მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცკელი

მე ვარ უფალი ღმერთი შენი
ეს მე დავუშვი შენზე,_ ეს ჩემგან იყო!

serafime virickeli

მამა სერაფიმე ვირიცკელი

გიფიქრია თუ არა ოდესმე, რომ ყოველივე ის, რაც შენ გეხება, ამავე დროს მეც მეხება? რადგან რაც შენ გეხება, ჩემს თვალთა გუგებსაც ეხება. ჩემს თვალში ძვირფასი ხარ, დიდად ძვირფასი და რახან შეგიყვარე, ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა შენი აღზრდა. როცა განსაცდელში ჩავარდნილხარ და მტერი მოგწყდომია, როგორც მდინარე, მსურს იცოდე, რომ ეს ჩემგან იყო.


თუკი შენი უძლურება ჩემს ძალას საჭიროებს და შენი უსაფრთხოება იმაში მდგომარეობს, რომ მომცე შესაძლებლობა შენი დაცვისა; რთულ ვითარემაში იმყოფები იმ ადამიანთა შორის, რომელთაც შენი არ ესმით, არას დაგიდევენ, რა გეამება და რომლებიც თავიდან გიცილებენ, _ მაშინ, ეს ჩემგან იყო!

რამეთუ შენი შესაძლებლობები ჩემს ხელთაა და მსურს, რომ განსაცდელისას მე მომაშურო და იცოდე, რომ ჩემზე ხარ დამოკიდებული. ამოუწურავია ჩემი გამოუყენებელი ძალები. მსურს, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებასა და აღთქმებში. ნურც ყოფილიყოს, რომ გასაჭირისას შენთვის ეთქვათ, „არ გირწმუნია უფლისა ღვთისა შენისა“.

ღამით მწუხარება გწვევია? ახლობლებმა და გულით ძვირფასმა ადამიანებმა განგიშორეს? _ ეს ჩემგან მოგევლინა.

ეს მე ვარ მწუხარებათა და სნულებათა მწვნეველი; ამას ვუშვებ, რათა შემომღაღადო და ჩემში ჰპოვო შვება მარადიული.
მეგობარში მოტყუებულხარ ან ვინმეში, ვისთვისაც გული გადაგიშლია? _ ეს ჩემგან იყო.

იმედგაცრუებას ნება მივეცი შენთვის ხელის შეხებისა, რათა შეგეცნო, რომ შენი საუკეთესო მეგობარი უფალია. მსურს, რომ ჩემთან ყველაფერი შენი მოიტანო და მესაუბრო.

ვინმემ ცილი დაგწამოს? _ ეს მე მომანდე და მთელი სულით მომიახლოვდი, ვითარცა შენს თავშესაფარს, რომ მოკინკლავე ენათაგან თავი დაიხსნა. მე გამოვაბრწყინებ შენს სიმართლეს და შენს ხვედრს ავაკაშკაშებ.

გეგმები ჩაგეშალა, გული გაგიტყდა და დაიქანცე? _ ეს ჩემგან იყო.

გეგმა დაგისახავს, საკუთარი განზრახვა გქონია და ისინი საკურთხევლად ჩემთან მოგიტანია. მაგრამ მინდა, რომ შენი ცხოვრების მოვლენები განვაგო და წარვმართო, რამდენადაც შენ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.მოულოდნელი ცხოვრებისეული წარუმატებლობანი გეწვივნენ და სევდამ მოიცვა გული შენი? იცოდე, _ ეს ჩემგან იყო.

რამეთუ მსურს, რომ გული შენი და სული შენი მუდამ ანთებულნი იყვნენ ჩემს თვალთა წინაშე და ჩემი სახელით ყოველგვარ სულმდაბლობას ამარცხებდნენ.

როცა ახლობელთაგან, შენთვის ძვირფას ადამიანთაგან ამბავს დიდხანს ამაოდ ელოდები და შენი სულსწრაფობითა და მცერედმორწმუნეობით დრტვინავ და იმედგაცრუებაში ვარდები ხოლმე, იცოდე, _ ეს ჩემგან იყო.

რამეთუ ამ წუხილით ვცდი შენს სულს. მე ვარ სიმტკიცე შენი რწმენისა აღთქმის დაურღვევლობაში და ძალა იმ შენს ახლობელთათვის შენი ლოცვის გამბედაობისა, რადგან განა მათზე ზრუნვა შენ არ მოანდე ჩემს განგებულებით სიყვარულს? მათ ახლაც განა შენ არ აბარებ საფარველს ყოვლადწმიდისა დედისა ჩემისა? როს მძიმე სენმა მოგაკითხა, დროებითმა თუ უკურნებელმა და მიგაჯაჭვა სარეცელს შენსას, _ ეს ჩემგან იყო.

რადგანაც მსურს, რომ უფრო ღრმად შემიცნო შენს ხორციელ უძლურებებში და არ იწუწუნო შენთვის გამოგზავნილი გამოცდის გამო; არ ეცადო ადამიანთა სულების სხვადასხვა გზით გამოხსნის ჩემეულ გეგმათა განჭვრეტას, არამედ უდრტვინველად და ნებიერად მოუდრიკო თავი ჩემს შენდამი სახიერებას. თუკი ოცნებობდი, ჩემი გულისთვის რაღაც განსაკუთრებული საქმე მოგემოქმედა და ამის ნაცვლად თავად მიეჯაჭვე სნეულებისა და უძლურების სარეცელს, _ ეს ჩემგან იყო.

სხვაგვარად შენს საქმეებში იქნებოდი ჩაძირული და ვერ შევძლებდი შენი აზრების ჩემსკენ მოდრეკას. მე კი მინდა, ჩემი უღრმესი აზრები და გაკვეთილები დაგასწავლო, რათა წარსდგე ჩემს მსახურებად. მსურს, გასწავლო იმის მიხვედრა, რომ ჩემს გარეშე არარაობა ხარ. ჩემი საუკეთესო შვილნი სწორედ ისინი არიან, რომლებიც სოფლის საზრუნავს განშორებულან, რათა მოუკლებელი ლოცვის შესწავლას დაუფლებოდნენ. თუკი მოწოდებული ხარ, უცაბედად დაიკავო რთული და საპასუხისმგებლო მდგომარეობა, სასოებ რა ჩემზე, მე შენ მოგანდობ ამ სიძნელეებს და ამისათვის გაკურთხევს უფალი ღმერთი შენი ყოველთა შენთა საქმეთა ზედა, ყოველთა გზათა ზედა და ყველაფერში შენი უფალი იქნება შინი ხელმძღვანელი და წინამძღოლი.

შვილო ჩემო, აწ ხელთა შენთა მომიცია წმინდა ზეთის ჭურჭელი და თავისუფლად მოიხმარე. მუდამ გახსოვდეს, რომ ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, შენი შეურაცხმყოფელი ყოველი სიტყვა, ყოველი ცილისწამება და განკითხვა, შენს საქმეში ყოველი ხელისშეშლა, რომელსაც შეეძლო, გამოეწვია წყენა, გულგატეხილობა; შენი უძლურებისა და უუნარობის ყოველი გამოვლინება როს ცხებულ იქნა ზეთითა ამით, _ ეს ჩემგან იყო.

გახსოვდეს, რომ ყოველგვარი დაბრკოლება ღვთისმიერი წრთობაა და ამიტომ, გულსა შინა ჩაიბეჭდე სიტყვა, რომელიც აწ შენთვის გამომიცხადებია _ „ეს ჩემგან იყო“.

დაიმარხე, იცოდე და გახსოვდეს _ ყოველთვის, სადაც არ უნდა იყო _, რომ ყოველი საწერტელი დაბლაგვდება, როცა ყველაფერში ჩემს დანახვას ისწავლი.

ყველაფერი ჩემგან იყო მოვლენილი შენი სულის სრულქმნილებისთვის, _ ეს ყველაფერი ჩემგან იყო.

რუსულიდან თარგმნა მღვდ. გიორგი სხილაძემ

5 Responses to “მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცკელი”

    • ნიკა Says:

      Серафим Саровский. Об отчаянии.

      • ლადო Says:

        ОРТОДОКСАЛЬНОСТЬ ВО ВСЕМ МИРЕ. ПРАВОСЛАВНАЯ ЦЕРКОВЬ

        ОРТОДОКСАЛЬНОСТЬ ВО ВСЕМ МИРЕ. ДРЕВНЯЯ ПРАВОСЛАВНАЯ ЦЕРКОВЬ СОХРАНЕНА ДО СОВРЕМЕННЫХ ВРЕМЕН. ПРАВОСЛАВНЫЕ ЦЕРКВИ В ВИФЛЕЕМЕ, ИЕРУСАЛИМЕ, ГАЛИЛЕЕ, ГОРЕ СИНАЙ, КАППАДОКИИ, ЭСТОНИИ, КОНГО, КЕНИИ, КАИРЕ, ЯПОНИИ, ФАРФОРЕ, KYRGISTAN, КОРЕЕ, ГРЕЦИЯ, УСТАНАВЛИВАЮТ АФОН, РУМЫНИЮ, ШВЕЦИЮ, ГЕРМАНИЮ, БОЛГАРИЮ, ФРАНЦИЮ, АНГЛИЮ, ИТАЛИЮ, ЧЕХОСЛОВАКИЮ, НОРВЕГИЮ, ТРАНСИЛЬВАНИЮ, СОЕДИНЕННЫЕ ШТАТЫ, КАНАДУ, АНТАРКТИДУ, ПОЛЬШУ, ЮЖНУЮ АМЕРИКУ, МОЛДОВУ, АВСТРАЛИЮ, СЕРБИЮ, ДЖОРДЖИЮ, РОССИЮ, И БОЛЬШЕ.

      • mariami Says:

        ბატონო ლადო! გმადლობთ ამ განუმეორებელი ვიდეოს ტაძრებისა და მისი თანხმლები გალობებისათვის!

      • ნიკა Says:

        Sf. Cuv. Xenia de Sankt Petersburg ~ 24 ianuarie / Saint Xenia of St. Petersburg


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: