ქრისტეს საშინელი სამსჯავრო

უფლის მეორედ მოსვლის საშინელი სამსჯავრო

ვინც გაიხსენებს ქრისტეს საშინელ სამსჯავროს, განა მაშინვე არ შეშფოთდება საკუთარი სინდისის წინაშე და არ აიტანს შიში და უძლურება, როდესაც წარმოიდგენს სამსჯავროს სიმკაცრეს, რომელზეც განხილული იქნება ადამიანის მიერ გამოჩენილი თვით ყველაზე უმნიშვნელო უყურადღებობაც კი საკუთარი ცხონების საქმეში? ყველას შეიპყრობს საშინელი შიში სასტიკი სასჯელის მოლოდინში და არავის ეცოდინება, რით დამთავრდება მისთვის სასამართლოს განაჩენი. ღვთაებრივი სასამართლო იქნება მოუსყიდავი, მართალი მსჯავრით ჩატარებული. ყველა ჩვენს მოქმედებას განეწესება ის სასჯელი, რაც ჩვენი მოქმედებით მოვიპოვეთ საკუთარი თავისათვის. უდიდესი იქნება შიში, ძრწოლა და ცახცახი. ღმერთი შეკრებს თვალუწვდენელ სასამართლოზე დედამიწისეული ცხოვრების დროს ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვათა საშინელ წიგნებს, სადაც დაწვრილებით იქნება აღწერილი ადამიანთა საქმეები და განხილული – ჩვენს ბაგეთაგან წარმოთქმული თითოეული სიტყვაც კი. გაცხადდება ყოველი, რაც კი გვიფიქრია დაფარულად და განგვიზრახავს გულითა და გრძნობით კაცთაგან მალულად. მაშინ, მოგვეთხოვება ყველას წმიდა აღმსარებლობა, მართლმადიდებელი ნათლობის აუცილებლობა, ჭეშმარიტი რწმენა, შეუბღალავი ყოველგვარი ერესისგან. პასუხი მოეთხოვება ზეციური ეკლესიის სიაში ჩაწერილ ყველა ადამიანს და ღვთის სამართლის წინაშე ჩავაბარებთ ყველა ანგარიშს. ძლიერები ძლიერად გამოიცდებიან, ვინაიდან მეტი მიეცათ; ამიტომაც, მეტს მოითხოვენ მათგან. და თქვენ, ქრისტეანებო, როგორი საზომითაც ზომავდით, იმავე საზომით გაიზომებით. არცერთი გულითადი განზრახვა არ დარჩება გაუხსენებელი, დაფარულში არ დარჩება არცერთი იქედნურად და ჩურჩულით ნათქვამი. მეფე და მსახური, მღვდელმთავარი და მორჩილი, მკურნალი ექიმი და ავადმყოფი, ყველა თავისი საქმეებით წარსდგება მართალი მსაჯულის წინაშე და უფალი ღმერთი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა დაფარულს ღიად გაასამართლებს, ცა და მიწა ძრწოლვას დაიწყებს მის წინაშე, მთები და ველები ფოთლებივით აცახცახდებიან მის ერთ შეხედვაზე. ზეციური მხედრობა თან ახლდება იესუ ქრისტეს და იგი ჩადგება სასუფევლისა და ჯოჯოხეთის გზაგასაყარზე. მოუნანიებელი ცოდვილები ჩაიყრებიან დაუსრულებელი წყევლის საშინელ გეჰენიაში, ხოლო მართალნი – მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელნი, შემკულნი კეთილი საქმეებით, ცოდვებისგან აღსარებით განწმედილნი – უხრწნელი მარადიული სიცოცხლით შეირაცხებიან სასუფევლის ნეტარ სანახებში. მთელი დიდებით წარმოსდგება ღმერთი სამსჯავროზე და ამაღლდება თავის მტრებზე. მისი რისხვის წინაშე მდგომი ყველა ქმნილება მკვდარივით გაშეშდება და აუტანელი იქნება მისთვის უფლის რისხვა და სისასტიკე. ღვთაებრივი მოსამართლე დაბრძანდება ცეცხლოვან ტახტზე. მას მოიცავს ირგვლივ ზღვა და მის გარშემო მოელვარე ცეცხლის ალთაგან წამოვა ცეცხლოვანი მდინარე. ეს იქნება ის ჟამი, როდესაც ღმერთი გამობრძანდება თავისი სამყოფელიდან, რათა აღასრულოს დედამიწის მკვიდრთა სასამართლო. იგი მოვა ბრწყინვალე ზეციური ძალებით გარშემორტყმული; ესენი იქნებიან ძლიერი დასები, უფლის ბრძანების თანახმად განმგებელნი მზის ამოსვლისა და ჩასვლის, ქარისა და წვიმის მოქმედების, ჰაერის კეთილისმყოფლობის, სიცოცხლის აყვავებისა და შემდეგ, მისი კვდომის, ზღვებისა და მდინარეების, ვულკანებისა და ოკეანეების მმართველნი ღმერთის ხელმწიფებით  და სიცოცხლის ყოველგვარი გამოვლინების გამგებელნი. მრისხანე სასამართლოზე ზეციური დასები წარსდგებიან მოწმეებად და ადამიანთა მსჯავრმდებლებად. ვინ გაუძლებს ამ საშინელ მართლმსაჯულებას, რომელზედაც არ დარჩება განუსჯელი ადამიანთა არც ერთი გამოხედვა, არც ერთი თვალის დახამხამება. მაგრამ სულით ნუ დაეცემით. მოისმინეთ და გამხნევდით: როგორი საშინელიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება უფლისა, თუკი ადამიანი მოინანიებს მთელი გულით თავის ცოდვებს და ეზიარება უფლის სისხლსა და ხორცს, ცრემლის ერთი წვეთით გამოისყიდის ყველა თავის თანანადებს (ვალს). ეს სასამართლო ვერ მოისყიდება ფულით, მლიქვნელობით და რაიმე ავტორიტეტით, რადგანაც იგი იქნება ღვთისა და – უკანასკნელი განმსაზღვრელი ადამიანთა სამუდამო ადგილსამყოფლისა. გახსოვდეთ, როგორც ვერ გავექცევით საკუთარ თავს, ისე, ვერსად დავემალებით ღვთის მომავალი სასტიკი სამსჯავროს განაჩენს.  განა, ჩვენი ცხოვრების მანძილზე არ გვირჩევნია, უმალ მოვკვდეთ, ვიდრე გავუმხილოთ ჩვენს ერთგულ მეგობრებს საიდუმლოდ ჩადენილი ჩვენი დანაშაული? ხოლო როგორი განცდა დაგვეუფლება მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი ცოდვა გამხელილი იქნება ანგელოზთა ბრწყინვალე დასის წინაშე და წარმოდგენილი ჩვენს თვალთა წინაშე?! ამ საშინელ დღეს სული ხორცისაგან არ იქნება გაყოფილი, არამედ მთლიანობით იქნება პასუხისმგებელი ყველა ჩადენილ ცოდვაზე, რომელიც აღრიცხული, ჩაწერილი იქნება ზეციურ წიგნებში და გადაშლიან უფლის სასამართლოზე ჩვენს განსასჯელად. უფლის სამსჯავროზე ჩვენ, ყველა, წარვსდგებით შიშვლები; იქ აღარავის გამოადგება ორატორული ნიჭი სიმართლის დასათრგუნად, ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად; გამოუსადეგარი იქნება მჭერმეტყველება და მაღალფარდოვნება საკუთარი დანაშაულის დასაფარად; მოხუცებულობით აღარავის შეიწყნარებენ; აღარაფერში წაგვადგება კეთილშობილური წარმომავლობა და სახელგანთქმულობა. ჩვენი სახის და სხეულის სილამაზით ვეღარაფერს გავაწყობთ უფლის მრისხანების წინაშე…
                 
თარგმანი შესრულებულია რუსულიდან – მართლმადიდებლური    ღვთისმეტყველების კატეხიზმო:  
„რწმენა, იმედი და სიყვარული“.

წერილის PDF-ფორმატში სანახავად გთხოვთ ჩამოიტვირთოთ ეს დოკუმენტი

Attached Files:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: