ინტერვიუ მამა გელასისთან (აროშვილი)

უსჯულოების მხილება

m_gelasi_foto

დაგვლოცეთ , მამაო გელასი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა; დიდი პატივია ჩემთვის, თქვენგან ინტერვიუს აღება;

კითხვა: წარმოადგინეთ თუ შეიძლება თქვენი პირველიერარქი და სინოდი, რომელის იურისდიქციაშიც დღეს იმყოფებით, როდის განუდექით საქართველოს საპატრიარქოს, რომელ ტაძარში და რა სასულიერო წოდებით მსახურობდით განდგომამადე, და რა მიზეზთა გამო განუდექით საქართველოს პატრიარქს.

პასუხი: მღვდელი გელასი აროშვილი (მართლმადიდებელი ეკლასია საქართველოში). საქართველოში ეპისკოპოსის კურთხევამდე ვიხსენიებთ ტორონტოსა და კანადის მიტროპოლიტ მაკარის (ჩრდ. ამერიკის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია) სინოდის თავმჯდომარეს და ბოსტონის მიტროპოლიტ ეფრემს, რომლისგანაც 1997 წელს მივიღე სამღვდელო ქიროტონია. მანამდე ვიყავი სტიქაროსანი სიონში და სვეტიცხოველში, მედავითნე სხვადასხვა ტაძრებში, დამთავრებული მაქვს სასულიერო სემინარია და აკადემია. აკადემიის დიპლომი არ მომცეს პატრიარქ ილია II-ის უშუალო ჩარევით, რადგანაც სადიპლომო ნაშრომი – ეკუმენიზმს, როგორც მწვალებლობის მხილებას ეძღვნებოდა. ეკუმენიზმში მონაწილეობის გამო გავწყვიტე ევქარისტული კავშირი საქ. საპარტიარქოსთან 1997 წელს.

კითხვა: გიწოდებენ თქვენც, საქართველოს ეკლესიიდან სქიზმაში გასულს, ბუნებრივია თქვენს მმართველ ეპისკოპოსსაც აცხადებენ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილად; გთხოვთ, განმარტება მოგვცეთ, რატომ არ თვლით დედაეკლესიიდან თავს განკვეთილად.

პასუხი: ჩვენი, ეპისკოპოსისა და სინოდის წევრთა ხელდასხმა და ცნობა, აღიარება საბერძნეთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიისა და რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის იერარქთაგან მომდინარეობს. ესენი არიან ჩვენი დროის აღმსარებლები და წმინდანები (წმ. იოანე მაქსიმოვიჩი, წმ. მიტროპოლიტი ფილარეტი, ლეონტი ჩილელი, მთავარეპისკოპოსი ამბერკი და სხვა)

კითხვა: გთხოვთ, განუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რას წარმოადგენს ბალამანდის უნია, ვინ მიიღო ეს დოკუმენტი, როდის იქნა იგი მიღებული, რა შეხება ჰქონდა მასთან საქართველოს საპატრიარქოს, რას ისახავდა მიზნად ეს დოკუმენტი და გრძელდება თუ არა დღეს ამ დოკუმენტში ჩადებული მიზნის სისრულეში მოყვანა.

პასუხი: ე.წ „ბალამანდის უნია“ – შეთანხმებაა პაპისტებსა და ოფიციალურ მართლმადიდებელ საპატრიარქოებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის, საიდუმლოთა ურთიერთაღიარების, ინტერ-კომუნიონის (ერთობლივი ლოცვების), ანათემათა მოხსნის შესახებ და სხვა. საქ. საპატრიარქო აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს (1997 წლის შემდეგ ფარულად) ამ პროცესში, ამის შესახებ არსებობს დოკუმენტური და ვიდეო მასალა.

mgelasis_interviusatvis_2

ერეტიკოსებთან თანამლოცველ ეკუმენისტ პატრიარქთა ლიტურგია (ერთი „ევქარისტია“ ეშმაკეულნი ეშმაკეულებთან განისვენებენ)

კითხვა: ქრისტიანთა შორის არის ასეთი შეხედულება, რომ იეღოველები, ბაბტისტები, ორმოცდაათიანელები და ასე ვთქვათ მოდერნისტული სექტები, საჭიროა, რომ ვამხილოთ, რადგან სიცრუეს და წარწყმედას ქადაგებენ, ხოლო ე. წ. ტრადიციული რელიგიები: იუდაიზმი, მაჰმადიანობა, კათოლიციზმი, მონოფიზიტური და ბუდისტური რელიგიები არ უნდა ვამხილოთ, რადგან წარმოადგენენ ტრადიციულ რელიგიებს და მათაც, ისე, როგორც მართლმადიდებლობას გააჩნია თავისი „ჭეშმარიტება“ და საჭიროა ამ რელიგიათა მიმართ პატივის მიგება; გთხოვთ, დაგვიხასიათოთ თვითეული ეს რელიგია, დავიწყოთ პაპისტური ერესით, რატომ არის კათოლიციზმი მწვალებლობა, რა ძირითადი დარღვევები არსებობდა და არსებობს რომაულ და ზოგადად კათოლიციზმში;

პასუხი: რაც შეეხება ტრადიციულ და არატრადიციულ ცრუ მოძღვრებებს – აქ რაიმე დიფერენცირება დაუშვებელია. “ყოველნი ღმერთნი წარმართთნი ეშმაკ არიან” (ფსალმუნი დავითისა). არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სიცრუე და მწვალებლობა ძველია თუ ახალი. სხვათა შორის ისინი ბევრი რამით გვანან კიდეც ერთმანეთს, მაგ: იეღოველთა სექტას “ნეო იუდაიზმსაც” უწოდებენ ხშირად.

კათოლიციზმი (პაპიზმი), ისევე როგორც სხვა დანარჩენი ერესები, მწვალებლობაა იმიტომ, რომ იგი უარყოფს ქრისტიანობის უმთავრეს ამოცანას – განღმრთობას ანუ ცხონებას. პაპისტებმა არ მიიღეს წმ. გრიგოლ პალამას მიერ გამოთქმული და განმარტებული მოძღვრება (ეს არის ყველა წმინდა მამის, ანუ ეკლესიის მოძღვრება) სულის ცხონების შესახებ, რომელიც სული წმიდის მადლით განღმრთობაში მდგომარეობს და შესაბამისად, უარი თქვეს ცხონებაზე, მის შესახებ სწორი მოძღვრების დაგმობით. “ღმერთი განკაცდა, რათა კაცნი განაღმრთოს”- აი, ეკლესიის ანუ ყველა დროის ყველა წმინდანის მთავარი სწავლება და ამოცანა. აი, ამას არ ღებულობს მართლმადიდელობის გარდა არცერთი რელიგიური მიმდინარეობა, მათ შორის კათოლიციზმი. სხვა დანარჩენი ცდომილებანი: “ფილიოკვე”, პაპის უცთომელობა, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა, სალხინებელი და სხვა დასავლეთში გავრცელებული სქოლასტიკური იურიდიზმისა და ე. წ. “დოგმატთა ევოლუციის” თეორიის შედეგებია.

კითხვა: დღესაც, ამტკიცებენ, რომის პაპის იოანე პავლე მეორის მოწვევა საქართველოში და ქართული სასულიერო იერარქიის მხრიდან მისი დახვედრა აეროპორტში, მიყვანა მისი საპატრიარქოში, შეყვანა მისი სვეტიცხოველის ტაძარში და სანთლების დანთება მასთან ერთად საჯაროდ, არ იყო კანონდარღვევა, რადგან პაპთან ერთად ლიტურგია არ ჩატარებულა; საეკლესიო სამართალის თანახმად, არის თუ არა სწორი ასეთი განსჯა, რომ მწვალებლებთან მხოლოდ თანალოცვა იკრძალება, ხოლო მათთან ერთად რელიგიურ ფორუმებში მონაწილეობის მიღება არ წარმოადგენს კანონდარღვევას.

m_gelasis_int_2

რომის პაპი იოანე პავლე მეორე საქართველოს საპატრიარქოში

პასუხი: ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს მსგავსი სამარცხვინო სანახაობა. რომელი მართლმადიდებელი პატრიარქი მოიწვევდა თავის ქვეყანაში ერესიარქს და პომპეზურ დახვედრას მოუწყობდა. ამდაგვარი ვიზიტები კიდევ ერთხელ მეტყველებს თანამედროვე იერარქების სრულ რელიგიურ უპრინციპობაზე და ინდეფერენტიზმზე. პაპი ლიტურგიაზე მხოლოდ იმიტომ არ მიიწვიეს, რომ საპატრიარქოს შიგნით არსებულ კლერიკალებს გაუწიეს ანგარიში. უცნაურია მაგრამ, დღეს სწორედ ისინი არიან პატრიარქის მთავარი დასაყრდენი მართლმადიდებელთა წინააღმდეგ. თუმცა, სულიერ პლანში ლიტურგიაზე არ მიწვევა სრულიად არაფერს ნიშნავს, რადგანაც მსგავსი პრაქტიკა (წირვებზე მწვალებლებთან ერთად თანალოცვა ფართოდაა დანერგილი ყველა საპატრიარქოში, თუნდაც ახალი პაპის მონაწილეობა რად ღირს კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლიტურგიაში, რაც ფართოდ გაშუქდა. ვიდეო და ფოტომასალა ამის შესახებ ამაზრზენია, ნუთუ შეიძლება ეს მართლმადიდებლის სინდისს არ შეეხოს?). რაც შეეხება რელიგიურ ფორუმებში და დიალოგებში მონაწილეობას, – მართლმადიდებლებს შეუძლებელია დიალოგი ჰქონდეთ მწვალებლებთან, რადგანაც დიალოგი ურთიერთ-დათმობებსა და კონსენსუსებს გულისხმობს, რაც სრულიად გამორიცხულია სარწმუნოების საკითხებში. მართლმადიდებლებს მწვალებლებთან შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მონოლოგი, ანუ ქადაგება, მხილება, პროზელიტიზმი. (რაზეც საქ. საპატრიარქო ოფიციალურ უარს ამბობს. იხ. ცნობილი დოკუმენტები სხვადასხვა რელიგიების ლიდერებთან)

კითხვა: რა სჯულია იუდაიზმი, რატომ იკრძალება იუდეველებთან თანალოცვა; მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ან სხვა იერარქიამ თუ ილოცა იუდეველებთან, საეკლესიო სამართალი რა ეპიტემიას (სასჯელს) განაწესებს ამის გამო, და გთხოვთ, გვიპასუხოთ, არის თუ არა ბრალდებული საქართველოს პატრიარქი მრავალგზის იუდეველთა ცოდვის თანაზიარობაში. და გთხოვთ, დაასახელოთ კონკრეტული მაგალითები.

პასუხი: „ჩვენ, იუდეველებსა და მუსულმანებს ერთი ღმერთი გვყავს“ (ილია II) – ამგვარი განცხადებები ღვთის გმობაა და ჭეშმარიტების ღალატი, რადგანაც ქრისტიანები ვაღიარებთ ყოვლადწმინდა სამებას, რასაც იუდეველები და მუსულმანები გმობენ, ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე იუდეველთა მიერ ჯვარცმული და მუსულმანთაგან მხოლოდ წინასწარმეტყველად და არა ღმერთკაცად აღიარებული, იქნება ყველა ეკუმენისტის უმკაცრესი მამხილებელი მისი მეორედ მოსვლის ჟამს, რადგანაც იუდეველებმა და მუსულმანებმა უარყვეს იგი, უარი თქვეს მის მიერ აღსრულებულ კაცობრიობის გამოხსნაზე, არ აღიარებენ მას როგორც ღმერთსა და მაცხოვარს. ის „ქრისტიანი“ კი, ვინც ამბობს რომ იუდეველებთან და მუსულმანებთან ერთად ერთ ღმერთს აღიარებს, ამით თავადაც უარყოფს ქრისტეს როგორც მხსნელს, მაცხოვარს, და სული წმიდას მამასთან ერთად, ე. ი სამებას.

რაც შეეხება თანალოცვას იუდეველებთან, მათთან ერთად დღესასწაულობას, მათგან ძღვენის მიღებას (რაც არაერთხელ ყოფილა) საეკლესიო კანონები უმკაცრესად კრძალავენ, ხოლო ამგვარი ცოდვის ჩამდენს, თუ იგი ეპისკოპოსია ან მღვდელი, სასულიერო ხარისხის აყრით სჯიან. ცხადია, თანამედროვე ეკუმენისტი იერარქები საკუთარ თავს არ დასჯიან, არამედ პირიქით, კანონთა დარღვევას აკანონებენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საეკლესიო კრებები და სასამართლოები თუ არ მოქმედებენ, მაშინ თავად სული წმინდა, სული ჭეშმარიტებისა აღასრულებს კანონთა განჩინებას. ანუ ის პატრიარქები, ეპისკოპოსები და მღვდლები, რომლებიც რეგულარულად არღვევენ საეკლესიო კანონებს, უკვე დიდი ხანია არც ეპისკოპოსები არიან და არც მღვდლები ღვთის წინაშე. შესაბამისად მათი მღვდელმოქმედება მხოლოდ გარეგნულ სახეს ატარებს. ეს საეკლესიო კანონიკის აქსიომებია.

კითხვა: რა სჯულია მაჰმადიანობა, შეიძლება თუ არა მაჰმადიანებთან თანალოცვა, ასევე შეიძლება თუ არა, საქართველოს უმაღლეს იერარქთა მხრიდან კავკასიის მუსლიმთა ლიდერთან ერთად ოფიციალური, რელიგიური, მეგობრული და საქმიანი ვიზიტები, საქართველოს საპატრიარქოში იქნება ეს, თუ რელიგურ ფორუმებზე და რა სასჯელი განეწესება ამის მოქმედ მართლმადიდებელ იერარქიას. და არის თუ არა საქართველოს პატრიარქი მაჰმადიანთა სჯულის ცოდვის თანაზიარობაში ბრალდებული?

პასუხი: რაც შეეხება ისლამს და ისლამის ლიდერებთან მეგობრობას (ვიზიტები ბაქოში მოლების დაბადების დღეებზე მეჩეთების “მოლოცვებით”), როგორც ჩანს ეკუმენისტ იერარქებს მაცხოვრის მეორედ მოსვლისა და საყოველთაო მკვდრეთით აღდგომისაც არ სწამთ, თორემ რა პასუხს გასცემენ იმ ასიათასობით ქრისტიან მოწამეს, მათ შორის ქართველებს, რომლებიც მუსულმანური იმპერიების შემოსევისას, სწორედ მუსულმანებმა მოსწყვიტეს. ისინი უშიშრად ამხილებდნენ მუჰამედის მიმდევრებს და მათ „ცრუ წინასწარმეტყველს“ სატანის მოციქულად იხსენიებდნენ. (იხ. ქართველ მოწამეთა ცხოვრებანი.)“

კითხვა: რა არის მონოფიზიტური ერესი, რა დარღვევათა გამო ითვლება იგი ერესად და შეიძლება თუ არა სომხურ მონოფიზიტურ „ეკლესიის“ იერარქიასთან თანალოცვა, ასევე ითვლება თუ არა მართლმადიდებლობის ღალატად მონოფიზიტური ტაძრების და მონოფიზიტი იერარქების მეგობრული მოკითხვა-მონახულება, ან მათი საქართველოს საპატრიარქოსა და ქართულ ტაძრებში მიღება, და არის თუ არა ბრალდებული საქართველოს პატრიარქი მონოფიზიტური ერესის ცოდვის თანაზიარობაში .

პასუხი: მონოფიზიტები ამახინჯებენ სწავლებას ქრისტეს განკაცების შესახებ და ამით უარყოფენ ქრისტეს მიერ განხორციელებულ კაცობრიობის გამოხსნას, რადგანაც თუ ქრისტემ არ მიიღო სრულიად კაცობრივი ბუნება ანუ არ არის თანაარსი თავისი ადამიანური ბუნებით კაცობრიობისა, მაშინ კაცთა განღმრთობა მადლით ანუ ცხონება შეუძლებელი ხდება, რადგანაც ღმერთი არ განკაცებულა. შესაბამისად ყველა ვინც ლოცულობს, ეზიარება ანდა მოღალატურ შეთანხმებებს აწერს ხელს მონოფიზიტებთან (მაგ: შამბეზის დეკლარაცია, სადაც ანათემები მოუხსნეს სევეროსს, დიოსკურეს და სხვა ერესიარქებს, შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ პირველი სამი მსოფლიო კრების აღიარება საკმარისია იმისათვის რომ მართლმადიდებელი იყო და ა.შ) თავად ხდება მათი მწვალებლური დოგმატების გამზიარებელი ანუ უარს იძახის მაცხოვნებელ მოძღვრებაზე ე.ი სულის ხსნაზე. ყველაზე სავალალო და ტრაგიკული კი ის არის, რომ მთელი მრევლი საპატრიარქოებისა თავისი იერარქიის მეშვეობით (იხსენიებენ რა მათ და ეზიარებიან რა მათთან) ოთხი მსოფლიო კრების ანათემის ქვეშ ექცევა (ამ კრებებმა ანათემას გადასცეს მონოფიზიტები). შამბეზის დოკუმენტი უკვე დანერგილია პრაქტიკაში, (მაგ. ალექსანდრიის საპატრიარქომ ოფიციალურად მადლმოსილად ცნო მონოფიზიტთა “საიდუმლოებები“, ანტიოქიის საპატრიარქომ კი 1991 წლიდან ოფიციალურად დართო ნება მონოფიზიტებთან ზიარებაზე და სხვა.)

კითხვა: 2001 წლის 6 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა ერთობლივი განცხადება საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაციასთან და საპატრიარქოს მხრიდან ხელს აწერს არქიმანდრიტი, დღეს უკვე ეპისკოპოსი და სინოდის წევრი ზენონ (იარაჯაული): …ორივე მხარე მოვალეობას იღებენ თავიანთ მრევლზე პასტორალური ზრუნვა წარმართონ პროზელიტიზმის ყოველგვარი ფორმის გარეშე“ ასეთივე განცხადება გაკეთდა სომხურ, იუდეურ, მონოფიზიტურ, ბაბტისტურ „ეკლესიებთან“; გთხოვთ, განგვიმარტოთ შეუძლია თუ არა მართლმადიდებელმა იერარქებმა დადონ ასეთი სახის შეთანხმებები ერეტიკოსებთან და შეიძლება თუ არა ქრისტეს ეკლესიამ უცხო აღმსარებლობის ხალხის პროზელიტიზმზე უარი განაცხადოს.

mgelasisis_interviustvis

საქართველოს საპატრიარქოს ერთი „ძმობა, ერთი ევქარისტია“ – პაპი კონსტანტინეპოლში ბართლომეოს პირველთან „თანალიტურგიისას“

პასუხი: საქართველოს საპატრიარქოს მიერ პროზელიტიზმზე უარის თქმა ნიშნავს, რომ იუდეველებს, მუსულმანებს, ბაბტისტებს, პაპისტებს, მონოფიზიტებს საპატრიარქო ოფიციალურად მიმართავს: „თქვენი რწმენა საკმარისია ცხონებისთვის და ჩვენ პირობას ვდებთ არ შეგაწუხებთ და არაფერს გიქადაგებთო“. ეს არის ქრისტეს სახარების უარყოფა და ღალატი.

კითხვა: „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ დატოვების შემდეგ აგრძელებდა თუ არა საქართველოს პატრიარქი ერეტიკოსებთან თანალოცვას და გთხოვთ, დაგვისახელოთ კონკრეტული ფაქტები ასეთი თანამლოცველობის.

პასუხი: ე. მ. ს-ს ფორმალური დატოვების შემდეგ საქ. საპატრიარქო კვლავაც აგრძელებს მწვალებლებთან თანალოცვას: ვიზიტები ვატიკანში, ეჩმიაძინში, (ერესიარქთა საფლავების ამბორით), მოსკოვში (ყველა რელიგიის ლიდერთა სამიტზე, სადაც მკრეხელური დოკუმენტი იქნა მიღებული) ბრიუსელში, ნორვეგიაში, თანალოცვა კარდინალებთან მოსკოვში…

კითხვა: პატრიარქი, რომელსაც მწვალებლებთან თანალოცვის სარწმუნოებრივ დანაშაულში მრავალგზის არის მხილებული, საეკლესიო სამართლით უნდა დაემხოს თუ არა იგი საყდრიდან და სინანულის შემთხვევაში, აქვს თუ არა მას პატრიარქად დარჩენის უფლება, და ასევე იზიარებს თუ არა მისი სარწმუნოებრივი ცდომილების ცოდვებს მისი მორჩილი სინოდი?

პასუხი: ეკლესიის სწავლების მიხედვით ილია II დიდი ხანია პატრიარქი არ არის. ეჭვქვეშაა ისიც, თუ რამდენად კანონიკურია მისი ეპისკოპოსად და პატრიარქად კურთხევა, რადგანაც საეკლესიო კანონებით იკრძალება საერო ხელისუფლების ჩარევით ეპისკოპოსის კურთხევა და, თუ ეს ცნობილი ხდება, ასეთი ეპისკოპოსი დამხობილია კათედრიდან. ამ შემთხვევაში ათეისტური მთავრობის და მისი სპეც. სამსახურების უშუალო ჩარევა და მონაწილეობა ეჭვგარეშეა და შევარდნაძეს საჯაროდ განუცხადებია ამის შესახებ.

კითხვა: საქართველოს საპატრიარქოს აპოლოგეტები, ხშირად იშველიებენ სასწაულებს, და აცხადებენ რომ პატრიარქი და მისი სინოდი თუ მწვალებლობაშია, მაშინ მათ დაქვემდებარებულ ტაძრებში სასწაულები არ აღსრულდებოდა, არ დაედინებოდა ხატებს მირონი, სისხლი, ცრემლი და ა.შ. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რით აიხსნება, რომ ეკუმენისტურ ტაძრებში მირონმდინარე და მომტირალი ხატები არსებობენ?

პასუხი: რაც შეეხება სასწაულებს: წმინდა ნაწილები, წმინდა ადგილები, წმინდა ხატები, მიუხედავად იმისა თუ ვის ხელშია ისინი (მწვალებლების, ათეისტების თუ სხვა რელიგიის მიმდევრების), ღვთის მადლით, რომელიც დამკვიდრებულია ამ ხატებზე და ნაწილებზე მათზე გამოსახული წმინდანების განსაკუთრებული ღვაწლის გამო, სასწაულებრივი მოვლენების ადგილები ხდებიან. ეს სულაც არ არის მწვალებლების დამსახურება – ეკლესიის ისტორიაში ამის უამრავი მაგალითია.

კითხვა: იერუსალიმის საპატრიარქო დღესაც „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრია“ და რატომ გადმოდის სააღდგომო ზეციური ცეცხლი „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრი პატრიარქის ხელში და რა მიზეზით შეიძლება რომ უშვებდეს ღმერთი ასეთ იკონომიას?

პასუხი: ქრისტეს საფლავზე გადმოსული ცეცხლი იქ შესულ იერუსალიმის პატრიარქის ხელშიკი არ გადმოდის, არამედ საფლავზე დალაგებულ ზეთში გაჟღენთილ ბამბებს ეკიდება, საიდანაც უკიდებს სანთლებს პატრიარქი. ეს ცეცხლი სხვა დროსაც გადმოდის საფლავზე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა ეს სასწაული. მე თავად ვიყავი იერუსალიმში და იქაური სამღვდელოების მონაყოლს ვეყრდნობი, რომლებიც თვითონ არაერთხელ გამხდარან ამ სასწაულის თვითმხილველნი. ასე რომ ე. მ. ს-ის წევრი პატრიარქი აქ არაფერ შუაშია და ვინც ამ სასწაულს მიიწერს ანდა თავის დამსახურებად თვლის მკრეხელია, ქრისტეს საფლავი ქრისტეს მოღალატეებმა და მტრებმა თავის ბიზნესად აქციეს.

დიდი მადლობა, მამაო გელასი, საშუალება, რომ მოგვეცით, ჩვენს ვებ-საითზე გამოგვექვეყნებინა, ჭეშმარიტების მადიდებელი ასეთი ინტერვიუ.

საქართველოდან მამა გელასისგან ინტერვიუ აიღო და მოამზადა „დიდგორის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი წულაძემ

One Response to “ინტერვიუ მამა გელასისთან (აროშვილი)”

  1. davit Says:

    პრეზიდენტა, იგივე დოქტორანტო, იგივე დავით ჩიკვაიძევ შენ შეგირცხვა ეგ პაპის განღმრთობაში შეფუთული ცხვირი აჰა, ნახე ერთი რა მარგალიტებს წერს თბილისის ფორუმზედა, რა ხელად დარახტული ამოუდგა მალხაზ სონღულაშვილის სექტას “ჯვაროსნებს“ მხარში და აძგერა მახვილი ჭეშმარიტებას, ნახეთ ერთი ეს გაამპაარტავნებული პერსონა მამა გელასის როგორ ამეტებს თავს განათლებით:“კათოლიციზმი (პაპიზმი), ისევე როგორც სხვა დანარჩენი ერესები, მწვალებლობაა იმიტომ, რომ იგი უარყოფს ქრისტიანობის უმთავრეს ამოცანას – განღმრთობას ანუ ცხონებას. (მ. გელასი)

    კაი ერთი. ამ პასუხის დამწერს ცალი თვალი მაინც თუ აქვს გადავლებული რომის ეკლესიის კატეხიზმოსთვის?

    მე პირდაპირ გეტყვით “დიდგორელებს”, რომ ძალიან რომ წუხხართ, თქვენი ამ “დასაბუთებული” პასუხებით უფრო უწყობთ ხელს მართლმადიდებელების რომის ეკლესიაში გადასვლას. ადამიანი ამ სისულელეს რომ წაიკითხავს, შემდეგ კი ნახავს, რომ თურმე რომის ეკლესიაში მსგავსი არც გაუგიათ, რას იფიქრებს? რომ მცდარობა არის აქეთ და არა იქეთ.“ (დოქტორანტი)
    ————-
    არა გრცხვენია დოქტორანტ? მაშინ როდესაც თბილისის ფორუმზე ეშმაკების პარადია შენ რომ მცირედ მაინც შეგტკიოდეს გული ჭეშმარიტებაზე მამა გელასის მეტი სამხილებელი ვერავინ ნახე შე ცრუ და მატყუარა კაცო? პაპიზმის რომელ განღმრთობაზე ლაპარაკობ შე ფარულო კათოლიკე? იმაზე ხომ არა ა აქ ბრეი-დანსით რომ ერთობა შენი მიხრწნილი პაპი? შენ რომ მამა გელასის თავს გადაამეტებ განათლებით აი ეს არის ძალიან თანაც ძალიან სასაცილო სატირალი რომ არ იყოს! დიახ, ყველაფერი მართლმადიდებლობის გართ რაც არსებობს მწვალებლობაა იუდაიზმია, იგი პაპიზმი, პროტესტანტიზმი, მაჰმადიანობა, ბუდიზმი წარმარული რელიგიები თუ რაც გნებავს და ეს მამა გელასიმ კი არ მოიგონა არამედ სჯულის კანონი ბრძანებს რომ მწვალებელია რომელი მართლმადიდებელი არა იყოს! და ამას წმინდა სერბი მამა იუსტინე პოპოვიჩიც ადასტურებს, აი ამ სიტყვებით: „არავითარი არსებითი განსხვავება არ არსებობს პაპიზმს, პროტესტანტიზმსა და სხვა სექტებს შორის, რომელთა სახელი ლეგიონია!
    ეკუმენიზმი საერთო სახელწოდებაა ყოველგვარი სახის ფსევდოქრისტიანობისა და ფსევდოეკლესიისა. იგი გამოხატავს ნებისმიერი სახის ჰუმანიზმის ნამდვილ არსს პაპიზმის მეთაურობით, ყოველივე ამას კი ერთი სახარებისეული სახელწოდება აქვს: მწვალებლობა. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ნაირგვარი მწვალებლობანი სრულიად ამახინჯებდნენ, ან მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდნენ იესო ქრისტეს ნიშნებს, მაგრამ ეს ახალი ევროპული მწვალებლობები პაპიზმის წინამძღოლობით . საერთოდ უარყოფენ, ჩამოიშორებენ, განირიდებენ ძეს ღვთისას და მის ადგილზე სვამენ ადამიანს.“ რაო ყველაფერსო პაპიზმის მეთაურობითო სახარებისეული სახელწოდება აქვს – მწვალებლობაო ასე ამბობს არა წმინდა მამა, ესეც სისულელეს წერს? აი სადამდე დადიხართ თქვენი გაბოროტებულ-გაამაპარტავნებული გონებით და ამას ჰქვია მამა გელასის „სისულელე“ კი არა, არამედ წმიდა მამათა, ანუ წმიდა ეკლესიის სწავლების გმობა!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: