მ. გიორგი სხილაძე – საეკლესიო ახალი წელი

ილია II ხშირად ტელევიზიით ახალ წელს ულოცავს საქართველოს მოსახლეობას. მოლოცვა-დალოცვაში თითქოს ცუდი არაფერია, მაგრამ მღვდელ გიორგი სხილაძის ქადაგებებში იგი მხილებულია ხუთ ეკლესიოლოგიურ დარღვევაში. აი, ეს ბრალდებები:

„დიდგორის“ რედაქცია

ქრისტეს შობამდე ცოტა ხნით ადრე რომაელებმა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან დაიწყეს — ეს იყო დიდი სახალხო დღესასწაული რომისათვის დამახასიათებელი წარმართული გართობა-თამაშობებითა და ორგიებით. 1594 წელს საფრანგეთის მეფე კარლოს IX-ის ბრძანებით საფრანგეთში ახალი წლის აღნიშვნა დაიწყო 1 იანვრიდან, რაც შემდგომ თანდათან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებშიც.797_mama-giorgi11. თქვენ არაეკლესიურ ხალხს ულოცავთ „თავიანთ“ „ახალ წელს“, როცა ჯერ შობის დღესასწაული არ მიგილოცავთ, რითაც „შობაახალი წლის“ თანმიმდევრობა ირღვევა,  რადგან ეკლესიურნი ამ დროს ჯერ კიდევ შობის მარხვაში არიან და არც ახალ წელს დღესასწაულობენ, არც „საახალწლო სუფრებს“ შლიან და არც მარხვას ტეხენ; 2. მათ ძალაუნებურად ლოცვა-კურთხევას აძლევთ მარხვისთვის შეუფერებელ საქციელზე; 3. „იანვრის ახალ წელსაც“ ულოცავთ არა ძველეკლესიური კალენდრით, რომლითაც ეს დღე (1/14.01) მაცხოვრის ხორცით წინადაცვეთის დღესასწაულს მაინც დაემთხვეოდა, არამედ ე. წ. ახალი სტილით, რითაც — 4.  წმიდამამებისეული, ტრადიციული კალენდრის დაკნინება ხდება მაგივრად იმისა,  რომ ერს განემარტოს ეკლესიის მიერ ნაკურთხი ე. წ. ძველი სტილის მნიშვნელობა.  და 5. გადავშალოთ საღვთისმსახურო წიგნი,  „ჟამნი“, გვ. რჟთ (199), საიდანაც იწყება „ლიტურგიკული ციკლი“: „თთუეთა მეტყუელებანი წმიდათათვის, ძალითა ღმრთისათა, წლითი წლადნი. თთუესა სეკტემბერსა აქუს დღე კ (30); დღეთა აქუს ჟამი ბპ (12) და ღამეთა ჟამი ბპ (12); ფ (1). დაწყება ინდიკტიონისა, ესე იგი არს, ახლისა წელიწდისა (…); ხოლო რიცხუნი ესე  წელთანი, ვიდრე დღედმდე იესუ ქრისტესა, საცნაურ-იყო. და წელსა შინა პირველსა დღესა სეკტემბრისა თვისასა, მეუფე ჩუენი ქრისტე შევიდა ტაძარსა ურიათასა და იკითხვიდა წიგნსა ისაია წინასწარმეტყველისასა, სადა იგი წერილარს ესრეთ, ვითარმედ „წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (…). ამისთვის დღესასწაულობს ეკლესია პირველსა მას დღესა ინდიკტიონისასა, რამეთუ ამას დღესა შინა შევიდა ქრისტე ეკლესიასა და გამოუჩნდა მუნ მყოფთა; ამასვე დღესა შინა ეკლესია ქრისტესი მადლობასა შესწირავს ღმერთსა ნაყოფთა მიერ მის წლისა მიღებულთათვის და მომავალთა წელთათვისცა ევედრების, რათა ქუეყანამან გამოსცეს ნაყოფი თვისი (…) — სამღვდელო წიგნში ამ ლოცვებს ჰქვია „სავედრებელი გალობა ახლისა წელიწდისა“ — ხოლო დღესასწაული არს და ხსნილი ღვინითა და ზეთითა (თუ მარხვის დღეს, ე.  ი. ოთხშაბათს ან პარასკევს დაემთხვა — „სა.ქ.მ.ე.“). ტროპარი ინდიკტიონისა: ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო,  ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა. უფალო, დაიცვენ მეფე და სამწყსოი შენი, რომელნი გევედრებიან ღმრთისმშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა; კონდაკი ინდიკტიონისა: რომელი მკვიდრხარ მაღალთა შინა, ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა,  დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეი და ქალაქი და ერი შენი, მრავალ მოწყალე“.

რატომ იწყებს ეკლესია ახალ წელიწადს პირველი სექტემბრიდან*  ანუ შემოდგომის დასაწყისიდან? — როგორც ჩანს,  იმიტომ,  რომ ლიტურგიკულად დღეღამის დასაწყისიც საღამოდან ანუ მწუხრიდან იწყება,  სადღეღამისო ბრუნვის („ციკლი“)  მწუხრი კი — წლიური ბრუნვის შემოდგომას შეესაბამება (როგორც შუაღამე — ზამთარს, განთიადი ანუ ცისკარი — გაზაფხულს, შუადღე — ზაფხულს). მაგ. შაბათ საღამოს „კვირაძალიც“ ეწოდება ანუ უკვე კვირადღე ძალაში შედის, მაგრამ სამაგიეროდ კვირა ანუ ერთშაბათი ძალაშია მწუხრამდე, საიდანაც ორშაბათი იწყება და ა. შ. (ამიტომ ეკლესიაში შაბათის „მწუხრზე“ საკვირაო ლოცვების კითხვა-გალობა მიმდინარეობს). ამავე თანმიმდევრობას უკავშირდება ოთხშაბათ-პარასკევის მარხვის დაწყება-დამთავრების საკითხიც. დღეს დღეღამის მწუხრიდან მწუხრამდე ათვლის ნაცვლად შუაღამედან შუაღამემდე (24 სთ.) იწარმოება ეს და შედეგად, უკვე ხსნილის დროს (ოთხშაბათ-პარასკევის მწუხრის შემდეგ) ვმარხულობთ, ხოლო მარხვის ჟამს (სამშაბათ-ხუთშაბათის ნამწუხრევს) ვიხსნილებთ. ეს შეუსაბამობაც უნდა გამოასწოროს ეკლესიის მთავრობამ.

მაგრამ ყალბი ახალი წლის მოლოცვა მხოლოდ ტელეხედვით კი არ ხდება. ეს თარიღი, პირველი იანვარი, „საქართველოს საეკლესიო კალენდრებშიც“ იყო შეტანილი სარწმუნოებრივ დღესასწაულთა, მარხვებისა და მიცვალებულთა მოსახსენებელ დღეთა გვერდით, როგორც „სამოქალაქო უქმე“ სხვა „ღირსშესანიშნავ დღეებთან“ ერთად: „25.02. — საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღე“; „7. 10. — ს.ს.რ.კ. კონსტიტუციის დღე“; „7/8. 11 — დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის დღე“…


*ამას დაუკავშირეს სასწავლო წლის დაწყებაც და ამ დღეს ეკლესია შესაბამის ლოცვას აღასრულებს:„სავედრებელი გალობა ჟამსა სწავლის დაწყებისა ყრმათასა“.მღვდელი გიორგი სხილაძე — ნაწყვეტი ნაშრომიდან: „საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა „გარდაქმნიდან“ „გარდაქმნამდე“ (1985-2003 წწ..)“, გვ. 66-67.

იხ. ეს ნაშრომი შემდეგ მისამართზე: ../bpg/publication_view.asp?InfoID=11440&iabspos=1&vjob=vsub,40

მინაწერი: მორწმუნე ერი ნამდვილ ახალ წელსაც (1/14 სექტემბერს) კი არ დღესასწაულობს და ცაში ისვრის (აქ რა არის სასიხარულო?!), არამედ მადლობს უფალს განვლილისთვის და წყალობას სთხოვს შემდეგი წლისათვის (მღვდ. გ. ს.).


16 Responses to “მ. გიორგი სხილაძე – საეკლესიო ახალი წელი”

  1. ელენა Says:

    ”სიტყვა ახალ წელთან დაკავშირებით”

    ეშმაკურმა გამხიარულებამ, სიცილ-ხარხარმა, ბილწსიტყვაობამ, ცეკვა-თამაშმა და სასაცილო მასხრობამ, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, დაატყვევა ჩვენი ქალაქი… ყველაზე მეტ წყენას მაყენებენ თამაშობები, რომელნიც სასტუმროებში იმართება, აღსავსენი თავშეუკავებლობითა და დიდი უღირსებით; – უღირსებით, რამეთუ მით თავშექცეულნი ყურადღებას აქცევენ დღეს, მკითხაობენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ თვის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამოვნებაში გაატარებენ, მაშინ მთელი წელიწადი მათთვის ასევე ჩაივლის. თავშეუკავებლობით კი იმიტომაა აღსავსე, რომ ქალ-კაცნი გათენებისას პირთამდე ავსებენ ჭიქებს ღვინით და უზომოდ თვრებიან (ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს, რომ ამ დღეს დათრობა მათთვისაც აუცილებელი იყო, ვინც ღვინოს საერთოდ არ სვამდა).

    თუკი შენ გსურს, ამ თვის პირველი დღიდანაც სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი: როდესაც წლის ბოლოს მიაწევ, მადლობა შესწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას, გულისშემუსვრილებით, გამოთვალე წლები შენი სიცოცხლისა, საკუთარ თავს უთხარი: დღეები მიფრინავენ, წლები ილევა… რა სიკეთე გვაქვს გაკეთებული?.. ესრეთ სიბრძნისმეტყველებდე თვეთა დასაწყისში, ამას მოიგონებდე წელიწადთა წრებრუნვაში… დღეებს ყურადღებას აქცევდე, ქრისტიანულ სიბრძნეს არ შეეფერება, წარმართული ცდომილებისათვის არის დამახასიათებელი… მართლაც, ქრისტიანისათვის გასაკვირველი და მიუტევებელია, განსაკუთრებულ კეთილდღეობას ელოდოს მთელი წლისაგან იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეხვდება ახალ წელს, ავიწყდება რა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და კეთილდღეობა დროთა ბრუნვაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის ნებაზე და ჩვენი საქმიანობის ხასიათზე; მიუტევებელია ახალ წელს ხმაურიანი ღრეობით შევხვდეთ საღამოდან გვიან ღამემდე, რაც პირწმინდად წარმართული ჩვეულებაა…
    (წმ. იოანე ოქროპირი)

    • ელენა Says:

      მარხვა და თავშეკავება

      მარხვასა და თავშეკავებაზე

      რამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ.
      წმ. ბასილი დიდი

      მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა.
      წმ. იოანე ოქროპირი

      ერიდეთ მარხვა საჭმლისგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას.
      წმ. ბასილი დიდი

      აკრძალვანი, რომელშიც მარხვის დადგენილების შედეგად მოექცევა ჩვენი სხეული არარაობაა იმ სულიერ სარგებლობასთან, რომელიც შეუძლია მოგვიტანოს მარხვამ.
      წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

      სჯულში წერია, რომ ღმერთმა ისრაელის შვილებს უბრძანა, თავისი მონაგებიდან მეათედი შეეწირათ ღვთისათვის. მოციქულებმა კი განსაჯეს და გადაწყვიტეს, ყოველ ქრისტიანს თავისი ცხოვრების წლებიდან შეეწირა მეათედი – წმიდა დიდმარხვის სახით. ღმერთმა ეს წმინდა დღეები იმისთვის მოგვცა, რომ ვინც ეცდება და ყურადღებითა და სიმდაბლისმოყვარეობით იზრუნებს თავის სულზე და შეინანებს, მიეტეოს ყველა ცოდვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჩაუდენია.
      აბბა დოროთე

      ეცადე ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.
      წმ. მაქსიმე აღმსარებელი

      ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხიერებს, უსარგებლოა მისი მარხვა.
      წმ. მაქსიმე აღმსარებელი

      როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა.
      წმ. მაქსიმე აღმსარებელი

      რომელიც სძლევს მუცელს, იგი მოაუძლურებს ვნებას, და რომელიც ჭამისაგან იძლევა, იგი აღაღორძინებს ბოროტ გულისთქმას.
      წმ. მაქსიმე აღმსარებელი

      გარდამოცემა მარხვის შესახებ ისეთივე ძველია, როგორც თვით სამყარო. პირველი მცნება, რომელიც ადამიანს უფლისგან მიეცა, მარხვის შესახებ მცნება იყო.
      წმ. იოანე ოქროპირი

      სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება.
      აბბა პიმენი

      გადამეტებული საკვები სხეულს მეტისმეტად გადატვირთულ ხომალდს ამსგავსებს, რომელიც ტალღების მცირეოდენ მოძრაობაზეც კი ფსკერზე ეშვება.
      აბბა ლეონტი

      დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ.
      წმ. იოანე კიბისაღმწერელი

      საზრდელის მიღება შეზღუდე მაშინ, როცა კიდევ მცირედის მიღება გსურს.
      წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

      სხეულს იმდენი საკვები მიაწოდე, რამდენიც სჭირდება და დღეში სამჯერ რომ ჭამო, არ გავნებს.
      წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

      მშვინვიერ მარხვაზე ნუ წუხარ, ის არაფერს წარმოადგენს სულიერი მარხვის გარეშე.
      წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

      მარხვის შემსუბუქება საეკლესიო კანონების მიხედვით უძლურთათვის დასაშვებია, და ეს სამართლიანია, რადგან უძლურება თავისთავად გულისხმობს იმ მდგომარეობას (ანუ გრძნობების მოთოკვასა და ხორციელი ვნებების უმოქმედობას), რის მისაღწევადაც საჭიროა მარხვა. აქედან გამომდინარე, უძლურებაში მყოფისთვის მარხვით ხორცის დაოკება კი არ არის საჭირო, არამედ უძლური სხეულის კვებითა და მკურნალობით გაძლიერება, სულის მსახურებისათვის სრულიად უვარგისი რომ არ გახდეს.
      მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

      არცერთ ჭამისმოყვარულ და მძიმე ცხოველს არ შეუძლია ისეთი სწრაფი სირბილი, როგორც მცირედმჭამელ ირემს: ამის მსგავსად გემოთმოყვარე შეუძლებელია ისეთი აქტიური და ღვაწლისმოყვარე იყოს, როგორც მმარხველი.

      რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება.
      აბბა ლეონტი

      გაიხსენე, რომ სამოთხეში ადამი შენზე ნაკლები სრულყოფილი არ ყოფილა. წარმოიდგინა, რომ მარხვის გარეშეც შეიძლებოდა ცხოვრება და რა გამოვიდა? ლოთი შუა სოდომში ცხოვრობდა და სათნოებებით იყო განთქმული. სოდომსგარეთ კი მარხვა შეწყვიტა და რა მოხდა.
      ხერსონის მთავარეპისკოპოსი ინოკენტი

      მარხვა და ლოცვა განუყრელნი არიან.
      წმ. ნილოს სინელი

      • ელენა Says:

        ამ ნეტარ სიტყვებს წმინდა მამების სწავლებებს მარხვასთან დაკავშირებით ჩემს აზრს დავუმატებ, არის ამის შესახებაც წმინდა მამთა სწავლება და მერე გამოვაქვეყნებ, მანამდე კი ჩემი სიტყვებით გავიხსენებ: რაც მთავარია, ყველაფერ ამათ, რომც ასრულებდე, მარხვასთან დაკავშირებით და მოციქულთა 45 კანონს ან რომელიმე დოგმატს ან კანონს არღვევდე მართალი სარწმუნოების შესახებ და ერესში ჩავარდე, მაშინ ამაო ყოველგვარი მარხვა და ღვაწლი!

      • ნიკა Says:

        ქ-ო ელენა, ასე, კარგა ხანია, არაფერს გავუხარებივარ, როგორც თქვენმა ჭეშმარიტად მართლმადიდებლურმა აზრთა წყობამ გამახარა. გმადლობთ, თქვენ, ამისათვის!

      • davit Says:

        ეს კაცო რა დიდებულად ნათქვამია, გაიხაროს მიტროპოლიტმა ფილარეტმა: ///
        მარხვის შემსუბუქება საეკლესიო კანონების მიხედვით უძლურთათვის დასაშვებია, და ეს სამართლიანია, რადგან უძლურება თავისთავად გულისხმობს იმ მდგომარეობას (ანუ გრძნობების მოთოკვასა და ხორციელი ვნებების უმოქმედობას), რის მისაღწევადაც საჭიროა მარხვა. აქედან გამომდინარე, უძლურებაში მყოფისთვის მარხვით ხორცის დაოკება კი არ არის საჭირო, არამედ უძლური სხეულის კვებითა და მკურნალობით გაძლიერება, სულის მსახურებისათვის სრულიად უვარგისი რომ არ გახდეს.
        მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

      • davit Says:

        საერთოდ უნდა ვაღიარო, ამ დიდგორზე ყოველ დღე რომ არ შემოვირბინო, იმ დღეს ვერ ვგრძნობ თავს კარგად! მოკლედ ამ საიტზე ჩემს სტიქიაში ვარ! თან ვიბრძვი და თან ვსწავლობ, როგორ უნდა ვცხონდე! ახლა არ გაამპარტავნდეთ დიდგორო!

      • davit Says:

        ქალბატონმა ელენემ ბრზანა რომაო: ”ყველაფერ ამათ, რომც ასრულებდე, მარხვასთან დაკავშირებით და მოციქულთა 45 კანონს ან რომელიმე დოგმატს ან კანონს არღვევდე მართალი სარწმუნოების შესახებ და ერესში ჩავარდე, მაშინ ამაო ყოველგვარი მარხვა და ღვაწლი!”
        ————————————————–
        ————————————————–
        ახლა კიდევ მე ვამბობ ჩემს აზრსა: ამაო ეგეთი მარხვები, აბა არა? დარწმუნებული ვარ პატრიარქისტები მუხლებს და ლოყებს იხოკავენ ლოცვითა და მარხვითა, და თან ღაღანებენ მოლასთან საძმოდ წასულ პატრიარქის სახელზედ: ” მოიხსენე უფალო უწმინდესი და უნეტარესი მამაი ჩვენი ილია”, ეს ილია კიდევ იძახის ქრისტე კი არა მუხამედია ჩემი ღმერთიო! ახლა კიდევ გარდაცვლილა სერბეთის პატრიარქი პავლე თუ პეტრე ვეღარ ვიხსენებ და დიდი გლოვა აქვს მის მრევლს გამოცხადებული. ის ბედშავი სერბი პატრიარქი კიდევ თურმე ამბობდა კვეთაში ბრეიგდანსის ცეკვით გართობის მოყვარე რომის პაპს ვიხსენიებო! ახლა მითხარით რა მადლი აქვს სერბეთის მაგ ჯოჯოხეთად მიხრწნილი პატრიარქის მრევლის მარხვასა და ლოცვას? არა ჯობია სულ ბრეიგ-დანსი იცეკვონ, უფრო გულწრფელად წარსდგებიან ღვთისა და საზოგადოების წინაშე!

  2. natusia Says:

    mokled shechamet patriarqi da egaa, visac ar ezareba landzgavs am adamians, tkvens tavs mixedet d a tkvens ojaxebs, darcmunebuli var uamravi problema gakvt.

  3. a.sanduxaZe Says:

    aba,aba, sawyali kaci, sul gaRnes!

    ne geSinaT aravis ar SeaWmevinebs Tas TiqiT ar SeWama vinme.
    mxileba lanZRva ar aris, maS risTvis mogviwodeben wminda mamebi liqneT da emoneT mwvaleblebsa da ukeTurebso?

  4. protopresviter david Says:

    me mkitxat sapatriarkos somkrale avi suli shorena patriarki alibaba da ormoci kacagi! ox saqartvelo sait miekanebi!

  5. protopresviter david Says:

    dadga ukve dro mec unda amovigo xma da tan zlierad da obiekturad! katasavit ar vimalebi! vin aris tkveni irakli sholashvil gudushauri daganaxebt male.

  6. zviad Says:

    david

    vin aris tkveni irakli sholashvil gudushauri daganaxebt male.

    sainteresoa sheni vinaa?

  7. nino Says:

    კოკა- ქაიხოსრო ჯაყელი, წარმოშობით ოზურგეთიდან იყო, არაერთხელ სტუმრობდა ოზურგეთში მშობლიურ კერას, აქ მას ჰყავს , მისი სისხლით ნათესავები, კერძოდ სევერიან ჯაყელი, [ რომლის შვილობასაც აპირებდა თავად,] და მისი ნათლული ვასილ- ქაიხოსრო ჯაყელი , ვასილი უკვე 20 წლისაა და თვლის რომ ის ღირსეული წინაპრის , ღირსეული მემკვიდრეა, ის საფრანგეთშიც აუცილებლად ჩავა, რათა პატივი მიაგოს წინაპართა ხსოვნასა და მათ საფლავებს, ასე რომ კოკას არავინ და არაფერი არ დარჩა ტყუილია…..


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: