მწყემსი კეთილი

წმიდა ტიქონ ზადონელი

სიტყვა მღვდლობაზე

მწყემსი კეთილი

რა ხანია, ჩვენ ვაქვეყნებთ, თუ როგორნი არიან მწვალებელი და ცრუ მოძღვარნი, ხოლო ახლა ვაქვეყნებთ, როგორი მოძღვარნი დაუდგინა ღმერთმა ერებს. თვით სიტყვა მწყემსი გვიჩვენებს, თუ როგორები უნდა იყვნენ ისინი, რამეთუ მწყემსავენ არა უენო საქონელს, არამედ ქრისტეს ცხვრებს, ადამიანებს ღვთის მსგავსად შექმნილთ, ქრისტეს სისხლით ხსნილთ.  შეისმინეთ ეს ყოველივე, საყვარელნო მწყემსნო!

ერისკაცს არ უნდა ჰქონდეს სამღვდელო წოდებისკენ სწრაფვა, არამედ უნდა ელოდოს მოწოდებას; როდესაც მიგიწვევენ მწყემსობის პატივში, თავად განსაზღვრე, შეძლებ კი ამ ტვირთვის ზიდვას? თუ არა და, მაშინ არ მიეკარო, რომ არ დამძიმდე და უფსკრულში არ გადავარდე.  სანიმუშო უნდა იყოს ის თავად, ვისაც სხვისი გამოსწორება სწადია; ჯერ თავად ისწავლოს, შემდეგ კი სხვას ასწავლოს.

ის, ვისაც წინამძღვრობა სურს, ჯერ თვითონ უნდა იყოს გზის მცოდნე და მიდიოდეს წინ, რათა სხვას უჩვენოს გზა; ” ჯერ თავად უნდა იყოს წმიდა და უბიწო, რათა მაგალითის მიცემა შესძლოს, და ვერ დასდონ ბრალი მას ისეთ ცოდვაში, რითაც სწორ გზაზე გაყვანის მაგივრად გზას გაუმრუდებს მასზე მინდობილ ცხვარს სახსნელად; ამიტომ საყვარელო, ნუ მიეკარები იმ ტვირთს, რომელიც შენს ძალას აღემატება.

მოძღვარი უნდა ასწავლიდეს არა თავისას, არამედ ღვთისას ადამიანებს, რამაც ჭეშმარიტ აღსარებამდე უნდა მიიყვანოს ისინი; “>ერესით დაწყლულებული, მოუნანიებელი და ღვთის შიშის არ მქონე ცოდვილები ღვთის სამსჯავროთი უნდა დააშინოს; მერყევნი, მორიდებულნი და სასოწარკვეთილებისკენ მიდრეკილნი ღვთის წყალობით და სახარებით ანუგეშოს, ამოძირკვოს თავის ეკლესიაში ცრურწმენა, განხეთქილება და მწვალებლობა; მართალია, წმიდა ტაძარი, დამოძღვრის ადგილია, მაგრამ მოძღვარი, სადაც ადამიანთა შეკრებაა, შეძლებიდაგვარად ყველგან უნდა იყოს, და როგორც და სადაც შემთხვევა გამოუჩნდება, უნდა ამხილოს ყოველგვარი მწვალებლობა და ღვთის სიტყვის ქადაგებით დააწყრულოს ხალხი და ღვთის სიტყვა გაავრცელოს არა მხოლოდ ტაძრებში, არამედ ყველგან. ამის ნათელი მაგალითია – ქრისტე, რომელიც მხოლოდ სოლომონის ტაძარში არ ასწავლიდა, არამედ იყო ყველგან.

რაც ხალხისთვის გაქვს სათქმელი და ჭკუის დასარიგებელი, ჯერ თავად განსაჯე და კარგად გაიაზრე, შენი სიტყვა და საქმე ხომ არის ერთობით მღაღადებელი ჭეშმარიტებისა, რათა თუკი ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, კეთილ თესლს ვერ ჩააგდებ და იმედგაცრუებას გამოიწვევ; თავდაპირველად კერძი იხარშება, შემდეგ მარილით ზავდება, და ასე მიეწოდება სატრაპეზოდ, და მაშინ სასარგებლოც არის იგი და საამურიც;

მხილებისასაც მწყემს სიფრთხილე გმართებს, რადგან მამხილებელი სიტყვებიც სხვადასხვანაირად მიეწოდება ადამიანებს:როდესაც მამხილებელი ქადაგება ყველასათვის ითქმის, შეგიძლია მკაცრად და ორლესულად ილაპარაკო, რათა ცოდვილებმა ღვთის შიში შეიგრძნონ გულებში და გამოფხიზლდნენ ცოდვის ძილისაგან; ამას ვხედავთ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა წერილებიდან;

ხოლო როდესაც ერთი ადამიანის მხილება პირისპირ გსურს, ჩაუკვირდი მის სნეულებას, რა წამალი არგებს მას, რათა, რაც ერთს განკურნავს, მეორე შეიძლება დააწყლულოს; ამხილე ადამიანი მისი ცოდვისადმი მიდგომით, მოიქეცი ფრთხილად, რათა ერთი წყლული მაინც განკურნო და უფრო მეტი არ დააწყლულო.

ყველაზე კარგი შემთხვევაა, როდესაც ადამიანს მოძღვარი მისადმი ერთგულების გრძნობას უღვიძებს, და დაარწმუნებს რომ უფალივით მხოლოდ მოძღვარს და სხვას არავის შეუძლია გაანდოს თავისი საიდუმლო; და რომ შეუნახავს ეს მოძღვარი ყველა საიდუმლოს, რათა განეწყოს ცოდვილი, რომ თავისი ყველაზე დაფარული და ყველაზე მძიმე ცოდვა მოძღვარს გაუმხილოს, ამ დროს ადამიანი განეწყობა შესანანებლად და მძიმე ცოდვას, ისე იხსნის სულიდან მოძღვრისადმი აღსარებაში, როგორც მძიმე ტვირთს მხრებიდან, და მისი სულის ხსნაც ყველაზე ხელმისაწვდომი სწორედ ამ დროს ხდება მოძღვრისთვის; მაშინ ყველაფერი შეგიძლია უთხრა მას მოძღვარო, მხოლოდ ალერსიანად და არა მრისხანედ, რომ იგრძნოს შენი მისადმი სიყვარული.

ხოლო ადამიანები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა ჩინისაც, როცა არღვევენ უფლის კანონებს, მოერიდე დუმილს, ყველა შენს წარმოთქმულ სიტყვაში ამხილე მწვალებლობა, ღვთის კანონთა წინააღმდეგ ჩადენილი ყველა უკანონობა, რათა მუნჯ ძაღლს არ დაემსგავსო, რომელიც არ ყეფს, როდესაც ქურდები მისი პატრონის სახლს ძარცვავენ და არ ყეფს, როდესაც მგლები მისი პატრონის ფარას თავს ესხმიან და ანადგურებენ.

იყავი მტკიცე, საყვარელო, და შენი სამწყსო მსახურების ტვირთი ღირსეულად ატარე, თუნდაც ამის გამო დაგსაჯონ და საპყრობილეს გადაგცენ; ყოველთვის გახსოვდეს, რომ ხარ ღვთის დევნილ წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და ქრისტეს სხვა მანათობელთა ეკლესიის მოძღვარი;

მდიდრებთან და სახელოვან ადამიანებთან, ვინაც ფუფუნებაში და სიმაყეში ცხოვრობენ, ერიდე ალერსიან მოპყრობას, და ამით მათი მანკიერების შემსუბუქებას, პირდაპირ ამხილე ყველა მათი ნაკლი, და ჭეშმარიტება ყველგან და ყოველთვის დაამოწმე. ნუ იქნები ნურც-ერთ საკითხში მიკერძოებული, რათა იყო მიუკერძოებელი ღმერთის მიუკერძოებელი მღვდელმსახური და შენი სამართლიანი სიტყვა უნდა დაამოწმე სამართლიანი მსაჯულის წინაშე.

ერიდე შეგაქონ ღვთის სიტყვის ქადაგების გამო და დიდების მოთხოვნილება დაუტევე შენს სამღვდელო მსახურების გზაზე, რადგან ღვთის სიტყვა ადამიანთა მოდგმის სახსნელადაა მოცემული და მხოლოდ ამას მოითხოვს უფალი შენგან. “>გახსოვდეს: ვინც კეთილია და გადარჩნისათვის მონდომებული, ისინი შენი ჭეშმარიტი მხსნელი მსახურებისთვის შეგიყვარებენ! ხოლო ბოროტი მოდგმა კი ამისთვის შეგიძულებს და გაგლანძღავს შენ!

რასაც შენს ხელქვეითებს ასწავლი, ეცადე ნაკლი ვერ გიპოვნონ მოწაფეებმა მასწავლებელს, და თუ ბრალს დაგდებენ, სიმდაბლით შეეცადე დაფიქრდე, მართალნი ხომ არ არიან ისინი შენს წინაშე; მოგეთხოვება, მოწაფეთაგან მხილების დათმენაც, რადგან მაღალ ადგილზე დაგაყენა ამაშიც ღმერთმა მოწაფეთა სანიმუშოდ და სხვათა მისაბაძად; ყველა შენ გიყურებს და ამჩნევს შენს ნამოქმედარს და ყველა შენს საქმეს იძიებს, რათა შენი სანიმუშო ცხოვრებით მისაბაძი მაგალითი იპოვოს და შვება ჰპოვოს შენში;

საყვარელო, ძალიან ძნელია ეს ყოველივე, მაგრამ ნუ შედრკები, სამაგიეროდ მოგეცა სამღვდელო მადლი, ყველა ამ სიძნელის და ტვირთის სატარებლად;

და ამიტომ იყავი შენი ხალხისთვის მანათობელი სიტყვა და სიცოცხლე; იყავი მარილი მათი და არა ბოძი, რომელიც გზაზე ეღობება მათ; გზის მაჩვენებლად დაგადგინა ღმერთმა, წინამძღოლად დაგადგინა თავის მაგივრად მიწაზე;

საყვარელო, ძალიან მძიმეა ეს შენი ტვირთი, შენზედ მობარებული უფლის ფარის მწყემსვისა, მაგრამ მოგცა ღმერთმა ვალდებულება, გაუძღვე მათ, ისე, როგორც მას ეს სურს; მწყემსი ვალდებულია გულმოდგინედ ლოცულობდეს ღვთის წინაშე ხალხისათვის და საკუთარი თავისათვისაც, და უნდა იყოს უმწიკვლო, შემწყნარე მსახური ცოდვილთა, ფულის უყვარული და უანგარო მსახური თავისი ერისა, თავისი ეკლესიისა და საკუთარი ოჯახის ღვთის ჭეშმარიტებაში დამმორჩილებელი მოძღვარი და კარგი განმგებელი.

რუსულიდან თარგმნა გიორგი მარიამიძემ

9 Responses to “მწყემსი კეთილი”

  1. stalker Says:

    რაოდენ კეთილი და ძვირფასია ეს წერილი!

    • ნიკა Says:

    • ნიკა Says:

      წმინდა ნიკოლოზი
      Sf. Ierarh Nicolae

      • ნიკა Says:

        Beautiful Russian Orthodox Chant Valaam, Православие

      • ნიკა Says:

        Sfantul Ierarh Nicolae / Saint Nicholas the Wonderworker

      • ნიკა Says:

        ძვირფასო მართლმადიდებლებო! გილოცავთ, მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მღვდელმთავრისა და წმინდანის ნიკოლოზ საკვირველმოქმედების ხსენების საეკლესიო დღესასწაულს!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: