გარდაუვალი მომავალი

გარდაუვალი მომავალი: “სამოთხე ან ჯოჯოხეთი”, რომელსაც ვერ ასცდება ვერც ერთი ძე-ხორციელი

დაიწყო შობის მარხვა, და მოვუწოდებთ, ყველა ქრისტიანს შეინახოს შობის წმიდა მარხვა, რათა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც დაუმტკიცოს ღმერთს მისადმი რწმენა და ერთგულება; ხოლო იმ ქრისტიანებს კი, ვინც ეკუმენისტი მღვდლების მეთვალყურეობის ქვეშ ინახავენ მარხვებს და თავგამოდებით ლოცულობენ და ეზიარებიან მათ ბარძიმებს, შევახსენებთ, რომ ამაოდ ირჯებიან, რადგან მათი სარწმუნოება არა დგას მტკიცე კლდეზე – ქრისტეზე, უბიწო მართალი სარწმუნოების კანონიკურ განჩინებებზე, რადგან მათი მოძღვრები ფეხქვეშ თელავენ ამ წმიდა კანონებს, და გამომდინარე აქედან მათი მარხვები და ლოცვები არ შეიწირება ღვთის ტახტის წინაშე; აი, რა განაჩენი გამოაქვს მათთვის ღმერთს: „რატომ მიწოდებთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით? ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს (უფლის კანონებს) და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაცა ჰგავს. იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო, ვინაიდან კარგად იყო ნაშენი. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და, როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის დანგრევა.“ (ლუკა 7, 46-49); „და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში“ (მათე-26, 46)

სიკვდილი ღმერთის მიერ კი არ არის განწესებული, არამედ მისი მცნების გადახვევის შედეგია. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით სხეულისა და სულის გაყრის შემდეგ ღვთის კერძო სამსჯავრო აღესრულება ორი ანგელოზის თანხლებით საზვერეების გავლით და სულის განსჯით, სადაც ბოროტი სულები აკავებენ მას და მოუნანიებელ მიწიერ ცოდვებს ახსენებენ, როგორც სატანის მსხვერპლს (წმ. ანტონის დოგმატური ღვთისმეტყველება 341) რის შემდეგაც მიცვლებულის სულს დროებით საყოველთაო აღდგომამდე და სამსჯავრომდე განაწესებენ კუთვნილ ადგილზე, ჯოჯოხეთი იქნება თუ სამოთხე სასჯელიც და შეწყალება ადამიანს მიეცემა მისივე მიწიერი ცხოვრების მიხედვით. უფალი უშვებს ამას იმის გამო, რომ ადამიანის სულის წინაშე სრულიად შეფასდეს და გაცხადდეს საკუთარი ცოდვის საქმეები. დაინახოს საკუთარი ცოდვები და დარწმუნდეს ღვთის სამართლიანობაში, (წმ. ბასილი დიდი)  ასეთნაირად  მსჯავრდებულს საშუალება ეძლევა თავის გამართლებისა. წმ. ბასილი დიდის მოწაფე ნეტარი თეოდორა მოწაფე გრიგოლს ხილვაში დაწვრილებით აღუწერს მისი გარდაცვალების შემდეგ როგორ ძნელია ცოდვით დამძიმებული ადამიანისათვის 20 საზვერის გავლა;

წმ. თეოდორა გვასწავლის, რომ არის მე-19 კერპთაყვანისცემის და  მწვალებლობის საზვერე. იქ განისჯება რწმენაზე არასწორი სწავლება, ეჭვი რწმენაში, მართლმადიდებლობიდან გადახვევა, ღვთისგმობა და მსგავსი გადახვევა მრწამსიდან. ხოლო მართალთა სულები წმ. მამების სწავლებით ადიან ზეცაში, სამოთხეში, აბრაამის წიაღში, სადაც მართალთა სულები განისვენებენ.  ეს არის ზეციური სასუფეველი, ცოცხალი ღვთის ჯილდო ზეციური იერუსალიმი.  ასევე ცოდვილთა და დაცემულთა სულები მიემართებიან ჯოჯოხეთში, სადაც არის მწუხარება და ტანჯვის ადგილი. აი, რას გვამცნობს ჯოჯოხეთის  შესახებ წმ. ტიმოთე მონა ღვთისა:  წმინდა მიწის მოლოცვისას შევედი მახარებელ იოანე ღვთისმეტყველის საყვარელი მოწაფის, წმიდა პროხორეს სახლში.  მის მიერ დაწერილ საოცარ წიგნში ამოვიკითხე ჩვენთვის სანუგეშო სიტყვები იოანე ღვთისმეტყველისა: ერთხელ ღვთის ანგელოსთან ერთად მივდიოდი. იგი მიხსნიდა ცის საიდუმლოებებს ადამიანთა შესახებ. უცებ მომესმა ხმაური მსგავსი დიდი სიმაღლიდან გადმომჩქეფარე ჩანჩქერისა. როდესაც მივუახლოვდი, დავინახე უნაპირო ტბა, სადაც საშინლად ეწამებოდნენ ცოდვილნი, რომელთაც ამ ქვეყნად არ მოინანიეს დანაშაული. თანამგზავრს ვკითხე: „მითხარ, ეს რა ჯურღმულია ასეთი ვრცელი?“ და ვიხილე კვამლში გახვეული გამძვინვარებული ცეცხლის ალები ხმაურითა და გვრგვინვით და კიდევ, რაღაც უცნაური ქვეწარმავალნი, ასპიტის სიგრძისანი, რომელნიც დასრიალებდნენ დასჯილთა სხეულზე ამ ტბა უფსკრულში. – „მამაო იოანე, მეგობარო ღვთისაო, ტანჯვა, რომელსაც შენ ახლა უყურებ, ყველა წამებაზე უარესია. ამ ტბას შეუძლია დაიტიოს მთელი სამყარო. ფსკერი მისი უძიროა, გველები და ქვეწარმავალნი, რომელნიც ცოდვილთ გესლავენ, აიძულებენ მათ, ჩაყვინთონ წყლის სიღრმეში 300 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ჭოკის (გრძელი ჯოხის) საშუალებით, რომელსაც ცოდვილნი უხილავი ძალით ვერ შორდებიან, ისინი იძულებით კვლავ ამოდიან ტბის ზედაპირზე“. დასჯილთა ტანჯვის გამო იოანე მწარედ ატირდა. – ნუ სტირი, მამაო იოანე, მთავარანგელოზ მიქაელის წყალობით მალე იხილავ უდიდეს სიხარულს, რომელიც ყოველი წლის 6 (ახ. სტ. 19) სექტემბერს ხდება და მართლაც საუცხოო სილამაზეში დავინახე მთავარანგელოზი მიქაელი უჩვეულო ნავით ქერუბიმების და სერაფიმების, ურიცხვ ანგელოზთა, წმიდანთა, დიდ წინასწარმეტყველთა და მოწამეთა თანხლებით რომ უახლოვდებოდა ცეცხლოვან ტბას და წამებისათვის განწირულ ცოდვილებს. მყის ჩაქრა ცეცხლი, საშინელი კვამლი დაიშრიტა, ქვეწარმავალნი გაქრნენ. მთავარანგელოზ მიქაელმა სამჯერ ჩაუშვა მარჯვენა ფრთა და ამიოყვანა მრავალრიცხოვანი იმ ადამიანთა სულები, რომელთაც ოდესმე გაუღიათ მოწყალება წმინდანებისა და მოწამეების სახელით მაგრამ ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვდნენ. ასეთი გულმოწყალება უფლისა ცოდვილთა სულებისადმი მხოლოდ მისი მეორედ მოსვლის დრომდე საშინელ სამსჯავრომდე იქნება, მერე კი უკვე ჯოჯოხეთის კარები სამუდამოდ დაიკეტება და ურიცხვი ცოდვილები დარჩებიან სამუდამო სატანჯველში უკუნითი უკუნისამდე, მართალნი კი უფალთან ერთად შევლენ ცათა სასუფეველში საუკუნო ცხოვრებისათვის. სახარებისეული სიტყვები კი უმშვიდებს გულს მართალ ადამიანებს. “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ” (მათე 11. 28). და “მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი, რომელსაც ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე”(იოანე11. 25) 

მოამზადა ალექსანდრე ბოკუჩავამ

იხ_ ლინკი: პაპისა და ბართლომეოს I ერთობლივი ლიტურგია კონსტანტინოპოლში-ვიდეო:
http://papalvisit.ecupatriarchate.org/media/divine_liturgy_2006.php?f=windows&p=1
იხ_ლინკი: პაპისა და ბართლომეოს I ერთობლივი ლიტურგია ვატიკანში-ვიდეო:  http://papalvisit.ecupatriarchate.org/media/vatican.php
იხ — ლინკი: ბართლომეოს I ეშმაკეულ საქმეთა ყველა ვიდეო :
http://papalvisit.ecupatriarchate.org/media/

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: