მოსკოვის რელიგიური სამიტი და ქუვეითი

„დიდი სჯულისკანონი“ ამხელს!

ლაოდეკიის კრების 34 კანონი: „არც ერთი ქრისტიანი არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებლები იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ. რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღვთისთვის, ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ იყოს“

ამ კანონის თანახმად შეჩვენებულ არიან საქართველოს და რუსეთის აგენტ-პატრიარქები! შეჩვენებულ არიან არა მხოლოდ ერეტიკოსებთან თანალოცვისთვის, არამედ მათთან მეგობრული ფორუმებში მონაწილეობისთვის: წაიკითხეთ და იხილეთ მათი ანტიმართლადიდებლური მწვალებლობის საჯარო ქადაგების ერეტიკული დოკუმენტი

putini_da_ekumenistebi 

K. Г. B С.С.С.Р

kgb-report-on-drozdov_citata


K. Г. B С.С.С.Р.-ის აგენტის რაპორტი „დროზდოვზე“
patriarqis_barati
K. Г. B“-ს აგენტ „ივერიელის” სააღრიცხვო ბარათი

მოსკოვის რელიგიური სამიტი

2006 წ. 3 ივლისს მოსკოვში, საპრეზიდენტო სასტუმროში გაიხსნა რელიგიურ წინამძღოლთა მრავალმხრივი შეხვედრა

მოსკოვში მიმდინარეობს რელიგიურ წინამძღოლთა წარმომადგენლობითი შეხვედრის პირველი სამუშაო სხდომა. 2006 წლის 4 ივლისს მოსკოვის საპრეზიდენტო სასტუმროში მუშაობა გააგრძელა რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო შეხვედრამ.

პირველი სამუშაო სხდომა გაიხსნა კავკასიის მაჰმადიანთა სამმართველოს თავმჯდომარის შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადეს გამოსვლით. რომის პაპ ბენედიქტე XVI-ის მისალმება შეკრების მონაწილეებს გააცნო პაპთან არსებული ქრისტეანული ერთობის საბჭოს თავმჯდომარემ — კარდინალმა ვალტერ კასპერმა.

სხდომაზე გამოვიდნენ უწმინდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი; აჰმად ბადრედინ ჰასუნი, ასურეთის არაბთა რესპუბლიკის მთავარი მუფთი; გალიის (საფრანგეთის — მთარგმ. შენიშ.) მიტროპოლიტი ემანუელი (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო — მთარგმ. შენიშ.); მაათუქ აბდალაჰ ალ მაათუქი, ქუვეითის იუსტიციის, ბაკუფთა და ისლამურ საქმეთა მინისტრი; ბერლ ლაზარი, რუსეთის მთავარი რაბინი; უნეტარესი თეოქთისტე, პატრიარქი რუმინეთისა; ეპისკოპოსი მა ინლინი, ჩინეთის კათოლიკური ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე; მუფთი შეიჰ რავილ ჰაინუთდინი, რუსეთის მუფთთა საბჭოს თავმჯდომარე; ეპისკოპოსი ვოლფგანგ ჰუბერი, გერმანეთის ევანგელური ეკლესიის საბჭოს თავმჯდომარე; უწმინდესი გარეგინ II, ყოველთა სომეხთა უმაღლესი მამამთავარი.

იხილეთ ქვემოთ: „KГБ“-ს აგენტ „ივერიელის“ ( საქართველოს პატრიარქი ილია მეორე) ევქარისტიული ძმის, აგრეთვე „KГБ“-ს აგენტ „დროზდოვის” ( რუსეთის პატრიარქი ალექსი მეორე) ეკუმენისტური ეკლესიის წარწყმედის მხილებათა ლინკები

„პატრიარქმა ალექსი მეორემ მიულოცა კავკასიის მუსულმანთა თავმჯდომარეს შეიხულისლამ აპლაჰშუქურა ფაშაზადეს 25 წლიანი ყოფნა ამ უმაღლეს ხარისხში და გადასცა უმაღლესი ჯილდო – სერგი რადონეჟელის პირველი ხარისხის ორდენი“ (ალექსიმეორის ვიზიტი ბაქოში 2005 . /ბაქოს ეპარქიის ინფორმაცია)

სხდომის დასასრულს კავკასიის მაჰმადიანთა სამმართველოს თავმჯდომარე შეიხ-ულ-ის-ლამ აპლაჰ შუქურა ფაშა-ზადე გამოვიდა სიტყვით, რომელშიც აღნიშნა უწმინდეს პტრიარქ ალექსის დამსახურება სამშვიდობო სფეროსა და ხალხთა შორის მშვიდობისა და თანხმობის განმტკიცებაში. აგრეთვე, მან განაცხადა, რომ კადთა საბჭოსა და კავკასიის მაჰმადიანთა სამმართველოს მეცნიერულ-რელიგიური საბჭოს გადაწყვეტილებით რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს მიენიჭა კავკასიის მაჰმადიანთა უმაღლესი ჯილდო — შეიჰ-ულ ისლამის ორდენი.


„პატრიარქ” ილია მეორის და „მიტროპოლიტ” დიმიტრი შიოლაშვილის ყურბან-ბაირამული ვიზიტი ქუვეითში

„17-დან 20 აპრილამდე ქუვეითში კავკასიის უმაღლესი რელიგიური დელეგაციის საბჭოს ვიზიტი შედგა. დელეგაციაში შედიოდნენ: კავკასიის მუსულმანთა ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ბათუმის არქიეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი), არქიმანდრიტი გიორგი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი კასპიისპირეთისა და ბაქოში ალექსანდრე…

 

შედგა მონახულება ტოლერანტობის ცენტრის, რომელიც შეიქმნა ქუვეითში რელიგიათაშორისი დიალოგისთვის…სადაც შეიხმა და ილიამ დაწვრილებით გააცნეს იქ დამსწრეთ რელიგიური სიტუაციის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოში…შემდეგ მოინახულეს ქუვეითის მთავარი მეჩეთი…

 

შეიხმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ რელიგიათაშორისი ურთიერთობის განსამტკიცებლად კავკასიაში ხელს უწყობს უწმიდესი პატრიარქი ალექსი, ხოლო ბაქოს ეპისკოპოსი ალექსანდრე თავის მოღვაწეობას ახორციელებს მისი ხელმძღვანელობით.

19 აპრილს სასტუმრო „შერატონის“ საკონფერენციო დარბაზში მოეწყო ქუვეითის ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენცია, პრეს-კონფერენციის მიმდინარეობის განმავლობაში ბატონმა ალ-ფაალახმა გამოხატა მადლიერება შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადესადმი ვიზიტის ორგანიზებისათვის და მისცა მაღალი შეფასება მუსულმანებსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობას, რომელიც ხორციელდება შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადესა და ალექსი მეორის სახით, რაც მისი აზრით, არის ტოლერანტობის მკაფიო გამოვლინება, და რომ საჭიროა ვუჩვენოთ მთელ კაცობრიობას, ისლამისა და ქრისტიანობის მშვიდობიანი თანაარსებობა.

20 აპრილს დელეგაცია თვითფრინავით დაბრუნდა თბილისში. თბილისის აეროპორტში დელეგაციას დახვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატის წარმომადგენლები, სამღვდელოება და მრევლი. უწმიდესმა პატრიარქმა ილიამ თავის რეზიდენციაში მოაწყო პრესსკონფერენცია და მიღება ვიზიტის მონაწილეთა საპატივცემულოდ.“ (ბაქო -კასპიისპირეთის ეპარქიის ინფორმაცია)

ილია მეორე მოლასთან ერთად თავისი სინოდით საპატრიარქოში პრესსკონფერენიციაზე

წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი მსჯავრი

ვინც კი მცირედ მაინც არის ჩახედული საეკლესიო კანონმდებლობაში, კომენტარიც კი ზედმეტია მათთვის ილია მეორის და დიმიტრი შიოლაშვილის ანტისამართლებრივი ვიზიტის შესახებ ქუვეიტში, მაგრამ, ჯერ კიდევ ვინც არაფერი უწყის „დიდი სჯულის კანონის“ ანათემატიზმებისა და განკვეთების შესახებ „ქუვეიტის თემაზე“, მათთვის მცირე სამართლებრივ კომენტარს მაინც გავაკეთებთ კავკასიელ მოლასთან ერთად ილია მეორის, ბათუმის ეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილის ტოლერანტული მოგზაურობისა და მეჩეთების მონახულების შესახებ.

კანონი: ლაოდეკიის კრების 34 კანონი: „არც ერთი ქრისტიანი არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებლები იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ. რადგან ერეტიკოსები უცხონი არიან ღვთისთვის, ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ იყოს!
 
წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ამ კანონს სრულიად ნათლად გამოაქვს განაჩენი „ქუვეითის თემაზე“, რადგან ნაბრძანებია_წმიდა კანონით, რომ არცერთი ქრისტიანი არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებელნი იყვნენ…ხოლო კავკასიის მუსულმანთა ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე ერეტიკოსია, და რადგან კანონის თანახმად ერეტიკოსები უცხონი არიან ღვთისათვის, ამიტომ შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე_სთან ერთად ქუვეითში „რელიგიური ტოლერანტობისთვის“ წაბრძანებული საქართველოს პატრიარქად წოდებული ილია მეორე და ბათუმ-სხალთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, მათი ეპისკოპატი და მრევლი, ვინც კი მათ აეროპორტში სიყვარულით მიეგება, ხოლო შემდეგ საპატრიარქო რეზიდენციაში პრეს-კონფერენცია მოაწყობილ ღვთისგმობას ეზიარა – შეჩვენებულ არიან ღმერთისგან, ხოლო ანათემირებული კი საუკუნოდ მოკვეთილია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიიდან!

ბაქოში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას, რომელიც შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადეს 25 წლიან მოღვაწეობას მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განაცხადა: „მრავალწლიანი თავისი ერთგული მსახურებით მთელი კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე წარმოადგენს დიდ მაგალითს მომავალი თაობებისათვის, მისი როლი როგორც მებრძოლის მშვიდობის დაცვის საქმეში გასცდა აზერბაიჯანის საზღვრებს;“

http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=3542

ვეკითხებით „პატრიარქისტებს“ ვისთვისაც მუსულმანი მოლა მომავალი თაობებისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს, რა ეწოდება ასეთ პატრიარქს, მიტროპოლიტს თუ ეპისკოპოსს? განა მათ იუდა, ანუ ღმერთის გამცემლები არ ეწოდებათ?! და განა ისინი საეკლესიო სამართლის თანახმად დაუსრულებელ წყევლასა და შეჩვენებას არ გადაეცემიან?!

იხილეთ ამ ორი სულიერი მგლის ფოტო: ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და ბათუმისა და სხალთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) რომლებიც, მართალია, თავიანთი პირველიერარქივით, თამამად ვერ პოზირებენ სურათებზე მონოფიზიტებთან, ბაბტისტებთან, კათოლიკებთან და ა.შ. მაგრამ შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან, რომ თათარ მოლასთან თუ სხვა ერეტიკოსებთან ვიზიტებს არ გამოაკლდნენ. წმიდა მამების აი, ეს სწავლებანი მიუსადაგეთ ამ უსირცხვილო ეპისკოპოსთა საქმეებს და დასკვნაც თავად გამოიტანეთ:

  • არავითარი ურთიერთობა არ გქონდეთ მწვალებლებთან, რამეთუ დიდმა ოქროპირმა, ხმამაღლა, ყველას გასაგონად გამოაცხადა ღმერთის მტრებად არამარტო მწვალებლები, არამედ მათთან ურთიერთობის მქონენი. (წმ. თეოდორე სტუდიელი)
  • მწვალებლებს არასოდეს დაუმეგობრდეთ, ნუ დასხდებით საჭმელად მათთან ერთად, ნუ იქნებით მათი თანამგზავრნი, არც მათ სახლებსა და თავყრილობებში შეხვიდეთ, რამეთუ მწვალებელთ ყველაფერი უწმიდური აქვთ.“ (წმიდა ეფრემ ასური)

განმარტება: აქ წმიდა მამები „მწვალებლებში“ გულისხმობენ, (ვისთანაც ყოველგვარი ურთიერთობა გვეკრძალება) ღვთისმბრძოლ რელიგიური ორგანიზაციებს, მათ ლიდერებს, მათი აქტიურ წევრებს და არა წარმართულ სიბნელეში მყოფ მოუნათლავ ხალხს.

ამ დოკუმენტში განთავსებულ „მოსკოვის რელიგიურ სამიტი“-ის ვიდეოში ილია მეორეთი დაწყებული და ალექსი მეორეთი დამთავრებული, ვის აღარ ნახავთ, ნამდვილად „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ დიდი წარმომადგენლობითი „ღვთისმეტყველებითი“ ასამბლეაა: იუდეველი რაბინები, მოლები, კათოლიკები, მონოფიზიტები, ბუდისტები და ვინ მოსთვლის სექტათა მრავალფეროვნებას, რა სიამ-ტკბილობა, რა თანაგრძნობა, რა სიყვარული, რა ხოტბათა შესხმა, მოკლედ „სიყვარულის“ ასეთ გამოხატულებას იშვიათად იხილავს ადამიანი;

მოდით, „პატრიარქისტთა“ სიამაყეს საქართველოს ოფიციალური ეკლესიის იურისდიქციის არქიმანდრიტს, ილია მეორის ყურმოჭრილ მონას, მაგრამ კარგად განსწავლულ არქიმანდრიტს რაფაელ კარელინს მოვუსმინოთ, რომელიც თავისი განსწავლულობით, ისე როგორც მღვდელი არჩილ მინდიაშვილი თავისი მჭერმეტყველებითი ხელოვნებით ხიბლავს ადამიანებს, დიდ მრევლს უნარჩუნებს და კარგად უმაგრებს ზურგს ილია მეორეს, რადგან, ვითომდაც ამხელს ერესებს, მაგრამ იქვე ქედს უხრის ეკუმენიზმის ერესთა-ერესის ღვაწლმოსილ მოამაგეს ილია მეორეს და მის ეპისკოპატს! ვნახოთ, თუ რას გვასწავლის რ. კარელინი რაბინებზე, მოლებზე, ბუდისტებზე და სხვა რელიგიათა_ „სამაგალითო“ და „მაღალი“ (ილია მეორის სიტყვებია) მსახურების წიაღზე: მოგვყავს რაფაელ კარელინის წიგნიდან ამონარიდები:

1) „თალმუდის მიმდევრებისთვის იესო ქრისტე მრუშობის ნაყოფი და მატყუარაა,“ – წერს კარელინი, მაშინ, როდესაც მისი პატრიარქი ილია, ხალხს უქადაგებს, რომ მართლმადიდებლებს და იუდეველებს ერთი ღმერთი ჰყავთ და სანთლებს ანთებს და ლოცულობს რაბინებთან;

2) „მაჰმადიანთათვის – იესო ქრისტე არის მხოლოდ წინასწარმეტყველი“ – ამხელს მუჰამედის სჯულს კარელინი – „რომელიც ყურანის სწავლებით თურმე არც ჯვარს უცვამთ და არც აღმდგარა, მის ნაცვლად სვიმონ კვირინელი აცვეს ჯვარს, ქრისტე კი ელია წინასწარმეტყველის მსგავსად ალაჰმა ზეცად აიყვანა, ბოლო ჟამს იგი უნდა მოვიდეს მიწაზე, რათა მოკვდეს და მუჰამედის გვერდით, მედინაში დაიფლას. ყურანში ასეთი ამბავია მოთხრობილი: ალაჰმა ჰკითხა იესოს, გითქვამს თუ არა ოდესმე, რომ შენ ღმერთი ხარო, რაზედაც იგი კატეგორიული უარით უპასუხებს.“, როცა ამას რაფაელ კარელინი წერს – მისი პატრიარქი ილია მეორე ქადაგებს, რომ მუჰამედის მიმდევარი აზერბაიჯანელი მოლა ფაშა-ზადე მისაბაძად „დიდ მაგალითია“ მომავალი თაობებისთვის.

3) რ. კარელინი ბუდისტებს შემდეგი სიტყვებით ამხელს: „ინდოელმა ქურუმებმა ქრისტიანობასთან ბრძოლაში ისეთი ტაქტიკა გამოიყენეს, რაც ელინისტურ სამყაროს აზრადაც არ მოსვლია – სახარება მათ ბუდიზმისა და ბრაჰმანიზმის უხეირო ვარიანტად გამოაცხადეს…ბუდიზმი არის რელიგია უღმერთოდ, სიკვდილისა და სულიერი თვითმკვლელობის დახვეწილი ფილოსოფია“ ხოლო რაფაელის „უწმიდესი“ პატრიარქი „ჯვარი ვაზისაში“, წერს, რომ ბუდას ქანდაკება სიყვარულით სუვენირად შეიძინა, და დღესაც ალბათ „სანუკვარად“ აქვს შენახული ერეტიკოსთაგან ძღვნად მიღებულ მრავალ დემონურ კერპებთან ერთად საპარტრიარქო რეზიდენციაში!

„მიტროპოლიტო“ დიმიტრი შიოლაშვილო და „ეპისკოპოსო“ დავით მახარაძე და სინოდის სხვა წევრებო, გასაგებია, რომ მწვალებლობის ანათემატიზმებზე საეკლესიო სამართალს და წმიდა მამათა სწავლებებს უმალავთ ხალხს, მაგრამ აღსარებებს როცა იბარებთ მრევლისგან, აღსარების კანონს მწვალებელობის შესახებ, როგორც მძიმე ცოდვას როგორ განუმარტავთ ხოლმე მრევლს? აი, ამ კანონს ვგულისხმობთ, რომელიც აღსარების დროს , როგორც მძიმე ცოდვა სინანულით უნდა ჩაგაბაროთ ადამიანმა: „ვცოდე, უფალო, მწვალებლობით: (სხვა რჯულის მოწონებით, სხვა სჯულის თანაგრძნობით?)„ ხოლო თქვენ ერეტიკოსებთან ფორუმებზე მათთან ჰარმონიულ ფერხულში ჩაბმულნი, მათი ხოტბით გატაცებულნი, – ამ კანონს უკვე ამოიღებდით ალბათ თქვენი წიგნებიდან, ან გადაუმალავდით მრევლს, რადგან თქვენი იუდაისტური აღმსარებლობა ხომ ასეთია: „იესო ქრისტე მრუშობის ნაყოფი და მატყუარაა“ – რადგან ამ სიტყვებს აღმსარებლობენ რაფაელ კარელინის მონათხრობით თქვენი ძმა იუდეველი რაბინები, ხოლო თქვენ და იუდეველებს რომ ერთი ღმერთი გყავთ, ამას ჩვენ კი არ ვიგონებთ, არამედ თქვენი პირველიერარქი ილია მეორე უქადაგებს ხალხს! თანაც რელიგიურ ფორუმებზე ხომ ძმური სიყვარულით ამბორს ჰყოფთ იუდეველ რაბინებს, თანამშრომლობის და სიყვარულის ხელშეკრულებებს დებთ მუჰამედის, ბუდას მიმდევრებთან, მათ აღმსარებლობას_ მუჰამედის, ბუდას „ღმერთობაზე“ და იესო ქრისტეს „არაღმერთობაზე“ ხომ მომავალი თაობებისადმი „დიდი მაგალითის მიმცემ_ მაღალ მსახურებად“ მიიჩნევთ“ ესეც ჩვენ არ მოგვიგონია, ეს ხომ თქვენი პატრიარქის საჯარო ქადაგებებია! აი, სინამდვილეში ეს ხართ, თქვენ! ანუ ხართ ბილწი კერპთაყვანისმცემელნი, და მძიმედ მცოდველობაა ღვთის წინაშე, თქვენ ვინმემ გიწოდოთ მართლმადიდებელნი, რადგან მართლმადიდებლობის ფუძემდებელი დედამიწაზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის, „ვინც ჩემთან არ არის, მტერ არს ჩემდა და რა საერთო აქვს სიმართლეს უსჯულოებასთან, ან რა საერთო აქვს ქრისტეს ბელიართან?“ ხოლო, თქვენ რელიგიურ ფორუმებზე ძმობითა ხართ შეკრულნი, მათთან, ვინც ქრისტესთან არ არის, ანუ ქრისტე ვისაც მტრებს უწოდებს, მათ თქვენ დამოყვრებიხართ. ე.ი. თქვენი აღმსარებლობა კერპთა დემონოლოგიაა, ქრისტეს დაუძინებელი მტრობაა, რადგან თქვენი „სამიტელი“ ძმების ძენ-ბუდიზმის მიმდევარების სწავლებით: „სახარება თურმე ბუდიზმისა და ბრაჰმანიზმის უხეირო ვარიანტად ცხადდება“

ამონარიდები გამოყენებულია რაფაელ კარელინის წიგნიდან: „საუბრები მართლმადიდებლობაზე“, 1994 წ.


კომენტარი: ვინც იხილავს და წაიკითხავს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქთა ჯაშუშობის, ერეტიკული საქმიანობისა და ერეტიკულ ქადაგებათმტკიცებულებებს, და მიუხედავად ყველაფრისა, სულიწმიდის მგმობელ მათ ეკუმენისტურმართლმადიდებლობასკიდევ ხოტბას შეასხამს, მაშინ, დაე, უფალმა განსაჯოს ისინი, რადგან სწორედ ასეთ ცრუ პატრიარქებზე და მათ მიმდევრებზე ბრძანა წმიდა ლავრენტი ჩერნიგოველმა: „სამღვდელოთაგან უდიდესი უმეტესობა წარწყმდება, ისინი უღალატებენ წმიდა ეკლესიას და ხალხსაც გაიყოლებენ!“

ასავალდასავალისზოგიერთი ჟურნალისტი ახლამაინც მიხვდება იმას, თუ ვინ არიან მწვალებლები და „KГБ“-აგენტები და ცილს აღარ დაგვწამებენ!

დიდგორისპრესსამსახური


10 Responses to “მოსკოვის რელიგიური სამიტი და ქუვეითი”

  1. irakli Says:

    პატრიარქს თავი დაანებეთ!

  2. egnate Says:

    ggoniat rom amistvis medals chamoggkideben?
    tu ggoniat amiti cxondebit?

    • ნიკა Says:

      პასუხი_ეგნატეს:
      ——————–
      ა) და რატომ იფიქრეთ, ეგნატე, ის რომ მედლის ჩამოკიდებისთვის გაკეთდა ეს წერილი? საიდან გამოიტანეთ ეს დასკვნა?
      —————————————————————————-
      ბ) არა არ გვგონია, რომ ამით ვცხონდებით. გვგონია, რომ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე მტკიცედ დგომით და ხორციელ ცოდვათა გამოსწორებით ვცხონდებით.
      ————————————————————
      ”დიდგორი” – ის პრეს-სამსახური

      • ნიკა Says:

        პატრიარქის სამეუფეო გზა:
        —————————————–
        Аллахшукюр Пашазаде высказался за восстановление грузинской церкви в Азербайджане и мечетей в Грузии. В ответном слове Илия II заявил, что награждение его орденом «Шохрат» является символом доверия к грузинскому народу. (2005)
        —————————————————–
        Патриарх-Католикос Всея Грузии ИЛИЯ II передал шейх уль-исламу Аллахшукюру Пашазаде приветствия грузинского народа. Высоко оценив деятельность юбиляра, он сказал: …

        Ваше преосвященство шейх уль-ислам Аллахшукюр Пашазаде! … (ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია – ავტ.)

        От имени грузинских церквей и от имени
        грузинского народа сердечно приветствую всех вас. Мы собрались здесь для того, чтобы поздравить нашего друга и брата — руководителя Управления мусульман Кавказа шейх уль-ислама Аллахшукюра Пашазаде с 60-летием. Вы очень многое сделали не только для Азербайджана, но и для всего Кавказа. Еще в советский период мы неоднократно встречались, не раз вместе участвовали в конференциях. На этих мероприятиях Вы всегда говорили правду. Эта Ваша способность говорить правду сохранилась и сегодня. Я уверен, что так будет всегда….Я вырос в семье, где большинство наших гостей были именно мусульмане. Я вспоминаю свои детские годы, когда они приходили к нам. Наши родители готовили для друзей-мусульман лучшие гостевые комнаты. Они застилали их коврами, чтобы гости совершали свои обряды по мусульманским правилам.
        Я приехал в Азербайджан с большой любовью и радостью, чтобы еще раз сказать вам слова друга и брата.
        Патриарх-Католикос Всея Грузии Илия II еще раз поздравил шейх уль-ислама Аллахшукюра Пашазаде и передал ему свои наилучшие пожелания.

        http://br.az/index.php?newsid=4364

      • ნიკა Says:

        შობის მარხვის დასაწყისში, ”მართლმადიდებელი პრეზიდენტი” რომ მარხვის გმობის ასე საჯარო ”პრეზენტაციას” ეწევა, მართლმადიდებლობის რომელ განწესება-კანონით ასწავლა პატრიარქმა და სინოდმა? კი უცხო ტომელს შეიძლება ესტუმრო პრეზიდენტი, მათზე იზრუნო და მათი პრობლემები მოაგვარო, მაგრამ შენ სჯულს რომ პატივს არა სცემ, რაც უმაღლესი და უწმინდესია ქვეყნისთვის, გაქვს კი უფლება მართლმადიდებელ ქვეყანას მართავდე უსჯულო კაცი და მარხვის მგმობელი? მაგრამ პატრიარქისგან რასაც სწავლობენ პოლიტიკანები ისე ”ბრძნული დიპლომატიით” განაგებენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ყოველთვის, ღვთის სჯულის გმობის ხარჯზე. დიახ, პატრიარქისგან სწავლობენ ყველაფერს.

        ———–
        საქართველოს პრეზიდენტი მარნეულში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას მუსლიმანთა რელიგიური დღესასწაული – ყურბან-ბაირამი მიულოცა.

        პრეზიდენტი მუსლიმანური წესების მიხედვით, მეჩეთში შევიდა და მეჩეთის მსახურებს გაესაუბრა…მან ადგილობრივებს ხორცი და ტკბილეული გადასცა. საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ. მე, როგორც პრეზიდენტი, მოგილოცავთ თქვენს დღესასწაულს, მაგრამ ეს არის ჩვენი დღესასწაული, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დღესასწაული. თქვენი სიძლიერე არის საქართველოს სიძლიერე და თქვენი კეთილდღეობა ქვეყნის კეთილდღეობა,` – განაცხადა სააკაშვილმა.

        http://www.rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=34625&pg=1&im=main&ct=0&wth=

      • ნიკა Says:

        დაიწყო შობის მარხვა. გილოცავთ ყველას, წმინდა მარხვის დაწყებას.

      • ლომისა Says:

        ნიკა, დიდი მადლობა შობის მარხვის დაწყების მოლოცვისათვის. მეც გილოცავ. ყველას გილოცავთ.
        —————————–
        „ქრისტეს მიერ საყვარელნო, ძვირფასო თანამემამულენო, ანტიმართლმადიდებელ მსოფლიოში, ახალი სტილით 25 დეკემბერს ( ძველი სტილით 12 დეკემბერი) აღინიშნება პაპისტური კალენდრით შობის ცრუ დღესასწაული, ხოლო, რადგან ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ, ვალდებული ვართ პატივი მივაგოთ ღმერთს და მის საეკლესიო კოდექსს და ვიდღესასწაულოთ უფლის ამ ქვეყნად განკაცების დღესასწაული, ისე, როგორც ეს თავად უფლის წმიდა ეკლესიამ დაგვიწესა – მართლმადიდებელი იულიანური კალენდრით. ამრიგად, ახალი სტილით 7 იანვარს (ძველი სტილით 25 დეკემბერი) დგება შობის ბრწყინვალე დღესასწული და მარხვა ხსნილდება. “

        მღვდ. გიორგი სხილაძე

        https://didgori.wordpress.com/2008/12/31/%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%93-%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%99/

  3. spartacus Says:

    სსრკ-ს დროს და მანამდეც და მის შემდეგაც, ეს ასე იყო, არის და ალბად იქნება, რომ გარკვეული ინტერესების თანხვედრაში მყოფ რელიგიურ პირს სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობის გარეშე აქტივობა უბრალოდ არ შეუძლია. ჯერ მარტო იქიდან გამომდინარე, რომ რწმენა ყველაზე სანუკვარი და დიდი საიდუმლოა, რომელსაც ყოველი ჩვენთაგანი ვატარებთ, ჩვენი შეხედულებების, მრწამსისა და საქმიანობის და მიუხედავად.
    მე ძალიან მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც სირაქლემებივით სილაში ესობიან თავით და თავგამოდებით იცავენ ბევრ სასულიერო პირს, ამავდროულად კი, იგივე სასულიერო პირები, ყველა პერიოდში ხეირობდნენ, იქნებოდა ეს სსრკ, შევარდნაძე/კანონიერი ქურდობის ოქროს ხანა თუ ვარდების რევოლუცია და დღესაც ასეა. ძალიან მინდა, რომ ამ ფლიდ, ყალბ, მდაბიო და გაუნათლებელ ადამიანებს ნიღაბი ჩამოვხადო, რომ მართლაც ერმა და ბერმა ნახოს, რაოდენ ბილწები არიან ისინი.
    ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში დიდი წვლილი მიუძღვით, ამის შემდეგ, საქართველო ბნელეთში ცხოვრობდა 20 წლის განმავლობაში, ესენი კი, მაშინაც კანონიერი ქურდებისთვის ლოცულობდნენ და მათ უნდობდნენ იმ ცოდვებს, რომლითაც ისინი ათი ათასობით ოჯახებს ღუპავდნენ, ნარკომანიის ამყვავებლებისთვის ლოცულობდნენ, მკვლელებისთვის და ხალხთა გამტაცებლებისთვის ლოცულობდნენ, თან თავგამოდებით ცდილობდნენ მათთან ახლო ურთიერთობა დაემყარებინა…
    მართლაც, რომ აღმაშენებლის რეფორმა აკლია ამ საცოდავ უბედურ საქართველოს.
    ერთი კითხვა მაქვს ავტორებთან, თქვენი აზრით, ნუთუ ხალხი ამდენს ვერ ხარშავს? თუ უბრალოდ არ უნდათ ამის გაგება, იმიტომ, რომ იგივე ცოდვა, რაც მათ ააქვს ძალიან ბევრს ააქვს მოსანანიებელი! (ვგულისხმობ ძმათა კვლას)

    • ლომისა Says:

      „ხარშავენ“, მაგრამ არ აწყობთ! ცრუმორწმუნეობის ბრალი უნდა იყოს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: