„თბილისის ფორუმი“ – ანტიმართლმადიდებელი და ანტიქართული საითი

ერეტიკოსებისადმი სიტყვისგებათა მართლმადიდებელი კატეხიზმო

არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. (ათი მცნებიდან მესამე კანონი)

ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის სახელი რომ უდიდესი მოწიწებით, შიშით და თაყვანისცემით გამოსათქმელია, ამის მტკიცება, არამც თუ მორწმუნეს, არამედ ჯერ კიდევ რწმენაში ჩაუხედავ წესიერ და პატიოსან  ადამიანსაც კი არ სჭირდება და ეს მარადიული კანონი უფალმა 10 მცნებაში ბრძანებით დაგვიწესა, მაგრამ დღეს დიდი საშინელება ხდება საქართველოში, მრავალი ამპარტავანი ადამიანი –  უცნობელნი ჭეშმარიტების, მათ, ვინც ანბანიც კი არ იცის სარწმუნოების საფუძვლების, და ასევე რელიგიურ საკითხებში განსწავლული ბილწი ერეტიკოსებიც თან მართლმადიდებლად ასაღებენ თავს და თან _ იმავდროულად დემონური პატივმოყვარეობით ღმერთზე აჯანყებულნი თავხედურად, ცინიკურად, შემაძრწუნებელი უტიფარი აღვირახსნილი ბილწსიტყვაობით განიხილავენ რწმენის საკითხებს „თბილისის ფორუმზე“ _ სადაც: მასხრობენ ღმერთზე, სახარებაზე, ცხონებაზე, წარწყმედაზე, სასუფეველზე, ჯოჯოხეთზე, წმიდა ეკლესიის სამართალზე, ხანდახან უშვერ გინებასაც მიაყოლებენ იქვე გამოქვეყნებულ წმიდა ხატთა წინაშე და ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით აქვეყნებს „თბილისის ფორუმის“ მფლობელი თემურ ხაინდრავა და ამაყად აღუმართავს წარწერა თავის საითზე: „ქართული ფორუმის ძალა“…

ამის სანიმუშოდ მორწმუნეებმა მოგვაწოდეს „თბილისის ფორუმზე“ განხილული რელიგიურ თემების ე. წ. „ლინკები“ და ამ ბმულებზე რაც ვიხილეთ და წავიკითხეთ, უნდა ითქვას რომ თბილისის ფორუმის „სატანურმა ძალამ“ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ „თბილისის ფორუმის“ რელიგიური ნაწილის დებატების არენა არის „სამკვიდრებელი ეშმაკთა და საყოფელი ყოვლისა არაწმიდისა სულისა“, რადგან ასეთი გინება ღვთის სახელის იშვიათად თუ მოიძიება სხვაგან  …

„თბილისის ფორუმის“   თემას დაწვრილებითი განხილვით ჩვენ მრავალგზის დავუბრუნდებით კიდევ, მანამდე კი –  თავდაპირველად დავიწყებთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა კატეხიზმური სწავლებების თანამიმდევრულ გამოქვეყნებას ყველა იმ ძირითად თემაზე, რაზეც „ლაზღანდარობენ“ შეუგნებელი თუ შეგნებული ღვთისმგმობელები, და  მერე, დაე, მათ ეკამათონ პირდაპირ ღმერთს, მის წმიდა მოციქულებს და სამოციქულო ეკლესიის ღმერთშემოსილ წმიდა მამებს, რათა ღვთაებრივმა მამებმა ჩამოხსნან მათ საჯაროდ ნიღაბი და წარმოაჩინონ ამ ნიღბის მიღმა შეფარული ეშმაკის საზოგადოების შემზარავი სახე.

დავიწყოთ წმიდა ილარიონ ქართველის სწავლებით ცხონებასა და წარწყმედაზე, ე. ი. ვინ ცხონდება და ვინ წარწყმდება, ეს თემა განსაკუთრებით ამხიარულებს და აბილწსიტყვავებს თბილისის რელიგიური ფორუმის სატანისტებს, ჯერ მოვუხმოთ, ამონარიდებს, როგორ იგდებენ აბუჩად ისინი ღვთისგან დაწესებულ განჩინებებს და მას „ფსევდომართლმადიდებლურ შიშებს“ უწოდებენ:

 

ფსევდომართლმადიდებლური შიშები (post #9383585)

1. შტრიხ კოდების
2. საიდენტიფიკაციო ნომრების
3. შელოცვების
4. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის (არამართლმადიდებლური ტაძრების დათვალიერება-მოლოცვის)
5. ტელევიზორის
6. კომპიუტერის
7. ზღვაზე სიარულის, "სიშიშვლის" გამოჩენის საბაბით
8. ცეკვის
9. სპორტის
10. პირველ იანვარს ახალი წლის აღნიშვნის
11. მუსიკის მოსმენის, კონცერტებზე, ბალეტზე, ოპერაში და სხვ. სიარულის
12. მოძღვართან შეუთანხმებელი ფიქრის
13. ახალი სტილის კალენდრის
14. დენ ბრაუნის კრეტინობის ყურების
15. ჰარი პოტერის კითხვის
16. საერო წიგნების კითხვის
17. ინსტრუმენტზე დაკვრის
18. სუნამოს დასხმის, თანამედროვე ჩაცმულობის და გალამაზების შიში, განსაკუთრებით გოგონებში
19. ღვთისმსახურების ენის მიზანშეწონილი რეფორმის მიმართ "შიში", (იკვეთება ენის საკრალიზაციის ნიშნებიც)
20. პამპერსების გამოყენების (ერთ ერთი მოძღვრის, ამბიონიდან ქადაგების თემა)
21. (ნებისმიერი ტიპის) იუმორის, ანეკდოტების თქმის ან მოსმენის
22. გოგონებში შარვლის ჩაცმის (მკვიდრდება აზრი, რომ შარვლის არჩაცმა მართლმადიდებლობაა)
23. ეკლესიაში სკამების დადგმის – მსახურებისას ერისკაცთათვის ჯდომის
24. ეკუმენიზმის (ეკუმენისტი სასულიერო პირებისგან ლოცვა-კურთხევის აღების შიში)
25. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან კონტაქტის შიში. ( მორწმუნე თურმე არ უნდა კონტაქტობდეს არამორწმუნესთან, როკერთან, სიგარეტის მწეველთან. მართლმადიდებლურ ფორუმზე ერთმა დაწერა, თუ როგორ დააშორა მოძღვარმა შეყვარებულს გოგო, მიზეზი დაშორების გახლდათ ის, რომ შეყვარებული სიგარეტს ეწეოდა….)
26. მარკირების. (თითქოს მარკირება ანტიქრისტეს ბეჭედია)
27. ქართული მრავალხმიანი კანონიკური გალობის
28.მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას მიმართ შიში! (თითქოს ისინი არიან ეკლესიის მტრები)
29.წმ. ვალენტინის -სიყვარულის დღის მიმართ შიში
30.ახალ წელს ნაძვის ხის დადგმის. შიშს იწვევს ის, რომ თითქოს ნაძვის ხე არის "წარმართული"
31.წითელ პარასკევს დაბანის

ამ საკითხებიდან, ძირითადს, რასაც დაცინვით  თბილისის ფორუმელებმა „ფსევდომართლმადიდებლური შიშები“ უწოდეს_საეკლესიო განჩინებებით და სჯულის კანონით გაეცემა მომავალში პასუხი.

კომენტარი: ამ მისამართზე იხილავთ ფილმს ანტიქრისტეს გამეფების შესახებ და  "თბილისის ფორუმელთა" ეკუმენისტი ცრუ პატრიარქის მკრეხელური განდიდებას

ყველა შიშია ერთად, ეხლა ვუყურე და შემეშინდა … 48 წუთი კი არის, მაგრამ ბოლოსკენ ისეთი რაღაცეები დაიწყო, რომ თეოფილესაც შეშურდებოდა … ღირს გაძლება ამისთვის … [თუმცა თავიდანაც მაგარია]
მაგალითად: როგორ საუბრობენ ლენინის სული და პელაგია, ვინ, სად და როდის აღსდგება მკვდრეთით, რატომ არ უნდა შევიყვანოთ სახლში ძაღლი
რუსეთის მეფე მოვა და ანტიქრისტეს მისი შეეშინდებაო …
მხოლოდ სლავ ერებში ვერ გაბატონდებაო … მაგრამ იბერია მაინც გაბრწყინდებაო … მოსკოვი და პეტერბურგი გაქრებიანო … 

პ.ს. ურთიერთგამომრიცხავმა ’წინასწარმეტყველებებმა’ დაგლიჯა …
სახელს რატომ უტეხენ მართლმადიდებლობას ვერ ვიგებ, იმ თეოფილესი არ იყოს … ვითომ პროტესტანტი რომ არის …
ჰო მართლა … ანტიქრისტე მალე მოვაო, რამდენიმე წელიწადშიო … 
ანტიქრისტეს შიში ჩაამატეთ სიაში
არა არს ღმერთი თვინიერ მორგოტისა და საურონი მოციქული მისი

  • ფორუმელი „დოლორესი“

კი ვიცოდი რომ ყველაფერი იკრძალებოდა,მარა ასე თუ იყო საქმე არ მეგონა…სუნთქვა ითვლება ანტიმართლმადიდებლურ ქმედებად ნეტავ?

  • ფორუმელი „ეგრი“

არა, მაგრამ მარხვის დროს რეგლამენტირებულია.

  • ფორუმელი „არმორი“

რომ ილოცო რა უნდა დაშავდეს?
აი მეჩეთში რომ ილოცო იესო ქრისტეს სახელით … მერე რა?
ტუალეტში რომ ილოცო ცოდვაა?

  • ფორუმელი „ნოონბაუერი“

რა ეშველება საწყალ დედამიწას აა?? 2012 თში თU კომეტა არ დაგვეჯახა 2014 ში ასტეროიდი დაგვეჯახება 2015 ში თუ მიწისძვრა არ იქნება 2016 ში წარღვნა იქნება ამიტომ დაიკიდეთ მაინც არ აგვცდება.

  • ფორუმელი „სხვანაირა“

მეც არ მესმის ეკლესიის პოზიცია, სამოთხე-ჯოჯოხეთში სეირნობები და ა.შ.

  • ფორუმელი „ნავარა“

სამოთხე და ჯოჯოხეთი:
фიგნя ვსო ეტა.

  • ფორუმელი „დოლორისი“

ჯვრისწერა არა?
იგნორყოფილია ჯვარდაწერილი წყვილის ქორწინება?
ეს ძალიან სასაცილოა.მორწმუნეთტვის ხელისმოცერა 30-ე ხარისხოვანია,ჯვარი უნდა დაიწერონ და თანაცხოვრება მერეა ღვთის მიერ კურთხეული.მთავარია ჯვარდაუწერლდ არ ჰქონდეთ კავშირი—სწორედ ეს არის მრუშობა.
ხო, აი ბრწყინვალე გამოსავალი გადამეტებულად ეკლესიურებისათვის

თუმცა ძალიან მეეჭვება რომ პრეზერვატივით სარგებლობა ცოდვა იყოს
მე რამდენადაც მახსოვს – ეგ ჩუკენობად განიხილება…
მარა აქ აცხადებენ – მკვლელობააო…

მგონი მალე ონანიზმისათვის გენოციდის სტატუსის მინიჭებამდეც მივალთ
მალე მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურის განმარტებებში ჩაემატება:

ზვიადიზმი – ტვინის უკურნებელი დაავადება.
ეროვნული ძალები ჩუკნავენ გამალებით!
…………………….
ღმერთმა აცხონოს ხაფეზ "ხუდოჟნიკი"

                                                               ——————–
აი, ეს არის მცირედი ამონარიდი  „თბილისის ფორუმის“ შედარებით „კორექტული“ ღვთისგმობელობის დებატებიდან; ასეთ ბილწი გმობით აბუჩად იგდებენ ისინი  ღვთის სახელს, მაგრამ კულმინაციას მიაღწია ამ გმობამ, მაშინ, როდესაც ავანგარდისტ-მოდერნისტმა ფორუმელმა „მამა ჯემალმა“  „დიდგორის“ წერილი „მასონური შეთქმულება „პატრიარქის“ წინააღმდეგ“ მისი ტალახში ამოსვრის მიზნით შეიტანა ამ ეშმაკეულთა ბუნაგში და უტყუარად განსაზღვრა თავისი მიზნის შედეგი, რადგან მისმა თანაფორუმელმა ვინმე „ბინლადენმა“ ჩვენი წერილის წაკითხვისას წონასწორობა სრულიად დაკარგა და ისეთი უშვერი გინება წამოანთხია მაცხოვრის წმიდა ხატის წინ, რომ ასეთი სისაძაგლის პირდაპირი სახით ამ წერილში  გადმოტანა შეუძლებელია და მოგაწვდით მხოლოდ ბმულს; იხ:

http://forum.ge/?f=29&showtopic=33861961&st=0

ეს „მამა ჯემალი“ თავისი სამეგობროთი ადრე გავაძევეთ  ჩვენ „დიდგორის“ კომენტარებიდან, შემდეგ მასზე მორწმუნეებმა მოგვწერეს, რომ იგი უნდა იყოს ბაბტისტურ სექტაში ოფიციალურად გაწევრიანებული ყოფილი მღვდელი და ილია მეორის რეფერენტი ბასილ კობახიძე,  მაგრამ როგორც გაირკვა და  მისი წერილების დათვალიერებამ სრულიად არასაეჭვო გახადა ჩვენთვის, იგი არის ბასილ კობახიძის, ნ. ლადარიას, ზაზა თევზაძის და სხვა პანეკუმენისტების დაჯგუფებიდან და ქადაგებს სხვადასხვა ერესს „თბილისის ფორუმზე“.

წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთაებრივი მამების სწავლებათა კატეხიზმო (წერილი_პირველი)

წმიდა ილარიონ ქართველის სწავლება ცხონებასა და წარწყმედაზე

   

მაცხოვრის ჯვარცმიდან მომდინარე სისხლი (ფრაგმენტი)
 
ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს, ყველა მწვალებლის იყოს დაუსრულებელი წყევლა და შეჩვენება
(დიდი სჯულის კანონი – წმიდა რუის ურბნისის კრების განჩინება)

მაცხოვრის ჯვარცმიდან მომდინარე სისხლი

„თბილისის ფორუმელთა“ მსგავსმა ხალხმა აცვა მაცხოვარი ჯვარზე და დღესაც ეს სისხლი მოედინება ასეთ უსჯულოთა ბილწი ცოდვების გამო წმიდა ჯვარცმიდან

… მეორე დღეს, ფაშას უფრო მეტად შესაგონებლად, მამა ილარიონმა დაიწყო ლაპარაკი მუსულმანობასა და მისი დამაარსებლის მუჰამედის სიცრუეზე. უწოდებდა მას უშიშრად მატყუარას და ამბობდა, რომ როგორც იგი დაიღუპება, ისე ყველა მისი მორწმუნე დაიღუპებაო.

„როგორ ფიქრობ, ჩვენ საით წავალთ?“ – ჰკითხა ფაშამ სიცილით.
„იქით, საითაც თქვენი მუჰამედი!“ – უპასუხა ბერმა.
„ და საით წავა, შენი აზრით, მუჰამედი?“
„ჯოჯოხეთში!“ – უპასუხა მამა ილარიონმა, – და თქვენც მასთან ერთად“,
„მაშ შენი აზრით, ვინ ცხონდება და სამოთხეში ვინ მოხვდება?“

„მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ქრისტეს მართლმადიდებელი სარწმუნოების წიაღში მყოფნი; მათ გარდა ყველანი: ებრაელები (იუდევლები), სომხები (მონოფიზიტები), კათოლიკები, პროტესტანტები და ყველა სხვა უცხოდ აღმსარებელი ჯოჯოხეთში სატანჯველით დაისჯებიან“.

მაშინ ყველამ, ვინც კი ოთახში იმყოფებოდა (ამ დროს ფაშასთან შეკრებილიყვნენ მთავარი თურქი მოხელეები, აგრეთვე წარჩინებული უცხოელები: ინგლისელები, ფრანგები, ებრაელები, და სომხები), გამძვინვარებულებმა შესძახეს: „სიკვდილი მაგას!“

ამ ყვირილზე ფაშას აღარ შეეძლო გულგრილად დარჩენა, და თუმცა ბერის სიკვდილი არ სურდა, მაგრამ თვითონაც რომ არ შერაცხულიყო მუჰამედის კანონის უარმყოფლად, მამა ილარიონისათვის თავის მოკვეთა ბრძანა: „თავად მოუხმე უბედურებას, ახლა მე შენი დაცვა აღარ ძალმიძს; მაგ შენი გაბედული სიტყვებისთვის თავი მხრებზე არ შეგრჩება – უთხრა ფაშამ ბერს.

მამა ილარიონმა თავი უშიშრად მოიშიშვლა, დახარა და თქვა: „ აჰა! მოჭერი! ქრისტეს ჭეშმარიტებისათვის სიკვდილისაც არ მეშინია!“

წმიდა იოანე ნათლისმცემლის ცრემლმდინარე ხატი

ეს არის წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა სწავლება მუჰამედის მიმდევართა და  სხვა ერეტიკოსთა წარწყმედაზე და ამ სწავლების დაცვისათვის წმიდა ილარიონ ქართველივით ურიცხვ მოწამეთა და აღმსარებელთა  საუკუნოვანი თავგანწირვა ქრისტეს რწმენისათვის, ხოლო „მამა ჯემალი" და მისი მსგავსნი, აი, რას სწავლობენ თავიანთი "უწმიდესი" ცრუ პატრიარქისაგან:

  • „ბაქოში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას, რომელიც შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადეს  25 წლიან მოღვაწეობას მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განაცხადა: „მრავალწლიანი თავისი ერთგული მსახურებით მთელი კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერი  შეიხ-ულ-ისლამ აპლაჰშუქურა ფაშა-ზადე  წარმოადგენს დიდ მაგალითს მომავალი თაობებისათვის…"  (ბაქო -კასპიისპირეთის ეპარქიის ინფორმაცია)

„მოვა დღე, აუცილებლად მოვა და არ აგვცდება დღე, როდესაც ადამიანი მიატოვებს ყველაფერს, მიატოვებს ყველას და მარტო წავა თავადაც ყველასაგან მიტოვებული, დამცირებული, გაშიშვლებული, უმწეო და არ ეყოლება, არც თანამდგომი, არც მეგზური, თუკი სიკვდილის დღემ მოუსწრო მას „იმ დღეს როცა არ ელის და იმ ჟამს, როცა არ იცის“ (მათე 25-50)

როდესაც ადამიანი უზრუნველადაა, მხიარულობს, გართულია ამაოებით, ტკბება სიმდიდრით, ფუფუნებაშია, მოულოდნელად მოვა ის საათი, და ყველაფერს ბოლო მოეღება…ამა სოფლიდან წამსვლელი ყველას მოგვმართავს და ამბობს: „მშვიდობით, მშვიდობით –  ძმანო! ჩემო კეთილო ძმანო! ახლა ბეჯითად ილოცეთ ჩემზე, ამ ბოლო ჟამს შორ გზაზე მივდივარ, იმ გზაზე, რომლითაც ჯერ არ მივლია, ახალ ქვეყანაში მივდივარ, საიდანაც არავინ დაბრუნებულა, ბნელ მიწაში მივდივარ, სადაც არ ვიცი რა დამხვდება – ღრმა ჯოჯოხეთში, საიდანაც არავინ მობრუნებულა!…მასწავლიდნენ სამსჯავროზე და არ ვისმენდი, მმოძღვრავდნენ ჯოჯოხეთზე, და მე კი უზრუნველად ვიცინოდი, ვისმენდი სახარებას, და ღვთისათვის ვერაფერს ვთმობდი, სიცოცხლეს კი ვამთავრებ, ისე, რომ ვითომდაც არაფერი მსმენია ღმერთის სამსჯავროზე!

ყოველდღე ვისმენდი სიკვდილზე, მაგრამ დავცინოდი მის მოშიშთ და ისე ვცხოვრობდი როგორც უკვდავი, ახლა კი მოუმზადებელი მივდივარ ამ ცხოვრებიდან და აღარავინ მყავს დამხმარე! წამასწრეს სიკვდილის ანგელოზებმა მოუნანიებელს...(წმ. ეფრემ ასურის სიტყვა „სიკვდილზე“)

ხოლო თუკი ღვთის მოშიშთაც კი შიში ჰზარავთ და არაფერი უწყიან საკუთარ გადარჩენაზე, და ღმერთს ყოველდღე შეჰღაღადებენ შეწყალებას და ცოდვათა მიტევებას, ვაი, თქვენ, თბილისის ფორუმელებო, თუ ცრემლით არ მოინანიებთ თქვენს უკიდურეს უსჯულოებას „ღვთის სახელის აბუჩად აგდებით ფორუმებზე გართობას“, რადგან ადრე თუ გვიან აღმართავს თქვენგან დამცირებული ღმერთის სიკვდილის ანგელოზი მახვილს თქვენს გზებზეც, სწორედ, მაშინ როდესაც არ ელით და იმ ჟამს, როცა არ იცით და როგორც ბრძანებს წმიდა მამა წახვალთ ბნელ მიწაში, საიდანაც არავინ დაბრუნებულა და ღრმა ჯოჯოხეთში, რომელზეც სწავლება მოგვცა არა ადამიანთა საზოგადოების მიერ გამოგონილ ცრუ რელიგიათა ბრძნობის ფილოსოფიურმა „იზმებმა“, არამედ თავად ცისა და ქვეყნის შემოქმედმა უფალმა ღმერთმა – ჩვენი არსებობის დასაბამმა და ჩვენი სიკვდილის ხელმწიფემ!

აი, რა ბრძანა მან დაუსრულებელ ჯოჯოხეთზე, კარგად დაიმახსოვრეთ უფლის ეს სიტვები, რომლითაც გელოდებათ მისი საუკუნო მსჯავრი: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული“ (მათე 24, 41)

ღმერთო, შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი, და აღხოცე უსჯულოებანი ჩვენნი!

„დიდგორის“ პრესსამსახური

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: