თბილისის ფორუმელთა „ფსევდომართლმადიდებლური შიშები“

„ფსევდომართლმადიდებლური შიშების“ განხილვა

„დიდი სჯულის კანონის“ ფონზე

 

ჩვენთვის მორწმუნეთათვის, რომელთაც უეჭველად გვწამს მაცხოვრის ყველა აღთქმა, სავსებით ნათელია, რომ ეკუმენისტთა ეს ახალი „ეკლესია“ არის ანტიქრისტეს ცრუ ეკლესია, რომელსაც ისინი უპირისპირებენ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიას. ეს ჭეშმარიტი ეკლესია არის ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც მისი განადგურების მიზნით ახლა ესოდენ დიდი სისასტიკით ესხმიან თავს ანტიქრისტეს მსახურნი, რამეთუ მხოლოდ ჭეშმარიტი ეკლესია უშლის ხელს ამქვეყნად ანტიქრისტეს მოსვლის მომზადებას. (მთავარეპისკოპოსი ამბერკი)

 განვიხილოთ მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლის ძირითადი კოდექსის „დიდი სჯულის კანონის“ ფონზე ვებ-საით „თბილისის ფორუმზე“ გამოქვეყნებული მკრეხელური დოკუმენტი „ფსევდომართლმადიდებლური შიშები“, რომლის ავტორიც არის ფსევდონიმით „მამა ჯემალი“ ახალგაზრდა კაცი, და რომელსაც, რასაც ასწავლის დღევანდელი სამღვდელოების პან-ეკუმენისტური მოდერნისტული ფრთა, ისიც სწავლობს იმას, ხოლო თავის მხრივ იგი „მოძღვრავს“ ახალაგაზრდობას ფორუმებზე და მგელმტაცებელ მოძღვართაგან ნასწავლ სუპერ-ეკუმენისტურ წარწყმედას მათში ავრცელებს!

თბილისის ფორუმი და ფორუმელები ანუ ქართული ფორუმის ძალა

კომენტარი: „დიდგორის“ მკითხველი, ალბათ, უკვე გაეცნო www. forum.ge-ზე მოქმედ ჯგუფს, რომლის წევრთა უმრავლესობის ცინიზმს და სიძულვილს ყოველივე სიწმინდის მიმართ საზღვარი არა აქვს!

„მამა ჯემალის“ შთაგონების წყარო არიან: ნარიყალას ეკლესიის ცრუ მღვდელი ზაზა თევზაძე, ილია მეორეს პრეს-სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, აწ, უკვე, მღვდელმოქმედებაშეჩერებული ბასილ კობახიძე, (ამჟამად ბაბტისტურ სექტაში ოფიციალურად გაწევრიანებული), ცნობილი „ღვთისმეტყველი“ ნოდარ ლადარია, მათი ჟურნალები “არჩევანი” და “ზღვარი” და მათი ვებ-გამოცემა www.religion.ge;

ამ ჟურნალებსა და ვებ-გვერდზე შემდეგი გატიალების სიბილწეთა პროპაგანდა ქვეყნდება: მარხვების და ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტის გაუქმება, წმიდა ხატთა, წმიდა დოგმატთა და სხვა მართლმადიდებლურ სიწმიდეთა გმობა, პაპისტურ ერესთან და სხვა ერესებთან გაერთიანების მოწოდებები, სექტათა მსოფლიო ორგანიზაციაში „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“ უკან დაბრუნება, მართლმადიდებლური კალენდრის შეცვლა, სოდომიზმისა და სხვა სიბილწეთა ტოლერანტული გამართლება, ეპისკოპოსთა ცოლოსნობის შემოღება, ქალთა გამღვდელება და ა.შ.

ამ სუპერ-ეკუმენისტურმა მკრეხელურმა სწავლებებმა თვით ილია მეორის სინოდის იურისდიქციის სამღვდელოების ზოგიერთი წევრიც კი გამოიყვანა მწყობრიდან და დაწვეს ჟურნალები „არჩევანი“ და „ზღვარი“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტაძრების სამრევლოებში.

ზაზა თევზაძე, ბასილ კობახიძე, ნოდარ ლადარია აქტიურად თანამშრომლობენ პაპისტურ, იუდეურ, სომხურ-მონოფიზიტურ, მაჰმადიანურ, ევანგელისტურ, ლუთერანულ, იეღოველურ და საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ თემებთან თუ საყდრებთან; ასევე „თავისუფლების ინსტიტუტთან“, ჯორჯ სოროსის ფონდის ქართულ ორგანიზაციასთან და უცხოეთიდან დაფინანსებულ სხვა მტრულ ანტიმართლმადიდებლურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ეს ძალები ღიად თანამშრომლობენ მსოფლიო მასონურ-იუდაისტურ ძალებთან და დაუფარავად ამზადებენ საქართველოს მოსახლეობას ანტიქრისტეს გამეფების მისაღებად.

„ფსევდომართლმადიდებლური შიშების“ კანონიკური განხილვა

საეკლესიო კოდექსით შევუდგეთ კონკრეტულ განხილვას „მამა ჯემალის“ მიერ ჟურნალ „არჩევანიდან“ და „ზღვარიდან“ ნასაზრდოები და „თბილისის ფორუმზე“ გადატანილი მუხლებისას და მივაგოთ პასუხი არა ჩვენით, არამედ შვიდი მსოფლიო წმიდა კრების კანონთა მიხედვით, რაზეც წმიდა კირილე იერუსალიმელი შემდეგს ბრძანებს:
 
უმჯობესია ზეცა და მზე შეიცვალონ, ვიდრე საეკლესიო კანონებში შეიცვალოს რაიმე, რადგან წმიდა ეკლესია ღვთის სიტყვით არის დადგენილი, ხოლო თავად ქრისტე ბრძანებს: ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ (წმიდა კირილე იერუსალიმელი)
 
„ფსევდომართლმადიდებლურ შიშებს“ თანამიმდევრულად მივყვეთ
  1. შტრიხკოდების შიში
  2. საიდენტიფიკაციო ნომრების შიში
  3. ანტიქრისტეს შიში

პასუხი: სწავლება ანტიქრისტეს შესახებ, შუბლზე და მარჯვენა ხელზე მხეცის ნიშნით ადამიანთა დაბეჭდვა, ასევე მისი გამეფების წინამოსამზადებელი პერიოდი, როგორიც არის დედამიწის მკვიდრთა აღრიცხვა (შტრიხ კოდები, საიდენტიფიკაციო ნომრები და სხვა: „ვინაიდან უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს“), არა რიგით ადამიანთა მიერ გვეუწყა, როგორც ეს თბილისის ფორუმელებს: „მნათეუსს“, „დოლორესს“, „ეგრს“, „ლიშთოთას“, „ციკლოპს“ „მამა ენუქს“ და სხვებს ჰგონიათ, არამედ უფლის გამორჩეული საყვარელი მოციქულის წმიდა იოანეს და ასევე წმიდა პავლე მოციქულის მიერ მოგვეცა გაფრთხილებად:

„ვიხილე ტახტები და მათზე მსხდომარენი, და მიეცათ სამსჯავრო და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავსმოკვეთილთა სულები, რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატებას და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლზე და ხელზე.“ (გამოცხადება 20-4)

„რათა მალე არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეშფოთდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდაც ჩემგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე. არანაირად არ გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება უსჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა, წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად.

 ისე რომ, ღვთის ტაძარშიც დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს. ახლა იცით, რა აკავებს მას, რომ გამოცხადდეს თავის დროზე. ვინაიდან უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა არის შემკავებელი, სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოჩნდება უსჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს თავის მოსვლის გამოცხადებით.

მას რომელიც მოვა სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით, და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე, რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა.“ (ანტიქრისტეს შესახებ თავი 2 – 2 თესალ. 3)

ე. ი. წმიდა მოციქულის სიტყვით ანტიქრისტეს დამღუპველი მოქმედება საკუთრივ იმათზე ვრცელდება, რომელთაც „სიყვარული იგი ჭეშმარიტებისაი არა შეიწყნარეს“ მაშასადამე, ამ ადამიანების წარწყმედა მათივე ბოროტი რწმენით იქნება განპირობებული.

გამოცხადებაში ღვთის საიდუმლოთა მცნობელი წმიდა მოციქული იოანე ერთ ხილვას ასე აღგვიწერს: ანტიქრისტეს ხელმწიფების მთელი დროის განმავლობაში ჭეშმარიტების საქადაგებლად ორი წინასწარმეტყველი მოევლინება (ელია და ენუქი), რომლებიც ამხელენ ანტიქრისტეს და მხეცი ამ მხილების გამო მოკლავს მათ, მაგრამ წამებულები მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგებიან და ზეცად ამაღლდებიან. (გამოცხ. 11, 3 – 12) ანტიქრისტეს ხელმწიფება 42 თვე (11, 2; 13, 5), ანუ 1260 დღე (11, 3; 12, 6), ე.ი. სამწელიწადნახევარი გაგრძელდება.

3. შელოცვების შიში

პასუხი: ამდანაშაულისმსჯავრმდებელიკონსტანტინეპოლის სამეუფეო ტაძარში შეკრებილი წმიდა მამათა კრების 61-ე კანონი: ვინც (მკითხაობს) სვე-ბედისა და შობის დღის შესახებ და ამნაირ სიტყვებს ერის საცდუნებლად ამბობს, მსახვრალნი (რიცხვებით მკითხავნი), შემლოცველნი, საცოთმოქმედნი (თილისმის მკეთებელნი) გრძნეულნი, თუ ისინი განაგრძობენ ამგვარ უწესობას, არ შეიცვლებიან და კვლავაც გამოიჩენენ მისწრაფებას სულის მომსპობი ჩვეულებებისადმი, დავადგენთ მათ გაძევებას ეკლესიიდან, როგორც ამბობენ საღვთო კანონები, რადგანაც  „რა აქვს საერთო სინათლეს სიბნელესთან“ (2 კორ. 6, 15 -16), როგორც ამბობს მოციქული, „როგორ შეესატყვისება ღვთის ტაძარი კერპებს? რა თანხმობაა ქრისტესა და ბელიარს შორის?“ (2 კორ. 6, 15 -16)

4. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის (არამართლმადიდებლური ტაძრების დათვალიერებამოლოცვის) შიში

პასუხი:  ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 65-კანონი: „თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

5. ტელევიზორის შიში

6. კომპიუტერის შიში

პასუხი: ტელევიზორი და კომპიუტერი, თუკი მათი საშუალებით ვრცელდება ჭეშმარიტი სარწმუნოება და იქადაგება ზნეობა, ერის სახელმწიფოებრივი და სულიერი აღმშენებლობის საქმეები კეთდება, მაშინ ისინი კეთილი ინსტრუმენტია ადამიანის ხელში, ხოლო თუკი მათით ღვთისგმობა და ბოროტება ვრცელდება: მამათმავლობა, ლესბოსელობა, ბავშვთა და მოხუცთა პორნოგრაფია და სხვა ათასგვარი უკეთურება, მაშინ ისინი ეშმაკის იარაღია:

ამ ცოდვის მსჯავრმდებელი მოციქულთა მე-8 კანონი: შესაბამის შემთხვევაში გამრყვნელი სანახაობის მაყურებელი…დროში გამოიცვალოს, რადგან ასეთი რამ ძნელად ჩამოსაშორებელია, ამ საქმეებისგან დამცხრალნი შეიწყნარონ, ხოლო ვინც არ დაიჯერებს უკან გააბრუნონ (ეკლესიიდან).

7. ზღვაზე სიარულის შიში, “სიშიშვლისგამოჩენის საბაბით

პასუხი: ქალის სიშიშვლით გამოწვეული ხორცთა აღძვრის განმხრწნელი ცოდვის ბრალმდებელი VI მსოფლიო წმიდა კრების 77 კანონი: სამღვდელოების წარმომადგენელს, ეკლესიის მსახურს, ან მონაზონს არ შეეფერება ქალთან ერთად ბანაობა. ასევე არ შეეფერება ეს არც ერთ ქრისტიანს, თუნდაც ერისკაცი იყოს ის, რადგან ეს საქციელი წარმართთათვის არის ქრისტიანობისთვის ბრალის დადების პირველი საბაბი. ასეთ საქმეში მხილებული ეკლესიის მოღვაწე განიკვეთოს, ერისკაცი – უზიარებელ იქნეს.

8. ცეკვის შიში

პასუხი: ამ ცოდვის მსჯავრმდებელი კონსტანტინეპოლის სამეუფეო ტაძარში შეკრებილი წმიდა მამათა კრების 62-ე კანონი: ამასთანავე ქალთა სახალხო ცეკვას, რომელსაც დიდი ზიანის მოტანა და ზნეობის შერყვნა შეუძლია, აგრეთვე ქალთა და მამაკაცთა მიერ ელინური ცრუ ღმერთებისადმი საწარმართო ჩვეულების მიხედვით შესრულებულ ცეკვას უკუვაგდებთ, როგორც საქრისტიანო ცხოვრებისთვის უცხოს, და ვადგენთ, ვინც ზემოთქმულთაგან რომელიმე საქციელს ჩაიდენს, უკვე იცის და ისე სცოდავს – უზიარებელ იყოს.

9. სპორტის შიში

 

პასუხი: ამ ცოდვის მსჯავრმდებელი წმიდა მოციქულ პავლეს განწესებანი საეკლესიო კანონთათვის; განწესება მე-6: თუ ეკლესიისკენ პირს იზამს სპორტული შეჯიბრების მონაწილე, მწვრთნელი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, … ამ საქმეებისგან დამცხრალნი შეიწყნარონ, ხოლო ვინც არ დაიჯერებს უკან გააბრუნონ.

10. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის შიშით

პასუხი: ახალსტილური კალენდარული სქიზმის და პირველ იანვარს მარხვის გახსნილების ცოდვის მსჯავრმდებელი VI მსოფლიო კრების მე-8 კანონი და ღანგრის კრების 19 კანონი: „სამგზის ანათემა ყოველივე სიახლეს, სამგზის ანათემა საეკლესიო გარდამოცემისა და წმიდა ნეტარხსენებულ მამათა კანონთა წინააღმდეგ ქმედებას.“

„თუ ვინმე მოღვაწეთაგან ხორციელი გაჭირვების გარეშე ქედმაღლობს და საზოგადოდ მოცემულ მარხვას, ეკლესიის მიერ დაცულს გაახსნილებს, სრულიად საღი აზრის მქონე, შეჩვენებულ იყოს.“

11. მუსიკის მოსმენის, კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში სიარულის და სხვ.

თუ მღვდლის შვილებსაც კი ეკრძალებათ საერო სანახაობებზე სიარული, “პატრიარქს” რა უნდა თეატრში სპექტაკლზე?

პასუხი: ამ ცოდვის მსჯავრმდებელი კართაგენის ადგილობრივი კრების მე 15 კანონი:
მღვდელთა შვილები საერო სანახაობაში ნურც მონაწილეობას მიიღებენ, ნურც სანახავად წავლენ. ეს ყველა ქრისტიანს ექადაგება ყოველთვის, რომ სადაც გმობა იყოს, იქ არ უნდა მივიდნენ.
 
ვბრძანებთ, წიგნები, რომლებიც შეთითხნილია იმისათვის, რომ ქრისტეს მოწამენი უპატიო ჰყონ და მსმენელიც ურწმუნოების სასჯელით უნდა დასაჯონ, ისინი ცეცხლში უნდა დაიწვას, ხოლო მათ შემწყნარებელთ, ან მათ ჭეშმარიტად ჩამთვლელთ შევაჩვენებთ.

17. ინსტრუმენტზე დაკვრის შიში

პასუხი: წმიდა მოციქულ პავლეს განწესებანი საეკლესიო კანონთათვის; განწესება

მე 6: თუ ეკლესიისკენ პირს იზამს ფლეიტაზე დამკვრელი, მექნარე, მებარბათე, ან დაცხრეს მისი საქმიანობისგან, ან უკან გაბრუნდეს.

18. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში

პასუხი: წმიდა მოციქული პავლე: „ასევე დედაკაცებიც, წესიერი სამოსლით, მორცხვობით და კდემამოსილებით შეიმკონ, არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით“. (I ტიმოთე 2,9)

წმიდა მოციქული პეტრე: თქვენი მშვენიერება ნუ იქნება გარეგნობა: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები, ან ჩაცმულობა. არამედ გულის დაფარული კაცი უხრწნელ მყუდროებაში და სულის სიმშვიდეში, რაც ძვირფასია ღვთის წინაშე. (I წერილი 3, 3-4)

19. ღვთისმსახურების ენის მიზანშეწონილი რეფორმის მიმართ “შიში”, (იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნებიც)

პასუხი: ღვთისთვის სათნოა ყველა ერმა თავის ენაზე ადიდოს უფალი და მშობლიური ენა საკრალური უნდა იყოს ყველა ერისთვის, ხოლო არა მხოლოდ ენანი, არამედ ყოველი სული აქებდეს უფალსა „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მოუთხრობს სამყაროი. დღე დღესა აუწყებს სიტყვასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა. არა არიან თქმულ არცა სიტყვა, რომელთა იგი არა ესმა ხმაი მათი.“ (ფსალმ. დავითისა 18)

21. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის შიში

პასუხი: წმიდა მოციქული პავლე: „ ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმენდა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით. და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურობისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ. ამიტომ ურჩი ეურჩება, არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ სულიწმიდას. (1 თესალ. 4)

22. გოგონებში შარვლის ჩაცმის შიში (მკვიდრდება აზრი,რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა)

პასუხი:ქალთა მიერ შარვლის ჩაცმის მსჯავრმდებელი ღანგრის კრების მე-13 კანონი: თუ ვინმე დედაკაცმა ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს

23. ეკლესიაში სკამების დადგმისმსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის

პასუხი: მართლმადიდებელეკლესიაში სკამები დგას მოხუცთა, უძლურთა და ავადმყოფთათვის, ხოლო ჯანმრთელთათვის საეკლესიო სამართლით ნაბრძანებია ღმერთს ფეხზე დგომით შესწირავდნენ მორწმუნენი ლოცვასა დათაყვანისცემას, რადგან ლოცვის ჟამს გამუდმებით მცირე და დიდი მეტანიები (მუხლმოდრეკით) აღესრულება. არის მუხლმოუდრეკლად ლოცვის ორი კანონიც:

ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 20 კანონი: ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნას ყველა ეკლესიაში, როგორც წმიდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს.

კონსტანტინეპოლის სამეუფეო ტაძარში შეკრებილი წმიდა მამათა კრების 90 კანონი: ქრისტეს აღდგომის პატივისთვის მუხლმოდრეკის გარეშე ლოცვა წმინდა კვირას ჩვენი ღმერთშემოსილი მამებისგან კანონებრივი განწესებით მოვიტანეთ. ჩვენთვის ეს ნათელია და მორწმუნეებს განვუცხადებთ: შაბათს სამწუხრო ლოცვისას მღვდლების საკურთხეველში შესვლის შემდეგ თავდაპირველი წესისამებრ არარავინ ჰყოფდეს მუხლმოდრეკას კვირის სამწუხრო ლოცვამდე. კვირის მწუხრის ლოცვის შემდეგ მღვდლები რომ შევლენ, ისევ მუხლმოდრეკით შევწირავთ ლოცვას ჩვენს უფალს, რადგან ჩვენი მაცხოვრის აღდგომის წინამორბედად შაბათის შემდეგ ღამე ვუწყით და მის შემდეგ ვიწყებთ სულიერი გალობის დიდებისმეტყველებას ბნელიდან ნათელში დღესასწაულობის წარმგზავნელნი, რათა ამ დროიდან ღამისა და დღის განმავლობაში ქებისმეტყველებით ვდღესასწაულობდეთ აღდგომას.

24. ეკუმენიზმის (ეკუმენისტი სასულიერო პირებისგან ლოცვაკურთხევის აღების შიში)

პასუხი: ლაოდეკიის 32 კანონი: ერეტიკოსთაგან კურთხევის (ევლოგიის) მიღება არ შეიძლება, რადგან ეს უგონობა, ბუტბუტი, ცრუ კურთხევაა და არა ევლოგია.

25. განსხვავებული აზრისმქონე ადამიანებთან კონტაქტისშიში. ( მორწმუნე თურმე არ უნდა კონტაქტობდეს არამორწმუნესთან, როკერთან, სიგარეტის მწეველთან. მართლმადიდებლურ ფორუმზე ერთმა დაწერა, თუროგორ დააშორა მოძღვარმა შეყვარებულს გოგო, მიზეზი დაშორების გახლდათის, რომ შეყვარებული სიგარეტს ეწეოდა….)

პასუხი: ნაბრძანებია განდგომა ერეტიკოსისგან და არა ხორციელად ცოდვილ ადამიანისგან, რადგან ჩვენ ყველა მეტ ნაკლებად ხორცში მყოფი ადამიანები ცოდვილნი ვართ, როგორც ბრძანებს კიდეც ღვთაებრივი კანონი: ვინც ამბობს რომ საუფლო ლოცვაში სიტყვებს მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი“ წმიდანები ამბობდნენ არა ცოდვის გამო, არამედ თავმდაბლობის გამო შეჩვენებულ იყოს. (კართაგენის კრების 116 კანონი)

ერესი გონებრივი ცოდვაა, გარდაქცეულებაა სჯულიდან, განდგომაა ღმერთის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი რწმენიდან, სულიწმიდის გმობაა, ხოლო ხორციელი ცოდვები ყველა ადამიანს გვაქვს, სწორედ ამადაც ბრძანა უფალმა: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ“ (მათე 12, 31) ამიტომ ერეტიკოსთან მეგობრობა არ შეიძლება, როგორც ბრძანებს კიდეც შემდეგი კანონი:

კონსტანტინეპოლის სამეუფეო ტაძარში შეკრებილი წმიდა მამათა კრების 11 კანონი: ნურც სამღვდელო პირი, ნურც ერისკაცი ნუ შეჭამს ურიების (იუდაიზმი; ასევე ეხება ყელა ერესს) უცომოს, ნუ გაიჩენს მათ მეგობრად, ნუ მოუხმობს სნეულების დროს და ნუ მიიღებს მათგან განკურნებას.

რაც შეეხება შეყვარებულ წყვილთა დაშორებას, აქაც მართლმადიდებელი მორწმუნისაგან მოუნათლავის და ურწმუნოს დაშორება კი არ არის ნაბრძანები, არამედ, ერეტიკოსისგან, რის გამო ცოლ-ქმრის გაყრასაც ბრძანებს საეკლესიო კანონი:

კონსტანტინეპოლის სამეუფეო ტაძარში შეკრებილი წმიდა მამათა კრების 72 კანონი: მართლმადიდებელმა მამაკაცმა მწვალებელი დედაკაცი არ უნდა შეირთოს, არც მწვალებელ მამაკაცს არ უნდა შეეუღლოს მართლმადიდებელი დედაკაცი. თუ მოხდეს ასეთი რამ, ვისგანაც არ უნდა იყოს იგი ჩადენილი, უკანონოდ და დაუმტკიცებლად ჩაითვალოს ასეთი ქორწინება და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელთა შეერთება არ შეიძლება, არც ცხვრისა და მგლის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება და არც ქრისტეს ნაწილის ერეტიკოსთან შეერთება. ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ეს ჩვენი დადგენილება, უზიარებელ იქნეს.

თუ ზოგიერთები მანამ, სანამ ურწმუნონი იყვნენ და მართლმადიდებელთა სამწყსოში არ იყვნენ დაწესებულნი, სჯულიერი ქორწინებით ერთხორც იქმნენ და ამის შემდეგ ერთი მათგანი კეთილი არჩევით ჭეშმარიტების ნათელთან მივიდეს, ხოლო მეორემ, როგორც საცდურის საკვრელით შეკრულმა, არ ინებოს საღვთო შარავანდედისკენ მოხედვა და ამასთანავე სურდეთ ერთად ცხოვრება – მორწმუნე ქმარს ურწმუნო ცოლთან, ან პირიქით, ურწმუნო ქმარს მორწმუნე ცოლთან, საღვთო მოციქულის სიტყვისაებრ ნუ დაშორდებიან ისინი ერთმანეთს, რადგან „განიწმინდება ურწმუნო ქმარი ცოლის მიერ და განიწმინდება ურწმუნო ცოლი ქმრის მიერ“ (I კორ. 7, 14)

28.მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას მიმართ შიში! (თითქოს ისინი არიან ეკლესიის მტრები)

პასუხი: მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია ნამდვილად არიან ეკლესიის მტრები, არა მხოლოდ ტაძართა ნგრევის, ხატთა და სხვა სიწმიდეთა დარბევის და შეურაცხყოფათათვის, არამედ სასულიერო პირის (მამა ბასილი მკალავიშვილი) ცემის და საპყრობილეში ჩაგდების გამო.

ამ მძიმე ცოდვის მსჯავრმდებელი მე – VII მსოფლიო კრების 3 კანონი: თუ ვინმე ერისკაცი უგულვებელყოფს საღვთო ბრძანებებს, სასაცილოდ აიგდებს ეკლესიის მოწიწების ღირს წესებს (დაუწერელ დადგენილებებს და ძველ გადმოცემებს) და სჯულს (დაწერილ კანონებს), და გაბედავს ეპისკოპოსის (მღვდლობის ყველა იერარქიულ საფეხურს ეხება)ცემას ან საპყრობილეში ჩაგდებას დანაშაულის გარეშე, ან რაიმე შეთხზული მიზეზის გამო, შეჩვენებულ იქნეს იგი.

29.წმ. ვალენტინის – სიყვარულის დღის მიმართ შიში

პასუხი: ვალენტინი პაპისტური ერესის „წმიდანია“ და მისი სახელისადმი მიძღვნილი დღესასწაულობა საშიშია, რადგან ღვთისმგმობელობაა.

30.ახალ წელს ნაძვის ხის დადგმის. შიშს იწვევს ის, რომ თითქოს ნაძვის ხე არის “წარმართული”

პასუხი: დიახ, ახალი სტილით წმიდა მარხვის გახსნილება და ნაძვის ხით დღესასწაულობა წარმართულია და მაცხოვრის შობის დღესასწაულის შეურაცხყოფაა, რადგან ამ დროს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაწესებული მარხვა მიმდინარეობს და ქრისტეშობის დღესასწაული კი ერთი კვირის შემდეგ დგება.

ღანგრის კრების 19 კანონი: თუ ვინმე მოღვაწეთაგან ხორციელი გაჭირვების გარეშე ქედმაღლობს და საზოგადოდ მოცემულ მარხვას, ეკლესიის მიერ დაცულს გაახსნილებს, სრულიად საღი აზრის მქონე, შეჩვენებულ იყოს.

31. ქალის გამღვდელების შიში

პასუხი: ქალის არამცთუ გამღვდელება, არამედ: ქალებს არა აქვთ უფლება, ილაპარაკონ ჟამისწირვის დროს, პავლე მოციქულის თქმულის თანახმად, არამედ დუმილით უნდა იდგნენ, „რადგან არ არის ნაბრძანები მათთვის ლაპარაკი, არამედ მორჩილება, როგორც სჯულიც ამბობს. ხოლო თუ რაიმეს გაგება უნდათ და დასწავლა, შინ თავიანთ ქმრებს ჰკითხონ“ (კონსტანტინეპოლის სამეფო ტაძარში შეკრებილ წმიდა მამათა კრების 70 კანონი)

ასევე, ქალთა გამღვდელებაზე როგორ შეიძლება თვით ლაპარაკიც კი, როდესაც „ქალებს ეკრძალებათ საკურთხეველში შესვლა“(ლაოდეკიის 44 კანონი)

31.წითელ პარასკევს დაბანის

პასუხი: დაბანა, არა მხოლოდ უფლის ჯვარცმის ისეთ მძიმე დღეს, როგორიც წითელი პარასკევია, არ შეიძლება, არამედ წმიდა მოციქულთა მიერ დაწესებულ უქმე დღეებშიც არ შეიძლება; უქმედ დღე იმიტომ ეწოდება, რომ უნდა გადადო საკუთარი თავისადმი მსახურება (დაბანა, მიწაზე მუშაობა, სარეცხის დარეცხვა…) და მთლიანად ღმერთის თაყვანისცემას მიუძღვნა უქმე დღეებში თავი; ხოლო უქმე დღეებიც, თავად სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მოციქულებმა დაგვიწესეს:

ჩვენ, პეტრე და პავლე, ერს განვუწესებთ,

  1. რომ ისაქმონ ხუთი დღე, ხოლო შაბათსა და კვირას მოიცალონ კეთილმსახურებითი საეკლესიო მოძღვრებისთვის, რადგან ვთქვით, რომ შაბათს დაბადების სახე აქვს, ხოლო კვირას – აღდგომისა.
  2. ბზობის შემდეგ დიდ კვირას და ახალ კვირას უქმობდნენ, იმიტომ რომ ერთი ვნების არის და ერთი აღდგომის.
  3. ამაღლებას უნდა უქმობდნენ, როგორც ქრისტეს განგების აღსრულებას.
  4. სულიწმიდის მოსვლას უნდა უქმობდნენ, რადგან სულიწმიდის მოსვლა ქრისტეს მორწმუნეთათვის არის მონიჭებული.
  5. შობის დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან იგი ადამიანებს აძლევს სიხარულს მარიამ ქალწულისაგან ამა სოფლის გადასარჩენად ღვთის სიტყვის შობით.
  6. ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან მაშინ გამოჩნდა მამის დამოწმებით, რომ ქრისტე ღმერთია. იქ მდგომთათათვის ეს თვალსაჩინო გახდა ნათლისღების დროს მტრედის ნუგეშინისმცემელი გამოჩენით.
  7. წმიდა მოციქულთა დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან ქრისტემ ისინი თქვენს მოძღვრად დაადგინა და მათ ღირსი გაგხადეს თქვენ სულიწმიდისა. (წმიდა მოციქულების პეტრეს და პავლეს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, განწესებები)

ბოლოთქმა:

აბა, ფორუმელებო, ძნელია ხომ ამ ყველაფრის აღსრულება, რასაც თქვენ „ფსევდო მართლმადიდებლური შიშები“ უწოდეთ, ე. ი. ფსევდომართლმადიდებლები უწოდეთ მოციქულებს და წმიდა მამებს, ხოლო საკუთარი თავი კი ჭეშმარიტ მართლმადიდებლებლად წარმოიდგინეთ! თანაც, მართლმადიდებელი ეკლესიის დამაარსებელთა წმიდა კანონები  „შიშებად“ გაასაღეთ?! მართლაც, რა ყოვლად ბოროტად იმკრეხელეთ!

დიახ, ძალიან ძნელია, წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა კანონების აღსრულება, რადგან, ძნელია ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა – იგი უფლისათვის თავგანწირვაა და სასუფევლისაკენ მიმავალი ვიწრო გზაა, რომელზეც მცირედნი ვლენან, ხოლო ფართოა გზა_ცრუ მართლმადიდებლობის, და ასევე სხვა ბოროტი და ადვილი რწმენების, რომელითაც ჯოჯოხეთისკენ მრავალნი მიდიან.

საეკლესიო კოდექსიდან მოამზადა „დიდგორის“ პრესსამსახურმა

 
 
 

პასუხი: ჯადოქრული და ერეტიკული წიგნების კითხვათა ცოდვის მსჯავრმდებელი კონსტანტინეპოლის სამეუფეო ტაძარში შეკრებილი წმიდა მამათა კრების 63 კანონი:

15. ჰარი პოტერის კითხვის შიში

16 Responses to “თბილისის ფორუმელთა „ფსევდომართლმადიდებლური შიშები“”

  1. dodka Says:

    ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით, რომ განიკითხავთ? : )))

    • ლომისა Says:

      განიკითხავს და ამხელს „დიდი სჯულისკანონი“!

    • ლომისა Says:

      ვინ ვბრძანდებით და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები და ვხელმძღვანელობთ უფლის ამ სწავლებით: „ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით, თუ გაგიგონებს შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაგიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მას გაუგონებს, ეკლესიას უთხარი. თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე.” (მათე 18, 15-17)

      ვხემძღვანელობთ ასევე უფლის წმიდა მოციქულის ამ შეგონებით:

      „ამრიგად, გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სასუფევლით. იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლებით. ვინაიდან დადგება დრო, როდესაც საღ მოძღვრებას არ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმებით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და ზღაპრებისაკენ მიმართავენ. მაგრამ შენ ფხიზლად იყავი ყველაფერში, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.” (II ტიმოთე 4, 1-5)

      ასევე ვხემძღვანელობთ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ამ განწესებით:

      „ყოველი შვილი ეკლესიისა – მწყემსიც და არა მწყემსიც ვალდებულია დაიცვას სარწმუნოება (ამხილოს სჯულგანდგომილება) და მიაღწიოს სიწმინდეს”
      “დიდგორის” რედაქცია

  2. whoever Says:

    მგონია რომ უბრალოდ მსუბუქად, რომ ვთქვათ დიდი შეცდომაა თქვენი მხრიდან ასეთი ბრალდებების გამოქვეყნება. მგონი ღმერთს არც თქვენთვის მოუცია უფლება ვინმეს რამეში ბრალი დასდოთ და საკუთარ თავს ”ჭეშმარიტი მართლმადიდებლები” უწოდოთ. ყველას თავისი რწმენა გააჩნია და თქვენ არ გაქვთ არანაირი მორალური უფლება მსგავსი ბრალდებებით გამოხვიდეთ. ამასთან მინდა გითხრათ, რომ მამა ბასილზე (მკალავლიშვილი) საუბარი საერთოდ სასაცილოა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს რელიგიას, და თითქოს ყველა მართლმადიდებლის სახელით სჩადის კანონით და მორალურად გაუმართლებელ ქმედებებს. არა მგონია ჩვენი რელიგია მოგვიწოდებდეს ძალადობისკენ.
    რაც შეეხება სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, ვგონებ რომ არც ეს უნდა იყოს პრობლემა. მგონი ”ბრძოლის” დაწყებას ჯობია ჭეშმარიტი ქრისტიანებივით მოიქცეთ და მსგავსი ტონით ლაპარაკის ნაცვლად, თუ თქვენ თვლით, რომ ადამიანები ცოდვას სჩადიან და სწორ გზაზე სჭირდებათ დაყენება, ურჩიოთ როგორ მოიქცნენ და ღმერთს შესთხოვოთ მიუტევოს მათ. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ”თავდასხმა” არც თქვენთვის იქნება სიკეთის მომტანი და არც ამ ადამიანებისთვის. მოხარული ვარ რომ დაზეპირებული გაქვთ მართლმადიდებლური კანონები, მაგრამ იქნებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ცადოთ გაიაზროთ რას გვეუბნება ღმერთი და ისე მოიქცეთ, როგორც ეს ჩვენს რელიგიას ან უბრალოდ მორწმუნე ადამიანებს შეეფერებათ.

  3. Starless Says:

    ძალიან ბევრს იღებთ თქვენს თავზე და ძალიან ადვილად “ისვრით” ბრალდებებს.

    წმინდა წერილებს რომ ციტირებთ, მარია მაგდალინელის ამბავიც არ დაივიწყოთ და იესოს სიტყვები: ვინც სუფთაა იმან აიღოს ქვა და ესროლოსო..

  4. sopo Says:

    nu me ar vici am saqciels ra qvia, es aris u k a n o n o b a, marTlmadideblobaze aRaraferi rom ar vTqvaT..
    jer erTi anegdoti romelic sxva religiis cdomilebebs gamoitans sinaTleze an adamianTa codviT midrekilebebs, iseve rogorc igav-araki, RvTismgmobluri araa.. da am epiTetiT am adamianebis daxasiaTeba am konkretuli saqcielis gamoc danaSauli..
    meorec arvici am saitis mflobelTa asaki, magram erT-erTi visac brali daedo RvTisgmobaSi arasrulwlovania, da sruli ufleba aqvs moraluri zianisTvis pasuxi mogTxovoT, da asec rom ar iyos, Tu rames araswored akeTeben, Tu ufals Seuracxyofen, mec gavilaSqreb maT winaaRmdeg da yvelac dagidgebaT mxarSi, magram am formiT arasworia, es unda moxdes arasajarod.
    imedi maqvs koreqtulebi iqnebiT

  5. ლომისა Says:

    ზვირფასო სოფო, არასაჯაროდაც მიმართა „დიდგორის“ პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა „მნათეუსს “ და მის ამფსონებს, რათა შეეწყვიტათ ეს სამარცხვინო, ღვთისმგმობი ღადაობა, მაგრამ მათ სასაცილოდაც არ ჰყოფნით ეს მიმართვები.

    იქნებ, თქვენ გვირჩიოთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ forum.ge- ზე შეწყდეს მათი უხამსი გამოხდომები?

    ჩვენც გვებრალება „მნათეუსი“, მაგრამ იძულებეული შევიქმენით მისი საჯარო მხილებისა! ამ შემთხვევაში „დიდგორის“ მხილება მოყვასისადმი სიყვარულის გრძნობით იყო ნაკარნახევი.

    ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ სარწმუნოებრივი საკითხების განხილვა იუმორებით, იგავ-არაკებით თუ უხამსი ღადაობით მხილებას არ საჭიროებს.

  6. „დიდგორის“ პრესსამსახური Says:

    პასუხი “whoever“-ს

    რომელ თქვენს რელიგიას შეურაცხჰყოფს მამა ბასილი პატივცემულო? ალბათ, ან ბაბტისტი, ან იეღოველი ბრძანდებით მღვდელ მკალავიშვილზე ლაპარაკი რომ სასაცილოდ მიგაჩინიათ. რადგან, ამ სარეველა სექტების პროზელიტიზმს დიდი დარტყმა მიაყენა მამა ბასილმა და თქვენ კი „გუმანოიდებმა” ციხეში 5 წელი გამომაწყვდიეთ, თანაც მანამდე ისე დაარბიეთ მისი ტაძარი და მრევლი რომ ბოლშევიზმის ყველა ლიდერის მხეცობა უკან მოიტოვეთ! სწორედ ის არის სასაცილო, რომ ეს თქვენ, კაცის კვლის ჟინით შეპყრობილი მოძალადეები სხვას უწუნებთ ძალადობას; ახლა შემდეგს მოგახსენებთ: გირჩევთ შეეშვათ დემაგოგიას, რადგან ვერ დავკარგავთ დროს ერთი და იგივეს განმეორებაში; ერთხელ კიდევ განგიმარტავთ, რომ საეკლესიო კანონებით წაეყენება ბრალი ყველა ერეტიკოსს და არა ჩვენი მოგონილი კანონებით, ასე რომ ჩვენ მხოლოდ წარმოვადგენთ ამ კანონიკურ მხილებას, რასაც პირდაპირ ავალებს უფალი ყველა მართლმადიდებელს – მწყემსაც და მრევლსაც; ასე რომ უკუღმა ხარებას შეეშვით და დაადექით ჭეშმარიტების გზას, სანამ გაქვთ კიდევ დრო მონანიების!

    რაც შეეხება სექტებს, როცა ისინი მგლებივით შეესევიან ხოლმე ქრისტეს ფარას, როგორ უნდა მოვექცეთ, გირჩევთ წაიკითხოთ ღირსი იოსებ ვოლოკალამელის აი, ეს. წერილი და შემდეგ აღარ მოგეჩვენებათ უკანონოდ და სასაცილოდ მღვდელ ბასილ მკალავიშვილის „სექტოლოგია”:

    იხ. ამ ბმულზე:

    http://bpg.sytes.net/DidgoriRU/default.asp?bpgpid=96&pg=1

    Точно так и нам, пастырям и учителям, пасущим Христово стадо, следует поступать. Ведь если увидят они неверного или еретика, никакого вреда не приносящего душам верных, то, вбирая мудрость на лугах книжных сказаний, с миром и кротостью пусть поучают неверных и еретиков. Но если увидят они проклятых еретиков, более коварных, чем все волки, стремящихся погубить Христово стадо и растлить его еретическими иудейскими учениями, следует им тогда высказать ревность и старание, чтобы ни одна овца стада Христова не была похищена дикими зверьми. Вот как говорил об этом священный Иоанн Златоуст. Когда не обольщают никого из православных неверные и еретики, не следует тогда творить им зло или их ненавидеть, но когда мы видим, что неверные и еретики хотят обольстить православных, тогда следует не только ненавидеть их или осуждать, но и предавать проклятью, наносить им раны и тем освящать свои руки…. გიორგი წულაძე

  7. გიორგი წულაძე Says:

    “sofo” ბრძანებს:
    „nu me ar vici am saqciels ra qvia, es aris u k a n o n o b a, marTlmadideblobaze aRaraferi rom ar vTqvaT..
    jer erTi anegdoti romelic sxva religiis cdomilebebs gamoitans sinaTleze an adamianTa codviT midrekilebebs, iseve rogorc igav-araki, RvTismgmobluri araa.. da am epiTetiT am adamianebis daxasiaTeba am konkretuli saqcielis gamoc danaSauli..”

    ახლა წაიკითხეთ რას წერს „მნათეუსი“:

    ავტორი „მნათეუსი”:
    „სამება გადაწყვეტს სამოგზაუროდ წასვლას;
    მამა – იერუსალიმში წავიდეთ
    ძე – არ ღირს, ცუდი მოგონებები მაქვს ;
    სულიწმიდა – იქნებ ვატიკანში წავიდეთ? არასოდეს ვყოფილვარ, ძალიან მაინტერესებს

    სინას მთასთან დგას მთელი ებრაელობა. ელოდება მოსეს გამოჩენას.
    ბოლოს გამოჩნდა და ხალხს ეუბნება
    – ორი კარგი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი, რითი დავიწყო?
    – ჯერ კარგი თქვი
    – 20-დან 10 ცნებაზე ჩამოვიყვანე
    – ვააა, მაგარია, და ცუდი?
    – არ იმრუშო დატოვა. (ავტორი „ოლივერ”)

    თუ შეიძლება, გვიბრძანეთ აქ სად არის ადამიანთა ცოდვითი მიდრეკილებების დღის სინათლეზე გამოტანა? თუ „მნათეუსი” პირდაპირ სამპიროვან ღმერთს იგდებს მასხარად? ან იქნებ „ოლივერის” მიერ მოსე წინასწარმეტყველის აბუჩად აგდებაა იგავ-არაკულად ადამიანთა ცოდვითი მიდრეკილებანის დღის სინათლეზე გამოტანა? თუ პირიქით, თქვენს მიერ მათი გმობის გამართლების უსირცხვილო მცდელობაა დანაშაული და უკანონობა?! ფრთხილად, ქალბატონო სოფო, „მნათეუსზე” და „ოლივერზე” მოწევნილი ცოდვის სამსჯავროს თანამდები არ გახდეთ!

  8. daviTi Says:

    მნათეუსის_ზმანებები:გარეთ ვიჯექი, ხელოვნებასა და ქრისტიანობაზე ჩანაწერს ვაკეთებდი, კონფერენცია დასვენების საშუალებას არ მაძლევდა, სიგარეტს ვეწეოდი და მშვიდად ჩამქონდა ცივი ჰაერი ფილტვებში… ჰაერი ხომ ჩემი საციცოცხლო კონტაქტია გარე სამყაროსთან…
    და მე ამომიძვრა პირიდან: ‘ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა!
    ცეკვაა, ცეკვაა, აბა რაააა”
    მართლმადიდებლურ სტიქარში გადაცმულ არქი მოდერატორ კათოლიკე მნათეუსს ლაშაბმა მოკრძალებით შეჰკადრა სექტა ფორუმ-გეზე, რომ სიგარეტის მოწევა ხომ ცოდვააო და ინდაურჲთ კუჭამოვსებულმა სტიქაროსანმა ნაბახუსევზე მიუგო: ჩვენ აქ ღვთაებრივი შესაქმეს მშვენიერებაზე ვუბნობთ ძვირფასო, სიგარეტის მოწევასა და ცოდვას შორის პარალელებზე სხვაგან, აქვე ვიტყვი რომ არ მესახება ცოდვად.”
    ლაშაბ არ მოგატყუოს მაგ ღვთისპირიდან განვარდმილმა ერეტიკოსმა, შენ მართალი ხარ სიგარეტის მოწევა ცოდვაა აბა არა?
    აი პირიდან რომ ამოსძვრა ეს ჩვენს მანათეუსსა:”და მე ამომიძვრა პირიდან: ‘ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა!”ეტყობა დაავიწყდა 25 გვერდი იუმორით რწმენაზე რომ უშვერად გმობდა წმიდა მართლმადიდებელსა ეკლესიასა, ლაშაბ განეშორე მაგ შენ ცრუპენტელა მოძღვარსა სანამ სულ არ გადაგჩეხა კლდიან მაგ მგლის ნაშიერმა

  9. simartle Says:

    vcdilobdi didgoris simartle forum.ge-zec gamevrcelebina, magram moderebma datikom da mnateusma tqveni martali sitkva davornes 10 dgit da momavalshi albat vegar shevzleb raimes gamoqveknebas.

    tqven gichivian es forumelebi rom titqos cenzura gqondet dawesebuli didgorze.

    http://forum.ge/?f=84&showtopic=33918366&st=15

    • კახა Says:

      გუჯიკო ხომ იცით რა ინტრიგანია, ფორუმზე ახლა ამას გვარკვევინებს და ერთი იქნებ კომპეტენტუს უპასუხოთ კათოლიკებზე გაბადრულ პადრიკოს:😉

      ქართველმა მღვდელმა, მამა რევაზი მოსეშვილმა (მსახურობს ქუთაის-გაენათის ეპარქიაში) მოიყვანა მეორე ცოლი. პირველ ცოლ-შვილს დაშორდა და ეხლა მგალობელი ჰყავს მეორე ცოლად

      წყარო/ნაკადული/ჩანჩქერი: მამა რევაზის სულიერი შვილები.

      მე ვიცოდი და მეგონა, რომ მღვდელს არ ჰქონდა უფლება მეორე ქორწინების, ასევე ისიც გამიგია რომ თუ კაცი განათხოვს მოიყვანდა ის მღვდელი ვერ გახდებოდა, მაგრამ…

      აქსიოს!

      მივესალმები ასეთ ფაქტს თუ ეს ტრადიცია დამკვიდრდა! იმიტომ რომ, მღვდელიც ადამიანია და მღვდლის ცოლიც, არ არის გამორიცხული მათ ჰქონდეთ ურთიერთობაში პრობლემები და ვერ შეეწყონ. ამიტომაც კარგია მეორედ ქორწინება მღვდლისთვისაც

      პ.ს. წინასწარ ვიცი არ დამეთანხმება უმეტესობა, ამიტომ დავსვამ კითხვას: – რატომ არ შეიძლება მღვდელმა მოიყვანოს მეორე ცოლი, თუ პირველთან არ გაუმართლა და ვერ შეეწყო?
      http://forum.ge/?f=84&showtopic=34131814

      • ნიკა Says:

        პასუხი კახას:
        ————–

        მღვდლის მეორედ დაქორწინების უფლებაზე საერთოდ როგორ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ორჯერ ქორწინებული ერისკაცის სასულიერო ხარისხში ხელდასხმა საერთოდ არ შეიძლება!

        ————————-

        “ნათლისღების შემდეგ ორჯერ ქორწინებულს ან ხარჭის მიმყვანს აღარ შეუძლია გახდეს ეპისკოპოსი, ან ხელდასხმულ იქნეს მღვდლად, დიაკვნად, ან სხვა სამღვდელო დასისაგანად”. (მოციქულთა 17 კანონი)

        “იმას, ვინც შეირთავს ქვრივს, განტევებულს განშორებულს, მეძავს, მხევალს მონა ქალს, ან მსახიობს, არა აქვს უფლება გახდეს სამღვდელო დასის წევრი”. (მოციქულთა 18 კანონი)

        და კითხულობენ რატომ არ შეიძლება მღვდლობაში მყოფმა მეორედ იქორწინოს? იმიტომ რომ, ის, ვინც მოძღვარი და მასწავლებელი უნდა იყოს ღვთის მცნებებისა სხვათათვის, თავად სანიმუშო უნდა იყოს პირადი ცხოვრების მაგალითით.

      • ნიკა Says:

        მიაქციეთ მოციქულთა მე-18 კანონს ყურადღება, არა მხოლოდ სამღვდელოდ ხელდასასხმელი, არამედ მისი მეუღლის ამბავიც გამოძიებულ უნდა იყოს ამ ერისკაცის სამღვდელო ხელდასხმამდე, რადგან მღვდლის ცოლიც სამაგალითო უნდა იყოს ეკლესიაში.

      • ნიკა Says:

        მართლმადიდებელი ეკლესიის კანონისტთა განმარტებები მოციქულთა მე-17-18 კანონების.

        —————

        17. Кто по святом крещении двумя браками обязан был, или наложницу имел, тот не может быть епископ, ни пресвитер, ни диакон, ни вообще в списке священного чина.

        Зонара. Мы веруем, что божественная баня святаго крещения омывает всякую скверну, которою крещенные были осквернены прежде крещения, и никакой грех соделанный кем либо прежде крещения не препятствует крещенному быть произведенным во священство. Но кто после крещения совершит блуд, или вступит в два брака, тот признается недостойным никакой степени священства.

        Аристен. Не священ всякий двоебрачный или содержащий наложницу. Ни один двоебрачный не принимается во священиство, а тем паче содержащий наложницу.

        Вальсамон. Кто по святом крещении вступил в два брака или впал в блуд, тому правило запрещает быть епископом, или совершать что либо священическое, оставляя без внимания всякие грехи, соделанные до святого крещения, потому что оно есть начало обновления и дело одной благодпти Святаго Духа. Читай еще 20 правило святого Василия. Но не знаю, каким образом многие чтецы, бывшие в двух браках, оставались на своих местах и арзиерейскими указами возведены на высшия степени. Читай еще 137 новеллу Юстиниана, помещенную в 1 титуле 3-й книги Василик, в котрой на ряду со многими другими церковными вопросами определяется, как должно поступать с двубрачными клириками. Читай также и 23 главу преваго титула настоящего собрания ито, что там содержится.

        Другое толкование. В настоящем толковании 17 правила мы написали, что не знаем, каким образом двоебрачные чтецы не извергаются, но еще возводятся и на высшия степени архиерейскими указами. А теперь обстоятельнее рассмотрев содержание законов и правил, мы пришли к заключению, что настоящее 17 правило и 18 рассуждают об архиереях, священника, диаконах и иподиаконах, а не о чтецах. Ибо те, если вступят два раза в брак, прежде ли рукоположения, или после рукоположения, подлежат извержению, а чтецы, вступившие в два брака прежде поставления извергаются, а после поставления удостаиваются прощения, но не допускаются к восхождению на другую, высшую церковную степень. Ибо137 новелла Юстиниана или 31 и 32 глава 1 тит. 3 книги Василик говорит именно следуюющее: если пресвитер, или диакон, или иподиакон после рукоположения приведет себе супругу, должен быть изгнан из клира и с своим имуществом должен быть отдан сословию того города, в котором был клириком. А если чтец приведет вторую жену или первую, но вдову, или разведенную с мужем, или такую, с которою законами и священными правилами клирику запрещено вступать в брак, то уже не должен восходить на другую, церковную степень; если же каким нибудь образом и был бы возведен на высшую степень, должен быть низведен с сей и возстановлен в прежний. Если хочешь относить это праивло и к чтецам, то говори, что не может быть или сделаться чтецом, кто состоял в двух браках до постановления, но, по дознании о сем, извергается. Но после поставления вступившему во второй брак чтецу оказывается снисхождение, хотя он не может быть возведен на высшую степень. Необходимо сказать еще о том, что архиерейскими указами двубрачные чтецы определяются в должности доместиков и другия церковныя должности. Итак мы говорим, что церковныя начальства и должности не в собственом смыле называются степенями. Ибо в собственном смысле степень есть степень священников, диаконов, иподиаконов и чтецов, а должности и начальства суть почести и средства к лостаточному содержанию. Почему и бывший с-измала чтецом, если бы и два раза вступил в брак, безпрепятственно может быть по указу определен клириком, церковником, доместиком и собирателем народа, но не может быть диаконом, или иподиаконом. А дерзнувший на сие подлежит извержению.

        Славянская кормчая. Не священ всяк двоеженец, или наложницу питея.

        Всяк оженивыйся второе, во священический чин неприятен, больми же того паче, иже наложницу имать, в чин не приидет.

        ссылка

        18. Взявший в супружество вдову, или отверженную от супружества, или блудницу, или рабыню, или позорищную, не может быть епископ, ни пресвитер, ни диакон, ни вообще в списке священного чина.

        Зонара. И у иудеев ветхим законом запрещено было священикам их вступать в брак с блудницами, или с пленными, или с рабами и такими женщинами, которыя приобретают средства к жизни содержанием корчемниц или постоялых домов, а равно и с разведенными от мужей. Если же для них так было постановлено законом, то тем более для имеющих священодействовать по евангелию. Ибо вот, говорит, церкве боле есть зде (Мф. 12, 7). Посему и настоящее правило не дозволяет посвящаемым вступать в брак ни со вдовою, ни с отверженную своим мужем, ни с блудницею, ни с рабою, и ни с какою из участвующих в представлении зрелищ (на сцене). Ибо нельзя поверить, чтобы оставались целомудренными таковыя, которыя живут – как попало и без стыда ведут беседы со всяким встречным. Итак правило не дозволяет, чтобы взявший одну из исчисленых был возводим в какую бы ни было степень священства.

        Аристен. Священник, взявший в супружество отпущенную, или вдову, или служанку, или неистовую не священн. И тот, кто взял в супружество нескромную жену и не деву, но отвергнутую другим, или вдову, или служанку, или неистовую, не должен быть допущен до священства.

        Вальсамон. Заметь настоящее правило: оно хочет, чтобы не только посвящаемый вел жизнь целомудреную, но и сожительница его. Поэтому оно запрещает посвященым сочетаваться с женщинами, в нем указаными, потому что сомнительно их целомудрие по причине худых обстоятельст их жизни. Итак если кто сочетался с таковою женой, то он не должен быть удостоен священства. А если после получения священства жена его впала в прелюбодеяние и он ее удерживает при себе, – должен подлежать извержению. Читай еще 29 главу 9 тит. настоящего собрания, 10 правило анкрискаго собора и то,
        что написано там в объяснение настоящих двух правил.

        Славянская кормчая. Пущеницу и вдовицу, и рабу, и плясицу поемый, иерей не может быти.

        Аще кто не поймет жены бес порока и девицу, но оженится таковою, юже свой муж пустил, или вдовицу поймет, или рабй, или кощунницу, или плясицу, таковый во священический чин не может прият быти.

      • ნიკა Says:

        აი, ადრე შემეკითხნენ თუ მღვდელის ცოლი არ ემორჩილება მღვდელსო, ვეღარ ვიხსენებ ვინ დამისვა ეს კითხვა და მან მიაქციოს ბალსამონის განმარტებაში ამას ყურადღება:

        А если после получения священства жена его впала в прелюбодеяние и он ее удерживает при себе, – должен подлежать извержению.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: