მღვდელი გელასი აროშვილი

მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

პან-ეკუმენისტური ვაკხანალია საქართველოში

ბოლო ხანს საქართველო პან-ეკუმენიზმის საცდელ პოლიგონად იქცა. გახშირდა ერთობლივი განცხადებები და თავყრილობები სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა მონაწილეობით. შეიქმნა ერთობლივი ფრონტი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან მუსულმანები, იუდეველები, ბაპტისტები, მონოფიზიტები, ლუთერანები, ორმოცდაათიანელები… და საქართველოს საპატრიარქო. ერთობლივ განცხადებებში, რომელსაც ხელს აწერენ რაბინი, მოლა, პასტორი თუ კარდინალი და მათთან ერთად საპატრიარქოს მიტროპოლიტი (დანიელი) ვკითხულობთ: “ვაღიარებთ ურთიერთპატივისცემას, ვადასტურებთ კეთილგანწყობას და მზადყოფნას სხვა რელიგიურ უმცირესობებთან მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, …პროზელიტიზმის ყოველგვარი გამოვლინების გარეშე” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 20 ოქტომბერი, 2001 წ.).

მართლმადიდებლობის საშინელი გაცემა (ვიდეო)

როგორც ჩანს, საქართველოში ანტიქრისტეს რელიგიას (პან-ეკუმენიზმს) ეყრება საფუძველი, თორემ სად გაგონილა მართლმადიდებლობას იუდაიზმთან, ისლამთან ანდა მონოფიზიტობასთან თუ პროტესტანტიზმთან ურთიერთპატივისცემის ფიცი დაედოს? თუმცა ჩვენს დროში რა უნდა გვიკვირდეს. როდესაც “მართლმადიდებელი” პატრიარქი ირანის სულიერ ლიდერებთან შეხვედრისას ურთიერთთანამშრომლობაზე საუბრობს და ასეთ ლოზუნგს წარმოგვიდგენს: “სამყარო საჭიროებს ახალ ეთიკას”! ე. ი. ქრისტეს ეთიკა (ზნეობრივი მოძღვრება, მცნებები) მოძველდა? ე. ი. შესაბამისად საჭიროა ახალი მცნებები, ახალი რელიგია, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება, მათ შორის ირანელი მუსულმანებისთვისაც. მაგრამ “ეთიკა სხვა არაფერია, თუ არა გამოყენებითი დოგმატიკა, ხოლო წმ. კანონები – ეს რწმენის დოგმატებია, რომლებიც ქრისტიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებიან. გახდეს ქრისტიანის ცხოვრება ადოგმატური, არაკანონიკური, არაეთიკური – აი, რა უნდათ მწვალებლებს, გვთავაზობენ რა გაჩუმებას მშვიდობის მისაღწევად. გაჩუმებას დოგმატებზე, კანონებზე, მცნებებზე.” (არქ. იუსტინე პოპოვიჩი), ილია II კი აგრძელებს: “მე ვფიქრობ, ირანისა და საქართველოს რელიგიური ლიდერები და სასულიერო მოღვაწენი მზად არიან, რათა მსოფლიოს ვუჩვენოთ მაგალითი იმისა, რომ რელიგიური განსხვავებების მიუხედავად, შეგვწევს უნარი ურთიერთპატივისცემისა” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 3 ივლნისი, 2001 წ.). ამ სიტყვებს ტაშით ხვდებიან ამ წარმავალ სოფელში, მაგრამ ეს ხომ ქრისტეს, ჭეშმარიტების ღალატია!

mgvdgaroshvili-kol_1

ილია მეორის და მისი რჩეული მღვდლის მიხეილ ასათიანის ინტერკონფესიული სიამტკბილობა კათოლიკებთან

რა არის მთავარი მიზანი ამ ისტერიისა, რომელიც საქართველოშია ამტყდარი? რისთვის შეიქმნა ეს ინტერ-კონფესიური ფრონტი საპატრიარქოს მონაწილეობით? ვფიქრობთ იმიტომ, რომ აიკრძალოს მართლმადიდებლური პროზელიტიზმი, ე. ი. ჭეშმარიტების ქადაგება, ამიტომაცაა დაგმობილი პროზელიტიზმი ამ ერთობლივ ეკუმენისტურ განცხადებებში, რომლებსაც საპატრიარქოს წარმომადგენლებიც აწერენ ხელს. მაგრამ მართლმადიდებლური პროზელიტიზმის დაგმობა ხომ სულიწმიდის გმობაა, რადგან სულიწმიდის კარნახითაა ჩაწერილი ახალი აღთქმა, რომელიც პროზელიტიზმის აპოლოგია და ქრონიკაა. თუ არა იუდეველს, მუსულმანს, მონოფიზიტს, პაპისტს, ბაპ ტისტსს – მაშ, ვიღაც უნდა ექადაგოს მართლმადიდებლობა?

და კიდევ ერთი: ამ ინტერკონფესიურ ფრონტს თითქოს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად ქმნიან, თითქოს რელიგიური ნიშნით ძალადობაზე აპირებენ გალაშქრებას, მაგრამ ესეც ხომ რელიგიური ნიშნით ძალადობა იქნება! ყოველივე ეს კი მხოლოდ იმიტომ იგეგმება, რათა სხვადასხვა სექტამ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაავრცელოს თავისი ღვთისმგმობელური და სულის დამღუპველი მოძღვრებანი. შექმნილ სიტუაციაში გულხელდაკრეფილი ყოფნა დანაშაულის ტოლფასად მიგვაჩნია. საპატრიარქოს კაპიტულანტური პოზიცია კი სექტების გავრცელებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის ქვეყანაში.

 

Gelasi_Aroshvili_5

საპატრიარქო „სჯულის კანონის“  უხეში დარღვევით ხშირად იწვევს ერთობლივი ლოცვისთვის საკუთარ ტაძრებში სექტათა ცნობილ ლიდერებს; იხ. ამ სურათზე ბასპტისტურ-ევანგელისტური სექტის ლიდერები  სონღულაშვილი და ტყეშელაშვილი სვეტიცხოველში.

უაღრესად დამაფიქრებელია საერთაშორისო აქტიურობა საქართველოში პან-ეკუმენისტური იდილიის დამყარების საქმეში, მაშინ როდესაც მსოფლიოში ამდენი უმწვავესი რელიგიური დაპირისპირების კერები არსებობს. მაგ. ინდოეთი, ფილიპინები, ისრაელი, ტიბეტი, იუგოსლავია და სხვა, სადაც რელიგიურ ომებში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები. აღარაფერს ვამბობთ ჩრდ. ირლანდიაში მიმდინარე უსასტიკეს რელიგიურ ომზე პაპისტებსა და პროტესტანტებს შორის, რომელიც რამდენიმე საუკუნეა მძვინვარებს, ანდა უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის, ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძრის ორ თვიან ალყაზე და დაბომბვებზე.ჩვენი აზრით, ბოლო დროს საქართველოში ფართოდ რეკლამირებული ინტერ-კონფესიური სიამტკბილობა მართლმადიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. მისი ფესვები ძველი სიცრუიდან საზრდოობენ, რომელიც ამ ქვეყნად გვპირდება სამოთხეს და ანტიქრისტეს მოსვლას უმზადებს მსოფლმხედველობრივ საფუძველს.

mgvdgaroshvili-kol_2

ილია II და მიშა სააკაშვილი გლობალიზაციის ფერხულში

ლინკი:იხილეთ მამხილებელი „სლაიდ-შოუ“

 

3 Responses to “მღვდელი გელასი აროშვილი”

  1. ირაკლი Says:

    აბა რა უნდა ქნას პატრიარქმა? ზუსტადაც სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს სხვა რელიგიებისადმი! აბა მიდი შენ თქვი რო მხოლოდ ქრისტიანობაა ჭეშმარიტი და თავი დაგვანებეთ სხვა რელიგიებმა, თქვენთან არანაირი კონტაქტი არ გვჭირდებაო!!!!!!!

    ამით გამძაფრდება დამოკიდებულება ჩვენს მართმადიდებელ ეკლესიასა და მათ რელიგიას
    შორის. ისედაც მუსლიმები იმუქრებიან: ამერიკის ყველა მეგობარ ქვეყანას გადავუვლითო. ამერიკას თავისი თავი ვერ დაუცვია და ჩვენ როგორ უნდა დაგვიცვას? არ ვამბობ მართალს?

  2. AFXAZI Says:

    IRAKLIS: MAG E.W. KONTAQTIT RA MOUGIA SAQARTVELOS? AN MARTLMADIDEBLOBAS? RA LOGIKAA, GAUGEBARIA MASHIN ROM AR GADAGVIARON KATOLIKE-MUSULMAN-IUDEVLEBI ERTAD GAVXDET DA AGAR GADAGVIVLIAN? SAERTOD QARTVELI TU XAR? DA SHENI WINAPARI DIDGORIS OMSHI TUA NAMYOFI? RA SAXELS ARCXVEN !!! ramdeni wlis xar zmobilo? aq wkuas rom aswavli “rjulis kanonis” shemdgenel wminda mamebs?…

  3. lazi Says:

    თუკი იტყვი სიმართლეს და მოიქცევი ჭეშმარიტად, უფალი აუცილებლად დაგიცავს., მაგრამ, თუ შენ ეჭვი გეპარება,რომ ეს ასე იქნება, მაშინ არ იქნება. დავით აღმაშენებელს დიდგორის ბრძოლის დროს,რომ არ ეთქვა ის სიტყვები,რაც სთქვა და რა თქმა უნდა სწამდა კიდეც, ვერავითარი ჩვენი მკლავი, მაჯა, იარაღი, ომის ნიჭი,უდანაშაულობა და სამშობლოს სიყვარული!!! ვერ გვიშველიდა-დარწმუნებული იყოს ყველა. ასე, რომ ყველაფერი მარტივია, მაგრამ რწმენაა რთული და ძნელი. (რა თქმა უნდა ჩემთვისაც.)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: