წმიდა ეფრემ ასური – საშინელი სამსჯავრო

sinanulistvis_1 ვიჩქაროთ მონანიება, რათა არ წაგვასწროს
სიკვდილის ანგელოზმა მოუმზადებლებს

მოვა დღე, ძმანო, აუცილებლად მოვა და არ აგვცდება დღე, როდესაც ადამიანი მიატოვებს ყველაფერს, მიატოვებს ყველას და მარტო წავა თავადაც ყველასაგან მიტოვებული, დამცირებული. გაშიშვლებული, უმწეო და არ ეყოლება, არც თანამდგომი, არც მეგზური, თუკი სიკვდილის დღემ მოუსწრო მას „იმ დღეს როცა არ ელის და იმ ჟამს, როცა არ არ იცის“ (მათე 25-50)

როდესაც ადამიანი უზრუნველადაა, მხიარულობს, გართულია ამაოებით, ტკბება სიმდიდრით, ფუფუნებაშია, მოულოდნელად მოვა ის საათი, და ყველაფერს ბოლო მოეღება; მცირედი ციებ-ცხელება და ყველაფერი ხრწნადი გახდება, ამაო გახდება, რადგან ერთი ტკივილიანი ბნელი ღამე – და ადამიანი წავა საუკუნოდ იქ, სადაც წაიყვანენ.

აუცილებლად დაგჭირდება მაშინ, ადამიანო, მეგზური, თანამდგომი, სულთან განშორების ამ ჟამს მხსნელი ლოცვა დაგჭირდება და დიდი იქნება მაშინ შენი შიში, დიდი იქნება შენი ძრწოლა, რადგან დიდია საიდუმლოება სიკვდილისა და დიდი გადატრიალება ხდება ამა სოფლიდან იმ ქვეყნად სულის გადასვლის ჟამს.

თუ ამ დედამიწაზე ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებისას გვესაჭიროება გამცილებელი და ხელმძღვანელი, მით უმეტეს საუკუნო უსასრულობისკენ გადასვლისას, საიდანაც არავინ დაბრუნებულა, დაგვჭირდებიან მეგზურნი! დიდი საიდუმლოება დევს გარდაცვალებაში და არავის
ძალუძს ახსნას ეს საშინელი საიდუმლო.

sinanulistvis_2

საშინელი სამსჯავრო

რაღაც საშინელს და ამაზრზენს განიცდის იმ წუთას სული, ხოლო უზრუნველად მიწაზე მყოფებმა არავინ არ ვუწყით ამის შესახებ არაფერი. შემჩნეული გაქვთ მომაკვდავ და სიკვდილთან ბრძოლაში მყოფ ადამიანთა მდგომარეობა? – რა საშინელ დღეში არიან ისინი? რა შფოთში? ხედავთ, თუ როგორ ამოიოხრებენ ხოლმე? როგორ ასხამთ ცივი ოფლი, აქეთ-იქით ატრიალებენ თვალებს, ზოგი კბილებს აღჭრიალებს, ბევრი თმებს იგლეჯს თავზე, როგორ წამოხტებიან ხოლმე ლოგინიდან და შეძრწუნებულთ გაქცევა სურთ სიკვდილიდან; როგორ ხედავენ იმას, რაც ადრე არ ენახათ; ესმით ზეციური მეუფეების ხმები, ითმენენ იმას, რასაც აქამდე ვერ ითმენდნენ, ეძებენ მეგზურს, მხსნელს – და არავინ ემგზავრებათ, ეძებენ მანუგეშებელს, და ვერავინ ანუგეშებს მათ, ვერც ვერავინ ბედავს ამას, რადგან ჩვენ თავადაც შეშინებულები უმწეოდ ვეკითხებით მომაკვდავს: „როგორ გრძნობ ახლა თავს? ნუ გეშინია, ღმერთი ყოვლადმოწყალეა!“ მაშინ ჩვენც ვტირით და არ გვამოძრავებს მათდამი ფარისევლური სიყვარული, აღარც ამაოებაზე ვფიქრობთ, არამედ იმ წუთას მათით შეძრწუნებულები ჩვენ საკუთარ თავს დავსტირით!

ამა სოფლიდან წამსვლელი ყველას მოგვმართავს და ამბობს:

კონდაკი

ჰოი, ყოვლადტკბილო და ყოვლადმოწყალეო იესო ქრისტე, ლოცვითა და ვედრებითა ყოვლადწმინდისა დედისა შენისა ღვთისმშობელისათა! მიიღე აწ უძლური ესე ვედრება ჩვენი, ვითარცა მიითვალე ქვრივისა იგი ორნი ლეპტანი, და დაიფარე სამკვიდრებელი შენი მტერთაგან ხილულთა და უხილავთა, და ზედა მოსვლისაგან უცხო თესლთასა, და ყოვლისაგან ჭირისა და სიყმილისა, და ყოვლისაგან მწუხარებისა და სიკვდილშემოსილი წყლულებისაგან, და სიკვდილისა შემდგომი მომავალისა სატანჯველისაგან მიხსენ ჩვენ ყოველნი, მღაღადებელნი შენნი. ალილუია! ალილუია! ალილუია!
___________________________________________________________
 
მშვიდობით, მშვიდობით – ძმანო! ჩემო კეთილო ძმანო! ახლა ბეჯითად ილოცეთ ჩემზე, ამ ბოლო ჟამს შორ გზაზე მივდივარ, იმ გზაზე, რომლითაც ჯერ არ მივლია, ახალ ქვეყანაში მივდივარ, საიდანაც არავინ დაბრუნებულა, ბნელ მიწაში მივდივარ, სადაც არ ვიცი რა დამხვდება – ღრმა ჯოჯოხეთში, საიდანაც არავინ მობრუნებულა!

მშვიდობით, ჩემო საყვარელო ძმანო, აღარ მყავს არავინ! მშვიდობით, მეგობრებო, აღარა ვარ თქვენი მეგობარი! უცხო ვარ თქვენთვის! მშვიდობით, მშვენიერო მიწიერო ზმანებებო, ჩემთვის უკვე აზრი დაკარგა ყველაფერმა, აღარ არის ჩემთვის უკვე დიდებული ამსოფლიური აღარანაირი სილამაზე, არამედ შიშით ვძრწი და ვტირი!

შემინდეთ, მოყვასნო ჩემნო, ცოტა ხანში თქვენც წახვალთ იქ, სადაც ახლა მე მივდივარ, დააჩქარეთ სინანული… იქ გელით, დააჩქარეთ ჩემთან მოსვლა, და დაგელოდებით, ხოლო ჩვენ უკვე წამსვლელები აღარ დაგიბრუნდებით, ვეღარ გნახავთ!

ამქვეყნად რაც შევისწავლეთ, ის ვიცით მხოლოდ, რასაც ვიქმოდით, იმას მივიღებთ საზღაურად; აგერ, მივდივართ და აღარ დაგიბრუნდებით, თუ რამ შევწირე, იქ დამხვდება და თუ რაიმე დავიტოვე ამ მიწაზე, რა სარგებელი მექნება იმ ქვეყნად? თუ ვინმეს მივუტევე, მეც სიკვდილის ამ ჟამს მომეტევება, და თუ ვინმე დავიცავი, მის გამო ვპოვებ დაცვასაც, და თუ ვინმე ვიხსენი, ეს დამეხმარება! მტანჯველი და მძიმეა ჩემთვის ამ საათს ჩემი სულის გარდასვლა იმ ქვეყანაში, რომელსაც მე არ ვიცნობ!

ყველაზე აუტანელი ეს ბოლო საათია ჩემი ცხოვრების, რამეთუ მოუმზადებელი მივდივარ, უკუნეთია ჩემი ცხოვრების ეს ღამე, რამეთუ მოკვეთილი ვარ უფლისგან, როგორც ხმელი და უნაყოფო ხე. მძიმეა ჩემთვის ეს გზა, რამეთუ არ გამაჩნია კეთილი დამრიგებელი, ხოლო, თქვენ მწარე ცრემლით დამიტირეთ და მომეხმარეთ, ძმანო, უფლისადმი თქვენი ლოცვით მომეხმარეთ…იყავით გულმოწყალენი, ილოცეთ ჩემზე, რამეთუ იქნებ თქვენი ლოცვით ხსნა მოვიპოვო.

რისთვის უნდა დამინთოთ ბევრი სანთელი? არ აღმინთია მე ჩემი სულის ნათება! რად უნდა შემმოსოთ ნათელ სამოსში, არ შემოსილა ჩემი სული არანაირი ღვთიური ნათელით! რისთვის უნდა განმბანოთ წყლით? არ დამიღვრია ჩემი ცოდვებისათვის სინანულის ცრემლები, ვითარცა წყლები! რისთვის უნდა მომათავსოთ წმინდანების მსგავსად სასახლეში? არც ჩემი ცხოვრების წესით და არც ზნეობით, არა ვარ მათ მიმსგავსებული!

ჰოი, როგორ ვატყუებდი საკუთარ თავს! როგორ ვიმშვიდებდი თავს და ვამბობდი: „ჯერ ახალგაზრდა ვარ, ცხოვრებით დავტკბები, ამა სოფლის სიამეებს ვიგემებ, მერე კი მოვინანიებ, ღმერთი კაცთმოყვარეა და უსათუოდ შემინდობს!“ ასე ვმსჯელობდი ყოველ დღე და უგვან ცხოვრებას ვეწეოდი!

მასწავლიდნენ სამსჯავროზე და არ ვისმენდი, მმოძღვრავდნენ ჯოჯოხეთზე, და მე კი უზრუნველად ვიცინოდი, ვისმენდი სახარებას, და ღვთისათვის ვერაფერს ვთმობდი, სიცოცხლეს კი ვამთავრებ, ისე, რომ ვითომდაც არაფერი მსმენია ღმერთის სამსჯავროზე!

ყოველდღე ვისმენდი სიკვდილზე, მაგრამ დავცინოდი მის მოშიშთ და ისე ვცხოვრობდი როგორც უკვდავი, ახლა კი მოუმზადებელი მივდივარ ამ ცხოვრებიდან და აღარავინ მყავს დამხმარე! წამასწრეს ანგელოზებმა მოუნანიებელს, უზიარებელს და აღარავინა მყავს მხსნელი! ლოცვას აღვავლენ, მაგრამ აღარავინ ისმენს, მე მსჯიან და არავინ არის გამომხსნელი ამ სასჯელიდან! რამდენჯერ გადავწყვიტე მონანიება და ისევ ვიმეორებდი ცოდვას! რამდენჯერ მივეახლე უფალს და ისევ განვეშორე! რამდენჯერ შემინდო მან გულმოწყალემ და ისევ გავანაწყენე! და, აი, მივდივარ გაჭირვებული, უმწეო, გაშიშვლებული, სიბნელით მოცული…რამდენი მშვენიერი სიკეთე მომცა ღმერთმა და უმადურობით და უზნეობით ვარისხებდი ყოველთა მეუფეს…

ასე გვესაუბრებიან ხშირად მომაკვდავნი და უფალს მწარე გოდებით ევედრებიან, უცბად ენა ებმევათ, ბაგეები უდუმდებათ, ხმა უწყდებათ, რადგან დგება ბოლო წუთი სულისა და ხორცის საშინელი განშორებისა!

რა არის ადამიანი? – არარაობა!
რა არის ადამიანი? – მატლი!
რა არის ადამიანი? – ფერფლი!
რა არის ადამიანი? – აჩრდილი!
რა არის ადამიანი? – ლანდი!

რუსულიდან შემოკლებით თარგმნა გიორგი მარიამიძემ

 

8 Responses to “წმიდა ეფრემ ასური – საშინელი სამსჯავრო”

    • SLAVIKr Says:

      The Lord’s Prayer – Otche Nash, Отче Наш (Slavonic with English

      • ლადო Says:

        Этот парень застрял в башне, звоня. Он продолжал пытаться получить некоторую поддержку от аварийных служб, но они не были действительно полезны кроме попытки успокоить его. Я загружал полную ленту, таким образом Вы можете услышать целое требование, даже если бы это кажется длинным, Вы могли бы предположить, что это даже казалось бы более длинным тому парню.

      • ნიკა Says:

        რედაქტორს ვთხოვ, ეს ვიდეო განათავსოს ამ წერილში:
        Sfinte Dumnezeule, Sfinte tare, Sfinte fară de moarte, miluieşte-ne pe noi !

      • davit Says:

        მე მესმის თქვენი ნიკავ ბატონო, როცა გავკადნიერდებით ხოლმე სიტყვა პასუხში აქ შემომსვლელნი მაშინვე თქვენ უფლის სამსჯავროს ან სხვა წმინდა საგულისხმო წერილზედ მიგვითითებთ ხოლმე! გენაცვალეთ წმინდა სულში! რა ვქნა როდის გავძღები მე ცოდვილი ბატონო ნიკავ ამით: 4. ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ…

        შიშველი მოვედ დედის საშოდან არაფრის მქონე და ღმერთით მქონდა ყველაზე დიდი სიმდიდრე: მარადიული სული, სმენა და თვალის ჩინი, და წარვალ შიშველი ამა ქვეყნიდან დავკარგავ თვალის ჩინსაც, ხოლო მარადიული სული ჩემო დედაო ღვთისავ შენთვის მომინდვია…

      • davit Says:

        მართლაც მართლაც: რა არის ადამიანი? – არარაობა!
        რა არის ადამიანი? – მატლი!
        რა არის ადამიანი? – ფერფლი!
        რა არის ადამიანი? – აჩრდილი!
        რა არის ადამიანი? – ლანდი!

      • ნიკა Says:

        წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ცხოვრების ამაოებასა და სიცრუეზე
        და ყველასათვის საერთო დასასრულზე

        ——————–

        ვისურვებდი ფრთამალ მტრედად გადავქცეულიყავ, ან მერცხლად, რათა გავექცე ადამიანურ ცხოვრებას, ან რომელიმე უდაბნოში დავსახლდე და მხეცებთან ერთად ვიცხოვრო საერთო თავშესაფარში, რამეთუ ისინი ადამიანებზე ერთგულნი არიან. იქ ვისურვებდი, ჩემი ერთდღიანი ცხოვრება გამეტარებინა უცრემლოდ; სასჯელის შიშის გარეშე; მხეცებთან შედარებით ერთი უპირატესობა მქონოდა – გონება, რომელმაც ღვთაება უწყის და განღმრთობილია. იქ, მშვიდ ცხოვრებას დაწაფებული, ნათელს ნათელზე შევიმატებდი, ან მაღალ სვეტზე ასული, ხმამაღლა ღაღად-ვჰყოფდი დედამიწის ბინადართადმი:
        მოკვდავნო კაცნო, დათხეული სინოტივის ნაშობნო, თქვენ არარანო, რომელნიც ცხოვრობთ რა სიკვდილით, გულზვაობთ ამაოთი! კიდევ დიდხანს აპირებთ, რჩებით რა ცრუ თუ აშკარად ზმანებული სიზმრების სათამაშოდ, უმიზნოდ დაეხეტებოდეთ დედამიწაზე? შეხედე, შენივ საკუთარი გონებით ყველაზე მაღლა ასულო, როგორ აღვხდი მეც ასევე ზევით იმის გამო, რომ ღმერთმა მომანიჭა უდიდესი მეცნიერება (ცოდნა) სასარგებლოსი და საზიანოსი; ხოლო ყველაზე ზევით ნანაობს გონება. ვინ ნორჩი იყო და ძლიერი, დიდება – მეგობართა, მაღლა ეჭირა თავი და მოქნილი სხეული ჰქონდა. სხვა კი განთიადის შვენიერი ვარსკვლავი იყო, გაზაფხულის დარი მამაკაცთა შორის და ყველას ყურადღებას იქცევდა. ვინ გმირობით სახელოვანი; ის იარაღით არევსი; სხვა ასპარეზზე მხეცებთან უჩინებულესი მორკინალი და მთებზე ატოლებდა მათ თავის დიდებას. ვინ ნადიმებსა და მდიდრულ ვახშმებზე იხარჯებოდა; ხმელეთს, ზღვასა და ჰაერს მისი სტომაქისთვის საზრდო მოჰქონდა. მაგრამ ამჟამად იგი ნაოჭებს დაუფარავს და დაჩაჩანაკებულია; ყველაფერს დაუკარგავს ფერი; მოვიდა სიბერე და გაფრინდა სილამაზე; სტომაქმა მომსახურებაზე უარი უთხრა; ადამიანის რაღაც ნაწილი ჯერეც ცოცხალია, უმეტესი კი უკვე საფლავშია. ვიღაც ყოველგვარი განსწავლულობით ქედმაღლობს, ვინ – თავისი კეთილშობილების მდიდრულ აკლდამებზე მაღალი აზრისაა, ან იმაზე, რომ მანაც მოახერხა პატარა გრაგნილებზე თავისი სისხლი (და მოდგმა) აღებეჭდა; ვინ თავისი მტკიცე რჩევებით დიდგულობს ქალაქებში და იმით, რომ ყველას პირზე მისი სახელი აკერია. სხვამ უსაზომო ქონება შეიკრიბა და გონებაში კიდევ ახალს ამატებს; ვინ მაღალ სკამზე ზის და აღფრთოვანებულა, რომ ხელში მართლმსაჯულების სასწორი უპყრია; სხვა მეწამული სამოსლით შემოსილა და თავზე სამეფო დიადემა ადგას, მბრძანებლობს დედამიწაზე, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად და თუმცაღა მოკვდავია, გაბღენძილა არა მოკვდავური იმედებით. – ეს ყოველივე ამჟამად, რაღაც დროის შემდეგ კი – მტვერი; მონანი და სკიპტრისმპყრობელნი, ლუკმა-პურის მეძიებელნი და სიმდიდრით თვითკმაყოფილნი – ყველანი თანასწორნი გახდებიან, ყველა მათგანისთვის ერთი წყვდიადია, საერთო სავანე, და ამაყთათვის ის ერთი უპირატესობაა, რომ მათ უფრო ხმამაღლა დასტირიან, საფლავი უფრო მდიდრული აქვთ და წარწერაც საფლავის საცოდავ ქვაზე მეტხანს შემორჩება. ადრე იქნება თუ გვიან, ყველა მოკვდავისთვის ერთი ხვედრია. საბოლოოდ თითოეულისგან მხოლოდ დაფშვნეტილი, ნახევრადდალეული ძვლებიღა დარჩება და შიშველი თავისქალა. ამოიწურა ფუფუნება; მაგრამ აღარც სიღატაკეს აწუხებს შრომა, უცნობი სნეულება, სიძულვილი, დამთხვეულობა, მეტის სურვილი, მოუთვინიერებელი სითავხედე. ყველაფერი დასამარდა, ყველაფერმა იყუჩა გარდაცვლილთან ერთად მანამდე, ვიდრე მკვდრეთით აღმდგართა კვალდაკვალ არ გამომზეურდება.
        ვხედავ რა ყოველივე ამას, შვილნო, ყური მიუგდეთ ჩემს რჩევებს (შვილები შემიძლია გიწოდოთ, რაკიღა თქვენზე მეტი ხანია, მივათრევ მიწაზე სიცოცხლეს)! ზურგს ვაქცევთ რა ამ სოფელს, ყოველივეს რაც შფოთს გვგვრის ამქვეყნად, რითაც აცთუნებს მიწისზევითა მეფე – ეს სხვისი საკუთრების მიმტაცებელი, მავნებელი და კაცისმკვლელი, ანუ სიმდიდრეს, დიდებას, პირველობას, გვარიშვილობას, მტკნარ ბედნიერებას, გავიქცეთ, რაც შეიძლება სწრაფად, ზეცაში, სად გამოუთქმელ სამნათელის ირგვლივ ჰბრწყინვენ მრავალნი შვენიერებანი. სხვები კი დე, ეცემოდნენ კამათლებივით აქეთ თუ იქეთ და სიამოვნებას ამაში ხედავდნენ, ან წყვდიადით თვალებდაბნელებულნი და კედელსმიყრდნობილნი მიჰყვნენ ერთმანეთს!

      • ნიკა Says:

        სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.

        სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.

        სად არის დიდება? – განქარდა.

        სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.

        სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.

        ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.

        სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილის წინ მიმქრალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღვთისმგმობელი.

        ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად და ჰაერში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დაალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა.

        მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო!

        ქრისტე, მეუფეო! შენა ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის!

        ნეტავ მეღირსოს, ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში!..

        (წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: