„დიდგორის“ პროტესტი საით „ქართლოსს“

„დიდგორის“ პროტესტი დომუხოვსკების საითს „ქართლოსი“

  

ვიდეოს სინქრონული ჩანაწერი:

კულმინაციამ პიკს 14 სექტებრის საღამოს მიაღწია, როდესაც მოედანზე შეკრებილმა ხალხმა სახელმწიფო მეთაურს (ე. შევარდნაძეს) დაუჩოქა, რათა თანამდებობიდან არ გადამდგარიყო. ე. შევარდნაძე თანამდებობაზე დარჩა.

ილია მეორის მიმართვა დაჩოქილი ხალხისა და ე. შევარდნაძისადმი: „მთელი საქართველო ღელავს, ამიტომ მე უფლება მაქვს, როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენს სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა-კურთხევა, რომ მთელ საქართველოს განუცხადოთ, რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური!” დაჩოქილი ბრბოს ტაში და სიხარულის დიდი ოვაცია;

ე. შევარდნაძის მიმართვა დაჩოქილი ხალხისა და ილია მეორისადმი:დიდი მადლობა, კარგათ იყავით, ხმა ღვთისა და ხმა ერისა!“

 

მხოლოდ ეს ერთი შერისხა საით“ქართლოსის“ უწმიდესმა პატრიარქმა და ღვთის ჭეშმარიტ მონას სატანა უწოდა

ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ „დიდგორის“ გარეთ ვამხელდით „პატრიარქისტებს“ და თურმე ე. შევარდნაძე-ჯაბა იოსელიან-თენგიზ სიგუას მეხოტბე და პუტჩისტი ილია მეორეს  შეფარული თაყვანისმცემლები „კარიბჭის“ პორტალზე გვყოლია და ჩვენდა სამარცხვინოდ  აქამდე ვერ შევამჩნიეთ, სანამ „დიდგორის“ მკითხველმა არ მიგვითითა, რომ თვალები გაახილეთ, გარეთ, რომ ამხელთ სახლში მიიხედ-მოიხედეთ და სირცხვილი ჩამოირეცხეთო!

 

  • „დიდგორის“ მკითხველის პროტესტი საით „ქართლოსისადმი“

თქვენმა პასუხმა განმაცვიფრა! კი, მაგრამ თქვენ მიპასუხეთ და მეგონა თქვენ იყავით მაგ საიტის “ქართლოსის” რედაქტორი (შემქმნელი)! არა ხართ? კი ბატონო, მაშინ ბოდიშს გიხდით, რომ ზვიად გამსახურდიას უბოროტესი მტრის პატრიარქად გამსაღებელი საიტის ავტორი მეგონეთ! დიდი ბოდიშით!

მაგრამ თუ იცით ვინ არის მაგ საიტის ავტორი, გთხოვთ, მომცეთ მისი საკონტაქტო ელ-ფოსტა, და მასთან გავაგრძელებ კამათს! წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ საიტ “დიდგორის” პრეს-სამსახურს, რატომ ხართ ილია აგენტის მამახილებლები და მისი მეხოტბეები ერთ პორტალზე, თანაც ერთმანეთის „გვერდი-გვერდ“

დიდგორის“ მკითხველი ნანა იოსელიანი

 

  • გაზეთი “6 საათზე”- 11 ივლისი, ოთხშაბათი, 2001 წელი:

„ჯაბა იოსელიანის გუშინდელი იუბილე მარჯანიშვილის თეატრში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში არაფერი შეცვლილა. იგივე მენტალიტეტი, ფსევდო სადღეგრძელოები…”ჯაბა მთელი საქართველოს განსახიერებაა“ სწორედ ასე ამკობდნენ გამომსვლელები იუბილარს. ბობოლებს, რა თქმა უნდა, სიტყვები არ დაუსურებიათ ყველა ლაპარაკობდა ჯაბა იოსელიანის განსაკუთრებულ ხიბლზე, თუ რაინდობაზე.(   …საფინალოდ, როგორც კარგ სპექტაკლში ხდება, ექსკლუზიურად მოპატიჟებული უწმიდესი და უნეტარესი სცენაზე ავიდა და „სამი განზომილების“ ავტორი იუბილარი ლამის მეოთხე განზომილებაში წარმოგვიდგინა: „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა (ეს ზვიადის დამხობას შიმშილობით რომ ამზადებდა ჯაბა ალბათ იმაზეა ლაპარაკობს ილია_) მასთან მივედი და ვუთხარი-შენ საქართველოს სჭირდები; ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა. შემდეგ კი ხატი საიდუმლო სერობა უსახსოვრა. თავად იუბილარი ხელზე და მხარზე ეამბორა უწმიდესს…ამასობაში ახალგაზრდა მსახიობები მღეროდნენ და ხუმრობდნენ …“ ( პუბლიკაციის ავტორი-ზურა ნოზაძე)  ჩამოთვლილია ამ წერილში ილიასთან ერთად ვინც აქებდა ჯაბას: ელენე თევდორაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ლაშა თაბუკაშვილი, თამაზ წივწივაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და ა.შ.)

 

  • საით „ქართლოსის“ რედაქტორის პასუხი

ნუ მაშინებ რა შენი ჭირიმე!
თქვენ ეტყობა წაკითხულიდან აზრის გამოტანა გაგიჭირდათ, ან მე ვერ დავწერე გასაგებად. საიტი მე მიმყავს, მაგრამ ჩემი პირადი აზრი სხვაა და სათვისტომოს საიტი კი საერთო მოხმარებისაა …ქართველობას კი ჯერ სხვა პატრიარქი არა ჰყავს სათვისტომოს წევრებს კი უფლება აქვთ გაეცნონ თავიანთ გვერდზე ამ ეპისტოლეებს…

ამ გახსენებაზე ჯერ წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე არ დამიდვია … წავალ
ახლა დავამატაებ… კეთილად ბრძანდებოდეთ.

რუსუდან კიკალეიშვილი-დომუხოვსკა

http://mamuli.net/Qartlosi/bpg/publication_view.asp?InfoID=12204&iabspos=1&vjob=vdocid,12204

 

ილია მეორის მიერ ნაკურთხი „პუტჩი“

  • მაგთიკომის ჟურნალი „მუდმივი კავშირი” #1-2003 წელი

ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული…ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)

  • ნანა იოსელიანის პროტესტის წერილი „დიდგორის“ პრესსამსახურში

ბატონო გიორგი, მაინტერესებს, წაკითხული გაქვთ თუ არა თქვენს პორტალზე საით ქართლოსის საეკლესიო მასალა, თუ გაქვთ, და გვერდიგვერდ იბრძვით, ეს ძალიან გაუგებარია, ერთი ლანძღავათ ილიას და განკვეთილს უწოდებთ, მეორე ეპისტოლეებს უქვეყნებს და უწმიდსს უწოდებს, კი მაგრამ არ გებრალებათ ხალხი? სულ აერევათ ასე თავგზა, ასეთი რამე როგორ შეიძლება…გიგზავნით საით „ქართლოსის“ რედაქტორის, ვინმე რუსუდან დომუხოვსკისთან ჩემს მიმოწერას, რომელმაც კი არ გაითვალისწინა ჩემი სამართლიანი მოთხოვნა, პირიქით, მასხარად ამიგდო და მწერს, რომ  დამავიწყდა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს გამოქვეყნება და კიდევ კარგი შემახსენოთო! თანაც ილია მეორის სურათს განუთავსა ქვეშ: „პასუხი ნანას“! ცინიკოსი! ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ერთად  „უბნევთ გზა-კვალს“ ხალხს!

პატივისცემით ნანა იოსელიანი

პ.ს. შეიძლება არაფერი იცოდით ამ საითზე, თუმცა მეეჭვება, ამდენი ხანი არაფერი იცოდით! მაგრამ თუკი არაფერი იცოდით მაპატიეთ ასეთი მკვახე ტონი!

 

ილია მეორის მიერ ხუნტის კურთხევა-ლეგიტიმიზაცია

დიახ, სირცხვილი, რადგან მართლაც სამარცხვინოა, რომ ედუარდ შევარდნაძის მხარდამხარ მებრძოლ პუტჩისტსა და ზვიად გამსახურდიას დამხობის ერთ-ერთ მთავარ ინციატორს, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების აგენტს ილია მეორე შიოლაშვილს საითი „ქართლოსი“ პატრიარქად და ეკლესიად სახელდებს. ილია მეორეს, რომელმაც სიხარულის „ბანკეტები“ იხადა ლეგიტიმური ეროვნული ხელისუფლების დამხობის გამო  და ლოცვა-კურთხევა მისცა „ბანკეტის“ შემდეგ თავის არქიმანდიტ სოგრატე ჯულუხიძეს მიელოცა ტელევიზიით საჯაროდ ზვიად გამსახურდიას დამხობა ამ სიტყვებით: „გილოცავთ დღეს სატანა გაძევდა საქართველოდანო“;

 ილია მეორის მიერ ხუნტის კურთხევა-ლეგიტიმიზაცია

 ზეიმი „საპატრიარქოში“ მაშინაც გრძელდებოდა, როდესაც „ხუნტის“ ბანდებმა გაწყვიტეს პრეზიდენტის დამცველი საჯარისო ნაწილები, და სასომხეთის საზღვრებზე გაგზავნილი კინორეჟისორები რეზო ესაძე და გიორგი შენგელაია მოითხოვდნენ სომხეთის ხელისუფლებისგან გადმოეცათ ხუნტისთვის ზვიად გამსახურდია დასახვრეტად! მაშინ უფალმა დაიფარა პრეზიდენტი, თორემ რომ გადმოეცათ შურისძიებით დაბნელებული და მის სისხლს მოწყურებული ხუნტა აუცილებლად დახვრეტას სისრულეში მოიყვანდა, მითუმეტეს „პატრიარქისგან“ იგი სატანად შერაცხულ დამნაშავე იყო! 

საით „დიდგორზე“ ყველა მასალაა გამოფენილი, თუ როგორ არის „პატრიარქი“ მარჯანიშვილის თეატრში ბოჰემურად  „წამოგორებული“ ჯაბა იოსელიანის გვერდით მისადმი მიძღვნილ იუბილეზე, როგორ ამკობს მას ნაირგვარი ქების სიტყვებით, ასევე განთავსებულია ვიდეო, როგორ ემუდარება იგი ე. შევარდნაძეს, რომ არ დატოვოს საქართველო, თორემ დაიღუპება ქვეყანა, ასევე, როგორ აქებს ე. შევარდნაძეს, რომ მისნაირი ღირსეული პოლიტიკოსი მსოფლიოს იშვიათად ახსოვს, როგორ არის იგი თავისი სამღვდელოებით სპორტის სასახლეში გამოჭიმული  ხუნტის დაკანონებისთვის კურთხევაზე მისული!

 

ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გლდანის ტაძრის კარების შენგრევა

ბატონო ვიქტორ დომუხოვსკი და ქალბატონო რუსუდან დომუხოვსკაია- კიკალეიშვილო, ზვიად გამსახურდია ვისთვისაც სატანაა, თქვენთვის ის რომ უწმიდესია, ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, ჩვენ რა უნდა გიწოდოთ თქვენ? ჯერ არაფერს გიწოდებთ, მაგრამ სამაგიეროდ მოგიწოდებთ: ან მოხსენით მაგ წყეული დამნაშავე ხუნტის თავკაცის და ბილწი ერეტიკოსის ილია მეორე შიოლაშვილ-ივერიელის უხვად დასურათებული ეპისტოლეები თქვენი საითიდან და მოინანიეთ ეს მძიმე და სამარცხვინო ცოდვა, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალი დაგედებათ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ღალატში და მაშინ მოვითხოვთ, რათა თქვენი საითი „ქართლოსი“ გაძევდეს კარიბჭის პორტალიდან, როგორც ღმერთის და მისგან კურთხეული ლეგიტიმური ხელისუფლების ღალატში ბრალდებული და საიდუმლოდ შეთქმული  ღმერთისა და ჩვენი პრეზიდენტის მტრებთან!

 

ილია მეორის პირადი ტყვე – მამა ბასილი მკალავიშვილი

„დიდგორის“ პრესსამსახური/ გიორგი წულაძე

 



იხ. „პატრიარქის სულიერი შვილების“ მლიქვნელობა ე. შევარდნაძის წინაშე, რომელშიც „პატრიარქმა“ ყველას აჯობა!

  • 1977 წლის 25 დეკემბერს ილია II დაინიშნა* საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად.
  • 1979-1983 მსოფლიო საეკლესიო საბჭოს ერთ-ერთი პრეზიდენტი.

იხ. დამატებითი ინფორმაცია „მამულის“ პორტალიდან:  http://mamuli.net/portal/ge/forum/forum_posts.asp?TID=964

 

* – ე.შევარდნაძის განცხადება 1992 წლის 8 მარტს ქართულ ინტელიგენციასთან შეხვედრაზე თსუ-ში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: