უფლის ანდერძი

მოუსმინეთ უფალს მისი წმიდა სჯულისაგან განდგომილო ეკუმენისტო ცრუ მართლმდიდებლებო, რომელნიც არაფრად აგდებთ მის წმიდა მოციქულთა კანონებს და დააკვირდით სისხლმდინარე მაცხოვრის ამ ხატს და როგორ ბედავთ, რომ ცოცხალადვე საწაულებრივად წმიდა ხატებზე გამოსახულ უფალს უღალატოთ?!

ალექსანდრე ბოკუჩავა


 

უფლის ანდერძი

მას შემდეგ რაც ღირსმა გრიგოლმა ჯოჯოხეთის და სამოთხის და მთელი მეორედ მოსვლის საშინელი სამსჯავროს გამოცხადება იხილა, დასასრულ, უფალმა იესო ქრისტემ წყნარი და მშვიდი თვალებით გადმოხედა, რის შემდეგ შიშით მიუახლოვდა გრიგოლი და თაყვანი სცა უფლის ყოვლადწმიდა ფეხებს. უფალმა თავისი საღმრთო ბაგით წყნარად და მშვიდად უთხრა:

 აჰა, გრიგოლ, მე გეტყვი რომ ვინც არ შეუდგეს ჩემს წმინდა სახარებას და ყოველივე მასში დაწერილს, ვერ ჰპოვებს საუკუნო ცხოვრებას, არამედ იქნება საძაგელ და საძულველ მამისა და ჩემ მიერ; რომელსაც არ ნებავს სმენა ჩემი და მსახურება ჩემი, იგი იქნება შვილი გეჰენიისა, ზოგიერთმა შეიძლება შრომით, მარხვით და სხვა კეთილმოქმედებით იღვაწოს, მაგრამ არა სახარების გზით, არა ჩემი მცნებების თანახმად, იგი მაინც ქურდი და ავაზაკია. შენ ყურადღებით ჩაუღრმავდი ყოველივე იმას, რაც იხილე, დაფიქრდი, ეცადე, შენთვის განამრავლო მოცემული ტალანტი, რაც იხილე და რაც დაგარიგე, იცხოვნე საკუთარი თავი და სხვებსაც სარგებლობა მოუტანე. ნუ დამარხავ მიწაში ამ ხილვას, შენ სიკეთეს_ჩემს სულიერ ვერცხლს, არამედ გაუზიარე მრავალ მორწმუნეს, რომ გადაურჩნენ ბოროტს. ასწავლე მათ, რომ სიკეთისაკენ ისწრაფონ. მთელი ქვეყანა და რაც ქვეყანაზე არის ყოველივე ჟამიერია. რომლებიც ისმენენ ყოველივე ამას, რაც ჩემი გამოცხადებით გაუწყე და არ მოინანიებენ, შენ ბრალი არ გექნება და ყველანი თავიანთი საქმეებით განისჯებიან. ვაი, არს მისა, ვინც არ ხარობს კეთილით, ვისაც არ სწამს ჩემი მცნებები და ვინც არ ისმენს ყოველივე ჩემს მიერ თქმულს და ჩემს წმიდა მოციქულთა მიერ ქადაგებულს. ვაი, არს მისა, ვინც ეჭვობს ჩემს სამართალში, მას წილი არ ექნება ცხოვნებულთა თანა. ძენი მკვიდრნი სასუფევლისანი არიან ისინი, რომელთა სახელები ჩაწერილია ცხოვრების წიგნში. ისინი სიხარულით და წმიდა გულით მიიღებენ ჩემს დანაბარებს, სიყვარულით წაიკითხავენ, ეცდებიან შეასრულონ დაწერილი, სხვებსაც გაუზიარებენ და თავიანთ თავს და სხვებსაც სარგებელს მოუტანენ. ხოლო ისინი, რომელნიც მხოლოდ ქვეყანაზე, მხოლოდ წარმავალზე ზრუნავენ, რომელნიც დაძლეულნი არიან ამაო გულის ზრახვით, და მათ გულს ფლობს მხოლოდ ხორციელი გულისთქმანი, ისინი არა თუ აღასრულებენ ჩემს მცნებებს და არათუ მიიღებენ ჩემს დანაბარებს, არამედ დასცინებენ ჩემს კანონებს და შეურაცხჰყოფენ ჩემი ჭეშმარიტი რწმენის მქადაგებლებს. სიტყვით და წერილით გადაეცი შთამომავლობას ყოველივე შენ მიერ ხილული, გადაეცი ჩემს ეკლესიას და ყველა მორწმუნეს. გადაეცი ეკლესიის წარმომადგენელთ: მოძღვართ და დიდსა თუ პატარას, რომ მალე მოვალ. ნეტარ არიან ისინი, რომელნიც სულის ცხონების გზას შეუდგებიან. ვაი, იმ მწყემსებს, ვინაც გაამრუდა ჩემი გზები და ვინაც არ ისურვა, რომ ჩემგან მათზე მინდობილი სამწყსო ჭეშმარიტებაში დამოძღვრილი ჰყოლოდა. ამ გაფრთხილებას გაძლევთ კიდევ ერთხელ, რადგან ყველანი მებრალებით, რომ არ დაისაჯოთ თქვენი უსჯულოებით. განსაკუთრებით ვაფრთხილებ მოძღვართ: თუ, ყოველნაირად არ ეცდებით სულის ცხონებას და მიიქცევით მსწრაფმავალი ამ ცხოვრებისაკენ, და შეიყვარებთ ხრწნად ქვეყნიურ ნივთს, და განუდგებით თქვენდამი მინდობილ ხალხთა სულის ცხოვნებისათვის ზრუნვას, მაშინ ცათა სასუფეველში არ მიგიღებთ და საუკუნო კეთილს აღარ მოგანიჭებთ. განდევნეთ ვნებანი გულისანი და ნუ წარგიტაცებთ სიკვდილი — ცუდთა და უნანელთ, რამეთუ მაშინ სარწმუნოებაც მცირედ სარგებელ გეყოთ. აჰა, მე ვარ უფალი  ღმერთი, რომელსაც უყვარს სიმართლე, და მივფენ ჭეშმარიტების მოყვარულთ წყალობასა და კაცთმოყვარეობას, მადლი ჩემი გაცხადებულა ქმნილთა ჩემთადმი, საკუთრივ იმ ხალხზე, რომელსაც ვრწმენე. ხალხის სახსნელად ჯვარს ვეცვი და მათთვის დავისაჯე ურჩი იუდეველებისაგან. მე ყოველთვის მოწყალე ვარ, ვინც სიწრფელით შეინანებს, ყოველ ბრალს მივუტევებ. ხოლო სიკვდილის შემდეგ არ არს სინანული, უსარგებლოა ტირილი და ვედრება. რა უნდა ქნას მაშინ სიცოცხლეში უნანელმა ცოდვილმა?.. მე მართალი ვარ ჩემს სამსჯავროში და სასტიკად დავსჯი მცოდველებს. წინათაც გითხარი და ახლაც გაგიმეორებ: მე არ გამხელთ თქვენი ცოდვისათვის, არამედ თქვენი ცოდვები გამხელთ ჩემს სამსჯავროში. მე არა რა დავფარე თქვენგან ისეთი,  რომელსაც თქვენთვის სარგებლობის მოტანა შეეძლო. მე მოგეცით თავისუფალი ნება, და გაჩვენეთ ჩემი გზაც და სატანის მეუფების გარესკნელიც, და თქვენვე მოგანდეთ თქვენი ნებით არჩევა იმისა, რომელს ისურვებთ. თუ გსურთ, ჩემთან ყოფნა, დაადგებით ჩემი რწმენის გზას და აირჩევთ საუკუნო სუფევას ცაში, ან თქვენივე ნებით აირჩევთ–საუკუნო ტანჯვას ჯოჯოხეთში. აჰა, მე ვარ უფალი იესო ქრისტე საუკუნოდ ცხოველ ვარ მამით ჩემით და სულიწმიდითურთ.”

რომელსა გშვენის, უფალო, დიდება და პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

რუსულიდან თარგმნა ალექსანდრე ბოკუჩავამ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: