ბოლო ჟამის სამღვდელოთა დაცემა!

ბოლო ჟამის სამღვდელოთა ყველაზე დიდ დაცემათა შესახებ

საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გამართული კონცერტები, მსახიობთა და რეჟისორთა თაყვანისცემით დახვედრა-პატივის მიგებანი, ფესტივალთა მოწყობა-კურთხევები, კინო, თეატრი, მუსიკით გატაცებანი, აი, ძირითადი ნუსხა საქართველოს ოფიციალური ეკუმენისტური ეკლესიის იერარქთა საშინელი ღვთისმგმობელობელობის!

წმიდა თეოფანე დაყუდებული გვასწავლის: „ნუთუ არ წაგიკითხავთ წმიდა სახარებაში თვით უფლის გაფრთხილება: „ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქვენდა სამოსელითა ცხოვართაჲათა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ“ (მათე 7,15) ნუ იფიქრებთ, თითქოს უფალი აქ ისეთ ადამიანებს გულისხმობს, რომელთაც მისი სახელიც კი არ იციან. არა, ასეთებს კი არ გულისხმობს იგი, არამედ სწორედ იმათ, რომლებიც მის სახელს ეფარებიან და ადამიანებს ტყუილით ხიბლავენ. რადგან უფალი იქვე ამბობს: „მრავალთა მრქუან მას დღესა შინა (ე.ი. განკითხვის დღეს): უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყველებდითა? „ (მათე 7,22) ხედავთ, უფლის სახელით ქადაგებენ, უფალი კი გვეუბნება მათზე, რომ ვუფრთხილდეთ! როცა მავანი იესო ქრისტეზე ქადაგებს, უნდა შემოწმდეს, სწორად გვამცნობს კი ის ჭეშმარიტებას იესო ქრისტეზე? თქვენთან ხომ, როგორც ჩანს, არავინ შეიწუხა თავი ამის გასარკვევად, პირიქით, როგორც კი გაიგეთ მისი პირიდან უფლის ტკბილი სახელი, განურჩევლად ყველა მის მხარეზე დადექით; არც კი დაეჭვებულხართ, რომ უფლის სათაყვანებელი სახელი მის ბაგეებზე საწამლავია სარწმუნოებაში თქვენი სუსტი სულების მოსახვეჭად!

საქართველოს ეკუმენისტური სამღვდელო იერარქიის კიდევ ერთ ღვთისმგმობელ სულიერ დანაშაულს უნდა მივცეთ კიდევ ერთხელ კანონიკური შეფასება, რადგან მათ „არტისტულ გატაცებებს“ ბოლო არ უჩანს და ერიც შეაჩვიეს ამას, როგორც ჩვეულებრივ არამცოდველობას და კარგ კულტურულ „ღვაწლს“!

ღმერთის კანონიკური განჩინებებით მსახიობობა და რეჟისორობა ცოდვაა, და ამ ცოდვას უფლის წმიდა მოციქულთა კანონი განუწესებს განკანონებას, ასევე აღსარების წიგნში გაწერილია მოსანანიებლად მსახიობობის (თეატრი, კინო, მუსიკა, ჯაზი, როკი და ა.შ.) ცოდვის განკანონება და ზიარება არ ეკუთვნის მას, ვისაც ეს ცოდვა პროფესიად აქვს გადაქცეული! ამიტომ სრული მკრეხელობა და ღვთისმგმობელობაა, რომ უწმიდეს და უნეტარეს პატრიარქად და მართლმადიდებელ ეკლესიად ასახელებდეს ქართველი ერი ამქვეყნიური ვნებებით გაუმაძღარსა და სახიობურ ცოდვათა უსირცხვილოდ თაყვანისმცემელ ილია მეორეს და მის ეპისკოპატს!

ე. ი. პატრიარქი და სამღვდელოება, რომელიც ცოდვას უნდა ამხელდეს და კურნავდეს ერში, პირიქით მთელი თავისი „მსახურებით“ განადიდებს და თაყვანს სცემს სახიობურ ცოდვას! იხილეთ ქვემოთ_ამის ფოტო და ტექსტუალური მტკიცებულებები, რადგან რა პატრიარქის და ეპისკოპატის საქმეა რეჟისორ ელდარ რიაზანოვის ოფიციალური მიღება საპატრიარქო რეზიდენციაში და მისადმი ხოტბათა შესხმა?

  • ელდარ რიაზანოვი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდაsamgvdeloebis_dacema_1

საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდის ინფორმაცია


samgvdeloebis_dacema_2

ილია მეორე რუსთაველის თეატრში სპექტაკლის შემდეგ

  • სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები: „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს“.

დიახ, როგორც წმიდა თეოფანე ბრძანებს, ამ „ვაჟბატონ_იერარქებსაც“ ქრისტე აკერიათ სულ პირზე, მაგრამ ერისკაცთაგან უდიდეს ნაწილს არ აინტერესებს, გამოიძიოს ქრისტეს კანონი, რომელსაც ეს ანფორებში გადაცმული სულიერი მგლები, შენიღბულ ომს უცხადებენ გამუდმებულად!

ქრისტეს სახელით ქრისტესვე ებრძვიან, რადგან „არც კი დაეჭვებულხართ, რომ უფლის სათაყვანებელი სახელი მათ ბაგეებზე საწამლავია სარწმუნოებაში თქვენი სუსტი სულების მოსახვეჭად!“

განვიხილოთ რუსთაველის თეატრის ზემოთ მოხმობილი ფოტო-მტკიცებულება:

კი მაგრამ, რა უნდა პატრიარქს (ბერს) თეატრში? ეს ხომ სალაპარაკოდაც სამარცხვინოა, რადგან მან ბერად აღკვეცის ჟამს ფიცი დაუდო უფალს, რომ დაუტვებდა ყოველგვარ ამქვეყნიურს და თავს მიუძღვნიდა უფალს, ხოლო ამ ფოტოზე კი რას ვხედავთ?

ვხედავთ_ფიცის გამტეხ იუდა პატრიარქს, რომელსაც საკუთარი თავიდან ისე წარუხოცია ქრიტიანული სინდისი, რომ არც კი ერიდება, დაფაროს ეს სამარცხვინო ცოდვა, პირიქით, საჯაროდ პოზირებს მსახიობთა შორის ჩამდგარი, მაშინ, როდესაც საეკლესიო კანონის მიხედვით მღვდელთა შვილებსაც კი ეკრძალებათ თეატრებში სპექტაკლებზე დასწრება, ხოლო პატრიარქი კი კადრულობს ამ ცოდვის საჯარო პროპაგანდას!

რუსეთის „საპატრიარქოს“ მომღერალი მღვდელი

ამასოფლიურ ვნებათაღელვით არის გატაცებული საქართველოს ოფიციალური ეკუმენისტური ეკლესიის ევქარისტული „დაი ეკლესიის“ თავი_ სრულიად რუსეთის „უწმიდესი პატრიარქი“ალექსი მეორე, არც ის იკლებს კინოს, თეატრს, ბალეტს, კლასიკური მუსიკით ტკბობას, და არა მხოლოდ ეს, არამედ აკურთხებს თავის სამღვდელოებასაც, რათა იყვნენ ერთდროულად მღვდლებიც და მომღერალებიც, დიახ, თუნდაც „ვისოცკის“ ჟანრით გატაცებული „გიტარისტი“ მომღერლები, რომლებიც წირვას რომ დაამთავრებენ, შემდეგ ტრაპეზებზე გიტარის დაკვრით და „ციხის ზონაზე“ ვისოცკური სიმღერებით იქარვებენ საკუთარ მრევლთან ერთად მოძალებულ სევდას!

samgvdeloebis_dacema_3

მომღერალი “მღვდელი” სერგეი კისელიოვი

  • წმიდა პავლე მოციქულის მე 6 კანონი (ერისკაცთა შესახებ): „თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მომღერალი….ან დაცხრეს მისი საქმიანონობისგან, ან უკან გაბრუნდეს.“
  • მოციქულთა მე 6 კანონი (სასულიერო დასის შესახებ): „ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს.“

იხ. ლინკი სერგეი კისელიოვის „საკონცერტო“ რეპერტუარის შესახებ: http://www.zaistinu.ru/old/ukraine/o_sergiy/os4.shtml (მწარე ღიმილის მომგვრელია, რომ ამ საიტს ასეთი სახელწოდება მიუნიჭებია საკუთარი თავისათვის: „სტოიანიე ზა ისტინუ“_ჰოი, ეშმაკის ცბიერებავ!)

samgvdeloebis_dacema_4

ღმერთო, შეგვიწყალე! რადგან, ეს მართლაც, ბოლო ჟამის განსაკუთრებით საშინელი მკრეხელობაა!

იგივე, ამასოფლიურ ვნებათაღელვით არის გატაცებული საქართველოს ოფიციალური ეკუმენისტური ეკლესიის ევქარისტული „დაი ეკლესიები“ _კონსტანტინეპოლის „საპატრიარქო“ და საბერძნეთის ეკუმენისტური ოფიციალური ეკლესიის იერარქები, იხილეთ ქვემოთ სურათზე როგორ თანამონაწილებენ მათი წიაღიდან იერარქები საკონცერტო გართობაში და საჯაროდ პოზირებენ ილია მეორესავით უსირცხვილოდ ამ მკრეხელობას ფოტოზე!

samgvdeloebis_dacema_5

samgvdeloebis_dacema_6


საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”

samgvdeloebis_dacema_71

საქართველოს საპატრიარქოს ვებ-გვერდის ინფორმაცია

საქართველოს „საპატრიარქო“ საკუთარ ვებ-სივრცეში ილია მეორის ცოდვების ასეთი მკრეხელობის დაბეჭდვასა და გამოქვეყნებასაც არ უცხოობს: „მუსიკა ბავშვობიდან მიყვარდა. როგორც ამბობდნენ საუკეთესო სმენა მქონდა…საათობით შემიძლია ვიჯდე და ვუსმინო კლასიკურ მუსიკას, გამორჩეულად მიყვარს მოცარტი...“ პატრიარქად წოდებულ ამ საბრალო მოხუცს თუკი ასეთი მისწრაფებები გააჩნდა, კი მაგრამ, ვინ აძალებდა აღკვეცილიყო სამღვდელო დასში ბერად? მაშინ დარჩენილიყო ერისკაცად და რამდენიც უნდოდა ესმინა მოცარტისთვის, ბახისთვის, შოპენისთვის, ვივალდისთვის, „პინკ-ფლოიდისთვის“, „ბითლზებისთვის“, დასწრებოდა სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, ეტარებინა დრო ბარებსა და რესტორნებში, ა.შ.,

samgvdeloebis_dacema_9 samgvdeloebis_dacema_81

ვინ განიკითხავდა? რაც უნდა ის ეკეთებინა, ან ვინ გამოიძიებდა მის ცოდვებს ღვთის გარდა, მაგრამ იგი ხომ აღიკვეცა ბერად? შემდეგ ხომ გახდა პატრიარქი? ე.ი. აღიღო ჯვარი უფლისა სულთა ჯოჯოხეთიდან გამოხსნის მსახურებისთვის, და მაინც დაუბრუნდა ამასოფლიურს, ე. ი. იმას, რაც ღვთისთვის დათმო – და აჰა, ამის შესახებ ღვთის კანონი მის სამსჯავროდ:

  • მოციქულთა მე 6 კანონი (სასულიერო დასის შესახებ): ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს.

მოციქულთა მე-6 კანონის ნიკოდიმოს-დალმატიელ ისტრიელისეული განმარტება:

  • „ეს კანონი გამოხატავს კანონიკურ განჩინების სახით პავლე მოციქულის აზრს, გამოთქმულს ტიმოთესადმი მეორე წერილში (2:4), იმას, რომ არც ერთი ქრისტეს მეომარი, როგორსაც წარმოადგენს სასულიერო პირი, არ შეიძლება დაკავდეს არანაირი ამასოფლიური საქმეებით, რომელიც არ ეთანხმება მის სასულიერო მოწოდებას, და საერთოდ მის სასულიერო მსახურებას ეკლესიაში, ეს განჩინება გამოხატულია მოციქულთა დადგენილებებშიც (II,6), და წარმოდგენილია მრავალ სხვა საეკლესიო კანონშიც. სასულიერო პირი, რომელიც არღვევს ამ კანონს ისჯება საულიერო წოდებიდან განკვეთით, როგორც უღირსი ამ წოდებისა.“

ბერული ღვაწლის მაგივრად, ანუ ერისათვის ლოცვად დაყუდების მაგივრად, „პატრიარქი“ ილია მეორე საეკლესიო სამართლის სრული გმობით ე. ი. საათობით ზის თურმე და უსმენს კლასიკურ მუსიკას, (შეგვიწყალე უფალო! მართლაც, უნიკალური მკრეხელობაა) და თურმე გამორჩეულად „დროს კარგავს“ მოცარტის და ფალიაშვილის მოსმენაში!

და, როგორც ახალგაზრდობაში ტკბებოდა ამქვეყნიური ვნებებით, სიბერემაც არაფერი უშველა ამ ერესით დაბნელებულ პატრიარქს და კვლავაც ჯოჯოხეთად ჩავარდნილი საბრალო მოცარტის წარმავალი სულიერი ვნებებით აგრძელებს თურმე ტკბობას!

ნაცვლად იმისა, მოცარტის და საერთოდ კაცობრიობის ჯოჯოხეთიდან გამოხსნისათვის_ ბნელ სენაკში შავ პურსა და წყალზე მლოცველი ათენებდეს სინანულის ცრემლთა ფრქვევით ღამეებს, პირიქით, საათობით ატარებს სახიობურ და აკრძალულ ღვთისმგმობელობაში თავის დარჩენილ „ბერულ“ ცხოვრებას! ღმერთო, რა ძლიერ საბრალოა ეს მოხუცი პატრიარქი, რომელიც საცაა წავა იმ ქვეყნად და გარდაუვლად კი ელოდება ჯოჯოხეთის უშრეტი ცეცხლი!

  • კომენტარი: რა გასაკვირია, გარყვნილი (და აქედან გამომდინარე — გამრყვნელი) ფილმების რეჟისორებსა და მსახიობებს „პატრიარქი“ ილია მეორე „მნათობნი საქართველოისა“-ს რომ უწოდებს? რადგან „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ (რომელიც დღესაც აერთიანებს ლესბოსელთა და მამათმავალთა სპეციალიზირებულ „ეკლესიებს“) ასსამბლეის კონცერტებზე, თურმე, თავს იქცევდნენ შიშველი აბორიგენების უხამსი როკვით აღტაცებული საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები. ისინი, ალბათ, ისევ განიცდიან შიშველ აბორიგენთა და მდიდარი ევროპული სექტების ქალ-ეპისკოპოსთა და სოდომისტ „მღვდელთა“ გარემოცვაში დროსტარების ნოსტალგიას და დღეს, უკვე, გართობის ჟინს წმიდა ეკლესიის სამართლის განწესებების საწინააღმდეგო და ბერ-მონაზვნობისთვის ყოვლად შეუფერებელი უზნეო გმობით, ქართული კონცერტებით თუ კინოფილმებითღა იკმაყოფილებენ. (http://mamuli.net/didgori/default.asp?bpgpid=77&pg=1)

მასონი პატრიარქები

ყველა ამ უბედურ დიდ დაცემათა გარდა ოფიციალური ეკუმენისტური „მართლმადიდებელ“ ეკლესიები მასონური „ჭირითაც“ არიან დაცემულნი, და, აი, მათი მსოფლიო „დედა ეკლესიის უწმიდესი“ მასონური წიაღიც, გაეცანით:

ტექსტს და ფოტოებს პატრიარქების – ეს ასლები წარმოდგენილია საბერძნეთის დიადი ლოჟის ჟურნალიდან „პითაგორა“; (1979 წელი, 13-14 გამოცემა, იანვარი-მარტი და აპრილ-მაისი.) რომელშიც წერია, რომ ამ პატრიარქთა სურათები საბერძნეთის დიადი ლოჟის ტაძარს ამშვენებს ხატებად.
ოთხი მასონი პატრიარქის ვინაობას წარმოგიდგენთ:
1) ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი ფოტი I (1856-1923)
2) მსოფლიო პატრიარქი ბასილი III (1844-1929)
3) მსოფლიო პატრიარქი მელეტი IV (1871-1935)
4) მსოფლიო პატრიარქი ათინაგორა I (1886-1972)

samgvdeloebis_dacema_10

ვისაც აინტერესებს უფრო დაწვრილებით, შეუძლია გაეცნოს მასონთა უფრო სრულ სიას საბერძნეთის დიადი ლოჟის საიტზე; მათ მნიშვნელოვანი როლი შესარულეს საბერძნეთის ისტორიაში, და ამ სიაში იხილავთ ანაფორა შემოსილ მასონ-პატრიარქებსაც: იხ. ლინკი: http://www.grandlodge.gr/Famous_gr_home.html

ამ ინფორმაციას დავუმატებთ შემდეგსაც: მასონური ლოჟის ოფიციალურმა ბეჭდვითმა ორგანომ ათენში 1973 წელს პატრიარქ ათინაგორას სიკვდილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, რომ იგი იყო შოტლანდიური წესდების 33-ე ხარისხის მასონი (რუსეთის საზღვარგარეთული მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ-ევროპის ეპარქიის „ვესტნიკი“ 1974, N1, გვ.33)

samgvdeloebis_dacema_11

პატრიარქ ბართლომეოს I მასონია, იხ. ლინკი: Варфоломей, патриарх Константинопольский, масон — II. 757, 762, 763./
http://www.erlib.com/Олег_Платонов/История_русского_народа_в_XX_веке/141/

samgvdeloebis_dacema_12

გარეკანი მასონური ჟურნალისა – „პითაგორა“_მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ფოტოთი (1977 წ. მე-5 გამოც.)


მოამზადა გიორგი წულაძემ


saeklesio_samartali

ლინკი: იხ. მოციქულთა სხვა კანონებიც

„დიდგორის“ რედაქცია

59 Responses to “ბოლო ჟამის სამღვდელოთა დაცემა!”

  1. irakli Says:

    ყველამ თავის ცოდვებს მიხედოს და თქვე ილია ||–ს ნუ განიკითხავთ.
    თან ვითომ ამხელთ, მაგრამ რა სჭირს თქვენი სამხილებელი მას? ნეტავ მისი მეასედი საუნჯე მაინც გქონდეთ დაგროვილი ღვთის წინაშე, რამდენიც ილია მეორეს აქვს! იგი ჩვენი ქვეყნის სულიერი მამაა და ჩვენ ქართველები მხოლოდ მას გავყვებით და განსაცდელის დროსაც მხოლოდ მის სიტყვას შევისმენთ! იგია უკანასკნელი პატრიარქი საქართველოსი! იგია ჩვენი გადამრჩენელი, სწორედ ილია მეორე მოგვივლინა ღმერთმა რათა მას დავუჯეროთ ქვეყნის აღსასრულამდე!

  2. irakli Says:

    თუნდაც ერთ უბრალო მაგალითს მოვიყვან : ილია მეორე მართლაც განკვეთილი რომ იყოს სამღვდელოებიდან, მას აქამდე არავინ გააჩერებდა !

  3. daviti Says:

    კაცო ირაკლი რა ხუმარა ყოფილხარ! ძლივს არ გამაცინე ამ ნაღვლიანსა ქვეყანაზედა! მართალი ხარ ჩემო ირაკლი, ილია მეორემ სინოდითურთ იმდენი საეშმაკო საუნჯე დაუგროვა თავის მთავარასა სატანასა რომა კიდევ ახლად დაბადებულ ნახევარ კაცობრიობას ეყოფა წარსაწყმედლად, ჯერ მარტო მოლებთან ლოცვა რამხელა საუნჯეა, მერე კიდევა ტიტლიკანა ქალ-კაცებთან და კაც-ქალებთან და შუბებიან სექტებთან ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში ლოცვა რამხელა საუნჯეა, მერე შევარდნაძე რომ მსოფლიო მასშტაბების მესია-პიროვნებაა, ეს კიდევა უფრო უმაღლესი საუნჯეა, მთლად საუნჯედ დაგვიტოვა ზურაბ ჟვანია რომ პირველი კაცი იყო სიკეთის კეთებაში ამ ქვეყანაზედა, ხოლო საუნჯეთა-საუნჯეა ჯაბა იოსელიანი რომ საქართველოს სახედ მოიზარებოდა ილია-პატრიარქისთვისა! რა თქმა უნდა, შევარდნაძე ხომ არ გააჩერებდა, ან ახლა მაინც ხომ არ გააჩერებდა საქართველოს ჯვრისმტვილრთელი მიშა სააკაშვილი ილია მეორე მართლა განკვეთილი რომ იყოს სამღვდელოებიდანა…კარგია, ჩაგეთვალოს ხუმრობა

  4. irakli Says:

    აუ პატრიარქს ნუ ლანძღავთ! და საერთოდ ილია მეორე მართლა რომ იყოს განკვეთილი სამღვდელოებიდან, მას სააკაშვილი არ გაა
    ჩერებდა. არც იდიოტი ზვიადისტები და ასე შემდეგ!

  5. irakli Says:

    შენ რა გესმის შე უბედურო! სწორედ პატრიარქმა უნდა მიგვიყვანოს ღვთის გზაზე და გაგვიძღვეს ქვეყნის აღსასრულამდე! ამინ!

  6. irakli Says:

    ოე daviti! შენ წესიერად იყავი რა! ხო ხო. რაცგინდა ის თქვი. მაგრამ ქართველი ხალხი ილია მეორეს გაჰყვება და დაუჟერებს ქვეყნის აღსასრულამდე! ამინ! ვინ სად მოხვდება კიდევ ეს შენი სალაპარაკო არაა!

  7. irakli Says:

    გამომივიდა აქ გამკრიტიკებელი!

  8. irakli Says:

    ისე მოსკოვის მოახლოებულ ჩაძირვაზეც თუ დაწერდით კარგი იქნებოდა! ეჰ
    ! ეს გაზაფხულიც ჩამთავრდეს და მერე ვიცურაოთ მოსკოვის ზღვაში :d

  9. stalker Says:

    მთავარეპისკოპოსი ამბერკის პასუხი მასონ პატრიარქებზე:
    65. ВОПРОС: Может ли духовное лицо совершать Богослужения, состоя в масонской ложе?
    ОТВЕТ: Ни в коем случае не можег. Священнослужитель вообще не может, по канонам, состоять ни в каких светских организациях, а тем боле в иноисповедных и особенно в тайных, каковым является масонство, официально признанное рядом поместных православных церквей, в том числе и нашей Русской Зарубежной Церковью, организацией враждебной христианству.

    • stalker Says:

      მსოფლიო ეკლესიის დიდი ავტორიტეტის მთავარეპისკოპოს ამბერკის ამ პასუხებს ვუძღვნი რუს მომღერალ მღვდელს და მსახიობებთან სცენაზე მყოფ საქართველოს პატრიარქის სურათს!
      ВОПРОС: Могут ли лица, посвящённые по-настоящему в сан иподиакона Архиереем, принимать участие в устройстве светских увеселений, так называемых «вечеров» и «балов»; и танцевать на них?
      ОТВЕТ: Этот вопрос почти разнозначущ вопросу: могут ли священники и диаконы выступать на таких увеселениях? — Ведь сан иподиакона это есть уже священный сан, являющийся переходной ступенью от церковнослужителей к священнослужителям. Посвящённый в сан иподиакона, после своего посвящения уже не может больше вступать в брак; посвящённый в сан иподиакона может прикасаться к таким освященным предметам, которых не смеет касаться рука непосвящённого мiрянина, брать с престола дикирий и трикирий и т. под. По-видимому, это и было причиной, что в России, в огромном большинства случаев, посвящались в сан иподиакона только те лица, которые за той же литургией посвящались потом в сан диакона, а при архиерейских службах часто исполняли служение иподиаконов младшие диакона.
      ВОПРОС: Является ли кощунством выступление на сцене светских лиц, изображающих духовных лиц?
      ОТВЕТ: Театральное изображение на сцене, хотя бы и специально для данной цели устроенной, библейских событий и священных лиц не соответствует духу Православной Церкви, даже когда это происходит с благонамеренной целью, так как такие представления омiрщвляют священные для нас воспоминания. Благоговейное чувство не должно позволить человеку брать на себя изображение на сцене Спасителя, Богоматери и святых лиц. Нельзя отнестись сочувственно и к тому, когда на сцене представляют духовных лиц и картины из церковного быта хотя бы и в положительном их освещении: жизнь церковная доступна только поверхностному вниманию светского искусства. К тому же современные литература и сцена более склонны к карикатурному представлению церковного быта. Кощунственными однако можно назвать лишь такие представления из священной для христиан области, которые преднамеренно унижают и оскорбляют предметы нашей веры, хотя в некоторых случаях эта преднамеренность и кощунственность бывают затушёваны и прикрыты

  10. გიორგი Says:

    ერთს ვიტყვი ჯერ ერთი ირაკლია სეთი მორწმუნე თუ ხარ ზვიადისტება რა დაგიშავეს და რატომ მოიხსენიებ იდიოტად საონტერესოა ჩემნო კარგო გეტყობა ძალიან მორწმუნე ხარ!!!!!
    და რაც შეეება ამ საიტს, ილია 2 რაც შეეხება მართლაც რომ თავი დაანებეთ რა და ვიღაცის გაკეთებულ თუ მოგონილ პროვკაციებს შეეშვით, რა გარანტია გაქვთ რომ ეს დოკუმენტები ტვითონ კგბ გაკეტებული არ იყოს ან ვიგაცის კიდე ან რომ ამბობთ ტიტლიკანა კაცებტან თუ ქალებტანო საიდან მოგაგვთ ეგეთი საზიზგრობები რა ღმერთის გეშინოდეთ, და ილია მეორემ რა გააკეთა ცუდი ტქვით რა თუ ვინმე მუსულმანს ხელი ცამოართვა და გამარჯობა უთხრა რა გნნკვეთილია ამიტომ ან თქვენ ვინ გკითხავთ განკითხვაზე რამეს რომ ერევით სასულიერო საქმეებში მაგრამ რაც მასონებს შეეხებეა უმრავლესობა მართლაია!!

    • ნიკა Says:

      პასუხი გიორგის:

      ————-

      ბატონო გიორგი, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, პატრიარქის მწვალებლურ ქმედებათა მტკიცებულებანი, (თანაც მრავალი), მოყვანილია თავად საპატრიარქოს ჟურნალ ”ჯვარი ვაზისა” – დან და რანაირად გადააკეთებდა ”კგბ” საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებს? კონკრეტულად დადეთ ამონარიდი, რა პროვოკაციებს ვეწევით ან რა არის მოგონილი? წარმოადგინეთ თუ შეიძლება, რომელიმე ”პროვოკაციის” ან ”მოგონილი” ამბის ამონარიდი, რადგან ვერ გავიგეთ კერძოდ რაზე საუბრობთ. რაც შეეხება ნახევრად შიშველ ქალებთან და კაცებთან ერთობლივ ”ლოცვებში” (შამანური შაბაშურ რიტუალები) საქართველოს საპატრიარქოს სამღვდელოების (ილია მეორის) მიერ მონაწილეობის მიღებას, საიდან მოიტანეთ რომ ეს მოგონილია? დიახ, მაგ საზიზღრობაში მართლაც იღებდნენ მონაწილეობას როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სხვა ქვეყნების საპატრიარქოთა სამღვდელოების წარგზავნილნი. და არა მხოლოდ აფრიკული როკვის შამანურ რიტუალებში, არამედ ჰომოსექსუალისტ და ლეზბოსელთა ”ეკლესიების” წარმომადგენლებთანაც იღებდნენ მონაწილეობას კონფერენციებსა თუ რიტუალებში ”ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” ასამბლეებზე. დაათვალიერეთ ”დიდგორი” და ნახავთ, ამის დამამტკიცებელ, როგორც ტექსტუალურ, ისე ფოტო თუ ვიდეო ინფორმაციებს. ყველას ვთხოვთ, სანამ რაიმე პრეტენზიებს წამოგვიყენებდნენ, გაეცნონ ჯერ თავდაპირველად ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილ წერილებს ყურადღებით და წესიერად. (”დიდგორი” – ის პრეს-მდივანი)

      • ნიკა Says:

        და რომელიმე მუსულმანს ხელი ჩამოართვა და გამარჯობა უთხრა? ძალიან გაამარტივეთ ყველაფერი. ის მუსულმანი (კავკასიის მუსულმანთა რელიგიური ლიდერი), რიგითი მუსულმანი კი არ არის, არამედ ქრისტეს ღმერთობის უარმყოფელი და ადამიანის (მუჰამედის) განმაღმერთებელი რელიგიური მოძღვრების მადიდებელი რელიგიური ორგანიზაციის თავკაცია, რომელსაც პატრიარქი ილია”მაღალუსომღვდელოესოო” მიმართავს და მაგალითის მიმცემი ხართ მომავალი თაობებისთვისო უცხადებს…და ამის შემდეგ თქვენ აცხადებთ, რა მოხდაო, რა დააშავაო? მაშინ, მოგვიტევეთ და ჯერ საჭიროა, რომ გაერკვეთთ თეოლოგიის საკითხთა ელემენტარულ ანა-ბანაში. თქვენ ათეისტი ხართ?

      • ლადო Says:

        ბატონო ნიკა აქ ნახეთ უმაღლეს ეკუმენიზმზე! მეც მოგაწვდით ვიდეოებს ძველებურად და რამე თუ არ გამოგადგეთ, არ მომერიდოთ ხოლმე, წაშალეთ:

      • ლადო Says:

        videos_p.s.: ”კანონისტურად” ნაძვის ხე ტაძარში ეკუმენიზმის ატრიბუტიკაა

      • davit Says:

        გიორგი კაცო ასეთი ნეტარხსენებული სახელი გქვია გეორგია, მარტო ეგ სახელი რომ დაგარქვეს მაგით უნდა გაგნათლდებოდა გონება საეშმაკოდ რომ არ იყო მომართული! კაცო დალოცვილო, რაებსა სწერ, რაიო მოილას ხელი ჩამოართვა და გამარჯვება უთხრა ამისთვისო ილას განკვეთილად რად აცხადებთო? შე დალოცვილო შენა სანამ მაგას დაწერდი, სწორედ მიგანიშნა ბატონმა გვარმიამ, პატარაზე საქმე შეგესწავლა და მემრე გადმოგეგდო გრძელი ენა. როგორა კაცო ახლა შენ რომ ვინმემ ღმერთად გამოგაცხადოს და დაიწყოს მტკიცება სამება კი არა აი ეს გიორგი ღმერთიო და მემრე სექტა ჩამოაყალიბოს შენი გამოგონილი ღვთისმეტყველებით და მემრე კიდევა ილია პატრიარქმანმოგმართოს: თქვენო მაღალუსამღვდელოესობაო, აბა არ არის მაშ განსაკვეთი? რა დაგემართათ ხალხო! რა იყოთ მართლა რა მოლამ ხომ არ შეგილოცათ, რომ ასე გადამოლახოჯდით?

      • davit Says:

        ლადო უნდა შეგაქო! გაიხარე ძმაო კეთილო! რა მტკიცე არგუმენტებს ულაგებ ამ გადარჯულებულ ხალხს. აქ შენს ვიდეოში ნამდვილად დოქტორანტის სამყაროა, იქეთ კათოლიკე, აქეთ ბაპტისტი და ლუთერანი და ნაძვის ხე! ვიცი ახლა დოქტორანტი კალენდრის ჭეშმარიტებაზე რატომაც აღელდა! უკვე 7 იანვრამდე ახალი სტილით ვეღარ მოიცდიან და მარხვაში მნათეუსთან და დათთან ხინკლებზე გადაუხდის შობას თავის ღმერთ-ბაჰომეტსა! იმადაც ჩაგვინისკარტა მარხვის დასაწყსში კალენდრის ჭეშმარიტება! აი ისემც გიქნიათ მოზვრები, თხები, ღორები, ინდაურები და მთელი ხორცის სამყარო და ყველა სასმელი ერთად ჩაგიხეთქამთ ბაჰომეტურ ახალ წელს მუცელში, თქვე მუცელღმერთო ”ღვთისმეტყველებო”!

      • davit Says:

        ბატონმა ნიკამ მოგახსენა და შემოგედებატა და რად ამბობო შენ გიორგი, რომაო: რომელსაც პატრიარქი ილია”მაღალუსომღვდელოესოო” მიმართავს და მაგალითის მიმცემი ხართ მომავალი თაობებისთვისო უცხადებს…და ამის შემდეგ თქვენ აცხადებთ, რა მოხდაო, რა დააშავაო?” ახლა კი მე ვეუბნები მას: და კითხულობთ მემრე რა მოხდა ბატონო ნიკა? მეც ვიცი რაც მოხდა, გაყიდეს სჯული: ქრისტე არაო იძახის ილია, მუჰამედია ჩემი ღმერთიო, და რით ვერ გაიგეთ ხალხნო რომ ილია მეორემ თავისი სინოდით მაჰმადიანური სჯული მიიღო? გამაჰმადინდა დოქტორანტ შენი დედა ეკლესია, რომლი სჯულის არ მიღების გამოც აქეთ ასიათასი მოწამე, იქეთ ჩვენი მეფები და დედოფალნი მაჰმადიანებმა ”სარზე” გასდეს? ტფუი, ეგ პატრიარქი და ეგ სინოდი!

  11. ნიკა Says:

    რედაქტორს ვთხოვ, ეს ბოლო ვიდეო, სადაც საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმთვარი ეამბორება რომის პაპს ხელზე,(სხვათაშორის ამით იგი გამოირჩევა სხვა ეკუმენისტებისგან) განათავსოს საქრთველოს საპატრიარქოს სირცხვილად ამ წერილის სათაურის ქვეშ…

  12. გიორგი Says:

    ნინა მოდი ასე ვილაპარაკოთ შეურაწყოფის გარეშე მე რამაქ წაკითხული და რა არა ეგ მე ვიცი!!!
    ჯერ ერთი მაგ ეკუმენისტურ მოზრაობაში ვიყავით და გამოვედით ხო!! მეორეც თვენ როგორ ამხელთ ილია მეორს პატრიარქს არ მესმის ვინ მოგცათ ამის უფლება აი ესა გაუგებარი, ტუ რამეა ამას ეკლესია გააკეთებს იმ შემთხვევაში თუ დაასავა რა ალბათ ეკლესიამ ტვითონ იცის და მისმა წმინდა სინოდმა სად რა გააკეთონ და ვინ განკვეთონ,
    შეიძლება დამიანმა შეცდომა დაუშვას და ეპატიოს მერე ესევ არ დაგავიწყდეთ და თუ ასე ერკვევით ტეოლოგოაში როგორც აცხადებთ ერთი მითხარით თქვენ რამენაირი უფლება გაქვთ იმისა რომ პატრიარქზე რამე თვათ ან როგორც თვენ ამბობთ ამხილოთ?? მიპასუხეთ რა უფლებით ამხელთ ვინ მოგცათ ნება ეს ტეოლოგიაში წერია??

  13. გიორგი Says:

    davit
    ჩემს სახელს შეესვი ძალიან გთხოვ, და ვინა საეშმაკოდ მომართული ასე რომ იზახი ტავად ხარ ესმაკის მომართული ტუ გადამართული შენ ერთს გეტყვი რაუფლებით ამხელ პატრიარქს ვინ მოგცა მაგის უფლება ეხლა კიდე ის არ თქვათ რომ მეთელი სინოდი და საპატრიარქო გაყიდულები არიანო ასაცილოა ასეთი მკრეხელობა ღმერთის გეშნოდეთ და ნუ არცხვენთ ზვიადის სახელს რომელსაც დიდი პატივს ვცემ!!! და ძალიან ვაფასებ!!
    მე ბევრი რამე არ მომწონს ამ ქვეყანაში მაგრამ ილია არის ის პიროვნება ვინც მარტლაც რომ მიგვიყვანს ღმერთთან და ტქვენ გაბოროტებული ხართ იმ პერიოდისა როცა ზვიადი იყო და გულში გაქვთ რევანშისტული განცდები. აზრი არაქ თქვენთან საიბარს არანაირი!!!!

    • ნიკა Says:

      დამშვიდდით, ბნ-ო გიორგი, ნუ ღელავთ. მე იმიტომ კი არ გკითხეთ ათეისტი ხართთქო, რომ შეურაცხყოფა მომეყენებინა. არა! ოდესღაც მეც ათეისტი ვიყავი და ერთი ჩემი მეგობარი ოფლს ღვრიდა იმისთვის, რომ რაიმე შემესმინა ჭეშმარიტ რწმენაზე. კარგა ხანს ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მერე…ჩემი ურწმუნოება მისმა უდრეკმა რწმენამ და ასევე ჩემს თავს მოვლენილმა ერთმა სასწაულმა გატეხა. გთხოვთ, მომიტევოთ, საწყენად არ მინდოდა რაიმე მეთქვა თქვენთვის. რაც შეეხება, იმას თუ ვინ გვაძლევს უფლებას (მღვდლებს თუ ერისკაცთ) ვამხილოთ პატრიარქი და სინოდი, ამაზე მოგახსენებთ შემდეგს: ამის უფლებას გვაძლევს, თვით მართლმადიდებელი ეკლესიის კანონმდებლობა, კერძოდ კი, ორგზისი კრების მე – 15 კანონი.
      ნიკა გვარამია (”დიდგორი” – ის პრეს მდივანი

      • ნიკა Says:

        ბნ-ო გიორგი, თქვენ გვეკითხებით: ”ერთი მითხარით თქვენ რამენაირი უფლება გაქვთ იმისა რომ პატრიარქზე რამე თვათ ან როგორც თვენ ამბობთ ამხილოთ?? მიპასუხეთ რა უფლებით ამხელთ ვინ მოგცათ ნება ეს ტეოლოგიაში წერია??”
        ————————————————————
        გპასუხობთ, ბნ-ო გიორგი: პატრიარქის და მისი სინოდის მხილების უფლებას გვაძლევს მართლმადიდებელი ეკლესიის სამართალი; კერძოდ:
        ——————–
        ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

        „თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

    • ნიკა Says:

      ბ-ი გიორგი გვეკითხება: ”ან რომ ამბობთ ტიტლიკანა კაცებტან თუ ქალებტანო საიდან მოგაგვთ ეგეთი საზიზგრობები რა ღმერთის გეშინოდეთ, და ილია მეორემ რა გააკეთა ცუდი ტქვით რა”
      ————-
      ვპასუხობთ:

      • davit Says:

        ხედავ შენა? გიორგიმ დამიწერა ვაფასებ ზვიადისო აი ასე//ეხლა კიდე ის არ თქვათ რომ მეთელი სინოდი და საპატრიარქო გაყიდულები არიანო ასაცილოა ასეთი მკრეხელობა ღმერთის გეშნოდეთ და ნუ არცხვენთ ზვიადის სახელს რომელსაც დიდი პატივს ვცემ!!! და ძალიან ვაფასებ!!// ახლა კიდევ მე ვეუბნები გიორგისა: კი მაგრამა ძმაო გიორგი, ზვიადსა თუ პატივსა სცემ, აი ამ ზვიადის გამონათქვამსა ვითომ რატომ არა სცემ პატივსა? ”ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტი-ქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა.” (ზ. გამსახურდია).
        მიბრძანე რა გაფიცებ გამჩენ ღმერთსა

      • davit Says:

        აი თქვენ კი დაილოცეთ დიდგორო გამჩენი ღმერთისგან აჰა! ეს რა მახილებელი ვიდეო გამოაქვეყნეთ ამ წერილის თავში!!! ოლალოლლ! ეს რა ხდება დოქტორააანტ! ეს რა სირცხვილი ვნახე ამ ვიდეოში! ვაიმეეე რა სირცხვილია რა თავის მოჭრააა!!! ღმერთო მიშველე!

  14. გიორგი Says:

    ukacravad Tea TuTberices xomar icnobT aq ???

    • ნიკა Says:

      დიახ, იცნობენ, ბატონო გიორგი თეა თუთბერიძეს ”აქ”:
      ”დიდგორზე”. დიახ, იხილეთ ის გახრწნილი ”ეკლესიები”, რისთვისაც თეა თუთბერიძე ოფლს ღვრის. ხოლო, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ეს ”ეკლესიები” გააერთიანა პატრიარქმა ილია მეორემ თავის ომოფორის ქვეშ, როდესაც იყო ”ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს” პრეზიდენტი: „ჩვენი ეკლესია წევრია ისეთი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციებისა, როგორებიცაა ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, „ევროპის ეკლესიათა კონფერენცია“ და ქრისტიანული სამშვიდობო კონფერენცია… ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა“ ( ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა“, 1988, N2, გვ. 72/ #1).
      ————————————————————–

      გთხოვთ, აი აქ გაეცანოთ ილია მეორის და თეა თუთბერიძის ანგლიკანური გახრწნილების ”სულიერ” სამყაროს:
      ”https://didgori.wordpress.com/2008/10/14/ქართველი-მღვდელი-ფრანცის/
      ——————————————

      • ნიკა Says:

        ასევე, მოგახსენებთ, რომ ბატონო გიორგი, ილია მეორე საქართველოს ბაბტისტური ”ეკლესიის” დიდი მეგობარია. ამ სექტის მამამთავრი მალხაზ სონღულაშვილი ოფიციალური მიპატიჟებებით გამუდმებით ესწრება ლოცვებს სვეტიცხოველში. ხოლო მალხაზ სონღულაშვილის წნამძღვარი მმართველი ამერიკის ”ეკლესიები” ასე ლოცულობენ:
        ————————————————–

      • ნიკა Says:

        p.s.: ix. foto Semdeg bmulze:
        ————-
        საპატრიარქო „სჯულის კანონის“ უხეში დარღვევით ხშირად იწვევს ერთობლივი ლოცვისთვის საკუთარ ტაძრებში სექტათა ცნობილ ლიდერებს; იხ. ამ სურათზე ბასპტისტურ-ევანგელისტური სექტის ლიდერები სონღულაშვილი და ტყეშელაშვილი სვეტიცხოველში.
        https://didgori.wordpress.com/2008/10/05/მღვდელი-გელასი-აროშვილი/
        ——————————————–

      • ნიკა Says:

        axla ki mTavari:

        ____________

      • ნიკა Says:

        რა ხდება? ე.წ. ქრისტაინულ დენომინაციებს (ანუ სექტებს) აღარა ვჩივით, და ნუთუ მართლაც გამაჰმადიანდნენ ეკუმენისტური საპატრიარქონი?
        http:didgoriru.wordpress.com/2009/12/04/«межрелигиозный-диалог-от-взаимопон/

  15. გიორგი Says:

    და ამიტ რა მერე შეიძლება იყვნენი სეტი მღვდლები ან პატრიარქები რომლებც აშავებენ ან არღვევენ კანონს მაგრამ ილია მეორესგან რაგინათ ვიყავიტ ამ დასაწვავ ეკუმენისმში და გამოვედიტ ხო არ ვართ იქ უკვე!!! მგონი ტავდინ სხვა მისზნიტ იყო შექმნილი ეს მოზრაიბა ამით შეიტყუეს სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიები შიგნიტ და მერე მიცეს უკვე ამასე ნელნელა რელიგიური ელფერი და ერტად ლოცვები და ასე შემდეგ როცა გაირკვა და დაგდა დრო გამოვედიტ ხო !!!!
    არავის არუნდა არც ანტირქისტე არც მასონები და არც მორალატეები ქვეყნის მაგრამ ილია მეორე ის პიროვნება ვინც გააერტიანებს საქარტველოს დედა ეკლესიის ქვეშ და გაგვიზღება ბოლომდე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე!! ესაა ფაქტიიიიიი

    • davit Says:

      არა რა ძალიან შევაწუხე ამ საიტის კლასიკური მენტალიტეტი და ვფიქრობ ხოილმე ჩემმნაირმა უბირმან ენა დავიმოკლო, მაგრამ ახლა როგორ დავიმოკლო ენა ეს გიორგი ბატონი რასაც ბრძანებს იმაზედ? კაცო შე დალოცვილო გიორგი რა დაგემართა ადამიანო, რა ვერ გაიგე რომ ამ საიტზე გოდება და გმინვა რა ხანია სწორედ იმაზეა რომა აი შენი პატრიარქი ილია და მისი სინოდი აშავებენ? კაცო მართლა მოლამ ხომ არ შეგილოცათ? ვაჰმე რა ოლალოოლ რა წყალში ჩავვარდე რაღა ვქნა რა ვქნა კაცო არაფერი ამათ არ ეყურებათ არც პაპის ბრეიგადნსი შველით, არც ჩაჩა-ჩა და ვიტვიტა ეკლესიის ამბები, არც დედაკაცური ამბები გაეპისკოპოსებულები რომ ამტკიცებენ პედრესატობა ღვთის საჩუქარიაო! კაცო გიორგი პარდონ მაგრამა შენ ქართველი და თანაც ვაჟკაცი კაცი ხარ თუ მიშა სააკაშვილივით გამაჰმადიანებულ-გამასონებული ჯორჯ ბუშის შვილობილი?

      • გიორგი Says:

        კი მაგრამ თქვენ გამაგიჯებთ რა ყველა სინოდიც და ილიაც მოხარშეტ გამყიდველებად რა სისულელეა, თქვენ მამა =გაბრიელის გჯერად საერტოდ თუ მტლიანად ჩვეს ეკლესიას და ყველა ჩვენს სასულიერო პირებს მოიხსენიებთ მოგალატეებათ , მე წამიკითხია მამა ბაგრიელის წიგნი სადაც დადებითად აქვს მოხსენიებული ილკია მეორე და ეს წიგნი არა საპატრიარქოს გამოშვებული მერე რომართვათ გადაკეტესო )) ეხლა არ მითხრათ რომ მამა გაბრიელიც იტყუებოდა ბაბა ვინ იზაის სიმართლეს მართო თქვენ!!! და ნუ ნერვიულობთ არა საჭირო და კიდე თხოვნა მაქ ნუ მიწოდებთ ბატონობით მე წლოვანებით თქვენზე უმცროსი ვარ და რაგაჩ უხერხულად ვგძლობ თვას ისე პროგრამისტი ვარ შეიძლება ზაგ გამართულად ვე ვწერო არ მიწყინოთ )))

      • daviT Says:

        გიორგი კაცო ნაღდად ძმობას გაფიცებ რა ეგზორციზმი გჭირდება…ვაიმეეე… მაგრამა მგონი ეგზორციზმი რა არის ესეც არ იცის? მოკლედ ჩემო გიორგი ძალიან ჰყავხარ დაბეჩავებული ჭინკებსა, მე დოქტორანტი მეგონა მაგ საკითხში პირველი და ახლა შენ მთლად განმაცვიფრე! ნუ პადრე ჯემალი შენთანა ეიფელის კოშკია! ახლა მართალია იუმორინაში უკვე ახალი წელი დაიყენა და ვიოლინოზე როგორც ცოცხზე ჭინკა ისე არის მაგრად მომჯდარი, მაგრამ აბა სად შენ და სად ის? ეჰ წავედი ერთხელ კიდევ ვნახო ფრანგი ძაღლები როგორ ”იკურთხებიან” მოძღვართაგან…რა დრო დადგა…

      • ნიკა Says:

        გიორგი, რისთვის განკაცდა ღმერთი? ახლა შობის მარხვა მიმდინარეობს და იმედია, შობას თქვენც ღირსეულად ადიდებთ ღვთის განკაცებას. რისთვის აირჩია უფალმა მოციქულები? იმისთვის, რომ ჩვენთვის ადამიანებისთვის ესწავლებინა როგორ უნდა გვერწმუნა, ანუ მოგვცა სჯული. პატრიარქიდან მოყოლებული რიგითი ადამიანით დამთავრებული, ყველა ვალდებულია ღმერთს და მის მცნება-კანონებს დაემორჩილოს. ხოლო ვინც არ ემორჩილება ღმერთის სჯულს, პატრიარქია ის თუ უბრალო მოქალაქე, მაშინ იგი ღალატობს ღმერთს. პატრიარქი ილია და მისი სინოდი არღვევენ უფლის კანონებს (ყველაზე მეტად მთელს სამღვდელო დასში) და ამიტომ მათ ჩვენ მოსაზრებით კი არ ვაცხადებთ მოღალატეებად, არამედ ღვთის კანონების თანახმად, ანუ თავად ღმერთი ამხელს მათ უსჯულოებას. ღმერთი ბრძანებს არ ილოცოთ მწვალებლებთანო, ხოლო ილია და მისი სინოდი მაინც ლოცულობენ მწვალებლებთან…მამა გაბრიელი გასაგებია, მაგრამ მამა გაბრიელის სიტყვასაც არ უნდა ვერწმუნოთ გამოუძიებლად, არამედ უნდა შევამოწმოთ და თუკი აღმოჩნდება, რომ იგი სჯულიერად ასწავლის, მაშინ რასაკვირველია უნდა ვერწმუნოთ, ხოლო თუ არასჯულიერად დაუწერია რაიმე, მაშინ არ შეიძლება რომ ვერწმუნოთ. მე არ ვიცი რა თქვა ილია მეორეზე მამა გაბრიელმა…წარმოადგინეთ, თუ შეიძლება, რაც დაწერა და კი ბატონო განვიხილოთ მისის ნაწერი დიდი სჯულის კანონის ფონზე.

  16. გიორგი Says:

    daviT
    daviyt ra sacidavivit laparakob, me ra vici eg me vici Sen roca Sens ver amtkiceb mere Seuracyofazegadadixar esaa Seni nganaTleba da done sasaciloa :)))))
    aseti morwmune xar da kamatis ros sisustes iCen Seuracyofa ara kargi saqme albat erti kvetebulis locva saWiroa TqvenTvis da mere iqneb moxvideT azrze cota, ise erTs girCevT midiT mama giuorgi basilaZestan quTaisSi moRvaweobs mowameTasi da iqneb rame iseTi agmoacinoT manamde rom ar icodiT.
    xo ra ,mainteresebs antrofosofiis midevari xomaraxar SemTxveviT?

    • davit Says:

      ხედავ შენა? კიდევ მე მჭირდება კაცო კვეთებული როცა თქვენ ნათელი ბნელისაგან და ღმერთი ეშმაკისგან ვერ გაგირჩევიათ?? ერთი მაინტერესებს როდის მოგაყენე შეურაცხყოფა ეშმაკი რომ ჭინკაა და რომ შენ , დოქტორანტს, პადრე ჯემალს, მნათეუსს, ჯვაროსანსს და მუზიკანტ დათიკოს დაგპატრონებიათ ეს შეურაცხყოფა კი არა ჩემო გიორგი სინამდვილეა. მეც მეპატრონებიან ხოლმე ჭინკები, მაგრამ ისეთი ჭინკები არა თქვენ რომ ჩაგსახლებიათ, არამედ ხორციელი ცოდვების ეშმაკები მეომებიან, აი თქვენ კიდევა ძალიან საშიში ჭინკები დაგპატრონებიათ, ისე რომ ბაჰომეტს ღმერთად გაჩვენებთ და ქრისტეს მაგივრად დღედაღამ ჭინკების ზეგავლენითა ბაჰომეტსა როგორც ღმერთს ისე ადიდებთ. აგერ დალოცვილო დიდგორის ლანგრებზე დალაგებული გაქვთ ცხვირწინ ილიას, მისი სინოდის, რომის პაპის და სხვათა ბნელი საქმეები, ახალ კიდევ ლადომ სულ ვიდეოებით გაამშვენა მათ გასაშავებლად, იქვე მიწყობილია ამ საქმეების მამხილებელი ქრისტეს კანონები, მემრე წმინდა მამათა განმარტებები და მაინც გაიძახით წმინდები არიან ილია, სინოდი, პაპი და ბნელ ამბებთან ტოლერანტობანი ღვთის დიდებაო. ქუთაისში გიორგი ბერთან ეტყობა შენ იყავი კვეთებულზე და იმადაც აგრევია ღმერთი და ეშმაკი ერთმანეთში…იმ საწყალ ბერს თავად იმდენი ჭინკა უზის გულის გვამში რომ სხვას რა კვეთებულით უშველის რადგანა თავად ილიას უწმინდესობით არის შეპყრობილი. მასთან რომ მივიდე მეკვეთებიან დოქტორანტის ჭინკები და მოლას მაღალუსამღვდელოესოო დავუწყებ ძახილს, მემრე მოლის დიდებთ სამეუფეოო გზაზედ მიმავალად მომეჩვენება საკუთარი თავი, არცა მარჯვნივ და არაცა მარცხნივ. ახლა კიდევ პაპისტ პედოფილთა სექტა ჯვაროსანივით პეტრეს ეკლესიად მომელანდება, და საწყალი მნათეუსივით ლობიოში სეფისკვერის ჩაფშვნა მომინდება, ახლა მემრე კიდევა პადრე ჯემალივით ჩაჩა-ჩაჩა და ვიტვიტა ლოცვების ჟინი შემიპყრობს და გაეპისკოპოსებული რუსიკოს ხელზე ამბორი მომესურვება. დათივით ფუძის ანგელოზს ისეთი ჟღრიალით ვუმღერებ რომ ახლოს აღარ გაეკარება ჩემს კარმიდამოს. ნუ უკვე შემეშინდა რა, ჯობია აქ გავჩერდე, სანამ ფრანგ ძაღლების მესამდე და ნიუ ხემფშირში მუტრუკების დამქორწინებელ ანგლიკანიზმამდე მივალ…

      • გიორგი Says:

        რას ლაპარაკობთ ამას როგორ იზახი ვინ და რა ბაფომეტი დამპატრონებია ეგღა მაკლია ღმერთმა დამიფაროს რა ეგ მაკლია ეხლა…!!!!
        რეებს წერთ აქ გავგიჯდები კაცი ნუ გეშინიათ მე გარკვეული ვარ ჩემს რწმენაში და ცეშმარიტად მწამს მართლმადიდებლობის ასე რომ დრო ანახებს ყველაფერს, მალე მოვა დრო და აეხსნება ყველას ნიღაბი ვინ ვინაა და სადა ჭეშმარიტება, ღმერთმა შეუნდოს ყველას ვინც სხვას განიკითხავს ჩემს ჩათვლით!!!!
        საქართველო გაბრწყინდება დიდება უფალს!!!
        მალე გამოჩნდება ჭეშმარიტებააა
        აბა კარგად უკვე უინტერესო გახდა საუბარი )))

  17. ALEKSANDR Says:

    ბ-ნო “davit”, მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემთ თქვენს მოშურნეობას მართლმადიდებლობის დაცვის საქმეში, იძულებული ვართ შენიშვნა მოგცეთ. თქვენი ოპონენტი ცდილობს გაერკვეს სარწმუნოებაში და ამ მიზნით შემოვიდა „დიდგორზე“, ამიტომ გთხოვთ, მასთან კამათისას იყოთ უფრო თავშეკავებული. ისიც გაითვალისწინეთ რომ საშობაო მარხვა მიმდინარეობს.

    კეთილი სურვილებით,

    ალექსანდრე

    • davit Says:

      ვიღებ თქვენს შენიშვნას პატივცემულო ალექსანდრე. მაგრამ იქნებ თქვენ გააქტიურდეთ და განუმარტოთ გიორგისა და სხვებსა და მემრე მე გავჩერდები. თუმცა დიდგორის რედაქციას განმარტებაში მე რას შევედრები, მაგრამ ხომ უნდა რედაქციას მიხმარება და მეც ჩემებურად ვცდილობ. ახლა ლა ვეისა და კროულის აჩრდილებსაც ხომ უნდა პასუხი გაცემა. მარტო რედაქცია ამდენ ჭინკასთან ცოდვაა ბრძოლაში. რა ვქნა ლადოსავით ვიდეოებისა და მასალების მოძიებაში არა ვვარგივარ. მარხვა რა შუაშია. მარხვაში ქადაგება და ორმოდან კაცის ამოყვანა არ შეიძლება?

  18. გიორგი Says:

    რას ლაპარაკობთ ამას როგორ იზახი ვინ და რა ბაფომეტი დამპატრონებია ეგღა მაკლია ღმერთმა დამიფაროს რა ეგ მაკლია ეხლა…!!!!
    რეებს წერთ აქ გავგიჯდები კაცი ნუ გეშინიათ მე გარკვეული ვარ ჩემს რწმენაში და ცეშმარიტად მწამს მართლმადიდებლობის ასე რომ დრო ანახებს ყველაფერს, მალე მოვა დრო და აეხსნება ყველას ნიღაბი ვინ ვინაა და სადა ჭეშმარიტება, ღმერთმა შეუნდოს ყველას ვინც სხვას განიკითხავს ჩემს ჩათვლით!!!!
    საქართველო გაბრწყინდება დიდება უფალს!!!
    მალე გამოჩნდება ჭეშმარიტებააა
    აბა კარგად უკვე უინტერესო გახდა საუბარი )))

    • ლადო Says:

      რა გააბრწყინებს საქართველოს? ნუთუ ამ ამბების ჩამდენთა პაპს რომ საქართველოს პატრიარქი უწმინდესს ეძახის, ხოლო თეა თუთბერიძე კი ამ პედოფილიის საყდარის ყურმოჭრილი მხევალი და მნათეუსის ”დედაო” აღმოჩნდა? და რომ ვითომ პატრიარქს ებრძვის? მოკლედ ”ნათლია-ნათლულთა ამბების” ინფო:

      • ნიკა Says:

        aq aris saq. sapatriarqos 4 mRvdeli (ori samosiT da ori _ usamosod), romelTagan ori maTgani saq. sapatriarqos erTma medaviTnem icno…

      • ლომისა Says:

        საპატრიარქოს სასულიერო პირთა გართობა ამ ფორმატში, ნამდვილად მოსაწონი იქნება „თავისუფლების ინსტიტუტის“ მესვეურებისათვის და ცოტა დამშვიდდებიან. თანამედროვეობას არც ესენი ჩამორჩნენ!

        p.s.

        ერის კაცს არ ამშვენებს ასეთი აცუნდრუკება და ერთი ადგილის აქეთ-იქით ქნევა და „მღვდლების“ ასეთი ამსუბუქება ჩვენში გაკვირვებას იწვევს. საიტერსოა, ამაზე თუ გააკეთებს რეაგირებას საპატრიარქო. მამაო ზურაბ, თქვენ რა კომენტარს გაუკეთებდით ასეთ საქციელს?

      • stalker Says:

        რა არის ეს რა უბედურებაა, მაშ არ არის საეკლესიო კრება მოსაწვევი: ასეთი მოცეკვავე მღვდლები, ნარკომანები, მამათმავლები, მრუშები, ფულის მკეთებლები, მოლებთან და კათოლიკებთან მოდარბაზენი…მოკლედ რა რომელი ერთი ჩამოვთვალოთ…ნახავდით ალბათ სააკაშვილი იყო მნათეუს-ჯვაროსნის ტაძარში დღეს კათოლიკებს მათი ღმერთის ანტიქრისტეს შობა მიულოცა და პატრიარქი აქო სანიმუშოა ეკუმენიზმშიო!

      • stalker Says:

        პრეზიდენტმა კათოლიკე ქრისტიანებს შობა მიულოა
        25.12.09 10:42

        საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველ კათოლიკეებს შობის დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტი კათოლიკურ ეკლესიაში გუშინ 00:00 საათზე მივიდა და იქ მყოფთ სიტყვითაც მიმართა.

        როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი კათოლიკეები მრავალრიცხოვან საინტერესო ჯგუფს წარმოადგენენ, საქართველოს კი ბევრი პატრიოტი კათოლიკე ჰყავდა.

        მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ყველას უნდა ახსოვდეს საქართველო და მას წრფელი გულით ემსახუროს. სადღესასწაულო მესა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა და საქართველოს პრეზიდენტს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
        http://www.rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=35010&pg=1&im=main&ct=0&wth=

      • ნიკა Says:

        პასუხი პატრიარქის დამცველს:

        ————————

        patriarqisdamcveli Says:
        მარტი 31, 2010 დრო 12:41 pm

        erti mainteresebs, patriarqs rom gansjit, is adamiani araa? da tqven ratom ggoniat, rom saertod msaxioboba codvaa?

        ————————————–

        ბატონო ჩემო, როცა პატრიარქს იცავთ, საჭიროა შეისწავლოთ სახარება და სჯულის კანონი რომელთა მიხედვითაც პატრიარქობენ ადამიანები, ანუ ვინც ადგენს პატრიარქად და სამღვდელოებად ადამიანებს, და ვინ დააწესა პატრიარქობა, ეპისკოპოსობა და საერთოდ სასულიერო იერარქია? ვინ და თავად უფლმა იესო ქრისტემ და იგი ითვლება ეკლესიის თავად და პირველ მღვდელმთავრად! ხოლო ამ მღვდელმთავარს ანუ ღმერთს თავისი სამართალი გააჩნია და ბრძანებს მის ამ სამართლს ემორჩილებოდნენ მიწიერი პატრიარქები და სხვა სამღვდელო იერარქები. მსახიობობის ცოდვა უმაღლესი მღვდელმთავრის ქრისტეს სამართლით ითვლება ცოდვად და არა ადამიანური კანონით. აი ეს კანონიც: „თუ ეკლესიისკენ პირს იზამს მსახიობი კაცი ან ქალი….ან დაცხრეს მისი საქმიანონობისგან, ან უკან გაბრუნდეს.“(წმიდა პავლე მოციქულის მე 6 კანონი). ვინ უფრო მაღალია მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქი ილია II თუ უფლის წმინდა მოციქული პავლე? ამიტომ თქვენთვის უმჯობესია მოციქულთა კანონები დაიცვათ, და ამ კანონების დამრღვევი პატრიარქის უსაფუძვლო დაცვას შეეშვათ, რათა არ განარისხოთ ღმერთი.

        ნიკა გვარამია (“დიდგორი”-ის პრეს-სამსახური)

      • ნიკა Says:

        მოკლედ საქართველოს საპატრიარქოს სამღვდელოება არა მხოლოდ მოლებს, პაპებს, ანგლიკანებს, ბაბტისტებს, პროტესტანტებს და სხვა ერეტიკოსებს აქებს და ადიდებს, არამედ უკვე გადადიან ბასილ კობახიძე, ნოდარ ლადარია, თეა თუთბერიძე, გიგა ბოკერია, რომის პაპის, ბაბტისტთა და სხვა მოდერნისტ სექტათა ცხოვრების წესის ყაიდაზე…თბილისის ფორუმის მოდერატორ ”მუსიკანტი დათიკოსთვის” სულის საოხ-განსასვენებელი, არა სიმართლეში, არამედ მხოლოდ ასეთთა დედაეკლესიის იურისდიქციის ”ფანობაშია”.

  19. patriarqisdamcveli Says:

    erti mainteresebs, patriarqs rom gansjit, is adamiani araa? da tqven ratom ggoniat, rom saertod msaxioboba codvaa? icit, rom msaxiobebshic arseboben wmindanebi? magram tqven amas ver gaigebt, imitom rom sulieri xedva ar gaqvt mocemuli! tqventviton klavt tqvenshi am sulier xedvas!
    da kidev gimeorebt, musikis mosmena, operashi, teatrshi siaruli araa codva patriarqistvis, arc romelime samgvdelo piristvis, tu es spectakli, musika da a.sh. gvtiuri shinaarsisaa!
    mashi devs gvtis sityva! magram tqven amas verasodes gaigebt! erti imaze mainc mipasuxet, gmerti piradad patriarqze ratom axdens amden saswauls? tu gindat tqvat misi gamosworeba undao? misnairi adamiani ertic rom hyavdes kidev saqartvelos, ra gvichirda! misi yoveli moqmedeba siketes emsaxureba! mas iseti satno da ketili saxe aqvs, shexedvistanave mixvdebi tu rogori adamiania!
    tqven ki ragac uazroba mogyavt magalitad!

    • ნიკა Says:

      რას არ გაიგებ!

      —————-

      „ახალი ვერსია“ ესაუბრა ქუთათელ-გაენათელი ეპარქიის მიტროპოლიტს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას კალისტრატეს.

      …მნიშვნელოვანია, რომ არსებობს წმინდა წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელ ჟამს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ანგელოზების თანხლებით დატოვებს ათონის მთის ივერონთა ტაძარს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად წაბრძანდება ხატი? რა თქმა უნდა, იქ, სადაც მისი სახელობის ტაძარი იქნება და ყველაზე მეტად ელოდებიან. მჯერა, რომ ეს მართლაც ასე მოხდება. ამიტომ მსურს მთელს საქართველოს მივულოცო ღვთის ასეთი დიდი წყალობა. ღვთისმშობელ დედას შევთხოვ, რომ უმოკლეს დროში შეგვაძლებინოს ამ ტაძრის დასრულება.

      – ტაძართან დგას კომუნისტური ბელადის სტალინის ძეგლი. ეს მრევლს ხომ არ დააბრკოლებს?

      – ჩვენ, მართლმადიდებლებს მხოლოდ ერთი მოსამართლე გვყავს ზეცაში. უნდა ვიცოდეთ, რომ სტალინი მართლმადიდებელი იყო. გარდაცვალებამდე მან აღსარება ჩააბარა რუსეთის პატრიარქს, რომელმაც შემდეგ წესიც აუგო. გარდაცვალების 50 წლისთავზე სწორედ ჩვენ გადავუხადეთ პანაშვიდი სტალინს, რომელსაც სტალინელებიც დაესწრნენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.
      http://anarekly.blogspot.com/2003/05/blog-post_14.html

    • გიორგი Says:

      სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები:

      „მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს“.
      Chveneburebi 2009


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: