გაზეთ „ყველა სიახლის“ შეკითხვები ბატონ ბესარიონ გუგუშვილს

 


 

1. ბატონო ბესარიონ, პირველ რიგში გკითხავთ, როგორ ბრძანდებით და რას გვეტყვით ჩვენს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე?

გმადლობთ მოკითხვისათვის. რაც შეეხება საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას — აღნიშნულს შეეხებოდა ჩვენი გასული წლის ერთი განცხადება და იგი ჯერ კიდევ ძალაშია:

ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს, ქართველ ხალხს
საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს

მოწოდება-ღია წერილი, 2007 წ. მიწურულისა და 2008 წ. დამდეგის მოვლენებზე

2007 წლის სექტემბერ-ნოემბერში ანტიეროვნული ძალების იმ ნაწილმა, რომელიც ხელისუფლების გარეშე დარჩა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოინდომა რა გავლენის სფეროების გადანაწილება ნაცმოძრაობის შინაგანი და საგარეო პოლიტიკით ქართველი ხალხის მასობრივი უკმაყოფილების ფონზე — მოაწყო ფართომასშტაბოვანი პროვოკაციები, რომელიც ძალზე მოსალოდნელი და იოლად პროგნოზირებადი სავალალო შედეგით – მასობრივი რეპრესიებით დასრულდა და ხალხისათვის საძულველი ანტიეროვნული რეჟიმის დროებითი განმტკიცება გამოიწვია.

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება 2007 წლის სექტემბრიდან აფრთხილებდა ქართველ ხალხს არ ჩარეულიყო ანტიეროვნულ ძალებს შორის შინაბრძოლაში. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა და ისევე როგორც „ვარდების რევოლუციის“ დროს სწორედ ლეგიტიმური ხელისუფლეების მომხრეები აღმოჩნდნენ მოვლენათა მთავარი მონაწილენი და სწორედ ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეები დაზარალდნენ ყველაზე მეტად რეპრესიებისაგან.

განვითარებულმა მოვლენებმა ნაცმოძრაობის ხელისუფლებას ჩამოჰხია ფარისევლური დემოკრატიის ნიღაბი და ნათლად გამოჩნდა მისი მხეცური სახე და აფთრული ხასიათი. გამჟღავნდა, რომ ნაცმოძრაობის ხროვას საქართველო ბარაბას გზით მიჰყავს.

ამჟამად მმართველი ანტიეროვნული ხროვა ცდილობს საკუთარი მმართველობის განმტკიცებისა და ლეგიტიმიზაციის მიზნით ჩაატაროს პლებისციტისა და არჩევნების ფარსი, რომლითაც იგი შეეცდება კიდევ უფრო გაახანგრძლივოს ანტიეროვნული ძალების დიქტატურა საქართველოში.

ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს შევახსენებთ, რომ საქართველოში გამეფებული უკანონობისა და განუკითხავობის მთავარი და ძირეული წყარო იყო, არის და იქნება სახელმწიფოებრივ დონეზე ლეგიტიმურობის ტოტალური მოსპობა 1991-1993 წლების ანტიეროვნული პუტჩის შეგედად.

ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების მომხრეებს შევახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას და რომ ნებისმიერი სხვა არჩევნები იქნება უკანონო და არალეგიტიმური — ამდენად, ვერ გადაწყვეტს ვერც ერთ პრობლემას რომელიც საქართველოს წინაშე დგას.

კვლავ, ისევე როგორც 2007 წლის სექტემბერში, მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების მომხრეებს თავი შეიკავონ ნებისმიერი პირის, ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდაჭერისაგან, რომელსაც/რომელიც:

  • ა) მონაწილეობა აქვს მიღებული 1991-1993 წლებში ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში
  • ბ) აქტიურად, ღიად და ცალსახად არ უჭერდა 1991-1993 წლებში მხარს ლეგიტიმურ, ეროვნულ ხელისუფლებას; ლეგიტიმურობის შენარჩუნებას
  • გ) ამჟამად – ცალსახად არ აღიარებს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების განდევნის კრიმინალურ, ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატურ ხასიათს
  • დ) ამჟამად – პრინციპულად და დაჟინებით არ მოითხოვს ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების განდევნაში მონაწილე კერძო პირებისა და ორგანიზაციების სასამართლო დევნას

ქართველ ხალხს, ეროვნული ხელისუფლების მომხრეებს მოგიწოდებთ:

მეგობრებო!

  • მოითხოვეთ პირობების შექმნა ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების საქმიანობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენისათვის!
  • ნუ წამოეგებით ანტიეროვნული ძალების ახალ ფანდებსა და ხრიკებზე!

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების
პრემიერ მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი
2007, 9 ნოემბერი


2. მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები შიმშილობენ და საქართველოს ყველა ქალაქში მათ სოლიდარობას ოპოზიციის არაერთი მხარდამჭერი უცხადებს, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს?

ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას „მოშიმშილე ოპოზიციასა“და ფაქტობრივ ხელისუფლებას შორის — ერთად ერთი განსხვავება ჩემი აზრით ისაა რომ „ოპოზიციაში“ პუტჩისტების წილი 75%-ია, — ხოლო ფაქტობრივ ხელისუფლებაში კი 25%. ამდენად, „მოშიმშილე ოპოზიციის“ 75% კანონიერებისა და ლეგიტიმურობის ვითარებაში სასამართლოს უნდა იქნას გადაცემული 1991-1993 წლებში ანტიქართული, ანტიეროვნული საქმიანობისათვის და დიდი ხნით საპყრობილეში უნდა გამწესდნენ.

3. როგორც ცნობილია, ოპოზიცია ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანი მოთხოვნაა ეს და არსებობს თუ არა რეალურად პროცესების ამ გზით განვითარების შანსი?

მე ოპოზიციაში ვერ ვხედავ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის ღირსი იყოს (ისევე, როგორც ფაქტობრივ ხელისუფლებაში) — ჩემი თვალთახედვით ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ანტიქართული, ანტიეროვნული გარეწრებია და მათი ადგილი საპყრობილეშია. საქართველოს შეეძლება წარმოაჩინოს და აირჩიოს ღირსეული პრეზიდენტი მხოლოდ ლეგიტიმურობისა და კანონიერების აღდგენის ვითარებაში — რაც თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების შესაძლებლობის ერთად-ერთი გარანტიაა.

4. ეხმაურება თუ არა უცხოური მედია ოპოზიციის შიმშილობის აქციას და როგორ შეფასდა მათ მიერ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები?

ვინმე თუ ძალზე ხმაურიანად და ტრაგიკულად მოკვდება — გამოეხმაურებიან, სხვაგვარად — არა… პატარკაციშვილის სიკვდილის შესახებ ცნობამ დასავლურ მედიაში ზუსტად ერთი დღე-ღამე იარსება…

5. ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელ გარდაცვალებაზეც გკითხავთ, რამდენად სარწმუნოა თქნვენთვის ოფიციალური ვერსია, რომ იგი გულის შეტევით გარდაიცვალა?

კომუნიზმის ეპოქაში არსებობდა მაგდაგვარ მოვლენებზე გამოთქმა „Его умерли“ – „ის გარდაცვალეს“ — ალბათ ეს გამოთქმა ყველაზე უფრო ზუსტად ასახავს მდგომარეობას. ისიც გავიხსენოთ, რომ პატარკაციშვილი თითონაც მასშტაბოვანი კრიმინალი იყო…

6. ოპოზიციამ ცალსახად განაცხადა, რომ პატარკაციშვილი ხელისუფლების მსხვერპლია და ამ მოსაზრებას, ალბათ, ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებაც ამყარებს, რომელმაც ბრძანა, რომ სააკაშვილმა თავის დროზე პირადად მას დაავალა ბიზნესმენის ლიკვიდაცია, რას იტყვით თქვენ ყოველივე ამაზე?

რამდენადაც როგორც „ოპოზიცია“ ასევე ფაქტობრივი ხელისუფლება კრიმინალური სტრუქტურებია — მათგან არაფერი გასაკვირი არაა.

7. როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები და რით დასრულდება გაერთიანებული ოპოზიციის შიმშილობის აქცია? ფიქრობთ, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წავა? ან 7 ნოემბრის განმეორების საფრთხეს თუ ხედავთ?

საქართველოში მომავალი ხუთი წლის განმავლობაში (სულ მცირე) მტკიცედ იბატონებს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად გლობალისტური ძალების მიერ დასმული ხროვა — ანუ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ახალგაზრდული ფრთა — „გლობალისტური კომკავშირი“. ეს კი 1991-1993 წლებში ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის პირდაპირი შედეგია — მას შემდეგ რაც საქართველო მტკიცედ გაუყენეს „ბარაბას გზას“, რაზეც ქართველ ხალხს აფრთხილებდა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია… ბარაბას გზაზე კი სულ ეგრეა და ეგრე იქნება… შეიცვლება მხოლოდ უკანონობისა და განუკითხაობის ფორმები და ნაირსახეობები… ის ხან გველის სახით პერანგს შეიცვლის და ხან ხვლიკის სახით კუდს მოწყვეტს…

ბარაბას გზით მავალი საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება სასტიკად და დემონსტრატიულად გაუსწორდება მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აქციებს — როგორც ეს მას ნაბრძანები აქვს მისი გლობალისტი მესვეურებისაგან და როგორც ეს შეეფერება ნამდვილ, კარგად ჩამოყალიბებულ ბანანის რეპუბლიკას — რომელსაც არმია მხოლოდ საკუთარი ხალხის დათსათრგუნად გააჩნია (ან „ზემოდან“ ბრძანებისამებრ სამხედრო გადატრიალებისათვის).

8. რას ეტყვით ქართველ ხალხს და საინტერესოა, როდის დაბრუნდება საქართველოში ბესარიონ გუგუშვილი?

ქართველ ხალხს ვეტყვი, რომ ნაკლებად იყოს „ბინძური საქმოსნების“ ანუ პოლიტიკოსების იმედად, გამოიმუშავოს გლობალიზმის მიმართ ისეთივე იმუნიტეტი, როგორიც გამოიმუშავა კომუნიზმის მიმართ. ღვთის იმედად იყოს და არა რომელიმე პოლიტიკოსების — გამრავლდეს, მიხედოს საკუთარ ვენახს, ბაღ-ბოსტანს, ცხვარ-ძროხას — სიყვარულით ხნას და სიყვარული თესოს. არ აყვეს პროვოკაციებს, და — მოთმინებით დაელოდოს პოლიტიკურ გაზაფხულს. ხოლო როდესაც და თუ გაზაფხულდება — ერთად ვიზეიმებთ.


პატივისცემით „ყველა სიახლის“ კორესპონდენტი მაია მარგველანი

To: gougouchvili.vissarion@kolumbus.fi
From: maia margvelani <maiamargvelani@posta.ge>
Subject: maia margvelanisgan
X-Mailer: @POSTA.GE Mailer
X-Originating-Ip: [85.238.35.2]
Date: Sat, 15 Mar 2008 20:43:49 +0400
Message-Id: <20080315164349.EDFE01ECC3C@mail.posta.ge>
From: tamazi cercvadze <tamazi_55@mail.ru>
To: gougouchvili.vissarion@kolumbus.fi
Subject: maia margvelanisgan
Mime-Version: 1.0
X-Mailer: mPOP Web-Mail 2.19
X-Originating-IP: [212.58.100.101]
Date: Sun, 16 Mar 2008 17:23:19 +0300
Reply-To: tamazi cercvadze tamazi_55@mail.ru

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: