რა არის ჯოჯოხეთი

წმინდა იოანე ოქროპირი

 

რა არის ჯოჯოხეთი

 

 

ეს წერილი ეძღვნება ა.შ.შ._ს, გაეროს, ევრო-საბჭოს, „ნატოს“ თაყვანისმცემელ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღმერთის მოწინააღმდეგე ანტიქრისტეს გამეფების მომამზადებელ ქვეყანასა და მის ორგანიზაციებს კი არ უნდა ესწრაფვოდეს, არამედ დროა, რა მომავალი ელოდებათ, იმაზე იფიქრონ, თუ ღმერთს არ გაიხსენებენ:

 

 

 „ა.შ.შ-ს, უკვე, დაუფარავად სურს მსოფლიო ბატონობა, რასაც უფლის დაშვებით ახორციელებს კიდეც. ამის ლოგიკური დასასრული იქნება საყოველთაო ძალაუფლების თავმოყრა ერთის ხელში და ეს ერთი იქნება, სწორედ, ანტიქრისტე, რომელიც იერუსალიმში დაიდგამს თავის ბინძურ ტახტს ანუ როგორც მაცხოვარი გვაფრთხილებს, ღმერთის ტაძარში დაჯდება და თავის თავს ღმერთად გამოაცხადებს.” (მღვდელი გიორგი სხილაძე)

 

ღვთის შიშით აღიჭურვეთ, რადგან იგი ორლესული მახვილივით განკვეთს ბოროტ გულისთქმათ. მუდამ ღვთის შიშში იყავით, გახსოვდეთ შიში სიკვდილისა და ის საშინელი დღე, როცა აღეგზნება ცა და ცეცხლი წაეკიდება სამყაროს, დადნება და დაირღვავა ეს ქვეყანა და საქმენი მისნი, როცა ფოთლებივით ჩამოცვივა ვარსკვლავები, დაბნელდება მზე და მთვარე, მაშინ გამოჩნდება ძე ღვთისა, გარდამომავალი ზეციდან დედამიწაზე და ციური ძალები შედრკებიან მის წინაშე – გამოჩნდება ანგელოზთა გუნდი. ხმა მათი საყვირებისა დასწვავს და დანთქავს ყოველივე უკეთურს. ამოვარდება გრიგალი, დედამიწას შეარყევს საშინელი მიწისძვრები, საზარელი გუგუნი, მაგრამ ღვთის ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარ მართლმადიდებელთ (აქ იოანე ოქროპირი გულისხმობს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელთ, და არა ილია მეორის მიმდევარ ეკუმენისტ ცრუ-მართლმადიდებლებს)  ვეტყვი დიდი ნუგეშის სიტყვებს: „უფალი იქნება მარადიული ნათელი თქვენი, ღმერთი იქნება თქვენი დიდება!“ აი, ეს აღუთქვა უფალმა თავის მოყვარულთ, ღვთის მოშიშთ და უფლის მცნებათა აღმასრულებელთ. ახლა კი ვაფრთხილებ  მოუნანიებელ ცოდვილთ და ღვთის აშკარა მოწინააღმდეგეთ: თქვენ წარსდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე. სირცხვილითა და მწუხარებით დაიწვებით მართლმსაჯულის წინაშე, როცა ვერ გასცემთ პასუხს და თავს ვერ იმართლებთ თქვენს დანაშაულზე. სირცხვილი და მწუხარება დაგწვავთ, როდესაც მეუფის მარცხენა მხარეს დაგაყენებენ ანგელოზები! დაგეუფლებათ და შეგძრავთ საზარელი შიში საშინელი განაჩენის, რადგან დაგფარავთ წყვდიადი. შეძრწუნდებით ღვთის რისხვითა და გულიწყრომით, როცა მართლმსაჯული უფლის სიტყვებს გაიგონებთ: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა, რომელიც განმზადებულ არს ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთა“ ვაი, მე ძმანო, რა მწარე იქნება თქვენი მწუხარება და ურვა, როცა შესძახებს ანგელოზთა კრებული: „წარვიდენ ცოდვილნი ჯოჯოხეთისკენ!“ ვაი, მე ძმანო, როგორ მოთქმასა და ტირილს დაიწყებთ, როცა ცხვრებივით თავჩაღუნულნი გაემართებით საუკუნო სატანჯველისკენ, სადაც განუწყვეტელი ტირილი და მოუთმენელი კბილთა ღრჭენაა, სადაც მკვიდრობს ტარტაროზი დაუცხრომელი, რომლისაც თავად ეშმაკსაც კი ეშინია! ვაი, მე, საყვარელნო, იცით კი რა არის ჯოჯოხეთი? ცეცხლია დაუშრეტელი, უკუნეთი სიბნელეა, მარადიული წყვდიადით მოსილი გარესკნელია, სადაც მკვიდრობენ უწყალო, ბოროტი, შავი ანგელოზები, რომლებიც საზარლად მოსწრაფედ ტანჯავენ ცოდვილთ. გაწამებული ცოდვილნი გამუდმებით მწარედ შეეღაღადებენ ღმერთს, წუთით მაინც აკმაროს ტანჯვა, მაგრამ უფალი აღარასოდეს შეისმენს მათ ვედრებას, და მაშინ მიხვდებით, რომ ამაოდ გიცხოვრიათ ამ ქვეყნად და წუთიერი სიამოვნება საუკუნო სიმწარედ გადაგქცევიათ. სადღა გექნებათ მაშინ, რითაც ახლა ერთობით, ტკბებით, ნებივრობთ, ლაღობთ, შეგეცვლებათ ეს ყოველივე წყვდიადად და ნათელს ვეღარასოდეს იხილავთ! და ამას გეუბნებით, მე თქვენ, რომელმაც ვიცი ეს ყველაფერი, რომ ეს ასე იქნება და შიში მზარავს და მინდა თქვენც გაგაგებინოთ! მოინანიეთ ცოდვები, გულწრფელად ყოველ წამს! არავინ იცის, როდის მოგისწრებთ სიკვდილი, დილით , შუადღეს, ღამით, შეიძლება სულ მალე და ვეღარ მოასწროთ გადარჩენა…გევედრებით, შვილნო და ძმანო, ვიჩქაროთ, განვიწმიდოთ ცოდვებისაგან, უბიწოდ წარვუდგინოთ ჩვენი სულები უფალს. ძმანო, გავიხსენოთ სინას უდაბნოში ებრაელთა ყოფნის ამბავი, როცა ვერ გაუძლეს მათ დასამშვიდებლად უფლის გამოცხადებას, როცა ატყდა სასტიკი ქარბუქი, ჩამოწვა წყვდიადი, აინთო ცეცხლის ალები, ატყდა ჭექა-ქუხილი, საყვირთა ხმა და იხილეს აკვამლებული მთა, ისე შეძრწუნდნენ შიშით, რომ შეეჰღაღადეს უფალს, რომ მისი გამოცხადების ეს ნიშნები არ გაგრძელებულიყო, რომ არ დახოცილიყვნენ შიშით. ღვთის ეს გამოცხადება ხომ მეტისმეტად მშვიდი იყო და ვერც კი შეედრება, მისი მეორედ მოსვლის საშინელებას. მაშინ ხომ რისხვით არ გადმოსულა უფალი ისრაელის ერზე, არც გულისწყრომითა და განსასჯელად, არამედ თავისი გამოჩენით ნუგეშს სცემდა მათ და მხოლოდ შეეწეოდა. მაგრამ, მაინც შიში ზარი დაეცათ, ხოლო რას იზამთ, მაშინ როდესაც რისხვით გადმოვა უფალი თქვენზე?! როდესაც დაჯდება თავის დიდების საყდარზე და მოუწოდებს ყველას აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რათა განიკითხოს ერები?! ვაი, თქვენდა ძმანო, მაშინ რადგან ქედდადრეკილი, გაშიშვლებულნი წარსდგებით საშინელი სამსჯავროს წინაშე, სადღა იქნება მაშინ თქვენი ამქვეყნიური ამაყი საქმენი, ჭაბუკური სითამამე თუ ფიზიკური სიძლიერე და ფუჭი და უსარგებლო სილამაზე? ანდა, რაღაში გამოგადგებათ ძვირფასი შესამოსელი, სასახლეები, ოქრო და ვერცხლი? მაცდური და ბილწი გულისთქმის აღმძვრელი ყველა ის სიამე, რისთვისაც გალიეთ ხანმოკლე წუთისოფელი? სად წავლენ მაშინ ერეტიკოსები, ან ფარისეველი ცრუ-მორწმუნენი? ან ღვთის მართლმადიდებელი სჯულის წინააღმდეგ მებრძოლი ერები? ან სოდომის ცოდვით დამძიმებულნი, ანდა კაცისმკვლელნი? ან და საით ექნებათ გზა მემთვრალეთ, მრუშთ, რომელნიც მსახიობთა მანჭვა-გრეხვით და მგოსანთა როკვით ირთობდნენ თავს და უფალი  და საღმრთო საქმენი მისნი არაფრად არ ჩაუგდიათ, ისე გალიეს ცხოვრება?! სად წავლენ მცონარენი, მხოლოდ განცხრომაზე ზრუნვაში რომ გალიეს მთელი  ამქვეყნიური ჟამი და ღვთის სახელს დასცინოდნენ? წავლენ გარესკნელში, საზარელ სატანჯველში, სადაც დაიტანჯებიან მარადიულად და ვეღარასოდეს იხილავენ ღვთის ნათელს, არამედ დაიფარებიან სამუდამო წყვდიადით…

 

რუსულიდან შემოკლებით თარგმნა გიორგი მარიამიძემ

 

8 Responses to “რა არის ჯოჯოხეთი”

  1. ნიკა Says:

    О Страшном Суде

    Величественно изображено в Евангелии от Матфея второе, славное пришествие Господа, нелицеприятный и страшный суд Его над племенами и народами. Эта необыкновенная картина, представленная с необыкновенной простотой и ясностью, невольно оживляется перед взорами ума, поражает сердце страхом. Созерцая эту картину, можно изобразить состояние, в которое она приводит душу, словами Иова: Ужас мя срете и трепет, и зело кости моя стрясе: устрашишася же власи мои и плоти. При наступлении суда для изгнанников с неба, страна изгнания и клятвы – земля – запылает, а небо свиется, как свивается одежда. Мертвецы всех времен и народов, возбужденные животворящей трубой – Словом Божиим – восстанут из гробов и составят из себя необозримое и неисчислимое собрание. Полки и воинства святых Ангелов придут на страшное зрелище, на великое служение. И ангелы отверженные предстанут на суд. Сын Божий воссядет на престоле славы, славы страшной по необъятному величию ее. Все разумные создания потрясутся от страха, увидев Создателя своего, вызвавшего их в бытие из ничтожества единым всемогущим Словом. Они будут предстоять перед Тем Словом, для Которого нет невозможного исполнения. Они будут предстоять перед Той Жизнью, при Которой, вне Ее, не может быть иной жизни. Справедливо сказали Отцы, что в это грозное время вся тварь, если бы она не была удержана всемогуществом Божиим, и предоставлена самой себе, обратилась бы в ничтожество. Праведники, увидев лицом к лицу Правду совершенную, сочтут свою правду не имеющей никакого значения, а грешники оправданием, чуждым евангельского разума, осудят себя. Решится участь всех на вечность. Прежде наступления этого суда Божественный Апостол сознается, что он не может оправдаться, хотя и не знает за собой никакого греха: потому что Судия его – Бог. Все святые, во время земного странствования своего, часто приходят воспоминанием и размышлением благочестивым на страшный суд Христов, – благовременным, спасительным страхом ограждают себя от страха, который возбудится в погибших отчаянием; благовременным осуждением себя они стараются благовременно снискать оправдание, плачем отвратить плач. Братия! Нужно, необходимо нам, немощным и грешным, частое воспоминание второго пришествия и страшного суда Христова: такое воспоминание есть благонадежнейшее приуготовление. Страшен тот Суд, который ожидает всех человеков после общего воскресения, страшен и тот суд, который ожидает каждого человека после его смерти. Последствия того и другого суда или вожделенны или бедственны. Если земные суды, на которых дело идёт об одном тленном и временном, возбуждают нашу заботливость: тем более должен озабочивать нас суд Божий. С какой другой целью Господь возвестил нам о нем так ясно, как не с целью возбудить в нас душеспасительный страх, могущий предохранить нас от греховной, беспечной жизни, в которой – условие нашей погибели? Преподобный Илия, Египетский инок, безмолвствовавший в Фиваидской пустыне, говаривал: «Меня устрашают три времени: время исшествия души из тела, время суда Божия, и время изречения, какое последует о мне от Бога».

    Аскетическая проповедь, том 2
    21.02.2009

      • ნიკა Says:

        ბოდიშს მოვუხდით მკითხველს, რადგან ზოგჯერ ყველა ბმულს ვერ მივუთითებთ, საიდანაც ასლი გადმოგვაქვს საეკლსიო წერილების ან ინფორმაციების. ეს გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთ ვებ-საითზე ათასგავრი მკრეხელობებია განთავსებული – სურათებით.

      • ნიკა Says:

        რედაქტორს ვთხოვ, აიტანოს ვიდეო ”ხატები ტირიან” ამ წერილის სათაურის ქვეშ.

      • ნიკა Says:

        Cherubic Hymn sung by the monks of Simonopetra

      • ნიკა Says:

        ბნელ ძალთა კრება

        წმიდა თეოფანე დაყუდებული გვაუწყებს: ღამის პირველი საათი იყო. ჩემს სამუშაო კაბინეტში ვიჯექი. უცებ მომეჩვენა, რომ რაღაც ძალამ თავდაუზოგავად გამაქანა ქვემოთ, მიწის სიღრმისკენ – ეს იყო წყვდიადი, უფრო შავი, ვიდრე უბნელესი ღამე. მხოლოდ მის ფსკერზე მოსჩანდა ცეცხლი.

        ყველაფერი ეს ვნახე და განვიცადე 1899 წლის აპრილის თვეში. ჩემდა გასაოცრად მესმოდა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა ამ საშინელი უფრსკულის მეუფე. ” – რა ხანია ღირსებაყრილი და დამარცხებული ვარ, – ფიქრობდა იგი, ლუციფერი, – მაგრამ ჩემს ხელშია უდიდესი ძალა – შთაგონება. სწორედ ამ ძალით გადავაბიჯებ სამყაროს ზღრუბლს და ჩემი ლეგიონით აღმოვჩნდები ადამიანებთან, მაშინ შევებრძოლები იმ უმანკო კრავს.

        ლუციფერმა თავისთან იხმო წყვდიადის ყველა ბინადარი, რომლებიც თავდახრილნი ისმენდნენ მის ბრძანებას:

        – დღეიდან გაძლევთ ახალ ძალაუფლებას. ჯვარმა და რწმენამ ჯვარცმულისადმი დაიპყრო სამყარო, ადამიანები მიუახლოვდნენ ღვთის სასუფეველს, რომ ეზიარონ ნეტარებას. ეს კი ჩვენ გვემუქრება საუკუნო ტანჯვით.

        ადამიანებმა უკვე იციან, რაში მდგომარეობს მათი ბედნიერება. ახლა საჭიროა გამოიყენოთ ახალი საშუალებანი, ვიმოქმედოთ მათ ფსიქიკაზე, მათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. უნდა განვავითაროთ შეტევა მარჯვენა მხრიდან. უნდა გავანადგუროთ მათი რწმენა. ამისათვის აუცილებელია ისე შევაღწიოთ მათ შეგნებაში, რომ ვერ იგრძნონ ჩვენი არსებობა, ადამიანებს ეგონოთ, რომ თვითონვე არიან ამ აზრების ბატონ-პატრონნი. მაშ, იმოქმედეთ! შთააგონეთ! როცა მახეში კაცობრიობის დიდი ნაწილი გაებმება, ვეღარ გაიგებენ რაშია ჭეშმარიტება, ვერც თავის გადარჩენაზე იზრუნებენ, რადგან ნათელი ბნელად მოეჩვენებათ, მონობასა და ტყვეობას ჩათვლიან თავისუფლებად.

        უპირველეს ყოვლისა, შთააგონეთ ეკლესიის მსახურებს პატივმოყვარეობა. აცდუნეთ ისინი ამქვეყნიური სიამეებით. თუ ადამიანები დაინახავენ, რომ ეკლესიის მსახურნი უსამართლოდ იქცევიან, ეს ისეთი დიდი ცდუნება იქნება მათთვის, რომ ცოტანი თუ გაუძლებენ ასეთ დარტყმას. ხოლო შენ, ურჩხულის ლეგიონო, წადი და ჩაუსაფრდი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, ვინც ცდილობს ჩასწვდეს ბუნების საიდუმლოებებს, რათა არ ამოიცნონ შემოქმედის საქმენი და არ ადიდონ იგი. შთააგონე მათ, რომ ბუნებაში არ არის რა ამოუხსნელი და საიდუმლო. შთააგონეთ სიტყვა ევოლუცია, რომ არსებობს მხოლოდ მატერია და რომ ცხოველისმყოფელი სულები მხოლოდ გამოგონილი და არარსებულია. ამ შთაგონების შედეგად ადამიანები უარყოფენ ღმერთს და გააღმერთებენ საგნებს. ისინი სასაცილოდ აიგდებენ მას, ვინც დაიწყებს მტკიცებას, რომ ჩვენ ვარსებობთ.

        ამას რომ მივაღწიოთ, უფრო გაბედულ მოქმედებაზე უნდა გადახვიდეთ. საჭიროა ადამიანები გაათავისუფლოთ სინდისის ხმისაგან, რომელიც მათ მოუწოდებს ზნეობრივი ცხოვრებისაკენ. ამისათვის, რაც შეიძლება მეტი შთაბეჭდილებებით დატვირთეთ ასეთ ადამიანთა გონება, მიაწოდეთ მათ სიახლეები და გამოგონებანი, აღმოჩენები. ამით ისინი დაიჯერებნ, რომ ყოვლისშემძლენი არიან. მერე მიაწოდეთ მათ მექანიზაციის საშუალებანი, ისე, რომ თვითონვე დაჰგმონ ხელით შრომა. აავსეთ ისინი სიამაყით, რომ ყველაფრის ბატონ-პატრონად იგრძნონ თავი და ცხვირაბზეკილებმა იარონ. როცა ისინი ამ შეგნებით განიმსჭვალებიან, თვითონვე უარყოფენ ღმერთს და დასცინებენ ადამიანის მორჩილებას ღვთისადმი, სიკეთეს, უმანკოებას, ჩათვლიან ყოველივე ამას სისუსტედ, სიმხდალედ და მონობად. ისინი დასცინებენ ყველაფერს წმიდას და დაგვემგვანებიან ჩვენ, იხარხარებენ მორწმუნეებზე ისევე, როგორც ახლა ჩვენ ვხარხარებთ მათზე. მაგრამ, განაგრძო ლუციფერმა, – წინ კიდევ უფრო რთული ბრძოლები მოგველის. ეს არის ის წინააღმდეგობა, რომელსაც დედობრივი გრძნობა ჰქვია. ქალი, ქალწული, დედა – აი, კაცობრიობის აღორძინების მიუვალი სიმაგრე. ჩვენ უნდა შევძლოთ ქალის მთლიანად დაპყრობა. შთავაგონოთ მათ ქორწინების უაზრობა, ვაფიქრებინოთ, რომ ეს მასში ჰკლავს პიროვნებას, თავისუფლებას და აბამს მძიმე უღელში. შთააგონეთ მათ, რომ ისედაც შესაძლებელია მამაკაცებთან ურთიერკავშირი, სულაც არ არის შვილების გაჩენა საიჭრო. ამაში ჩვენ მედიცინაც ამოგვიდგება გვერდში თავისი პოპულარული ლიტერატურით მშობიარობის თავიდან აცილების შესახებ.

        ქალი, საერთოდ, უფრო შორსმჭვრეტელია, კაცზე ამაღლებული, სუფთა… ლუციფერი უცებ გაჩუმდა. იგი შეშფოთებამ შეიპყრო, ტკივილისაგან დაიმანჭა. შეიძრა მთელი ჯოჯოხეთი. მიუწვდომელი სიმაღლიდან შემოიჭრა ნათელი სხივი და გაანათა წყვდიადი. ამით შეახსენა ლუციფერს, რომ იგი უძლური იყო ნათელის წინაშე და გაიელვა ლუციფერის თვალწინ ღვთისმშობლის ხატებამ. მერე ისევ ჩამოწვა წყვდიადი. აუელვარდა თვალები ლუციფერს და განაგრძო:

        …შთააგონეთ გოგონებს, რომ მათი ქალწულებრივი სიმორცხვე, თავშეკავებანი უაზრობაა და ყველაფერს სჯობია სექსის თავისუფლება, მაშინ მოკავშირეებად მოიხმეთ მამაკაცები.

        ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მძლავრი იარაღი ჩვენი მიზნების მისაღწევად. ეს არის ჩვენი ძის დაბადება, რომელსაც კრავის ერთგულნი ანტიქრისტეს ეძახიან. ის გაიგზავნება ქრისტეს ნაცვლად და შთააგონებს ადამიანებს, რომ მთავარია მოიპოვონ ამქვეყნიური სიამენი, სიმდიდრე, ჭამონ და სვან, იყვნენ მაძღარნი და მაშინ ხალხიც მიიღებს ქრიატიანობის ნაცვლად სხვა რელიგიას, ჩვენს რელიგიას და აიგება ახალი სახელმწიფო. ჩვენს მხარეზე იქნებიან რჩეულნი, დარჩება მხოლოდ ვიწრო წრე მორწმუნეთა. მაშინ ჩვენ მოკავშირე ადამიანებთან ერთად შევებმებით უკანასკნელ ბრძოლაში და თუ ეს ბრძოლა არ მოგვიტანს გამარჯვებას, იმას მაინც მივაღწევთ, რომ თან წავიყოლებთ საუკუნო სატანჯველში ადამიანებს…

        ზემოთ დაბრუნებისას კი კვლავინდებურად ამოდიოდა მზე, გულმოწყალე ღმერთი კიდევ ერთ ნათელ დღეს გვიგზავნიდა ჩვენ, ცოდვილებს. ყვავილები აღავლენდნენ ლოცვას შემოქმედისადმი, უფლის ტახტთან გალობდნენ ანგელოზები…


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: