პასუხი სუკის აგენტ „ივერიელის“ სულიერ შვილს!

„ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტი-ქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა.“ (ზვიად გამსახურდია) 


„ასავალ-დასავალმა“ დაიწყო ბინძური კამპანია ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ გაზეთის ერთ-ერთი ჟურნალისტის გ. მამაცაშვილის მხილების წერილის ხელმეორედ გამოქვეყნება.

 ძალიან სასიხარულოა, რომ ჟურნალისტი დიმიტრი ჩუბინიძე უფლის ჭეშმარიტების დაცვის ვიწრო და ეკლიან გზას დაადგა და ამხელს სჯულის  გამყიდველ ცრუ მღვდელმთავარ ილია შიოლაშვილს, რამაც სასტიკად განარისხა მისი ყოფილი „პატრიარქისტი მეგობრები” გაზეთ „ასავალ-დასავალიდან”! სამწუხაროა, რომ გაზეთის მთავრი თანამშრომელი გიორგი მამაცაშვილი ისევ აგრძელებს სიცრუის და ბოროტების განდიდებით ქრისტეს სჯულის წინააღმდეგ  ბრძოლას! ღმერთმა გაუნათოს დაბნელებული გონება  და დიმიტრი ჩუბინიძისავით კეთილმსახურების მართალ გზას დასდგომოდეს, თუ,  რასაკვირველია, აგენტი პატრიარქის განდიდებაში „აგენტურული სპეცსამსახურების ქსელიდან” არ იღებს დაფინანსებას მართლმადიდებლობის გაცემისთვის! 

ანტიქრისტე ამერიკიდან გამეფდება (ნეტარი პელაგია რიაზანელი)

„დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც, სრულიად მარტო დავრჩე!“

(წმიდა მაქსიმე აღმსარებელი).

მიუხედავად ცილისმწამებლობითა და ბილწსიტყვაობით ჩვენი  უსამართლო განკითხვისა, მაინც გვსურს, რომ  ერეტიკოს პატრიარქთან დაკავშირებით შემაგონებელი წერილით მივმართოთ გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილს და ასევე, მეორე ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს:

ბატონებო, მოგმართავთ წმიდა პავლე  მოციქულის ამ სწავლებით: „ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას. რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, ეშმაკთა ზიარნი იყოთ. არ შეგიძლიათ, სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი; არ შეგიძლიათ, უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც. თუ, ვბედავთ უფლის განრისხებას? განა, მასზე ძლიერები ვართ?“ (I კორ. 10: 14,22).

თქვენგან ქებული პატრიარქი, ბატონებო, ეშმაკს სწირავს და არა ღმერთს! ხოლო რას ნიშნავს „ეშმაკს სწირავს და არ ღმერთს“? ამაზე რომ პასუხი გაიგოთ, თქვენი ამპარტავანი გონება მორჩილი უნდა გახადოთ უფლის კანონმდებლობისა, სულიწმიდით შთაგონებულ წმიდა მამათა სამართლებრივი განჩინებები გულისხმა უნდა ჰყოთ, უნდა შეისწავლოთ უფლის სამართალი და შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენგან „უწმიდესად“ დასახელებული პატრიარქის საქმეებთან. და მაშინ, თუკი ისურვებთ, გამოიტანთ კიდეც მიუკერძოებელ დასკვნას, რომ უფლის კანონთა კოდექსის ანუ მართლმადიდებლობის წინააღმდეგია თქვენი პატრიარქი, რითაც ეშმაკს „სწირავს“ თავის მსახურებას.

doqsopulos_pasuxi_5_7_6

პატრიარქისტებო, მეტი როგორ დაგიმტკიცოთ თქვენმა „უწმიდესმა”   შევარდნაძე-სააკაშვილ-ბოკერიას, პაპისტურ მწვალებლობას და ყველა ბოროტებას ფეხქვეშ რომ ეგება

ხოლო თქვენ კი რწმენის საკითხების უცოდინრობითა და საეკლესიო სამართლის სრული უმეცრებით გმობთ იმას, რაც არ გაგეგებათ; თავსაც იტყუებთ და თქვენი ცრურწმენითი ჟურნალისტური მსახურებით აბრუებთ ხალხს და ეშმაკის თაყვანისცემას აჩვევთ, რადგან თუ ნათქვამია, „ხე შეძახილით გახმაო“, პირიქითაც ხდება — იმდენს უძახით უწმინდურს წმიდას, რომ ხალხმაც თითქმის დაიჯერა თქვენი წყალობით ეს ყველაფერი; ამით კი გამოდის, რომ ეშმაკს თავისი მიზნებისთვის იარაღად უპყრიხართ (და არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქართული ტელე თუ ბეჭვდითი მედია: ტელე-კომპანიები „იმედი“, „მზე“, „რუსთავი-2“, ქართული ჟურნალ-გაზეთები).

არ არის ძნელი მისახვედრი და გასაგებია, რომ ამერიკის სექტანტური ხელისუფლების მარიონეტი მ. სააკაშვილი, თავის ფავორიტ გიგა ბოკერიასთან ერთად, გინდათ, რომ  ილია მეორეთი დაამარცხოთ; თანაც, იმავდროულად, ბოროტების ახალი იმპერიის — ამერიკის დროშა აგიფრიალებიათ ამ მხილებაში წინამძღვრად, მაგრამ როდის იყო, რომ ეშმაკი ეშმაკით მარცხდებოდა? არამედ, ყოველთვის ეშმაკი, ბატონებო, ჭეშმარიტი რწმენით მარცხდებოდა (გადახედეთ მოწამეთა და აღმსარებელთა წმიდა ეკლესიის ისტორიას და დასკვნებიც გამოიტანეთ!).

ბოროტმსახურების ასეთი დიდი რეკლამა, ასეთი დიდი თაყვანისცემა, რასაც დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკა ეწევა კომუნისტურ-ეკუმენისტური ერესის განდიდებით, იშვიათად თუ ახსოვს საქართველოს ისტორიას! ნახეთ, ყოველდღიურად რა რეკლამებია ცრუპატრიარქის, მის ბნელ საქმეთა წარსული თუ აწმყო მსახურებისა; მის დიდებაში როგორ ერთსულოვნად გაერთიანებულან „ზვიადისტები“ და ანტიზვიადისტები, როგორ მოსავენ ერეტიკოს პატრიარქს ნათლის ანგელოზის მანტიით! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! 

doqsopulos_pasuxi_27

„ასავალ-დასავალის” უწმიდესი პატრიარქი სამხედრო ხუნტის ზეიმზე

მაშასადამე, თქვენ  გსურთ, უფლის სუფრასაც ეზიაროთ (ვითომდაც, დაიცვათ მართლმადიდებლობა) და ეშმაკის სუფრასაც (თანაც, განადიდოთ უფლის განჩინებათა ურჩი პტრიარქი)? რას გსურთ, მიაღწიოთ ამით? — საკუთარი სულის დაღუპვას? რატომ არისხებთ ღმერთს ასეთი არაწმინდა და უსამართლო მსახურებით? რატომ, ბატონებო?! საკუთარი თავის მტერი ხართ? 

თუ მე არ მერწმუნებით, ერისკაცს, მაშინ, წაიკითხეთ ჩვენს  „დიდგორზე“ გამოქვეყნებული ჭეშმარიტი მღვდლების მხილებები თქვენს მიერ ქებული პატრიარქის საშინელ საქმეთა შესახებ და მათ მაინც ერწმუნეთ. განა, რაიმე ტყუილს წერენ ისინი?

წაიკითხეთ ზვიად გამსახურდიას კანონიერი და ეროვნული ხელისუფლების დამამხობელთა მკაცრად მამხილებლის, საეკლესიო საქმეში კარგად განსწავლული მღვდლის მამა გიორგი სხილაძის ინტერვიუ, მისი სულიწმიდის მადლით შთაგონებული წერილები, — როგორ ამხელს იგი პატრიარქის სამართალდარღვევებს, მის შეთქმულებას და ჯაშუშობას  ბოროტების იმპერიის სადამსჯელო სამსახურთან, რომელიც „…აკანონებს სასულიერო პირთა უღმერთო ხელისუფლებასთან ნებაყოფლობით „თანამშრომლობას“, რაც ხელ-ფეხს უხსნის სახელმწიფოს, არათუ მღვდელთა შორის შეაგზავნოს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები, არამედ საერთოდ, მართოს კიდეც ისინი“ (ინტერვიუ მამა გიორგი სხილაძესთან). 

doqsopulos_pasuxi_10

პატრიარქი მკვლელების მეხოტბეა!

იხილეთ, როგორ ამხელს მამა გიორგი თქვენი პატრიარქის მიერ ქართველი ერის ზნეობრიობის გამხრწნელ, ანტიკანონიკურ, ბილწ მსახურებას: „დღეს საქართველოს ეკლესიაშიც, უმეტესად, ხელმძღვანელობენ არა საღვთო, არამედ კაცის მოძღვრებით; ეს კაცი გახლავთ სწორედ უწმინდესად და უნეტარესად წოდებული კათალიკოს-პატრიარქი, რომელმაც რეჟისორ-მსახიობებისადმი მიმართული ჩვენს მიერ ზემომოყვანილი სიტყვები წარმოთქვა სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით მოწყობილ საღამოზე, სადაც უხამს ცეკვა-სიმღერებთან ერთად სულიერადაც და ესთეთიკურადაც გულისამრევი წარმოდგენები იმართებოდა და ერის სულიერი მამა ამას დარბაზიდან ტაშს უკრავდა. როდესაც ეკლესიის პირველი პირი გარყვნილი ფილმის „სიყვარული ვენახში“ გადამღებსა და მისნაირებს მიმართავს, „თქვენა ხართ მნათობნი საქართველოისანი, თქვენ გადაარჩინეთ საქართველო“-ო, ეს სიყვარულია თუ მკრეხელობა?!“.

როგორ მოითხოვს მამა გიორგი პუტჩის მხარდამჭერი სამღვდელობის პასუხისმგებლობას?: „იერარქიიდან მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალებაში პირდაპირ თუ ფარულად მიიღეს მონაწილეობა, ჯერ საერო კანონების წინაშე უნდა აგონ პასუხი (რაც უმაღლეს დანაშაულად — სამშობლოს ღალატად სახელ-იდება და შესაბამის სასჯელს ითვალისწინებს) და შემდეგ, საეკლესიო სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი ეს და წმინდად სარწმუნოებრივი „მოღვაწეობა“ (ინტერვიუ მამა გიორგი სხილაძესთან).

ასევე, წაიკითხეთ მამა ზურაბ აროშვილის სიმართლით გაბრწყინებული ინტერვიუ „დიდგორზე“, მისი და მისი ძმის — მამა გელასი აროშვილის წერილები, წიგნები, — უფლის კანონთა თანახმად, თუ როგორ ამხელენ ისინი ილია მეორეს და მის მორჩილ სასულიერო პირებს ღმერთის ღალატში, მართლმადიდებლობის სამარცხვინო გაცემაში. ერეტიკოსი სამღვდელოების დანაშაულთა წარმომჩინებელ რა ფაქტებს არ წაიკითხავთ მათ მამხილებელ წერილებსა და წიგნებში; საქართველოს „პატრიარქის“ და მისი მსოფლიო ევქარისტიის საზარელი დაცემის შესახებ რაღას არ წაიკითხავთ: თქვენი პატრიარქის თანალოცვა, მეგობრობა, ჰარმონიული ერთობა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის  უარმყოფელ ბოროტმადიდებლებთან: კათოლიკებთან, იუდეველებთან, მონოფიზიტებთან, მაჰმადიანებთან, ბაპტისტებთან, ანგლიკანებთან, პროტესტანტებთან, ლუთერანებთან და სხვა ტრადიციულ თუ არატრადიციულ ერეტიკოსებთან!

doqsopulos_pasuxi_25_26_24

 პატრიარქისტებო, მეტი, როგორ დაგიმტკიცოთ თქვენმა პატრიარქმა, მოციქულთა კოდექსის გმობით: იუდეველებთან, მეთოდისტებთან, პაპისტებთან და სხვა მწვალებლებთან სიყვარულით რომ  ლოცვით ერთობაშია

ასევე, წაიკითხავთ მამა ზურაბის, მამა გელასის წერილებში საქართველოს პატრიარქის მსოფლიო ევქარისტიის ერესიერარქებთან თანალოცვასა და მეგობრობაზე, „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“ ლესბოსელთა, მამათმავალთა და სატანისტური „ეკლესიების“  წარმომადგენელთა აღვირახსნილი გმობის ერთობლივ რიტუალებზე… და ამ ყველაფრის წამკითხველნი დარწმუნდებით, ალბათ, თქვენი პატრიარქისა და მისი სინოდის „გაპარტახების სისაძაგლის“ მამხილებელ ფაქტებსა და მკრეხელური ქადაგებების უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაში.

წაიკითხეთ მამა ბასილის (მკალავიშვილი) მამხილებელი წერილები თქვენი პატრიარქის შესახებ! ნახეთ, როგორ ამხელს მამა ბასილი თქვენს ერესიერარქს თავისი წიგნის გარეკანზე ამ სიტყვებით: „ეკუმენისტი პატრიარქი ილია მეორე საეკლესიო სამართლით განკვეთილია მართლმადიდებელი ეკლესიიდან“. წაიკითხეთ, როგორ გადასცა მამა ბასილმა თქვენი პატრიარქი, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, ანათემას: „…დღეს, 1998 წლის 4 მაისს (საეკლესიო კალენდარი), კვირას, 17 მაისს (ახალი სტილი), ზემოთ მოხმობილი მსოფლიო საეკლესიო კრებების კანონთა ძალით მძვინვარე მწვალებლები ილია მეორე (შიოლაშვილი), ედუარდ (გიორგი) შევარდნაძე… საეკლესიო სასჯელის უმაღლეს ზომას — ანათემას გადაეცემიან, რომელიც გამოითქმის შემაძრწუნებელი და საშინელი მსჯავრის შემდეგი სიტყვებით: „ყველა მწვალებლის საუკუნოდ იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება!“… ამინ!“. ყოჩაღ, მამაო ბასილ! ქრისტეს ჭეშმარიტი მღვდელი ნამდვილად ასეთი უნდა, რადგან ეს ანათემა წარმოთქმულია ედუარდ შევარდნაძის დიქტატორული რეჟიმის ზეობის დროს, 1998 წელს!

გაიხსენეთ, ასევე, ზვიად გამსახურდიას მხილება წითელი სამღვდელოების შესახებ, ანტიქრისტეს დამკვრელური ძალააო — რომ გასწავლით და თქვენთვის, „ზვიადისტებო“, თავად ზვიადის ეს მხილება რატომ არის მიუღებელი, გვიპასუხეთ! ზვიად გამსახურდიაც განა „დოქსოპულოა“, ილიას წითელ სამღვდელოებას რომ ამხელს? რა პასუხს გასცემთ მის ამ სიტყვებს?: „დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი“.

კი, მაგრამ ვითომ ვერ ხვდებით, ვისზეც ბრძანებს ბატონი პრეზიდენტი, მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არისო?! განა, თქვენს საყვარელ და „უწმიდეს“ აგენტ-„ივერიელზე“ არ ბრძანებს? ე. ი. „ზვიადისტობთ“, მაგრამ არც ზვიადის მხილებას აგდებთ არაფრად, რადგან წაუყრუებთ-ხოლმე და მაინც, „უწმიდესოო“, უწოდებთ მის მტერს — პუტჩისტ პატრიარქს  და ს. ს. რ. კ-ის ჯაშუშს, რომლის მეშვეობითაც აკონტროლებდა საბჭოთა კავშირი (ბოროტების იმპერია) ქართულ ეკლესიას.

რა თქმა უნდა, აგენტ ილია-„ივერიელის“ მეშვეობით აკონტროლებდა რუსეთის იმპერია ქართველ სამღვდელოებას, რათა უენო პირუტყვივით მორჩილებაში ჰყოლოდა ქართული ეკლესია; და ჰყავდა კიდეც ისეთ მორჩილებაში, რომ კრინტსაც ვერ ძრავდნენ მღვდლები ელემენტარული, ადამიანური სიმართლის დასაცავადაც კი. ხოლო თქვენი სინდისი ისე დაბნელებულა, რომ ნამდვილ აგენტს და აგენტობის დოკუმენტით საჯაროდ მრავალგზის დაფიქსირებულს, ღვთისა და ერის წინაშე ათასი დანაშაულის ჩამდენს „უწმიდესს“ უწოდებთ, ხოლო ჩვენ კი, ამ საქმესა და კიდევ, სხვა ღვთისმგმობელობაში მის მამხილებლებს, რუსეთის აგენტებს, მშიშრებს, ლაჩრებს… და კიდევ, რას არ გვიწოდებთ. ბატონებო, ცილს აგენტობაზე ვერ დაგწამებთ, მაგრამ ასე თავგამოდებული რომ იცავთ წარსულში ჩვენი ერის დამპყრობელი ქვეყნის ნამდვილ აგენტს, სერიოზული ეჭვის საბაბი არავის გაუჩინოთ!

თქვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე) პუტჩის პირველსავე დღეს გამოვიდა და საზეიმოდ მიულოცა უკვე ძაძებით შემოსილ საქართველოს ზვიად გამსახურდიას განდევნა სიტყვა-სიტყვით, აი, ასე: „გილოცავთ, დღეს საქართველოდან სატანა გაძევდა!“. როდესაც თქვენი უწმიდესის არქიმანდრიტი საერთო ეროვნულ უბედურებას ბედნიერი სახით გვილოცავდა, თქვენი პატრიარქი თავის სინოდთან ერთად დიდ სადღესასწაულო ტრაპეზს მართავდა ზვიადის გაძევების აღსანიშნავად და ულოცავდა თანამეინახეებს; არ გახსოვთ? ამოიღეთ სოგრატეს გამოსვლა ტელე-არქივიდან და გაგახსენდებათ! დღეს ეგ ბერი მამა ბასილივით, მამა გრიგოლივით, მამა ზურაბივით და სხვა ჭეშმარიტი მღვდლებივით მოკვეთილი კი არა ჰყავს თქვენს პატრიარქს, მანდვე უნდა გყავდეთ, სადმე, ტაძარში დაფასებული. მოძებნეთ და შეეკითხეთ, მართალს ვამბობთ თუ არა? არც ის გახსოვთ, თქვენმა საყვარელმა პატრიარქმა საზეიმო დახვედრა რომ მოუწყო მოსკოვიდან ჩამოსულ შევარდნაძეს? როდესაც წმინდა სინდისის ჭეშმარიტ პატრიოტებს — პეტრე გელბახიანსა და ირაკლი დოკვაძეს დახვრეტა მიუსაჯა შევარდნაძემ, მათ დასაცავად სამღვდელოების რიგებიდან ხმის ამოღებაც ვერავინ გაბედა თქვენი პატრიარქის შიშით. მხოლოდ მამა ბასილი (მკალავიშვილი) ატარებდა, თურმე, საპროტესტო გამოსვლებს სასამართლოებთან და მოითხოვდა, მოეხსნათ დახვრეტის განაჩენი პეტრესა და ირაკლისთვის; და თურმე, სიკვდილმისჯილებს  ციხეებში ნახულობდა და ყურადღებას არ აკლებდა.

როდესაც პეტრე გელბახიანი და ირაკლი დოკვაძე დახვრეტაზე გაყვანის უმძიმეს წუთებს განიცდიდნენ, თქვენი პატრიარქი მეგობრული სიყვარულით ტკბებოდა შევარდნაძის ელიტარულ დარბაზობებზე და ამ სიტყვებით უქებდა სისხლისმსმელ, ღვთისმბრძოლ, ტირანულ მეფობას: „ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული… ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“.

ჩვენ ახლა, პეტრე გელბახიანის სიკვდილის შემდეგ გავიგეთ: თურმე, მამა ბასილს უნდა ვუმადლოდეთ, ჩვენი ძვირფასი პატრიოტები მაშინ რომ არ დახვრიტეს. ხოლო მამა ბასილი, დღეს ციხეში გამომწყვდეული, სადღა გახსენდებათ თქვენ, „ზვიადისტებს“?! და იმის მაგივრად, მართალი მღვდლის ციხიდან გამოხსნაზე ზრუნავდეთ, პირიქით, ხელებს იტყავებთ მისი უსამართლოდ განმკვეთელისა და ეშმაკის მსახური პატრიარქის განდიდებაზე!

ასევე, განა არ იცით, რომ მამა ბასილი თქვენმა უწმიდესმა მხოლოდ იმიტომ განკვეთა და სასტიკად არბევდა წლების განმავლობაში ე. შევარდნაძის სადამსჯელო რაზმებით („ომონი“ ერქვა, ვგონებთ, იმ რაზმებს), რომ სამღვდელოებიდან პირველმა გაბედა და მოითხოვა საქართველოს ეკლესიის გამოსვლა სექტების მსოფლიო ორგანიზაციიდან — „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“-დან?! ხოლო რაც მაშინ ვერ აუსრულა მამა ბასილს თქვენმა პატრიარქმა რუსეთის იმპერიის აგენტობით და ე. შევარდნაძით, სამაგიეროდ, დღეს მიუჩინა ციხეში ადგილი ამერიკის იმპერიის აგენტ-მასონის — მ. სააკაშვილის დახმარებით.

doqsopulos_pasuxi_11_12

 ამ   ფორუმზე  მიხეილ სააკაშვლი და „ასავალ-დასავალის” უწმიდესი პატრიარქი  ერთად განადიდებენ პაპიზმსა და სხვა მიმდინარეობის ერესებს

ხოლო მ. სააკაშვილის და გიგა ბოკერიას სიძულვილს ნამდვილად ვერ დაგვაჯერებთ, რადგან მათი მშობელი-მასაზრდოებელი ქვეყნის — ამერიკის დროშა გაქვთ თქვენს ვებ-გვერდზე აღმართული და გაზეთ „ასავალ-დასავალზე“ აფრიალებული; თანაც, ყველამ კარგად ვიცით, რომ თქვენმა საყვარელმა ახალმა ,,ბოროტების იმპერიამ“ — ამერიკამ დაგისვათ ,,ვარდების რევოლუციით“  მ. სააკაშვილი ხელმწიფედ და ისიც ხომ ცხადზე უცხადესია, რომ თავს არ ზოგავს ა. შ. შ., რათა როგორმე გაამაგროს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მ. სააკაშვილის ღვთისმბრძოლი ხელისუფლება მილიარდობით დოლარით; ოღონდ, მამა ბასილის, მამა ზურაბის, მამა გელასის, მამა გიორგისა და ჭეშმარიტი მართლმორწმუნე ქართველი ერის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ხარჯავს მილიარდებს და არა თქვენი აგენტ-პატრიარქის ცრუ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რაც ასე ძლიერ სურს, თქვენთან ერთად მ. სააკაშვილმაც წარმოაჩინოს თქვენივე პატრიარქთან შეთქმულებით და დახმარებით (ვის „მართლმადიდებლობასაც“ ასე  „უწმიდესად“ და თავგამოდებით იცავთ).  

გაგახსენებთ: მაგ თქვენი საყვარელი იმპერიიდან შემოგდიოდათ იეღოველური და ნაირ-ნაირი სექტის წიგნები საქართველოში და  ამერიკის დეპარტამენტი  მფარველობდა ჩვენში მოთარეშე  სექტებს, რომლებიც მართლმადიდებლურ ტაძრებს გინგრევდნენ თვალწინ, ხატებზე ღვთისმშობელს და მაცხოვარს თვალებს თხრიდნენ, პირზე სიგარებს აწებებდნენ, ფეკალურ მასებში გიყრიდნენ მართლმადიდებლურ სიწმიდეებს,  ჯვრებს და ხატებს ერთად აგროვებდნენ, ბენზინს ასხამდნენ და  საკუთარ ქვეყანაში ცხვირწინ დაწვით გინადგურებდნენ ღვთაებრივ სიწმიდეებს.

doqsopulos_pasuxi_16_17_18

აქ კი აგენტურა დროზდოვ-ივერიელის „ტანდემი” სომეხ მონოფიზიტ მწვალებლებთან და მოლებთან ძმური მხარში დგომის სიყვარულს ადასტურებენ მასმედიისთვის საჯაროდ

ასე და ამგვარად, მკრეხელური ცინიზმით გიგინებდნენ მამა-პაპათა ხსოვნას და მრავალსაუკუნოვანსა და უფლისათვის თავდადებულ ისტორიას. არ თქვათ, ასე არ ხდებოდაო! თქვენდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თავად ამერიკის დეპარტამენტის ანგარიშებში და სხვა ზღვა ინფორმაციებით ინტერნეტშია განთავსებული და ამ ყველაფერს გიკეთებდათ ეგ თქვენი საყვარელი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი იმპერია, რომელმაც საბჭოთა სოციალისტური ქვეყნების (შტატების) იმპერია შეცვალა და დღეს ნამგალი და უროს ნაცვლად ლუციფერის ვარსკვლავთა ამ ახალ დროშას ურცხვად და ამაყად, თქვენდა სამარცხვინოდ, სცემთ თაყვანს! მოიძიეთ, აბა, ერთი: განა,  გიზით ვინმე ქართულ ციხეებში ჯვარ-ხატ-ტაძართა საზარლად მგმობელი და სექტათა სისხლის სამართლის დამნაშავე წარმომადგენელი? დიახ, არ ზიან ქართულ ციხეებში და არც ჩაჯდებიან, რადგან ამას თქვენი ბოროტების ახალი იმპერია — ამერიკა არ დაუშვებს! სამაგიეროდ, მართლმადიდებელი მღვდელი გამოგიმწყდიეს  ციხეში (საკუთარ ქვეყანაში) და თავიც რომ მოიკლათ, ვერ გამოუშვებთ ციხიდან, სანამ ამერიკის დეპარტამენტი არ მოგცემთ ამის უფლებას და არ უბრძანებს მ. სააკაშვილს, გააღოს საკნის კარები. და ამის შემდეგ, ამერიკის დროშააფრიალებულნი აცხადებთ, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა ვართო! მამა ბასილის მრევლი იეღოველთა წიგნების დაწვის გამო ამერიკის დეპარტამენტმა ჯარებით მხეცურად ზუსტად ისე დაარბია, როგორც რუსეთის იმპერიამ 9 აპრილს ქართველი ერი მთავრობის სასახლის წინ თავისუფლების მოთხოვნის გამო; ტაძრის კარები ჯავშან-მანქანებით შეუნგრია და მერე მთელი ამერიკული პრესა საზეიმოდ აღნიშნავდა, „სამართალი აღსრულდაო“ და თქვენ ყოველივე ამის შემდეგ გყოფნით თავხედობა, რომ ამერიკა ადიდოთ და ჩვენ რუსეთის აგენტები გვიწოდოთ?!

doqsopulos_pasuxi_28_29_30

 ბაპტისტურ-იეღოველური აღმსარებლობის ბოროტების იმპერია ასეთი სისასტიკით ბოლომდე გაანადგურდებს საქართველოში ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას, თუ ქართველები დროზე გონს არ მოეგებიან

გვესმის თქვენი, რადგან ძველი რუსული „ბოროტების იმპერია“ ღარიბი, სასტიკი და „გოიმი“ იყო, ხოლო ეს ახალი „ბოროტების იმპერია“ ასე ძალიან იმიტომ შეიტკბეთ, რომ მისი სიმდიდრით მოხიბლულხართ, მისი დოლარები თვალწარმტაც მომავალს გპირდებათ და თავს არ ზოგავთ, დაგვიმტკიცოთ, რომ ამერიკისა და ევროპის თავისუფალი ოჯახის წარმომადგენელი თავისუფალი ქვეყანა ბრძანდებით. დიახ, რა თქმა უნდა, ცოტა ხანში ასეც იქნებით, ოღონდ, ქრისტეს გარეშე, მისი მართალი რწმენის გარეშე, რადგან ბაპტისტურ-იეღოვლური აღმსარებლობის ამერიკა (რომელსაც თავის ტაძრებში ლესბოსელი ქალი-ეპისკოპოსები და მამათმავალი „მღვდელმთავრები“ მასიურად უზის და ისინი კი, თავის მხრივ, უკვე აკანონებენ ერთი სქესის ქორწინებებს ამერიკულ ტაძრებში) ან ისეთს გაგხდით თქვენ, როგორებიც თვითონ არიან, ან არადა, მოგიწევთ მამა ბისილივით ციხეებში მასიურად გამომწყვდევა. დიახ, ხომ ხედავთ, უკვე რას გაძალებენ — ლესბოსელ-მამათმავალთა „პარადებმა“ ჩაიარონ თქვენს ცხვირწინ დედაქალაქის ცენტრში! მარტო ბავშვთა პორნოგრაფიის ჟურნალების სკოლებში შეტანა რად ღირს?! ხოლო ამერიკანიზაციის მოდით თქვენს ტელეეკრანებზე სიბილწე მოედინება, საკუთარი პირით აგინებთ, უკვე, ქრისტეს; სექტების პროზელიტიზმი აღარ გჭირდებათ — თავად გასექტანტდით ისე, რომ ქართულ ტელესერიალებშიც პირდაპირ დედის გინებას, რწმენის მასხრად აგდებას, ყოველგვარი მართლმადიდებლურის შეურაცხყოფას ასწავლიან თქვენს ყრმა შვილებს. ხოლო განა, თქვენს უწმიდესს ან მის სინოდს როდისმე ამაზე პროტესტი განუცხადებია; დაუმოძღვრავთ თქვენი ტელეკომპანიები „მზე“, „რუსთავი-2“, „იმედი“…, რა სჩადიხართ, შვილებო, შეწყვიტეთ ეს საშინელება, უფალი სასტიკად დაგვსჯისო?! — არა! და არც იოცნებოთ, რადგან თავადაც ისეთ წარწყმედაში არიან, თქვენ რა უნდა დაგიშალონ და რა უნდა გასწავლონ?! ასე, რომ ამერიკანიზაციით და მისი დროშით მოხიბლულნო, ამერიკა თავის ჯარში გამსახურებთ, სააკაშვილ-ბოკერიასთან  ერთად, თქვენი დემოკრატიით, ხოლო იმტომ აცხადებთ ეშმაკს ღმერთად, რომ ამერიკა და მართლმადიდებლობა ერთად ვერასოდეს მორიგდება. გვერწმუნეთ, თქვენს პატრიარქს ამ შემთხვევაშიც არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რადგან სექტების მსოფლიო ორგანიზაციის — „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ — პრეზიდენტი იყო; ამერიკულ, ევროპულ სექტათა და სატანისტ აბორიგენთა შიშველ როკვას და ყალიონებით მისტიკურ რიტუალებს ლოცვად ასაღებდა და ამერიკის აგენტის — ბაპტისტური სექტის ლიდერ მალხაზ სონღულაშვილის უსაყვარლესი მეგობარია დღესაც. დიახ, კარგად გითხრათ ბატონმა „ვილჰელმმა“: „ჩუ, ვეჟო, ჩუ!“…

doqsopulos_pasuxi_3_4

 „ასავალ -დასავალის“ საამაყო ბოროტების ახალი იმპერიის, ამერიკის ცენტრში, ნიუ -იორკში –მამათმავალთა ტრადიციული აღლუმი, რომლის მგავსიც , თბილისშიც, მალე,  აუცილებლად უნდა მოაწყონ !

რაოდენ სამწუხაროა, მაგრამ ერთ დიდ უსამართობაშიც გედებათ ბრალი: ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებით დამამხობელ, ე. შევარდნაძის  ერთ-ერთ მთავარ შეთქმულს იხსენიებთ პატრიარქის უწმიდესი ტიტულით, თვალს ხუჭავთ ყველა მის დანაშაულზე და თაყვანს სცემთ ყველა მის ბოროტებას, ხოლო ტყვიითა და მახვილით სამშობლოდან გაძევებულ, ლეგიტიმური ხელისუფლების უმაღლეს პირს, ე.შევარდნაძისგან სიკვდილმისჯილს, ათას ჭირგამოვლილ ბატონ ბესარიონ გუგუშვილს ზვიადის მკვლელად აცხადებთ და ბილწი განკითხვით, როცა და როგორც მოგესურვებათ ხოლმე, ისე შეურაცხყოფთ. ამ გაუგონარი და საშინელი უსამართლობისთვის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგეთხოვებათ პასუხი, აი, ამ მცნების თანახმად: „არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა!“.

თქვენ, და არა მხოლოდ თქვენ, გსურთ, ისე წარმოაჩინოთ ხოლმე საქმე, რომ „პატრიარქისთვის“ ჯაბა, შევარდნაძე, ბოკერია, სააკაშვილი და სხვა ბოროტმსახურნი ცოდვილები არიან და თავზე ხელი უნდა გადაუსვას, ჩაეკრას და ჩაეხუტოს, ერთნაირად, მართალსაც და ბოროტსაც!  ფიქრია ჩიხრაძემაც ხომ ასე განაცხადა, პატრიარქი ისევე ლოცულობს ჩემზე, როგორც გიგა ბოკერიაზე და ყველა მისი შვილები ვართო. ხოლო ეს სიბრიყვე იმიტომ გემართებათ, რომ არ გაინტერესებთ, შეისწავლოთ სარწმუნოება, მისი დოგმატები, უფლის კანონები, წმიდათა ცხოვრება და საერთოდ, ეკლესიის სწავლება, მისი ისტორია, მისი წმიდა ღვთისმეტყველება.

doqsopulos_pasuxi_21_1_19

 იხ: პირველ ორ სურათზე ამერიკის მეთოდისტური ტაძრის „მღვდლები“ მამათმავალ წყვილებს „აქორწინებენ“, ხოლო მეორე სურათზე პროტესტანტმა პასტორმა ლესბოსელების დაქორწინების შემდეგ „საპატიო“ სურათი გადაიღო მათთან; ეს „ასავალ-დასავალის” უწმიდესი პატრიარქის მეგობრობის მსოფლიო „ევქარისტიაა“

პატრიარქებს, ეპისკოპოსებს და საერთოდ, მართლმადიდებელ სამღვდელოებას ნაბრძანები აქვს, იყოს შეურიგებელი, მამხილებელი და განმაკანონებელი ბოროტების ყველა გამოვლინებისა ერში; და ეს რომ ასეა, მოგიყვანთ ამის შესახებ წმიდა ამბროსი მედიოლანელის მაგალითს: „…აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქალაქში ქრისტიანებმა ებრაელთა სინაგოგა დაწვეს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელნი შეურცხყოფდნენ ბერ-მონაზვნებს. იმ მხრის გამგებელმა მომხდარის შესახებ იმპერატორს შეატყობინა და ხელმწიფემაც დაუყონებლივ ბრძანა, რომ იმ ქალაქის ეპისკოპოსს ებრაელებისათვის ახალი სინაგოგა აეშენებინა. წმიდა ამბროსიმ გაიგო თუ არა ამ ბრძანების შესახებ, წერილით მიმართა იმპერატორს და სთხოვა, ბრძანება გაეუქმებინა, რათა ქრისტიანები ებრაელთაგან შეგინებულნი და აბუჩად აგდებულნი არ ყოფილიყვნენ. ხელმწიფემ ყურად არ იღო ეს თხოვნა. მაშინ, მედიოლანში (ახლანდელი მილანი — ავტ.) დაბრუნებულმა ამბროსიმ საჯაროდ ამხილა იმპერატორის უსამართლო ბრძანება და სწორედ მაშინ, როდესაც იმპერატორი ეკლესიაში იმყოფებოდა, ამ სიტყვებით მიმართა: „მე გამოგიყვანე შენ არარაობიდან და მეფედ შეგქმენი! მოგეც ხელთ მტერი შენი და მთელი მისი მხედრობაც დაგიმორჩილე! მე მოვანიჭე სამეფო ტახტი შენს შთამომავლობას! მე ვილოცე უფლის წინაშე, რათა ადვილად გაგემარჯვა მტრებზე. შენ კი საბაბს აძლევ ჩემს მტრებს, „გამარჯვება“ იზეიმონ ჩემზე!..“. ამ სიტყვებით სულით სიღრმემდე შეძრულმა იმპერატორმა სასწრაფოდ გააუქმა თავისი ბრძანება. იმავე ხანებში თესალონიკის მოსახლეობა თავის მმართველ ბოტერიქეს აუჯანყდა, რომელიც თეოდოსის მეგობარი იყო და მოკლეს აჯანყებულმა შეთქმულებმა იგი. ხელმწიფე ამის გამო დიდად განრისხდა და თავისი მეომრებით შვიდიათასამდე თესალონიკელი გაწყვიტა: ქალები, ბავშვები, მოხუცები… ხელმწიფის ჯარისკაცები განურჩევლად ხოცავდნენ, ვინც კი ქუჩაში შეხვდებოდათ! ხელმწიფის ამ განუსჯელმა სისხლისღვრამ განარისხა ამბროსი მედიოლანელი  და აი, ერთხელაც, როდესაც ხელმწიფე თავისი ამალით ეკლესიაში დღესასწაულზე მივიდა, წმიდა მღვდელმთავარი სამართლიანი რისხვით აღვსილი გამოვიდა, ტაძრის შესასვლელთან მეფეს გზა გადაუღობა და მიმართა: არა ხარ ღირსი შენ, ხელმწიფეო, წმიდა ტაძარში შემოსვლის და არც წმიდა ზიარების მიღების, რადგან ცოდვად გაწევს მრავალი უდანაშაულოს მკვლელობა და ჯერ არ შეგინანია შენი საქციელი; შენი ხელები ქრისტიანთა სისხლით არის შეღებილი და შენი ბაგეები წმიდა ზიარებას ვერ მიიღებენ, რადგან გასცეს ბრძანება მკვლელობის. იმპერატორი უკან გააბრუნა წმიდა ეპისკოპოსმა შემდეგი ეპიტემიით (სასჯელი — ავტ.): დამხობილიყო ტაძრის შესასვლელში სხვა ეპიტემიადადებულებთან ერთად და ცრემლით მოენანიებინა თავისი დანაშაული; და მხოლოდ მაშინ დაუშვებდა ტაძარში სალოცავად. მართლაც, იმპერატორის გულში მალე ღვთის შიშმა დაისადგურა და იძულებული გახდა, აღესრულებინა ტაძრის შესასვლელში პირქვედამხობილს მღვდელმთავრის ეპიტემია“.

აი, ასე იქცეოდნენ ყოველთვის წმიდა პატრიარქები და საერთოდ, ქრისტეს წმიდა მღვდლები. თქვენ, ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე და კიდევ, სხვა მრავალნი კი თქვენი პატრიარქის მხრიდან მკვლელებთან გამუდმებული მეგობრობის და „მამობრივი ამბორის“ შესახებ „კეთილად“ განსჯით! უკვე არც ის გეუხერხულებათ, თუ როგორ უყვარდა თქვენს პატრიარქს ,,მხედრიონი“ და მისი თავკაცი და როდესაც ეს უკანასკნელი სამეგრელოს დასახვრეტად და მეგრელ კაცთა ცოლ-შვილის გასაბახებლად „ბრძოლებში“ მიდიოდა თავისი კრიმინალური ბანდით, თქვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევის გარეშე არ მიდიოდა და იქიდან დაბრუნებული და მოძმეთა სისხლში ხელებგასვრილი თქვენი პატრიარქის ამბორის ღირსიც ხდებოდა და შექებისაც (ზურაბ ნოზაძის პობლიკაციიდან: „ჯაბა იოსელიანის გუშინდელი იუბილე მარჯანიშვილის თეატრში“. „ჯაბა მთელი საქართველოს განსახიერებაა“ — სწორედ ასე ამკობდნენ გამომსვლელები იუბილარს… საფინალოდ, როგორც კარგ სპექტაკლში ხდება, ექსკლუზიურად მოპატიჟებული უწმიდესი და უნეტარესი სცენაზე ავიდა და „სამი განზომილების“ ავტორი იუბილარი ლამის მეოთხე განზომილებაში წარმოგვიდგინა: „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა მასთან მივედი და ვუთხარი: შენ საქართველოს სჭირდები! ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა. შემდეგ კი ხატი „საიდუმლო სერობა“ უსახსოვრა. თავად იუბილარი ხელზე და მხარზე ეამბორა უწმიდესს… ამასობაში, ახალგაზრდა მსახიობები მღეროდნენ და ხუმრობდნენ…“.

doqsopulos_pasuxi_23_22 გაზეთი “აღდგომა” (#2 1992 წლის 3.10), ჯაბა იოსელიანი: “მეგრელები უნდა ამოწყვიტო და ამ მიწაზე სხვები დაასახლო”. იოსელიანი ინტერვიუს აძლევს არკადი დუბინოვს – 1992 წ. (სიტყვა შეასრულა–ააოხრა კიდეც… ახლა, მოვალეობამოხდილი, მშვიდად განისვენებს დიდუბის პანთეონში)

კი, მაგრამ ამ ცხადზე უცხადეს უბოროტეს ამბებს რატომ უწოდებთ უწმიდეს ამბებს „ზვიადისტებო“ და ზვიადის უბოროტეს მტრებს მის მოყვრად რატომ აცხადებთ? თუკი მასების გასაბრიყვებელ ასეთ მსახურებაში თქვენ ამერიკის თვალწარმტაც სასახლეთა სიმდიდრეებს უხვად გპირდებიან, ვეღარანაირი შეგონება ვეღარ გიშველით, მაგრამ თუ მართლაც ეშმაკის ხიბლისმიერ მახეში გაბმულხართ, მაშინ, ნამდვილად რაღაც გეშველებათ!

როდესაც აჭარაში მ. სააკაშვილმა მშენებარე ტაძარი დაუნგრია, მეორე დღეს, მთელი აღშფოთებული ერის გასაკვირად, თქვენმა უწმიდესმა გულში ჩაიკრა სააკაშვილი თავისი ბოროტებით ზუსტად ისევე, როგორც ამას შევარდნაძის დროს აკეთებდა და თქვენც, ყველამ ერთად — „ზვიადისტებმა“ თუ პუტჩისტებმა გაკვირვება უმალ თაყვანისცემად გადააკეთეთ და როგორც სხვა პატრიარქისტული ბოროტება, ესეც ფარისევლურად გადაყლაპეთ და კვლავ, „უწმიდესოო“, განაგრძეთ!..

კი, მაგრამ კიდევ მეტი რა ბოროტება, მეტი რა ერესი, მეტი რა ღვთისგმობა უნდა მოიმოქმედოს მაგ თქვენმა პატრიარქმა, რათა თქვენ თვალები გაახილოთ და გონება გაგინათდეთ?! მართლაც, რომ  შემაძრწუნებელი და ზღვარდაუდებელია თქვენი ეგ ფარისევლობა და გონებადაბნელება!.. დიახ, ეგ თქვენი პატრიარქი — მამა გიორგის მხილებას გავიმეორებთ — „მრუშ, ნარკომან, მამათმავალ, ლოთ, თამბაქოს მწეველ, უფლის სახელით ვაჭარ თუ საიდუმლო პოლიციის თანამშრომელთა“ წარსაწყმედელი საკრებულოს პატრიარქია, რაც თავადვე გაგკვირვებიათ! განა, დიმიტრი ჩუბინიძე მეუფე ამბროსი ქათამაძის დამცველ წერილში თავადვე არ ჰყვება იმ უზნეო და უსამართლო ამბების შესახებ, რაც ყოვლად-წმიდა სამების ტაძრის „მღვდელთა“ წარწყმედას ცხადყოფს?! იქნებ, გსურთ, დაგვარწმუნოთ, რომ თქვენმა პატრიარქმა და მისმა სინოდმა, რაც იქ ხდება, იმის შესახებ არაფერი იციან?! ნუთუ, ასეთ დიდ ტყუილსაც იკადრებთ? იმ ბრძნული გამონათქვამისა არ იყოს, „თევზი თავიდან ყროლდებაო“, ეგ მაინც არ გახსოვთ? თქვენი პატრიარქისა და მისი სინოდის გარეშე ჩიტიც ვერ გადაფრინდება სამების ტაძრის ეზოში, რადგან თუკი მამა ბასილი, მამა გრიგოლი, მამა ზურაბი, მამა გელასი, მამა გიორგი ეკლესიის დოგმატიკისა და კანონიკის დაცვის გამო სამუდამოდ მოიძულეს, რატომ ამ და სხვა ტაძრებში რომ უსჯულოება ხდება, არავინ დასაჯეს წარსულში და ვერ სჯიან აწმყოში? შევარდნაძე შეიწყნარეს, იოსელიან-სიგუა-კიტოვანი შეიწყნარეს, სააკაშვილ-ბოკერია შეიწყნარეს, ყველა ჯურის ერეტიკოსს და ზნედაცემულს იწყნარებენ, მოლებს, რომის პაპებს, მამათმავლებს, ლესბოსელებს სიყვარულის და მეგობრობის ნიშნად სტუმარ-მასპინძლობას არ აკლებენ, მაგრამ მამა ბასილი, მამა გიორგი, მამა ზურაბი, მამა გელასი, მამა გრიგოლი და იგივე თქვენი გულისტკივილის საგანი — ეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე რატომ ვერ შეიწყნარეს?! პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ სიმართლე სძულთ და კაცთა მოდგმის მარადი მტრის — ეშმაკის მსახურებაში არიან.

ახლა, ჩვენდა სამწუხაროდ, ერთ მტკივნეულ საკითხსაც უნდა შევეხოთ, კერძოდ, მეუფე ამბროსი ქათამაძის მიერ ჩადენილ კანონიკურ შეცდომას. ამ ეპისკოპოსმა „პუტჩის“ დღეებში კანონიერი ხელისუფლების გვერდით დადგომით, მართლაც, რომ ვაჟკაცური და მართალი საქმე მოიმოქმედა, რითაც სამართლიანი პატივისცემა მოიპოვა ერში. მაგრამ მას ეს არ ამართლებს და მითუმეტეს, არ ამართლებს, რომ ეშმაკის მსახურთ კარზე შესანანებლად მისდგომია და ეხვეწება, დამაბრუნეთ ეპისკოპოსის ხარისხშიო! რადგან ორგზისი კრების XV კანონის თანახმად ეპისკოპოს ამბროსის ამის უფლება არა აქვს; ღვთის ეს კანონი ბრძანებს, რომ ერეტიკოს პირველიერარქს (პატრიარქი იქნება იგი, მიტროპოლიტი თუ ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი), ეკლესიის სხვა სამღვდელო იერარქია, მრევლთან ერთად, ვალდებულია, განუდგეს საეკლესიო კრების მოწვევამდე და ამ პირველიერარქის საეკლესიო ხელისუფლებიდან გადაყენებამდე. საეკლესიო სამართლით ერეტიკოსი პატრიარქის, როგორც სულიწმიდის მადლით თავად საყდრიდან დამხობილის და ერესის გამო უფლისაგან განკანონებულის, განჩინებები მოქმედად არ შეიძლება, ჩაითვალოს: იგი ვერ შეუჩერებს მღვდელმოქმედებას და ვერც განკვეთს ჭეშმარიტების ერთგული სამღვდელო დასიდან ვერავის! რადგან ერესში მსჯავრდებულს და მოციქულთა კანონით თავად განკვეთილს სხვისი განკვეთის განაჩენის მიღება არ შეუძლია. ასე, რომ ილია მეორეს არ შეეძლო, ეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე დაესაჯა ანუ მისთვის ეპისკოპოსის ხარისხი აეყარა; ამიტომ, ეპისკოპოსი ამბროსი კვლავაც თავის ხარისხში იმყოფება და პირიქით, სცოდავს იმით, რომ საეკლესიო სამართლით განკვეთილი ერეტიკოსი პატრიარქის იურისდიქციაში იხვეწება აღდგენას. ვთხოვთ მას, იხილოს ამის შესახებ კანონიკური განჩინება.

ამ წერილს ვამთავრებთ კვლავაც გიორგი მამაცაშვილის შეგონებით. იგი მასხრობს ჯოჯოხეთის ცეცხლზე და წერს: „ძვირფასებო, სიცილით მოვკვდი! ცოდვა გამხელილი ჯობს და ამ ტუტუცების გამო ვერ წარმოვიდგინე საკუთარი თავი ჯოჯოხეთის ალში გახვეული…“. ვერ წარმოიდგინე ხომ?! და ჯერ ვერც წარმოიდგენ, რადგან როგორც გეტყობა, ჯერ სრულიად ურწმუნო და მაგ შენი ქილიკით, მართლაც, ძალიან საბრალო ხარ, რადგან ჯოჯოხეთი წარმოუდგენლად მწარე სატაჯველია, გიორგი! ერთი წმიდა მამა შეევედრა უფალს, მინდა ვიხილო ჯოჯოხეთი, რანაირიაო და უფალმაც შეუსრულა თხოვნა: აიტაცა სულით და ჩაუშვა ჯოჯოხეთის ფსკერზე და როდესაც უკან დააბრუნა, ბერი დიდხანს შიშით დამუნჯებული იყო და მამების შეკითხვას, რა იხილეო, უპასუხა: „დედამიწაზე არ მეგულება  ისეთი დამნაშავე, რომ იმ ენითგამოუთქმელი და გონებით წარმოუდგენელი მარადიული სატაჯველისთვის მემეტებოდეს! ჯოჯოხეთის ფსკერზე ვიხილე ერეტიკოსი პატრიარქები, მიტროპოლიტები, მღვდლები, — ვინც კი უღალატა უფალს…“. დიახ, მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამა მაკარი დიდიც იგივეს გვასწავლის: „ჯოჯოხეთში ყველაზე უფრო შემზარავ ადგილას დაიტანჯებიან უღირსად მწირველი მღვდლები და აღთქმის დამრღვევი მონაზვნები“. ყურად იღეთ, ასევე, წმიდა ანტონი დიდის შეგონებაც: „არ შეცდე სარწმუნოებაში, რათა არ განარისხო შემოქმედი! ვისაც არ უპყრია ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, იგი დაუძინებელი მატლების კერძი და ჯოჯოხეთის მპყრობელის მსხვერპლი ხდება“.

ასე, რომ ფრთხილად, გიორგი, არ აღმოჩნდე ჯოჯოხეთის ფსკერზე მაგ შენს პატრიარქთან ერთად!

შეგეწიოს, ბატონ იოსებ ღუდუშაურის მიერ შენთვის ,,კომენტარებში“ გამოქვეყნებული წმიდა მამათა ლოცვა!

 „დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

 

37 Responses to “პასუხი სუკის აგენტ „ივერიელის“ სულიერ შვილს!”

  1. ნანინელა Says:

    satainis msaxurebi xarth,misamarthi vanos kantorashia,
    eris fizikuri ganadgurebade sulierebas bilwavth.thavad
    uwmindurebs eris sulieris simtkicis – misi uwmindesobis
    ganadgureba gsurth,33 vercxlad gaqiduli iskoriotelebi xarth.
    gaxsovdeth sakharthveloshi leghvis xeebi mravlad aris!

    • ლომისა Says:

      ამ ვიდეოდან კარგად ჩანს ვინ ვის კანტორაში თუ განყოფილებაში მუშაობდა. გთხოვთ თავი შეიკავოთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან. „დიდგორზე“ ყველაფერი დოკუმენტურადაა დადასტურებული.

      http://www.youtube.com/user/didgorivideo#p/u/18/EJSQIF5e9Ys

    • ლომისა Says:

      „დიდგორის“ ოპონენტების სიტყვიერ მარაგში ძირითადად ბინძური გინება და ამაზრზენი სიტყვები გვხვდება. ვითომ პატრიარქის დამცველებს და არა სარწმუნოების დამცველებს, სამწუხაროდ, მხოლოდ დედის გინება შეუძლიათ საკუთარი მრწამსის და შეხედულებების გამოსახატავად.

      შეგიძლიათ იხ. აქ თუ როგორ იგინებიან ისინი. ამ მისამართზე განთავსებული ვიდეოს ქვეშ ქვეყნდება სხვა და სხვა კომენტარები.

      http://www.youtube.com/comment_servlet?all_comments&v=EJSQIF5e9Ys&fromurl=/watch%3Fv%3DEJSQIF5e9Ys

  2. potgeo Says:

    რაღაც უბინძურესი ჩანაფიქრი ხორციელდება ამ გვერდზე,ვინა ხართ ეკატერინე და ვის დავალებას
    ასრულებთ,ვის მიზანს ემსახურებით და რა გინდათ?
    ფორუმელებო,დაუფიქრდით,თავიდან ჩამოყვით ბლოგერების კომენტარებს და თავად დაინახავთ,
    ვინმე ზურატო და ეკატერინე იმ ერთადერთი სიწმინდის შერყვნას ცდილობს,რის გარშემოც ერთიანია ქართველობა.დარწმუნებული ვარ,ამას საკუთარი ინიციატივით არ აკეთებენ და ვისგან
    მოდის ეს ერესი ჩემთვის პირადად აშკარა და შეუფარავია.
    მაკიაველური გეგმა ქართული მართლმადიდებლობის და მისი ბურჯის ავტორიტეტის შელახვის,
    ქართველობაში ქრისტიანული რწმენის შერყვნისა დიდი ხანია მუშავდება ოკეანის გადაღმა,ნუ
    გახდებით მათი ბრმა იარაღი.
    იცით რა არის შემაძრწუნებელი – სიუჟეტი,რომელში შეუფარავდ არის დაფიქსირებული არსებული რეჟიმის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქმედებების შეფასება მისი უწმინდესობისა
    და ზოგადად ქართული ეკლესიის მიერ,სრული რაკურსით შემოატრიალეს ვანოს დაგეშილმა
    იუდებმა და ახლა იმაზე ვსჯელობთ – რატომ არ შეაჩერა შლეგი ცრუ მესია ეკლესიამ?
    I კორინთელთა 6
    1.როგორ გაბედავს ვინმე თქვენგანი,თავისიანთან რომ აქვს დავა,ურჯულოებთან მივიდეს
    სამსჯავროზე და არა წმინდანებთან?
    2.ნუთუ არ იცით,რომ წმინდანები განიკითხავენ წუთისოფელს?ხოლო თუ თქვენ განიკითხავთ
    წუთისოფელს,განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ? (მათ.19,28)
    3.ნუთუ არ იცით,რომ ანგელოზებს განვიკითხავთ,მით უმეტეს საერო საქმეებს.
    4.თქვენ კი,როცა საერო საქმეები გაქვთ,თქვენს განმკითხველებად მათ აყენებთ,ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.
    5.თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას:ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი,რომ
    შეეძლოს განსაჯოს თავის ძმებს შორის?
    6.მაგრამ ძმა ძმას ედავება,და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
    7.და ისიც მეტად დამამცირებელი არის თქვენთვის,რომ ერთმანეთს ედავებით.რატომ არ
    არჩევთ ნაწყენად დარჩენას,რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?
    8.მაგრამ თქვენ უსამართლოდ ექცევით და ართმევთ,თანაც თქვენს ძმებს.
    9.ნუთუ არ იცით,რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ
    მოიტყუებთ:ვერც მეძავნი,ვერც კერპთაყვანისმცემელნი,ვერც მრუშნი,ვერც მხდალნი,ვერც
    მამათმავალნი,
    10.ვერც მპარავნი,ვერც ხარბნი,ვერც ლოთნი,ვერც მლანძღველნი,ვერც მტაცებელნი ვერ
    დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
    11.ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანნი;მაგრამ განიბანეთ,მაგრამ წმიდად გახდით,მაგრამ
    გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით!
    და მე გავბედავ კადნიერებას და დავამატებ: – ქართველი ერის სულიერი მამის,სამგზის
    უნეტარესი,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით!

    • ლომისა Says:

      რა შუაშია აქ ეკატერინე? ეს საიტი ეკუთვნის ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს.

      http://www.youtube.com/user/didgorivideo#p/u/7/yOy_uApb7rM

  3. mtvarisa Says:

    udidesi madloba statiistvis.

    • ნიკა Says:

      პასუხი_ნანინელა -ს
      ———————
      თქვენ ბრძანებთ “thavad uwmindurebs eris sulieris simtkicis – misi uwmindesobis ganadgureba gsurth”, მაგრამ საიდან დაასკვენით რომ “უწმინდესია” დღევანდელი პატრიარქი? ჯერ იქნებ გაეცნოთ მისის მოღვაწეობის ანტიმართლმადიდებლურ ფაქტებს ამ საითზე და შემდეგ განგვიჩინოთ ბრალდებები. მოლებთან, ბაბტისტებთან, კათოლიკებთან, კრიშნაიდებთან, ანგლიკანებთან, მამათმავლებთან, ლეზბოსელებთან თანალოცვები თქვენის აზრით “უწმინდესობაა”? მოუხმეთ გონიერებას.
      “დიდგორი” – ის პრესსამსახური

    • ნიკა Says:

      პასუხი potgeo _ს
      ——————–
      თქვენ ბრძანებთ: “მაკიაველური გეგმა ქართული მართლმადიდებლობის და მისი ბურჯის ავტორიტეტის შელახვის,
      ქართველობაში ქრისტიანული რწმენის შერყვნისა დიდი ხანია მუშავდება ოკეანის გადაღმა,ნუ გახდებით მათი ბრმა იარაღი…”, ჩვენ კი გპასუხობთ, ჯერ ეს ერთი, ან მისამართი შეგეშალათ, რადგან ზურატო და ეკატერინე ვინ ბრძანდებიან ჯერ ეს ვერ გავიგეთ, მეორეც, მართლმადიდებლობა ჯერ შეისწავლეთ, თუ შეიძლება, და მერე იქნებ გამოიტანოთ ლოგიკური დასკვნა, ვინ ბურჯია მართლმადიდებლობის და ვინ კიდევ დამამხობელი. დღევანდელი პატრიარქი და მისი სინოდი მართლმადიდებელი დოგმატიკის და კანონიკის ძირის გამომთხრელები არიან, რადგან ცვლიან, ამახინჯებენ და არ იცავენ მათ. მესამეც, თუ არავის და არაფრის განკითხვა არ შეიძლება, თავად რას წერთ ჩვენს განმკითხველ წერილებს ამ საითზე? მოუხმეთ გონიერებას, ასე აჯობებს ჩვენთვის კი, არა თქვენი სამართლიანობისთვის. რაც შეეხება ვანოს კანტორას, ყველა უკანონო ხელისუფლების კანტორაში თქვენი პატრიარქი (სსრკ სუკ-ის აგენტი_ივერიელი) დაბრძენებული და სახელოვანია „კგბႸნიკურ“ მუშაობაში, ხოლო მისი სინოდი კი ამ სუკისტურ საქმიანობაში მისი დიდი შემწე, ჯერ ოკეანისგადაღმელი მამა ბუშის პუტჩისტურ სამხედრო საბჭოს აკურთხებდა და გვამებს ითვლიდა საქართველოს სასაკლაოზე, მოგვიანებით შვილი ბუშის მზიანი ღამის მილოცვებს იღებდა თავისი აღსაყდრების “მზიან ღამეებზე” ვანო მერაბიშვილის და ნინო ბურჯანაძის გვერდით.
      “დიდგორი” – ის პრესსამსახური

      • ნიკა Says:

        p.s. ” და მე გავბედავ კადნიერებას და დავამატებ: – ქართველი ერის სულიერი მამის,სამგზის
        უნეტარესი,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით!” (potgeo)
        —————————-
        თქვენ რა პატრიარქმა დაგავალათ ჩვენი განკითხვა? თანაც სამგზის უნეტარესმა არა? ჭეშმარიტება მოითხოვს ასე დაიწეროს, ტრადიციულ ცრუ რელიგიათა წარმომადგენელ და მოდრენისტულ სექტებთან თანამლოცველი სამგზის ერეტიკოსი პატრიარქი ილია მეორე და მისი პან ეკუმენისტური სინოდი.
        “didgori”

      • ნიკა Says:

        აქ წაიკითხეთ და ნახეთ ვიდეო თქვენი პატრიარქის ილია მეორის და მისი სინოდის წევრის ზუგდიდ-ცაიშის ეპისკოპოს გერასიმეს სამგზის “უნეტარესი” ქმედების შესახებ. ამას ეძახით თქვენ მართლმადიდებლობას? ამას გასწავლით თქვენ მართლმადიდებელი მოძღვრების დოგმატები და კანონები? ნუ ასაღებთ თავს თუ შეიძლება მართლმადიდებლებად, ნეტა რაში გჭირდებათ ასეთი თვალთმაქცობა! სამარცხვინოა ყველა მართლმადიდებლისთვის რაც აქ წერია და რაც ამ ვიდეოზეა.
        იხ. http://www.1tv.ru/news/n90889

  4. ნიკა Says:

    აქ კი ყველა ერთად უფრო კარგად ჩანან, რუსეთის ყოფილი და ახლანდელი პატრიარქი და საქართველოს პატრიარქი, შუაში როგორც ყოველთვის და როგორც ყველაზე საპატიო ძმა და მეგობარი, კავკასიის სულიერი ლიდერი მოლა უზით.
    http://www.1tv.ru/news/n90978

    • ნიკა Says:

      პ.ს. 03.07.2006. Исходник Пул ОРТ. Саммит религиозных лидеров. Планы зала перед заседанием, участники – представители разных вер по всему миру. Крупные планы, перебивки, пресса. При встрече некоторые целуются, обнимаются.
      http://www.newstube.ru/media/pul-ort-sammit-religioznyx-liderov-plany-zala-pered-zasedaniem-uchastniki-predstaviteli

      • ნიკა Says:

        ახლა კი წაიკითხეთ მართლმადიდებლობის საფუძვლები, რომელზეც დგას ქრისტეს ეკლესია და შეუდარეთ თქვენი უწმინდესი პატრიარქის არამც თუ ლოცვითი ერთობის ქმედებების დანაშაულს (ფაქტები ამ საითზე უხვადაა), არამედ საეკლესიო სამართალში კარგად ამოიკითხეთ მრავალკონფესიურ რელიგიურ ფორუმებზე მართლმადიდებელ ღვთისმსახურთ რომ ეკრძალებათ დასწრება, აი, იმის შესახებ აკრძალვის განაჩენიც.
        ————–
        საეკლესიო კანონთა განმარტებანი მწვალებელთა მიმართ
        ———-
        ბალსამონი:
        ————–
        შეიძლება, ვინმემ იკითხოს: რატომ ერეტიკოსებთან ერთად მლოცველი ეპისკოპოსები,მღვდლები და დიაკვნები არ განძევდებიან და მხოლოდ განიკვეთებიან, როგორც მლოცველნი ვინმე განკვეთილთან ერთად, მოციქულთა მე-10-ე კანონის მიხედვით? გადაწყვეტილება. შეგიძლია სთქვა, რომ აქ იგულისხმება არა ის, რომ ეპისკოპოსი და სხვა ღვთისმსახურნი ერეტიკოსებთან ერთად ტაძარში ლოცულობდნენ, რათგან ასეთები, 46-ე კანონის მიხედვით, ექვემდებარებიან ეკლესიიდან გაძევებას; მსგავსად ამისა, _ ისიც, ვინც მათ ნებას რთავს, შეასრულოს რაიმე, როგორც კლერიკოსებმა. მაგრამ გამოთქმა ‘,,ერთად ლოცვა” მიიღე მაგივრად ამისა: ,,ჩვეულებრივი ურთიერთობის ქონა” და ,,ერეტიკოსის ლოცვის მიმართ შემწყნარებლობის გამოჩენა”, რადგან ასეთებთან, რომლებიც ღირსნი არიან მოკვეთისა, გაუკადრისება გვმართებს და არა ურთიერთობის ქონა. ამიტომაც, საკმარისად გამოჩნდა დასჯა განკვეთით.
        https://didgori.wordpress.com/2009/02/07/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0/

  5. ნიკა Says:

    რადგან ასეთებთან, რომლებიც ღირსნი არიან მოკვეთისა, გაუკადრისება გვმართებს და არა ურთიერთობის ქონა. ამიტომაც, საკმარისად გამოჩნდა დასჯა განკვეთით.
    —————————
    რედაქტორს ვთხოვ გაასწოროს წერილის ბმული : “საეკლესიო კანონთა განმარტებანი მწვალებელთა მიმართ”.

  6. ნიკა Says:

    მწარე ღიმილის მომგვრელია ის ამბავი რომ რელიგიური ლიდერები მოსკოვის სამიტზე ტერორიზმს, ძალადობას და რელიგიურ ექსტრემიზმს ვითომ რომ განიხილავდნენ, და თან მუსულმანი სამყაროს რელიგიური ლიდერები მრავლად ესწრებოდნენ, მაშინ, როდესაც თავად ქალებისთვის დახვრეტის განაჩენი გამოაქვთ. სად არიან ახლა ეს მათი მეგობარი მუსლიმი ლიდერები? ნუ ირცხვენენ თავს თქვენი “მართლმადიდებელი” პატრიარქები ღვთისა და ქვეყნიერების წინაშე…
    იხ. ბმული ორ ქალს დახვრეტის განაჩენი როგორ გამოუტანეს მრწამსის შეცვლის გამო და საბერძნეთში დახმარებას ცდილობენ.
    ————————————-
    http://freemaryamandmarzieh.agazilos.org/

  7. potgeo Says:

    მე იმ თაობის წარმომადგენილი ვარ,რომელიც 80-იანმა წლებმა ეპოქალურ ხორცსაკეპში გაატარა,
    სკეპსისი და სტრიქონებს შორის კითხვა ჩვენი თაობის აზროვნების წესი იყო და რჩება პირადად
    ჩემთვის.ალბათ,ასაკთან ერთად იდეალიზმი ფერმკრთალდება,მაგრამ სამაგიეროდ რეალობას
    შეგრძნება მძაფრდება.მე არა ვარ იმ ელექტორატის წევრი,რომელიც ტაშისცემით ეხმაურება ან სამთავრობო ტრიბუნიდან წარმოთქმულ ყალბ მოწოდებებს ან მიტინგის ფიცარნაგებიდან
    რუპორში ამოყვირებულ ურაპატრიოტულ ლოზუნგებს.სადაც მე ვდგევარ,იქედან რაღაც
    ჯოჯოხეთური ანტი-ქართული,ანტი-მართლმადიდებლური გეგმის მიშას რეჟიმის მიერ
    სისრულეში მოყვანას ვხედავ და ეს მაშინებს.მაშინებს,რადგან არ ვიცი (გუმანი კი მაქვს) სად
    და ვის მიერ იწერება ქართული სახელმწიფოებრიობის ტერმინაციის პროექტი.
    2003 წლიდან გეგმაზომიერად მიმდინარეობს:
    1.ეროვნული-ზნეობრივი ფასეულობათა დევალვაცია.
    2.ეროვნული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის შეგნებული ნგრევა..
    3.ეროვნული სიმდიდრის გასხვისება-გაყიდვა
    4.ეროვნული სიამაყის დამცრობა.
    5.ეროვნულ-ისტორიული იდეალების უარყოფა
    ჩვენ ამას მეექვსე წელია ვეგუებით.შევეგუეთ კი არა,სიმღერებს ვუძღვნით ცრუ მესიას.
    შევეგუეთ ყველაფერს – გაუპატიურებულ სამართალს,დაკანონებულ უსამართლობას,
    გაყიდულ მიწას,წაგებულ ომს,დათვლილ და დაუთვლელ მსხვერპლს.ხმამაღლა ვიყვირეთ,
    ქუჩაშიც გამოვედით და ბოლოს მაინც შევეგუეთ,რადგან ექვსწლიანმა ნიჰილიზმა და
    “ჩემი სახლი – ჩემი ციხესიმაგრეა”-მ კონფორმისტებად გვაქცია.
    ეროვნული ღირებულებათაგან გაძარცულ,ომში დამარცხებულ ერს მომავალი არა აქვს თუ
    იმ ერთადერთ მარადიულ მუდმივას დაკარგავს,რამაც ერს ეროვნულობა და ქვეყანას სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა.ამ ფუნქციას 17 საუკუნეა ასრულებდა და ასრულებს
    ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.ზემოთ უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ:
    ტაბუა ეს და ვაშინერს!
    სამყარო დიდია,ცარგვალი ფეხითაც მოივლება,ვარსკვლავიც ქრება კაბადონიდან.
    საქართველო არის და უნდა იყოს ქართველთ საუფლო,სხვაგვარად ის საქართველო არ არის.
    ამის ბურჯია დღეს პატრიარქი,ნუ ხელჰყოფთ იმ სიწმინდეს,რამაც აქამდე მოგვიყვანა.
    ნუ იქნები მისი უწმინდესობის მეხოტბე,მაგრამ ნურც მღვდელთმთავარი კაიაფა გახდები…
    მათე 24,
    37.”იერუსალიმო,იერუსალიმო,დამხოცავო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან წარმოგზავნილთა!რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება,როგორც ფრინველი იკრებს
    ფრთებქვეშ თავის ბარტყებს,მაგრამ არ ინდომეთ.”
    38.”აჰა,გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად.”
    39.ვინაიდან გეუბნებით თქვენ:ვეღარ მიხილავთ ამიერიდან,ვიდრე არ იტყვით:
    “კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!”

  8. levani Says:

    ერთი სიწმინდე დარჩა ამ საცოდავ საქართველოს და იმასაც ვებრძვით, ვაი ჩვენს თავს უბედურს.. ილია ხომ ჩვენი ხელით მოვკალით, ეხლა ილია მეორის ჯერი დადგა. სამ ნაწილად კი არა და ას ნაწილად დაშლის ღირსი ვართ…

    • davit Says:

      gadamria ra am xaxma, kaco levan da potgeus, ar kitxulobt aq werilebs? sena levan kaco saxareba mainc waikitxe jer, mere mas wminda mamebis ganmartebebi miayole antiqriste rom unda gamefdes da mere mieci didgoris saits shenishvnebi, gaige shena? an kitxulobt saxarebasac da aq wminda mamaebis werilebsac da daskvnebis gamotanis unari saertod ar gagachniat? batonma nikam warmogidginat martlmadidebeli eklesiis kanonebi romelic ilia meorema ekumenizmis talaxsi amoavlo, argvevs uflis kanonebsa argvevs ra ver gaiget kaco ra mogividat da ranairad iqneba qristes kanonebis uarmyofeli martlmadidebeli!!! da kide uwmindesio gaizaxiT? vaime vaime ra xdeba es, es ra sibnelea da am xaxis sulsa da gonebashi ufalo ra xdeba, gamagebine!!! kaco pederastobastan locva ggoniat tqven siwminde? sam colianoba ggoniat tqven siwminde, qartvelta xocva-jletvaze kurtxevebis gacema ggoniat tqven siwminde, seqtebtan locva ggoniat tqven siwminde? ? da kidev vin mostvlis ilias da misi sinodis umsgavso ubedurebebs, ha kaco, gamagebineT bedshavno ra dagemartat ra?

      • levani Says:

        „ჩვენ გვყავს ზეციური საქართველო, ძლიერი წინაპრები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაეხმარებიან ქართველ ერს, დავძლიოთ ის სიმძიმეები, რომელიც გვარგუნა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ დაკარგოს ღვთისა და მომავლის იმედი, არ დაკარგოს თავის რწმენა“.

        „ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება – სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს“.

        წაიკითხეთ მისი ეპისტოლეები, მისი გამონათქვამები.. ენა როგორ გიბრუნდებათ და მასზე ცუდს როგორ იძახით. მისი ყოველი სიტყვა სიკეთითა და სიყვარულითაა სავსე, და ამ კაცს თქვენ ანტიქრისტეს მსახურს უწოდებთ.

        მე ერთი რამის მჯერა.. მჯერა, რომ დღეს საქართველოში უფრო მეტი მორწმუნეა, ვიდრე გუშინ (რათქმაუნდა, ცრუ მართმადიდებლები ყოველთვის იყვენ და იქნებიან, თქვენი არ იყოს).
        პატრიარქი დიდი ძალისხმევით ებრძვის ნარკომანიას (რათქმაუნდა შეიძლება არსებობდნენ ნარკომანი მღვდლები, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, უამრავი ნარკომანი განიკურნა ტაძარში).
        პატრიარქი ცდილობს საქართველოს კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა გამოასწოროს, და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებს.
        არ დამავიწყდება რა გააკეთა ქართულმა სამღვდელოებამ ომის დროს და ომის შემდეგ ფრონიტს ხაზზე საპატრიარქოს თაოსნობით.
        პატრიარქმა არაერთხელ შეძლო და ძმათაშორისი სისხლისღვრა აგვარიდა (სამწუხაროდ, ბევრჯერ არ დავუჯერეთ და დავისაჯეთ).

        ეს არის უმცირესი ნაწილი იმ დიდი ღვაწლისა, რაც პატრიარქს აქვს საქართველოსთვის. ამ დიდ ადამიანს თაობები უკვდავყოფენ, ხოლო მის წინააღმდეგ მებრძოლი მედროვეები არავის არ ემახსოვრება.

        რაც შეეხება ეკლესიურ კანონებს, ამ კანონების სწორად გაანალიზებას სერიოზული სასულიერო განათლება სჭირდება, და თქვენი გონებრივი შესაძლებლობები ამას ვერ გაწვდება. დიდი ცოდვაა ცილის წამება, მითუმეტეს ამისთანა ადამიანის. დარწმუნებული ვარ, მისი უწმინდესობა ღმერთს თქვენს შენდობას ავედრებს, რადგან თვითონ ვერ ხვდებით რას აკეთებთ.

  9. davit Says:

    „ჯაბა იოსელიანის გუშინდელი იუბილე მარჯანიშვილის თეატრში“. „ჯაბა მთელი საქართველოს განსახიერებაა“ — სწორედ ასე ამკობდნენ გამომსვლელები იუბილარს… საფინალოდ, როგორც კარგ სპექტაკლში ხდება, ექსკლუზიურად მოპატიჟებული უწმიდესი და უნეტარესი სცენაზე ავიდა და „სამი განზომილების“ ავტორი იუბილარი ლამის მეოთხე განზომილებაში წარმოგვიდგინა: „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა მასთან მივედი და ვუთხარი: შენ საქართველოს სჭირდები! ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა. შემდეგ კი ხატი „საიდუმლო სერობა“ უსახსოვრა. თავად იუბილარი ხელზე და მხარზე ეამბორა უწმიდესს… ამასობაში, ახალგაზრდა მსახიობები მღეროდნენ და ხუმრობდნენ…“.
    ++++++++++++++++++++++
    arsad dagekargot aemand magla suratshi jabastan teatrshi skamze wamogorebuli da misi maqebari “uwmindesi wmindani”! midit, midit aqet da adidet mkvlelta makurtxeveli da chadit jojoxetis kuprshi mastan ertad!!!

  10. levani Says:

    საქართველოს საპატრიარქო ‘’ერთობის ახალი ტრაქტატის’’ ტექსტს ავრცელებს. ტრაქტატის სრულ ტექსტს გათავაზობთ.
    `სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მსგავსად `ივერიელთა ერთობის ტრაქტატისა~ (1790 წ.) შეიქმნა ღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა
    ერთობის ახალი ტრაქტატი (2009-2010 წწ.)
    დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
    ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა, საუკუნეთა წინ ერთ ერად ჩამოყალიბებულნი, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი
    საქვეყნოდ ვაცხადებთ: კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი _ მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს, გამოხატულს ჩვენსა აზრსა და ქმედებაში, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, გმირი წინაპრების მსგავსად, დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და ტრადიციები, ჩვენი თავისუფლება და ღირსება~.
    ტრაქტატის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სვეტიცხოველში წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა და მრევლს მასზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

    • ნიკა Says:

      ბატონო ლევან, თქვენ ბრძანებთ, რომ საეკლესიო კანონების განმარტებას და სწორად გაანალიზებას სერიოზული სასულიერო განათლება სჭირდება, კი მაგრამ წმინდა მამებზე უფრო დიდი სერიოზული სასულიერო განათლება ვისა აქვს?ან პატრიარქისაგან განდგომილ მღვდლებს, ვისაც სასულიერო სემინარია აქვთ დამთავრებული სასულიერო განათლებას უწუნებთ? ჩვენ ხომ ჩვენ ანალიზს არ ვაკეთებთ საეკლესიო კანონების, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ კანონისტ მამათა განმარტებებს ვაქვეყნებთ, რომ მწვალებლებთან ლოცვა არ შეიძლება. ამასვე გვასწავლიან წმინდა მამები, ხოლო პატრიარქი კი მთელი თავისი სამღვდელმთავრო მოღვაწეობის ჟამს მწვალებლებთან ლოცულობდა. ასე რომ, გთხოვთ, ჭეშმარიტებას ნუ ებრძვით და წარწყმედას ცხონებად ნუ ასაღებთ.

      • ნიკა Says:

        p.s. თუ შეიძლება წარმოადგინეთ რაიმე ფაქტი, რაში დავწამეთ პატრიარქს ცილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ვერ წარმოადგენთ, თქვენ გედებათ ბრალი ჩვენდამი ცილისწამების ცოდვაში.
        “დიდგორი” – ის პრესსამსახური

  11. a.sanduxaZe Says:

    Togeto da Levan

    გადავხედე ზემოთ მოყვანილ კომენტარებს, მშვენიერი სიტყვაკაზმულობაა, მაგრამ ჭეშმარიტება და სიმართლე სად ჩანს?
    ძალიან, ძალიან მინდა ვერწმუნო ყოველივე ამას, მაგრამ …
    ბატონი “ტოგეტოს” თქმის არ იყოს მეც 80 წლების პირმშო ვარ, წმიდა ილია მართლისამებრ რომ ვთქვათ; ჯერ კიდევ სიყმაწვილიდან მეც ამიყოლია სამშობლოს ბედმა მუხთალმა, არასდროს მიოცნებია ასისთაობაზე და ციხისთაობაზე, მინდოდა ერთ უსახელო უფლისციხელად დავრჩენილიყავ…
    აქ არ შევუდგები კამათს საეკლესიო კანონ-სამართალსა და მართლმადიდებლური დოგმების შესახებ, ამას მშვენივრად ართმევენ თავს ამ გვერდის მესვეურები.

    მე მხოლოდ მინდა რამოდენიმე კითხვა დავუსვა ამ გვერდის ოპონენტებს.
    ბატონო პოტგეო და ბატონო ლევან, თქვენებრ მეც შეძრწუნებული ვარ საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენების გამო, ქართლი თვალსა და ხელს შუა გვეცლება, არს სჩანს ერის პატრონი და ჭირისუფალი…

    დავბერდი შევარდნაძის ყურმოჭრილ მონებთან და მიშას ამფსონებთან კამათსა და გაწამაწიაში, ეს მანქურთები ჩემს სამართლიან შენიშვნებსა და ამ ორი გარეწარის მხილებისას საქართველოს კათალიკოს პატრიარქს მიპირისპირებენ: შენ ვინა ხარ მას პატრიარქი უჭერს მხარს და ლოცვა კურთხევას აძელვსო.
    და ეს მართლაც ასეა!
    თქვენ ბრძანებთ: პატრიარქმა მრავალჯერ აგვარიდა ძმათა შორის სისხლისღვრასო. როდის ბატონებო, იქნებ 1991 წლის 22 დეკემბერს?
    როდესაც ქაშუეთის ეკლესიის ქონგურებიდან ტყვია-ჭურვები დაუშინეს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას?
    იქნებ მაშინ, იმავე დღეს საქართველოს ამოძირკვა რომ იწყებოდა ათასობით ადამიანი ილია II რუსტაველზე გამოსვლას და ძმათა შორის სისხლისღვრის შეჩერებას რომ ეაჯებოდა?

    ისმინა კი ერის ხმა, მისმა სულიერმა მამამ?
    სამაგიეროდ თბილისის აეროპორტში… და საქართველოს სისხლისმსმელს კი ტრაპთან ეახლა.
    იქნებ მაშინ შეაჩერა სისხლისღვრა, როდესაც იმელის შენობის წინ შევას ყურმოჭრილი მონები დაჩოქილნი, რომ ევედრებოდნენ გაეგრძელებინა საქართველოს ამოგდება?
    იქნებ მაშინ გადაარჩინა საქართველო სისხლის ღვრას, როსესაც ნათლავდა და ორდენით აჯილდოებდა ედოს, ჯაბას და რუსის სალდაფონ გრაჩოვს?
    ამოიღეთ კი მაშინ სამშობლოს სვე-ბედით გულმკვდარმა მამულიშვილებმა ხმა?
    ილია მეორემ მარიამობის წმინდა დღესასწაულზე სამების ტაძარში მიშას საქართველოს ჯვარისმტვირთველი რომ უწოდა მაშინაც შეაჩერა საქართველოში სისხლისღვრა?
    ინაუგურაციებზე ხოტბა დიდებას რომ ასხამდა ამ ორ ნაძირალას მაშინაც სისხლისღვრას აჩერებდა არა?
    ღმერთი, რჯული, დღეს უსაშველოდ, სულის ამოხდამდე მინდა, რომ საქართველოს პატრიარქი ნეტარხსენებულების უწმინდესი და უნეტარესების კირიონის, ლეონიდეს და ამბროსი ხელაიას გზას ადგეს, მაგრამ ის ახალაიებს აჯილდოებს ორდენებით, ღმერთო დიდებულო, მომიტევე, ამის შემდეგ შეიძლება, რამეზე საუბარი კი?
    თქვენ სულით ხორცამდის შეძრულები ხართ დღევანდელი მთავრობაძეების მტრობითა და მუხანათობით, მაგრამ მითხარით, არის კი პატრიარქის რომელიმე ეპისტოლე, სადაც ის არ ლოცავდეს ამ ღვთის პირიდან გაგდებულებს და მადლობას არ სწირავდეს მათ?
    ამბობთ: ილია მოვკალითო, არა ბატონებო, ილია ქართველს არ მოუკლავს, აქ არ აქვს მნიშნელობა ჩახმახს ხელი ვინ გამოჰკრა, ორჯონიკიძემ თუ ბერბიჭაშვილმა, ილია კაცობრიობის მტრებმა მარქსისტებმა მოკლეს ხოლო მათმა სულიერი მემკვიდრის უშუალო უსტაბაშობით საქართველოს კანონიერ მთავრობას და პრეზიდენტს ესროლეს.
    რატომ არ დაიქუხა მაშინ საქართველოს ეკლესიების სამრეკლოებიდან განგაშის ზარმა? თუმცა მათი ქონგურებიდან ტყვიამფრქვევი კაკანებდა და ქვემეხები ჰქუხდნენ, ზარები კი ავისმომასწავებლად სდუმდნენ, და ეს დუმილი იყო დასტური საქართველოს ამოგდებისა და გაპარტახებისა.
    მახსოვს, ეროვნული მოძრაობის წლებში საპატრიარქომ შექმნა რაღაც წიგნი, სადაც უნდა შეეტანათ საქართველოს მტრებისა და მოღალატეების გვარ-სახელები, საინტერესოა, თუ არის ამ ნუსხაში შეტანილი ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე – საქართველოს სისხლისმსმელი და მისი გამოჩეკილი და აღზრდილი წიწილი მიხეილ სააკაშვილი?
    თუ არა და მაშ რა აზრი აქვს უმ ტრაქტატებს, მაშ რად გვჭირდება ის გაცვეთილი გუთანი, რომელიც სარეველას ძირშივე არ ამოთხრის?
    ესეც მორიგი თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი.
    ღმერთო გადმოხედე გათანგულ და გატანჯულ საქართველოს!
    ამინ!

    • davit Says:

      saakashvili jvrismtvirtveli, shevardnaze msoflio mashtabebis pirovneba, jaba ioseliani saqartvelos saxe, mola romelsac qriste saertod ara swams momavali taobebisatvis magalitis mimcemia, lol, ra patriarqic aseti unda ra! vai chvens tavs ubedurs, ra dgeshi vart! batono sanduxaze gaixare, dagelocos simartle! am sityvebze chveni muslimtahgan mowyvetili asiatasi mowame da mefe-dedofalni saflavebshi mwuxarebit gadabrundebian!
      მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ქადაგების აპოგეა
      ილია II ქების მიძღვნა მოლისადმი: „მრავალწლიანი თავისი ერთგული მსახურებით მთელი კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერი შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე წარმოადგენს დიდ მაგალითს მომავალი თაობებისათვის, მისი როლი როგორც მებრძოლის მშვიდობის დაცვის საქმეში გასცდა აზერბაიჯანის საზღვრებს;” http://www.blagovest-info.ru/index.php?ss=2&s=3&id=3542

      • davit Says:

        nu esec mtlad “martlmadidebluri uwmindesi” moZRvrebaa togetosa da levanisatvis
        ილია II მიერ მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო საჯარო ქადაგება:
        ა)„ჩვენი ეკლესია წევრია ისეთი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციებისა, როგორებიცაა ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”, „ევროპის ეკლესიათა კონფერენცია” და ქრისტიანული სამშვიდობო კონფერენცია… ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა” ( ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა”, 1988, N2, გვ. 72/ #1).

  12. Ekaterina Says:

    იმ მძვინვარე კომუნიზმის ეპოქაში, როცა სუკისა და ცკ-ტკ-ს ჩარევით სდებოდა, ლამის უბრალო ტაქსისტის და მაღაზიის გამყიდველის დანიშვნა თანამდებობაზე, ეკლესიაც არ იყო გამონაკლისი ამ ჩარევებისა!…
    1977 წელი, ეს იყო შეიძლება ითქვას კომუნიზმის პიკი! სკკპ მინისტრთა საბჭოსთან არსებობდა ელესიისა და სასულიერო საქმეთა განყოფილება, რომელიც სინამდვილეში პირდაპირ უშიშროების კომიტეტის დაქვემდებარებაში იყო, სადაც წინასწარი შერჩევა და მომზადება ხდებოდა იმ სასულიერო პირების, რომლებსაც მომავალში უნდა ჩაებარებინათ საპატრიარქოები და სხვა მაღალი სასულიერო თანამდებობები …
    … ამით მე მგონი ყველაფერი ნათქვამია და მიმხვედრი მიხვდება და ვინც ვერ მიხვდება თავის თავს დააბრალოს, ეს უკვე მისი პრობლემაა… აი ზუსტად ბევრი, რომ ვერ ხვდება იმას, რაც ხელის გულზე ზემოდან დევს და ან არ უნდა რომ დაინახოს!?, იმიტომაც ვართ ასეთ მოდებილო და ტვინგაყინულ, უკვე რამის ფანატიკურ, გაყინულ მდგომარეობაში, რომელიც სამწუხაროდ ალბად ასეც გასტანს …
    მეტი ინფორმაციის მისაღებად ნახეთ ეს ბმული (არ დაგეზაროთ კარგად გაეცანით, იქნებ თვალი აგეხილოთ რამენაირად!?):
    https://didgori.wordpress.com/2008/09/23/პასუხი-სუკის-აგენტ-„ივერ/
    ეს მასალა ჩემი დაწერილი არ არის, მაგრამ აქ ბევრი მწარე სიმართლე წერია ბევრზე…
    … ვინმემ შეიძლება ბევრი რამე დამაბრალოს აქ, მთავრობასთან კავშირი, იეღოველობა ან სულაც ტერორისტობა! მაგრამ მერწმუნეთ და ვფიცავ ღმერთს, რომ ეს სამწუხაროდ ზემოთ რაც დავწერე, მართლა მწარე სიმართლეა!!! მე 40 წელს გადაცილებული, ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მე არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, უბრალოდ ჩემი მიზანია, რომ გამოფხიზლდეთ, ვისაც უკვე ფანატიზმში გადაგდით ”რაღაც-რაღაცეები” და ყველაფერს შეხედოთ ისე როგორც არის, ცხოვრებაში რეალურად მოცემული, რაგინდ მწარე არ უნდა იყოს ის!!!

  13. ALEXI Says:

    გუბაზ სანიკიძე პრსა.გე–ს
    http://presa.ge/index.php?text=news&i=10931

    დღემდე ყველა საუბრობს ამ თემაზე, მაგრამ მაინც არავინ არაფერს ლაპარაკობს. მაინც რა მოხდა მაშინ პატრიარქთან დაკავშირებით?

    – მაშინ, ოპოზიციის ნაწილს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სამების ეკლესისთან მისულ ხალხთან პატრიარქი გამოვიდოდა და მოითხოვდა სააკაშვილის გადადგომას. როდესაც ჩვენ ჩვენი კოლეგებისგან ასეთი რამ შევიტყვეთ, ოღონდ ნუ მომთხოვთ გვარების დასახელებას, რადგან ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინვე გავაკეთეთ განცხადება.

    ——————————–

    გამჟღავნდა! — სტადიონიდან ხალხი წაიყვანეს ანაფორიან გებისტთან ამის იმედით! — მან კი ჩვეულად უღალატა…

    • davit Says:

      ბატონო ალექს, წავიკითხე პრესა.გე-ში გუბაზ სანიკიძე ბატონის ინტერვიუ და მეც გამოვთქვამ ჩემს ჰაზრსა, აი რას ბრძანებს ეს გოლიათი მაგრამ ურწმუნოებით ტვინდამცრობილი კაცი: ”მე ნეიტრალიტეტზე არ ვლაპარაკობ იმიტომ კი არა, რომ არ ვარგა, არ გამოუვა საქართველოს ნეიტრალიტეტი, სისულელეა ეს და იმიტომ…” – ო, გეყურებათ თქვენა? არ გამოუვა სისულელეაო! ეს კაცი ეტყობა მადამ თუ ლედი ნელის ბრატიშკაა, მაგრამ ის ვერ დავაზუსტე, ვისი მონობა ჰნებამს ამ გოლიათსა ჩაჩა-ჩაჩა-პედრესტი ეკლესია რომ აქვს და ქალი ეპისკოპოსად უზის იმ ამერიკისა და მეორე პედრეასტი კაცი კიდევ ეპისკოპსად წოდებული მუტრუკებს რომ აქორწინებს ერთურთზედა იმ ანგლიკანურ ეკლესიაში იმ ევროპისა თუ იმ რუსეთისა ახლა რომ ბომბებს თავში გვაყრის და გვჟუჟავს? ნეტა რომელის მონობა ჰსურს სანიკიძესა ხომ ვერ ჩახვდით თქვენ მაინც ბატონო ალექს, კეთილო ადამიანო? ამ ტანით გოლიათსა ღმერთი თურმე თვალში ეპატარავება, ვერა ჰხედამს, მისი ღვთაებრივი ძალა დედამიწას და მზეს რომ თავის ნებაზე ატრიალებს ვერ შეუგრძვნია და მისი მონობა სისულელედ მიაჩნია!

      • ნიკა Says:

        დავით, ნება მომეცი ერთ სიტყვაში არ დაგეთანხმოთ. თქვენ ბრძანებთ, ბ-ნ გუბაზზე: ”აი რას ბრძანებს ეს გოლიათი მაგრამ ურწმუნოებით ტვინდამცრობილი კაცი”. შეიძლება ადამიანი დღეს მართლაც ურწმუნო იყოს, მაგრამ მეორე დღეს თავი დადოს რწმენისათვის, ეს არავინ უწყის, გარდა ღვთისა…(ბილწ ღვთისმგმობელებზე არ ვლაპარაკობ). ამიტომ, დავით, ნუღარ იხმარ სიტყვა ”ტვინდამცრობილი” – ს. არ მიიღო ჩემი ეს მცირე კორექცია საწყენად. სხვა მხრივ სრულიად სამართლიანია თქვენი აღშფოთება.

        —————————

        პატივიცემით: ნიკა გვარამია (”დიდგორი” – ის პრეს-მდივანი)

      • ALEXI Says:

        ბ-ნო davit, მეც არ გეთანხმებით ადამიანისადმი მიმართვის ასეთ ფორმაში. თქვენ რომ კითხულობთ „მაგრამ ის ვერ დავაზუსტე, ვისი მონობა ჰნებამს ამ გოლიათსა“-ო, მაგის პასუხი ინტერვიუს ქვედა ნაწილშია, ალბათ გამოგრჩათ ან ყურადღება ვერ მიაქციეთ მის ერთ საყურადღებო აზრს. კერძოდ, იგი მიშა სააკაშვილს საყვედურობს რომ „ნატოს“ დაგვაშორაო და რა თქმა უნდა მაგისთვის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა ყველთვის უტოპია იქნება. მონობასაა მიჩვეული ეტყობა და ახლაც სხვისი (ნატო) იმედით სურს ფონს გასვლა. ეროვნული მოძრაობის ერთგულებას გვეფიცება და თან ურცხვად ცრუობს ამხელა კაცი. აბა სად ეროვნული მოძრაობა, რომელსაც იდეოლოგიად ენა, მამაული სარწმუნოება აქვს და სად „ნატოს“ დოქტრინა? რა აქვს „ნატოს“ და მის პოლიტიკურ „მამებს“ საერთო ან უფლის სარწმუნოებასთან და თუგინდ ეროვნულ იდეოლოგიასთან. ესენი ხომ ეროვნული მოძრაობის პირწავარდნილი მტრები არიან? ბელგრადის დაბომბვა თუ დაავიწყდა ნატოს ჯარების ავიაციის მიერ ქრისტეშობის ღამეს ამ ცრუპენტელა გოლიათს, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ იქ არსებული მართლმადიდებელი ტაძრების დაწვაზე არაფერი აქვს გაგონილი? იქნებ ჭურში ზის და ვერაფერი გაიგო? რა ვიცი ამხელა კაციც (ტანითაა დიდი) რომ ჭურში ჩაჯდება და ვერაფერს იგებს სხვას რაღა უნდა მოსთხოვო?!

        მინაწერი

        ე.ი. მიშას უნდა აჯობოს ბნ-მა გუბაზმა „ნატოსთან“ დაახლოვებაში! ამისთვის უჩივიან ახალი ხალიფატის კარზე (თეთრი სახლი) მიშიკოსა და ამიტომ არბენინეს აღმა-წაღმა „ხალიფატისგან“ გაწამებული ხალხი? არაფერი საერთო ეროვნულ მოძრაობასთან მას არ ჰქონია და ვეჭვობ მომავალშიც რაღაც შეიგნოს. მამამისის „უქარქაშო ხმელები“ რომ წაეკითხა ბოლომდე დაკვირვებით, ნატოზე აღარ იოცნებებდა. თუმცა იქაც არის ისეთი მომენტები, როდესაც სარწმუნოების მოღალატე მეფეები, რომლებმაც მატერიალურად შვება მოჰგვარეს ქვეყანას, უფლის სარწმუნოებისათვის თავდადებულ მეფეებთან არიან გატოლებულნი. რას ვიზამთ? ზოგიეთები მზადაც კი არიან იმისათვის, რომ ქვეყნის მატერიალური და ეკონომიური წინსვლის საფასურად, უფლის მტრების ჯარები შემოიყვანონ. ეს რა თქმა უნდა ლამაზი პატრიოტული ლოზუნგებით იჩქმალება და საერთო ჯამში არავითარი კავშირი არა აქვს ეროვნულ მოძრაობასთან.

  14. davit Says:

    აჰა ”ე.ი. მიშას უნდა აჯობოს ლოოლ ბნ-მა გუბაზმა „ნატოსთან“ დაახლოვებაში!”, არა? ბატონო ალექს? მადლობთ, ძლივს ახლაღა გავიგე! იხარე კეთილო ძმაო! ბატონო ნიკა ნუ მებოდიშებით, მომეცით შენიშვნა რამდენიც გაგეხარდეთ, რასაც მე მლანძღენ ამ საიტზე, დეგენერატოოო, უკან შეგთხრი რაღაცასო და ასე შემდეგ, მათთაან შედარებით თქვენი შენიშვნა დედის იავნაანასავითაა ჩემთვის! მაგრამ სულ ყველგან ეს დემოკრატიის გარყვნილი მამები ენას მუცელში მაგდებინებენ ჩემს ქვეყანაში, ჩვენია თავისუფლება, ჩვენია სახელმწიფო, ჩვენია პოლიცია, ჩვენია ჯარი, ჩვენია მასმედია, ჩვენია ტაძრები, ჩვენ ვართ ბატონები ამ ქვეყანაში ეკუმენისტები და სექტებიო და შე ვიგინდარა
    მართლმადიდებელო ხმა გაიწყვიტე და წადი ხრიოკზე ილოცეო! ახლაღა აქ დიდგორზე ამოვიღე თავისუფლად ხმა და მხრებში გავიშალე და არც აქ დამაკლეს ისე მლანძღეს პადრე ჯემალმა, ლენონმა და სხვა ტურა-ძერებმა და თუ აქაც აღარ გამომათქმევინებთ ჩემს აზრს დემოკრატიულად, მაშინ დაგემშვიდებებით თქვენც! მაგრამა თქვენი დიდი ხათრის და მართლაც კლასიკური მენტალიტეტის მიუხედავად ერთს მაინც თამამად გეტყვით: როგორ? ეს გუბაზი, კუკავა, ძიძიგური, შარტავა, დევიატკა-ხაინდრავა, ბურჯანაძის ყვავ-ქალა, ძმები ტურა ბერძენიშვილები და ძმები თხა გაჩეჩილაძეები და მათი მსაგვსნი მთავრობასა თუ ოპოზიციაში ვითომ იმედი გაქვთ ასიათასი მოწამესავით თავს დადებენ რწმენისათვის? ნუ კარგით რა ბატონო ნიკა კი მაგრამ ეს როგორ გეშლებათ, რადგან ნუთუ უკვე არ გადაათელინეს და დააფურთხებინეს ხატებს ამ გამყიდველებმა ამერიკა-ევროპა-ნატოიას, როცა მართლმადიდებელთა მღვდლი იეღოვას მოწმეების გამო ციხეში მიაბრძანა სააკაშვილმა და ისე იღაღანეს და იბილწსიტყვავეს წლები თავის მიტინგებზე რომა თქვენ-დიდგორმა სიტყვა ვერ დააძვრევინეთ ხმა ამოიღეთ მღვდელზეო, როგორ არ ეაჯებოდით? კაცო არ გადამრიოთ ეს რაც ამ ლადოს ვიდეოებში ხდება ეგ ჩაჩაჩა-კრიმინალები რეგისტარციაში არ გაატარა სააკაშვილმა? და ის საწყალი გურამ შარაძე კიდევ მაგ მობუქნავეთა რეგისტარციის გაპროტესტების გამო არ დახვრიტეს ქუჩაში? კი მაგრამ დაგავიწყდათ, რომ მაგ გოლიათ გუბაზს და მის მოელვარე ოპოზიციას კრინტიც არ დაუძრია არც მამა ბასილის პატიმრობაზე და არც გურამ შარაძის მკვლელობაზე? და ახლა კიდევ პედერასტ-ლეზბოსელთა ეკლესიების მფარველ სამხედრო ალიანსს- ნატოში თავზე ახტებიან ერთმანეთს ეს დევიატკა-ოპოზიცია და ისე არ მიექანებიან? საინტერესოა ამ გოლითმა გუბაზმა და მისმა ოპოზიციამ როდისღა უნდა დადონ თავი რწმენისთვის, როცა უკვე გადაჯეგეს ბაჰომეტური ჩლიქებით წმინდა ხატები და ზედ აფურთხეს სიწმინდეებს იეღოველთა და სხვა ჩაჩა-ჩა- მოვიტვიტე სექტების მფარველი ნატო ღმერთად და მფარველად რომ აირჩიეს?? გაყიდეს ბატონო ნიკა მაგათ ღმერთი რა ხანია, გაყიდეს!!!

    • davit Says:

      არა რას გეტყვით იცით, მაგათ ოპზიციას მე ვიცი რა მუცლის გვრემაც სჭირთ: ხელისუფლება უნდათ, მაღალ-მენტალიტეტური დეფილეები ტელე-შოუებში, მარტო იმას რა დამავიწყებს კახა კუკავა წითელ ნიფხვიან სულ შიშლიკანა ქალებთან ვალსს ამერიკულად რომ ცეკვადა ზესტაფონელი გაევროპელებული მუტრუკის შოუში! ხან წაღმა მიუშვერდნენ წითელნიფხვიან უკანალებს კუკავას დედაკაცები და ხან უკუღმა და კუკავაც ბუშ-კლინტონურად სცემდა ტაშსა! ახლა უკვე ამერიკულად იქცევიან ყველა კავკასიური კომპლესისაგან განთავისუფლებული ქართველები. არა მიშა მაგარია, მაგ პუტჩისტებს ეგონათ ზვიადივით დაამხობდნენ მხეც-დიოკლიტიანესა და ახლა დაჰკმაყოფილდნენ იმ ნამცეცებს ლეზბოსელ-მამათმავალი ამერიკიის ეკლესიის სახელმწიფო რასაც ძაღლებივით გადმოუყრის მაგ ჭეშმარიტი რწმენის მოღალატეებსა! პარდონ რა, ლადოს ბრალია, ეს რა ვიდეოები გამოაქვეყნა, საერთოდ წამიხდა ამ კაცობრიობაზე შთაბეჭდილება!

      • davit Says:

        აი გუბაზ სანიკიძეს, კახა კუკავას, ზვიად ძიძიგურს, ნინო ბურჯანაძეს, ”წმინდა ჩეფჩიკას” და სხვებს ნატოში შესვლა რატომა სწადიათ, ასე უნდათ რომა განთავისუფლდნენ:

      • ნიკა Says:

        ბატონებო, გილოცავთ, გიორგობას! ღმერთი შეგეწიოთ ოჯახებთან ერთად, თქვენ და სრულიად საქართველოს!

  15. giorgi Says:

    vinc patriarqze cuds ityvis an dacers nu geckinebat xalxo imitom rom egeni yvela eshmakis shvilebi arian . mag laparakit patriarqs verafers daakleben piriqit tavis tavs daumoneben eshmaks

    • ლომისა Says:

      არ განვიკითხავთ ბ-ნო გიორგი და პატრირქზე იმას ვწერთ რაც უთქვამს თავად პატრიარქს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: