წერილი ოს ეპისკოპოსს

ბერძენ მეძველსტილე „წინააღმდგომთა სინოდის“ ეპისკოპოს გიორგი ფუხაევს 

(ასლი _ მიტროპოლიტ კვიპრიანეს)

   მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, საფიქრებელია, ეროვნებით ოსი ბრძანდებით, სულაც არ გაგვიკვირდება, კავკასიისა და საქართველოს ისტორია ზედმიწევნით არ გქონდეთ შესწავლილი. ამიტომ და იმიტომაც, რომ თქვენი არც დაბადებისა და აღზრდის ადგილი  ვიცი და არც ასაკი, თავს მოვალედ ვგრძნობ, მოგაწოდოთ შემდეგი განმარტება:
   საქართველოს ძირითადი ეთნოსის, „ქართლელის“ საცხოვრისს „ქართლი“ ეწოდება; აქედან _ „საქართლელო“ _ წარმოსდგება, ძიდითადად, ჩვენი ქვეყნის სახელწოდებაც _ საქართველო. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად ძველქართული უნდა იყოს მიწა, რომელსაც დასახელებაში ეს ფუძე უდევს _ „შიდა ქართლი“ (საქართველოში არსებობს, ასევე, ქვემო და ზემო ქართლი)! რამდენადაც იქ მთავრებად, ძირითადად, ძველი ქართველი თავადები _ მაჩაბლები იყვნენ, მას სხვაგვარად „სამაჩაბლოსაც“ ვეძახით. ამ კუთხის (რეგიონი) მთავარი ქალაქი (ადმინისტრაციული ცენტრი) ცხინვალი იმდენად ქართული წარმომავლობისაა, რომ XX საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისშიც კი იქ სულ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა. საერთოდ, ჩვენმა მეზობელმა და მოძმე ხალხმა _ ოსებმა ბოლო საუკუნეებში იწყეს შიდა ქართლში გადმოსახლება თავიანთი ისტორიული სამშობლოდან _ ოსეთიდან (ალანია). მიუხედავად ამისა, ქ. ცხინვალში უმეტესობას ყოველთვის ეთნიკური ქართველები წარმოადგენდნენ. ჩვენი ერები ყოველთვის კეთილმეზობლურად ცხოვრობდნენ ათეულობით წლების განმავლობაში. როცა საქართველო რუსმა კომუნისტებმა დაიპყრეს (1921წ), მათ ამის შემდეგ მიანიწეს აქ მცხოვრებ ოსურ მოსახლეობას თვითმმართველობა (ავტონომია) ეთნიკური ნიშნით, მაგრამ პოლიტიკური მიზნით, რათა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნის შემთხვევაში მოსკოვის კრემლს ეს კუთხე მიეერთებინა თავის ფედერაციაში მყოფი ნამდვილი ოსეთისათვის (იგივე „ნაღმი“ იგივე მიზნით ჩაიდო საქართველოს სხვა კუთხეშიც _ აფხაზეთში), რაც განახორციელეს კიდეც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე (1991წ): ხელოვნურად (პროვოკაციულად), საიდუმლო აგენტურის გამოყენებით კრემლელმა პოლიტიკოსებმა, სამწუხაროდ, ქართულ და ოსურ, ქართულ და აფსუა-ადიღე მოსახლეობას შორის გააჩაღეს ომი, რომლის შედეგადაც ამ უკანასკნელთადმი მათი სამხედრო დახმარებით მოხდა ეთნიკური წმენდა და ამ მიწებიდან ქართველთა გამოძევება თუ იძულებითი გადმოსახლება. ეს პოლიტიკა გრძელდება ახლაც…
   თქვენ არ უნდა აგერიოთ ეს მდგომარეობა კავკასიის სხვა უბედურებაში _ რუსულ-ჩაჩნურ ომში. ჩაჩნეთი (იგივე იჩქერია) ვაინახელი ხალხის, ჩაჩნების ისტორიული სამშობლოა და რუსეთმა ის მხოლოდ XIX საუკუნეში დაიპყრო ათეული წლებით ომის შემდეგ. ახლა გროზნო თავისი დამოუკიდებლობის დაბრუნებას ცდილობს, ხოლო ცხინვალი და სოხუმი _ მის მოპოვებას…
   რაც შეეხება ცნებას „სამხრეთ ოსეთი“: როგორც აღვნიშნეთ, სამაჩაბლოს მიწაზე მოსახლეებს კომუნისტებმა ხელოვნურად მიანიწეს თვითმმართველობა და უწოდეს ამ მხარეს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა“. იმის შემდეგ, რაც იქაურმა სეპარატისტულმა მთავრობამ 1991წ-ს არაკონსტიტუციურად, საერთო-სახალხო გამოკითხვის (რეფერენდუმი) გარეშე, დამოუკიდებლობა გამოაცხადა (არ იკმარა ავტონომიური რესპუბლიკობა და ავტონომია რესპუბლიკად გამოაცხადა) ანუ თვითონვე გაიუქმა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, ეს გადაწყვეტილება (თვითგაუქმება) დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლად არჩეულმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა (რაც დღემდე ძალაშია). ასე რომ, „სამხრეთ ოსეთი“ იურიდიულ-კონსტიტუციურადაც აღარ არსებობს და ის არც არავის უცვნია.
   აქედან გამომდინარე, საქართველოს ისტორიულ მიწაზე ცალკე „ალანიის ეპარქიის“ გახსნა, რაც თქვენ მოახდინეთ, წარმოადგენს ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობას.  
   თქვენი ნებაა, იქ ეკლესიებს გახსნით თუ არა, მაგრამ ჩვენს ნებას ნამდვილად აღემატება რომელიმე ქვეყნის ამა თუ იმ კუთხისთვის ისტორიული სახელის დამახინჯება და ამით ამ ქვეყნის შეურაცხყოფა. ეს იგივეა, ვინმემ კვიპროსის თურქულ ნაწილს „სამხრეთ თურქეთი“ ან ინგლისის, ვთქვათ, ფრანგულ დასახლებას _ „ჩრდილოეთ საფრანგეთი“ უწოდოს და იქ შესაბამისი დასახელების ეპარქიები გახსნას…
   უმორჩილესად გთხოვთ, სამაჩაბლოს უძველეს ქართულ მიწას უღმერთო კომუნისტების მიერ გამოგონილი სახელით ნუღა მოიხსენებთ და ამით თქვენს სახელს ჩრდილს ნუ მიაყენებთ.
   როგორც თქვენი მსჯელობიდან ჩანს, მხედველობიდან გრჩებათ ან თქვენთვის ცნობილი არაა, რომ 1990წ. საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული და თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგადაც მოსულმა მართლმადიდებლურმა და ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა საქ. დამოუკიდებლობა (ის უკვე ვთქვით, რომ ეს მანვე გააუქმა უკანონოდ შექმნილი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი). 1991-92წწ.. საქართველოში განხორციელდა კომუნისტური შურისძიება („რევანში“) სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების სახით, რომელიც „კრემლმა“ და „თეთრმა სახლმა“ დაგეგმა ხელისუფლებაში ე. შევარდნაძის მოყვანის მიზნით. ეს უკანასკნელი და მისი „მთავრობა“, აგრძელებდა რა კომუნისტურ პოლიტიკას ეროვნულ საკითხშიც, მოიხსენებდა სამაჩაბლოს ქართულ მიწას ისევ „სამხრეთ ოსეთად“. იგივეს აგრძელებენ, სამწუხაროდ, დღეს წინა ხელისუფლებისაგან არაკონსტიტუციურად დატოვებული მასონური „დე-ფაქტო“ მთავრობის წევრებიც, რომლებიც, როგორც უწყით, ასე მხეცურად დაესხნენ თავს თქვენი ეპარქიის მღვდელსა და მრევლს და დაარბიეს და დააპატიმრეს ისინი. ამიტომ, ამ „მთავრობის“ გამონათქვამებზე დაყრდნობა თქვენი მხრივ, მოგვიტევეთ და, ცოტა უხერხულია.
   ისევ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციაშიც კი ეს ყოფილი ავტონომია აღარ არსებობს და რომელ „ადგილობრივ კონსტიტუციას“ ეყრდნობით, როცა „სამხრეთ ოსეთს“ ახსენებთ?
          

                                          უღირსი მღვდელი გიორგი სხილაძე
                                 ემიგრაციული ეკლესიის (მიტროპოლიტ ვიტალის სინოდი)
                                      ქართული სამრევლოს მოძღვარი პარიზში, 2005წ.
_____________________________________________________________________________

   გვესმის, რომ ჩვენს სამშობლოში მომხდარმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ყველანი დაგვზაფრა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ადრინდელი წონასწორობის შენარჩუნება ბევრს გვიჭირს. მაგრამ მაინც ყველას, ვისგანაც ოდნავი სიყვარული და პატივისცემა მაინც გვიგრძვნია, გთხოვთ, უფრო მეტად ავმაღლდეთ საკუთარ თავსა და ნერვებზე, რომ ერთმანეთს სავარაუდო ბრალდებები არ წავუყენოთ და ამით მოყვასს გული არ დავუმძიმოთ და ცილისწამების ცოდვით სული არ დავიმძიმოთ.
   სხვა საქმეა, როცა აშკარა მტკიცებულებები გვაქვს სახეზე.
   ვთქვათ, ვინმე მ. სააკაშვილი რომ უცხო ქვეყნებს უფრო ემსახურება, ვიდრე საკუთარს, ამის დასტურად შეგვიძლია, მოვიყვანოთ მრავლიდან სამი მაგალითი (და არა ვარაუდი) ჩვენივე ნარკვევიდან:

   არსებობენ ისეთი გამონათქვამები და ქმედებანი,  რომლებიც ირიბად ცოდვას, ხოლო აშკარად _ სახელმწიფო დანაშაულს წარმოადგენენ. ასეთთა რიცხვს განეკუთვნება საქ. მოქალაქეების და მით უფრო, მისი „ხელისუფლების“ მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა არა 9 აპრილს, არამედ 26 მაისს. ეს უკანასკნელი თარიღი, 1918წ-დან მოყოლებული, ძალაში იყო იმ დღემდე ანუ 1991წ. 9. 04-მდე, როცა საქ. ხელისუფლებამ 1921 წლის ოკუპირებისა და დაპყრობის („ანექსია“) გამო კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამდენად, ეს ბოლო მოვლენა უნდა აღინიშნოს. ასე საქ. ისტორიაში ბევრჯერ მომხდარა დამოუკიდებლობის აღდგენა და ყველა იმ თარიღს ხომ არ ვიდღესასწაულებთ (არასწორი მაგალითი მოჰყავთ, ზოგჯერ, ა. შ. შ-ის მიერ 1776წ-ის 4. 07-ს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღემდე აღნიშვნის სახით და მხედველობიდან „რჩებათ“ ის გარემოება, რომ ამ ქვეყანას მას მერე დამოუკიდებლობა არ დაუკარგავს, აქედან გამომდინარე, არც კვლავ აღუდგენია იგი და ამიტომ, ეს თარიღი მათთვის რჩება არამარტო პირველ, არამედ უკანასკნელ თარიღადაც და ამის გამო აღნიშნავენ მას დღემდე)?!  
   ასეთივე დანაშაულია საქართველოს უძველესი კუთხის, კერძოდ, შიდა ქართლის, სამაჩაბლო-დვალეთის ანუ ცხინვალის მხრის „ოსეთად“ ან თუნდაც, „სამხრეთ ოსეთად“ მოხსენიება (რასაც ადგილი აქვს თვით საქ. „ხელისუფლების“ უმაღლეს პირთა მიერაც კი) იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქ. კონსტიტუციაში ასეთი, ხელოვნურად შექმნილი თვითმმართველობა („ავტონომია“) აღარ არსებობს.
   სახელმწიფო ენის, ქართულის, ქართველთა უპატივობასა და სახელმწიფო დანაშაულს წარმოადგენს ისიც, რომ საქ. სახელმწ. ტელევიზიით უცხო, არასახელმწიფო ენებზეც, ძირითადად რუსულად მიმდინარეობს გადაცემები, საინტერვიუო ჩართვები და რუსულენოვანი ფილმებიც არ ითარგმნება; ასევე, სახელმწ. დაწესებულებებზე ორენოვანი წარწერები ადრე ქართულ-რუსული იყო, ახლა ქართულ-ინგლისურია.Eესაა კოლონიალიზმის გამოვლინება _ „მონას ბატონის გამოცვლა თავისუფლება ეგონაო“. ორენოვანი წარწერა დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო დაწესებულებებსა და საელჩოებზე. არავისთვის უცხო არ არის და ეს ყველგან ასე ხდება, რომ ვისი მოქალაქეც ხარ ან სადაც მსახურობ, კეთილი უნდა ინებო და იმ ქვეყნის ენა შეისწავლო. ამის გარეშე ხომ მოქალაქეობას არც ერთი მთავრობა არ გასცემს. როდესაც 1990-91წწ-ის ეროვნულმა მთავრობამ ეს საკითხი დასვა დღის წესრიგში, ეს და სხვა მსგავსი განზრახვანი და ქმედებანი „ნამეტანმა დემოკრატებმა“ „პროვინციულ ფაშიზმად“ მონათლეს („საქ. ეკლესიისა და ქართ. ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“ „გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ..), პარიზი, 2004წ., გვ.. 45-46)….

   დიახ, ამ სამი საკითხიდან პირველის შემთხვევაში საქმე გვაქვს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საფუძვლებისა და უშუალო შეგრძნების გაუფერულების მცდელობასთან; აქედან გამომდინარე, მესამეს შემთხვევაში _ მონური სულის დანერგვასთან; ხოლო რაც შეეხება მეორე მაგალითს, აშკარა და უდავოა ერთი რამ: მტერზე რომ ახლა არაფერი ვთქვათ, ყველაზე დიდი ზიანი, რაც ბოლოდროინდელ მოვლენებში „მოყვასისგან“ ჩვენს სამშობლოს მიადგა, არის ის, რომ მისმა „დე-ფაქტო“ პირველმა პირმა მტერს ხელი შეუწყო, „სამხრეთ ოსეთი“ მთელს მსოფლიოში დაემკვიდრებინა. დღეს რუსული და დასავლური საინფორმაციო საშუალებები ასე იუწყებიან: „რუსეთი და საქართველო ერთმანეთს ებრძვიან სამხრეთ ოსეთისათვის“…
   ჩვენ კი შეძრწუნებულნი ვართ როგორც ბოლოდროინდელი უბედურებისაგან, ასევე, ჩვენი საყვარელი ხალხის იმ ნაწილის სულიერ-გონებრივი სიბრმავისაგან, რომლებიც ამას ვერ ამჩნევენ. არადა, ერთი გამოთქმისა არ იყოს, „რა საჭიროა ჭოგრიტი, როცა სოფელი ახლოა?!“…

   _ იბერია გაბრწყინდება!

                                                   
                                                            მღვდელი გიორგი სხილაძე
                                                         04. 09. 2008, ლევილი, საფრანგეთი
 
 


უცხოურ სინოდებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მტრად შეგზავნილი რუსეთის ხელისუფლების მარიონეტი ოსი ეპისკოპოსი გიორგი ფუხაევი

   თქვენ არ უნდა აგერიოთ ეს მდგომარეობა კავკასიის სხვა უბედურებაში _ რუსულ-ჩაჩნურ ომში. ჩაჩნეთი (იგივე იჩქერია) ვაინახელი ხალხის, ჩაჩნების ისტორიული სამშობლოა და რუსეთმა ის მხოლოდ XIX საუკუნეში დაიპყრო ათეული წლებით ომის შემდეგ. ახლა გროზნო თავისი დამოუკიდებლობის დაბრუნებას ცდილობს, ხოლო ცხინვალი და სოხუმი _ მის მოპოვებას…
   რაც შეეხება ცნებას „სამხრეთ ოსეთი“: როგორც აღვნიშნეთ, სამაჩაბლოს მიწაზე მოსახლეებს კომუნისტებმა ხელოვნურად მიანიჭეს თვითმმართველობა და უწოდეს ამ მხარეს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა“. იმის შემდეგ, რაც იქაურმა სეპარატისტულმა მთავრობამ 1991წ-ს არაკონსტიტუციურად, საერთო-სახალხო გამოკითხვის (რეფერენდუმი) გარეშე, დამოუკიდებლობა გამოაცხადა (არ იკმარა ავტონომიური რესპუბლიკობა და ავტონომია რესპუბლიკად გამოაცხადა) ანუ თვითონვე გაიუქმა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, ეს გადაწყვეტილება (თვითგაუქმება) დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლად არჩეულმა პრეზიდენტმა და პარლამენტმა (რაც დღემდე ძალაშია). ასე რომ, „სამხრეთ ოსეთი“ იურიდიულ-კონსტიტუციურადაც აღარ არსებობს და ის არც არავის უცვნია.
   აქედან გამომდინარე, საქართველოს ისტორიულ მიწაზე ცალკე „ალანიის ეპარქიის“ გახსნა, რაც თქვენ მოახდინეთ, წარმოადგენს ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობას.  
   თქვენი ნებაა, იქ ეკლესიებს გახსნით თუ არა, მაგრამ ჩვენს ნებას ნამდვილად აღემატება რომელიმე ქვეყნის ამა თუ იმ კუთხისთვის ისტორიული სახელის დამახინჯება და ამით ამ ქვეყნის შეურაცხყოფა. ეს იგივეა, ვინმემ კვიპროსის თურქულ ნაწილს „სამხრეთ თურქეთი“ ან ინგლისის, ვთქვათ, ფრანგულ დასახლებას _ „ჩრდილოეთ საფრანგეთი“ უწოდოს და იქ შესაბამისი დასახელების ეპარქიები გახსნას…
   უმორჩილესად გთხოვთ, სამაჩაბლოს უძველეს ქართულ მიწას უღმერთო კომუნისტების მიერ გამოგონილი სახელით ნუღა მოიხსენებთ და ამით თქვენს სახელს ჩრდილს ნუ მიაყენებთ.
   1990წ. საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირში პირველი მრავალპარტიული და თავისუფალი არჩევნები, რომლის შედეგადაც მოსულმა მართლმადიდებლურმა და ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა საქ. დამოუკიდებლობა (ის უკვე ვთქვით, რომ ეს მანვე გააუქმა უკანონოდ შექმნილი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი). 1991-92წწ.. საქართველოში განხორციელდა კომუნისტური შურისძიება („რევანში“) სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების სახით, რომელიც „კრემლმა“ და „თეთრმა სახლმა“ დაგეგმა ხელისუფლებაში ე. შევარდნაძის მოყვანის მიზნით. ეს უკანასკნელი და მისი „მთავრობა“, აგრძელებდა რა კომუნისტურ პოლიტიკას ეროვნულ საკითხშიც, მოიხსენებდა სამაჩაბლოს ქართულ მიწას ისევ „სამხრეთ ოსეთად“. იგივეს აგრძელებენ, სამწუხაროდ, დღეს წინა ხელისუფლებისაგან არაკონსტიტუციურად დატოვებული მასონური „დე-ფაქტო“ მთავრობის წევრებიც, რომლებიც, როგორც უწყით, ასე მხეცურად დაესხნენ თავს გლდანის ეპარქიის მღვდელსა და მრევლს და დაარბიეს და დააპატიმრეს ისინი. ამიტომ, ამ „მთავრობის“ გამონათქვამებზე დაყრდნობა ცოტა უხერხულია.
   ისევ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციაშიც კი ეს ყოფილი ავტონომია აღარ არსებობს და რომელ „ადგილობრივ კონსტიტუციას“ ეყრდნობით, როცა „სამხრეთ ოსეთს“ ახსენებთ? 

“დიდგორის“ რედაქცია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: