ე. შევარდნაძე – „ასავალ-დასავალის“ კერპი

 ვარდების რევოლუცია რომ მასონური ლოჟების მიერ იყო მოწყობილი და ამერიკიდან ე. შევარდნაძის მხოლოდ ჩანაცვლებას წარმოადგენდა  მ. სააკაშვილით, ამას მოწმობს ე. შევარდნაძის კრწანისის რეზიდენციაში მეფური პატივით არსებობა, მაშინ როდესაც მ. სააკაშვილმა არ დაინდო არავინ და ციხეები პატიმრებით აავსო, ხოლო დამხობილი "მეფე" სასახლეში რატომ უნდა გაეჩერებინა?! დიახ, მასონური იერარქიის წევრები ერთმანეთს უდიდეს პატივს მიაგებენ; ასე რომ, ვარდების რევოლუცია იყო ქართველის ერის დიდი მოტყუება რადგან ე. შევარდნაძე არც არავის დაუმხვია, იგი კვლავ თავის ადგილას დიდად დაფასებული ბრძანდება და მხოლოდ ნებაყოფლობით გადაულოცა საქართველო თავის "შვილს" მ. სააკაშვილს

„დიდგორის“ რედაქცია



ამ ტრაგედიის ჟამს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ “ასვალ-დასავალი” უკანასკნელ ნომერში კვლავ “გაგვიხარებდა” გულს მისი მარადიული რესპონდენტის უზნეობის პუბლიკაციით.

სოროსული ვარდების რევოლუცია

მართალი ყოფილა გამოთქმა”უზნეობას საზღვარი არა აქვს”-ო

ეს უკვდავი “კაშეი” ასეთი ზნედაცემული სიბილწით გვიწამლავს კვლავ ისედაც დაკოდილ გულსა და სულს:
მინდა კარგად გამიგონ “ასავალ- დასავალის” მკითხველებმა _ თუ ცხინვალის რეგიონში შევიდოდით, პირველ რიგში როკის გვირაბი უნდა აგვეღო.. შეცდომა იყო ასე რომ არ გაკეთდა. თუმცა, ადრე როცა სპეციალისტებს ვკითხე, როგორ შეიძლებოდა ამ გვირაბის აფეთქება, მიპასუხეს, წარმოუდგენელიაო.

                           
"რეზონანსი", #87, პარასკევი, 2 აპრილი, 2004 წელი
შევარდნაძეს 14 ათასიანი პენსია ექნება ?
(იფრინდა) საქართველოს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ყოველთვიურად მიიღებს 14 ათასი ლარის ოდენობის პენსიას – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ. ამგვარად, შევარდნაძე 1000-ჯერ მეტ თანხას მიიღებს, ვიდრე ისინი, ვინც თავის თავზე გადაიტანა მისი მმართველობის ყველა "სიკეთე".
http://www.opentext.org.ge/04/resonance/087/087-7.htm

ამკაცს ყოველგვარ უკეთურობასთან ერთად მახსოვრობის უნარი დაბადებიდან რომ არ დაჰყვა ეს დიდი ხანია ვიცით. თუმცა, როგორ არა, გულში ჩატენილი ღვარძლი და გესლი არც აროდეს დაუვიწყია შურისძიებისათვის.

მასონური რევოლუციების კუბოები საქართველოში

რასაც ახლა მოგახსენებთ, ღმერთის წინაშე ვფიცავ, სრული სიმართლეა.
1991 წლის სექტემბრის მიწურულს, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა სადეზინფორმაციო სამსახურები ჩვეულ დეზინფორმაციას გადასცემდნენ სამაჩაბლოს შესახებ, სამაჩაბლოელმა ლტოლვილებმა გადაწყვიტეს წასულიყვნენ “წითელ ურდოში” და იქედან მიეწვდინათ სიმართლე დანარჩენი მსოფლიოსათვის. ერთ-ერთი მგზავრობისას ჩემი სამაჩაბლოელი ლტოლვილი მეგობრის თხოვნით მეც თან წავყევი მათ მოსკოვში. ამ აქციის მიზანი იყო მოსკოვში აკრედიტებული საერთაშორისო საინფორმაციო სამსახურებისათვის სიმართლის მიწოდება და “ოსტანკინოს” პიკეტირებები.

ერთ დღეს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გადამდგარი პენსიონერი შევარდნაძე მართავდა “პოლიტიკური მოძრაობის დემოკრატიული რუსეთის” პრეზენტაციას და შემოგვთავაზეს იქ წასვლა, აქციის ორგანიზატორებმა დათქმულ დროს მართლაც მიიყვანეს ლტოლვილები კინოს სახლთან, სადაც პრეზენტაცია იმართებოდა. როდესაც გადამდგარი მინისტრი გამოჩნდა და იქ მყოფი ქართველობა დაინახა პირკატა ეცა, მივიდა აქციის მონაწილეებთან და შესთავაზა: ოღონდ ახლა დაიშალენით და სადაც გინდათ იქ შეგვხდებითო, თუნდაც მის საკუთარ სახლში. აქციის მონაწილეები არ დაშლილან, მაგრამ შეხვედრაზე დასთანმხდნენ.

მეორე დღეს მართლაც მოხდა შეხვედრა შევარდნაძის მოსკოვურ სასახლეში, შეხვედრამ მეტად დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, იყო მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა, ის ჩვეული დემაგოგიით ცდილობდა დასმული კითხვისათვის გვერდი აევლო და საკუთარი”ღვაწლი და დამსახურება” წარმოეჩინა იქ შეკრებილი საზოგადოებისათვის, რომლის ძირითადი მოთხოვნა ასეთი იყო: რატომ არ რეაგირებდა შევარდნაძე სსრკ – ს ტელევიზიით გადაცემულ დეზინფორმაციებზე, რომლებიც ქართველი ერის საზიანოდ იყო მიმართული. პასუხი არ  და ვერ მიიღეს მისგან.

უამრავი დასმული შეკითხვიდან მხოლოდ ორიოდეს გამოვყოფ. ამ სტრიქონების ავტორმა “მსოფლიო პოლიტიკოსს” დაუსვა კითხვა როკის გვირაბის შესახებ.

დამული კითხვისაგან გაბრაზებულმა ექს-მინისტრმა ასეთი რამ წამოაყრანტალა: დადგება დრო, როდესაც ეს როკის გვირაბი საქართველოს გადარჩენის სასიცოცხლო არტერია იქნება და მაშინ მომიგონებთო.

მის ქარაგმებს ეშმაკი თუ გაუგებს თავსა და ბოლოს, მაგრამ რას გულისხმობდა ამ გამონათქვამში ნამინისტრალი შევარდნაძე ეს დრომ დაადასტურა. თურმე მართლაც საქართველოს სასიცოცხლო არტერია გახდა ეს დაწყევლილი გვირაბი ჩვენი ქვეყნისთვის.
მაშინ სასიცოცხლო არტერიაო, ახლა აფეთქებაო, სირცხვილი რომ მძიმე სატარებელი – საქონელია, შევარდნაძისთვის აღმზრდელებს თავიდანევე უსწავლებიათ და ისიც ერიდება ამ ტვირთის ტარებას მთელი მისი”სახელოვანი” ცხოვრების მანძილზე.

დღეს კი ხედავთ როგორ აყრის ხალხს თვალში ნაცარს?   
მინდა ვკითხო მის მარადიულ კორესპონდენტს: ბატონო სანებლიძევ, იქნებ აგვიხსნა როდის არის ეს კაცი წრფელი და მართალი, ამ კითხვაზე მხოლოდ შენ შეგიძლია პასუხის გაცემა, რადგან შენ ხომ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე დიდი “ედიკოლოგი” ხარ!

  

მასონურ-სოროსული ვარდების რევოლუცია ქართველი ერის მონაწილეობით (არჩევანი: ბარაბას გზა)

მეორე კითხვა სამაჩაბლოელმა მასწავლებელმა ქალბატონმა დაუსვა რუსულ ენაზე. აი, მაშინ უნდა გენახათ შევარდნაძის გაშმაგება, შეგვეშინდა კრუნჩხვებში არ ჩავარდნილიყო; გაცოფდა, მაგრამ რა გაცოფდა, რას ჰქვია რუსულად მელაპარაკებიო. ქალბატონმა კი უპასუხა განა შენ არ მართავდი ყოველ პლენუმს, პარტიულ კრებას თუ ყრილობას რუსულადაო, ისიც კარგად მახსოვს ცხინვალში ტროლეიბუსის გახსნა რუსულად რომ მოგვილოცე ცხინვალელებსო. კითხვა კი ასეთი შინაარსის იყო: რას მოიმოქმედებდა ე. შევარდნაძე მისი ოპოზიციის წინააღმდეგ ის რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოსო, ამაზე ხომ მთლად გაუტია: ეს რაები გელანდებათ, მე არასდროს არ დავბრუნდები საქართველოში, რიგით მოქალაქედაც კიო. ეს არასოდეს არ  მოხდება, გჯეროდეთ ჩემიო, ამ ნათქვამის მერე მართლაც შემეპარა ეჭვი და შიში, ღმერთმა ნუ ჰქნას ეს კაცი საქართველოში დაბრუნდეს-მეთქი, გავიფიქრე წამსვე. ცხინვალელმა ქალბატონმა მის მიერვე დასმულ კითხვას თავადვე უპასუხა: ხეს არ დატოვებ საქართველოში სახრჩობელის და კედელს ნატყვიარის გარეშეო, გულმა უგრძნო ქართველ ქალბატონს და ეს წინასწარმეტყველება ათქმევინა, რომელიც ჩვენდა საუბდეუროდ აგვიხდა კიდეც.

ეს ყველაფერი “მოამბის” მაშინდელი მოსკოველი კორესპონდენტის მიერ იწერებოდა ფირზე, რომელიც დამონტაჟებულ-დასახიჩრებული გადმოეცა საქართველოს ტელევიზიას.

მეორე დღეს “ოსტანკინოს” პიკეტირებისას ჩვენთან მოვიდნენ რუსი დემოკრატები და ასეთი რაღაც გვითხრეს: კრემლი ე. შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებას აპირებს და ღმერთი არ გაგიწყრეთ რომ ეს კაცი საქართველოს დაუბრუნდეს, თორემ ქვას ქვაზე არ დატოვებსო, გაუფრთხილდით თქვენს ხელისუფლებას, თუ გინდათ რომ საქართვეელო გადაურჩეს ამ ავანტიურასო.

გადის თვეები და საქართველოში მართლაც ილეწება სისხლის კალო და საქართველოს “მეორედ მოსვლის” ჟამი უდგება. ის კაცი, ვინც თვეების წინ გაიძახოდა საქართველოში ცოცხალი არ დავბრუნდებიო, როგორც მოგვევლინა კარგად ახსოვს ქართველობას. რამდენი რამ უნდა ჩამოვთვალოთ ამ ორგულა და ორპირა არსების შესახებ, განა ის არ იძახოდა ჩემი სამშობლო საბწოთა კავშირია და მე უზბეკეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენიაო, და კიდევ რამდენი განა და განა…
განა ეს არსება არ ჩაგვჩიჩინებდა “ორი რუსეთი არსებობსო”? განა ამ კაცმა ბოიკოტი არ გამოუცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმს?
განა ბედის მწარე ირონია არ ის, რომ ეს კაცი დამოუკიდებელი საქართველოს “მმართველი” გახდა?

დღეს კი “ასავალ-დასავალის” ე. შევარდნაძის სპეცკორესპონდენტი სანებლიძე დაუცხრომლად ცდილობს “დიდ ქართველი პატრიოტის” დაუსრულებელ აფიშირებას და მისი “საკაცობრიო” აზრების პროპაგანდას.
ეს ტირანი უზნეო არსება განუწყვეტლივ გაიძახის; “ცხინვალისა და აფხაზეთის კონფლიქტების გასაღები კვლავ რუსეთში დევს”-ო. საქართველოში
რატომ არ წამოიღო ის გასაღები?! ემძიმა და ტარება ვერ შეძლო!  ვის დუტოვა ეს გასაღები, მეორე დემოკრატიულ, ელცინის რუსეთს?  

გაზეთის მესვეურებო, მართალია, თქვენი ნებაა, რას და ვიზე დაბეჭდავთ თქვენს გაზეთში, ვერც ვერავინ შეგეცილებათ, არც ხალხის ხმას ისმენთ!
განა დღეს, ამ ფონზე ზნეობრივად მიგაჩნით ე. შევარდნაძის ინტერვიუების ბეჭდვა? სად მიუდიხართ უბედური საქართველოს საცოდაობას, რად არ გებრალებათ ქართველი ხალხი, რატომ იმეტებთ მას ამგვარი დაუსრულებელი შეურაცყოფისათვის. ნუთუ ვერ გრძნობს ამას ვერც ერთი თქვენგანი?

რეზიდნციაში მოკალათებული “მსოფლიო დონის პოლიტიკოსი” თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში! გალაღებული იმით, რომ ვერვინ შებედა პასუხის მოთხოვნა მის შავბნელი დანაშაულის გამო. თვით კიდე ისე მიაჩნია, თითქოს ჩვენს თავზედ დატეხილ უბედურებაში ბრალი ჩინეთის იმპერატორს მიუძღოდეს! 

კომუნისტური ჟურნალისტიკის გადმონაშთ სანებლიძის მხრიდან ეს ნორმალური გამოვლინებაა, მაგრამ სხვები რას ფიქრობთ?
ეს კაცი სანებლიძესთან ჩახუტებული კი არ უნდა ჭუკჭუკებდეს, ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს, კრწანისის რეზიდენციის ნაცვლად, ორთაწალის საკანში უნდა იჯდეს და გამომძიებლის დასმულ კითხვებს უნდა პასუხობდეს!
ვაი, ჩვენს პატრონს! უპატრონო ეკლესიას ვინც შემოესია, ვხედავთ აგერ უკვე კაი 16 წელიწადია, მაგრამ როდემდის ღმერთო, როდემდის?  

საქართველოს ექს-პრეზიდენტის ინტერვიუ გაზეთ ÖSTERREICH-ში (19.08.2008)

ედუარდ შეევარდნაძე რუსეთსა და საბწოთა კავშირის ექს-პრეზიდენტს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. მას ესაუბრა ფლორიან ლემსი.

ÖSTERREICH:
თქვენ რომ დღესაც საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყავით და არა სააკაშვილი, საქმე მივიდოდა იქამდე, რომ რუსები საქართველოს მხარეებში შემოვიდოდნენ?

ე. შევარდნაძე:
ამის გარანტიები არ არსებობს, რომ რუსეთი არ შემოვიდოდა. მ. სააკაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში ჰქონდა უფლება ცხინვალის აღებისა. ეს საქართველოს ტერიტორიაა. მე უფლება არა მაქვს ის ამისათვის გავაკრიტიკო. 

ÖSTERREICH:
გორბაჩოვმა ამ რამდენიმე დღის წინ თქვა, თითქოს საქართველო დამნაშავეა იმაში, რაც ხდება. რას იტყვით თქვენი ყოფილი შეფის ამ გამონათქვამზე?

ე. შევარდნაძე:

ეს სრული იდიოტიზმია, მე ვთვლი, ვიღაცამ გორბაჩოვს უთხრა, რომ ის ახლა ასე უნდა რეაგირებდეს. მე მახსენდება, რომ მისი შეცდომების გამო და ბორის ელცინის შეცდომების გამო საბჭოთა კავშირი 12 – 15 წლით ადრე დაინგრა.

ეს მოკლე ამონარიდია იმ ინტერვიუდან, რომელიც სსრკ-ს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა და საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთს რომ მისცა.

თითქოსდა უჩვეულო ამ კითხვა – პასუხში არაფერია, მაგრამ…სწორედ რომ, მაგრამ! სწორედ რომ მისი წყალობით იქნა ეს ტერიტორიები ოკუპირებული და მის მიერვე “სამშვიდობო მანდატით” აღჭურვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარები ჩაყენებული. „მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა“, „დიდმა მოაზროვნემ“, გენშერის, ქოლის, ბეიკერის, ბუშის, ანდრიოტისა და თანსუ ჩილერის საამაყო მეგობარმა გაუბედურებულ საქართველოს, როგორც მისმა სულიერმა წინაპარმა სტალინმა, საბედისწერო ბომბები დაუტოვა საბოლოო გადაშენებისა და მოოხრებისათვის! თითქოს ბალტინის ჯარები 1993 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხოშიმინის მოწვევით შემოვიდა და არა რუსეთის ემისრისა და „ნამესტნიკის“ ედვარდ-გიორგი შევარდნაძის მოწვევით.

ამ ბებერ მელას ხალხი მართლა ბითური ჰგონია, თითქოს არავინ არაფერი არ იცოდეს!

საქართველოს სასჯელი, სულში ჩაფურთხება და ბედის ირონია იყო ის, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ბოლო ათი წლის მანძილზე მართავდა კაცი, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია, იმიტომ რომ თავი ცოცხალი აღარ უნდოდა თუ უზბეკეთს მის სამშობლოდ აღარ მოიაზრებდა! აკი მისტირის წარსულსა და მის პარტიულ ამხანაგებს სასტიკად ამუნათებს: „რომ მისი (გორბაჩოვის) შეცდომების გამო და ბორის ელცინის შეცდომების გამო საბჭოთა კავშირი 12 – 15 წლით ადრე დაინგრა“.
  
ამ სიტყვებს კომენტარი არ ჭირდება, ყველაფერი კიდევ ერთხელ გამჟღავნდა!

სავალალო და საუბედურო ის არის, რომ მისი ღირსეული მემკვიდრე, მ. სააკაშვილის რეჟიმი ამ ცოცხალ გვამს ლენინის მუმიასავით კრწანისის რეზიდენციაში ინახავს და ქართულ გაზეთს „ასავალ-დასავალი“  მისი სიყვარული დღესაც ვერ ამოუგლეჯია გულიდან და ყოველ ნომერში „გულს გვიხარებს მისი ფოტოებისა და მისი „ბრძნული ნააზრევის“ ბეჭდვით.

ჩვენ რომ მართლა დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ედუარდ შევარდნაძის პერსონა და მისი ხსენება კანონის ძალით უნდა იყოს აკრძალული, როგორც ჰიტლერის პერსონა გერმანიასა და ავსტრიაშია აკრძალული, ხოლო მისი კარის ჟურნალისტი ა. სანებლიძე სულ ცოტა ცამეტჯერ მაინც უნდა იყოს სამართალში მიცემული.

მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა, მართლაც რომ უკუღმართ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მიტომ მიდის ჩვენი ქვეყნის საქმე უკუღმა!

ალ. სანდუხაძე

One Response to “ე. შევარდნაძე – „ასავალ-დასავალის“ კერპი”

  1. vladimir Says:

    bat, aleqsandre martalia es yvelaferi da amitom gtxovt yvelas deputatebs da qartvel xalxs saqartveloshi da ucxoetshi arvadginot ertxel da samudamot saqartveloshi kanonis uzenaesoba da dasajos saqartvelos da qartveli eris gamaubedurebeli, misi cxovrebis manzilze sul qartveli xalxis gvamebze iara da ize miarwa imas rasac miarwia.male davdebt saitebze kitxvas Gindat tu ara ardgena kanonis uzenaeobis saqartveloshi, didi imedi maqvs rom am kitxvas 80% 85% GASCEMS DADEBIT PASUXS. ARVADGINOT QARTULI TERITORIEBI DA GADAVARCHINOT CHVENI MOMAVALI TAOBEBI. RMERTI IYOS CHVENI QVEYNIS DA CHVENI MOMAVALI TAOBEBIS SHEMWE. shegvewios rmerti am wmindata wminda saqmeshi


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: