ანტიქრისტეს ტირანული მეფობის შესახებ

წმიდა ირინეოს ლიონელი

„თუ იცი რაიმე ანტიქრისტეს შესახებ, მოყვასსაც აუწყე!" ( წმიდა კირილე იერუსალიმელი )

იქიდან გამომდინარე, რაც იქნება ანტიქრისტეს დროს, ჩანს, რომ იგი, რადგან არის განდგომილი და ყაჩაღი, სურს, რომ ეთაყვანონ მას როგორც უფალს, და რადგან მონაა, სურს, რომ იგი გამოაცხადონ მეფედ. ეშმაკის მთელი სიძლიერის მიღების შემდეგ იგი მოვა არა როგორც სამართლიანი და კანონიერი მეფე, არამედ როგორც ბიწიერი, უსამართლო და უკანონო, როგორც უფლისგან განდგომილი, ბოროტმოქმედი და კაცთმკვლელი, როგორც ყაჩაღი, რომელიც იმეორებს საკუთარ თავში ეშმაკის უფლისგან განდგომას; იგი აღმოფხვრის კერპებს, რათა შთააგონოს ის, რომ თვითონ არის ღმერთი, მაგრამ საკუთარ თავს განადიდებს როგორც ერთ კერპს და საკუთარ თავში თავს მოუყრის სხვადასხვაგვარ ცდომილებას რაც ეხება, სხვა კერპს; რომ ისინი, რომლებიც სხვადასხვა სისაძაგლის მეშვეობით ეთაყვანებიან ეშმაკს, ემსახურონ მას ამ კერპის მეშვეობით; მის შესახებ მოციქული მეორე წერილში ფესალონიკიელებთან ასე ამბობს: სანამ არ მოვა ჯერ განდგომა და არ გამომჟღავნდება ცოდვის კაცი, დაღუპვის შვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა და თავს აღიარებს იმაზე მეტად, რასაც უწოდებენ ღმერთს ან წმინდათწმინდას  ისე, რომ ღმერთის ტაძარში დაჯდება იგი, და თავს წარმოაჩენს ისე, თითქოს იგი არის ღმერთი (2, 3, 4). მოციქული ნათლად გვიჩვენებს მის ღმერთისგან განდგომას და რომ იგი აღიარებული იქნება ყველაფერზე მეტად, რასაც კი უწოდებენ ღმერთს ან წმინდათწმინდას, ე.ი. ნებისმიერ კერპზე მეტად, რადგანაც ადამიანებთან წოდებული ღმერთები არ არიან ღმერთები, და რომ იგი ტირანულად ეცდება საკუთარი თავი წარადგინოს ღმერთად.

გლობალიზაცია-ინტეგრაცია: მზადება ცრუ მესიის – ანტიქრისტე-666-ის გასამეფებლად

ამის გარდა მოციქულმა ისიც გამოააშკარავა, რომ იერუსალიმში ტაძარი იყო აშენებული ჭეშმარიტი ღმერთის ბრძანებით, რადგანაც თვითონ მოციქული საკუთარი პირით არავის უწოდებდა ღმერთს, გარდა ჭეშმარიტი ღმერთისა, ჩვენი ღმერთის მამისა, ვისი ბრძანებითაც  აშენებულია იერუსალიმის ტაძარი: მასში დაჯდება მოწინააღმდეგე, და ეცდება თავი გვიჩვენოს ქრისტედ, ისევე, როგორც ღმერთი ამბობს: როცა დაინახავთ განადგურებას, რომელიც გამოცხადებულია წინასწარმეტყველი დანიილის მეშვეობით, რომელიც დგას წმინდა ადგილზე (მკითხველი გაიგებს), მაშინ იუდევეთში მყოფნი გაიქცევიან მთებში, და ის ვინც სახურავზეა, ის არ ჩამოვა იმისათვის, რომ აიღოს რამე, საკუთარი სახლიდან. რადგან მაშინ იქნება დიდი მწუხარება, როგორიც არ ყოფილა დასაბამიდან დღემდე და არც იქნება (მფ. 24, 15, 16, 17, 21).

გლობალიზაცია-ინტეგრაცია: მზადება ცრუ მესიის – ანტიქრისტე-666-ის გასამეფებლად

დანიილი ბოლო მეფობის დასასრულის შესახებ ე.ი. ბოლო ათ მეფეზე რომელთა შორის გაიყოფა მათი  მეფობა და რომელთა დროს მოვა დაღუპვის ვაჟი, ამბობს, რომ მხეცს გაეზრდება ათი რქა და მათ შუა გაიზრდება სხვა პატარა რქა, და რომ სამი პირველი რქა იქნება განადგურებული მისი სახიდან. იგი ამბობს: და აი ამ რქის თვალები, როგორც ადამიანის თვალებია, და ბაგეები, რომლებიც ამბობენ სხვადასხვა რამეს და მისი სახე სხვებზე მეტად მე ვნახე, და ამ რქამ დაიწყო ომი წმინდანების წინააღმდეგ და წარმატებას მიაღწია მათ წინააღმდეგ, სანამ არ მოვიდა ძველი დენმი და არ მისცა სასამართლოს უზენაესი ღმერთის წმინდანები, და დადგა დრო, და წმინდანებმა მიიღეს სამეფო (დან. 7, 8 20-27, 23-25). შემდეგ ხილვების ამოხსნისას ნათქვამია მისთვის. მეოთხე იქნება მეოთხე სამეფო მიწაზე, რომელიც დასძლევს სხვა სამეფოებს და შჭამს მთელ მიწას და ფეხქვეშ გათელავს მას და გაანადგურებს. და მისი ათი რქა, ათი მეფე აღსდგება და მათ შემდეგ აღსდგება სხვა, რომელიც ბოროტი საქმეებით აჯობებს ყველას, ვინც მანამდე იყო და მოარჯულებს სამ მეფეს; და ილაპარაკებს უზენაესი ღმერთის წინააღმდეგ და გაანადგურებს უზენაესი ღმერთის წმინდანებს და ჩაიფიქრებს დროების და კანონის შეცვლას, და ყველაფერი იქნება მის ხელთ დროის დრომდე, და დროის ნახევრამდე, ე.ი. სამი წლით და ექვსი თვით, რომლის განმავლობაში ის იქნება გამეფებული მიწაზე. მის შესახებ მოციქული პავლეც, მეორე წერილში ფესალონიკიელებთან თან აჩვენებს რა მისი მოსვლის მიზეზებს, ასე ამბობს: და მაშინ გამომჟღავნებული იქნება კანონის დამრღვევი, რომელსაც იესო უფალი მოკლავს თავისი ბაგეების სულით და გაანადგურებს თავისი მოსვლით, რომლის მოსვლა სატანის ქმედებით იქნება ყველანაირი ძალით და ნიშნებით და საოცრებებით ტყუილი და ყველანაირი ბიწიერი ცდუნებით მათთვის, ვინც იღუპება იმისათვის, რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული საკუთარი გადარჩენისათვის. და ამის გამო გაუგზავნით მათ უფალი ცდომილებას, ისე, რომ ისინი დაუჯერებენ ტყუილს და დაგმობილნი იქნებიან ყველა, ვინც არ ირწმუნა ჭეშმარიტება, მაგრამ შეიყვარა ტყუილი. (2, 8-12).

გლობალიზაცია-ინტეგრაცია: მზადება ცრუ მესიის – ანტიქრისტე-666-ის გასამეფებლად

სურათებზე: ვ . პუტინი და ე. შევარდნაძე თავიანთ სულიერ მამებთან : რომის პაპთან, ბართლომეოს I, ალექსი II და ილია II- სთან; მასონი მიხეილ სააკაშვილი მალტის ლოჟის გროსმაისტერთან

უფალიც ეუბნებოდა მათ, ვისაც არ სჯეროდათ მისი: მე მოვედი მამაჩემის სახელით და თქვენ არ მიმიღეთ! როდსაც თავის დროზე მოვა სხვა, მაშინ  მიიღებთ მას (იოანე 5, 43), და ამ სხვაში გულისხმობს ანტიქრისტეს, რომელიც უცხოა ღმერთისათვის: ის არის უსამართლო მოსამართლე, რომელზეც ნათქვამი აქვს ღმერთს, რომ მას არც ღმერთის ეშინია, არც ადამიანების სრცხვენია, რომელთანაც მივა ქვრივი, რომელსაც დაავიწყდა ღმერთი, ე.ი. მიწიერი იერუსალიმი, მტრისთვის სამაგიეროს გადახდაისათვის. ამას გააკეთებს ის თავისი მეფობის დროს, გადაასახლებს სამეფოს ამ ქალაქში და დაჯდება ღმერთის ტაძარში, და ცდუნებაში შეყავს ისინი, ვინც ეთაყვანება მას, თითქოს ის არის ქრისტე. ამიტომ დანიილი კიდევ ამბობს: და წმინდა ადგილი იქნება აოხრებული: ცოდვა მიეცემა მსხვერპლად, და სიმართლე დანარცხებული იქნება მიწაზე, და მან გააკეთა და კარგად მოასწრო. (დან. 12, 13, 23). და ანგელოზი გაბრიელი მისი ხილვის ახსნის დროს ამბობს ამაზე: და მათი მეფობის დასასრულს აღსდგება მეფე, ძალიან უსირცხვილო სახით, რომელსაც ესმის ბნელი საკითხები; მისი ძალა დიდი და საოცარია, და ის დაანგრევს,  მოაწყობს და გააკეთებს, და გაანადგურებს ძლიერებს და წმინდა ხალხს; და მისი უღელი იქნება როგორც  ოქროს ჯაჭვი მოხვეული კისერზე: მის ხელთ არის მზაკვრობა და ის განდიდდება საკუთარ გულში და თავისი მზავრობით ბევრს დაღუპავს, და გახდება ბევრის დაღუპვის მიზეზი, და გატეხავს ხელით, როგორც კვერცხს. შემდეგ აღნიშნავს მისი  ტირტანიის დროს, როდესაც მიწვეულნი იქნებიან წმინდანები, რომლებიც ღმერთს სწირავენ სუფთა მსხვერპლს: და შვიდეული ამბობს განადგურდება მსხვერპლი და შეწირვა, და შეწირვა, და იქნება ტაძარში განადგურება, და ვადის დამთავრებამდე იქნება სრული გაპარტახება. (დან. 11, 27). შვიდეული აღნიშნავს სამ წელიწადს და ექვს თვეს. ამ ყველაფრისგან ნათელი ხდება არა მხოლოდ ღმერთისგან განდგომის წვრილმანები და იმის საქმეები, ვინც საკუთარ თავში აღადგენს ეშმაკის მთელ ცდომილებას, არამედ ისიც, რომ ერთი და იგივეა მამა-ღმერთი, რომლის შესახებ აუწყეს მოციქულებმა აღმოჩენილი ქრისტეს მიერ, და თუ ღმერთმა დაადასტურა დანიილის წინასწარმეტყველება დასასრულის შესახებ, როდესაც ამბობდა: როცა დაინახავთ განადგურებას, რომელზეც ლაპარაკობდა მოციქული დანიილი; ხოლო ანგელოზმა გაბრიელმა განუმარტა დანიილს ხილვები, ის კი არის სამყაროს შემქმნელის მთავარანგელოზი, რომელმაც აუწყა ღვთისმშობელ მარიამს სრული მოსვლა და განსახიერება ქრისტესი, – მაშინ აშკარა აღმოჩნდა, რომ ერთმა და იგივე ღმერთმა გაგზავნა მოციქულები და დაპირდა შვილს და  მოგვიწოდებდა თავისი შეცნობისათვის.

რადგან ამქვეყნად ზოგიერთები მიდიან სინათლისკენ და რწმენის მეშვეობით შეერწყმიან ღმერთს, სხვები კი თავს არიდებენ სინათლეს და თვითონ შორდებიან ღმერთს, ამიტომ ღვთის სიტყვა მოდის და ყველასთვის ამზადებს შესაფერის საცხოვრებელს – მათთვის, ვინც სინათლეშია, ისეთს რომ დატკბნენ მისი სიკეთით, და მათთვის, ვინც  სიბნელეშია ასატანს მისი უბედურებებისას. და ამიტომ იგი ამბობს, რომ მარჯვენა მხრიდან არსებულნი მიწვეულნი არიან მამის სამეფოში, ხოლო მათ, რომლებიც მარცხენა მხრიდან არიან, იგი გაგზავნის მარადიულ ცეცხლში, რადგან თვითონ აირიდეს ყოველგვარი კეთილდღეობა. და ამიტომ მოციქული ამბობს:  იმის გამო, რომ არ მიიღეს უფლის სიყვარული საკუთარი თავის გადარჩენისთვის, ამის გამო გაუგზავნით მათ უფალი ცდომილებას, ისე რომ ისინი დაიჯერებენ ტყუილს, და იქნებიან  განკიცხულნი – ვისაც არ სჯერა ჭეშმარიტების, მაგრამ შეიყვარეს ტყუილი( 2 სოლ. 2,10-17). რადგანაც როდესაც იგი, ანტიქრისტე, მოვა საკუთარი სურვილით აღადგენს საკუთარ თავში უფლისგან განდგომას, და თავისი თვითნებობით გააკეთებს საქმეს, რაც მას მოესურვება, და დაჯდება უფლის სახლში, რომ მისით შეცდენილმა თაყვანი სცენ მას,  როგორც ქრისტეს, რის გამოც იგი სამართლიანად იქნება ჩაგდებული ცეცხლოვან ტბაში. უფალმა კი თავისი წინასწარმეტყველებით იცის ეს ყველაფერი, წინასწარ და სათანადო დროს გამოგზავნის ასეთ ადამიანს, ისე, რომ ისინი დაიჯერებენ სიცრუს, და იქნება დასჯილი ყველა, ვინც არ ირწმუნებს ჭეშმარიტებას, მაგრამ შეიყვარებს სიცრუეს. მისი მოსვლა იოანემ თავის გამოცხადებაში ასე აღწერა: და მხეცი, რომელიც მე ვნახე, ჰგავს ჯიქს, ფეხები დათვისნაირი აქვს, ხოლო ხახა აქვს ლომის ხახის ნაირი, და დრაკონმა მისცა მას თავისი სიძლიერე და ტახტი თავისი და დიდი ძალაუფლება და ვხედავდი მე, ერთი მისი თავებიდან თითქოს სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა მოურჩა, და უკვირდა მთელ მიწას, რომელიც თვალყურს ადევნებდა მხეცს და დაუჩოქეს დრაკონს, რომელმაც ძალაუფლება მისცა მხეცს და დაუჩოქეს მხეცს, სიტყვებით: ვინ გაუტოლდება ამ მხეცს? და ვინ შესძლებს მასთნ ბრძოლას? და მიეცა ბაგეები, რომლებიც ლაპარაკობდნენ ამაყად და უფლის გმობით, და მიეცა ძალაუფლება ემოქმედა, ორმოცდაორი თვე. და გახსნა თავისი ბაგეები იმისათვის რომ ეძაგა უფალი, ეძაგა მისი სახელი, და საცხოვრებელი მისი, და ზეცაზე მცხოვრებნი, და მიეცა მას ძალაუფლება ნებისმიერ გვარზე და ენაზე  და ტომზე და თაყვანი სცა ყველამ, ვინც კი ცხოვრობდა მიწაზე, რომელთა სახელები არ წერია ცხოვრების წიგნში კრავთან, მსხვერპლად შეწირული სამყაროს შექმნიდან, ვისაც აქვს ყურები, და ესმის მას, ვისაც მოჰყავს ტყვეობაში, ის თვითონ წავა ტყვეობაში, ვინც მახვილით კლავს, მას თვითონ ეკუთვნის მოკვლა მახვილით. ამაშია მოთმინება და რწმენა წმინდანების.შემდეგ ამბობს მის მეაბჯარეზე, რომელსაც ასევა იცნობს, როგორც ტყუილ მოციქულს: ის ლაპარკობდა როგორც დრაკონი, და მოქმედებდა მის წინაშე, პირველი მხეცის მთელი ძალაუფლებით, და აიძულებს მთელ მიწას და მასზე მცხოვრებს ეთაყვანონ პირველ მხეცსს, რომელსაც საიკვდილო ჭრილობა შეუხორცდა და მოახდენს დიდ ზეციურ სასწაულებს, ისე რომ ცეცხლსაც კი ჩამოიყვანს მიწაზე, ხალხის წინაშე, და ცდუნებაში შეიყვანს მიწაზე მცხოვრებებს (აპოკ. 13, 2-10, 11-18) ეს იმისთვის არის ნათქვამი, რომ ვინმეს ეგონოს, რომ იგი მოახდენს ზეციურ სასწაულებს ღვთაებრივი ძალის მეშვეობით, და არა ჯადოქრობით, და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ როდესაც მას ემსახურებიან ეშმაკები, და განდეგილი ანგელოზები ის მათი მეშვეობით ახდენს ზეციურ სასწაულებს, რომლების მეშვეობით აცდუნებს მიწაზე მცხოვრებებს. შემდეგ იოანე ამბობს: და ბრძანებს მხეცის განსახიერების შექმნას, და მისცემს სულს განსახიერების, იმისთვის, რომ მხეცის განსახიერებამ ილაპარაკოს და იმოქმედოს ისე, რომ მოკლულნი ყოფილიყვნენ ისინი, ვინც არ ეთაყვანება მას. და იქნება დადებული მხეცის სახელის მოხაზულობა, ან მისი სახელის რიცხვი, და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი, ე.ი. ექვსჯერ ასი, ექვსჯერ ათი და ექვსი ერთეული, იმისთვის რომ აღადგინოს მთელი განდგომა, რაც იყო ათასწლეულების განმავლობაში. რადგან რამდენ დღეშია შექმნილი ეს სამყარო, იმდენ ათასწლეულს იარსებებს. და ამიტომ ცხოვრების წიგნი გვეუბნება: და შექმნა ცა და მიწა, მთელი მათი მორთულობა და დაასრულა უფალმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და მეშვიდე დღეს დაისვენა საქმისაგან, რომელიც შექმნა (ცხ. 2,1,2) ეს კი არის თქმულება ადრინდელზე როგორც მოხდა ის, და წინასწარმეტყველებაც მომავლის შესახებ. რადგან ღმერთის დღე როგორც ათასი წელია, და როგორც ექვს დღეში დაასრულა შექმნა, მაშინ ნათელია, რომ იგი დასრულდება ექვსიათას წელს.

და ამიტომ ნებისმიერ დროს ადამიანი, დასაბამიდან შექმნილი ღმერთის ხელით, ე.ი. შვილის და სულის მეშვეობით, კეთდება ღმერთის განსახიერების და მიმსგავსებით, რადგან გადაიყრება ღვარძლი, რომელიც არის განდგომა, ხოლო ხორბალი, ე.ი. ღმერთის რწმენით ნაყოფიერი, ინახება ბეღელში. ამიტომ გადარჩენისათვის საჭიროა მწუხარება, რომ რაღაც დონეზე გაცვეთილი, დახვეწილი, და მოთმინებით გამწვალული უფლის სიტყვით და ცეცხლით განწმენდილნი ვარგისები ყოფილიყვნენ მეფური ქეიფისათვის. ასე ერთმა ჩვენთაგანმა, უფლის მოწმობისათვის მიცემული მხეცებს შესაჭმელად, თქვა: მე ვარ ქრისტეს ხორბალი და დაფქვილი ვიქნები მხეცების კბილებით, იმისთვის, რომ გავხდე უფლის სუფთა პური. (ეგნატე ღვთისმატარებელი).

ყველაფერია შექმნილი გადამრჩენი ადამიანისათვის რომ ის რასაც აქვს თავისუფალი თვითნებობა და თვითმპყრობელობა, გახადოს მომწიფებული უკვდავებისათვის და უფრო მოხერხებულად მოამზადოს იგი მარადი მორჩილებისათვის უფლის მიმართ. და ამიტომ ქმნილება მიმარჯვებულია ადამიანს, რადგან ადამიანი კი არ არის შექმნილი ქმნილებისათვის, არამედ ქმნილებაა შექმნილი ადამიანისათვის. ის ერები, რომლებიც არც კი იხედებოდნენ ზეცისკენ, არ უხდიდნენ მადლობას თავის შემქმნელს და არ უნდოდათ დაენახათ ჭეშმარიტების სინათლე, და როგორც ბრმა თაგვები იყვნენ ჩაძირულნი უცოდინრობის სიღრმეში, უფლის სიტყვა სამართლიანად დასჯიდა თითქოს წვეთით კასრიდან, თითქოს სასწორის პატარა გადახრით და თითქოს არაფრით: ისინი იმდენად სასარგებლო და გამოსადეგები არიან უმწიკვლოთათვის, რამდენადაც მიაქვს სარგებლობა ღეროს ხორბლის გაზრდისათვის, და ნამჯას ოქროს გამოწვისათვის და დამუშავებისათვის. ამიტომ როცა ეკლესია დასასრულს იქნება უცებ ამოღებული აქედან, მაშინ იქნება – ნათქვამია ─ მწუხარება, როგორიც არ ყოფილა დასაბამიდან და არც არასოდეს იქნება. რადგან ეს ბოლო ბრძოლაა წმინდანების, რომელშიც ისინი როცა გაიმარჯვებენ, დაგვირგვინდება უკვდავებით.  

ამიტომ მოსასვლელ მხეცში იქნება მთელი უპატიოსნობის აღდგენა, რომ უფლისგან განდეგილი მთელი ძალა, როცა მოქუჩდება და მოთავსდება მასში, ჩაგდებულ იქნება  ცეცხლის ღუმელში და თანაც მის სახელს ექნება რიცხვი ექვსას სამოცდაექვსი, იმიტომ, რომ აღადგენს თავის თავში ბოროტების მთელ ნარევს, რაც იყო წაღვნამდე და მოვიდა ანგელოზის განდგომისაგან. იმიტომ რომ ნოე იყო ექვსასი წლის, როცა მოხდა წარღვნა, იმისთვის რომ განადგურებულ იყო მიწის აჯანყება იმ ცოდვილი თაყვანისათვის, რაც იყო ნოეს დროს. და ანტიქრისტე აღადგენს წარღვნის შემდეგ არსებულ ცდომილებას, მოგონილ კერპებს და წინასწარმეტყველთა მოკვლას და წმინდანების დაწვას, რადგან ნაბუქოდონოსერის მიერ აღმართული გამოსახულება შეადგენდა სიმაღლეში სამოც წრთას, ხოლო სიგანეში ექვს წრთას, და მის გამო ანანია, აზარია და მიხეილი, რომლებმაც არ სცეს თაყვანი მას, ჩააგდეს ცეცხლის ღუმელში, თავისი თავგადასავლით ისინი წინასწარმეტყველურად გვიჩვენებენ რომ დასასრულს იქნება წმინდანების დაწვა – რადგან მთელი გამოსახულება იყო მისი მოსვლის მომასწავებელი და მიგვითითებდა რომ მხოლოდ მას უნდა ეთაყვანებოდა ყველა ადამიანი. მაშ ასე, ნოეს ექვსასი წელი, რომელის დროს იყო წარღვნა უფლისგან განდგომისათვის, და გამოსახულების წრთეების რიცხვი, რომლის გამო წმინდანები ჩააგდეს ცეცხლის ღუმელში, აღნიშნავს იმის სახელის რიცხვს, ვისშიც აღსდგება ათასწლეულების განდგომა, სიცრუე, უნამუსობა, და ტყუილი წინასწარმეტყველებისა ამიტომაც მიწას დაატყდება ცეცხლის წარღვნა.

საქმის ასეთი მდგომარეობისას, და როცა ეს რიცხვი ჩანს აპოკალიფსის საუკეთესო და ძველ ჩანაწერებში, და თვითონ პირადად ნახეს იოანე, იმაზე მეტყველებენ, და როცა გონება გვასწავლის ჩვენ, რომ მხეცის სახელი შეესაბამება ბერძნულ დათვლას, იმ ასოებით, რომლებისგანაც შედგება, შეიცავს ექვსას სამოცდაექვსს, ე.ი. იგივე ასეულია და ათეულია, რამდენიც ერთეულია ─ რადგან ერთნაირი გამეორება ექვსიანის მიუთითებს მთელი განდგომის აღდგენაზე (ანტიქრისტეზე), რომელიც იყო თავში და შუაში და იქნება დროის დასასრულს, ─ მაშინ მე არ ვიცი, რანაირად. ზოგიერთები თავისი უცოდინრობით შევიდნენ შეცდომაში, დაამახინჯეს სახელის შუა რიცხვი, და გამოაკლეს მას ორმოცდაათი და ექვსი ათეულის მაგივრად ერთი ათეული. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა გადამწერების შეცდომისგან, როგორც ჩვეულებრივ ხდება, რადგან რიცხვები აისახება ასოების მეშვეობით, და ბერძნული ასო, რომელიც აღნისნავს სამოცს, ადვილად გადაიქცა ბერძნულ ასო იოტად. სხვებმა შემდეგ მიიღეს ეს გამოკვლევის გარეშე, და თანაც ერთნმა უბრალოდ და ბრმად გამოიყენეს რიცხვი ათი, ზოგმა კი თავისი უცოდინრობით გაბედა სახელის მოძებნა, რომელიც შეიცავდა შეცდომით და არასწორ რიცხვს. მათ, ვინც თავისი გულუბრყვილობით და ბოროტი განზრახვით ჩაიდინეს ეს, მე ვფიქრობ უფალი აპატიებს. რაც შეეხება იმათ, ვინც თავისი ამპარტავნობით ბედავს განსაზღვროს სახელი შეცდომითი რიცხვის და რაიმე მათი მოგონილი სახელწოდებით, ნიშანი ანტიქრისტეს მისვლისა, ისინი უვნებლები ვერ ამოვლენ, იმიტომ რომ ატყუებენ საკუთარ თავს და მათ, ვისაც სჯეროდათ მათი. და პირველი ზიანი ისაა, რომ თავი აარიდეს წეშმარიტებას და არაარსებულს მიიჩნევენ წეშმარიტებად. შემდგომში ასეთი აუცილებლად მიიღებს დიდ სასჯელს, რაც იქნება იმისათვის, ვინც ამატებს ან აკლებს რაიმეს საღვთო წერილს. გარდა ამისა სხვა არც თუ ისე მცირე საშიშროება ემუქრება მათ, ვინც ტყუილად ითვისებს ანტიქრისტეს სახელის ცოდნას. რადგან, თუ ისინი ვარაუდობენ, იმგვარ სახელს, ის კი მოვა სხვა სახელით, ისინი ადვილად იქნებიან მოტყუებულნი, და იფიქრებენ, ჯერ არ არის ის, ვისაც უნდა ერიდებოდნენ.

ამიტომ ასეთმა ადამიანებმა უნდა გაიგონ და დაუბრუბდნენ სახელის ნამდვილ რიცხვს, რომ იყვნენ მიკუთვნილნი ცრუწინასწარმეტყველებად. მაგრამ, ვინც იცის სწორი რიცხვი, ნაუწყები წმინდა წერილით, ე.ი. რიცხვი ექვსას სამოცდაექვსი, თუნდაც ჯერ ერთი, უშვებენ სამეფოს დაყოფას შორის, შემდეგ, მეორეც, როდესაც ეს მეფეები გამეფდებიან და დაიწყებენ თავისი საქმეების გამოსწორებას და თავისი სამეფოს გაზრდას, და მოულოდნელად მოვა, სამეფოს მიკუთვნებით, და შიშს მოჰგვრის ნახსენებ მეფეებს ვიღაც, რომელსაც გააჩნია თავის სახელში ზემოაღნიშნული რიცხვი, აღიარონ, რომ იგი ნამდვილად განადგურდება. ამას მოციქულიც ამბობს: როცა იქნება, ამბობს, მშვიდობა და უსაფრთხოება, მაშინ მეტად დაატყდებათ დაღუპვა (1 სოლ. 5, 3). ირემიამ გახსნა არა მხოლოდ მისი უეცარი მოსვლა, არამედ ის მუხლიც საიდანაც მოვა, იგი ამბობს: დანიიდან გავიგონებთ მისი სწრაფი ცხენების ჭიხვინს, და მისი გაჭენებული ცხენების ჭიხვინისგან შეტოკდება მთელი მიწა, და იგი მოვა და შეჭამს მიწას იმით, რაც ავნებს მას და ქალაქში მისი მობინადრეებით (იერ. 8,16). და ამიტომ ეს ტომი არ ითვლება აპოკალიფსში გადამრჩენთა რიცხვში. (აპოკ. 7, 5-7).

ამიტომ უფრო კარგი და უსაფრთხოა ლოდინი წინასწარმეტყველების აღსრულების, ვიდრე ვარაუდი და სახელის წინასწარმეტყველება, რადგან მოიძებნება ბევრი სახელი, რომელიც შეიცავს ზემოაღნიშნულ რიცხვს, და მაინც ეს საკითხი დარჩება გაუხსნელად. რადგან თუ აღმოჩნდება, ბევრი სახელი, რომელიც შეიცავს ამ რიცხვს, მაშინ საკითხავია რომელი მათგანი ერქმევა მოსასვლელ ანტიქრისტეს? ამას მე ვამბობ იმიტომ, რომ ცოტაა სახელი, რომლებიც შეიცავენ ამ რიცხვს, არამედ უფლის შიშით და ეჭვიანობით ჭეშმარიტების მიმართ, რადგან სახელი ეპანფასი შეიცავს საძებნ რიცხვს, მაგრამ მე მის შესახებ არაფერს ვადასტურებ. ლათინელების სახელს გააჩნია რიცხვი ექვსას სამოცდაექვსი, სრულებით შესაძლებელია, რომ ბოლო სამეფო ატარებდეს ამ სახელს, რადგან ახლა ლათინელები მეფობენ, მაგრამ არ მინდა ამით ვიტრაბახო, მაგრამ ჩემით მოძებნილი ყველა სახელიდან ტიტანი ─ თუ დავწერ პირველ მარცვალს ბერძნული ორი ხმოვნის ე-ს და ი-ს მეშვეობით ─ მეტად სავარაუდოა, რადგან იგი შეიცავს ზემოაღნიშნულ რიცხვს და შედგება ექვსი ასოსგან, ყოველ მარცვალში სამ სამი ასო; ის ძველია და არახმარებადი, იმიტომ რომ არც ერთ ჩვენს მეფეს არ ერქვა ტიტანი და არც ერთ კერპს, რომელიც ღიად არის პატივცემული ბერძნებში და ბარბაროსებში, არ გააჩნია ასეთი სახელი; მაგრამ ბევრთან იგი ითვლება ღვთაებრივად, ისე რომ მზეს ახლანდელი ძალაუფლების მქონეები უწოდებენ ტიტანს, და შეიცავს ნაწილობრივ მინიშნებას სამაგიეროზე და შურის მაძიებელზე; ასევე ანტიქრისტე, იგი გვაჩვენებს თავს, თითქოს შურს იძიებს დაჩაგრულების გამო. გარდა ამისა ეს სახელი ძველია, დამაჯერებელი, მეფური და უფრო მეტად უხდება ტირანს. ამიტომ თუ სახელ ტიტანს გააჩნია დიდი საფუძველი თავის სასარგებლოდ, მაშინ დიდი ვარაუდია დავასკვნათ, რომ მოსასვლელ ანტიქრისტეს შეიძლება ერქვას ტიტანი. მაგრამ მე, ვერ გავბედავ დამაჯერებლად გამოვაცხადო ეს სახელი ანტიქრისტეს სახელად, და ვიცი საჭირო რომ ყოფილიყო გამოცხადება მათთვის, ვინც ნახა ხილვები. რადგან ხილვა იყო არც თუ ისე დიდი ხნის წინ თითქმის ჩვენს საუკუნეში, დომიციანის მეფობის დროს.

ის გვიჩვენებს ანტიქრისტეს სახელის რიცხვს, იმისათვის, რომ ფრთხილად ვიყოთ, როცა იგი მოვა და გვეცოდინება ვინ არის; სახელი კი მისი არ გაამხილა, რადგან ის არ არის ღირსი რომ წმინდა სულმა აუწყოს იგი. რადგან თუ კი ის იქნებოდა ნაუწყები მის მიერ, მაშინ, შესაძლებელია, ის იქნებოდა დიდხანს. ახლა კი რადგან ის იყო და ის აღარ არის, და ამოვა უფსკრულიდან და შევა დაღუპვაში (აპოკ. 17,8), თითქოს და არსებობდა, ამიტომ სახელი მისი არ ითქმის. რადგანაც ანტიქრისტე ყველაფერს გაანადგურებს ამ სამყაროში, იმეფებს სამ წელიწადს, და ექვს თვეს და დაჯდება იერუსალიმის ტაძარში, მაშინ ჩამოვა ღმერთი ციდან ღრუბლებით მამის დიდებით, და მას და მის მორჩილებს გაგზავნის ცეცხლის ტბაში, ხოლო წმინდანებს მისცემს მეფობის დროს, ესე იგი სიმშვიდეს, ნაკურთხ დღეს, და აღადგენს აბრაამისათვის შეპირებულ მემკვიდრეობას, მეფობას, რომელშიც, ღმერთის სიტყვებით ბევრნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, რომ დაწვნენ აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ( მფ. 8, 11).

რუსულიდან თარგმნა ზურაბ ბოსტოღანაშვილმა

  1. ვიდეო            

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: