სხვა და სხვა ფილოსოფიურ მოძღვრებათა შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ანტროფოსოფიასა და სულის მეცნიერების შესახებ სხვა ფილოსოფიურ მოძღვრებათა შესახებ

 

არ უნდა ვეძიოთ არსად სხვაგან ჭეშმარიტება, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რადგამ მის გარდა ჭეშმარიტებას არავინ ფლობს! უფლის წმიდა მოციქულებმა საგანძურის შემგროვებელ მდიდართა მსგავსად მოგვცეს საუნჯედ სულის აღშენების და შემკობის ის ძვირფასეულობა, რაც კი ჭეშმარიტებას ეხება, ისე რომ ყოველი მსურველი მიიღებს მოციქულთა წმიდა ეკლესიიდან სიცოცხლის სასმისს. სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა კარი სიცოცხლისა, ხოლო სხვა ყველა მოძღვრება სულის შესახებ ხაფანგია სულის სასიკვდილოდ მომხელთებელი და დაღუპვას უქადის ყველა ადამიანს!
(წმიდა ირინეოს ლიონელი)

 

 
 

ადამიანი მიეკუთვნება ორ სამყაროს: ხილულს, ანუ მატერიალურს და სულიერს, სადაც ბინადრობენ უხილავი არსებები. ადამიანი ყოველთვის ესწრაფვოდა უხილავი სამყაროს შესწავლას. მის ბინადრებთან ერთობას. ამ მიზანს ემსახურებოდნენ მრავალი საკერპო კულტების მსახურები: მისნები, ჯადოქრები, ქურუმები, შამანები და სხვა. ეს ის ადამიანები არიან ვინც ამყარებდნენ კავშირს დაცემულ სულებთან.

ჩვენ დროში შეიმჩნევა ამ „საიდუმლო შემეცნების“ აღორძინება, ძველი კერპთაყვანისმცემლური რელიგიების აყვავება, ეს არის ოკულტიზმის აღორძინება რომელიც ახალი საფარით შეიმოსა. მრავალ სექტათა გვერდით იმყოფება ანტროპოსოფული ოკულტური პრაქტიკა, თეოსოფიის – ოკულტური წყობის დედაარსის წინამორბედი.

ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინების და ქრისტყეს ეკლესიის შექმნის შემდეგ ნებისმიერი ოკულტური წარმონაქმნი ქრისტიანისათვის აკრძალულია., რადგან ჭეშმარიტი ეკლესია ნათელს ჰფენს ოკულიზმზე, როგორც დაცემულ სულებთან თანაკავშირზე. თეოსოფია – ეს არის მისტიური სწავლება, რომელიც აყვავდა ძველ აღმოსავლეთში, და მისი განაყოფებია ნეოპლატონიზმი და გნოსტიციზმი. თეოსოფიური სწავლების მიხედვით ადამიანი არის ევოლუციური განვითარების შედეგი და არა ღვთის ქმნილება, რაც ქრისტეს მოძღვრებას ეწინააღმდეგება.
თუ ქრისტეს მოძღვრება გვასწავლის , რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა და მხოლოდ ერთხელ მოვლენილი ამ ქვეყნად, თეოსოფებისთვის ადამიანის სული ევოლუციის შედეგად მრავალ გარდასახვას განიცდის. XX საუკუნის დასაწყისში თეოსოფიას გამოეყო სხვა, უფრო დახვეწილი განაყოფი – ანტროფოსოოფიის ოკულტური სწავლება, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს სწავლება შეიმუშავა და ფართო გზა მისცა ცნობილმა ოკულტისტმა რუდოლფ შტაინერმა. მისი ნაშრომები დღესაც იბეჭდება ჟურნალ „ლუციფერ გნოზისში“. ამ „სასულიერო მოძღვრებაში“ შეტანილია ზოგიერთი ქრისტიანული წარმოდგენები. მისი „ქრისტოლოგია“ მთლიანად ეწინააღმდეგება მოციქულთა მოძღვრებას და ასწავლის ადამიანის „მეს“ გარდასახვაზე. თითქოს მისი „ქრისტოლოგიის“ მიხედვით, იესო ქრისტეში – როგორც არა ღმერთკაცში, არამედ თითქოს ჩვეულებრივ ადამიანში, მხოლოდ ნათლობის დროს ჩაისახა ზებუნებრივი სული, რომელიც მანამდე მზეზე ბინადრობდა. ბევრი სხვა საგმობი და მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო სწავლებებით არის აღსავსე შტაინერის „ქრისტელოგია“-იის მოძღვრება, ხოლო მათგან მრავალი შტაინერის მიერ პირდაპირ არის გადმოტანილი ძველი ერესებიდან, მაგალითად ღვთისმგმობელი ნესტორისა და სხვებისგან.მედიტაციის შედეგად შტაინერს მრავალი დემონური ჩვენებები ჰქონდა და შემდეგ ამაზე აგებდა თავის „სასულიერო-მეცნიერულ“ სწავლებას. დღეს ანტროფოსოფია საზოგადოებაზე ზემოქმედების ახალი ფორმების ძიებაშია და სხვა და სხვა დარგებში ცდილობს დამკვიდრებას: მედიცინაში (ექსტრასენსორიკით), სასოფლო მეურნეობაში (მცენარეული თვითნებური წამლების დამზადებით) და რაც ყველაზე საშიშია პედაგოგიკით სასწავლო დაწესებულებებში ამ მოძღვრების გავრცელების მიზნით და ა.შ.
 

ანტროფოსოფია, როგორც სხვა და სხვა ცრუ რელიგიათა სუროგატი, თავისი სულიერი პრაქტიკის მეშვეობით იმქვეყნიურ არსებებთან ამყარებს კონტაქტს. შტაინერი თვლის, რომ მედიტაცია, მისი მეთოდით, ადრე თუ გვიან შეახვედრებს ადამიანს ე.წ. „ზღურბლის მცველს“, საზარელ არსებას, ანუ ეშმაკს. შტაინერიზმი, ისევე, როგორც სულის შესახებ მრავალი ფილოსოფიური მოძღვრება, არ ირქმევს რელიგიის სახელს და ამით წარმატებულად იტაცებს გულუბრყვილოთა სულებს. მოქმედებს ეს მოძღვრებაც ისევე შენიღბულად, როგორც ყველა ფილოსოფიური მოძღვრება სულის შესახებ! სად თუ არა ქვესკნელში მიგვიყვანს ჩვენ ეს გზა?

შტაინერის „ახალი ქრისტიანობა“ განაშორებს ხალხს ქრისტეს ეკლესიიდან და მისი ღვთაებრივი მადლმოსილი საფარიდან. მისი სწავლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი საკუთარი ძალით უნდა ცდილობდეს უხილავ სამყაროში შეღწევას, რომ გაუტოლდეს ქრისტეს ღმერთკაცობრივ ძალას და ზეკაცობრივი გახდეს, ხოლო ეს ხომ დაცემული ანგელოზის ამპარტავნებაა ღმერთზე თავის გატოლების შესახებ. შტაინერის სისტემაში სუფევს ეშმაკი ღმერთის ნიღბით, რაზეც წმიდა ათანასე დიდი ასე ყველასათვის მისაწვდომ ენაზე ბრძანებს: „ყველა მწვალებლობას საკუთარი გამონაგონის მამად ჰყავს იმთავითვე დაცემული კაცისმკვლელი ეშმაკი, რომელსაც რცხვენია თავისი ბოროტი და საძულველი სახელის წარმოჩენა, ამიტომ თვალთმაქცურად ირქმევს მაცხოვრის სახელს, რომელიც უმშვენიერესი და ყველაზე აღმატებულია კაცთა მოდგმისათვის; შემდეგ იპარავს წმიდა წერილიდან გამონათქვამებს, ამახინჯებს მათ, რითაც ცხონებაზე ჭეშმარიტ აზრს მალავს, და ბოლოს შენიღბავს რა მზაკვრობით თავის გამონაგონს, მაცხოვრის სახელით მიიზიდავს და ღუპავს ცდუნებაში შეყვანილ ადამიანებს.“ (სიტყვა არიოზელთა წინააღმდეგ)

იგივე გაფრთხილებას გვაძლევს წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე : „საშინელი იარაღია ბოროტ სულთა ხელში მწვალებლობა! მისი საშუალებით მათ მთელი ერები დაღუპეს, მოსტაცეს რა მათთვის შეუმჩნევლად ქრისტიანობა; ქრისტიანობა მათ ღმერთის მგმობელი სწავლებით შეცვალეს და ეს სიკვდილშემოსილი სწავლება შეამკეს განწმენდილი, ჭეშმარიტი, აღდგენილი ქრისტიანობის სახელით. მწვალებლობაა ცოდვაა, რომელიც უპირატესად გონებაში აღესრულება.“ (სიტყვა მწვალებელთა წინააღმდეგ)

საგულისხმოა რომ ანტროფოსოფიის ადეპტები ხშირად არ უმხელენ მსხვერპლთ თავიანთი სწავლების საწყისს; ანტროფოსოფიის „ ვალდორფულ სკოლებში“ ზოგჯერ არც მოწაფეებს და არც მის მშობლებს არაფერს ეუბნებიან შტაინერის „სარწმუნოების“ მწვალებლურ შთამომავლობაზე, მაგრამ ამ სკოლებს ნელ-ნელა ეწოდება მოჩვენებითი ეფექტური იდეების კომპლექსი, რაც წარმოადგენს ძალიან ბნელ რელიგიურ ბირთვს.

იმ დროს, როდესაც მართლმადიდებელი ჭეშმარიტი ეკლესიის მეშვეობით ადამიანი ეზიარება ჭეშმარიტებას, ანუ ქრისტეს, საპირისპიროდ თანამედროვე შემოტევა ფილოსოფიურ მოძღვრებათა სახელით აღორძინებული ოკულტური რელიგიებისა, განსაკუთრებით ანტროფოსოფია წინამორბედია ანტიქრისტეს გამეფებისა!

თარგმანი შესრულებულია მართლმადიდებელი კატეხიზმოდან „რწმენა, იმედი და სიყვარული“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: