სამგზის ანათემა!

„სამგზის ანათემა (წყევლა) ყოველივე სიახლეს; სამგზის ანათემა საეკლესიო გარდამოცემისა და წმიდა, ნეტარხსენებულ მამათა კანონების წინააღმდეგ ქმედებას!“ (VI მსოფლიო კრების VIII კანონი).

  • მოციქულთა 65-ე კანონი:

თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.

 

შეაჩვენებდით პაპს, რამეთუ ყველა ბოროტება მისგან მომდინარეობს! (წმ.კოზმა ეტოლიელი)

მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“

ლინკი:იხილეთ მამხილებელი „სლაიდ-შოუ“

მიმდინარეობს ვატიკანისა და კონსტანტინეპოლის გამალებული მზადება გაერთიანებული რელიგიისათვის, ანტიქრისტეს რელიგიისათვის, და ეს ბოლო შეხვედრა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სამგზის ანათემას გადაცემულ კათოლოციზმის ერესის მსოფლიო წინამძღვრ რომის პაპსა და მსოფლიო ეკუმენისტ პატრიარქ ბართლომეოსს შორის და მათი დაუფარავი ღვთისმგმობელი თანალიტურგია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჟამი უფლის მეორედ მოსვლისა და საყოველთაო სამსჯავროსი ახლოა. რადგან მსოფლიო განდგომილება ქრისტეს სჯულიდან, ოფიციალური მსოფლიო „მართლმადიდებელი“ ეკლესიების ევქარისტიული ერთობისა, ეს ყველაზე დიდი ნიშანი გატიალების სიბილწისა, უკვე სახეზეა, და ქვემოთ მოხმობილი ეს შემაძრწუნებელი ვიდეო მასალაც სრულად გვიდასტურებს ამას. არავითარი სურვილი გამოსწორების, სინანულის, პირიქით შემზარავი საქმეები ოფიციალურ „მართლმადიდებელ“ ერესიერარქთა მხრიდან გრძელდება, უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან წარწყმედის ჭაობში და ხალხსაც ითრევენ. საქართველოს პატრიარქ ილია მეორის, კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსის, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსის, რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის, რუმინეთის პატრიარქ თეოქტისტეს, სერბეთის, ბულგარეთის და სხვა ოფიციალურ „მართლმადიდებელ” ეკუმენისტური ეკლესიის პირველიერარქთა მხრიდან, წმიდა ეკლესიის 7 მსოფლიო კრების ღვთაებრივი კანონები უარყოფილია, ღმერთის მოძღვრების დოგმატები შეგინებულია, უფლის მრავალი აკრძალვა და მცნება ფეხქვეშ გათელილია.

  • მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.“
  • ლაოდეკიის კრების 33 კანონი: მწვალებელთან და განდგომილთან ერთად ლოცვა არ შეიძლება.

ქრისტეს მოძღვრებას უარყოფენ და მაინც მისი სახელით მოქმედებენ, რათა მოატყუონ ხალხი, შეიტყუონ მახეში და წარწყმიდონ.

ლათინებზე ბრძანებდნენ ათონელი ბერები იმპერატორ მიქაელ პალეოლოგისადმი მიმართვაში: „მათ მეფეო ცვლილებებისა და დამახინჯების გარეშე არ დაუტოვებიათ სარწმუნოების უმთავრესი დოგმატები. ამიტომაც არა მხოლოდ განვარდებიან ქრისტეს ეკლესიიდან, არამედ გადაეცემიან სატანას. მათ თითქმის მთლიანად დაამახინჯეს სახარებისეული, სამოციქულო, კანონიკური და წმიდა მამათამიერი გარდამოცემა. რომელი გონებადაბნელებული გაბედავს წამოსცდეს მოხსენიება ასეთი (პაპისტებთან თანამლოცველი პატრიარქის) სახელისა? ვინც სულიწმიდის მიერ არის განკვეთილი, როგორც ღმერთზე და წმიდანებზე აჯანყებული?!

რა თქმა უნდა, ასეთი პატრიარქები უკანასკნელ ადგილსაც კი არ იმსახურებენ, მაშინ როგორღა იქნებიან წინამძღვარნი? ტფუუ! ფურთხის ღირსნი არიან მხოლოდ!“ აი, ასე ამხილეს ათონელმა ბერებმა კონსტანტინეპოლის პატრიარქი – იოანე ვეკკა მეფის წინაშე, როდესაც მეფე და პატრიარქი ლათინებთან გაერთიანებას ცდილობდნენ.

ვიდეო:

ანტიმართლმადიდებლური გლობალიზაციის ფორუმი

ეს ვიდეო იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ილია მეორე მიხეილ სააკაშვილთან ერთად საკუთარი პირით აღიარებს, სექტებისა და ყოველგვარი ერესის დამკვიდრებას ისინი რომ ხელმძღვანელობენ საქართველოში; ეკუმენიზმის მწვალებლობის ასეთი ურცხვი საჯარო ქადაგება , მართლაც რომ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს მსოფლიო აპოსტასიაში. ხოლო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა რუის-ურბნისის კრების ღვთაებრივი განაჩენი ამ ორი უმაღლესი ერეტიკოსის ინტერკონფესიური გლობალიზაციის საჯარო ქადაგების საწინააღმდეგოდ ასეთია: „ყველა მწვალებელი შეჩვენებულ იყოს! ყველა მართლმადიდებელ კურთხეულ იყოს! ყველა მწვალებლობის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება !“ (წმიდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა)

ინკი: იხილეთ მართლმადიდებლობის საშინელი გაცემის მამხილებელი ინფორმაცია

ლინკი:იხილეთ მამხილებელი „სლაიდ-შოუ“

ლინკი:პატრიარქი ბართოლომეოსი წმიდა მამების წინააღმდეგ!

კომენტარი: როგორც ეს ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოს მეორე მუდმივად შედის სალოცავად, როგორც კათოლიკურ მწვალებლურ ტაძრებში, ასევე_ კონსტანტინეპოლის იურისდიქციის თავის ტაძრებში პაპისტ მწვალებლებს სისტემატიურად იღებს სალოცავად, ამდენად მოციქულთა 65 კანონისა და მოციქულთა 45 კანონის ძალით_ განკვეთითა და შეჩვენებით არის მსჯავრდებული. იგივე მწვალებლურ ქმედებებს სჩადიან სხვა ქვეყნების მსოფლიო ეკუმენისტური „მართლმადიდებელი“ ეკლესიების პირველიერარქები და ისინიც, უფლის მოციქულთა ამ ორი და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვაკანონთა ღვთაებრივი ვერდიქტით განკვეთით და შეჩვენებით არიან მსჯავრდებულნი.

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრესსამსახური

 

14 Responses to “სამგზის ანათემა!”

  1. ირაკლი Says:

    ზვიად გამსახურდია პოლიტიკოსად არ ვარგოდა.კი, ისე როგორც მეცნიერი და ა.შ. კარგი იყო, მაგრამ არ ვარგოდა პოლიტიკოსად. სულ მის ცოლ მანანას ჰყავდა გამოჭერილი ხელში და რაც უნდოდა იმას აკეთებინებდა. პატრიარქზე კი მასე ნუ ლაპარაკობთ–არ გაიკითხო რათა არ განიკითხო! ვითომ ამხელთ და მხელას ამოფარული განმკითხველები ხართ! ამიტომ ძალიან გთხოვთ ასეთი ცილისწამებით პატრიარქისადმი და სამღვდელოებისადმი
    თავი შეიკავეთ.

  2. AFXAZI Says:

    IRAKLIS: ETYOBA PATARA BIWI XAR DA AR ICI RAS WER, araushavs rom gaizrdebi yvelafers mixvdebi, manamde EDUARD-giorgi-IUDA DA MIXEIL-CRU MOMIKITXE( ERIS AMOMGDEBI “POLITIKOSEBI”), religiis ministri ar dagaviwydes am oris sulieri mama da ERIS MKVLELI…MALE MOVA MAGATI DRO…IMIS ZALAS VENACVALE…

    • davit Says:

      ბატონო აფხაზო, აი ვინ გამოზარდა ირაკლი შიოლაშვილმა, მთელი თაობა ეშმაკების, თანაცა ამ მოანეგდოტე ლეგიონს ხელმძღვანელობს საპატრიარქოს ღვიძლი შვილი მუსიკანტი დათიკო, ვორნავს და ვორნავს ”დათი” – წმინდა მამების წერილებს და ყველასა თუ ვინმემ სიწმინდეზე დასძრას კრინტი, ხოლო აი კიდევ განაახლეს ტარტაროზებმა ანეგდოტები და მუსიკანტი დათიკო ანუ საპატრიარქოს სინოდის პატრიარქის ქადაგებების კურატორი სამების ტაძარში მოდერატორი დათიკო აბაირამებს ანეგდოტებს უკვე ამა წლის სექტემბრის თვეშიც სახელოვან თბილისის ფორუმზედ მას შემდეგ რაც დიდგორი დასაჯეს, ნახეთ ნახეთ ბატონო აფხაზ რა ანეგდოტები განაახლა ქრისტეზე მხეცთა ლეგიონმა: ”http://forum.ge/?f=84&showtopic=33728149&st=510
      —————————————
      საეკლესიო ხელისუფლება არსებობდეს და ამას უნდა ბედავდეს ვინმე? ჰა? არა, ვერ უნდა ბედავდეს მართლმადიდებელ ქვეყნაში ვერავინ, მაგრამა საპატრიარქოს სულიერი შვილი დათიკო აბედვინებს საპატრიარქოს კურთხევითა! სამგზის ანათემა შიოლაშვილს, დათიკოსა, ეგრისა და ანეკდოტებით ქრისტეს ყველა შეურაცხმყოფლებსა! ამინ!

      • davit Says:

        ადრე ვთქვათ არ იცოდნენ რა ცოდვაც იყო ანეგდოტების დაწერა უფალზე და წმინდა მოციქულებზე, დიდგორზე გამოქვეყნებული წმინდა წერილების და კანონებისდა მიხედვით ხომ გაიგეს? გაიგეს, აბა არ გაიგეს? მაგრამა ხედავ შენა, ერთ ყურში შეუშვეს და მეორედან გაატარეს, ამიტომაც ღმერთმა განსაჯოს თავისი ანათემით ეგ წყეულები; კახეთის წყალდიდობები და საქართველოზე მოვლენილი სასჯელები მრავლდება და მრავლდება რადგან ასეთი ადამიანები ეტყობა იეღოვას მოწმეებივითა მომრავლებულნი არიან:
        ”http://forum.ge/?f=84&showtopic=33728149&st=510

      • გიორგი Says:

        Иерусалимский Патриарх наградил генерального секретаря ВСЦ орденом Креста Гроба Господня
        ——————-
        Патриарх Иерусалимский Феофил II наградил 2 сентября в Иерусалиме генерального секретаря Всемирного совета Церквей д-ра Олафа Фуксе Твейта орденом креста Гроба Господня, сообщает официальный сайт ВСЦ.

        Твейт находился в Иерусалиме вместе с делегацией ВСЦ, которая проводила встречи с представителями Церквей – членами ВСЦ в регионе, а также мусульманскими и еврейскими лидерами.

        Орден креста Гроба Господня — награда, которая вручается Иерусалимской Православной Церковью.

        “Мы полностью поддерживаем работу Всемирного совета Церквей и Вашу деятельность, особенно в области борьбы за мир, справедливость и примирение”, – заявил Патриарх Феофил во время церемонии вручения креста.

        “Иерусалимский патриархат особенно остро разделяет Ваше беспокойство о мире на Ближнем Востоке на благо всех людей в этом регионе и для постоянного присутствия христиан на Святой Земле”, – добавил он.

        Патриарх Феофил заверил Твейта в поддержке деятельности ВСЦ Православной Церковью, заявив, что экуменическое движение призвано способствовать “единству без смущения” между Церквями.

        “Экуменическое движение — это движение креста, и это является прекрасным напоминанием того, как крест объединяет нас в нашей вере и служении”, – сказал Твейт, принимая награду.
        http://www.portal-credo.ru/site/?act=news&id=79601

      • გიორგი Says:

        Ο ΠΑΤΡΙΑΡΧΗΣ ΒΑΡΘΟΛΟΜΑΙΟΣ ΣΕ ΕΒΡΑΙΚΗ ΣΥΝΑΓΩΓΗ 1

      • გიორგი Says:

        აი ახლა აქ ნახეთ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი, რა უცნაური ცეკვებით ერთობა!
        Istanbul 1997 dance for the Ecumenical Patriarch

    • ნიკა Says:

      экуменизм – II


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: