მღვდ. გ. სხილაძე – წმინდანად შერაცხვა

წმინდანად შერაცხვა ჯერ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში ხდება და შემდეგ, ამქვეყნიურ მებრძოლ ეკლესიაში

ჩვენ ვაღიარებთ ყველა წმინდანს, ქართველსა თუ არაქართველს, ვინც მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკით არის შერაცხილი ანუ კანონიზებული წმინდანად. როგორც ვიცით, ჯერ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში ხდება წმინდანის აღიარება და შემდეგ, ამქვეყნიურ მებრძოლ ეკლესიაში მეორდება იგივე ანუ როგორც იტყვიან, ხდება ფაქტის კონსტატაცია.

wmioane_maximovichi_g2

წმ. იოანე მაქსიმოვიჩის უხრწნელი გვამი

კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა კი ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული (ასეთი შემთხვევები თვით ყველასგან ერთხმად აღიარებულ წმინდანთა შორისაც გვხვდება); თუ ფიზიკურად არსებობს მისი მიწაში დაფლული ნეშტი, როგორც წესი, გარკვეული გამოსაცდელი დროის გასვლის შემდეგ საფლავი ითხრება მკვდარი სხეულის განუხრწნელობისა თუ კეთილსურნელების დადგენის თვალსაზრისით; მის მიერ სიცოცხლეში უნდა აღსრულებულიყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ უნდა აღესრულებოდეს არაბუნებრივი კეთილქმედებანი ანუ სასწაულები.

gamcemi_berebi

საპირისპირო მოვლენა: ეს არის ნეშტები იმ ორი ბერისა, რომლებმაც ათონის მთაზე კათოლიკეთა მიერ მართლმადიდებლობის ერთგულ ბერთა ამოჟლეტისას გასცეს ჭეშმარიტი რჯული

წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სხვა მიზნით ვინმეს მხოლოდ ამქვეყნიურ ეკლესიაში ,,წმინდანად“ გამოცხადება წარმოადგენს სიწმინდეთმკრეხელობის ცოდვას, რომლითაც უფლის შემდეგ შეურაცხიყოფა ის პიროვნებაც, ვის გაწმინდანებასაც ამაოდ ცდილობენ.

ამ პროცედურათა ზედმიწევნითი დაცვით შერაცხა, მაგალითად, 1994წ. საზღვარგერეთის რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩვენი თანამედროვე მთავარეპისკოპოსი ჩინეთის (შანხაის), დასავლეთ ევროპისა და დასავლეთ ამერიკის (სან-ფრანცისკოს) ეპარქიისა იოანე მაქსიმოვიჩი.

1994წ. საზღვარგერეთის რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკის დაცვით წმინდანად შერაცხა ჩვენი თანამედროვე მთავარეპისკოპოსი ჩინეთის (შანხაის), დასავლეთ ევროპისა და დასავლეთ ამერიკის (სან-ფრანცისკოს) ეპარქიისა იოანე მაქსიმოვიჩი. მოუსმინეთ წმ. იოანე მაქსიმოვიჩის ქადაგებებს და ისტორიას

9 Responses to “მღვდ. გ. სხილაძე – წმინდანად შერაცხვა”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: