ინტერვიუ საბერძნეთის ეპისკოპოსთან

ინტერვიუ ბერძნული მართლმადიდებელი ანტიეკუმენისტური სინოდის ეპისკოპოს ამბროსისთან (ბაიარდი)

episkoposi-baiardi2

ეპისკოპოსი ამბროსი

  • წმიდა მოციქულთა პეტრეს და პავლეს 9-10 განწესება

„თუ ეკლესია ურწმუნოებს უპყრიათ და იქ მისვლა არ შეიძლება, სახლში შეკრიბე, ჰოი, ეპისკოპოსო, მრევლი, რომ კეთილმსახური არ შევიდეს ბოროტმსახურთა შესაკრებელში, რადგან ადგილი კი არ განწმენდს კაცს, არამედ კაცი ადგილს“.

„თუ უღმერთოებმა დაიპყრონ ადგილი, გაიქეცი შინ, რადგან მათ შეაგინეს იგი“.

saberznetis_sinodi2

interviu_ep_baiardtan_page_02_image_00011

www.synodinresistance.org

ინტერვიუ

– თქვენო მაღალუსამღვდელოესობავ, დიდი პატივია ჩვენთვის თქვენთან საუბარი, დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ დაგვთანხმდით ჩვენს კითხვებზე გეპასუხათ!
პირველ რიგში, გვინდა თანაგრძნობა გამოვხატოთ თქვენდამი და წუხილი გამოვთქვათ თქვენი პირველიერარქის მიტროპოლიტ კვიპრიანეს ავადმყოფობის გამო, რომელიც როგორც შევიტყვეთ საწოლს არის მიჯაჭვული და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ღმერთმა ინებოს, რომ კარგად გახდეს და დაგიბრუნდეთ ჯანმრთელი.

– გულითადად გმადლობთ თანაგრძნობისათვის და ვთხოვთ ყველა მორწმუნეს ილოცოს მისი გამოჯანმრთელებისათვის


კითხვა: თქვენო მაღალუსამღვდელოესობავ, თუ შეიძლება წარუდგინეთ თქვენი თავი დასავლეთ ევროპის ქართულ ვებ-საით „დიდგორი“ის მკითხველს და განუმარტეთ თქვენი საეკლესიო იურისდიქცია, ასევე თქვენი პერსონალური უფლებამოსილება ბერძნულ სინოდში;

პასუხი: ჩვენი სინოდი წარმოადგენს დროებით საეკლესიო ადმინისტრაციას იმ მართლმადიდებელთა მსახურებისთვის, რომელთაც თავიანთი მართლმადიდებელური სინდისით გაწყვიტეს ერთობა ახალმესტილე, მოდერნისტულ და ეკუმენისტურ იერარქიასთან ამ ქვეყანაში, ე.ი. საბერძნეთში.

ჩვენ ასევე ვთვლით ჩვენ მოვალეობად დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია, ყველა მართლმადიდებელ მორწმუნეს სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიზანს: შევინარჩუნოთ ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი რწმენა დაუმახინჯებლად და უცვლელად. ჩვენ გაგვაჩნია ახლო თამანამშრომლობა ძველმესტილე იურისდიქციებთან რუმინეთში, ბულგარეთში და რუსულ საზღვარგარეთულ ეკლესიასთან. გარდა ამისა ჩვენ გვყავს მრავალი მისიონერული თემი აფრიკაში. ჩემი საქმეა გავუწიო კოორდინირება ამ სხვა და სხვა თემთან ურთიერთობას საბერძნეთის გარეთ და ჩავიდე რეგულარული სამწყსო ვიზიტებით.

კითხვა: სინოდის საითზე წავიკითხეთ თქვენი მოკლე ბიოგრაფია, გავიგეთ, რომ წარმოშობით ბრძანდებით დიდი ბრიტანეთიდან, იყავით წარმომადგენელი სხვა რწმენის და გვიან მიიღეთ მართლმადიდებლობა. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან თქვენი შემთხვევა წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს უცხოდ მადიდებელთათვის, ამიტომ, გთხოვთ, უფრო დაწვრილებით წარმოგვიდგინოთ თქვენი ბიოგრაფია. რა რელიგიურ გარემოში, რა აღმსარებლობის ოჯახში აღიზარდეთ? დიდხანს ეძიებდით ჭეშმარიტებას, როგორც მამა სერაფიმე როუზი? საკუთრი შემეცნებით დაადექით უფლის ჭეშმარიტების გზას, თუ თქვენი მართლმადიდებლური არჩევანი გამოწვეული იყო სხვა ფაქტორებით?

პასუხი: ვამჯობინებ არ ვისაუბრო ჩემს მაგალითზე, მითუმეტეს შევადარო ჩემი თავი მ. სერაფიმეს, რომელიც იყო ბევრად მაღალი ჩემზე ინტელექტუალურად და ასკეტური მსხვერპლით. როცა ვიყურები უკან, შემიძლია მივიდე დასკვნამდე, რომ მხოლოდ ღმერთის მადლმა, სხვადასხვა ფაქტორებით, მიმიყვანა მის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ რწმენამდე. მანამდე სანამ გავხდებოდი მართლმადიდებელი (20 წლის ასაკში) არ მივეკუთვნებოდი არც ერთ აღმსარებლობას, როგორც ახალგაზრდა ხალხის უმრავლესობა ინგლისში.

კითხვა: იქადაგეს თუ არა უფლის წმიდა მოციქულებმა ინგლისში, ვინ დაამმტკიცა მართლამდიდებლობა სახელმწიფო რელიგიად, რა დრომდე იყო ინგლისელი ერი ერთგული მართლმადიდებლობის და როდის განუდგა მას?

პასუხი: ერთი უძველესი ტრადიციით მოციქულმა სვიმონ ზილოტმა იქადაგა ინგლისში; სხვა გადმოცემით მოციქულმა არისტობულმა, ერთ-ერთმა 70-განმა მოციქულმა; ყველაზე დაჟინებული ტრადიცია გვაუწყებს, რომ წმ. იოსებ არიმათიელლმა მოინახულა ბრიტანეთის კუნძულები. ბრიტანეთის ეკლესიის დასაწყისი გაურკვეველია, მაგრამ ცნობილია, რომ ეკლესია არა მხოლოდ კარგად იყო მოწყობილი, არამედ თითქმის ყველასგან იყო მიღებული, მანამდე, სანამ რომის ჯარები წავიდოდნენ ბრიტანეთიდან მე-4 საუკუნის დასაწყისში. წარმართი ანგლების შემოსევამ განდევნა ბრიტანელი ქრისტიანები ბრიტანეთის კუნძულების უკიდურესი დასავლეთისაკენ. ანგლებმა დაიწყეს სახარების მიღება მხოლოდ მე-6 საუკუნის ბოლოდან, და კიდევ მხოლოდ 200 წლის შემდეგ, ბრიტანეთის და ინგლისის ეკლესიები გაერთიანდნენ. მრავალი დიდი წმიდანი აღიზარდა ინგლისში. წმიდა მოღვაწენი, იერარქები, მოციქულთასწორნი. მაგრამ რომის ეკლესიის განხეთქილების და მართლმადიდებლობიდან განკვეთის შემდეგ, ეს ყველაფერი აღკვეთა 1066 წელს ნორმანთა შემოსევამ, რომელიც გამოწვეული იყო რომის პაპისგან. ნორმანებმა ცეცხლით და მახვილით შემოიტანეს რომის ეკლესიის განმაახლებლობა და მას შემდეგ ეკლესია ინგლისში სრულიად მოწყდა მართლმადიდებლობას.
inglisis_samefo-kari1

დიდი ბრიტანეთის და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

კითხვა: როგორც ვიცით თქვენი ქვეყანა მონარქიულ-კონსტიტუციური წყობის სახელმწიფოა. 1) თუ შეიძლება მოგვიყევით, რომელია დღეს ოფიციალური სახელმწიფო რელიგია ინგლისში, რა აღმსარებლობა აქვს სამეფო ოჯახს, რომელი ეკლესიებია ამ ქვეყანაში პრიორიტეტული და რა რიტუალები აღესრულება ამ ეკლესიებში, როგორ დაახასიათებდით ამ ქვეყნის ოფიციალურ რელიგიას. 2) გვითხარით თუ შეიძლება, ამერიკული და ანგლიკანური ეკლესია ეს ერთი „ევქარისტიაა“ თუ არა? აქვთ თუ არა მათ ლოცვითი ერთობა, და მართალია, რომ გარდა ქალთა ხელდასხმებისა სამღვდელო ხარისხში, უკვე ხელდასხმებს უტარებენ გომოსექსუალისტებსაც?

პასუხი: სამეფო ოჯახის წევრები არა მხოლოდ წევრები არიან ანგლიკანური ეკლესიის; მმართველი მონარქი წარმოადგენს ანგლიკანური ეკლესიის თავს და მთავრობასთან შეთანხმებით ნიშნავს ყველა ეპისკოპოსს. ანგლიკანიზმი რჩება ქვეყნის ოფიციალურ აღმსარებლობად და მხოლოდ ამ ეკლესიის ეპისკოპოსებს შეუძლიათ ატარონ ბრიტანეთის ეპარქიათა ტიტულები; ისინი ასევე წარმოადგენენ უმაღლეს პალატათა ოფიციალურ წევრებს პარლამენტში, „ხოუს ოფ ლორდს“. თუმცა, მორწმუნეთა რაოდენობით, რომაულ-კათოლიკური ეკლესია (რომელიც კანონით აკრძალული იყო მე-19 საუკუნემდე) აღემატება ანგლიკანურს, რომელის რაოდენობაც გამუდმებით კლებულობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან შემოიღო ქალების ხელდასხმა მღვდლებად.
interviu_ep_baiardtan_page_04_image_0002

ღვთისგმობა: ეპისკოპოსი ანგლიკანი ქალი

„აქ საღამოს ლოცვაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. მორიგეობით გალობდნენ ანგლიკანები, შავკანიანები და ჩვენი დელეგაციის წევრები. – გაიმართა კონცერტი (რელიგიური). დიდხანს გალობდნენ ახალგაზრდები – ანგლიკანური სარწმუნოების აღმსარებელნი. შემდეგ მოვიდნენ შავკანიანები…ისინი გალობდნენ, რაც საერო სიმღერასაც მოგვაგონებდა, – მთელი ტანით მოძრაობდნენ, რაც ცეკვასაც მოგვაგონებდა. ყოველივე ეს დიდხანს გაგარძელდა და დიდად კმაყოფილნი დავრჩით“. (წერენ მწვალებლურ კონფერენციაზე ინგლისში ილია II მიერ გაგზავნილი საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები; „ჯვარი ვაზისა“ 1983 წ. #2, გვ. 10-12)

ეგრეთ წოდებული ანგლიკანური ეკლესია (ინგლისის ოფიციალური ეკლესია) ხელდასხმებს უტარებს ყველას ვინც გნებავთ – ჰომოსექსუალისტ მამაკაცებს, ქალებს…ამერიკის „ეპისკოპალური“ ეკლესია, ეს ნაწილია ანგლიკანური ეკლესიის. მათთანაც იგივე მდგომარეობაა…ისინი ეპისკოპოსებად ხელდასხმებს ქალებს უტარებენ, და ერთი წლის წინ ხელი დაასხეს ერთ აშკარა ჰომოსექსუალისტს, ეპისკოპოსის ხარისხში „ნევ ხამპშირე“-ში.

კითხვა: მოქმედებს თუ არა დღეს ანტიეკუმენისტური მართლმადიდებელი ეკლესიები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე და რომელ სინოდებში არიან ისინი გაერთიანებული?

პასუხი: დიდება უფალს, დიახ! ჩვენს სინოდში არის წმ. ედუარდის მამათა მონასტერი ბრუკბუდში და ხარების ქალთა მონასტერი ლონდონში და რამოდენიმე მისიონერული თემი. ასევე არის ერთი სამრევლო ძველმესტილე მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის სინოდში.

კითხვა: სულ ცოტა ხნის წინ პატრიარქ ილია II მიწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოს I; საქართველოს ოფიციალურმა ეკლესიამ ეკუმენისტი პატრიარქი მიიღო დიდი პატივით და ღირსებით. ერთობლივი ლიტურგია ჩაატარა მასთან ოფიციალური ეკლესიის მთელმა სინოდმა; ქართული ეკლესია-მონასტრების მსახურებმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საჯაროდ გამოხატეს მისადმი თაყვანისცემა და წარუდგინეს ქართველ ერს ბართლომეოსი, როგორც მსოფლიოს უწმიდესი პატრიარქი.

თუ შეიძლება განუმარტეთ ჩვენი საითის მკითხველს რას წარმოადგენს სინამდვილეში ბართლომეოს I (და კონსტანტინეპოლის საპატრიარქო), ჰქონდა თუ არა უფლება საეკლესიო კანონებით საქართველოს ოფიციალური ეკლესიის პირველიერარქს ჩაეტარებინა მასთან ერთობლივი ლიტურგია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 1995 წელს ქართული ეკლესიის ღირსეული მამების მოთხოვნით, საქართველოს ეკლესიამ დატოვა ეკუმენისტური ორგანიზაცია „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“.

interviu_ep_baiardtan_page_05_image_00011

  • მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

პასუხი: ფაქტია, რომ საქართველოს საპატრიარქოს თანამსახურება ახალმესტილეებთან და მართლმადიდებელ ეკუმენისტებთან ჩრდილავს მათ გამოსვლას „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან“ და ჩანს რომ ეს გამოსვლა ნაკარნახევი იყო არა ჭეშმარიტი რწმენით, არამედ პრაქტიკული აუცილებლობით, რათა ეკუმენიზმის წინააღმდეგ გამომსვლელები იძულებული გაეხადათ გაჩუმებულიყვნენ. პატრიარქი ბართლომეოსი რჩება ეკუმენისტური მრწამსის ერთგულ ადამიანად და ნაკლებად მალავს თავის ენთუზიაზმს დასავლეთის კონფესიებთან უნიის შესაძლებლობაზე.

კითხვა: თუ შეიძლება, დაახასიათეთ დღევანდელი საბერძნეთის ოფიციალური ეკლესიის იურისდიქცია, არის თუ არასაბერძნეთის ოფიციალური ეკლესია „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრი, რომელ საეკლესიო კალენდარს მისდევს ეს ეკლესია, რა არის ახალმესტილური სქიზმა და წარმოადგენს თუ არა ეს განდგომას მართლმადიდებელი სწავლებიდან, აქვს თუ არა ბერძნული ეკლესიის უმაღლეს იერარქიას ევქარისტიული ერთობა კათოლიკურ ვატიკანთან, იუდეველებთან, და სხვა და სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან?
პასუხი: 1924 წ. სამოქალაქო კალენდარი არაკანონიკურად იქნა შემოღებული ელადის ეკლესიის ცხოვრებაში. ეს იყო ეკუმენისტური პროგრამის პირველი ნაბიჯი და გამოიწვია მორწმუნეთა გაყოფა ორ ბანაკად, გაყოფა, რომელიც რჩება ძალაში დღევანდელ დღემდე. დღეს ოფიციალური ეკლესიის იერარქთა შორის არის ზოგიერთი დარწმუნებული ეკუმენისტი, მაგრამ სამართლიანად საჭიროა ითქვას, რომ უმრავლესობა ანტიეკუმენისტია; მათგან ზოგიერთი გამოდის საკმაოდ ქმედითად. მაგრამ ისინი რჩებიან ახალ სტილზე და ელადის ეკლესია რჩება „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრად, თუმცა არც ისე გულმოდგინედ.
interviu_ep_baiardtan_page_06_image_00011
ბერძნული ეკუმენისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი ემს გენერალურ მდივან სამუელ კობიასთან
  • ანტიოქიის კრების II კანონი: თუ ვინმე ეპისკოპოსი, ან მღვდელი, ან დიაკონი, ან ვინმე სასულიერო დასიდან აღმოჩნდება ერთობაში საეკლესიო ერთობიდან განკვეთილებთან, დაე, იყოს თავადაც საეკლესიო ერთობის გარეთ, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი.

შეკითხვა: აქვს თუ არა უფლება საქართველოს ოფიციალურ ეკლესიას (რომელმაც დატოვა „ემს“ და ჯერ მოქმედებს ძველი სტილით) ევქარისტიული და ლოცვითი ერთობისა ახალმესტილე ეკლესიებთან, და თუ არა აქვს უფლება, რომელი კანონის საფუძველზე?

პასუხი: ჩვენი საქმე არ არის გარედან განვსაზღვროთ საქართველოს საპატრიარქოს უფლება. თუმცა, ის რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ გარკვევით, ეს არის ის რომ მათი ერთობა ახალმესტილებთან და ეკუმენისტებთან აიძულებს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მორწმუნეებს გამოეყვნენ ერთობას მათგან.
interviu_ep_baiardtan_page_07_image_00011

კითხვა: საქართველოს ოფიციალური ეკლესიის სამღვდელოება და მათი მრევლი გიწოდებენ თქვენ მსოფლიო დედაეკლესიის მტრებს, საბერძნეთის ოფიციალური ეკლესიიდან სქიზმაში გასულ და უკანონო საეკლესიო იურისდიქციას. გვითხარით თუ შეიძლება, რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდებები საეკლესიო სამართლის თანახმად, როდის და რა პირობებში შეიქმნა „წინააღმდგომთა წმიდა სინოდი“, როდის და რა სასულიერო ხარისხში და რომელ ეკუმენისტურ ეკლესიას განუდგა წარსულში მიტროპოლიტი კვიპრიანე.

interviu_ep_baiardtan_page_08_image_00011interviu_ep_baiardtan_page_08_image_00021 interviu_ep_baiardtan_page_08_image_00031

interviu_ep_baiardtan_page_09_image_00011

«ერთობლივი ლოცვა_666»

პასუხი: მიტროპოლიტი კვიპრიანე ხელდასხმულ იქნა სამღვდელო დასში მსოფლიო საპატრიარქოსგან და არასოდეს არ მიეკუთვნებოდა ელადის ოფიციალურ ეკლესიას. ორგზისი კრების მე-15 კანონის მორჩილებით მან გაწყვიტა ერთობა საპატრიარქოსთან (კონსტანტინოპოლის) და ელადის ეკლესიასთან 1969 წელს, პატრიარქ ათინაგორას აღმაშფოთებელი ეკუმენისტური გამოსვლების გამო. ამ დროს ასევე ათონის მთის თითქმის ყველა მონასტერმა შეწყვიტა პატრიარქის მოხსენიება. მოვლენათა მსვლელობა ძალიან რთულია, რათა იგი გადმოვცე აქ ვრცლად, მაგრამ ვიტყვით მოკლედ, რომ იგი (მიტროპოლიტი კვიპრიანე) მთავარიერაქად აკურთხეს 1979 წ. და 1984 წლიდან მსახურებს წინააღმდგომთა წმიდა სინოდის პირველიერარქად, რომელიც ისწრაფვის საეკლესიო კანონების და მართლმადიდებელი ტრადიციების მკაცრად დაცვისკენ…ასწავლის და აბრუნებს ტრადიციულ მართლამდიდებლობაში, მათ, ვინც ცდუნებულია მოდერნიზმით, ახალმესტილეობით და ეკუმენიზმით.

interviu_ep_baiardtan_page_10_image_00013

კითხვა: არსებობს თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო და ელადის პატრიარქთაგან ვინმე იყო მასონური ლოჟის წევრები, თუ იყო ასეთი შემთხვევა – როდის და ვინ?

პასუხი: დიახ, იყვნენ, ეს მართალია. მსოფლიო პატრიარქები ფოტი, ბასილი და ათინაგორა იყვნენ მასონები. ასევე პატრიარქი პართენი ალექსანდრიელიც; და ადრე რუსეთშიც, როგორც, მაგალითად, მიტროპოლიტი პლატონ მოსკოველი.

interviu_ep_baiardtan_page_10_image_00021 „ერთობლივი ლოცვა – 666“

  • ლაოდეკიის კრების 33 კანონი: მწვალებელთან და განდგომილთან ლოცვა არ შეიძლება.

კითხვა: თქვენო მაღალუსამღვდელოესობავ, როგორც მოგეხსენებათ უკვე მეხუთე წელია ქართულ ციხეში გამომწყვდეულია ქართველი მღვდელი ბასილი მკალავიშვილი, რომელიც იმყოფება თქვენი სინოდის საეკლესიო იურისდიქციაში; როდის და რა მდგომარეობაში მოგმართათ მამა ბასილმა მფარველობისთვის, იყო თუ არა კანონიერი მისი შემოსვლა თქვენს იურისდიქციაში და რა დაასახელა მან საქართველოს საპატრიარქოდან განდგომის მიზეზად ?!

interviu_ep_baiardtan_page_11_image_00011

ილია II მიმართვა ფილიპ პოტერისადმი: „გისურვებთ დიდ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო მოღვაწეობაში. მადლი ღვთისა, ძალი ღვთისა, ძალი ყოვლადწმიდა სამებისა, რომელსაც აღიარებს და რომელსაც თაყვანს სცემს „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ ყველა წევრი, იყოს თქვენი მფარველი…საქართველოსაც იფარავს ძლევამოსილი წმიდა გიორგი. ყოფილიყოს იგი მფარველი თქვენი სამშობლოსი, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი“ და საქართველოსი“. (საპატრიარქოს ოფიციალური გამოცემა “ჯვარი ვაზისა” 1983 წ. #2, გვ.15)

  • ანტიოქიის კრების II კანონი: თუ ვინმე ეპისკოპოსი, ან მღვდელი, ან დიაკონი, ან ვინმე სასულიერო დასიდან აღმოჩნდება ერთობაში საეკლესიო ერთობიდან განკვეთილებთან, დაე, იყოს თავადაც საეკლესიო ერთობის გარეთ, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი.

პასუხი: როდესაც მივიღეთ მამა ბასილი ჩვენს იურისდიქციაში, ჩვენ სრულიად ცხადად მივუთითეთ, რომ ეს არის დროებითი მდგომარეობა, რადგანაც საქართველოში არ იყო ადგილობრივი მართლამადიდებელი ეპისკოპოსი, რომელსაც იგი შეუერთდებოდა საქართველოს საპატრიარქოდან გამოყოფის შემდეგ, ეკუმენისტურ მოძრაობაში ამ ორგანიზაციის და განსაკუთრებით კი პატრიარქ ილია II ღრმა მონაწილეობის და გამო. როდესაც იგი დააპატიმრეს, ჩვენ გავუგზავნეთ პროტესტი საქართველოს სამოქალაქო მთავრობას და პატრიარქ ილიას. ასობით ჩვენმა მორწმუნემ მოაწერა ხელი პროტესტის წერილს, რომელიც გადავეცით პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს საელჩოს მეშვეობით ათენიდან. არანაირი პასუხი მათგან დღემდე არ მიგვიღია.

interviu_ep_baiardtan_page_12_image_00011

მხეცის-ანტიქრისტეს ნიშანი 666

  • „შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს“ (წმ. კოზმა ეტოლიელი)

interviu_ep_baiardtan_page_12_image_00021

ბმული: ა.შ.შ._ს პრეზიდენტები იოანე პავლე II კუბოს წინ მუხლმოდრეკილნი

კითხვა: საით „დიდგორის“ პრესსამსახურში მუდმივად შემოდის წერილები საქართველოს ოფიციალური ეკლესიის მრევლიდან, რომელნიც აღსავსეა ეკუმენისტური იდეებით, ისინი ამტკიცებენ და უქადაგებენ სხვებსაც, რომ მამა ბასილი არის უკანონო მღვდელი, უკანონოდ მღვდელმოქმედებს, უკანონოდ ააშენა გლდანის ეკლესია და რომ განკვეთილია საქართველოს დედაეკლესიიდან კანონიერად, განკვეთით იგი დაჰყავთ ერისკაცობამდე, თვლიან, რომ მამა ბასილი გაერთიანებულია ისეთ ეკლესიასთან, როგორიც არის თქვენი სინოდი_ თითქოსდა ასევე განკვეთილი დედაეკლესიიდან და იგი წარმოადგენს თვითმარქვია ბერძნულ სინოდს, ამიტომ როგორც უბრალო ერისკაცი იგი კანონიერად იმყოფება ციხეში. ამიტომ საქართველოს მთავრობა აპირებს ჩამოართვას მამა ბასილს და მის მრევლს გლდანში აშენებული ეკლესია და გადასცენ საქართველოს ოფიციალურ ეკლესიას. თუ შეიძლება გაუკეთეთ კომენტარი ამ ბრალდებებს.

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან“ გამოსვლის შემდეგ

  • ეფესოს კრების III კანონი: ჩვენ ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელი მსოფლიო კრების თანამოაზრე წევრნი სამღვდელოებისა, არანაირი სახით არ იყვნენ დამორჩილებულნი მართლმადიდებლობისგან უკვე განდგომილ, ანდა აწ განდგომად ეპისკოპოსებს.

პასუხი: მ. ბასილი მხურვალე ქართველი პატრიოტია და არასოდეს არაფერს არ გააკეთებს თავისი სამშობლოს საზიანოდ. მან მოგვმართა ჩვენ, რადგან დაინახა ჩვენში იგივე სული, რომელმაც შთააგონა მას მართლმადიდებლობის დაცვა საქართველოში. ეკლესიაში მნიშვნელობა არა აქვს ნაციონალურ განსხვავებას, ის რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ეს არის მართლმადიდებელი რწმენა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. რა თქმა უნდა, თუ საქართველოს საპატრიარქო იქნებოდა ჭეშმარიტად მართლმადიდებელი, მაშინ იგიც (მ. ბასილი) და ჩვენც მოვიქცეოდით კანონების საწინააღმდეგოდ თუ მივიღებდით მას ჩვენს იურისდიქციაში. თუ საქართველოს საპატრიარქო დაუბრუნდება ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას, მაშინ ჩვენ მივუთითებთ მას დაბრუნდეს იქ. არის კარგი ნიშნები, რაც მაგალითად საპატრიარქოს გამოსვლაა ემს – დან (თუმცა ეს იყო ნების საწინააღმდეგო), მაგრამ რჩება ძალიან ბევრი ჯერ კიდევ გასაკეთებელი.

კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალური ეკლესია გამოვიდა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“-ს ორგანიზაციიდან, მაინც აგრძელებს ეკუმენიზმის ქადაგებას, ატარებს ერთობლივ ლოცვებს ერეტიკოსებთან და მონაწილეობს ეკუმენისტურ რელიგიურ ფორუმებში. გთხოვთ, გაუკეთოთ ზუსტი კვალიფიკაცია საქართველოს საპატრიარქოს ამ ქმედებებს. არის თუ არა ეს ეკუმენიზმის ერესი თუ არა?

interviu_ep_baiardtan_page_14_image_00011 <<რელიგიური ფორუმი – 666>>

interviu_ep_baiardtan_page_15_image_00011

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან“ გამოსვლის შემდეგ

  • ლაოდეკიის კრების 34 კანონი: არც ერთი ქრისტიანი არ უნდა წავიდეს ცრუ მოწამესთან, რომლებიც ან მწვალებლები იყვნენ, ან მწვალებელთა შორის იყვნენ. რადგან ერეტიკოსები უცხონიარიან ღვთისთვის, ამიტომ მათთან მისული შეჩვენებულ იყოს

პასუხი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კარგად არის ცნობილი, რომ პატრიარქი ილია, როგორც პატრიარქი და ადრე როგორც სოხუმის მიტროპოლიტი, იყო წამყვანი სახე ეკუმენისტურ მოძრაობაში. 1990 – იანი წლების შუა ხანებში, მნიშვნელოვანი ანტი-ეკუმენისტური მოძრაობა გაიზარდა საქართველოს ეკლესიაში და რამოდენიმე სასულიერო პირი (არქიმანდრიტი გიორგი ზარზმელი, გრიგოლი დავით-გარეჯელი, ანგია ბეთანიელი, იოანე შიო-მღვიმელი, დეკანოზი ბასილ მკალავიშვილი და სხვები) გამოეყვნენ საპატრიარქოს პროტესტის ნიშნად მისი ეკუმენიზმში ხანგრძლივი მონაწილების გამო. საპატრიარქოს ეშინოდა რა არ დაეკარგა სხვა კლიროსიც, თვლიდა თავს იძულებულად დროებით შეეწყვიტა თავისის წევრობა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“. ეს ნაბიჯი, თუმცა რა თქმა უნდა, მას ჩვენ მივესალმებით, აღმოჩნდა უბრალოდ ტაქტიკური ნაბიჯი თვითდაცვისათვის. ეს (ემს-დან გამოსვლა) არ არის ასახული საპატრიარქოს შემდეგ საქმიანობაში, რომელიც აგრძელებს თავის ეკუმენისტურ საქმიანობას, თუმცა შედარებით „ჩუმად“, და ჩანს, რომ უბრალოდ ელოდება შესაფერის მომენტს, რათა დაბრუნდეს „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“, თითქმის იგივე მოვლენას ვაკვირდებით ბულგარეთის საპატრიარქოში, რომელმაც საქართველოს საპატრიარქოსავით დროებით შეწყვიტა თავისი წევრობა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“. ასე რომ, თუმცა, რა თქმა, უნდა ჩვენ მივესალმებით გამოსვლას ემს – დან, განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს იყო შიდა წინააღმდეგობის რეზულტატი საქართველოს ეკლესიაში, მაინც ჩვენ არ შეგვიძლია განსაკუთრებულად აღვფრთოვანდეთ ამ ნაბიჯით, რომელიც არ იყო ნებაყოფლობითი, არამედ იყო იძულებითი და ანგარებითი.

interviu_ep_baiardtan_page_16_image_00014 ალექსი II ფრანგ კათოლიკებთან მესაზე

  • ეფესოს კრების III კანონი: ჩვენ ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელი მსოფლიო კრების თანამოაზრე წევრნი სამღვდელოებისა, არანაირი სახით არ იყვნენ დამორჩილებულნი მართლმადიდებლობისგან უკვე განდგომილ, ანდა აწ განდგომად ეპისკოპოსებს.

კითხვა: კათოლიკურ ტაძრებში არის თუ არა კანონიკური ხატები, ჯვრები…რატომ არ ატარებენ კათოლიკე მღვდლები წვერებს და დეტალურად აგვიხსენით რა დარღვევები აქვთ საეკლესიო წესებში კათოლიკებს და მართალია რომ პაპისტებს აქვთ სპეციალური ლიტურგიები ცხოველებისთვის?

პასუხი: მას შემდეგ რაც რომის ეკლესია მე-11 საუკუნეში გავიდა მართლმადიდებლობიდან, მან მიიღო მრავალი სიახლე და სწავლება: ფილიოკვეს შემოღება სარწმუნოების სიმბოლოში, სწავლება მადლით ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ, უცოდველობა პაპის და ა. შ., და ასევეა პრაქტიკაშიც: მსახურება ორღანით, გაუქმება მარხვების, აკრძალვა ცოლიანი სამღვდელოების, განსაკუთრებული სამოსი სასულიერო დასისთვის, შემოტანა ქანდაკებების ხატების მაგივრად, პკურება ნათლობის მაგივრად და ა. შ. ეს პროცესი გრძელდება. მართლმადიდებლობასთან დაახლოვების მაგივრად ეკუმენისტური კონტაქტების მიხედვით, ჩვენ ვაკვირდებით უფრო მეტ და მეტ უცნაურ გამოვლინებებს.

interviu_ep_baiardtan_page_17_image_00021

«ერთობლივი ლოცვა_ 666»

interviu_ep_baiardtan_page_17_image_00031 ძაღლები მესაზე ეკლესიაში!

  • „შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს“ (წმ. კოზმა ეტოლიელი)

interviu_ep_baiardtan_page_17_image_00013

B йnйdiction des animaux de compagnie

interviu_ep_baiardtan_page_18_image_00011

კათოლოკების საშინელი ღვთისგმობა – ცხოველების მესა

Chaque annйe le dimanche situй au plus proche de la fкte
de Saint Franзois d’ assise
au village des Olives а Marseille
a lieu la bйnйdiction des animaux.
Elle est donnйe par le pиre Roger Pestre
dont certains disent qu’il est le Saint Franзois de la citй Phocйenne

interviu_ep_baiardtan_page_18_image_00021

მართლმადიდებლობის მტრების ერთობა

  • „შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს“ (წმ. კოზმა ეტოლიელი)

interviu_ep_baiardtan_page_19_image_00021

ბმული: Benedict XVI giving El Diablo satanic sign

კითხვა: თუ შეიძლება მოგვეცით კომენტარი და განმარტება მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ანტიქრისტეზე, და დაახასიათეთ ამ განმარტებით დღევანდელი მსოფლიო.

პასუხი: ღმერთი გვასწავლის ჩვენ დავაკვირდეთ დროის ნიშანს. მართლაც, ჩვენი დღეების მრავალი მოვლენა მინიშნებულია უფლისაგან. საჭიროა მთელი წიგნის შედგენა, რათა აღვწეროთ ყველაფერი რაც ჩვენ ვნახეთ კაცობრიობის ისტორიის ბოლო წლებში. ჩემი აზრით, ყველაზე საგანგაშო მოვლენა – ეს არის მუდმივი აპოსტასია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. უღმერთო კომუნიზმმა ვერ შესძლო მართლმადიდებლობის განადგურება, მაგრამ დასავლეთის მატერიალიზმი დიდი წარმატებით აკეთებს ამას გარეგნული თავისუფლებით. რამდენი ახალგაზრდა ადამიანი ეკიდება ახლა სერიოზულად თავის სარწმუნოებას? რამდენია მათ შორის მზად თავისი სიცოცხლე გასწიროს საკუთარი რწმენისათვის? და არა მხოლოდ ეს. დღეს ჩვენ ვაკვირდებით იმ ღირებულებების დატევებას, რომელზეც აქამდე ცივილიზებული საზოგადოება იდგა: ღირსება, პატრიოტიზმი, ოჯახი, პატიოსნება ყველა სახესა და ურთიერთობაში. როდესაც ხალხი გაანადგურებს ბუნებას და საზოგადოებას, რითაც ისინი ცხოვრობენ, მაშინ ბუნებრივია დაიწყებენ ვინმეს ძებნას, რათა გადაარჩინოს ისინი გარდაუვალი კატასტროფისგან; ადამიანთა უმრავლესობისთვის, ეს იქნება ანტიქრისტე, და არა ჭეშმარიტი და ერთადერთი მხსნელი იესო ქრისტე.

interviu_ep_baiardtan_page_20_image_00021

ა.შ.შ. პრეზიდენტი ბუში-უფროსი სატანისტური საზოგადოების „ქალა და ძვლები“ საძმოში (მეორე რიგში მარცხნივ მეექვსე)

interviu_ep_baiardtan_page_21_image_00011

პაპი დაასაფლავეს
MIGnews.com.ua

ჩატარდა რომის პაპის დასაფლავების რიტუალი, რომლიც ერთ საათამდე გაგრძელდა. იოანე პავლე II ცხედარი დახურული კიპარისის კუბოთი გადაიტანეს წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, სადაც იგი მიაბარეს მიწას ტაძრის კატაკომბებში წმიდა მოციქულ პეტრეს ნაწილების გვერდით. ტრადიციის მიხედვით კუბოში ჩაატანეს ტყავის ტომსიკა მედლებით გამოშვებული პონტიფიკატის წლებში, და მეტალის პანელი გრაგნილით, პაპის ცხოვრების აღწერილობის შინაარსით. როგორც იუწყება MIGnews.com.ua რომის პაპის იონაე პავლე II დასაფლავებაზე დამსწრე მომლოცველებმა მოუწოდეს მისი დაუყონებლად წმიდანად შერაცხვა. ბრბომ დაიწყო აპლოდირება და სკანდირება: უკვე „წმინდანია“!, „პაპი!“

წმიდა რუის-ურბნისის კრების ძეგლის წერა ისევ ღაღადებს:

-ყველა მწვალებელი შეჩვენებულ-იყოს.

– ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ-იყოს.

-ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება.

ინტერვიუ მოამზადა და რუსულიდან თარგმნა გ. წულაძემ

wm_giorgis-makhvili_r


11 Responses to “ინტერვიუ საბერძნეთის ეპისკოპოსთან”

  1. ნიკა Says:

    ანგლიკანური ეკლესია

  2. ნიკა Says:

    მიწის ბრწყინვალება და ღვთის წინაშე არარაობა.

    • ლადო Says:

      ამ საწყალ ქალს არ უშველა არც წარმომავლობამ, არც მეფის ცოლობამ. დარჩა უბედურ ქალად. მაშ რაშია ბედნიერება? ამ მიწაზე არაფერში. მხოლოდ ზეცად ღმერთში. ჭეშმარიტ ღმერთში.

      • ლადო Says:

        ამაში არსებობს ჩემთვის ბედნიერება.

      • ნიკა Says:

        დღეს ახალი სტილით 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობაა,
        ————————
        ხვალ კი:

        ძვ. 2 ოქტომბერი პარასკევი ახ. 15 ოქტომბერი – დიდმოწამეთა არგვეთის მთავართა, დავით და კონსტანტინე მხეიძეთა (740); მღვდელმოწამისა კვიპრიანესი და მოწამეთა იუსტინასი და თეოქტისტესი (304); ნეტარისა ანდრია სალოსისა (936) გილოცავთ, “დიდგორი” – ის რედაქცია ამ დღესასწაულებს!
        Киприан и святая мученица Иустина, священномученик.avi


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: