ტოლერანტობა სექტანტურად

შესავალი კომენტარი

     მადლობას მოვახსენებთ, ბატონ ანდრია კაციტაძეს მოწოდებული მასალისათვის, საიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ მიზანმიმართულად გამუდმებით ებრძვიან ჩვენს ერს ეროვნულ-სარწმუნოებრივი ნიშნით. ზვიად გამსახურდიას ეროვნული იდეალების ერთგულებისთვის ეს ტოლერანტები სიძულვილითა და გააფთრებით ბრალს დებდნენ შოვინიზმში, ხოლო მამა ბასილს სარწმუნოებრივი სიწმინდის დაცვისათვის რელიგიურ ექტრემიზმში. ხოლო თვითონ კი ამ “მოსიყვარულე” ტოლერანტებმა პუტჩი განახორციელეს, მასობრივი სასაკლაო მოაწყვეს საქართველოში და ტყვიითა და მახვილით განდევნეს ეროვნული ლეგიტიმური ხელისუფლება, იგივე ტოლერანტებმა ისეთი ბარბაროსული დარბევა განახორციელეს გლდანის ტაძრის, ისე სატიკად სცემეს მრევლს და ისე მოაოხრეს სიწმიდეები, რომ პრეცენდენტი იშვიათად გააჩნია მსოფლიოში ასეთ კაცთმოძულეობას! შეხედეთ და კარგად დაიმახსოვრეთ ამ ტოლერანტთა სახეები, რომელთაც ჩვენდა სამწუხაროდ ეროვნული ძალებიც შეუერთდნენ ანტიმართლმადიდებელ და ანტიქართულ საქმიანობაში…

„დიდგორის“ რედაქცია


სექტანტობის ურცხვი ჯირითი ქართულ მიწაზე გრძელდება

saxalxo-damcveli სახალხო დამცველის ვებ-გვერდი

tvzadze-da-kobaxidze

სახალხო დამცველთა ბრიგადა: მართლმადიდებლობის მტრები ანუ გამოჩენილი ტოლერანტები: ფლანგებზე ბასილ კობახიძე და ზაზა თევზაძე

songulashvili-da

ილია მეორეს სინოდის წევრი – დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია და ბაბტისტური სექტის “ეპისკოპოსი” მალხაზ სონღულაშვილი

tolerantuli_kolaji სექტანტურ-ტოლერანტული კოლაჟი  

 ბრიფინგი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

16 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ბრიფინგი გამართა.1995 წლის 16 ნოემბერს UNESCO-ს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაცია. გაერომ UNESCO-ს დეკლარაციის მიღების დღე ტოლერანტობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიული გამოცდილება აქვს ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრების კუთხით, მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში ჯერ ეთნიკურმა, ხოლო შემდეგ რელიგიურმა შეუწყნარებლობამ იჩინა თავი. ყველას ახსოვს როგორ ხდებოდა შოვინიზმისა და ფუნდამენტალიზმის კულტივირება უშულოდ ხელისუფლების წარმომადგენლების, საზოგადოებრივი თუ რელიგიური ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან. ამგვარმა დამოკიდებულებამ მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ნეგატიურად აისახა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაუჭრელი დარჩა.

ბრიფინგზე ცენტრის წარმომადგენლებმა, ეთნიკურმა და რელიგიურმა უმცირესობებმა ამ ცვლილებების ამსახველი პრეზენტაცია მოაწყეს და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. სიტყვით გამოვიდნენ:

1. გიგა გიორგაძე (სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და გამოძიების დეპარტამენტის უფროსი)
2. ბექა მინდიაშვილი (სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის
3. ცენტრის ხელმძღვანელი)
4. მღვდელი ზაზა თევზაძე (მართლმადიდებელი ეკლესია)
5. გაბრიელ ბრაგანტინი (კათოლიკური ეკლესია)
6. ნაირა ბეპიევა (ოსური თემი)
7. ზაურ ხალილოვი (აზერბაიჯანული თემი)
8. მოლა ვაგიფ ახპეროვი (მუსულმანური თემი)
9. დავით ადამოვი (ასურელთა თემი)
10. კარენ ელჩანი (სომხური თემი)
11. გრიგოლ კაკლიანი (ქრთული თემი)
12. ლელა ქართველიშვილი (ქრისტიან ქალთა ასოციაცია)

გაუმჯობესების ტენდენცია რელიგიური ტოლერანტობისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით

  • 2000 – 2003 წლები. 800-მდე თავდასხმა რელიგიურ ორგანიზაციებზე. უმცირესობათა რელიგიური ლიტერატურის მასობრივი განადგურება. უმცირესობათა რელიგიური რიტუალების მასობრივი ჩაშლა. დისკრიმინაციული სამართლებრივი რეჟიმი.
  •  2004 წელი. რელიგიური ძლადობის აღკვეთა (ბასილ მკალავიშვილისა და მისი დაჯგუფების წევრების იზოლაცია)
  • 2004 წელი. რელიგიური გაერთიანებებისთვის ღვთისმსხურების დაუბრკოლებლად აღსრულების შესაძლებლობის უზრუნველყოფა
  • 2004 წელი. უმცირესობათა რელიგიური ლიტერატური დაუბრკოლებლად შემოტანისა და გავრცელების უზრუნველყოფა
  • 2005 წელი. სამართალდამცავების მხრიდან ადეკვატური რეაგირება რელიგიური ძალადობის ფაქტებზე.
  • 2005 წელი. რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაუბრკოლებლად რეგისტაციის შესაძლებლობის მიცემა (პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები)
  • 2005-2006 წ.წ. რელიგიური ორგანიზაციების მიერ რამდენიმე ახალი შენობა ნაგებობის შეძენა და აშენება. დარბეული შენობების აღდგენა. (2004 წლიდან აღდგენილია, აშენებულია და შეძენილია სხვადასხვა კონფესიის 19 რელიგიური და კულტურულ-სოციალური დანიშნულების მქონე შენობა)
  • 2005 წელი საჯარო სკოლებში პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის აკრძალვა. სკოლებში რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენის აკრძალვა (კანონი საჯარო განათლების შესახებ).
  • 2005 წელი რელიგიათა საბჭოების შექმნა. 1. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო აერთიანებს 21 კონფესიას. 2.საპატრიარქოს ინიციატივით დაარსებული რელიგიათა საბჭო აერთიანებს 6 კონფესიას.
  • 2006 წელი. რელიგიურ უმცირესობებსა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის წამოწყება. შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ).
  • 2006 წელი რელიგიათა საბჭოს მიერ გავრცელებული მიმართვები და განცხადებები (განცხადება კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ, განათლების რეფორმის მხარდაჭერა, მიმართვა რუსეთის ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. განცხადება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდის დაუშვებლობისშესახებ).
  • 2005-2006 წ.წ. საპატრიარქოს მიერ სხვა რელიგიებთან თანამშრომლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები (ინტერრელიგიური საერთაშორისო სიმპოზიუმი ,,ქრისტიანობის 2000 წელი”. ინტერრელიგიური სიმპოზიუმი ,,ქალი და რელიგია).
  • 2006 ქალთა პირველი ინტერრელიგიური ორგანიზაციის დაფუძნება.


დაწვრილებით სექტანტობის პროპაგანდის შესახებ შემდეგ მისამართზე http://ombudsman.ge/index.php?section=1&lang_id=GEO&info_id=88

 

2 Responses to “ტოლერანტობა სექტანტურად”

  1. ლადო Says:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: