მამა გიორგის (სხილაძე) შეგონება ერეტიკოსებს

„რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მათე: 12, 30).

კომენტარი ქართულ-პოლონურ ელ-გვერდზე (რედაქტორი რუსუდან კიკალეიშვილი) გამოქვეყნებულ მღვდ. ზაზა თევზაძის წერილზე: „ტოლერანტობა _ უმთავრესი რელიგიური ღირებულება თუ თავსმოხვეული იდეოლოგია“

 

მამა გიორგი (სხილაძე) ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას

ამ წერილის ავტორთან თბილისის სასულიერო სემინარიაში ერთ ჯგუფში ვსწავლობდი და სასიამოვნო იქნებოდა, მასზე დადებითად მესაუბრა (მით უფრო, მასთან და მის ძმასთან, მათი წესიერებიდან გამომდინარე, ახლო არა, მაგრამ მაინც კარგი დამოკიდებულება მქონდა). მაგრამ თვალს ვადევნებ რა მის ეკუმენისტურ საქმიანობასა და ნაწერებს, ისევ მისი და მისი მრევლის სიყვარულიდან გამომდინარე, ვალდებული ვარ, როგორც მისმა ყოფილმა სულიერმა ძმამ, ვთქვა შემდეგი:

ავტორი დასაწყისშივე წერს, რომ „რელიგიებს შორის… განსხვავება და წინააღმდეგობა არა მტრობის, არამედ მეგობრობის მიზეზი უნდა გახდეს“. იქნებ, აგვიხსნას, როგორ იქცევა მეგობრობისა და სულიერი ძმობის მიზეზად მაგ., ის, რაც ერთისთვის წმიდათაწმიდაა, ხოლო მეორესთვის _ უწმინდურობა: ერთისთვის _ წმინდანი, მეორესთვის _ უწმინდური; ერთისთვის _ ხატი, მეორესთვის _ კერპი, ერთისთვის _ მარადქალწული ღვთისმშობელი, მეორესთვის _ ჩვეულებრივი შვილებიანი ქალი; ერთისთვის _ ღმერთი და მეორესთვის _ ეშმაკი? ასეთი მეგობრები ჰყავს მას ცხოვრებაში?

დიახ, სარწმუნოება დაძალებით არ უნდა გავრცელდეს და ადამიანმა სწორედაც რომ თავისუფალი მოწადინებით უნდა აირჩიოს მამა ან მამის მტერი, სამოთხე ან ჯოჯოხეთი, სარწმუნოება ან ურწმუნოება და ღვთის რჯულსა და ეშმაკის რჯულებს შორის ჯერ სხვაობა და შემდეგ, არჩევანიც უნდა გააკეთოს (ამიტომაც, მართლმადიდებლურ სასულიერო სასწავლებლებში არამართლმადიდებლური და არაქრისტეანული რელიგიებიც ყოველთვის ისწავლებოდა და ისწავლება „რელიგიის ისტორიისა“ და „შედარებითი ღვთისმეტყველების“ საგნად). მაგრამ „ტოლერანტობა“ არ უნდა ნიშნავდეს გულგრილობასა და განურჩევლობას და სწორი არჩევანი რომ მოვახდინოთ, ამის შემეცნებაში, თავიდან, ვიღაცამ უნდა შეგვიწყოს ხელი და სხვამაც რომ სწორი არჩევანი გააკეთოს, ჩვენც ხელი კი არ უნდა შევუშალოთ ჩვენი ე. წ. „ტოლერანტობით“, არამედ უნდა შევეწიოთ. ამაშია ქადაგების ძალა და მნიშვნელობა, რასაც დღეს „პროზელიტიზმს“ უწოდებენ და კრძალავენ კიდეც.

მართლმადიდებელი მოძღვარი შეჰხარის „სხვა რელიგიის, სექსუალური ორიენტაციისა, სხვაგვარი შეხედულებებისა და სხვა განსხვავებათა მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას“ და ავიწყდება, რომ შემწყნარებელნი უნდა ვიყოთ არა სხვადასხვა რელიგიის, აზრისა და ზნის, არამედ სხვადასხვა რელიგიის, აზრისა და ზნის მატარებელ ადამიანთა მიმართ (ეს ერთი და იგივე ნამდვილად არაა), რაც უნდა გამოიხატოს მათდამი კაცთმოყვარული მოპყრობით (რაშიც, რა თქმა უნდა, ავტორს ვეთანხმებით), მაგრამ არა უსულგულო „ტოლერანტულობით“, არამედ ლოცვით, შეგონებით, თანაგრძნობითა და თავმდაბლური მხილებით.

ქრისტეს მსახური წუხს, რომ წმინდა ამბროსი მედიოლანელი „ამართლებდა წარმართული ქანდაკებების ნგრევასა და მოშლას“. ეს რომ ათეისტ ხელოვნებათმცოდნეს ეთქვა, საკვირველი არ იქნებოდა; მაგრამ მას, განა, ერთხელ მაინც არ წაუკითხავს ან არ სმენია „ფსალმუნებიდან“ მაინც, რაც ეკლესიაში თუ სხვაგან გამუდმებით იკითხება?: „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან“ (95, 5). _ ალბათ, ქვეყანას დიდი დრო აღარ უწერია, რადგან მართლმადიდებელი მღვდელიც კი ესთეთიკას შემოქმედზე მაღლა აყენებს; რასაც ის „წარმართულ ქანდაკებებად“ მოიხსენიებს, იმას წმინდა ნინო და წმ. მამები კერპებს უძახდნენ და ლოცვით ამსხვრევდნენ; არ ესმის რა წარმართულ კულტთა ქანდაკებების დემონური აზრი და მნიშვნელობა, სინამდვილეში ეშმაკის კერპებს მისტირის…

ჭეშმარიტებას „ტოლერანტული“ ფარდობითობით უყურებენ დაბნეული ფილოსოფოსნი (და ისინიც კი თავის შეხედულებებს იცავენ) და არა მართლმადიდებელი ღვთისმსახურნი ანუ ჭეშმარიტი ფილოსოფოსნი. მარიამ ღვთისმშობლის „დაუჯდომელ“ ლოცვა-საგალობელში წმინდა მამა ყოვლადწმიდა დედას „ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელს“ უწოდებს, რადგან ყველაზე დიდი ფილოსოფია წმინდად ცხოვრებაა.

რადგან სოდომელებზეც შემწყნარებლურადაა განწყობილი, ერთი, ჰკითხეთ მას, _ მისი ვაჟიშვილი კაცზე რომ „გათხოვდეს“ ან სახლში „რძლად“ ბიჭუნა მოუყვანოს და მისმა ქალიშვილმა გოგონა „შეირთოს“ ან „სიძედ“ ეკლესიაში ქალი მიუყვანოს, მათ ჯვარს დაწერს ან ამასაც „ტოლერანტულად“ შეხვდება?

შემწყნარებლობის კლასიკური მაგალითი მოგვცა დიდმა ქრისტეანმა მეფემ და წმინდანმა დავით IV-აღმაშენებელმა, რომელმაც მაჰმადიანთა უბნებში მათგან უწმინდურად მიჩნეული ცხოველების დაკვლა აკრძალა და თან, საქართველო და კავკასია მაჰმადიანობისაგან გაანთავისუფლა.

ქართული გენის კაცთმოყვარეობის, მართლაც, დიდებული და მსოფლიოში განუმეორებელი მაგალითია „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“, რომელიც კარგადა აქვს ავტორს მოყვანილი წერილის ბოლოს, რაც სწორად პასუხობს დასმულ თემას. მაგრამ რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურიდან“ ცნობილ სტრიქონებს, რითაც ამთავრებს და ასკვნის, ისინი შეგვიძლია, გავიგოთ საღვთისმეტყველო თვალსაზრისით: პოეტი აქ გულისხმობს, რომ მართლმორწმუნე მხოლოდ თავისი რჯულის გამო თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს და ურჯულოზე მაღლა თავი პიროვნულად არ უნდა დააყენოს (ეს გახლავთ, თუ გნებავთ, გალექსვა „პატერიკულ“ თხრობათა, კერძოდ, წმ. მაკარი დიდის ცხოვრებიდან ცნობილი შემთხვევის შინაარსისა, როცა ის ეგვიპტის უდაბნოში თავის ქალას ჯვარს გადასახავს და ჰკითხავს, „ამქვეყნად ვინ იყავი?“, რაზეც მკვდრის სული მიუგებს, რომ იყო წარმართი ქურუმი, რის გამოც სატანჯველში იმყოფება; ხოლო მეორე კითხვაზე, „არის ვინმე შენზე ქვემოთ, ვინც მეტად იგვემება?“, ასე პასუხობს: ჩვენს ქვემოთ ის ქრისტეანე მღვდელმსახურნი და მორწმუნენი არიან, ვინც თავისი საღვთო მოვალეობა არ აღასრულეს…); ხოლო ავტორს თუ იმის თქმა სურს, რომ საერო პოეტი, ასე ვთქვათ, ეკუმენისტი იყო, ეს მღვდელმსახურისთვის საღვთისმეტყველო მტკიცებულება არ უნდა იყოს… თუმცა, მისტირის რა ეკუმენისტთა მთავარ საკრებულოს, მისი აზრით, „ეკუმენიზმი გამოცხადდა ერესად ყოველგვარი არგუმენტისა და ლოგიკური დასაბუთების გარეშე“ (დღეს, უკვე, ეკუმენიზმის _ ამ, ერესის კი არა, ერესთა ერესის და ამავე დროს, ათასგზის დასაბუთებული, ყველაზე პრიმიტიული და სულისწარმწყმედი, ერესის _ ამოცნობა რომ ღვთისმსახურს ეძნელება, „ტოლერანტულად“ რომ ვთქვათ, სახიფათოდ სამწუხაროა).

მკითხველს ვთხოვთ, ყურადღება შეაჩეროს ავტორის მიერ მოყვანილი „ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციის“ („იუნესკო“, პარიზი, 1995წ.) ერთ მუხლზე: „ტოლერანტობა… არა მხოლოდ მორალური მოვალეობა, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა“. _ ანუ მოქმედებს დევიზი: ტოლერანტულობა ყველას მიმართ, გარდა არატოლერანტულებისა! აი, ასეთი, ცრუდემოკრატიის კუპრში ამოსვრილი, „ტოლერანტობის“ დროშით დაიპყრო დასავლეთმა და განსაკუთრებით, ა.შ.შ-მა ბევრი ქვეყანა (მათ შორის, ჩვენი სამშობლოც) და დაარბია და ააწიოკა დაუმორჩილებელი ერი თუ ბერი.

რადგანაც ტოლერანტობის თემას, ხშირად, ებრაელთა დევნის ისტორიას უკავშირებენ, არაჯანსაღი აზრების განსაფანტავად მოვიტანთ ნაწყვეტს ჩვენივე ნარკვევიდან („საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“ „გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ.), გამოცემა „სა. ქ. მ. ე.“, №1, პარიზი, 2004წ.; იხ. ელ-ვერსია: http://www.saqme.fr ან http://mamuli.net/Didgori/userfiles/file/Documents/21_saqme_n1.pdf ):

ვინმემ რომ „ანტისემიტად“ არ ჩაგვთვალოს, აქვე, შევეხებით „ებრაულ საკითხს“, რომელსაც დღეს ძირითადად, „ანტისემიტიზმის“ ნიშნით განიხილავენ. შევნიშნავთ, რომ ეს არ არის სწორად განსაზღვრული ცნება, რადგან სემიტები, ებრაელებთან ერთად, არაბული ხალხებიც არიან და „ანტისემიტი“, პირველთან ერთად, მეორეს მოწინააღმდეგესაც ნიშნავს, რაც ერთდროულად ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ, მხოლოდ ებრაელთმოძულეობას „ანტისემიტიზმი“ კი არა, „ანტიიუდევლობა“ უნდა ეწოდოს. მაგრამ რაში მდგომარეობს ისრაელი ერის სიყვარული თუ სიძულვილი? იგი საყვარელი იყო ღვთისთვის და საძულველი სატანასთვის, როცა რჩეულ ერს წარმოადგენდა. განა, შეიძლება, მართლმადიდებელთ ებრაელნი არ გვიყვარდეს, როცა ჩვენ ზიარების საიდუმლოში მონაწილეობით მათი ხორციელი ნათესავები ვხდებით?! სამყაროს შემქმნელმა ქრისტემ ებრაელი ქალწულის _ ყოვლადწმიდა მარიამისგან შობით სულიწმიდისა და დედისაგან შეისხა ხორცი და სისხლი, რომელთაც ვჭამთ და ვსვამთ, კიდეც, ბარძიმიდან და შედეგად ჩვენში, ზიარებულებში, ეროვნულთან ერთად, არსებითად _ „ონტოლოგიურად“ და ბუნებითად _ „ფიზიოლოგიურად“, ებრაული სისხლიცაა (ამას, შეიძლება, ეწოდოს ქრისტეანთაგან ებრაელთა ღვთაებრივი სისხლისმსმელობა, რაც სრულიად საპირისპიროა იუდაურ-ფანატიკური სექტის _ ხასიდობისა, _ ებრაელთაგან ქრისტეანთა სატანური სისხლისმსმელობისა; პოეტურად გამოთქმული აზრი, რომელიც ბევრს შეგვიძლია, საკუთარ თავზე გავიმეოროთ: „წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული“ (გალაკტიონი), წარმომავლობითად _ „გენეტიკურად“ არის სწორი და არა „ევქარისტიულად“); მით უფრო, წარმოუდგენელია, ეს ბიბლიური ერი არ გვიყვარდეს ქართველობას, რომელთა სამშობლოც მაცხოვარმა სამფარველოდ წილად არგო ებრაელ მარადქალწულ ქალბატონს _ საკუთარ და იგივე დედას ჩვენსას, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში გავამეფეთ და ათასი წელი ვამეფეთ იმავე წარმოშობის ბაგრატოვანთა მოდგმა („დინასტია“, რომელიც ჩვენივე სურვილით არ დაგვიმხია); საქართველო გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც ჰურიათა დევნა არ მომხდარა და „ქართველ ებრაელებს“ იგი თავიანთ ისტორიულ სამშობლოსთან შედარებით ბევრად ნაკლებად არ უყვართ; ბევრ ჩვენთაგანს ხომ ბავშვობისდროინდელი ებრაელი მეგობრებიც გვიყვარს, მაგრამ ამის გამოხატულებაა არაქრისტეან ებრაელთა მოქცევა ღმერთმკვლელობიდან ღვთისმადიდებლობაში და არა _ „ანტიპროზელიტური“ გარიგებანი, რაც ორივე მხრისთვის საზიანოა. „ანტიიუდევლობასაც“ თავისი საფუძველი გააჩნია, რადგან ამ ერს, ისევე, როგორც ყველა ხალხს, დიდ ადამიანთა გვერდით ბოროტმოქმედნიც მოეძებნება. მაგრამ არ შეიძლება ვგმობდეთ მთლიანად ერს, მასში ერთი ღირსეულიც კი რომ დაბადებულიყო, რადგან ეს მისი გმობაც გამოვიდოდა. უნდა ვებრძოდეთ ბოროტმოქმედებას და არა „სისხლსა და ხორცს“, როგორც ამას ადამიანურად უდიდესი ებრაელი _ განკაცებული ღმერთი დიდი ებრაელის – წმ. პავლე მოციქულის ბაგეთაგან განგვიმარტავს. ეს ერი _ რახანაც უფალმა გამოირჩია და განსაკუთრებული ნიჭიერება მიჰმადლა _ განსხვავებულ გონიერებასა და აქედან გამომდინარე, მოხერხებულობას ინარჩუნებს, მაგრამ ნიჭიერება ადამიანის ხელში ჰგავს მეტი სიმძლავრისა და სიჩქარის ძრავას, რომელსაც შეუძლია, სარგებელიც მეტად და სწრაფად მოიტანოს და ზიანიც. ებრაელი ერისვე წიაღში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთი მხრივ, ქრისტე და მისი წარმოგზავნილნი: წინასწარმეტყველნი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მოციქულნი, პირველი წმიდანნი, მეცნიერების, მწერლობისა და ხელოვნების დადებითი წარმომადგენელნი; მეორე მხრივ: ამ დარგთა უარყოფითი მიმდევრები, სიონისტ-მასონები, რევოლუციონრები და ბოლოს _ ანტიქრისტე (საფიქრებელია, ისიც ტომით ებრაელი იქნება) და მისი წინამორბედები…

ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი სიტყვები, რომელიც ავტორს საყოველთაო ტოლერანტობის გამომხატველადა აქვს მოტანილი _ „არსებითში ერთობა, არაარსებითში თავისუფლება და ყველაფერში სიყვარული“* _ მასვე ეწინააღმდეგება, რადგან თუ არსებითში ერთობა არ გექნება ვინმესთან, _ ვიმეორებთ თავში დასმულ კითხვას, _ როგორღა იქნება, რომ როგორც თვითონ წერს, „ეს გახდეს მეგობრობის მიზეზი“?

…ან იქნებ, დღეს, უკვე, ღმერთის მსახურისთვისაც აღარაა არსებითი და მთავარი ღმერთი?!

ქალბატონო რუსუდან, თუ შეიძლება, აქ დასმული კითხვები ან მთლიანად ეს „კომენტარი“ გადაუგზავნეთ განხილული წერილის ავტორს და ველოდები მის პასუხს თქვენგან.

წინასწარ გიხდით მადლობას და გლოცავთ!
______________________
*ეს აფორიზმი, რომელიც ჩვენს ზემოდასახელებულ გამოცემას („სა. ქ. მ. ე.“) გარეკანზე ერთ-ერთ დევიზად უძღვის, ჩვენთვის სხვაგვარი თარგმანითაა ცნობილი: „მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული“.

მღვდელი გიორგი სხილაძე, პარიზი



 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: