მღვდ. გ. სხილაძე – „დიდგორის“ მოთხოვნა სამართლიანია

„თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს, გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე“.

uflis_samsjavro

ბატონ გიორგი ალანიასთან კეთილი ურთიერთობა გვაქვს და რამდენადაც მას ვიცნობთ, ძნელი დასაჯერებელია, არ ეთანხმებოდეს ,,დიდგორის“ პრეს-სამსახურის მიერ შესანიშნავად ჩამოყალიბებულ სამოქმედო გეგმას: ,,აღდგეს სამხედრო პუტჩით განდევნილი კანონიერი ხელისუფლება საქართველოში და მის მიერ დაინიშნოს არჩევნები; მერე, ამ არჩევნების შედეგად არჩეულმა ხელისუფლებამ მოაგვაროს დაკარგული ტერიტორიების საკითხი და ასევე, მოიწვიოს საეკლესიო კრება _ ახალი ,,რუის-ურბნისი“ და დაემხოს დღევანდელი ერეტიკოსი საეკლესიო ხელისუფლება იმ კრების ვერდიქტით!“ სამართლიანია.

მკითხველს კი ვთხოვთ, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, ახლა გაეცნოს; ხოლო უკვე წამკითხველი კიდევ ერთხელ გაეცნოს ებრაელი ხალხის მაგალითზე მოცემულ და ყოველი ერის ყოფნა-არყოფნის განმსაზღვრელ შემდეგ გეგმას:

„თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს. ლეწვა თესვაზე ადრე დაგიდგებათ, რთველი თესვაზე ადრე, ძღომაზე შეჭამთ თქვენს პურს, თქვენს ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებთ. მშვიდობას ჩამოვაგდებ ქვეყანაზე და მოსვენებული იქნებით. აღარ იქნება დამაფრთხობელი, მიწისგან აღვგვი სასტიკ მხეცებს და მახვილი არ გაივლის თქვენს ქვეყანაზე. გარეკავთ თქვენს მტრებს და მახვილით დაეცემიან თქვენს წინაშე. ასს გარეკავს ხუთი თქვენგანი და ასი თქვენგანი ათიათასს გარეკავს. მახვილით დაეცემიან თქვენი მტრები თქვენს წინაშე. მოგხედავთ და ნაყოფიერს გაგხდით, გაგამრავლებთ და შევასრულებ თქვენთვის მოცემულ აღთქმას. შეჭამთ ძველისძველს და ახლის წინაშე გამოიტანთ ძველს. ჩემს სავანეს დავიდებ თქვენს შორის და არ შეგიზიზღებთ ჩემი სული. ვივლი თქვენს შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ერი იქნებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ, რომ მონებად არ დარჩენილიყავით; დავწყვიტე თქვენი უღლის აპეურები და შემართულნი წამოგიყვანეთ.

თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს, თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას, მაშინ, ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. პირს ვიზამ თქვენსკენ და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს, გაგიბატონდებიან მოსისხლენი; გაიქცევით, თუმცა მდევარი არ გეყოლებათ. და თუ მაინც არ დამიჯერებთ, შვიდგზის მოგიმატებთ სასჯელს თქვენი ცოდვებისთვის. გავტეხავ თქვენი სიჯიუტის ძალას, რკინად ვაქცევ თქვენს ცას, სპილენძად _ თქვენს მიწას, ფუჭად დაილევა თქვენი ძალ-ღონე: არ მოგცემთ მიწა თავის მოსავალს და ქვეყნის ხეები _ თავის ნაყოფებს. თუ კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას და არ მოისურვებთ ჩემს ყურისგდებას, შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის. მოგისევთ გარეულ მხეცებს და გაგიწყვეტენ შვილებს; გაგიწყვეტენ საქონელს, თქვენც დაგლევენ და დაცარიელდება თქვენი გზები. თუ ამითაც არ ისწავლით ჭკუას და კიდევ გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის. მოვავლენ თქვენზე შურისმგებელ მახვილს აღთქმის შურისგებად და თქვენ შეიხვეტებით თქვენ-თქვენს ქალაქებში. ჭირს შეგყრით და მტრის ხელში ჩაცვივდებით. როცა გაგიწყვეტ პურის სახსარს, ათი დედაკაცი ერთ თონეში დაიწყებს თქვენი პურის ცხობას. წონით გამოგიგზავნიან თქვენს პურს, შეჭამთ და ვერ გაძღებით. თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას, მეც გამოვალ თქვენს წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის. თქვენი ვაჟების ხორცს დაუწყებთ ჭამას და თქვენი ასულების ხორცს შეჭამთ. გაგინადგურებთ ბორცვებს და ამოგიყრით მზის სვეტებს, დავახვავებ თქვენს გვამებს თქვენი კერპების ნანგრევებზე და შეგიძულებს თქვენ ჩემი სული. გავაუდაბურებ თქვენს ქალაქებს და დავაცარიელებ თქვენს საწმიდარებს; აღარ ვიყნოსავ თქვენგან ნაკმევ კეთილსურნელებას. დავაცარიელებ ქვეყანას თქვენი მტრების განსაცვიფრებლად, რომლებიც იქ დასახლდებიან. მიმოგფანტავთ ხალხებში და გაშიშვლებულ მახვილს დაგადევნებთ. დაცარიელდება თქვენი ქვეყანა და გაუდაბურდება თქვენი ქალაქები. მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს. იუქმებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც არ უუქმია თქვენს შაბათებში, როცა იქ ცხოვრობდით. დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება. წაიფორხილებენ ერთმანეთზე, თითქოს მახვილს გაურბოდნენ. მდევარი კი არავინ იქნება. ღონე არ გეყოფათ, რომ მტრებს აღუდგეთ. დაიღუპებით ხალხებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწა. დანარჩენები დაილევით თქვენი ცოდვების გამო მტრების ქვეყნებში. თქვენი მამა-პაპის ცოდვების გამოც დაილევით“ („ძველი აღთქმა“, „ლევიანნი“: 26, 3-39).

მღვდელი გ. სხილაძე

მღვდელი გიორგი სხილაძე – „დიდგორის“ მოთხოვნა სამართლიანია

18 Responses to “მღვდ. გ. სხილაძე – „დიდგორის“ მოთხოვნა სამართლიანია”

      • ლადო Says:

        მამულიშვილნო, თანამემამულენო და ძვირფასო დიდგორის რედაქციავ! გილოცავთ ქრისტეშობას! მრავალჟამიერ!

      • ლომისა Says:

        ბ-ნო ლადო, დიდი მადლობა ასე ტკბილად მოლოცვისათვის. მრავალ შობას დაგვასწროს უფალმა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში.

        p.s.

        სად დაიკარგე, ხომ არაფერი გაწყენინეთ?

      • ლადო Says:

        არა რას ბრძანებთ “ლომისა” რა უნდა მწყენოდა თქვენგან, მაგრამ მძიმე შთაბეჭდილება კი მოახდინა მღვდელ აროშვილების და მამა ბასილის მრევლის წევრთა დაპირისპირებამ. ეს თუ სასულიეროშიც ხდებოდა არ ვიცოდი, პოლიტიკურში კი ამის მეტი რა მინახავს. ვერ გავამართლებ ვერც ერთ მხარეს და ვერც მეორეს, რადგან ორივე ჩემს სულთან ახლოს არიან. მაგალითად ძალიან მომეწონა მამა გელასის წერილი, ძალიან შემიყვარდა მამა ზურაბი ფორუმებზე და დიდგორიდან გავიცანი. ასევე ძალიან ვაფასებ მამა ბასილს, მის თავგანწირულ და მართლაც დიდ შტურმს სექტებზე და უღვთო ხელისუფლებებზე. ასევე ძალიან გამახარა მამა გიორგი სხილაძის გაცნობამ და მსისი წერილები დიდგორზე ჩემი მასწავლებლები გახდა. წავიკითხე უცხოელი კვპრიანეს ეკლესიოლოგიაც და სიმართლე გითხრათ მასში მხოლოდ განსხავავებული აზრი დავინახე და არა ერეტიკული. მათ საიტსაც გავეცანი, მართლაც კარგად ამხელენ ეკუმენიზმს და რაც მთავარია განდგომილები არიან ოფიციალური საპატრიარქოდან. ჩვენ შორის ასეთი მტრული და საჯარო დაპირისპირება მართლაც ძალიან ზედმეტია როცა ამდენი სამხილებელი ბოროტება სუფევს გარშემო. ეს არის ჩემი აზრი და კარგი იქნება თუ ამ დაპირისპირებას წერტილი დაესმება.

      • ეკა Says:

        რა არის იცი ლადო მე მამა ბასილი კერპი არა მყავს. მან თავი შემაყვარა თავისი საქმეებიდან გამომდინარე. მისი თავგანწირვა, გაიხარე რომ აღნიშნე- ჩემთვის მისაბაძი მაგალითი გახდა! წარმოიდგინე ზამთრის სუსხიან ყინვაში როცა ხელ-ფეხი ისე გეყინება რომ ვეღარ გრძნობ გაქვს თუ არა და ისე დგახარ წირვაზე რადგან მოძღვარი ატარებს ამ პირობებში წირვას, თან პოლიცია და ათასი ჯაშუში რომ გითვალთვალებს და ხან ვინ გაიხმობს წირვიდან და ხან ვინ დაკითხვებზე, მერე წირვის შემდეგ, რომ გადის აქციებზე და უქადაგებს ხალხს საქვეყნოდ მართლმადიდებლობას თან ამხელს ყველანაირ უღვთოობას: პრესაში, ხელისუფლებაში, პაოლიციაში, პროკურატუღაში, გარშემო რომ თემურ მღებრიშვილის კაციჭამიებით გარშემორტყმული დადიხარ, მერე დარბევები უსასტიკესი გამუდმებით. მახსოვს ვაღიარებ ომონელები რომ გადმოცვიცვდნენ შავი ნიღბებით მანქანებიდან ისე შემეშინდა ჩემმა დამ შემაჩერა თორემ გავრბოდი, არ ვიცოდი ელექტროშოკი რა იყო ისე ხმაურობდა მე მეგონა ავტომატებით ცეცხილი გაგვიხსნეს, ასე თავპირდასისხლიანებული მოვდიოდით წლების განმავლობაში აქციებიდან. სულ სხვაა მიტინგი, მაგრამ როდესაც ხატი გიჭირავს ხელში გულშიჩახუტებული ვერსად ვერ გაიქცევი და უკვე სიკვდილს თვალებში უყურებ, რადგან სად გაექცევი ღმერთს. ამის მერე საღამოს კიდევ მამაო დადიოდა პანაშვიდებზე, ბინის კურთხევებზე უანგაროდ, ფულს ვერც გაბედავდნენ შეეთავაზებინათ. 7 გზის ზეთისცხებაზე მორჩილები მხარში უდგებოდნენ რომ არ წაქცეულიყო. მერე რაიონებში გასვლა ქადაგებები, მასიური ნათლობები. ჯერ მარტო მონათლულ მრევლს ათასობით ადამიანს ჩაგვიტარა სამგზის შთაfვლები, ზოგს მირონცხება, კონგრესები pirvelad სექტების რომ ვნახე შემეშინდა იმდენი ქართველი გადაბირებული ერთად აგინებდა მართლმადიდებლობას. მახსოვს 15 კაციანი ჯგუფით გავედით ერთხელ ieRovelTa kongresze მე მხოლოდ ფოტოებს ვიღებდი და მარავლრიცხოვანი კონგრესი დაიშალა, იეღოველები ღობეებიდან ხტებოდნენ, თითიც არ გაუნძრევია ჩვენს ხალხს. პორნოგრაფია ავიღეთ მთელი ჯიხურებიდან, მარტო რეზონანსსს რამდენი აქცია მოვუწყვეთ რომ გონზე მოსულიყვნენ…არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო…ბოლო დარბევაზე მე პირადად ისე მცემეს ახალც გამიხსენებს ხოლმე მხრის ძვლის ტკივილი და ხელი მიკანკალებს, გამეტებით გვირტყავდნენ ქალებს. ერთ მოხუცს მუცელი შეუნგრიეს, საწყალს მერე დიდხანს აღარ უცოცხლია. ეს ბოლო დარბევა იყო, შემზარავი, გაუგონარი, შიშისმომგვრელი…ადარებენ იეღოველთა დარბევებს. ieRovelebTan ეს პირველად მოხდა ცემა-ტყეპა iseTi parlamentSi yovel TveSi rom xdeba რა დარბევა რის დარბევა ეს იყო ძირითადად გაწევ გამოწევა, ბოლოს მათი მიწოლ მოწოლაც არ გვჭირდებოდა, ყოველთვის SeSinebulebi თავისით გარბოდნენ.აი ასე მოვდივარტ წლებია და ერთი მღვდელი არ მინახავს ჩვენი მანუგეშებელი, საპატრიარქო გვაგინებდა, განდგომილები აროშვილები და გრიგოლი კობახიძე თბილად მოკალათებულნი განგვიკიტხავდნენ, ხელისუფლება გვარბევდა, ამერიკა საელჩოებს აქეზებდა. განდგომილმა მღვდელმა გრიგოლ კობახიძემ საშინელება ჩაიდინა მამაოს ციხეში ყოფნისას წაართვა მღვდელი გაბრიელი რომელიც კვიპრიანემ ა აკურთხა, იმდენი გრიგოლ ულანძღა მღვდელ გრიგოლma კვიპრიანე ჩვენს მღვდელს…, მერე მამა ვახტანგი მოვიყვანეთ მარგიანი თორემ ხალხი უპატრონოდ ვიყავით დარჩენილი.sul ase შორიდან ჩასაფრებულები გვადევნებდნენ თვალს როდის წაიქცეოდა მამა ბასილი…ai es aris magati eklesiologia!

      • ნიკა Says:

        – Возьми сей крест. Он будет для тебя щитом и оградой против всех видимых и невидимых врагов. Силою сего креста ты водрузишь в той стране спасительное знамя веры в возлюбленного Сына Моего и Господа, » Который хочет, чтобы все люди спаслись и достигли познания истины » (1Тим.2:4).

        Пробудившись и увидев в руках у себя чудный крест, святая Нина стала целовать его со слезами радости и восторга; потом она связала его своими волосами и пошла к дяде своему патриарху. Когда блаженный патриарх услышал от нее о явлении ей Богоматери и о повелении идти в Иберийскую страну для евангельского благовествования там о вечном спасении, то, увидев в этом явное выражение воли Божьей, он не усомнился дать юной деве благословение идти на подвиг благовестия. И когда настало время, удобное для отправления в дальний путь, патриарх привел Нину в храм Господень, к святому алтарю, и, возложив на голову ее свою святительскую руку, молился такими словами: – Господи Боже, Спаситель наш! Отпуская сию сироту…
        http://didgoriru.wordpress.com/2010/01/25/житие-святой-нины/#comment-139

      • ნიკა Says:

        В последнее время Блеснет Иверия и на трапезу Бога вино из Иверии придет (Св. Серафим Саровский)

      • ნიკა Says:

        ძვირფასო მართლმადიდებელნო! გილოცავთ, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების საეკლესიო დიდ დღესასწაულს!

      • ლომისა Says:

        დიდი მადლობა ბ-ნო ნიკა! ნინოობას გილოცავთ „დიდგორის“ მკითხველო და კეთილისმსურველო ხალხო.

      • stalker Says:

        დიდგორის ბრძოლა – ძლევაჲ საკვირველი

      • stalker Says:

        დავით აღმაშენებლის ერთ-ერთ უდიდეს ღვაწლად რუის-ურბნისის საეკლეკსიო კრების მოწვევას მიიჩნევენ. ზოგი ამაში მხოლოდ პილოტიკურ და სოციალურ წარმატებას ხედავს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მეფემ „ყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა“, რადგან უკეთურ მღვდელთა გამოისობით ზეცაში სასჯელი უკვე გამზადებული იყო.

      • stalker Says:

        ეს იყო თავი და თავი ამ უდიდესი რეფორმისა. ეს სულისკვეთება ამოძრავებდა მორწმუნე მეფეს და ამიტომაც ბრწყინვალედ გასრულდა ეს საქმე. სწორედ რუის-ურბნისის კრებამ მოამზადა „ძლევაჲ საკვირველი“.
        წმინდა მეფემ – დავით აღმაშენებელმა, დიდგორის ომის წინ, მიმართა თავის ლაშქარს: „ ეჰა მეომარნო ქრისტესნო! თუ ღმერთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ. ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით; ვიდრე გავიქცევით…“. მეფე დავითის ასეთმა რწმენამ და გასაოცარმა საბრძოლო შემართებამ დიდი გავლენა იქონია მეომრებზე, უკან დახევა არავის უფიქრია და აღსრულდა „ ძლევაჲ საკჳირველი — ქართველთა მცირერიცხოვანმა ჯარმა, უფლის წყალობით, სძლია მტრის ნახევარმილიონიან ლაშქარს. საქართველოს და მის ღვთივკურთხეულ მეფეს ღმერთი შეეწია ამ უთანასწორო ომში. ისტორია ასე მოგვითხრობს ამ ომის შესახებ: „ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმინდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა“.
        https://didgori.wordpress.com/2008/10/01/„ყურბან-ბაირამობა“-ქართუ/

      • ALEXI Says:

        stalker, ზუსტად რუის-ურბნისის დარი საეკლესიო კრების მოწვევა იქნებოდა საქართველოს გაძლიერების დასაწყისი. მერე და ამ მთავრობის პირობებში შენც იცი რომ ეს შეუძლებელია. არც ოპოზიცია იქნება ამის მსურველი. ასე რომ დაივიწყე და ძალიან ნუღარ გახურდები კაი?

        სხვათა შორის ეს იდეა, ანუ რუის-ურბნისის კრების იდეა, ამ ხელისუფლებამ უკვე გააბანძა ვინმე თეა თუთბერიძის მეშვეობით. სხვათა შორის, თავისუფლების ინსტიტუტმა, რომელიც ანტიქრისტეს დასაყრდენია საქართველოში, თეა თუთბერიძის პირით პირით მოითხოვა ასეთი კრების ჩატარება. წარმოგინდგენიათ ახლა რომ საეკლესიო კრება ჩატარდეს რა მოხდება? რას დააკანონებენ ამ კრებაზე და ვინ აღზევდება?

        ახლა, ნამდვილ მართლმადიდებლებს მთავარი „კოზირი“ გამოაცალეს და „დასაურბნისებელი“ ეკუმენისტური საპატრიარქოს პოციციები კიდევ უფრო გამყარდა.

        ძალიან რთული პოლიტიკური სიტუაციაა და არავითარი გზა გადარჩენისა არ ჩანს. უფსკრულისკენ მივექანებით. მხოლოდ სასწაული თუ გვიხსნის.

      • stalker Says:

        მომისმინეთ პატივცემულო ALEX, მეც კარგად მომეხსენება რომ ამ მთავრობის პირობებში არანაირი საეკლესიო კრება არ ჩატარდება, ხოლო მიშა სააკაშვილი და თეა თუთბერიძე რომ ქვაბ–ავაზაკთა კრებას ჩაატარებენ და დასჯიან რჯულის მოღალატე სამღვდელოებას, რატომ ღალატობთ პასიურად უფრო აქტიურად ბასილ კობახიძე და ზაზა თევზაძესავით გათანამედროვებულად უნდა უღალატოთო ესც თქვენზე უკეთესად მომეხსნება. მერედა რა? აღარც ვინატრო დავითის ზვიადის და მერაბ კოსტავასნაირი ხელისუფლება? იქნებ ნატვრის უფლებაც უნდა ამოვიშანთო გულიდან? სასწაული მესმის, მაგრამ ხელისგანძრევაცაა საჭიროა. სხვათაშორის შევარდნაძის პირობებში იბრძოდა მამა ბასილ მკალავიშვილი და დიდი დარტყმაც მიაყენა უღვთო ძალებს. და ასევე სხვათაშორის ზვიადი და მერაბი მთელი საქართველო რომ ბოროტების ძლევამოსილ იმპერიაში ცეკას პირველ მდივნებს ასხმდა ხოტბას სწორედ იხურებდნენ ძარღვებში სისხლს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით. რა ასე არ იყო?

      • stalker Says:

        საინტერესო აი ეს არის, რაც წერია დავითის რუის–ურბნისზე: “მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მეფემ „ყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა“, რადგან უკეთურ მღვდელთა გამოისობით ზეცაში სასჯელი უკვე გამზადებული იყო.”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: