წერილი „ასავალ-დასავალს“

ღია წერილი ბ-ნ ვ. ხარჩილავას და პატრირქისტებს

asaval-dasavali_da_vashingtoni

asaval-dasavali_da_vashingtoni_1

ვაქვეყნებთ წერილს, რომელიც გავუგზავნეთ  საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მხილებითა და დემოკრატიულობით  სახელგანთქმულ გაზეთ „ასავალ-დასავალს“  და მის გამოქვეყნებაზე უარი მივიღეთ. მათი პასუხი ასეთია: „როგორც ამ ქვეყნის შვილებს, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ამ პათოსით მოქმედება; ყოველ შემთხვევაში,  ჩვენ, საერო პირებს, ამისი უფლება არა გვაქვს. დღეს მართლმადიდებლობას ბევრი უტევს, რაც ამ ეტაპზე დამღუპველად გვეჩვენება… ამიტომ, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი საქმისაგან!“. აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე — ღმერთის კანონმდებლობის თანახმად, უფლის გამცემელი, სექტების მფარველი, ეკუმენისტი სამღვდელოების მართლმხილება ყოფილა ანტისახელმწიფოებრიობა; ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამამხობელი და ძმათამკვლელი ომის გამჩაღებელი ზნედაცემული სამღვდელოების მხილება ყოფილა ანტისახელმწიფოებრიობა; იმ სამღვდელოებისა, რომელიც სიხარულის საზეიმო ბანკეტებს იხდიდა და ჭიქებს უჭახუნებდა ერთმანეთს იმ დროს, როდესაც ქართველი ერი  სისხლში ცურავდა! და იმ დროს, როდესაც ჩვენი ღვთისნიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მტერთაგან სასიკვდილოდ და დასახვრეტად გადადებული, ცრემლით მიიკვლევდა გზას ხან სასომხეთში და ხან კიდევ სად!  სუკის გენერლის, მოლების და ბაპტისტების მეგობარ ილია მეორეს მხილება ყოფილა, თურმე, ანტისახელმწიფოებრიობა! იქნებ,  ანტისახელმწიფოებრიობაში ბრალი დასდონ ზვიად გამსახურდისაც, რომელმაც ილიასა და მის სამღვდელოებაზე წარმოთქვა ეს მართლმხილება: „წითელი სამღვდელოება, ეს არის ანტიქრისტეს დამკვრელური ძალა“! საერო პირებს არა გვაქვს  სამღვდელოების მხილების უფლებაო! მაგრამ მამა გიორგი (სხილაძე) ხომ მღვდელი არის, რომელსაც „ასავალ-დასავალმა“ ადრე არ გამოუქვეყნა ერეტიკოსი სამღვდელოების მამხილებელი ინტერვიუ და შემდეგ, „გუშაგმა“ და „დიდგორმა“ გამოაქვეყნა?! საქართველოს ამომგდები ილია მეორეს მეხოტბე „ასავალ-დასავალის“ ანტიეკლესიურ საქმიანობას მომავალში ცალკე წერილს მივუძღვნით, ხოლო, ახლა, ბატონ ვახტანგ ხარჩილავასადმი მიმართულ იმ წერილს ვაქვეყნებთ, რომელიც თავისდა სამარცხვინოდ არ გამოაქვეყნა „ასავალ-დასავალმა“ და ამის გამო, მას ღვთის კანონმდებლობით ანტიმართლმადიდებლურ საქმიანობაში ედება ბრალი.

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრეს-სამსახური

P.S.

სამაგიეროდ, ამ „დემოკრატიული“ გაზეთის მთავარი რედაქტორისა და გამომცემლის — ბატონი ლაშა ნადარეიშვილის პატივისცემის ნიშნად ვაშიგტონში, კაპიტოლიუმის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების დროშა აღიმართა!

წერილი „ასავალ-დასავალს“

თუკი ღმერთია ბრალმდებელი საქართველოს პატრიარქის ილია მეორესი და მისი სინოდისა ერეტიკულ მომაკვდინებელ ცოდვებში, როგორ ბედავს გაზეთი „ასავალ-დასავალი”, მართლმადიდებელი ეკლესიიდან უფლის კანონმდებლობით   განკანონებულ მწვალებელს აცხადებდეს უწმიდეს პატრიარქად და მისი მწვალებლობით ხრწნიდეს ქართველ ერს?!

  • დიდი სჯულისკანონი” , ნაწილი IX: ,,ეპისკოპოსთა და სხვა სასულიერო პირთა ცოდვებისა და მსჯავრის შესახებ…”; თავი XXXIII: „სამღვდელო დასის წარმომადგენელთა ცოდვა თუ იცის ვინმემ და არ განაცხადოს:
  • ბასილი დიდის კანონი 71″: „ვინც მოწმე იყოს ყველა ზემოჩამოთვლილი ცოდვისა და თვითონ კი არ აღიაროს, არამედ სხვამ ამხილოს, რომ იცის ცოდვის შესახებ, იმდენ ხანს იყოს დასჯილი ისიც, რამდენ ხანსაც განკანონებული იქნება თვითონ ცოდვის ჩამდენი”.

„ჯოჯოხეთში ყველაზე უფრო შემზარავ ადგილას დაიტანჯებიან უღირსად მწირველი მღვდლები და აღთქმის დამრღვევი მონაზვნები.“

წმ. მარკოზ ეფესელი

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ (N18, 2007 წ. ) გამოქვეყნდა ვახტანგ ხარჩილავას წერილი სათაურით: „მართლმადიდებლობას გააჩნია ზუსტად ჩამოყალიბებული ფორმულირებები, რომლებიც საერთო უნდა იყოს მართლმადიდებელი ხელისუფლებისთვისაც და მართლმადიდებელი ოპოზიციონერებისთვისაც“.

ამ წერილმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება და გადავწყვიტეთ, განვიხილოთ იგი, რადგან მასში გამოხატული კი არის მართლმადიდებლობის თაყვანისცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, მართლმადიდებლობას არ წარმოადგენს ის იერარქია, რაც ავტორს მიაჩნია პატივისცემის და თაყვანისცემის ღირსად. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ იერარქიის მოძღვრება არის მწვალებლობა, და უფრო მეტიც, მწვალებლობის უკიდურესი სახე _  პან-ეკუმენისტური ერესი, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ქრისტიანულ კონფესიებად სახელდებულ სექტებთან მეგობრულ ერთობაში, არამედ ქრისტეს საერთოდ უარმყოფელ იუდეურ, მონოფიზიტურ, მუსულმანურ რელიგიათა ლიდერებთან „საქართველოს საპატრიარქოს“ წარსულ თუ დღევანდელ თანამეგობრობაში.

ამ წერილის ავტორი, ბატონი ვახტანგ ხარჩილავა, მართლმადიდებლობას და პან-ეკუმენისტურ ერესში ბრალდებულ დღევანდელი ოფიციალური ეკლესიის უმაღლეს იერარქიას აიგივებს ერთმანეთთან და ამიტომ, მიუხედავად ავტორისადმი ჩვენი დიდი პატივისცემისა, იძულებული ვართ, ვუთხრათ მას, რომ იგი არასწორად, ანტიეკლესიურად განსჯის; უნდა მივუთითოთ მას  ღვთაებრივ სამარათლზე, რადგან, როგორც სჩანს, ბატონმა ვახტანგმა არ იცის წმიდა ეკლესიის წმიდა მამათა კოდექსი, რომელიც განკვეთასა და ანათემას განუწესებს იმ პატრიარქს და მის მორჩილ სინოდს, რომლებიც მას მართლმადიდებელ ეკლესიად მიაჩნია.

PUTINI_DA_EKUMENISTEBI 

ხოლო ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, მამა ბასილ მკალავიშვილის სახით, დღეს ციხეშია გამომწყვდეული, როგორც ეს ღვთისმბრძოლი ბოლშევიკების დროს ხდებოდა — როდესაც გააციმბირეს, ციხეებში განაწესეს, დახვრიტეს და ემიგრაციაში გაასახლეს თუ იძულებით გადაასახლეს ჭეშმარიტი სამღვდელოება, ხოლო ,,სერგიანული“ სამღვდელოების „მართლმადიდებლობა“ ფეხქვეშ ეგებოდა მაშინდელი ბოლშევიკური რეჟიმის ღვთისმგმობელობას. დიახ, დღესაც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია სამოციქულო და წმიდამამათამიერი მოძღვრების ერთგულების გამო, მამა ბასილის გარდა, სხვა ჭეშმარიტი მღვდლების: მამა ზურაბისა და მამა გელასის (აროშვილები), მამა გიორგის (სხილაძე), მამა გრიგოლის (კობახიძე) სახით, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან დევნას განიცდის  და ეს ჭეშმარიტი სასულიერო პირები გამოცხადებული ყავთ სქიზმატიკოსებად ან განკვეთილებად.

მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიაში ადამიანი კი არა, ღმერთი განაწესებს  განკვეთასაც და ანათემასაც, რადგან ვინც კი გაბედავს და ეურჩება ეკლესიის წმიდა კანონებს ან მოძველებულად თვლის წმიდა მამათა დადგენილებებს, მაშინ, იგი ისე გაკადნიერებულა ამპარტავნებით, ისე დაბნელებულა ღვთის არმოშიშებით, რომ თავხედდება და ბედავს, ეკამათოს თვალშეუდგამი სამყაროს მეუფეს — ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის განმგებელსა და ყოველი არსის ხელმწიფე უფალს — და არ ცნობს მის კანონიკურ განწესებებს, არ მორჩილებს უფალივით მარადიულ მის უმაღლეს ღვთაებრივ კოდექსს. ან განა ვის ძალუძს ამ სამართალის წინააღმდეგ გამოსვლა და უფლის კანონებთან შეკამათება?!  

ეკლესიის კანონთა მიხედვით, დავასახელოთ და პირდაპირ ჩამოვთვალოთ, თუ რატომ არ შეიძლება გაიგივდეს დღევანდელი საქართველოს ეკლესიის პირველიერარქი-პატრიარქი ილია მეორე და მისი სინოდი მართლმადიდებლობასთან. დავიწყოთ იმით, რომ  მართლმადიდებლობა არის ის, რაც დედამიწაზე ჩვენი ხსნისათვის განკაცებულმა ღმერთმა, ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასმა, ძე ღვთისამ, იესო ქრისტემ დაგვიდგინა, ხოლო მართლმადიდებელი ქრისტიანი კი არის ის, ვინც ღვთისგან დაფუძნებული მართლმადიდებლობის უწმიდეს კანონმდებლობას ყველა საკითხში ემორჩილება.

ჭეშმარიტი ღმერთი ერთია ამ სამყაროში, რაც მან ათი მცნების პირველ და მეორე მცნებად დაგვიწერა სჯულის ფიცარზე: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“. მაშასადამე, უცხო და  ცრუ ღმერთების რელიგიათა  აღმსარებლობა ,,ძველი აღთქმიდანვე“ აგვიკრძალა უფალმა, ხოლო ვინც საეკლესიო სამართალში ვერ ერკვევა, ათი მცნება ხომ მაინც კარგად უწყის ზეპირად და იხილოს, ყოველ ნაბიჯზე პირველ და მეორე მცნებას თუ როგორ უხეშად არღვევს საქართველოს ეკუმენისტური ეკლესიის უმაღლესი იერარქია, რაც გამოიხატება ცრუ ღმერთების რელიგიათა ლიდერებთან პან-ეკუმენისტური მეგობრობით და მათთან რელიგიურ-კერპთაყვანისმცემლური კავშირ-ურთიერთობებით. ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს კი, რომლებიც ამ ერესიერარქებს ღვთის მცნებათა და კანონთა მორჩილებას შეახსენებენ, სასწრაფოდ სქიზმად (განხეთქილება) გამოაცხადებენ, განკვეთას, ტაძრებიდან განდევნას და დასჯას არ აკლებენ.

889_patriarqi da mwvaleblebi

ბატონ ვახტანგს შევახსენებთ, რომ ღმერთის კანონმდებლობით არ შეიძლება მართლმადიდებლობასთან გაიგივდეს ის „პატრიარქი“, ვინც სულ ცოტა ხნის წინ სექტების მსოფლიო ორგანიზაციის — „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ პრეზიდენტი იყო და თავისი სიტყვით და საქმით მსოფლიოში სექტანტური მსოფლმხედველობის გავრცელებას ემსახურებოდა. რა თქმა უნდა, ბატონ ვახტანგს მშვენიერი აზრები გააჩნია ქართული სახელმწიფოს გადარჩენის და ქართველი ერის ისტორიაში ქრისტიანობის უმთავრესი და აღმატებული მისიის შესახებ და ამიტომ, ვთხოვთ მას, არ გაგვინაწყენდეს, თუკი ვეტყვით, რომ აუცილებელია, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი ეკლესიურ თემაზე წერის დროს ხელმძღვანელობდეს იმ წმიდა კანონების მორჩილებით, რომლებიც თავად ღმერთმა დაგვიდგინა თავის წმიდა მოციქულთა და ეკლესიის წმიდა და ღვთისმეტყველ მამათა მეშვეობით და გვიბრძანა, არ გადავიდეთ ამ კანონთა და წმიდა დოგმატთა პირველგანჩინებულ საზღვარს. ხოლო წმიდა ეკლესიის სამართლის კანონთა წინააღმდგომნი და ურჩნი კი, სამღვდელო იქნება იგი თუ ერისკაცი, უფალმა თავისი ანათემით სატანასთან და მის მომხრე ანგელოზებთან ერთად ჯოჯოხეთის უფსკრულებს გადასცა თავისი რისხვის სიტყვებით: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული“ (მათე 24, 41)!

მართლმადიდებელი რწმენის დოგმატებიდან და კანონებიდან ყოველგვარ გადახვევას წმიდა ეკლესია არა მხოლოდ ერთ-გზის, არამედ სამ-გზის ანათემას გადასცემს: „სამ-გზის ანათემა ყოველივე სიახლეს, სამ-გზის ანათემა საეკლესიო გარდამოცემისა და წმიდა, ნეტარხსენებულ მამათა წინააღმდეგ ქმედებას“ (VI მსოფლიო კრების VIII კანონი)!

მაშასადამე, ბატონო ვახტანგ, ის სამღვდელოება, ვინც არღვევს წმიდა ეკლესიის კანონებს და განმაახლებლობს, ე. ი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ადამიანურ ბრძნობას ღვთის სიბრძნეზე მაღლა აყენებს და ეკლესიურ საქმეებში ამ ადამიანური ბრძნობით მოქმედებს, სამგზის ანათემის სასჯელით ისჯება. ხოლო თქვენს მიერ აღიარებულ პატრიარქს და მის სინოდს ბოლო ჟამის ერესთა-ერესში — ეკუმენიზმში საეკლესიო სამართლით ედება ბრალი, რაც გამოიხატება: სექტებთან და ყველა სახის ერეტიკოსთან თანალოცვით, მათი ზიარებით, მათ ერეტიკულ საკერპო ტაძრებში შესვლით, იქ მღვდელმოქმედებათა აღსრულებით, ერეტიკულ მოძღვრებათა საჯარო ქადაგებებით, წარმართულ-კერპთაყვანისმცემლურ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღებით, მწვალებლებისგან ძღვენის და ლოცვა-კურთხევის აღებით და სხვა ერეტიკული ქმედებებით. ამ დანაშაულებრივ საქმეთა მიხედვით, დღევანდელი ოფიციალური ეკუმენისტური ეკლესიის უმაღლესი იერარქია მართლმადიდებელი რწმენიდან გადახვევასა და განმაახლებლობაში იმხილება წმ. ეკლესიის შემდეგი ღვთაებრივი კანონებით: წმ. მოციქულთა მე-6-ე, 45-ე, 65-ე და 70-ე; ქალკედონის მე-7-ე; ანტიოქიის კრების მე-2-ე; ორგზისი კრების მე-15-ე; VI მსოფლიო კრების 32-ე;  ლაოდიკიის კრების 33-ე, 34-ე და 39-ე და ა.შ.

დღევანდელი პატრიარქის და მისი სინოდის კანონდარღვევები, ბატონო ვახტანგ, მრავალია და იმდენია, რა მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვებიც დღეს ამ ერესიერარქებს გააჩნიათ. თანაც, მათ ჯერ საჯაროდ, ერის წინაშე არაფერი მოუნანიებიათ და არც აპირებენ სინანულს და ერეტიკულ ქმედებებს ისევ აგრძელებენ. ჩვენ ჩამოვთვალეთ მხოლოდ იმ კანონდარღვევების ნაწილი, რომელიც დოგმატურ-ეკლესიოლოგიურ ერესს ეხება ანუ ერეტიკოსებთან თანალოცვისა და თანამეგობრობის უმძიმეს ცოდვათა საკითხს რომ განსჯის და განიხილავს, ხოლო  მრავალი სხვა კანონდარღვევის (სულიწმიდის მადლით ვაჭრობიდან დაწყებული, თამბაქოს მწეველი, ლოთი და უზნეო მღვდლების მრევლზე საშინლად გამხრწნელი ზემოქმედებით დამთავრებული) განხილვა, რაც დღეს ქართულ ტაძრებში ხდება და რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტებში ქართული მოსახლეობის გადაბირებას, ამ წერილში  შორს წაგვიყვანს. ამიტომ, გთხოვთ, იხილოთ ინტერნეტში „დიდგორის“ ვებ-გვერდი: http://www.bpg.sytes.net/didgori/ , სადაც „დიდი სჯულისკანონის“ ფონზე დაწვრილებით არის განხილული სულიწმიდის მგმობელ სექტათა მეგობარი  ქართული ეკუმენისტური სამღვდელოების საეკლესიო დანაშაულთა დასურათებული მტკიცებულებები და ამ მწვალებელ იერარქთა ანტიმართლმადიდებლური საქმეების კანონიკური შეფასებები.

patriarqi_kacismkvlelebtan

გაზეთ “ასავალ-დასავალის” მთელ რედაქციასთან ერთად, იქნებ აგვიხსნას ბატონმა ვახტანგმა ასეთი „უწმიდესის” თაყვანისცემას რა ეწოდება?!
მაგთიკომის ჟურნალი „მუდმივი კავშირი” #1-2003 წელი

ბატონი ედუარდი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც მსოფლიო მაშტაბებისთვის არის დაბადებული…ისეთი პიროვნებანი, როგორიც ედუარდ-გიორგი შევარდნაძეა, თანამედროვეთათვის შეუცნობელნი რჩებიან, რადგან ისინი დიდი საქმეებისთვის არიან დაბადებულნი. ამასთან, კომუნისტური რეჟიმის მსხვრევაში აქტიური მონაწილეობით, საოცარი სულიერი ფერისცვალება მიანიჭა მილიონობით ადამიანს. ბატონ პრეზიდენტს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)

ე. შევარდნაძის მმართველობის დროიდან დღესაც საქართველოში ტენდენცია  ასეთია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მიმდინარეობს საერო ხელისუფლების მკაცრი საჯარო მხილება  მართლმადიდებლობის ღალატში, ხოლო მთავარი დამნაშავის — ღვთის კანონმდებლობის ურჩი სამღვდელოების თაყვანისცემა და ყურმოჭრილი მორჩილება ყველას დიდ პატივად მიაჩნია. მაშინ, მოდით, დავსვათ კითხვა ასე: ვისი ცოდვა უფრო მძიმე და მომაკვდინებელი იყო, უფლის ჯვარმცმელი ჯარისკაცების, რომელზეც ბრძანა უფალმა, მამაო, მიუტევე, რამეთუ არა იციან რას სჩადიანო თუ მოციქულ იუდასი, რომელზეც ამბობს, მისთვის უმჯობესი იყო, დედის მუცლიდან არ დაბადებულიყოო? ამ უკანასკნელმა იცოდა, რომ ცისა და ქვეყნის ღმერთი იყო  ქრისტე და მაინც გასცა იგი; სჯულის მცოდნე მღვდელმთავრების ბრძანებით ჯვარს აცვეს უფალი. იუდა მოციქულივით დღევანდელმა სამღვდელოებამაც იცის ღვთის ბრძანება და სამართალი და ღვთის აკრძალვის მიუხედავად, მწვალებლებლობის სიყვარულით, რომელიც იუდას ვერცხლისმოყვარეობაზეა აღმოცენებული, „იუდას ამბორით“  შეგნებულად  გასცემს უფლის სამართალს.

patriarqi_da_jaba

გაზეთი “6 საათზე”- 11 ივლისი, ოთხშაბათი, 2001 წელი:’

 „ჯაბა იოსელიანის გუშინდელი იუბილე მარჯანიშვილის თეატრში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქართველოში არაფერი შეცვლილა. იგივე მენტალიტეტი, ფსევდო სადღეგრძელოები…”ჯაბა მთელი საქართველოს განსახიერებაა“ სწორედ ასე ამკობდნენ გამომსვლელები იუბილარს. ბობოლებს, რა თქმა უნდა, სიტყვები არ დაუსურებიათ ყველა ლაპარაკობდა ჯაბა იოსელიანის განსაკუთრებულ ხიბლზე, თუ რაინდობაზე.(   …საფინალოდ, როგორც კარგ სპექტაკლში ხდება, ექსკლუზიურად მოპატიჟებული უწმიდესი და უნეტარესი სცენაზე ავიდა და „სამი განზომილების“ ავტორი იუბილარი ლამის მეოთხე განზომილებაში წარმოგვიდგინა: „როცა შიმშილობდა და იმედი გადაწურული ჰქონდა (ეს ზვიადის დამხობას შიმშილობით რომ ამზადებდა ჯაბა ალბათ იმაზეა ლაპარაკობს ილია_) მასთან მივედი და ვუთხარი-შენ საქართველოს სჭირდები; ჯაბა იოსელიანის ცხოვრება უწმიდესმა საქართველოს ცხოვრებას შეადარა და სიყვარულისა და მწუხარების სინთეზად მოიაზრა. შემდეგ კი ხატი საიდუმლო სერობა უსახსოვრა. თავად იუბილარი ხელზე და მხარზე ეამბორა უწმიდესს…ამასობაში ახალგაზრდა მსახიობები მღეროდნენ და ხუმრობდნენ …“ ( პუბლიკაციის ავტორი-ზურა ნოზაძე)  ჩამოთვლილია ამ წერილში ილიასთან ერთად ვინც აქებდა ჯაბას: ელენე თევდორაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ლაშა თაბუკაშვილი, თამაზ წივწივაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და ა.შ.)

ურწმუნო საერო ხელისუფლება, შეიძლება, ისე მოვიდეს სახელმწიფოს სათავეში, რომ არ იცოდეს ღვთის სამართალი და სამღვდელოება ვალდებულია, შეასწავლოს მას ღვთის სჯული, აუხსნას, თუ რას მოითხოვს უფალი მისგან, ქვეყნის როგორ მართვას განაწესებს ღმერთის სჯულმდებლობა და მართლმადიდებლობიდან განდრეკის შემთხვევაში მღვდელმთავარი ვალდებულია, მკაცრად ამხილოს ეს საერო ხელისუფალება, რათა დაიცვას ერი მწვალებლობისგან. საერო ხელისუფლების მხრიდან ღვთაებრივი განწესებების ჯიუტად დაუმორჩილების დროს პატრიარქმა ეკლესიიდან განკვეთით უნდა დასაჯოს და ღვთისმბრძოლობის გაგრძელების შემთხვევაში კი შეჩვენებასაც გადასცეს ასეთი სამოქალაქო ხელისუფლება ისე, როგორც ამას წმიდა მამები აკეთებდნენ, მაგრამ დღევანდელი სამღვდელოება, პირიქით, ჩვენს თვალწინ ყველა ღვთისმბრძოლ ხელისუფლებას ტოლს არ უდებს სჯულის ღალატსა და უფლის ჭეშმარიტი რწმენის გაცემაში…

რა თქმა უნდა, სასულირო და საერო ხელისუფლება, ორივე, დამნაშავეა სჯულიდან განდრეკისა და ერის განმწვალებლობის შემთხვევაში,  მაგრამ ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება; ვისაც ღმერთმა ერის სულიერი ხსნა და მწყემსობა ჩააბარა, ხოლო მან კი უფლისგან მიბარებული ფარის დამწყემსვას და მგლებისგან დაცვას, პირიქით,  მის განსაფანტავად მგელმტაცებლობა არჩია,  ის ყველა დამნაშავეზე დიდი დამნაშავეა და ყველა დამნაშავეზე და ცოდვილზე გაცილებით უფრო სასტიკადაც განისჯება უფლის სამსჯავროზე! ასე, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილის ღვთისმბრძოლობის მხილება მოგვინდება, თავდაპირველად, პასუხი მოვითხოვოთ მასზე დიდი დამნაშავისაგან — მწყემსობიდან მგელმტაცებლად გადაქცეული ილია მეორესა და მისი სინოდისგან და მხოლოდ ამის მერე ექნება, უკვე, ფასი ღვთის წინაშე  ღვთისმბრძოლი ხელისუფლის მხილებასაც!

საჭიროა, ყოველთვის კარგად გვახსოვდეს, რომ ქვეყანისადმი მსახურებაში სულიერ სარგებლობაზე მეტად ზიანი  უფრო მოაქვს, როდესაც ეშმაკის ერთ მსახურს ამხილებ, ხოლო ეშმაკის მეორე და თანაც, უფრო დიდ მსახურს  ქება-დიდებით ამკობ და ამით ერის წარსაწყმედელ მის მსახურებას უფრო განამტკიცებ.

რედაქტორი

PATR_SAAK_GLOBAL_007_0001

გლობალიზაციის ფერხულში

 Рейчел Денбер, и.о. исполнительного директора Отделения Хьюман Райтс Вотч по Европе и Центральной Азии

ВСЕМИРНЫЙ ДОКЛАД – 2005

 Позитивным событием в области борьбы с безнаказанностью стал арест в марте Василия Мкалавишвили и семи его сторонников. Известный как “отец Василий”, Мкалавишвили был вдохновителем многих погромов. Однако при аресте, который был показан по телевидению, полиция применила избыточную силу. На момент подготовки данного обзора Мкалавишвили находился в СИЗО в ожидании суда. При этом правительство не обеспечило привлечения к ответственности участников десятков других погромов, а иногда, как представляется, и само способствовало религиозной нетерпимости, используя националистическую риторику о “чуждом влиянии”, подразумевается – исходящем от нетрадиционных религий.

Eklesiis_Darbeva_13

დემოკრატია ქმედებაში

 

2 Responses to “წერილი „ასავალ-დასავალს“”

  1. AFXAZI Says:

    AI VISI SULIERI MAMAA ES WVEREBIANI KACI…VAI IMAS VINNC AM KACZE LOCULOBS…GMERTO DAGVIFARE GVELEBISAGAN…

  2. lazi Says:

    როცა ადამიანს ღვთისმოშიშობა აკლია, მის მიერ ღვთის სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულს უფრო ჰგავს. მას უფრო, მოსწონს ეს თავისი თვისება და ვერ ხვდება, რომ საკმარისი არ არის. მსგავსი ზედაპირულობით უფრო მივემსგავსებით მწვალებლურ მიმდინარეობებს, რომელთა ბევრი წევრი, ალბათ გულით კეთილია, მაგრამ არასიღრმისეული ცოდნა აქვთ.(როცა გინდა, რომ რამე მიიღო, კიდეც უნდა გაიღო. უმჯობესია თუ მანამდე გაიღებ.)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: