„დიდგორის“ პასუხი გაზეთს „ასავალ-დასავალი“

დაუწკაპუნეთ მაუსით სურათს

დიდგორის“ პასუხი გაზეთს „ასავალ-დასავალი“

ჩვენ ვთხოვეთ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორ ლაშა ნადარეიშვილს, რომ მისი ჟურნალისტის ცილისმწამებლური ღვთისმგმობელობის პასუხად გამოექვეყნებინა ჩვენი პასუხი, ხოლო მან, „დემოკრატმა“ პასუხი მოგვცა, თავის ერეტიკოს ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილის ღვთისმგმობელი პასუხით, რაზეც, პასუხს ვცემთ, კიდევ ერთხელ, შემდეგი წმიდა ღვთაებრივი განჩინებით:

„ყოველი, რომელი არ იქმს სიმართლეს, არ არის ღმრთისაგან, ამით შეიცნობიან შვილნი ღვთისანი და შვილნი ეშმაკისანი“ (I იოანე 3, 10)

ფრთხილად, ლაშა ნადარეიშვილო, და უფლის ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე, ყველა ქართველო, თქვენზე არ აღასრულოთ, უფლის შურისძიების შემდეგი სიტყვები: „თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს, თუ არად ჩააგდებთ ჩემს სამართალს და დამირღვევთ აღთქმას, მოგივლენთ შიშის ზარს, ჭლექსა და ცხროებას თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. პირს ვიზამ თქვენგან და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს. მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის“(ბიბლია: „ლევიტელთა“, თავი 26-ე)

იხილეთ წერილების ნუსხა, რომლებიც ზეპარტიულობის პრეტენზიის მქონე „ასავალ-დასავალმა“ სხვა და სხვა დროს არ გამოაქვეყნა!

  1. ლინკი: წერილი „ასავალ-დასავალს“
  2. ლინკი: გამოხმაურება ვახტანგ ხარჩილავას წერილზე 
  3. ლინკი: ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ გუჩუას წერილი
  4. საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების ერთობლივი წერილი

ვებ-საით „დიდგორის“ სარედაქციო გუნდსა და გამომცემელს ბატონ იოსებ ღუდუშაურს

ვსარგებლობ „მამული.ნეტ“ აგლომერაციის ადმინისტრატორის უფლებით – მინდა მოგაწოდოთ ჩემი აზრი ზოგიერთ ბოლოდროინდელ მოვლენაზე.

ბატონებო და ქალბატონებო, თქვენი ვებ საითის „დიდგორის“ სპეციფიური სარეკლამო კამპანია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე, რისთვისაც საგანგებოდ გვყავდა „ანგაჟირებული“ ამ გაზეთი ერთ-ერთი სკანდალური მიმართულების დამწყები ჟურნალისტი – წამატებით მიმდინარეობს. უკვე მეორე ნომერია ზედიზედ ეს არსებითწილად ბულვარული, მაგრამ საკმაოდ პოპულარული გაზეთი აქვეყნებს საით „დიდგორზე“ სკანდალურ, ვითომც მამხილებელ და ვითომც განმაქიქებელ სატატიებს.

ასეთი დიდი და „ექსკლუზიური“ ყურადღება ამ გაზეთის ფურცლებზე ჯერ არც ერთ ქართულ ვებ საითს არ მიუპყრია – რაც თავის თავად არსებითი, მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველია …

ამრიგად – მთავარი მიზანი მიღწეულია! „ასვალ-დასავალის“ ათასობით მკითხველი ამ სტატიებით შეიტყობს, რომ მსოფლიო ვებში არსებობს ვებ საითი, რომელშიც თავმოყრილი და სისტემატიზებულია დიდძალი ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალა, მოწოდებული დაიცვას ზოგადად მართლმადიდებლური და კერძოდ ქართული მართმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა სახის გლობალისტური ზეგავლენისაგან.

რაც შეეხება თქვენს ვებ საითზე წარმოდგენილი მასალის შეფასებას – შემფასებელი და შეფასება იმდენი იქნება, რამდენიც მკითხველია. ზოგს მოეწონება და გულში ჩაწვდება, ზოგს – არ მოეწონება და აღაშფოთებს… ზოგიც ალბათ გულგრილი დარჩება…

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ საით „დიდგორზე“ გამოქვეყნებული ორი სტატიის გაცნობის შემდეგ საკმაოდ დეტალურად გავეცანი თქვენი საითის შინაარსსა და მასში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ფაქტობრივ მასალას და უნდა გითხრათ, რომ უნიკალური, დიდი და ფრიად საჭირო სამუშაო შეგისრულებიათ…

წარმატებების სურვილით,
ბესარიონ გუგუშვილი
2007 წლის 10 აგვისტო

P.S. ჩათვალეთ, რომ თქვენს საითს „შევემიჯნე“…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: