,,დიდი სჯულისკანონი“

„დიდი სჯულისკანონი“
კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი
ორგზისი წმიდა დიდი კრების მე-15-ე კანონი:

      „ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

ამ კანონის ეპისკოპოს ნიკოდიმოს (მილაში)
დალმატიელ-ისტრიელის განმარტება:

      „თუკი ვინმე ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა, ანდა პატრიარქთაგან დაიწყებს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო რაიმე ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ, დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც,  ვალდებულნი არიან, მაშინათვე გამოეყონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს თუ პატრიარქს; თანაც, ამისათვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი, კანონიერი მღვდელმთავრები, არამედ აღსდგნენ ცრუეპისკოპოსებსა და ცრუმოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ, შეძლებისდაგვარად, ეკლესია იხსნეს განხეთქილებისა და გაყოფისაგან“.

Правила Святого Вселенского Второго Собора, Константинопольского

Правило 1.
   Святые Отцы, собравшиеся в Константинополе, определили: да не отменяется Символ веры трех сот осминадесяти Отцов, бывших на Соборе в Никеи, что в Вифинии, но да пребывает оный непреложен: и да предается анафеме всякая ересь.

             

„უფალო… არა მტერთა შენთა ვუთხრა საიდუმლო შენი; არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა.“ (ზიარებისწინა ლოცვიდან)

Правила Святых Апостолов

Правило 70.
   Если кто, епископ, или пресвитер, или диакон, или вообще из списка клира, постится с иудеями, или празднует с ними, или приемлет от них дары праздников их, как то, опресноки, или нечто подобное: да будет извержен. Если же мирянин: да будет отлучен.

წმ. მოციქულთა 70-ე კანონი:

   „თუ ეპისკიპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელმა ურიებთან ერთად იმარხვოს ან იდღესასწაულოს, ან მიიღოს მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად, უცომო ან სხვა რაიმე მსგავსი, განიკვეთოს. ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

კომენტარი:

 მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, მარხვაში აღსარება და ზიარება აუცილებლობას წარმოადგენს და ეს არის სულის ცხონების უმთავრესი საწინდარი; მაგრამ — არა ეკუმენისტურ ტაძრებსა და ერეტიკულ ცოდვებში მხილებულ ცრუ მოძღვართა მორჩილებაში, რადგან უფლისმიერი საეკლესიო სამართლის „ორგზისი კრების“ მე-15-ე კანონი ასეთ მოძღვართა და ეკლესიათა იურისდიქციებიდან განდგომას ბრძანებს! გვახსოვდეს: ასეთ ეკლესიებთან შეერთებით, იქ აღსარებებითა და ზიარებით, პირიქით, უფლის სამსჯავროს წინაშე პასუხს ვაგებთ, როგორც ამქვეყნად არსებულ ყველაზე უმაღლეს და შეუნდობელ ცოდვაზე _ სულიწმიდის გმობაზე! 

იხილეთ ვიდეო-მხილება ერეტიკოსთა მიერ წმ. მოციქულთა წესების და „დიდი სჯულის“ კანონების ურცხვი დარღვევისა 

ზემოთ განთავსებული ბმულის გახსნის შემდეგ დაუწკაპუნეთ ცისფერი ეკრანის შუაგულში.

Attached Files:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: