„დიდი სჯულისკანონი“ ამხელს!

„დიდი სჯულისკანონი“ ამხელს!

თუკი ღმერთია ბრალმდებელი საქართველოს პატრიარქ ილია მეორესი და მისი სინოდისა ერეტიკულ მომაკვდინებელ ცოდვებში, როგორ ბედავენ მისი თაყვანისმცემელი ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები, მართლმადიდებელი ეკლესიიდან უფლის კანონმდებლობით განკანონებულ მწვალებელს აცხადებდნენ უწმიდეს პატრიარქად და მისი მწვალებლობით ხრწნიდნენ, როგორც საკუთარ თავს ისე ქართველ ერს?!

დიდი სჯულისკანონი, ნაწილი IX: ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…”; თავი XXXIII: „სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს:

ბასილი დიდის კანონი 71: „ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი”.

მაშასადამე, ერეტიკოსი ილია მეორის აპოლეგეტები მკაცრად განისჯებიან „დიდი სჯულისკანონის” ამ უწმიდესი კანონით — ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ ცოდნის გამო, რა თქმა უნდა, უკვე, იმ შემთხვევაში, თუკი არაფრად ჩააგდებენ ამჯერადაც, ამ წერილში მოყვანილ პატრიარქ ილია მეორესა და მისი სინოდის უკვე გაცხადებულ ერეტიკულ ცოდვებსა და ამ ცოდვების გამო ერესიერარქთა განმაკანონებელ უფლის უწმიდეს კანონებს.

ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ უფლის ბრძანებით მისმა წმიდა მოციქულებმა იქადაგეს სახარება, დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს სამღვდელოებას, დაგვიდგინეს ეკლესიის დოგმატები, კანონები და მკაცრად აკრძალებს ამ დოგმატებიდან და კანონებიდან მცირედი გადახვევაც კი, როგორც გადაცდენა ჭეშმარიტების გზიდან და წარწყმედა. ხოლო დამრღვევნი კი, ყველა ეპოქისა და დროის მართლმადიდებელ ეკლესიაში, შეჩვენებას გადასცეს. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „შეჩვენება მათ, ვინც უკუღმა ახარა: როგორც უკვე ვთქვით, ახლა კვლავ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ თქვენ არა ის, რაც მიიღეთ, შეჩვენებულ იყოს“( გალატ., 1: 8-9).

shechveneba_kol_1

ახლა, ვნახოთ, წმიდა პავლე მოციქულის, სხვა მოციქულებისა და მათგან ხელდასხმული წმიდა სამღვდელოების მიერ შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებულ ღვთაებრივ განჩინებათა საწინააღმდეგოდ, უკუღმა რას „გვახარებს“ საქართველოს სამღვდელოება თავისი პირველიერარქის დონეზე ქადაგებითა და საქმეებით და თვალნათლივ დავინახავთ, თუ როგორ გმობენ ისინი და არაფრად მიიჩნევენ ამ კანონებს, ამ უწმიდეს განჩინებებს; თანაც, რა უსინანულოდ, ჯიუტად აგრძელებენ „უკუღმა ხარებას“, მიუხედავად ეკუმენიზმის ერესთა-ერესში მათზე წაყენებული ბრალდებისა და მრავალწლიანი მხილებისა.

მრავალნი უშედეგოდ ცდილობენ, ილია მეორე წარმოგვიდგინონ მართლმადიდებელ, უწმიდეს პატრიარქად. ვეკითხებით მის აპოლოგეტებს: რატომ იტყუებენ და წარიწყმიდავენ საკუთარ თავს ამ ერეტიკოსის უსაგნო დაცვით მაშინ, როდესაც იგი საკუთარი პირით აღიარებს და ადასტურებს საკუთარ უსჯულოებას?!: „ჩვენი ეკლესია წევრია ისეთი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციებისა, როგორებიცაა ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, „ევროპის ეკლესიათა კონფერენცია“ და ქრისტიანული სამშვიდობო კონფერენცია… ჩვენს ეკლესიას აქვს ორმხრივი დიალოგი რომის კათოლიკურ, ანგლიკანურ და სხვა ეკლესიებთან… ჩვენ მაინც მივაღწიეთ რაღაცას, კერძოდ იმას, რომ შეგვიძლია ერთად ლოცვა“ ( ილია მეორეს საუბრიდან ერთ-ერთ ერეტიკოსთან, „ჯვარი ვაზისა“, 1988, N2, გვ. 72/ #1).

shechveneba_kol_21

მართლაც, განსაცვიფრებელია, რომ ერესში მხილებული ეს სამღვდელოება არანაირ სინანულს, არანაირ შიშს ღვთისას არ განიცდიდეს ჩადენილ უმძიმეს ცოდვათა გამო. მხოლოდ სიჯიუტითა და ცბიერებით ცდილობს საკუთარი ,,სიმართლის“ დაცვას და არაფრად აგდებს ღვთაებრივ სამართალს. პირიქით, მიმდინარეობს მოციქულთა და წმიდა მამათა კოდექსის ერთგულთა ცილისმწამებლური დადანაშაულება სქიზმაში და საკუთარი თავის გამოცხადება მართლმადიდებლობის ნიშან-სვეტად. სად არის აქ ლოგიკა? თუ მართლმადიდებელ კანონებს უგულვებელყოფს ეს სამღვდელოება, მოძველებულად თვლის და არაფრად მიიჩნევს მის განუხრელ და უკომპრომისო დაცვას, მაშინ, მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას რანაირად წარმოადგენს?! ასე ხომ რომის საყდარიც იყო ერთ დროს მართლმადიდებელი და სწორედ, მართლმადიდებელი დოგმატიკისა და კანონმდებლობის რღვევის შედეგად ჩამოყალიბდა ღვთისთვის საძაგელ და საშინელ მწვალებლობად?!

shechveneba_kol_3

თუკი მართლმადიდებელ კანონებს უგულვებელყოფენ, მაშინ, მართლმადიდებლურ ტაძრებს რატომღა ისაკუთრებენ? ე. ი. გამოდის — მხოლოდ ვერცხლის სიყვარულის გამო; შემოსავლის გამო ამოფარებიან სიწმიდეებს; მიწიერი კეთილდღეობის გამო უპყრიათ კვერთხები და მიტრები; შემოსილან ბრწყინვალე შესამოსლებით; უძვირფასესი მანქანებით ემსახურებიან საკუთარ ოჯახებს; ბრწყინვალე ტაძრები მდიდრულ სასახლეებად განუწესეს საკუთარ თავს; დააწესეს იქ ტარიფები — სულიწმიდის მადლით ვაჭრობენ და ფარისევლური ქადაგებებით მგელმტაცებლობენ და „აცდენენ უმანკოთა სულებს“; მოციქულთა კანონების მაგივრად საკუთარი კანონები დაიდგინეს და მათ ანგარებიან მიზნებს როცა და როგორც აწყობს, კანონსაც ისეთს მოირგებენ; ღმერთის ყველა მოწინააღმდეგესთან (ცრუ რელიგიათა ლიდერები იქნებიან ისინი თუ ტაძრების ამაოხრებელი საერო ხელისუფალნი), მათი გმობის საპასუხო განკანონების მაგივრად, უმალ, საერთო ენას გამონახავენ, სიყვარულით „აღინთებიან“ მათი უსჯულოებისადმი, გვერდით მიუსხდებიან, ფეხქვეშ გაეგებიან… და ასე და ამგვარად, მარად უზრუნველ კეთილდღეობაში ცხოვრობენ. არადა მართლმადიდებელი ეკლესია ხომ ყოველთვის დევნილი იყო, ყოველთვის სისხლს ღვრიდა ჭეშმარიტების დაცვისთვის, მწვალებელთა მხილებისთვის წმიდანებს თავებს კვეთდნენ, ჯვარზე აკრავდნენ, ენას აჭრიდნენ, ცეცხლში წვავდნენ; იოანე ნათლისმცემელი, იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღმსარებელი, წმიდა გიორგი, იოანე დამასკოელი განა მწვალებელთა და ღვთის მტერთა მხილებისთვის არ აღესრულნენ?! ან ელია და ენუქი ანტიქრისტემ, განა, მხილების გამო არ უნდა მოკლას?!

shechveneba8

დიახ, ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ყოველთვის მოძულებულნი და დევნილნი იყვნენ ამა სოფლისაგან, ხოლო ეს ერესიერარქები არასოდეს იდევნებიან თავიანთი ეკუმენისტური სიყვარულისა და ყველა მწვალებლობასა და ღვთისმბრძოლობასთან მშვიდობიანი, მეგობრული თანაარსებობის გამო, რადგან აქვე, დედამიწაზევე მოიწყვეს, სხვა მწვალებელთა მსგავსად, სამოთხე; მათი სადარდებელი და სიძულვილის საგანიც მხოლოდ ერთადერთია: არ უნდა გაბედოს და ვინმემ მათ არ უნდა დაუშალოს მიწიერ სამოთხეზე ფიქრი და ზრუნვა. მათ მხოლოდ რწმენისათვის დევნილთა მიმართ გააჩნიათ მძულვარე განაჩენი: მოლა, ბაპტისტი, კათოლიკე, იეღოველი სიყვარულის ღირსია, ხოლო წმიდა მამათა და ეკლესიის მნათობ მოძღვართა სწავლების მორჩილნი დედაეკლესიიდან განკვეთილები, სქიზმატები და ყოველგვარი სასჯელის ღირსნი არიან… და როგორი სიყვარულითაც მოლებისა და სხვა სექტების მიმართ არიან აღვსილნი, ასეთივე სიძულვილით არიან აღვსილნი უფლის კანონთა ერთგულების მისწრაფების მქონეთა მიმართ! მოკლედ, მოძველებულად მიაჩნიათ უფლის კანონები. მოციქულები ბრძანებენ, შეაჩვენებდეთ მწვალებლებსო; ესენი კი, პირიქით, სექტათა ლიდერებს სიყვარულს ეფიცებიან და მათ ჯოჯოხეთურ საქმეებს ,,მაღალ მსახურებას“ უწოდებენ; უფლის კანონები რასაც მკაცრად კრძალავენ, ერესიერარქები მათზე ლოცვა-კურთხევას და ნებართვებს უხვად გასცემენ.

shechveneba7

და მაინც, ყველაფერს ის აჯობებს, რომ ილია მეორესა და მისი სინოდის უმთავრესი დანაშაულის მტკიცებულებებს მოვუხმოთ და მივუსადაგოთ ამ დანაშაულს შესაბამისი კანონი; თანამიმდევრულად, ყველა ძირითად ასპექტში განვიხილოთ, რას კრძალავს უფლის კანონი და რა ქმედებებით გმობენ ამ კანონს ერესიერარქები, რათა საქართველოს ეკუმენისტური ეკლესიის აპოლოგეტთა ბოროტი ცილისწამება ავლაგმოთ. ხოლო ამის შემდეგ, თუკი კიდევ გაბედავს ვინმე, საეჭვო გახადოს შემცოდე ერესიერარქთა დანაშაული და მაინც დაიწყებს მათ უკანონო და უსაფუძვლო დაცვას, მაშინ, გამოდის, რომ იგი ეკამათება მოციქულებს, წმიდა მამებს, საკუთარი ჭკუა მათ სამართალზე მეტი სიბრძნით შემოსილი ჰგონია და თავისი კაცთმოყვარება — ღვთაებრივ მამათა სიყვარულზე მაღალი. ასეთი ურჩი გონებით ისინი ლუციფერის ამპარტავნებით შემოსილან და ნებაყოფლობით სურთ, რომ საკუთარი თავი შერაცხონ სულიწმიდის გმობით შემცოდე ერეტიკოს სამღვდელო იერარქთა რიგებში. ასეთ ადამიანთა წინაშე ვეღარაფერს გავაწყობთ, რადგან მათ ნებაყოფლობით საკუთარი თავისთვის თავადვე გამოაქვთ სასიკვდილო განაჩენი.

კანონიკური განაჩენი:

საეკლესიო კოდექსის ფონზე განვიხილოთ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოს ილია მეორე-შიოლაშვილის სარწმუნოებრივი დანაშაული და გამოვიტანოთ სრულიად მიუკერძოებელი კანონიკური განაჩენი: არის თუ არა იგი, მართლაც, სულ მცირე (მხოლოდ რამოდენიმე საეკლესიო კანონის თანახმად), სულიწმიდის მადლით განკვეთილი მართლმადიდებელი ეკლესიიდან? და რათა არანაირ პირად მოსაზრებაში, მიკერძოებაში არ დაგვედოს ბრალი, ამისათვის საჭიროა, გადავხედოთ მისი ლოცვა-კურთხევით გამოცემულ საპატრიარქოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს „ჯვარი ვაზისა“ -ს ორიოდ ნომერს და განვიხილოთ, ამ უმაღლესი ერესიერარქის და მისი სინოდის მხოლოდ რამოდენიმე დანაშაულის შემცველი ქმედება მართლა არის თუ არა მძიმე სახის საეკლესიო კანონდარღვევა?

თანაც, სრული სიცხადისათვის, ამ ბეჭდვით გამოცემებში აღწერილ სამართალდარღვევით ქმედებებში გავაკეთოთ კანონიკური ჩანართები, რომლის მიხედვითაც, ნათლად წარმოჩინდება, რომ საქართველოს საპატრიარქოს თავად ღმერთი სდებს ბრალს და არა ჩვენ, ადამიანები; ბრალს სდებს და განკვეთას გადასცემს იმ ანტიეკლესიური ქმედებებისთვის, რომელიც ცვლის და არყევს შვიდი მსოფლიო კრების მართლმადიდებელი რწმენის დოგმატებსა და წმიდა სამოციქულო და წმიდამამათამიერი კანონიკური განჩინებების უწმიდეს კოდექსს. და თუკი ღმერთია ბრალმდებელი, ვინ ბედავს, რომ ეჭვი შეიტანოს ღვთის მიერ ბრალდებულთა დანაშაულში?!

I დანაშაული

„საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3/16-დან 17/30 აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი, დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი — აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი. ვიზიტის პირველ დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ტაძრები და ესაუბრნენ ამ ეკლესიათა წინამძღვრებს, ხოლო საღამოს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ დიდი სამშაბათის ლოცვას“.

ა) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

კომენტარი: ე. ი. წარსულში საქართველოს საპატრიარქომ საკუთარი ინიციატივით მოიწვია მწვალებლები ერთობლივი ლოცვისათვის და აღავლინა მათთან ლოცვა და მოციქულთა კანონით განკვეთისა და შეჩვენების მსჯავრი განიწესება. შეაქვს ვინმეს ეჭვი ამ დანაშაულში? ან ბედავს ვინმე ამ დანაშაულის მსჯავრმდებელ წმიდა კანონთან კამათს? ერესიერარქთა მორჩილ მრევლს თუ არაფერი აქვს საწინააღმდეგო ამ კანონიკურ განაჩენთან, მაშინ, განკვეთილთან და შეჩვენებულთან რა საერთო აქვს? ან როგორ ბედავს მოციქულთა ურჩ ერესიერარქთა მორჩილებას? ან არის რაიმე უკანონო ჩვენს ამ შეკითხვაში?

II დანაშაული

„დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები (ხაზგასმა ჩვენია — ავტ.) სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად“.

ბ) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი ანტიოქიის კრების II კანონი: ,,თუ ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა ან სხვა სამღვდელოთაგან აღმოჩნდება ვინმე უზიარებელთა ( უზიარებლები ეწოდებათ მოუნანიებელ ერეტიკოსებს — ავტ.) მაზიარებელი, ისიც უზიარებელი უნდა იყოს, როგორც საეკლესიო კანონებში არევ-დარევის შემტანი“.

კომენტარი: საქართველოს საპატრიარქოს იერარქია მწვალებლებს სასურველ სტუმრებად აცხადებს (გაუგონარი მკრეხელობაა) და აზიარებს მათ. ამ დანაშაულის გამო კი მას განკვეთის და შეჩვენების სასჯელის გარდა უზიარებლობის სასჯელიც განეწესება. ასევე, არის ამ დანაშაულსა და მის მსჯავრდებელ კანონში რაიმე საკამათო?

shechveneba_kol_42

III დანაშაული:

„პატრიარქმა ილია მეორემ ქ. ბერნში, ძველ კათოლიკურ ტაძარში, აღასრულა მწუხრის ლოცვა, რომლის შემდეგ უამრავი მრევლის წინაშე წარმოსთქვა ქადაგება“ („ჯვარი ვაზისა“, 1981წ. N1).

გ) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი მოციქულთა 65-ე კანონი:

,,თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

IV დანაშაული

„საქართველოში ვიზიტის დასასრულს ქართული ეკლესიის სტუმრები კვლავ შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების დაახლოების საქმეში სასიკეთო წვლილის შეტანისთვის ვენის უნივერსიტეტის პროფესორი მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და ვიუცბურგის ტაძრის წინამძღვარი ცელესტინ პატოკი (არამართლმადიდებლები — ავტ.) დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით“.

დ) ამ დანაშაულის მსჯავრმდებელი წმიდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განჩინება:

„ყველა მწვალებელი შეჩვენებულ-იყოს! ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ-იყოს! ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება!“.

კომენტარი: ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი, წმიდა რუის-ურბნისის კრების განჩინებით დაუსრულებელ წყევლასა და შეჩვენებას გადაცემულ მწვალებლებს ოქროს ჯვრის ტარების უფლებით რომ დააჯილდოვებ, ამას რა ეწოდება? არის კი ასეთი პატრიარქი და ამ საქმეში მისი კვერის დამკვრელი სამღვდელოება მართლმადიდებელი?!

ერესში მხილებული პატრიარქის მორჩილთა ღვთის კანონის ურჩობის შესახებ ილია მეორეს მორჩილი სამღვდელოების დანაშაული:

ილია მეორეს მორჩილი სამღვდელო იერარქია ასწავლის სიცრუეს თავის მრევლს, რომ ერეტიკოსი პატრიარქისგან განდგომა ეკლესიიდან განდგომას ნიშნავს და უნდა მოხდეს მხილება ეკლესიის შიგნით, ამ პატრიარქისვე მორჩილებაში და რომ საჭიროა, ეკლესიის შიგნით მოხდეს მხილებაც და ყველა დარღვევის მოგვარება; ხოლო ვინც განუდგება თუნდაც ერეტიკოს პატრიარქს, ის მაინც განხეთქილების მოქმედია.

ესეც მორიგი თვალთმაქცობა და სრული უკანონობა რომ არის, ამის დასამტკიცებლად მივაშუროთ ეფესოს III მსოფლიო კრების III კანონს და ორგზისი წმიდა კრების XV კანონს.

ერეტიკოსი პატრიარქის და საერთოდ, ერეტიკოსი იერარქიის მორჩილების უკანონო ეკლესიოლოგიის ბრალმდებელი ეფესოს III მსოფლიო კრების III კანონი:

„ჩვენ ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელი მსოფლიო კრების თანამოაზრე წევრნი სამღვდელოებისა არანაირი სახით არ იყვნენ დამორჩილებულნი მართლმადიდებლობისგან უკვე განდგომილ ანდა აწ განდგომად ეპისკოპოსებს“.

კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი ორგზისი წმიდა დიდი კრების XV კანონი

„ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

ორგზისი კრების XV კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)დალმატიელ-ისტრიელისეული განმარტება

„თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც, ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

კომენტარი: მაშასადამე, არამცთუ უნდა განდგომოდა ქართველი სამღვდელოება ერესში ბრალდებულ ილია მეორეს, როგორც პატრიარქს, არამედ ვალდებული იყო, განდგომოდა, რაც კანონიერად მოიმოქმედეს მამა ბასილმა (მკალავიშვილი), მამა გრიგოლმა (კობახიძე), მამა ზურაბმა და მამა გელასიმ (აროშვილები) და მამა გიორგიმ (სხილაძე) და ამ კანონთა მიხედვით, მათ განხეთქილება კი არ შეუტანიათ ქართულ ეკლესიაში, არამედ, შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან. ხოლო ვინც კი მწვალებელი პატრიარქის მორჩილებაში ყოფნას თვლის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად ყოფნად, მაშინ, იგი გმობს და არაფრად მიიჩნევს საეკლესიო კრების მოწვევამდე და ამ კრების სამსჯავროზე მწვალებელ მღვდელმთავართა განკანონებამდე მათგან განდგომის შესახებ ეფესოს კრებისა და ორგზისი კრების კანონთა განჩინებას.

V დანაშაული

„აქ, საღამოს ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა. მორიგეობით გალობდნენ ანგლიკანები, შავკანიანები და ჩვენი დელეგაციის წევრები. გაიმართა კონცერტი (რელიგიური), შემდეგ მოვიდნენ შავკანიანები… ისინი გალობდნენ, რაც საერო სიმღერასაც მოგვაგონებდა; მთელი ტანით მოძრაობდნენ, რაც ცეკვასაც მოგვაგონებდა. ყოველივე ეს დიდხანს გაგრძელდა და დიდად კმაყოფილნი დავრჩით“ (,,ჯვარი ვაზისა“, 1983წ., N2).

ე) სასულიერო დასისთვის შეუფერებელი ქმედების ბრალმდებელი ლაოდეკიის კრების 54-ე და კონსტანტინეპოლის სამეუფეო პალატაში შეკრებილ მამათა 50-51 კანონები:

„მღვდლებმა და საეკლესიო დასის სხვა წარმომადგენლებმა არ უნდა უყურონ ქორწილში ან წვეულებაში წარმოდგენილ სანახაობებს, არამედ სანამ შემოვიდოდნენ მსახიობები, უნდა ადგნენ და წავიდნენ; სასულიერო პირთაგან ნურავინ მიეცემა შვება-თამაშს, სახუმარო სანახაობას, მგოსანთა როკვას, ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ამ კანონს… თუ ვინმე სასულიერო პირი იქნება იგი, განიკვეთოს“.

კომენტარი: რა გასაკვირია, გარყვნილი (და აქედან გამომდინარე — გამრყვნელი) ფილმების რეჟისორებსა და მსახიობებს „პატრიარქი“ ილია მეორე „მნათობთ საქართველოისანთ“ რომ უწოდებს? რადგან „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ (რომელიც დღესაც აერთიანებს ლესბოსელთა და მამათმავალთა სპეციალიზირებულ „ეკლესიებს“) ასსამბლეის კონცერტებზე, თურმე, თავს იქცევდნენ შიშველი აბორიგენების უხამსი როკვით აღტაცებული საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები. ისინი, ალბათ, ისევ განიცდიან შიშველ აბორიგენთა და მდიდარი ევროპული სექტების ქალ-ეპისკოპოსთა და სოდომისტ „მღვდელთა“ გარემოცვაში დროსტარების ნოსტალგიას და დღეს, უკვე, გართობის ჟინს წმიდა ეკლესიის სამართლის განწესებების საწინააღმდეგო და ბერ-მონაზვნობისთვის ყოვლად შეუფერებელი უზნეო გმობით, ქართული კონცერტებით თუ კინოფილმებითღა იკმაყოფილებენ.

დასკვნითი ნაწილი

სიცრუეს ასწავლის, აგრეთვე, საკუთარ მრევლს ეკუმენისტი სამღვდელო იერარქია, რომ რადგან ილია მეორემ დატოვა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭო“, ეს ვითომდაც ნიშნავს იმას, რომ ამით მან მოინანია მწვალებლობა და კვლავაც რჩება კანონიერი მღვდელმთავრის პატივში (ცალკე თემაა, რომ მას ჯერჯერობით არაფერი მოუნანიებია და სინანულიდან თავისი საქმეებით ძალიან შორს დგას). არადა ,,ე. მ. ს.“-ს დატოვების შემდეგ კვლავაც ლოცულობდა მწვალებლებთან და ქართველი ერის უფრო მეტი განმწვალებლობა პან-ეკუმენისტური ქადაგებით და ქმედებებით უფრო აქტიურად გააგრძელა. როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირი კაცის მოკვლის შემთხვევაში (სასჯელის მოხდისა და სინანულის შემდეგაც კი) ვეღარ დაიბრუნებს ამ თანამდებობას ვერასოდეს, მითუმეტეს პატრიარქი, რომელმაც მრავალი სული მრავალი წლის განმავლობაში წარწყმიდა თავისი ერეტიკული საქმიანობით და გადასცა საუკუნო სიკვდილს, რანაირად შეიძლება (სინანულის შემთხვევაშიც კი) დარჩეს ეკლესიის საჭეთმპყრობლად?! ეს რომ ასეა, ყველაზე ცხადად გვიდასტურებს წმიდა გრიგოლ ნოსელის კანონი:

ვ) მწვალებელ პატრიარქთა საყდარზე დარჩენის უკანონო ეკლესიოლოგიის ბრალმდებელი გრიგოლ ნოსელის ეპისტოლეს პირველი კანონი:

„თუ ვინმე ქრისტეს სარწმუნოებას უარყოფს და ებრაულ სარწმუნოებას, მანიქევლობას ან სხვა ამათ მსგავს უღმერთობასა და ბოროტებას შეუერთდება თავისი სურვილით და საკუთარი ნებით, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ შერცხვება და მოინანიებს, სინანულის დროდ ჰქონდეს მთელი სიცოცხლე. იგი არასოდეს იქნება ღირსი, საიდუმლო ლოცვის დროს ერთან ერთად თაყვანი სცეს ღმერთს. არამედ უნდა ილოცოს მარტომ, ხოლო სიწმიდის ზიარება, მისთვის საერთოდ აკრძალულია“.

კომენტარი: ვფიქრობთ, ის ფაქტი მაინც აღარ გახდება საკამათო, რომ პატრიარქი ილია მეორე, თავის სინოდთან ერთად, თავისი სურვილითა და საკუთარი ნებით შეუერთდა მანიქვლობაზე და იუდევლობაზე გაცილებით უფრო უარეს მწვალებლობას ანუ როგორც მას ეკლესიაში უწოდებენ, ერესთა-ერესს — ეკუმენიზმს და თანაც, არა მხოლოდ რიგითი წევრი იყო ამ მწვალებლობის მსოფლიო საკერპო შესაკრებლის — „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი“, არამედ პრეზიდენტი გახლდათ. გრიგოლ ნოსელის კანონის თანახმად იგი არა მხოლოდ პატრიარქი ვეღარ იქნება, არამედ სინანულის შემთხვევაშიც კი ეკლესიაში ხალხთან ერთად ლოცვაზე დგომის უფლებაც აღარ აქვს და უნდა ილოცოს მარტომ. ხოლო მისი ზიარება საერთოდ აკრძალულია!

ილია მეორესა და მისი სინოდის დანაშაულებრივ, ანტიეკლესიურ ქმედებებსა და მათ მსჯავრდებელ კანონებში არის რაიმე გაუგებარი ან თუნდაც, ოდნავი ეჭვის აღმძვრელი? განა, ცხადზე უცხადესი არ არის ეს ყველაფერი? მაშ, ვინ ბედავს და ეკამათება წმიდა ეკლესიის კანონებს?!

შეიძლება იკითხოს ვინმემ, აბა რა ვქნათ, სად წავიდეთ, რა მოვიმოქმედოთ ყველა ტაძარი თქვენგან მხილებული სამღვდელოების ხელშიაო, მათ ამაზე ვპასუხობთ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ამ ეკლესიოლოგიით: „დაე , თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად, თუნდაც სრულიად მარტო დავრჩე! ” ( წმ. მაქსიმე აღმსარებელი)

თუ ჩვენ გვსურს რომ ქრისტეს გზით ვიაროთ, საჭიროა ყველამ ერთად ორივე მიმართულებით მართლმხილებითად ვიბრძოლოთ და მოვითხოვოთ, როგორც ღვთისმბრძოლი საერო ხელისუფლების გადადგომა და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, ასევე ღვთისმბრძოლი საეკლესიო ხელისუფლების, ერეტიკოსი პატრიარქის და მისი სინოდის გადადგომაც; უნდა წარვმართოთ მთელი ჩვენი ძალისხმევა საეკლესიო კრების მოსაწვევად (ახალი რუის-ურბნისის) და სწორედ ამ კრების სამსჯავროზე უნდა მოხდეს საეკლესიო სამართლის მიხედვით ყველა უმაღლესი ერესიერარქის დასჯა განკანონებით, დაგმობა ერესთა-ერესის ეკუმენიზმის და ახალი წმიდა საეკლესიო ხელისუფლების აღსაყდრება, რომელიც განმართავს ჩვენს ტაძრებში საეკლესიო სამართლის თანახმად წმიდა ჭეშმარიტ მღვდელმსახურებას, შეუბღალავს ყოველგვარი ერესისაგან და ჭეშმარიტების სულით ღმერთის თაყვანისცემას და დიდებას! წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველთვის მოკლებული ვიქნებით ღმერთის შეწავნას და მფარველობას, რადგან ერეტიკოსი პატრიარქის სასჯელით ყოველთვის დასჯილი იქნება ჩვენი ერიც. ღმერთი შეეწიოს ყველას ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე.

shechveneba12

“დიდგორის” მართლმადიდებლობის განყოფილების პრესსამსახური

13 Responses to “„დიდი სჯულისკანონი“ ამხელს!”

  1. guja (mama jemali) Says:

    როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ… მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა…
    ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

  2. davit Says:

    “mama jemalis” patriarqis lerwamivit mimodatacebatqo, rom vtqva, rarac ar gamoxatavs zeda werilis shinaarsisadmi pasuxs, modi mashin ase vityvi: mglis tavze saxarebis kitxvis absurduloba imashi mdgomareobs, rom ori batonis msaxuris mantiamosxmuli eshmaki arasodes moiqceva, xolo “mama jemaliviT” RmerTobis mantia imitoma swirdeba, rom moitacos kato-bato batknebi!

  3. davit Says:

    “didgori” sayvarelo xalxo! ramdeni shroma, ramdeni mxileba, tanac ra zedmiwevnit kanon kanon, misxal misxal, kompromat, kompromatebit damtkicebuli, wminda mamata sityvit gamshvenebuli, weshmarit mrvdelta mier dadasturebuli da ravici kidev rogor shegamkot! madloba tqven! radgan tqven xart iveriis gabrwyinebis amomavali varskvlavi-aisi!
    pativiscemit davit gogitize

    • ლომისა Says:

      დიდი მადლობა ბ-ნო Davit ჩვენი საქმიანობის კეთილად შეფასებისათვის. კეთილი კაცი ჩანხარ.

      „კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი. და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.“ (სახარება მათესი, თ.12)

      ჩვენს საქმიანობაში ვცდილობთ ყოველთვის ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ სახარებისეული სიბრძნით, ვინაიდან ადამიანური სიბრძნე უსუსურია და ყოველთვის გამოჩნდებიან ფარისეველნი და მწიგნობარნი, რომლებიც ეცდებიან ამ უკანასკნელით, ანუ ადამიანური სიბრძნით, ჩვენს განსჯა-დასჯას.

      ოფ. საპატრიარქოს სულიერმა შვილებმა (ზოგადად ოპოზიციური სპექტრი და უკანონო ხელისუფლების წარმომადგენლები) ძალიან კარგად უწყიან, რომ ჩვენ უფლისას ვამბობთ და არა ჩვენსას, მაგრამ ჯიუტად თვალებს იბრმავებენ და ყურებს იცობენ. სარწმუნოებისა და ეროვნული ხელისუფლების მტრებისგან დევნილ, ჩაგრულ და ამ ქვეყნის ძლიერთა მიერ მოძულებულ ხალხს მასონობას, კაგებეშნიკობას, ბზეჟინსკელობას და ეკლესიის მტრობას აბრალებენ. ჩვენს ქრისტიანობას დასცინიან და ეკუმენისტურს განადიდებენ. ეს, დაახლოვებით იმას ნიშნავს, რომ ჯალათი მსხვერპლს ქრისტიანობას უქადაქგებდეს და მას ქრისტიანული მიმტევებლობას კი სასაცილოდ იგდებდეს. ცინიზმია არა?! მაგრამ, არა უშავს! ასეც უნდა იყოს! ჩვენზე უწინ უფალი უარყვეს და ჩვენ ხომ არარაობა ვართ მასთან შედარებით!

      მართლმადიდებელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც უარყვეს – ცეცხლითა და მახვილით განდევნეს და ვინც მის მიერ გაკვალული გზით ივლის მასაც იგივე ელის!

      დღეს, ზვიადის მდევნელი იერარქები – „სულიერი მგლები“, ფარისევლურად ამკობენ მის და სხვა მოკლულ მართალთა საფლავებს, და ჭეშმარიტად ამაზეა ნათქვამი სახარებაში: ,,უკეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაისწარმეტყველთასა, ვინაცა ეწამებით თავთა თვისთა, რამეთუ ნაშობნი ხართ მკვლელთა წინაისწარმეტყველთანი და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა”.

      ღმერთმა დაგლოცოს. ამინ.

      • ლადო Says:

        ბატონო ნიკა, თუ შეიძლება, ამ ტექსტს გაუკეთეთ კომენტარი. არაფერი შემეშალოს, თქვენი კომენტარი უფრო კომპეტენტური იქნება.
        Archon News
        Ecumenical Patriarch Bartholomew issues message for the End of Ramadan

        Istanbul, Turkey
        9/21/2009
        It is with feelings of love and respect that we convey to all Muslims around the world our heartfelt congratulations and best wishes upon the occasion of the end of Ramadan.

        After this extended period of fasting, which has also been a time of reflection, prayer and almsgiving, the time has come for each to celebrate their labor and receive their just reward from above.

        In the spirit of peace, love and understanding we wish you once again a blessed celebration, praying that God Almighty grant you every spiritual blessing from above in the hopes that the world may live as one.

        At the Ecumenical Patriarchate, 7th of September 2009

        Your fervent supplicant before God,

        + BARTHOLOMEW
        Archbishop of Constantinople,
        New Rome and Ecumenical Patriarch
        ——————————-
        ———————–
        რუსული თარგმანი:
        Стамбул, Турция
        9/21/2009
        Это с чувствами любви и уважать это, мы передаем всем мусульманам во всем мире наши сердечные поздравления и наилучшие пожелания в случае конца Рамадана.

        После того, как этот длительный период поста, который также был временем отражения, молитвы и раздачи милостыни, время, прибыл для каждого, чтобы праздновать их рабочую силу и получить их заслуженную награду сверху.

        В духе мира любви и понимания мы желаем Вам еще раз счастливое празднование, прося, что Бог предоставляет Вам каждое духовное благословение сверху в надеждах, что мир может жить как один.

        Во Вселенском Патриаршестве, 7-ого сентября 2009

        Ваш пылкий supplicant перед Богом,

        + БАРТОЛОМЬЮ
        Архиепископ Constantinople,
        Новый Рим и Вселенский Патриарх
        http://www.archons.org/news/detail.asp?id=332

      • ნიკა Says:

        პასუხი_ ლადოს:
        უფრო კომპეტენტური პასუხი ბართლომეოსის გამცემლობაზე ამ სამყაროში არ არსებობს. წაიკითხეთ.
        ——————————————
        ПРЕПОДОБНЫЙ ИОАНН ДАМАСКИН ОБ ИСЛАМЕ
        ———————————————————-
        Есть же еще и доныне усиливающаяся, вводя народ в заблуждение, вера измаильтян, являющаяся предтечей антихриста. Происходит она от Измаила, рожденного Авраамом от Агари, поэтому [приверженцы ее] именуются агарянами и измаильтянами. Сарацинами же (Σαρακνούς) их называют от «Σάρρας κενούς» из-за сказанного Агарью ангелу: «Σάρρα κενήν με απέλυσεν» («Сарра отпустила меня пустой»)[33].

        Они служили идолам и поклонялись утренней звезде и Афродите, которую на своем языке называли Хабар, что значит «великая»[34].

        И вот до времени Ираклия[35] сарацины явно служили идолам; от его же времени и до сих пор возник у них лжепророк, называемый Мухаммед (Μάμεδ), который случайно познакомился с Ветхим и Новым Заветом, сходным образом, говорят, общался с арианским монахом[36], [после чего] составил собственную ересь. Под предлогом обращения народа к кажущемуся богопочитанию он распускает слух, будто ниспослано ему с неба от Бога писание. Написав же в своей книге некоторые достойные смеха положения, он передал ее им для почитания.

        [В книге этой] он говорит, что единый Бог есть творец всего, не рождал Он и не был рожден (Коран 112.3). Говорит, что Христос есть Слово Божие и Дух Его (Коран 4.171), творение и раб и что он без семени рожден от Марии (Коран 19.19–22), сестры Моисея и Аарона (Коран 19.28). Ибо, говорит он, Слово Божие и Дух вошел в Марию и родила она Иисуса, пророка и раба Божиего; и что беззаконные иудеи желали распять Его и схватив, распяли тень Его[37], сам же Христос, говорит он, не был распят и не умер (Коран 4.157). Ибо Бог взял Его к Себе на небо, потому что любил Его. И говорит [Мухаммед], что, когда Христос восшел на небо, спросил его Бог, говоря: Иисус, говорил ли Ты, что «Я есмь Сын Божий и Бог?» и ответил, говорит, Иисус: «Будь милостив ко Мне, Господи! Ты знаешь, что Я не говорил, и Я не стыжусь быть рабом Твоим. Но преступные люди написали, будто Я сказал это слово и солгали обо Мне, и они суть находящиеся в заблуждении». И ответил, говорит, Ему Бог: «Я знаю, что Ты не говорил слова этого» (Коран 72.116–117).

        И многое другое достойное смеха измышляя в своей книге, [Мухаммед] кичится, что от Бога она ему ниспослана. Мы же говорим: «А кто свидетель, что писание дал ему Бог, или кто из пророков предсказал, что восстанет такой пророк?» И когда они приходят в растерянность, мы говорим, что Моисей получил Закон, когда Бог явился на горе Синае пред лицом всего народа в облаке и огне, мраке и дыме, и что все пророки, начиная от Моисея и далее, предсказывали о пришествии Христа и о том, что придет Христос Бог и Сын Божий воплотившийся и будет распят, умрет и воскреснет, и что Он будет Судией живых и мертвых.

        И скажем им: «Почему же не так пришел ваш пророк, чтобы другие свидетельствовали о нем, и [почему] не в вашем присутствии Бог, как Моисею при дымящейся горе на виду всего народа, дал закон, дал и ему писание, как вы [о том] говорите, чтобы и вы имели уверенность [в нем]?» Они отвечают, что Бог делает то, что хочет.

        Это и мы, скажем, знаем, но мы спрашиваем, каким образом писание низошло к вашему пророку? И они отвечают, что писание низошло на него свыше, в то время, когда он спал. И тогда мы скажем им такую шутку: «Поскольку, как вы говорите, сонным принял он писание и не почувствовал действия, то на нем исполнилось народная пословица…»[38].

        Когда мы снова спрашиваем: «Почему же, когда он в вашем писании приказывает вам ничего не делать и не принимать без свидетелей[39], вы не спросили его: прежде сам подтверди чрез свидетелей, что ты пророк, что от Бога пришел и какие писания о тебе свидетельствуют?» – стыдясь, они молчат.

        Тогда мы законно им говорим: «Так как вам не позволено без свидетелей ни жениться, ни продавать, ни приобретать и так как и вы сами не принимаете без свидетелей ни осла, ни скота, получаете же и жен, и имущество, и ослов, и прочее при свидетелях, одну же только веру и писание – без свидетелей; ибо передавший вам это писание ни с какой стороны не подтвердил, и не только нет никого, кто свидетельствовал бы о нем, но даже [сам] он во сне получил писание».

        Называют же они нас этериастами (έταιριαστάς)[40] потому что, говорят, мы к Богу присоединяем другого, говоря, что Христос есть Сын Божий и Бог. Мы скажем им, что это передали пророки и писание: вы же, как вы решительно утверждаете, принимаете пророков. Итак, если мы плохо говорим, что Христос Сын Божий, то этому они нас научили и передали нам. И некоторые из них [на это] говорят, что мы приписываем это пророкам, аллегорически истолковывая их, другие же говорят, что евреи, ненавидя нас, ввели нас в заблуждение, как бы от имени пророков написав [это], чтобы мы погибли.

        Снова же говорим мы к ним: если вы говорите, что Христос есть Слово Божие и Дух, то почему порицаете нас как этериастов, ведь слово и дух неотделимы от того, в ком они существуют? Итак, если в Боге существует Его слово, очевидно, что и оно есть Бог. Если же оно существует вне Бога, то Бог [тогда], по-вашему, есть бессловесный и бездушный. Таким образом, избегая того, чтобы придавать Богу другого, вы убили Его. Ибо лучше было бы вам сказать, что Он имеет другого, чем убить Его или представить [Его] как камень, или бревно, или что-нибудь иное из бесчувственных [предметов]. Таким образом, вы ложно называете нас этериастами, мы же справедливо называем вас богоубийцами.

        Они порицают нас как идолослужителей, потому что мы поклоняемся кресту, к которому они испытывают отвращение[41]. А мы скажем им: «Почему же вы прикасаетесь к камню, который находится в Каабе вашей и целуете его, обнимая?». И некоторые из них говорят [в ответ на это], что на нем Авраам совокуплялся с Агарью[42]; другие же, что здесь он привязал верблюда, намереваясь принести в жертву Исаака[43]. И [тогда] мы им ответим: «Писание говорит, что гора была лесистая и [покрытая] деревьями, из которых, сделав вязанку, Авраам возложил ее на Исаака (см.: Быт. 22: 6), и что ослов он оставил со слугами (см.: Быт. 22: 5). Итак, откуда вы берете [свой] вздор? Ведь там ни лесистой чащи нет, ни ослы не проходят?». Они стыдятся, но тем не менее все-таки говорят, что это – камень Авраама. И затем мы скажем им: «Пусть [этот камень], как вы болтаете, будет [камнем] Авраама; итак, обнимая его только потому, что на нем Авраам совокуплялся с женщиной, или потому, что к нему он верблюда привязал, вы не стыдитесь, однако нас осуждаете, что мы поклоняемся кресту Христа, через который сила демонов и блужданья диавола были уничтожены?» То же, что они называют камнем, есть голова Афродиты, которой они поклонялись, называя ее Хабар. На этом камне и доныне видна высеченная тень [головы] для тех, кто видит в совершенстве.

        Этот Мухаммед, как уже было сказано, много вздорных басен составив, каждой из них дал название, например писание «Женщина»[44], в котором законодательно устанавливает открыто брать четыре жены и, если кто может, тысячи [наложниц], сколько рука удержит, на низшем положении в отличие от четырех жен. А вот по какой причине установил Мухаммед отпускать, если хочешь, любую [из жен], а другую, если пожелаешь, брать: имел Мухаммед сподвижника по имени Зейд. Имел сей красивую жену, которую полюбил Мухаммед. И вот, когда они сидели, сказал Мухаммед: «О такой-то! Бог приказал мне взять твою жену». Он же ответил: «Ты посланник, делай, как тебе Бог сказал: возьми мою жену». Лучше же, чтобы мы с самого начала рассказали [эту историю]: сказал [Мухаммед] ему: «Бог приказал мне [сказать тебе], чтобы ты отпустил жену свою». Тот отпустил. И по прошествии нескольких дней [Мухаммед] сказал: «Приказал Бог, чтобы я ее взял себе». Затем он, взяв и прелюбодействовав с нею, установил такой закон: желающий пусть отпустит жену свою. Если же после развода обратится к ней снова, то пусть другой на ней женится. Ибо невозможно взять ее обратно, если другой [прежде] не женится на ней[45]. В том же писании [Мухаммед] заповедует следующее: «Возделывай землю, которую дал тебе Бог, и обрабатывай ее и делай так-то и так-то» (Коран 2.223), [это мы употребляем], чтобы не говорить, как тот, всякой непристойности.

        Также есть писание «Верблюдица Божия»[46], о которой он говорит, что та была верблюдица от Бога, и выпивала целую реку, и не могла пройти между двух гор из-за того, что не было достаточно места. Итак, говорит он, был в том месте народ, и один день воду пил этот народ, а на другой – верблюдица. Напившись воды, [верблюдица] питала их, давая вместо воды молоко. Итак, восстали, говорит он, мужи те, будучи порочными, и убили верблюдицу; была же у нее дитя – маленькая верблюдица, которая, сказано, когда мать убили, возопила к Богу, и взял ее [Бог] к Себе. [На это] мы им скажем: «Откуда этот верблюд?» Они говорят, что от Бога. А мы скажем: «Совокуплялся ли с ней другой верблюд?» Они говорят: «Нет». Тогда откуда, спрашиваем, она родила? Ибо мы видим, что ваша верблюдица без отца и без матери и без родословной, родивши же, зло пострадала. Но и тот, кто совокупился [с ней], не показывается, и маленькая верблюдица взята на небо, как же это ваш пророк, с которым, как вы заявляете, говорил Бог, не узнал относительно верблюдицы, где пасется она и кто вскормил ее молоком? Или, быть может, и она сама, как мать, попалась злым людям и была убита? Или же она вошла в рай вашим предтечей и из нее будет для вас молочная река, о которой вы болтаете? Ибо вы говорите, что три реки текут для вас в раю: воды, вина и молока (см.: Коран 47.15). Если предтеча ваш, верблюдица, находится вне рая, очевидно, что она высохла от голода и жажды или другие пользуются ее молоком и ложно ваш пророк пустословит, будто он беседовал с Богом, ибо даже тайна верблюдицы не была ему открыта. Если же она находится в раю, то снова пьет воду, и вы от недостатка воды страдаете среди райских наслаждений. Если же возжелаете вина из протекающей реки, то, испив его несмешанным с водою (ибо верблюдица выпила все), через невоздержанность в питии воспламеняетесь, становитесь пьяными и спите. Страдая же после сна головной болью и похмельем от вина, [поневоле] забываете об удовольствиях рая.

        Итак, почему пророк ваш не подумал о том, чтобы [этого] не случилось с вами в раю наслаждения, и не поразмыслил о верблюдице, где она теперь находится? Но вы не спросили его [об этом], когда он объявлял вам о трех реках, обманывая рассказом о сновидениях. Мы же возвещаем вам явно, что удивительная ваша верблюдица ранее вас вошла в души ослов, где будете жить и вы, как скотоподобные. Там тьма внешняя и наказание нескончаемое, огонь гудящий, червь неусыпающий и адские демоны.

        Также говорит Мухаммед в писании «Трапеза», что Христос просил у Бога трапезы, и она была дана ему. Ибо Бог, говорит, сказал Ему: Я дал Тебе и тем, кто с Тобою, нетленную трапезу (Коран 5.112–115).

        Также он сочинил писание «Корова»[47] и некоторые другие речения, достойные смеха, которые, по причине их множества, я думаю, следует опустить. Он установил, чтобы сарацины с женами обрезывались[48], и приказал не соблюдать суббот и не креститься, одно из дозволенного в законе есть, а от другого воздерживаться; винопитие же совершенно запретил.

  4. ნიკა Says:

    კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი მართლმადიდებლობისგან ისე შორს არის, როგორც მიწა ზეცისგან! არა მხოლოდ მუსულმანებთან ერთობით, არამედ პაპისტებთან და სხვა ერესებთან და კერპთაყვანისმცემლებთან ლოცვითი ერთობით, მართალმადიდებლობის დოგმატების უარყოფით, კანონიკა ჭეშმარიტი სარწმუნოების ხომ მისთვის აღარანაირ ღირებულებას აღარ წარმოადგენს. ამიტომ იგი (ბართლომეოსი) მოკვეთილია ღვთის წიაღიდან.
    СВЯТЫЕ ОТЦЫ О ЕРЕСИ ЛАТИНСТВА

    (о католичестве)

    Святитель Московский Филарет (Дроздов):

    «Папство подобно плоду, чья кора (оболочка) христианской церковности, унаследованной с древности, постепенно распадается, чтобы открыть его антихристианскую сердцевину».

    Святитель Григорий Палама (ок.1360):

    «Мы не примем вас в общение до тех пор, пока вы будете говорить, что Дух Святой исходит и от Сына».

    (Творения святителя Григория Паламы.

    Т. 1. Фессалоники, 1962. С. 26)

    Преподобный Феодосии Печерский (1074):,

    «Множеством ересей своих они (латиняне) всю землю обесчестили… Нет жизни вечной живущим в вере латинской».

    Преподобный Максим Грек (1556):

    «Я в своих сочинениях обличаю всякую латинскую ересь и всякую хулу иудейскую и языческую…».

    (Сочинения преподобного Максима Грека в русском переводе. Тверь, 1993. С. 7)

    Преподобный Паисий (Величковский, 1794) пишет о латинстве, что оно откололось от Церкви и «пало… в бездну ересей и заблуждений… и лежит в них без вся­кой надежды восстания». И ниже: латиняне -«не суть христиане».

    (Сочинения о знамении Честнаго, и Животворящаго Креста. Рк. БАМ. 13.1.24, гл. 11, л. 39, л. 88 об.)

    Преподобный Амвросий Оптинский (1891); «Право­славная Восточная Церковь от времен Апостольских и доселе соблюдает неизменными и неповрежденными от нововведений как учение Евангельское и Апостольское, так и предание Святых Отцов и постановления Вселенских соборов… Римская же церковь давно уклонилась в ересь и нововведение…» И далее: «Римская Церковь… так как не хранит свято Соборных и Апостольских постановлений, а уклонилась в нововведения и неправые мудрования, то совсем не принадлежит к Единой, Святой и Апостольской Церкви».

    (Собрание писем блаженныя памяти Оптинскаго старца иеросхимонаха Амвросия к мирским особам. Ч. 1. Сергиев Посад, 1913. С. 231, 232, 235)

    «Истина свидетельствует, что Римская церковь отпала от Православия»

    (Собрание писем… С. 234)

    «Благоразумно ли было бы искать единения с католиками? Стоит ли удивляться мнимому усердию и мнимому самоотвержению сих деятелей, то есть латинских миссионеров и сестер милосердия? Они стараются не ко Христу обращать и приводить людей, а к своему папе»

    (Собрание писем преп. Амвросия, 1908 г.).

    Святитель Феофан Затворник (1894):

    «Была одна Церковь на земле с единою верою. Но пришло искушение, – папа с своими увлекся своемудрием и отпал от единой Церкви и веры».

    (Письма к разным лицам о разных предметах веры и жизни. М. 1892. С. 45)

    «Церквами христианскими, как тебе, конечно, известно, именуются, кроме Православной нашей Церкви, церковь латинская и многие христианские общества протестантские. Но ни латинской церкви, ни тем паче протестантских общин не следует признавать истинными Христовыми Церквами -потому что они несообразны с Апостольским Церкви Божией устроением.

    Латинская церковь есть апостольского происхождения, но отступила от апостольских преданий и повредилась. Главный ее грех – страсть ковать новые догматы… Латиняне повредили и испортили Святую Веру, Святыми Апостолами предан­ную…»

    (Письма… С. 230-232)

    «Верить по-латински… есть уклонение от Церкви, ересь».

    (Письма о христианской жизни. М., 1908. С. 37.) Святитель Игнатий (Брянчанинов) (1867):

    «Папизм – так называется ересь, объявшая Запад, от которой произошли, как от древа ветви, различные протестантские учения. Папизм присваивает папе свойства Христа и тем отвергает Христа. Некоторые западные писатели почти явно произнесли это отречение, сказав, что гораздо менее грех – отречение от Христа, нежели грех отречения от папы. Папа есть идол папистов, он – божество их. По причине этого ужасного заблуждения благодать Божия отступила от папистов; они преданы самим себе и сатане – изобретателю и отцу всех ересей, в числе прочих и папизма. В этом состоянии омрачения они исказили некоторые догматы и таинства, а Божественную Литургию лишили ее существенного значения, выкинув из нее призывание Святаго Духа и благословение предложенных хлеба и вина, при котором они пресуществляются в Тело и Кровь Христовы… Никакая ересь не выражает так открыто и нагло непомерной гордости своей, жестокого презрения к человекам и ненависти к ним».

    О ереси и расколе – «Православное чтение». 1992. № 5-6. С. 5)

    «Не играйте вашим спасением, не играйте! Иначе будете вечно плакать. Займитесь чтением Нового Завета и Святых Отцов Православной Церкви (отнюдь не Терезы, не Францисков и прочих за­падных сумасшедших, которых их еретическая цер­ковь выдает за святых!); изучите в Святых Отцах Православной Церкви, как правильно понимать Пи­сание, какое жительство, какие мысли и чувствования приличествуют христианину».

    (Сочинения… Т. 4. СПб. 1886. С. 476) Святитель Марк Ефесский (1457):

    «Но если они (латиняне) совершенно отклонились, и притом – в отношении богословия о Святом Духе, хула на Которого – величайшая из всех опасностей, то ясно, что они еретики, и мы отсекаем их как еретиков».

    «Никогда то, что относиться к Церкви, не разрешается путем компромиссов».

    «Мы отторгли от себя латинян не по какой иной причине, кроме той, что они еретики. Поэтому совершенно неправильно объединяться с ними». «Латиняне не только раскольники, но и еретики. Наша Церковь молчала об этом потому, что их племя гораздо больше и сильнее нашего».

    Святой праведный Иоанн Кронштадтский (1908):

    «Кто бы не желал соединиться из православных с католиками или лютеранами и быть с ними одно – во Христе, одною Церковию, одним обществом верующих! Но кто из членов этих глаголемых церк­вей, особенно предстоятелей, именующихся папами, патриархами, митрополитами, архиепископами и епис­копами или же ксендзами, патерами, – согласится отречься от своих заблуждений? Никто. А мы согласиться с их еретическим учением не можем без вреда своему душевному спасению… Разве можно соединить несоединимое – ложь с истиною?»

    (Живой колос с духовной нивы. Из дневника за 1907-1908 гг. М. 1992. С. 31)

    «Верны слова Спасителя нашего Иисуса Христа: кто не со Мною, тот против Меня (Мф. 12, 30). Католики, лютеране и реформаты отпали от Церкви Христовой… они явно идут против Христа и Его Церкви… не уважают постов, превращают догматы веры спасительные. Они не с нами, против нас и против Христа».

    (Живой колос с духовной нивы. С. 32-33)

    «Натворили папы в своей папской церкви разных фокусов, разных ложных догматов, ведущих к фальши и в вере, и в жизни. Это вполне еретическая церковь».

    (Живой колос с духовной нивы. С. 35)

    «Если бы римский папа был совершенно еди-номыслен и единодушен, единоучителен с Господом, он мог бы, хотя не в собственном смыоле, называться главою Церкви, но как разномыслен и противоучителен Христу, то он еретик и не может называться главою Церкви и учить Церковь: ибо она есть столп и утверждение истины (1 Тим. 3,15), а папа и паписты – трость, ветром колеблемая, и совершенно извратили истину Христову и в учении, и в богослужении (опресноки и без проскомидии), и в управлении, поработив своей ереси все католичество и сделавши его неисправимым, ибо папа, при всех своих ересях, признан непогрешимым от католической церкви и, значит, неисправимым, противомыслящим».

    (Живой колос с духовной нивы. С. 36-37)

    Из Окружного Послания Восточных Патриархов 1848 г.:

    «Единая, Святая, Соборная и Апостольская Церковь… ныне вновь возвещает соборно, что сие нововводное мнение, будто Дух Святой исходит от Отца и Сына, есть сущая ересь и последователи его, кто бы они ни были, еретики; составляющиеся из них общества суть общества еретические и всякое духовное богослужебное общение с ними пра­вославных чад Соборной Церкви – беззаконие»

    • ნიკა Says:

      Папа Римский Бенедикт XVI принял участие в православном богослужении
      « : 01.12.2006, 04:21:24 »

      Европа | 30.11.2006 | 18:00 UTC
      Папа Римский назвал раскол христианства “мировым скандалом”

      На третий день своего визита в Турцию Папа Римский Бенедикт XVI посетил “голубую мечеть” Султанахмет в Стамбуле. Наблюдатели расценивают это как знак примирения христиан с исламом. До Бенедикта XVI лишь один Папа Римский – Иоанн Павел II – переступал порог мусульманского храма. Ранее в четверг понтифик провел с патриархом Константинопольским Варфоломеем I совместное богослужение. В совместной декларации они высказались за развитие межконфессионального диалога и сближение религий, а также решительно осудили насилие, совершаемое во имя религии. Отметив важность христианских корней европейской культуры Европы, Бенедикт XVI и Варфоломей I подчеркнули, что Европа должна быть открыта и для других религий. Раскол христианства Папа Римский назвал “мировым скандалом”. В четверг Бенедикт XVI посетил также Собор Святой Софии. Построенная в шестом веке византийская церковь и затем мечеть сегодня является музеем.

  5. Mirian Takvarelia Says:

    ეს ჭეშმარიტებაა და როგორც წერია დიდი რჯულის კანონში მაშ გეშინოდეთ ღმერთისა თქვენ უწმინდური და უნეტარო პატრიარქის დიდებისთვის.

  6. Mirian Takvarelia Says:

    იესო ქრისტე მოდის საქართველოში წმინდებთან ერთად. http://www.lazare144.ge

    • davit Says:

      მირიან! დალოცვილი სახელი გქვია და დალოცვილადაც აზროვნებ! მიაფიზიტი დავით ჩიკვაიძე უნდა ატარებდეს მაშ წმინდა დავითის სახელს, ლოოლ საპატრიარქოს რქიანი დოქტორანტსა ვგულისხმობ, ადვოკატად რომ უდგას გარეგინებს თუ
      რომის პაპ პადრეებს!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: