ერისა და სამშობლოს მოღალატე პატრიარქი

 

 

ს.ს.რ.კ. ს.უ.კ.- ის სააღრიცხვო ბარათი

 პატრირქი სამხედრო ხუნტის შეკრებაზე პატრიარქი სამხედრო ხუნტის შეკრებაზე

 


 

 

„დიდგორის“ რედაქციის ფოსტაში შემოვიდა კომენტარი, რომელიც მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ცალკე წერილად გამოგვექვეყნებინა

„დიდგორის“ რედაქცია


 

 

„დიდგორის“ რედაქციას

ამდენი ხანია ვაკვირდები „დიდგორზე" ომს და ხმა, რომ არ ამოვიღო, უფლება არა მაქვს. მინდა გითხრათ და გული გადაგიშალოთ, რამდენადაც ეშმაკი დავტოვე და ქრისტეს მხედრობას დავუბრუნდი. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, როგორც პროფესიონალი და ყოფილი ოფიცერი "იმ სამსახურისა", რომელსაც ქვეყნის დაქცევაში დიდი როლი მიუძღვის; ისე გამოდის, რომ ტყუილად "ვმუშაობდით" ჩემი მოტყუებული თაობისა და ჩვენი წინამორბედი " კ.გ.ბ."-ს ოფიცრები! "მამა ჯემალს" მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ბევრი რამის მნახველი და ბევრი დოკუმენტის თვითმხილველი ვარ. მინდა იცოდეთ, რომ თანამდებობის პირები, სანამ ჩვენთან არ გაივლიდენ „გასაუბრება-გადმობირებას", მანამდე სავარძელს ვერ ეღირსებოდნენ (მით უმეტეს "კ.გ.ბ."-ს დროს). მათ შორის ყველაზე თავდადებული "მწერალ-ინფორმატორნი" აღწევდნენ ისეთ დიდ თანამდებობებს, როგორიც ედო ძიას "რელიგიის მინისტრობაა". "კ.გ.ბ."-ს მე- 5 განყოფილების აგენტურის მუშაობა კარგად ჩანს, იმ ე.წ. "ელიტარულ საქმეებში", რომლებიც მრავლად მოიპოვება დღევანდელ უშიშროების სამინისტროში. მოთხოვეთ მიშა სააკიანს ეს ინფორმაცია და თუ იგი მართლა ებრძვის ილია მეორეს, (რასაც ასე გამალებით ავრცელებს საპატრიარქო), წესით სიამოვნებით უნდა დაგეხმაროთ სიმართლის დადგენაში, მაგრამ თუ პირიქით არის, რაც მე ასეც მგონია, ისინი ერთ დიდ საერთო საქმეს აკეთებენ და ემსახურებიან, რასაც ჰქვია ერის მიყიდვა "მსოფლიო მმართველთათვის", ხალხს კი გაურკვეველ სიტუაციაში ამყოფებენ; (ცილი არ დასწამოთო, არ ამხილოთო, არ შეიძლებაო და ა.შ.) ისე მართალი გითხრათ უკვე "დამუშავებული" კაცის ხელწერას ვგრძნობ თქვენში (ნეტა ვცდებოდე), თუმცა, ასე თუ გააგრძელებთ ყველაფერი წინა გაქვთ, რასაც გულითადად არ გისურვებთ. ერთი კი იცოდეთ, რომ ეკლესია განსაწმენდი რომ არის, (და არა მარტო ეკლესია) ამას თვითონ თქვენი ილია მეორე ამბობს, მაგრამ "დრო არ დამდგარაო" და მისთვის არც დადგება, რადგან არ ძალუძს მას ეს; და თუ რატომ არ ძალუძს, ამას ალბათ დიდი მიხვედრა არ ჭირდება, რადგან მეორე დღესვე გამოქვეყნდება მასზე კომპრომატები, (ისე როგორც უნდოდათ ზვიად გამსახურდიას მაგალითზე, რაც აშკარად არ გამოუვიდათ და შემდეგში გამოჩნდა კიდეც, მას ხალხი უკან გაჰყვა და საყვარელ გმირადაც აქცია). "საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო" და ვნახე როგორ გადანათლა ილია მეორემ ედვარდ-გიორგი და დაუნიშნა ერს თავში სიცრუე და სიბნელე. ჯერ დაგვაქცია, ახლა კი აშენებს და თანაც გვამადლის თქვენი "პატრიარქი". თითქოს დასანახად ბევრ " სიკეთეს" აკეთებს, რადგან აშენებს ეკლესიებს და სიცრუეს ქადაგებს, ნათლავს და სიმართლეს უმალავს ნათლულებს, რაც ასე სძაგს მამა ღმერთს, მაგრამ გავიწყდებათ ის, რომ უპატრონო ეკლესიებს ეშმაკები ეპატრონებიან, სანამ ხალხი ღრმად მორწმუნე არ გახდება და პასუხს არ მოსთხოვს ამ არაკაცთ ქვეყნის გაჩანაგებისთვის და გაუბედურებისთვის, მანამდე საქართველო იცხოვრებს პუტჩიდან რევოლუციამდე და პირიქით… ღმერთო დაიფარე ჩემი დაფლეთილი სამშობლო და მოგვეც ძალა შენს მხედრობას, ვიხსნათ წმინდა მიწა ღმერთმბრძოლთაგან… ამინ…

P. S. ამ თემაზე სასაუბროდ გამომეხმაურეთ "სკაიპზე" „ოფიცერი2“


 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: