ნატო – გზა დაღუპვისაკენ!

საქართველოს „ნატოში“ ინტეგრაცია – გზა ანტიქრისტესაკენ!

„ანტიქრისტე ამერიკიდან გამეფდება” (ნეტარი პელაგია რიაზანელი)

უფლის ტაძრის და საკურთხევლის შებილწვა ნატოს ჯარების მთავარსარდლობის წაყრუებით

ამერიკის (ა.შ.შ.) მასონი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მარიონეტი, მალტის მასონური ორდენის კავალერი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ნატო-ში (ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი) შეთრევის პოლიტიკით ახორციელებს საუკუნეთა განმავლობაში ქრისტეს ერთგულებით გამორჩეული ქართველი ერის წინააღმდეგ უსასტიკეს სულიერ ომს, რაც მიიყვანს საქართველოს სრულ ფიზიკურ და სულიერ კატასტროფამდე.

gza_natosken_1 666

gza_natosken_2

ამერიკის (ა.შ.შ.) პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მასონური ორდენის ემბლემა

როგორც მასონობის მკვლევარი ჰელზინგი მიგვითითებს, ყველაზე გავლენიანი მასონური ორგანიზაციებია „საერთაშორისო კავშირების საბჭო” GFR. ის დაფუძნდა 1921 წელს, მას ასევე უწოდებენ „ისტებლიშმენტს”, „უხილავ ხელმძღვანელს”, ან „როკფელერის საიდუმლო საქმეთა სამინისტროს”. ეს ნახევრად გასაიდუმლებული მასონური ორგანიზაცია, დღეს ამერიკაში განეკუთვნება ყველაზე გავლენიან ორგანიზაციებს. მისი წევრი მხოლოდ ამერიკის მოქალაქე შეიძლება იყოს. GFR დღეს აწარმოებს საგულდაგულო კონტროლს დასავლეთის ქვეყნების ნაციებზე, ან უშუალოდ თვითონ, ან ისეთი ინსტიტუტების მეშვეობით, როგორიცაა „მსოფლიო ბანკი” დაფუძნებიდანვე ამ მასონური ორგანიზაციის-GFR-ის წევრი იყო ამერიკის ყველა პრეზიდენტი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე. ამასთან ერთად, დავამატებთ, რომ რეიგანის ვიცე- პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იყო GFR-ის წევრი. 1997 წელს ის ამ ორგანიზაციის დირექტორიც იყო. ამ ორგანიზაციას აკონტროლებს როკფელერის სინდიკატი და აკეთებს ყველაფერს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს – მსოფლიო მთავრობის ( ანუ ანტიქრისტეს) მმართველობის” დამყარებას. GFR-ის შიდა წრეა (ელიტა) მასონური ორდენი „ქალა და ძვლები”. (მასონობის რუსი მკვლევარები აღნიშნავენ, პრეზიდენტად კურთხევის საიდუმლო მასონურ რიტუალს, როდესაც ხელდასასხმელი ადამიანთა ძვლებით სავსე კუბოში იღებს ხელდასხმას) (ნიკოლოზ დობროლუბოვი)

gza_natosken_3

რომის პაპი (იოანე პავლე II) და მიხეილ სააკაშვილის პირველიერარქი, მალტის ორდენის დიდოსტატი ენდრიუ ბერტიე (თავისი ორდენის წარმომადგენლობით) ვატიკანში

ორი ძალა იბრძვის დასაბამიდან ამ ხილულ თუ უხილავ სამყაროში – ღმერთი და სატანა. ორივეს ჰყავს ამ ქვეყანაზე თავისი ხორცშესხმული მსახურები ადამიანების სახით და ადამიანთა საზოგადოებაც დაყოფილია ღვთის მიმდევრებად და სატანის მიმდევრებად. ღვთის მიმდევრები გაერთიანებულნი არიან მართლმადიდებლობაში, ე.ი. ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში, ხოლო სატანის მიმდევრები მოქმედებენ მრავალსახეობით: ეკუმენისტური მართლმადიდებლობით (პან-ეკუმენისტური ოფიციალური ეკლესიები), სხვადასხვა ისტორიული ტრადიციული რელიგიებით, მოდერნისტული კონფესიებით, ზოგადად რომ ვთქვათ ერესებით, ხოლო ჯოჯოხეთის ბჭეთა უმთავრესი ძალებისათვის საუკუნეთა განმავლობაში პოლიტიკა წარმოადგენდა მთავარ არენას ქრისტეს ეკლესიასთან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის.

ამ ბოლო დროს ინტერნეტში ფორუმებზე და საერთოდ მსოფლიო მასმედიით კამათში პოპულარულია თემები: მასონიზმი, გლობალიზმი, მსოფლიო ინტეგრაცია, საიდუმლო ორგანიზაციები, ოკულტიზმი, ფილოსოფიური „იზმები“ და ა.შ. ხოლო ორივე მოპაექრე მხარე აზარტულად გატაცებულნი ამ თემებით საკუთარ განათლებას უმტკიცებენ ერთმანეთს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ვერც მომხრეები და ვერც მოწინააღმდეგენი ვერ ხვდებიან, რომ საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ მომავალ ხვედრზე: ღმერთზე და ეშმაკზე, ე. ი. ზეციურ სასუფეველზე და ჯოჯოხეთის მწარე სატანჯველზე!

ე. ი. არის მხოლოდ ორი გზა – მიმავალი ღმერთისკენ და მიმავალი სატანისკენ, მეტი გზა ამ სამყაროში არ არსებობს და მთელი კაცობრიული ცხოვრება თავისი რწმენით, პოლიტიკით, ხელოვნებით, ლიტერატურით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტით -ფიზიკურით თუ სულიერით მხოლოდ ამ ორ გზამდე დადის საბოლოოდ: მართლმადიდებობამდე (ღმერთის სასუფევლამდე) ან სიკვდილამდე (სატანის ჯოჯოხეთამდე).

gza_natosken_4

უფლის მტრების საძმო “ქალა და ძვლები”

მსოფლიო ემზადება სიკვდილის მეუფის – ანტიქრისტეს მისაღებად, რომელმაც ჯოჯოხეთში უნდა ჩაიყვანოს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, რაზეც უფალმა პირდაპირ მიგვანიშნა, როდესაც სახარებით ბრძანა: რომ მეორედ მოსვლისას ჰპოვებს კი ჭეშმარიტ რწმენას დედამიწაზე?! დიახ ვეღარ ჰპოვებს ჭეშმარიტ რწმენას, ხოლო თუ ჰპოვებს ისიც მცირე სამწყსოში, რომელიც მხოლოდ უფლის განსაკუთრებული მფარველობის და წყალობის შედეგად თუ გადარჩება, რადგან მხეცი იგი 666 შემოსილი იქნება ეშმაკის სიძლიერის მთელი მეუფებით და მისი შემწე იქნება პირდაპირ ჯოჯოხეთის ბჭეთა უმთავრესი ძალები!

დღეს მსოფლიო ერთიანდება ანტიქრისტესთვის და გაერთიანების მძლავრი სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაციებია: ნატო (ჩრდილო ატალანტიკური ალიანსი), გაერო, ევრო-საბჭო და მათში გაერთიანებული ღმერთის წინააღმდეგ შეთქმული ქვეყნები, ხოლო სულიერი ორგანიზაციებია: ეკუმენისტური გაერთიანებები (ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ევროპის ეკლესიათა კონფერენცია…), მასონური ორდენები, ტრადიციული თუ არატრადიციული ცრუ რელიგიები, ხოლო სატანის „ძის“ გამეფების ყველა ამ „ინსტრუმენტს“ მართავს უხილავი ხელი „მსოფლიო საიდუმლო მთავრობა“ რომელიც სავარაუდოა, რომ უკვე იცნობს ვინც „იშვა“ ანტიქრისტედ და ემზადება გაერთიანებული მსოფლიო მპყრობელის ტახტზე მის მისაღებად!

gza_natosken_5

„ჩანთოსნების“ მასონური მოდგმა

http://burninghearts.clan.su/forum/14-89-1

bushi-da-666_kol

სატანისადმი მიძღვნილი ორი მასონური ჟესტიკულაცია: მე შენ მიყვარხარ და 666

gza_natosken_6

„ბედნიერი“ მიშა MAP-ის მოლოდინში

19 მარტს, ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ბრიფინგი გამართეს.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში ჩართვას ეხებოდა. ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა: “გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ ნიშნავს ალიანსის წევრობას, თუმცა MAP-ი არის საბოლოო ეტაპი იმისათვის, რომ ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ საქართველოს გაწევრიანებით სარგებელს მიიღებს არა მარტო საქართველო, არამედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიც.” http://www.natoinfo.ge/?l=G&mm=11&id=1021

gza_natosken_7Крест Розенкрейцеров

gza_natosken_8ვარდების რევოლუციის მასონური სიმბოლიკა

Роза-Крест принимает различные очертания и формы

lia_andgulazes_4

ღვთისმეტყველმა ვლადიმერ სოლოვიოვმა თავის უკანასკნელ ესქატოლოგიურ შრომაში „სამი საუბარი” გამოთქვა ვარაუდი, რომ ანტიქრისტე, მსოფლიოზე პოლიტიკური ძლიერების მოპოვების შემდეგ, მოიწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებასაც ყველა ცრუ სარწმუნოების და აღმსარებლობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და იგი ყველას შესთავაზებს ერთ სამწყსოში გაერთიანებას თავისი „მწყემსმთავრობის” ქვეშ. ანტიქრისტესათვის პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებს ამზადებს ნატო, გაერო, ევრო-საბჭო, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო გაერთიანებები, მასონური ლოჟები და ხოლო სულიერ გაერთიანებას ამზადებს ეკლესიათა მსოფლიო ეკუმენური საბჭო!

gza_natosken_9ნატო_ს და გაერო_ს გენერალური მდივნები

მზადდება საქართველოს შეთრევა ნატოში, ანტიქრისტეს გამეფების ფერხულში ჩაბმულმა სახელმწიფოებმა ზარზეიმით დაუჭირეს მხარი ამ ამბავს! ამ დროს განრისხებული რუსეთი სამაჩაბლოს და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის აღიარებისთვის ემზადება, არც მალავს და უკვე საჯაროდ აცხადებს ამას, ანუ ემზადება საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისათვის!

ნატოს ჯარები ბელგრადს საგანგებოდ ბომბავდნენ აღდგომასა და შობას, და CNN და BBC მკრეხელური და ცინიკური კმაყოფილებით გადმოსცემდნენ, როგორ იტვირთებოდა “NATO”-ს თვითმფრინავებში ბომბები წარწერით: “გისურვებთ ბედნიერ აღდგომას” – (Happy Easter). აი, ეს არის რასელისტთა მარიონეტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის “დედააზრი” ამერიკა და ევროპა როგორც წარსულში ისე დღესაც ბოსნიელ მუსლიმთა სასარგებლოდ, ხელს უწყობს ეკლესია-მონასტრების განადგურებას და მართლმადიდებელი მოსახლეობის გენოციდს კოსოვოში. ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარეობს არა ეთნიკური, არამედ ევროპისა და ამერიკის მიერ ინსპირირებული რელიგიური ომი სერბი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგ.

gza_natosken_10

მონის მლიქვნელური გზა ნატოდან ანტიქრისტესაკენ!

gza_natosken_11

მონის მლიქვნელური გზა ნატოდან ანტიქრისტესაკენ!

საქართველოს უახლოვდება დიდი უბედურება და დიდი გლობალისტური პოლიტიკის მსხვერპლი ხდება! ეროვნული ხელისუფლება პუტჩით განდევნილია და პატრონი არა ჰყავს ამ კრიტიკულ მომენტში, რომ საჯაროდ პოლიტიკურად მაინც დააფიქსირდეს ის ამბავი, რომ არავითარ შემთხვევაში რუსეთი არ დაუთმობს ევროპას და ამერიკას კავკასიიდან ჩაუყენონ სამხედრო სტრატეგიული საფრთხე და აუცილებლად წაიღებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ხოლო ამერიკა (ა.შ.შ.) და ევროპა ეცდებიან სტრატეგიულად დაიკავონ დარჩენილი საქართველო; საქართველომ კი ომი თუ დაიწყო, მაშინ ამ ომით მეზობელი სახელმწიფოებიც (აზერბაიჯანი და სასომხეთი) იხეირებენ, რითაც გენოციდით გაწყდება ქართველი ხალხი და ტერიტორიების დატაცება მოხდება, ისე რომ ყველა მოგებული დარჩება და საქართველო კი აღარ იარსებებს! აი, ეს არის რასელისტური გეგმა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ქვეყნის წინააღმდეგ შურისძიებისა! როგორ გგონიათ, სამაჩაბლოს და აფხაზეთს თუ წაიღებს რუსეთი, განა ამერიკა და ნატო დაბომბავს მას? თუ, იქნებ რაიმეს დააკლებს?! რა თქმა უნდა, ვერაფერს, ჯერჯერობით, რუსეთს ვერ დააკლებენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილით კი საქართველოს აღუსრულებენ, როგორც ისტორიულად მართლმადიდებელი ქვეყნას გადაშენების და განადგურების სატანისტურ-რასელისტურ გეგმას! რა არის გამოსავალი? მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და სულიერად კი ერთგულება ქრისტეს სჯულისა და მისთვის თავდადება, ხოლო მაშინ ანტიქრისტე იბერიაში ტახტს ვეღარ დაიდგამს, რადგან ამას არ დაუშვებს უფალი ყოვლისა მპყრობელი და შემოქმედი ცისა და ქვეყანისა. დააკვირდით კოსოვოს პრეცენდენტს, როცა ამერიკის და ევროპის ღვთისმბრძოლ მიზნებს აწყობს იქ სეპარატიზმის მომხრეებად გვევლინებიან: შეუსიეს მართლმადიდებლურ ტაძარს მუსლიმი ალბანელები და შემზარავად დაარბევინეს: ჯვრები მოხსნეს გუმბათებიდან, ფეხით გათელეს და შეურაცხყოფილ-შეგინებული სიწმიდეები ძირს გადმოყარეს, შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს ტაძარს და ალბათ ტაძარში მყოფნი კიდეც გამოწვეს…აქ დემოკრატია და რელიგიური უფლებების შელახვა სულაც არ გახსენებიათ, ხოლო იეღოველთა წიგნების დაწვის გამო გლდანის ტაძარს კარებები შეულეწეს, სასტიკად ცემეს მრევლი და ციხიდან მღვდელს ამის გამო უკვე მეხუთე წელია აღარ უშვებენ, თანაც აქ რუსეთის წინააღმდეგ მათ პოლიტიკურ მიზნებს რომ დასჭირდა ვითომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დამცველად და სეპარატისტთა მოწინააღმდეგ მოგვევლინენ! დიახ, საშიში და ვერაგი მტერი ღვთისა, რომლის მსგავსიც ჯერ არ ჰყოლია საქართველოს!

იხ. ვიდეო: კოსოვოელი ალბანელების ბარბაროსობა – მართლმადიდებლური ტაძრის განადგურება

ამერიკა ემზადება ანტიქრისტეს შესახვედრად და თვით ვატიკანთან არსებული საპონტიფიკატო კომისიაც კი მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს მოუწოდებს იუდეველებთან ერთად შეეგებონ მესიას და მე ვერ მოვასწარი მეკითხა, იციან კი ყოველივე ამის შესახებ მოსკოვში? (ინგლისში მოღვაწე მართლმადიდებელი მღვდელმსახური ანტონი, რომელმაც 1991 წელს გამოთქვა მოსაზრება მსოფლიო მოახლოებულ აღსასრულზე)

დიდგორის რედაქცია

ნატოს ჯარების ბარბაროსობა: http://www.pravmir.ru/article_1888.html

nato-s-barbarosoba_1_kolaji

სერბეთი – ნატოს ჯარების დაბომბვამდე და შემდეგ!

13 Responses to “ნატო – გზა დაღუპვისაკენ!”

  1. stalker Says:

    ღმერთო ჩემო ეს რა საშინელებაა!!! პირდაპირ საკურთხეველს ცხრილავენ ავტომატით! იეღოველთა წიგნების დაწვა არ შეიძლებოდა და მის გამო აოოხრეს გლდანის ტაძარი მიშას ხელით და თანაც აქაც ბასილია და შეიძლება ხომ ავტომატების დასცხრილვით ააოხრო მართლმადიდებლური ტაძარი! სად იყო ამ დროს ამერიკის 15 სენატორი რატომ არ გააპროტესტეს ეს შემაძრწუნებელი დანაშაული? სად იყო ამ დროს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს უტჩი განგაში რომ აქვს ატეხილი იდევნებიან საქართველოში რელიგიური უმცირესობებიო? სად არის ამ დროს დემოკრატიული დასავლეთი ან დემოკრატიული ამერიკა? ესე იგი მარტო იეღოველებთან და ბაბტისტებთან მიმართებაში არიან დემოკრატები და მართლამადიდებლობის დაცხრილვაში ბარბაროსთა ხელისდამფარებელნი არა? ამ ვიდეოს შემდეგ კიდევ ვინც იტყვის ნატოში შევიდეთო ის უნდა გასამართლდეს ამ ვიდეოში წარმოჩენილ დამნაშავეთა გვერდით!

  2. stalker Says:

    ამ წერილში მეორე შემზარავი ვიდეოც იყო და არ იხსნება და დიდგორის რედაქციას ვთხოვთ ნახოს რატომ არ იხსნება

  3. დიდგორი Says:

    კონსერვატორული პარტიის ფორუმზე ბ-ნ კახას ეკითხებიან, აპირებს თუ არა იგი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნატოში გაწევრიანების პოლიტიკის გაგრძელებას.

    ახლა არ ვიცით რას ფიქრობს, მაგრამ მისი პარტიის წესდებაში წერია შემდეგი:

    2. პარტიის მიზნები

    2.1. ერთიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება,
    სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და
    იდეალების დამკვიდრება, ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული
    თვითმყოფადობის შენარჩუნება;
    2.2. დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება სახელმწიფო მმართველობაში,
    ყველა დონის ტერიტორიული ერთეულების სრული თვითმმართველობა;
    2.3. კერძო საკუთრების დაცვა, სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის კერძო
    ავტონომია, სიტყვის თავისუფლება;
    2.4. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
    2.5. სიღარიბის დაძლევა, უღარიბესი ფენისათვის სოციალური პროგრამების
    განხორციელება;
    2.6. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ჯარების გაყვანა
    საქართველოდან, ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და ნატოში;
    2.7. სახელმწიფოს აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობა მშვიდობიანი და
    სამართლებრივი პოლიტიკური საშუალებებით;

    ————————————-

    ამათ უყურეთ ერთი, როგორი გლობალისტურ-ნაცისტური პარტიული მიზნები ჰქონიათ, ანუ ნახეთ, კონსერვატორული პარტიის მ. სააკაშვილისეული მიზნები: „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან, ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და ნატოში;“
    ესე იგი, სოროსული გლობალიზაციის პოლიტიკის განხორციელება, ანუ ანტიეროვნული და ანტიქრისტანული ძალებისადმი მონური მორჩიელება! ეს ხომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც მასონის, შესასრულებელი ამოცანა არის? და რატომ უნდა მოვიდნენ ეს ნეო-სააკაშვილისტები ? (კონსერვატორები) საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ბატონებო, იქნებ აგვიხსნას ვინმემ? საინტერესოა, როგორ უნდა გაიყვანონ რუსეთის ჯარები კონსერვატორებმა, როდესაც სწორედ ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების გამო დაიკანონა აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთმა და სწორედ ამიტომ წაგვგლიჯა სხვა ახალი ტერიტორიებიც და სწორედ ამიტომ იმუქრება საქართველოს სრული ოკუპაციით და ამას აგვისტოს ომის დროსაც აპირებდა და ბეწვზე გადავრჩით და ამას აუცილებლად გააკეთებს მომავალში, თუ ეს ნაცისტები და ნეო-ნაცისტები ისევ გააგრძელებენ ამ პოლიტიკურ ღლაბუცს ნატოსთან!

    ხუმრობთ, კონსერვატორებო? ვის ატყუებთ თქვენ? თქვენი პარტიული მიზნები სრულად იდენტურია ნაციონალური პარტიის მიზნებისა და რით ჯობიხართ ნაცისტებს და ვითომ რატომ უნდა წავიდეს ერთი ეშმაკეული ძალა და მის ადგილას იგივე ეშმაკეული მიზნებით თქვენ რატომ უნდა დაბრძანდეთ ახლიდან ხელისუფლებაში? ეკუმენიზმის ადიდებს მიხეილ სააკაშვილი და მასავით ადიდებთ თქვენც, ანტიმართლამადიდებელ ევროპულ და სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ქართველი ახალგაზრდობის სისხლსღვრის მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია და ასევე აპირებთ თქვენც ევროპულ სტრუქტურებში და ნატოს ურდოში ინტეგრაციას, კონფესიურ თავისუფლებას ღაღადებს მიხეილი და გაატარა კიდეც იეღოველთა სექტა რეგისტრაციაში და იგივე კონფესიური თავისუფლების მიზნები გაგაჩნიათ თქვენც! იქნებ აგვიხსნას ვინმემ რა განსხვავებაა კონსერვატორთა პარტიულ მიზნებსა და ნაციონალისტების პარტიულ მიზნებს შორის?

  4. baxala Says:

    nato tu dagvgupavs ruseti agvashenebs xo dzzn sasaxiloebi xarT!

    • davit Says:

      კაცოოო, ბახალური გონება გაქვს ბახალ! დასკვნა ასეთი რად გამოიტანა შენმა ნატოზე ოცნებისგან დამცრობილმა გონებამ რომ დიდგორი ფიქრობს რუსეთი აგვაშენებსო?კაცო ბახალ, (პარდონ, იქნებ ქალიცა ხარ), სად დაიწერა აქა დიდგორზე ეგ შენი მოჩვენება იმაზე რომა რუსეთი აგვაშენებს? ეს თქვენ წერთ მარად რომა ამერიკა უანგაროდ გაშენებთ! პუტინ-მედვედევის აგენტ გუნდიაევის ტყავის გაძრობა მაინც გენახა დიდგორზე შე დალოცვილო შენა! ორივე მტერია ბახალ, ორივე – ნატოცა და რუსეთიცა, ოღონდ ბახალჯან ნატო გველეშაპია, ხოლო რუსეთის მთავრობა გუნდიაევ პატრიარქიანად, არა მარტო ქართველების, რუსი მართლმადიდებელი ერის მტერი პარაზიტი წურბელაცააა, ისე როგორადაც ილია და მიშა მასონპატივდებული არიან საქართველოს სისხლისმწოველა მტერი წურბელები!!! გაიგე ბახალჯან თუ კიდევ ვერა? სანამ ნატოზე მეოცნებე შენი დამცრობილი გონება მაგას გაიგებს, წითელ ნატოზე გაგიჟებული ტორეადორი რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოსა ამ ჩვენ დედაქალაქ თბილისსაც ზედ დააყოლებს!

      • ნიკა Says:

        პატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო, უფლისაო, დიდება, შენდა!

  5. vincxa Says:

    bolo pasuxshi ki getanxmebi davit magram ilia meoreze aseti damokidebuleba rato gaqvs amixseni

    • davit Says:

      კაცო ვინცხავ, და რა სახუმაროც ეს ამბებია ჰა? მეკითხები კაცო ილია მეორეზე რატომა მაქვს ასეთი დამოკიდებულება? და მემრე სანამ შემეკითხებოდი შე დალოცვილო ეს საიტი რატომ არ გადაათვალიერე თუ წაკითხვა დაგეზარა, და ჰნახამდი სპორტსასახლეში კაციმკვლელების მთავრობის მაკურთხებელსა პატრიარქ ილიას გამოჭიმულს პუტჩისტების გვერდით! ჰნახავდი იმას მაინც რაც შენ გესმის თუ მანადამაინც სარწმუნოებაში რაც დააშავა ილიამ ამას ვერ გებულობ! და მემრე ვერ წაიკითხე მკვლელ ჯაბასა საქართველოს სახეს რომ უწოდებს და მის ბრატიშკა ედუარდს კიდევ სიკეთის კეთებაში მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავსა? ვიდეოები მაინც არა ნახე კაცო როგორ აქებს ედუარდსა ილია მეორე…ვაიმეე ჯერ წაიკითხეთ ხოლმესა კაცო ეს საიტი და მემრე მომართეთ საჩივრებითა! სადა ხარ ვიდეოთა მეუფევ ლადო ბატონო ამ ვინცხა ბატონს წარუდგინე რა პატრიარქ ილიას გიმნი მიძღვნილი ედუარდ ამაოხრებლისადმი!

    • davit Says:

      ახლა ამ წერილს ვათვალიერებდი და წერილის სათაურის ქვეშ ვიდეოს ასეთი წარწერა აქვს:

      უფლის ტაძრის და საკურთხევლის შებილწვა ნატოს ჯარების მთავარსარდლობის წაყრუებით

      ეს ბატონო რედაქციავ რა ნაზი წარწერა გაგიკეთებიათ ამ წერილის ვიდეოს გამაოგნებელი დანაშაულის ამსახული ვიდეოსთვის? კანკელს არღვევენ და კანკელის ხატს ჯარისკაცი გვერდზე ამოიყენებს და მასახარდ იგდებს , მემრე კანკელს და საკურთხეველს ავტომატებით ცხრილავენ, და აოხრებენ და აოხრებენ! ღმერთმანი ბოლშევიკების დარბევა მენახა მაგრამ ამ ვიდეომ ყოველგვარს გადაასწრო!!! და ნატოს წაყრუებითო რომ გიწერიათ, აბა რას იტყუებით, როცა ნატოს ბომბებზე დააწერეს გილოცავთ აღდგომასო და ისე დააყარს ეს ბომბები მართლმადიდებლებს თავზე! ხალხო გთხოვთ უყუროთ ამ ვიდეოს და დარწმუნდებით ვინ არის ამერიკის შეერთებული შტატების ნატოს ჯარები!!!

      • ლადო Says:

        ერთი შეკითხვა მაქვს, რით განსხვავდება, ცხინვალის რეგიონის რუსული დამპყრობლური დაბომბვისაგან ნატოს მიერ სერბების დაბომბვა? იპოვეთ აბა განსხვავება.
        NATO Bombing of Serbia

  6. ShoTa Says:

    ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი სჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს. ასეთი კაცი განწირულია სიკვდილისათვის ( რასაც ჯოჯოხეთის ცეცხლის ტბაში ჩავარდნა ჰქვია )

  7. manana Says:

    აქ აკლია სურათები ჩვენი დანგრეული , გადაღებილი ეკლესიების, რომლებიც რუსებმა დაანგრიეს , დღესაც ამას აკეთებენ აფხაზეთში და სამაჩაბლოში, ნახევრად ნათქვამი სიმართლე სიმართლე არ არის ასე , რომ ჩვენთვის “NATO”-ზე მეტად ერთმორწმუნე რუსეთია საშიში და ვერაგი მტერი . რუსეთისკენ მიმავალი გზაა კი ნამდვილად საშიში გზა და თავი დაანებეთ დემაგოგიას.

    • davit Says:

      მანანავ, ამ საიტელებს სადა ნახე რომ ეწეროთ რუსეთი ჯობიაო, მაგრამ შენ რატომ მიძვრები მონად სოდომ-გომორში, ქალოვ?


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: