ღვთისგმობა!

მოციქულთა 45 კანონი განკვეთას განუწესებს ილია მეორეს და მის სინოდს

surati_linki

იხ. სლაიდ-შოუ:  D-HZb0s67z_JWsaj5u7Y9NymXMbdS3Q0?view=original

საქართველოს „დედაეკლესიის“ პირველიერარქის ილია მეორის და მისი სინოდის მხრიდან ეკუმენისტური მოძრაობის გაკათოლიკებული მსოფლიო ღვთისმგმობელი ლიდერის ბართლომოეოს პირველის და „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრი სხვა ქვეყნების ოფიციალურ ეკლესიათა უმაღლესი იერარქიის საქართველოში მიღების და ამ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლიტურგიის დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 45-ე კანონი:

მოციქულთა 45 კანონის თანახმად, ერეტიკოს ბართლომეოსთან თანამლოცველ საქართველოს პატრიარქს და მისი სინოდის ყველა წევრს აკრძალული აქვთ მღვდლობა, რადგან მათ ნება მისცეს „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრ“ ბართლომეოსს პირველს და „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ წევრ_სხვა ერეტიკოსებს შეესრულებინათ მათთან თანალიტურგიაზე სამღვდელო წესი, ამიტომ მოციქულთა 45 კანონის თანახმად (ასევე სხვა კანონთა) ილია მეორე და მისი სინოდის თვითეული წევრი (ეპისკოპოსი) განკვეთილნი არიან მართლმადიდებელი ეკლესიიდან: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

ილია მეორის აღსაყდრებისადმი და ღვთისმგმობელ ბართლომეოსისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც გაიმართა, განსაკუთრებით მკრეხელური სახით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოს პატრიარქის და მისი სინოდის დასწრებით, ამ „ტკბობის“ შესახებ „დიდი სჯულის კანონი“ ადგენს: სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები, მოციქულთა მე-6 კანონი:

„მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს…ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ შეუდგება ამქვეყნიურ საზრუნავს, თუ არადა განიკვეთოს“.


გამოგვყავს ერის სამჯავროზე მართლმადიდებლობის მოღალატე ორი მგელმტაცებელი ცრუ ეპისკოპოსი, რომლებიც ერეტიკოს პატრიარქთან ერთად თათარ მოლასთან მეგობრულ მოგზაურობებს აწყობენ და ახლაც გაკათოლიკებულ კონსტანტინეპოლის „პატრიარქს“ ბართლომეოსს დააგმობინეს ქრისტიანული მართლმადიდებელი სჯული სვეტიცხოველში (სვეტიცხოვლობას); იხილეთ ამ ორი სულიერი მგლის ფოტო_ფლანგებზე: ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და ბათუმისა და სხალთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)
kolaji_5
 
gvtisgmoba_1
 
kolaji_6 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: