ეხება, რომელიც ისევე აღემატება ყველანაირ ხელისუფლებას, როგორც სული ხორცს“. ჩნდება კითხვა, რატომ არიან ასე ერთსულოვანად დადუმებულნი ეს  ოპოზიციონერები ასეთი აღმატებული ხელისუფლების მქონე პატიმრის – მღვდლის განთავისუფლების საკითხში?! პასუხი ერთია, ისინი არ არიან ღვთის მეგობარნი, და არიან მომავალი ჩამანაცვლებელი „მეფენი“ ამერიკის ზესახელმწიფოსი და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში  მათი ანტიმართლმადიდებლური იდეოლოგიის საკუთარ პოლიტიკაში მ. სააკაშვილივით გამტარებელნი: „კომუნიზმის შემდეგ ჩვენი ერთადერთი მტერი მართლმადიდებლობაა“ (ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი იდეოლოგი ზბიგნევ ბზეჟინსკი)

მართლმადიდებლობის და ეროვნული ხელისუფლების დაუძინებელი მტრები

ეს ოპოზიციონერები თუ თავს გაიმართლებენ, რომ მამა ბასილს სექტების წინააღმდეგ „ძალადობა“ ედება ბრალადო, და ამიტომ ვერაფერს ვამბობთო, მაშინ შევეკითხოთ, ტაძრის გუშინდელი მოძალადე დამარბეველისთვის, რატომ დასცეს განგაშის ზარები? ან რა უნდა, მათ გვერდით ჯაბა იოსელიანის, თენგიზ კიტოვანის, თენგიზ სიგუას მხარდამხარ მებრძოლ სახელმწიფო დამნაშავეს გოგა ხაინდრავას, რომელმაც ეროვნული მთავრობის სახელმწიფო სისხილიანი გადატრიალება ავტომატების საზეიმო ჯერით და შამპანიურების ზათქით აღნიშნა მთავრობის სასახლის წინ და ასე მოგვილოცა შობის წინა დღეებში ეროვნული ხელისუფლების დამხობის სატანური მსხვერპლშეწირვა?!

დააკვირდით, ერთადერთი ირინა სარიშვილი გასწირეს და არ მიიღეს რუსეთის გამო თავის რიგებში, ეს იმიტომ რომ თავიანთ ბატონს „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს“ წინდაწინ უკმევენ მიხეილ სააკაშვილივით გუნდრუკს, თორემ ირინამ რა დააშავა ისეთი, რაც გოგა ხაინდრავას არ დაუშავებია, რომლიც რუსეთის ჯარების გენერალიტეტის ხელმძღვანელობით დაუფარავი ზეიმით უშენდა ქვემეხებს და ავტომატებს მთავრობის სასახლეს!? აი, ეს არის სიმართლე! ხოლო აი, რას მოვახსენებთ ამ  გარუსებიდან ამერიკელებად გარდაქცეულ ქართველებს: ჩვენ ორი მტერი გვებრძვის რუსეთი და ამერიკა (ა.შ.შ.), ერთს (რუსეთს) ჩვენი ტერიტორიების სრული ოკუპაცია სურს, მაგრამ როგორც მართლმადიდებელი ერი ჩვენი სულის „ოკუპაციას“ ვერ მოახერხებს, ხოლო მეორეს, ჩვენი ტერიტორიის „შესყიდვა-ოკუპაციასთან“ ერთად,  ჩვენი სულის „ოკუპაციაც“ აქვს განზრახული, ანუ ჩვენი სულიდან მართლმადიდებელი სჯულის სრული ამოძირკვა სწადია; ისმის კითხვა,თუ ერთ მტერს ებრძვის ეს ოპოზიცია, მეორეს მასზე გაცილებით საშიშ სულიერ მტერს ფეხქვეშ რატომ ეგება? იმიტომ, რომ ღვთის მეგობრობა, კი არა, კვლავაც ფარულად ღვთის მტრობა უდევთ გულში!

ევროსაბჭოს შენობა სტრასბურგში, საიდანაც იმართებიან რელიგიური უმცირესობები (სექტები) და აკონტროლებენ საქართველოს ხელისუფლებას მათი უფლებების დაცვაში;

დღეს საქართველოში დევნილია ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა და იგი შეიფარა ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ ემიგრაციაში, რომელსაც წარმოადგენენ, ეროვნული მთავრობის ხელმძღვანელი ბატონი ბესარიონ გუგუშვილი, ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები ბატონი იოსებ ღუდუშაური, ბატონი ალექსანდრე სახუნდაძე და სხვა ემიგრაციაში მიმოფანტული ჭეშმარიტი მამულიშვილები, რომელთაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ჭეშმარიტ ანტიეკუმენისტ სამღვდელოებას, მართლმადიდებლობის დაცვისათვის განდევნილს საქართველოს ტაძრებიდან, და დევნილს საქართველოს ერეტოსი პატრიარქის ილია მეორეს (შიოლაშვილი) საეკლესიო ხელისუფლებიდან! დააკვირდით, ბატონებო, მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ დღეს უმაღლესი პატიმარის მართლმადიდებელი მღვდლის ციხიდან განთავისუფლებას, სხვა არავინ სიტყვასაც კი არ სძრავს დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან, და, დიახ, სწორედ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან სჯულის, ანუ ღვთის მეგობრები; და როგორც სახარებით ნაბრძანებია, ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა, რადგან ეკალ-სარეველა ვაზის ნაყოფს ვერ გამოისხამს და პირიქით ვაზი-ეკალს! ხოლო, ჩვენი ერი სამწუხაროდ, დარჩენილია ჯერჯერობით უპატრონოდ, და ლოცვით შევთხოვოთ უფალს, რათა დაუბრუნოს ჩვენს სამშობლოს ჭეშმარიტი პატრონი, როგორც ღვთის ცხებული და უფლის სჯულის ერთგული ხელმწიფე, ასევე ღვთის სჯულის თაყვანისმცემელი პატრიარქი! ეს არის ჩვენი იმედი, და ასე გვწადია ჩვენ, ღვთის სჯულის მეგობრებს და თუ ღმერთმა ინება, რომ ასე მოხდეს, ასეც მოხდება და წინ ვერაფერი აღუდგება ყოვლისამპყრობელს, რომელსაც ამ ცისქვეშეთში ყველაფერი ძალუძს! ამინ!

 „დიდგორის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: