მასონური შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ

უფალი ციხეში

მღვდელი კვლავ ციხეშია ბ-ნო ოპოზიციონერებო!

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

კითხვა: ვისთან არს ღმერთი?

პასუხი: სიმართლისათვის დევნილებთან: „ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდნენ და გყვედრიდნენ, და სთქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის: გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა." (ცხრა ნეტარება)

კითხვა: რა არის ღვთის სიმართლე?

პასუხი: უბიწო სარწმუნოება – მართლმადიდებლობა, შეურყვნელი ყოველი ცდომილებისა და ერესისაგან.

კითხვა: მაშ, ვინ არის დევნილი სიმართლისათვის?

პასუხი: ვინც იდევნება სარწმუნოების უბიწოების დასაცავად.

კითხვა: ვინ იდევნება დღეს საქართველოში და საპატიმრო დილეგშია სარწმუნოების უბიწოების დასაცავად?

პასუხი: მღვდელი- ბასილი მკალავიშვილი.

კითხვა: და ვისთან არს სიმართლისათვის დევნილთა ღმერთი?

პასუხი: მამა ბასილთან.

კითხვა: და ვინ შეეწია სიმართლისათვის დევნილ_ მღვდელს საპატიმრო დილეგში_საქმით და სიტყვით?

პასუხი: საქართველოში არავინ, ხოლო უცხოეთიდან: მამა გიორგი სხილაძის მრევლი, სიმართლისათვის ტყვიითა და მახვილით განდევნილი კანონიერი ხელისუფლება და მისი მხარდამჭერნი!

კითხვა: და რომელ პოლიტიკურ ძალასთან არს ღმერთი?

პასუხი: 1991-92 წ.წ._ში დამხობილ კანონიერ ეროვნულ ემიგრაციულ ხელისუფლებასთან.

კითხვა: ვინ ითვლება კანონიერი ხელისუფლების წევრად?

პასუხი: კანონიერი ხელისუფლების წევრებად ითვლებიან  ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლთაც იუდასავით არ გასცეს პრეზიდენტი, არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ 1991-1992წ.წ. სამხედრო პუტჩის შემდგომ, ძალადობითა და ხალხის მოტყუებით საქართველოს სათავეში მოსული უკანონო ხელისუფლებებთან თანამშრომლობაში და თავს კვლავაც კანონიერი ხელისუფლების წევრებად  თვლიან დღემდე დევნილობაში.

კითხვა: რა გადაგვარჩენს?

პასუხი: აღვადგინოთ ის, რაც დავუმხეთ ღმერთს – კანონიერი ხელისუფლება და აღარ ვდევნოთ ქრისტეს ჭეშმარიტების ერთგული სამღვდელოება!

კითხვა: ვინ არის ილია მეორე და მისი სამღვდელმთავრო სინოდი, რომელსაც თაყვანს სცემს ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში?

პასუხი: გოლგოთაზე ამყვანი_ქრისტეს ჯვარმცმელი სამღვდელმთავრო სინედრიონი!

კითხვა: და მაშ ვინ არიან ილია მეორის სინოდის თაყვანისმცემელი პოლიტიკური პარტიები?

პასუხი: ბრბო, რომელიც შესთხოვდა ქრისტეზე პილატეს_: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი_იგი!

კითხვა: რაშია საქართველოს ხსნა?

პასუხი: კანონიერი ხელისუფლების აღდგენაში და ახალ რუის ურბნისში!

კითხვა: რა არის ჭეშმარიტი თავისუფლება, როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი ერისთვის?

პასუხი: მონობა ქრისტეში, და სწორედ ამიტომაც ვიწოდებით ქრისტეანებად.

                                                                                  „დიდგორის" რედაქცია



ახლა განვიხილოთ ის, თუ როგორ ფიქრობს დღევანდელი ოპოზიცია, ძველი პუტჩისტები და ზვიად გამსახურდიას ყოფილი თანამებრძოლები ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან უმთავრეს საკითხზე, რომელიც სარწმუნოებრივ და ეროვნულ თვითშეგნებას ეხება. თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ ქართველი ერის წინაშე მდგარი დილემა ერთ-ერთი ბეჭვდითი გამოცემიდან ამოღებული ამონარიდის საფუძველზე. ამ გამოცემას ჰქვია “მართლმადიდებლობის ზეიმი“ და იქ გამოქვეყნებულ წერილების უმეტესობა ანტიმასონურია, რაც თავისთავად მისასალმებელია. ამ გამოცემაში იხილავთ აგრეთვე ერთ-ერთი პუტჩისტის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოების თავმჯდომარის სოსო ჯაჯანიძის მოსაზრებებს კანონიერი ხელისუფლების აღდგენასთან დაკავშირებით. იხ. ამონარიდი.

თურმე ნუ იტყვით და მასონებს ბრძოლა გამოუცხადებიათ პატრიარქისათვის და მისი სახელის დისკრედიტაციისათვის ხაფანგს უგებენ

ფოტოზე: პატრიარქი მიუძღვება უკანონო ხელისუფლების დე-ფაქტო პრეზიდენტს და ვიზიტი ოპოზიციასთან

  • როგორც დავინახეთ პატრიარქი მასონების მიერ დაგებულ მახეში დიდი სიამოვნებით მიბრძანდა, აკურთხა და ოპოზიციაც არ დაივიწყა! ნეტავ, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ რა დაუშავა, რატომ არ ანუგეშა დევნილი ხელისუფლება?!

ვიდეო: გადაფურთხებულის ალოკვა

 

  • პატრიარქი აქაც მიიტყუეს მასონებმა და მისი ავტორიტეტის შებღალვა ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ ამითაც თურმე ვერაფრი დაკლეს მის უდიდეს ავტორიტეტს. ბოროტი ენები ამბობდნენ ძალით მიიყვანესო!!!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: