მღვდელ ბასილ მკალავიშვილის დაპატიმრება

გლდანის ეკლესიის ბარბაროსული დარბევა

პირველი ნაწილი

ლინკი: მეორე ნაწილი იხილეთ „დიდგორის“ ვიდეო-პორტალზე

გლდანის ტაძრის დარბევა

მოგმართავთ გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრავალტანჯული მრევლის სახელით დარბეული ეკლესიიდან და იმას, რა უბედურებაც ჩვენს ეპარქიაში 2004 წლის 12 მარტს, გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ალბათ კაცობრიობის ისტორიაში პრეცენდენტი არ გააჩნია. ალყა შემოარტყეს ეკლესიას, ფარებითა და ჩაფხუტებით აღჭურვილი ჟანდარმერიის ჯარებით და კბილებამდე შეიარაღებული შავნიღბიანი სპეც. დანიშნულების ბატალიონებით; გამოიყენეს იარაღის ფართო არსენალი, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ხელკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა – სამხედრო მანქანები. ამ მანქანებით გადმოთელეს ტაძრის ღობეები და პირდაპირ მრევლზე გამოეშურნენ გადასათელად, მათ უკან ფარებითა და ჩაფხუტებით გამოჰყვნენ ჯარისკაცთა რიგები. ასევე ტაძრის სხვადასხვა კუთხიდან შემოიჭრნენ შავნიღბოსანთა ბატალიონები. დაიწყო მრევლის სასტიკი დარბევა. ისინი თავიანთ გზაზე არ ინდობდნენ არავის. არც ქალებს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს, მაგრამ მამაცმა ქრისტიანმა, დიდებულმა კრებულმა, სამჯერ თავგანწირვით მოიგერია მტარვალთა შემოტევა, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებულ ჯარებთან ვერას გახდა. მართლმადიდებელმა მრევლმა ტაძრის კარებისაკენ დაიხია და მკერდი მიუშვირეს სიკვდილს უფლისათვის და მისთვის თავდადებულ მოძღვართათვის, რომელთაგან მამა ბასილი და მამა გაბრიელი ტაძარში იყვნენ ჩაკეტილნი, ხოლო მამა არჩილი მრევლთან ერთად ტაძრის ცენტრალურ კარებს იცავდა. ტაძრის კარებთან სიკვდილის პირამდე სცემეს ხალხი. მიაყენეს სამხედრო მანქანები და მათით დაიწყეს წმიდა ეკლესიის შენგრევა. ასევე გამოიყენეს შესადუღებელი აპარატი და მისით ცდილობდნენ ცენტრალური კარების გაჭრას. ბოლოს, როგორც იქნა მძიმე ტექნიკით შეანგრიეს ტაძრის გვერდითი კარები. ჟანდარმერიის ჯარები ამ დროს მთლიანად განლაგდა ეკლესიის ეზოში, ხოლო შავნიღბოსანთა ბატალიონი შეიჭრა ტაძარში. მიმდინარეობდა ხალხის არნახული რბევა.

გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის პრესსამსახური 13 მარტი 2004 წ

კომენტარი: უბრალო მართლმადიდებელი მრევლისათვის სრულიად უცნობია თუ რას წარმოადგენს ეკუმენიზმი და რა საფრთხეს უქმნის იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. რატომ ტეხენ განგაშს ქართველი მართლმადიდებელი მღვდლები? რატომაა ეს თემა არასასიამოვნო ძალიან ბევრისათვის? რა ხდება? რას ფიქრობენ ამის შესახებ ე.წ. ოპოზიციური სპექტრის ლიდერები? რას ედავებიან საქართველოს ეკლესიის მეთაურს? ყველაფერი ეს უბრალო მართლმადიდებელი მრევლისათვის დაფარულია და კულუარებში ხდება! იქნებ, არც არის საჭირო, უფრო ღრმად ჩავიხედოთ რწმენაში, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რას ითხოვს „დიდი სჯულის კანონი“ უპირველეს ყოვლისა, ბერისაგან და შემდეგ, ერისაგან? არც ისე ბევრმა უწყის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი მღვდლები, დიდი ხანია, რაც კატეგორიულ მოთხოვნებს და სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს ეკლესიის მეთაურს. მკითხველისათვის, ალბათ საინტერესოა 1997 წელს გაკეთებული ერთ-ერთი ასეთი კატეგორიული მოთხოვნის შინაარსი, რომელიც საეკლესიო წრეებში კარგადაა ცნობილი, მაგრამ სრულიად უცნობია რიგითი მორწმუნეებისთვის. საინტერესოა, თუ რა შედეგი მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელი მღვდლების მიერ საქართველოს ეკლესიის მეთაურისადმი გაგზავნილ ღია წერილს და რა ბედი ეწიათ ამ ღია წერილის ავტორებს. აგრეთვე, საინტერსოა თუ რა ბედი ეწევა გლდანის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელს ბასილ მკალავიშვილს და მის მორჩილს პეტრე ივანიძეს, რომელთა დაპირისპირება საქართველოს ეკლესიის მეთაურისადმი ე.წ. ეკუმენიზმში ანუ ერესთა ერესში მათ ბრალდებებს ეფუძნებოდა. საინტერესოა, აგრეთვე, გლდანის მართლმადიდებელი მრევლის ბედი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ 2004 წელს საქართველოს „დე-ფაქტო“ ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები. ჩვენთვის გაუგებარია ის ესოდენ დიდი სისასტიკე და აგრესია ეკლესიის მსახურთა მიმართ, რომელიც ხელისუფლებამ გამოიჩინა. ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, შეეძლო მამა ბასილის და მისი მომხრეების საიდუმლო დაპატიმრება, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს გაკეთდა დემონსტრაციისათვის იმისა, რომ უკანონო ხელისუფლება არა თუ ერს, ბერსაც არ მოერიდება და სისხლში ჩაახშობს მათ ყოველ სამართლიან გამოსვლას.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ე.წ. ოპოზოციურმა სპექტრმაც პირში წყალი ჩაიგუბა და სეირის მაყურებლის როლში გვევლინება. გლდანის მრევლის მხარდაჭერით, რომელიც ჩვენი აზრით, ქართველი ერის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილს წარმოადგენს, ისინი რა თქმა უნდა პოლიტიკურ ქულებს ვერ დააგროვებდნენ. მთავარია იაქტიურო იქ, სადაც „საკასო აპარატები“-ის და „საანაბრო ბარათები“-ის საკითხი აღელვებს მოსახლეობას და თქვენი პოლიტიკური რეიტინგიც მაშინვე აიწევს! გვირგვლიანის მკვლელები რომ უნდა აუცილებლად დაისაჯონ ყველა წესიერი ადამიანი მოითხოვს, მაგრამ რატომ მხოლოდ და მხოლოდ გირგვლიანების გაუბედურებული ოჯახისადმი იჩენენ ინტერესს ე.წ. ოპოზიციური პარტიები? ჩვენ მათ გულწრფელობაში ეჭვიც კი გვეპარება! რა დააშავეს 1991-1992 წელს ე.წ. ოპოზიციის უცვლელი სპექტრის ლიდერების წაქეზებით და უშუალო ხელმძღვანელობით, საქართველოში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდგომ მათ მიერ გამწარებულმა ოჯახებმა? აქედან დაიწყეთ ბატონო ოპოზიციონერებო! რა თქმა უნდა აქედან ვერ და არ დაიწყებთ! ქართველმა ერმა ეს მშვენივრად იცის და საოცარს აქ ვერაფერს ხედავს, რადგან ე.წ. დღევანდელი ოპოზიციის თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა, ბლოკ „თავისუფლება“-ს გამოკლებით, ქართველი ერის სისხლის გუბეებზე შედგა!

დღეს-დღეობით, ჯერი ზუსტად ამ ე.წ. ოპოზიციის ლიდერებზე მიდგა, რომელთაც სამშობლოს მტრების მიმართ, ინტელექტუალურ დახმარების აღმოჩენაში ედებათ ბრალი. ისე, ჯობდა, ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერებიდან დაეწყო დღევანდელ უკანონო ხელისუფლებას, რომელნიც არა თუ მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ყოველგვარ შესაძლო დახმარებას უწევდნენ ჩვენი ქვეყნის გამჩანაგებლებს და მართლა მოღალატეებს. მათ რიცხვში, ჩვენდა სამწუხაროდ, აღმოჩნდება საქართველოს ეკლესიის მეთაურიც და მრავალი „მართლმადიდებელი“ სასულიერო პირი და თუ უფრო ღრმად ჩავეძიებით, მიხეილ სააკაშვილსაც დაამშვენებდა ირაკლი ბათიაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება. მაგრამ როგორც ყოველთვის, სცენარის ამ გზით განვითარების შემთხვევაში, „დე-ფაქტო“ ხელისუფლება და ე.წ. ოპოზიცია აუცილებლად გაერთიანდება და ერთობლივი ძალით, კვლავ დაუპირისპირდება ქართველ ერის ინტერესების გამომხატველ პოლიტიკურ ძალას! ცრუ ოპოზიციონერებს დაახლოვებით იგივე ბედი ელით, რა ბედიც მამა ბასილმა და უამრავმა მამულიშვილმა გაიზიარა; იმ განსხვავებით, რომ მამა ბასილი (მკალავიშვილი) და მისი მორჩილი — პეტრე ივანიძე, ჭეშმარიტების ღაღადის გამო დააპატიმრეს, ხოლო ცრუ პოლიტიკოსები სიცრუით წამლავდნენ ქართველ ერს ბოლო 16 წლის განმავლობაში! აღსანიშნავია, რომ მათ მიმართ საკანში მოპყრობის წესები დიამეტრალურად განსხვავებული იქნება. ე.წ. ოპოზიციის ლიდერებს ცოტა ხნით აყურყუტებენ ციხეში და მალე გამოუშვებენ, მაგრამ მამა ბასილ მკალავიშვილს და მისნაირ პატიოსან ადამიანებს დიდი ხნით მოუწევთ ოთხ კედელს შორის გამომწყვდეულს, ტანჯვა-წამებაში ცხოვრება, თუ საქართველოში არ აღსდგება ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა, რაც დასაბმს მისცემს საქართველოს სათავეში ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების მოსვლას!

ი.ღუდუშაური

2006 წ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: