მიმართვა 2007წ. 2 ნოემბრის შეკრების მონაწილეებს

 

ბატონებო და ქალბატონებო, დანო და ძმანო!

ილიასებრ რომ ვთქვათ, უცხოეთიდან კვლავ გაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა…
  
   უფლის წინაშე მოვალეობის გრძნობითა და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით მოკრძალებულად მოგმართავთ:
   1992წ. განხორციელებულმა სისხლიანმა სამხედრო გადატრიალებამ და ეროვნული ხელისუფლების განდევნამ საქართველოში სათავე დაუდო ძმათაკვლას, უკანონობას, არეულობასა და განუკითხაობას, რაც არის, ძირითადად, მიწიური მიზეზი ჩვენს ერში განვითარებული უბედურებებისა დღემდე. გამოსწორების ნაცვლად ერთ უკანონობას მოჰყვა მეორე, კერძოდ, 1992წ. ე. წ. ,,იმედის არჩევნები“; მერე მესამე, 1995 წლის და ასევე, 1999-2000 წლების არჩევნების სახით და ბოლოს, 2003წ. ე. წ. ,,ვარდების რევოლუცია“ ანუ ორმაგი გადატრიალება თავისი არჩევნებით…
   ამ უკანონობას ძირეულად შეაჩერებს 1990-91 წწ-ის კონსტიტუციურად არჩეული და დღემდე „დე-იურედ“ მოქმედი ხელისუფლების აღდგენა და მის მიერ დაუყონებლივ დანიშვნა ახალი, ლეგიტიმური და თავისუფალი არჩევნებისა, რომლის შედეგადაც ხელისუფლების სათავეში უნდა მოვიყვანოთ არა ე. წ. ნაციონალური, არამედ ჭეშმარიტად ეროვნული, პატიოსანი და სამართლიანი მთავრობა, ვისი მოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება უფლისა და მოყვასის სიყვარული და არა მომხვეჭელობა და ამა სოფლის სიამენი.
   თუ ეს არ მოხდა, დაულაგებლობასა და ერთი ხელისუფლების მეორეთი ჩამოგდებას ბოლო არ მოეღება, რაც, საქვეყნო სირცხვილს რომ თავი დავანებოთ, გამოიწვევს ქართველი ერისა და საქართველოს გადაშენებასა და მსოფლიო რუქიდან ამოშლას.
   ვიმყოფებით რა ღვთის, ისტორიის, ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე უაღრესად საპასუხისმგებლო და შესაძლოა, გადამწყვეტ მდგომარეობაში, მოვიკრიბოთ სულიერი ძალა, დავდგეთ ჩვენს თავზე მაღლა, დავივიწყოთ წარსული წყენანი და ყველანი გავერთიანდეთ არა ,,მსოფლიოს ახალი წესრიგის“ (სინამდვილეში, უწესრიგობის), არამედ საღვთო წესრიგის სულისკვეთებით, რაც გამოვხატოთ არა ერთ უკანონობაზე სხვა უკანონობის მიმატებით, არამედ ეროვნული და სახელმწიფოებრივ-კონსტიტუციური აზროვნებით.
   თუ უფალმა ინება, თქვენც ისურვეთ და ბოლოსდაბოლოს, ახლა მაინც მოხდეს ლეგიტიმურობის წყვეტის აღდგენა, _

             ,,კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდან თქვენ ჩემი სული 
             და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქვასა გული“ (ილია).

   დიდება ღმერთს!!
   გაუმარჯოს საქართველოს!


 ნაწყვეტი ინტერვიუდან

კითხვა:  გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს აღმსარებლობა და შეეფერება თუ არა სინამდვილეს საეკლესიო მოღვაწეთა გაფრთხილებები ამ ზესახელმწიფოს მიერ აქტიურ გლობალიზაციურ პროცესთა ხელმძღვანელობასა და ანტიქრისტეს გამეფების გეგმის აღსრულებაზე; ასევე, გთხოვთ, რუსეთის სახელმწიფოს ისტორიული აღმსარებლობა წარმოგვიდგინოთ და ამ ორ ზესახელმწიფოსთან მიმართებაში, ,, სახარებიდან” ანუ ღვთიური სწავლებიდან გამომდინარე, რა დამოკიდებულება უნდა გააჩნდეს საქართველოს, როგორც მართლმადიდებელი აღმსარებლობის მქონე ქვეყანას, რათა შეინარჩუნოს სულიერი ხსნა ანუ მართლმადიდებლობა; და განგვიმარტეთ, თუ შეიძლება, რას გულისხმობდა, წმიდა ფილარეტ მოსკოველი, როდესაც ბრძანა : „გიყვარდეს მტერი შენი , ებრძოდე მტერს მამულისას და გძაგდეს მტერი უფლისა “?
 
პასუხი: როგორც საღვთო წერილი გვეუბნება, სულს ხორცის საწინააღმდეგო სურს, ხოლო ხორცს — სულის. აქედან გამომდინარე, რადგან შექმნის დღიდანვე ა.შ.შ-მა და საერთოდ, დასავლეთმა უპირატეს მიზნად დაისახა არა სულიერი, არამედ ხორციელ-მიწიერი განვითარება, შესაბამისად, რამდენჯერაც ამ მხრივ მოწინავე გახდა, იმდენჯერ ჩამორჩა სულიერებასა და ზნეობას იმ დონემდე, რომ მაგ., შეერთებულ შტატებში ე. წ. „სატანისტური ეკლესია” ხელისუფლების მიერ აღნუსხული (რეგისტრირებული) არის, როგორც რელიგიური ორგანიზაცია და ხელი არაფერში ეშლება… — აი, დემოკრატიის არასწორი გაგების მაგალითი. ამ ქვეყნის ძირითად აღმსარებლობას წარმოადგენს პროტესტანტობა ანუ რელიგია სამოციქულო ეკლესიისა და მადლის გარეშე, რომელიც უარყოფს სამღვდლო ხელდასხმას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდანების, მიცვალებულების პატივისცემას (საკურთხს), ქრისტეს მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო წმ. კრებათა განჩინებებს, ნათელმირონობას, სულიერ და ხორციელ ნათესავთა შორის აღურევლობას და ა. შ. ა.შ.შ-ს, უკვე, დაუფარავად სურს მსოფლიო ბატონობა, რასაც უფლის დაშვებით ახორციელებს კიდეც. ამის ლოგიკური დასასრული იქნება საყოველთაო ძალაუფლების თავმოყრა ერთის ხელში და ეს ერთი იქნება, სწორედ, ანტიქრისტე, რომელიც იერუსალიმში დაიდგამს თავის ბინძურ ტახტს ანუ როგორც მაცხოვარი გვაფრთხილებს, ღმერთის ტაძარში დაჯდება და თავის თავს ღმერთად გამოაცხადებს.

თქვენს მიერ დასმულ კითხვაში უკვე იგრძნობა ქვეტექსტური პასუხი, რა დამოკიდებულებაც უნდა გააჩნდეს საქართველოს ა.შ.შ-თან და რუსეთთან, რომელიც, ისტორიულადაც და დღევანდელობაშიც, ძირითადად, მართალია, არის მართლმადიდებლური ქვეყანა, მაგრამ მისი ოფიციალური ეკლესია და შესაბამისად, ხალხიც, სამწუხაროდ, შორსაა მოციქულებრივი და წმიდამამათამიერი რწმენისაგან; თუმცა, ცხადია, რომ პროტესტანტობასთან შედარებით უფრო მოკლე გზა აქვს გასავლელი ჭეშმარიტებამდე და ზნეობრივ სიწმინდემდე მისასვლელად, თუ, რა თქმა უნდა, ისინი ამას მოინდომებენ, რაშიც ეჭვი გვეპარება, რადგან უკვე კარგა ხანია, აპოკალიფსური დროა და როგორც ძველები ამბობდნენ, „უარ და უარ წუთისოფელი” ანუ უარესად და უარესად წავა ქვეყნიერების საქმე…

რაც შეეხება ამ ორ ქვეყანასთან (და სხვა ქვეყნებთან) ჩვენს დამოკიდებულებას, საერთოდ, „სახარების“ ანუ ღვთიური სწავლების კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, ჩვენ თვითონ ყველას მოყვასნი უნდა ვიყოთ, თუმცა, ყველა ჩვენი მოყვასი, სამწუხაროდ, არ იქნება. საკითხი რომ გავამარტივოთ და პოლიტიკურ ჭრილში გადავწყვიტოთ, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი სახლის კარის მეზობელი არის მართლმადიდებელი რუსი და შორეული მეზობელი — პროტესტანტი ამერიკელი. თუ ჩვენს მართლმადიდებელ მეზობელს სურს, თავის ენაზე გვალოცოს, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია; თუმცა, ერეტიკოსმა მეზობელმა ჩვენს ენაზეც რომ ილოცოს, მასთან ლოცვის უფლება ღვთის წინაშე არა გვაქვს. რუსეთის იმპერია რომ თავის ხორციელ (ლინგვისტურ) ენას თავს გვახვევდა და გვარუსებდა, ამიტომ მოგვინდა მისგან განთავისუფლება. ხოლო ამერიკის იმპერია რომ თავის სულიერ ენას გვახვევს თავზე, რამდენადაც სული აღემატება ხორცს, ეს უარესი არ არის? — ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, ამაზეა ნათქვამი. გამოსავალი? — სულიერ-ზნეობრივ-ეროვნული დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

კითხვის მეორე ნაწილში თქვენს მიერ მოხმობილი სიტყვებით წმინდანი ხაზს უსვამს იმას, რომ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში პირადი და უფლის მტერი. პირადი მტრის სიყვარული სათნოებაა, ხოლო უფლის მტრისა — ცოდვა. აქვე დავსძენთ, რომ უფლის მტერი მარტო მისი აშკარა მოწინააღმდეგე როდია; ჩამოყალიბებულ ერეტიკოსობას (ძველქართულად — მწვალებლობას) ეკლესია ბოროტმადიდებლობას ანუ სულიწმინდა-ღმერთის მტრობას უწოდებს.

მღვდელი გ. სხილაძე (ნაწყვეტი ინტერვიუდან)

 იხ.სრული ინტერვიუ: http://mamuli.net/didgori/default.asp?bpgpid=44&pg=1

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: