ცრუ ეპისკოპოსები

 

არავინ არ აყენებს ისე დიდ ზიანს ეკლესიას, როგორც სასულიეო პირი, რომელიც უსჯულოდ იქცევა, ვერავინ ბედავს დაადანაშაულოს იგი მწვალებლობაში, ხოლო ცდომილება მისი კი მით უფრო იზრდება, როცა მისი სასულიერო ღირსებისადმი მოწიწების გამო, მაინც განაგრძნობენ ასეთი ცოდვილის შეწყნარებას. (წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი)

 

თუკი ვინმე, ეპისკოპოსების, მიტროპოლიტების, ანდა – პატრიარქთაგან დაიწყებს რაიმე მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ერეტიკული სწავლების ქადაგებას, მაშინ დანარჩენი მღვდელმსახურნი და ეკლესიის მსახურნი უფლებამოსილნი, მეტიც ვალდებულნი არიან მაშინათვე გამოეყნონ აღნიშნულ ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს, თუ პატრიარქს… ე.ი. ესთიგმენიის მონასტრის მსგავასად, რომელიც დიდი ხანია განდგომილია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციას, აი, ეს 19 მონასტრის ბერ-მონაზვნებაც, ორგზის კრების 15 კანონის თანახმად, ვალდებულნი იყვნენ განდგომოდნენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, და ეს უნდა გაეკეთებინათ დიდი ხნის წინათ, მაგრამ ვითომდაც მხილებით დღესაც აგრძელებენ ღვთის სჯულის უხეში დარღვევით გაკათოლიკებულ ბართლომეს საყდრის იურისდიქციის მორჩილებას და თანაც სულიწმიდის მგმობელ ერესიერარქებს უნეტარისებად და დიდად ღვაწლმოსილებადაც ასახელებენ, მაშ განა შეიძლება რაიმე ვიწამოთ, დღეს უკვე, სიმართლის მანტიაში მოვლენილ ამ იუდა გამცემელთა ვითომდაც მხილების?! თანაც ამისთვის არათუ არანაირ კანონიკურ სასჯელს არ ექვემდებარებიან, არამედ, პირიქით, ქებასაც იმსახურებენ, რამეთუ ამით მათ განიკითხეს არა ნამდვილი,კანონიერი მღვდელმთავრები,არამედ აღსდგნენ ცრუეპისკო-პოსებსა და ცრუ მოძღვრებზე; და არათუ განხეთქილება მოახდინეს ეკლესიაში, არამედ შეძლებისდაგვარად ეკლესია იხსნეს განხეთქილე-ბისაგან ( დიდი სჯულის კანონი; ორგზისი კრების მე-15 კანონი)

ახლა დავაკვირდეთ, ამ პატრიარქთა ერეტიკული დანაშაულის მამხილებელ ამ სურათებს და ასევე წავიკითხოთ, მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ერეტიკული სწავლების მღაღადებელი მათი შეხვედრები, გამონათქვამები და ქადაგებები და ამის შემდეგ დავფიქრდეთ კარგად, ვისი მორჩილება გვსურს, ღმერთისა თუ ამ ერეტიკოს პატრიარქთა?!

ნახეთ და გააკეთეთ არჩევანი ღმერთსა და ეშმაკს შორის

ალექსანდრე კალომიროსი

მნიშვნელოვანია ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ ეკლესიის იერარქიული საფუძველი სულიერია და არა ადმინისტრაციული; მაშინ ისინი აღარ დაიტანჯებიან ევროპელებივით, რომლებიც ბრმად მიჰყვებოდნენ პაპს ყოველგვარ ცდომილებაში. მათ ეგონათ, რომ თუ პაპს არ დაუჯერებდნენ, ავტომატურად ეკლესიის გარეთ აღმოჩნდებოდნენ (როგორ წააგავს ყოველივე ეს “მართლმადიდებელთა” დიდი ნაწილის დღევანდელ მდგომარეობას).

დღეს პატრიარქებისა და ეპისკოპოსების უმრავლესობა პოლიტიკური ძალების ზეგავლენას განიცდის. მაგ. აშკარაა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარება საბჭოთა ხელისუფლებისადმი. კონსტანტინეპოლი პრო-ამერიკული პოლიტიკის ზეგავლენის ქვეშაა. ოფიციალური ეკლესიები სათამაშოდ ქცეულან ამა ქვეყნის ძლიერთა ხელში. ნუთუ მართლმადიდებლები ვალდებულნი არიან მუდმივად ამ დამონებული საპატრიარქოების ერთგულნი იყვნენ? ისტორიული დამსახურებანი ვერანაირად ვერ გაამართლებენ კაპიტულანტური ერთობის ძიებას მწვალებლებთან. ერთ დროს რომსაც ეჭირა უპირველესი ადგილი საქრისტიანოში, მაგრამ ეს ფაქტი ვერ აიძულებდა ქრისტიანებს მწვალებლობის გზაზე გაჰყოლოდნენ მას. ეკლესიათა ევქარისტიულ ერთობას მაშინ აქვს არსებობის უფლება, როდესაც ეს ერთობა დაფუძნებულია სულზე და ჭეშმარიტებაზე ანუ როდესაც “ეკლესიები” რჩებიან ქრისტეს ეკლესიაში. მაშინ, როცა საპატრიარქოები მწვალებლებთან ერთობის გამო აღარ შეადგენენ ქრისტეს წმიდა ეკლესიას, ამ საპატრიარქოთა ერთგულება დამღუპველია. მართლმადიდებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი არ არიან ვალდებულნი დაემორჩილონ ეპისკოპოსს, რომელიც სიტყვით და საქმით მართლმადიდებელი აღარაა, რაც არ უნდა ტიტულოვანი ტახტიც არ ჰქონდეს მას დაკავებული. მით უმეტეს, როდესაც ამგვარი ცრუეპისკოპოსნი ყველასთვის აშკარა შეთანხმებებზე მიდიან მწვალებლებთან, აღიარებენ რა მათ რიტუალებს მადლმოსილად, მათ დამახინჯებულ სარწმუნოებას კი სამოციქულო მოძღვრებად. ეპისკოპოსი უმაღლესი, უმთავრესი წოდებაა ეკლესიაში. იგი აშკარა ცოდვილიც რომ იყოს, ქრისტიანი ვალდებულია მას სათანადო პატივი მიაგოს, დაემორჩილოს საკრებო განჩინებამდე. მაგრამ თუ იგი მწვალებლობის ქადაგებას იწყებს, ანდა რელიგიურ ურთიერთობაში შედის მწვალებლებთან, მაშინ ქრისტიანი არ უნდა ელოდოს საკრებო განჩინებას, არამედ ამგვარ ეპისკოპოსს დაუყოვნებლივ უნდა განეშორს. ამას გვასწავლიან საეკლესიო კანონები

 

წაიკითხეთ და გააკეთეთ არჩევანი, ღმერთსა და ეშმაკს შორის:

  • 22.12.2006] თურქეთში მოქმედი ეკუმენური საპატრიარქო მასპინძლობას გაუწევს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრებს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ, უალტერ ალტმანმა, 15 დეკემბრის ვიზიტისას, კონსტანტინეპოლის ეკლესიას “ჭეშმარიტად ეკუმენური ეკლესია” უწოდა “რომლის ეკუმენიზმი აშკარად გამოვლინდა არაერთ ისტორიულ ინიციატივაში”. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალურ მდივანთან სამუელ კობიასა და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ: ცენტრალური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე (ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს), მიტროპოლიტი გენადიოსი, მარგარეტ ჰენდრიკს-რირიმასი და სხვები. ალტმანი დაესწრო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრების შეხვედრას, რომელიც ფანარში გაიმართა. მიესალმა რა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრების ჩამოსვლას ფანარში, ეკუმენურმა პატრიარქმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ეკუმენურ მოძრაობაში. კონსტანტინო-პოლის ეკლესია როგორც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დამფუძნებელი და მონაწილე – “მზად არის ხელი შეუწყოს დიალოგის წარმართვას, არა მხოლოდ ქრისტიანულ ეკლესიებს შორის არამედ, ქრისტიანულ და სხვა მონოთეისტურ ეკლესიებს შორისაც”, — განაცხადა პატრიარქმა ბართოლომეოსმა.

  • კობია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდება

2007 წლის 18-დან 24 ივნისამდე მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეკუმენური დელეგაცია პასტორ სამუელ კობიას ხელმძღვანელობით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ძირითადი განხილვის თემა გახდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (რმე) აღორძინება და მისი დამოკიდებულება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან (ემს). დოქტორი კობიასათვის, რომელმაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალური მდივნის პოსტი 2004 წლის იანვარში დაიკავა, ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია ორგანიზაციის ერთ-ერთ უდიდეს წევრ ქვეყანაში.

  • [01.12.2006] კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს I-ს კათოლიკურ ეკლესიასთან გაერთიანების სურვილი აქვს

რომის პაპი ბენედიქტე XVI, რომელიც 30 ნოემბერს სტამბულში ჩავიდა, წმ. გიორგის სასელობის კათედრალურ ტაძარში ლიტურგიას დაესწრო.პაპი ბენედიქტე ტაძარში ცისკრის ლოცვის დასრულების შემდეგ და ლიტურგიის დაწყებამდე მივიდა. პაპი და ბართოლომეოსი მშვიდობის ნიშნად ერთმანეთს ეამბორნენ და მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ბართოლომეოსმა მისასალმებელ გამოსვლაში მოციქულ ანდრიას ხსენების, მსოფლიო საპატრიარქოს სამეუფო დღესასწაულის, დღეს პაპის ჩამოსვლას “მშვიდობის დალოცვა” უწოდა და თქვა, ის დამწუხრებულია, რომ “ორი ეკლესია ჯერ კიდევ არ არის გაერთიანებული”.

პატრიარქმა ისაუბრა რწმენასა და ლოცვაში ერთიანობის აუცილებლობაზე, გამოხატა სინანული იმის გამო, რომ დაქუცმაცებული ქრისტიანები ხლეჩენ ”ქრისტეს უკერველ კვართს”. პატრიარქმა თავის გამოსვლაში არაერთხელ გამოთქვა სინანული, რომ რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებმა აქამდე ვერ შეძლეს, აღასრულონ წმინდა საიდუმლო ერთად და ილოცონ ერთ დღეს. ჩვენი ლიტურგია – თქვა პატრიარქმა, – გვასწავლის ჰორიზონტისა და საზღვრების გაფართოებას, ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულისა და ურთიერთობის ენას, რომელიც ერთმანეთის სიყვარულად უნდა გარდაიქცეს, ყველა განხეთქილებაზე მაღლა უნდა დადგეს. სამყარო არის ერთი “კოსმიური ლიტურგია”, – გაიხსენა პატრიარქმა მაქსიმე აღმსარებლის სიტყვები, და ასეთი ლიტურგია, – დაამატა მან, – არასდროს დაძველდება.

საპასუხო სიტყვაში ბენედიქტე XVI-ემ ქრისტიანთა დანაწევრებას “საცდური” უწოდა და გამოთქვა სურვილი სისავსისა, რომელსაც ორივე ეკლესია ითხოვს, რომ გაერთიანდეს და ჩაატაროს ერთიანი ლიტურგია.

საეკლესიო ახალი ამბების სააგენტო, რომელიც ფაქტობრივად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალური საიტია, ხაზს უსვამს ორი წინამძღვრის განსხვავებულობას. საიტი პატრიარქ ბართოლომეოსს “ახალი რომის მთავარეპისკოპოსად”, ხოლო პაპ ბენედიქტე XVI-ს “რომის ეპისკოპოსად” მოიხსენიებს.

პატრიარქმა და პაპმა საჩუქრები გაცვალეს: პატრიარქმა პაპს 1811 წელს გამოცემული ბიბლია მიართვა, ხოლო პაპმა პატრიარქს – ბარძიმი.

  • 20.09.2006] ბელგრადში მართლმადიდებლურ-კათოლიკური შეხვედრის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ საღვთისმეტყველო დონეზე ევროპის ინტეგრაციას დაუჭერენ მხარს

“ჩვენ დღეს ვხდებით მოწმე იმისა, თუ როგორ ერთიანდებიან ევროპელი ერები და ქმნიან ერთიან ოჯახს. დადგა დრო ისევ აღვადგინოთ ძველი ერთიანობა… ახლა აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდებიან არა მარტო საღვთისმეტყველო, არამედ პოლიტიკურ დონეზეც”, – კომისიის მეთაურთა ღია შეკრებაზე კონსტანტინო-პოლის საპატრიარქოს პერგამოსის მიტროპოლიტმა იოანემ (ზიზიულასი).

თავის მხრივ, საღვთისმეტყველო კომისიის მეორე თანამეთაურმა, ქრისტიანული ერთობის ხელშეწყობის საკითხებში პაპის საბჭოს ხელმძღვანელმა, კარდინალმა ვალტერ კასპერმა აღნიშნა, რომ ასე ხანგრძლივი დაშორების შემდეგ ქრისტიანობის კათოლიკურმა და მართლმადიდებლურმა შტოებმა უნდა მიაღწიონ თავიანთ “ერთობას ღმერთში, ერთიან რწმენაში, ერთ ნათლისღებაში”.

“ჩვენ მიმართული ვართ მომავლისაკენ, რომ შევქმნათ ევროპის ერთობა”, – დასძინა მან და ორივე მხარეს, კომისიის მუშაობის მონაწილეებს მოუწოდა “პატიებისაკენ, ცუდი მოგონებებისგან მეხსიერების განთავისუფლებისაკენ”.

კომისიის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს შეკრების ჩატარების ადგილის შერჩევის სიმბოლური მნიშვნელობა. ბელგრადი ოდესღაც გაერთიანებული იუგოსლავიის დედაქალაქი იყო, რომლის დაცემაც 1990 წელს ხორვატ-კათოლიკებსა და სერბ-მართლმადიდებლებს შორის შეტაკების საფუძველზე მოხდა.ახლა კი ეს ეთნიკური ჯგუფები შერიგებას ცდილობენ, – თვლიან კომისიის წევრები.

“ჩვენ შევხვდით ქვეყანაში, სადაც დიდი სირთულეებისაგან თავისუფლდებიან, რომელიც ცდილობს აღდგომას”, – ამის შესახებ განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ. საღვთისმეტყველო დიალოგის კათოლიკურ-მართლმადიდებლური შერეული კომისიის მუშაობაში მონაწილეობს 60 ადამიანი, ეპისკოპატის 30-30 წარმომადგენელი კათოლიკური და მართლმადიდებლური ქვეყნებიდან.

 

შეკრება 25 სექტემბრამდე გაგრძელდება, განხილვის მთავარი თემა იქნება ეკლესიაში ხელისუფლების საკითხი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან შეხვედრაში მონაწილეობს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

 

აი, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის ქორეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძეც, ხედავთ, თურმე რაში იღებს მონაწილეობას „პატრიარქის“ ქორეპისკოპოსი?! ე.ი. კათოლიკებთან გაერთიანების სამზადისში ყოფილა: საღვთისმეტყველო დიალოგის კათოლიკურ-მართლმადიდებლური შერეულიკომისიის მუშაობაში მონაწილეობს 60 ადამიანი, ეპისკოპატის 30-30 წარმომადგენელი კათოლიკური და მართლმადიდებლური ქვეყნებიდან.

 

ღვთაებრივი მართლმსაჯულების დასკვნა: თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა მწვალებლებთან ერთად ილოცოს, აეკრძალოს მღვდლობა, თუ ნებას მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.

მაშასადამე ზემოთ მოხმობილ ერეტიკულ დანაშაულთა ქმედებაში, საქმით თუ სიტყვით მონაწილე, პატრიარქ-ეპისკოპოსებს: კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს, რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს და საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს (ამ შემთხვევაში, მისი დანაშაულის მტკიცებულება, მისი ქორეპისკოპოსით) უფლის მოციქულთა 45-კანონით აკრძალული აქვთ მღვდელმოქმედება და განკვეთილნი არიან მართლმადიდებელი ეკლესიიდან.

მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყველა სხვა რელიგია არის ღვთისგან განდგომა, მწვალებლობა და ცდომილება, ამიტომ შევუდგეთ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებას და მკაცრად გავემიჯნოთ ყველა სხვა დანარჩენს, „ნუ თანაეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა“ (ეფეს. 5,2.)

 

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის განყოფილების პრესსამსახური

 


 

 იხილეთ ვიდეო-მხილება დიდი სჯულის კანონების დარღვევისა

Attached Files:

3 Responses to “ცრუ ეპისკოპოსები”

  1. Possibly Says:

    ubralod zalin momxibvleli da saintreso logika gagachniat… ai sabolood davrwmundi, rom am saitis administracia sashinel gankitxvebsa da codvashia chavardnili… Tuki tqven migachniat, rom saqartvelos katolikos patriarqi uwmindesi da unetaresi ilia II raime formit arghvevs sjulis kanonebs da ar aris weshmariti martlmadidebeli, mashin tqveni da mteli saqartvelos martlmadideblobis sazomi zalian gansxvavdeba… tbils skamebze momjdarni sashinel gankitxvebsa da codvashi xart chavradnilni, mihachniat ra tavi ertadert sheumcdar da weshmarit martlmadideblebad. tqveni azrit ubralod is faqti, rom patriarqis qorepiskoposi eswreboda im sabwos raimes damadasturebelia zalian shemcdarxart, ai im sjulis kanonebsa da sxva bevr rames rom kitxulobt da didis ambit mogyavt didi citatebi tqven magis wakitcis uflebac ki ar gaqvt, imitom rom mati saghvto analizis unari ar shegwevt… amoglejili frazebit shesadzlebelia musulmauri religiis weshamritebis dadasturebasc…

    Ilia II XX da XXI saukuneebis udidesi wmindani beri, romlis ushaulo damsaxurebaa saqartveloshi qristianobis shenarchuneba tqvengan aset tons da sanraldebo daskvnebs ar imsaxurebs… ghmerti yvelas mokitxavs da gansjis mati saqcielistavis…

    Me piradad ert riigit qartvels ilia II ara ghertkaci, aramed chem sulieri mamad mimachnia, iseve, rogorc nebismier wesh,arit martlamdidebels…. ai tqven ki satanis mociqulebad qceulxart da patriarqis misamartis bedavt da paskvilebs txzavt… araushavs bolo jamia da satanis manqaneba gamalebit mushaobs… ghemrto gaazliere da daifare saqartvelo… mogveci qartvelebs zala da madli shevicnot weshmariti wmindanebi…

  2. ასდგგჯ Says:

    ძალიან საინტერესო ფაქტებია არ ვიცოდი რომ ეს ნამდვილად ხდებოდა. აქ თურმე მღვდელთმთავრები ყოფილან ანტიქრისტეები და ხალხი მათ ბრმად მორჩილებს და აი ნათელი მაგალითი…ეს განკითხვა კი აარ რეალობაა… ეკლესია ერთადერთი სანუგეშო ადგილად მიმაჩნდა და აქაც იჩინა თავი სატანიზმმა და მწვალებლობამ…სამწუხაროა ძალიან…

  3. ფრანცისკო Says:

    მაგარი მოცლილი სასტავია. რაღაცეებს აბრეხვებენ და გონიათ, რომ ჭეშმარიტებას ღაღადებენ. იქნებ ცოტა გამართულად წერა გესწავლათ… :))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: